1. ზოგადი წესები

1.1 ელიტური ფორუმი (elita.ge) შექმნილია ონლაინ ურთიერთობებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, სხვადასხვა საკითხების განხილვისა და გადაჭრისათვის. ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც იზიარებს ამ წესებს.

1.2 ფორუმი წარმოადგენს მისი მფლობელების კერძო საკუთრებას. ფორუმის წესებს ამტკიცებენ მისი მფლობელები ვინაიდან აქვთ ამის სრული უფლება. თქვენი მონაწილეობა ფორუმის მუშაობაში ავტომატურად გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ წესებს.

1.3 ფორუმის ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას ფორუმში გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეზე. ყოველი წერილი გამოხატავს მხოლოდ მისი ავტორის აზრს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ფორუმის ადმინისტრაციის შეხედულებებს იმავე საკითხზე. ფორუმის მფლობელებს და ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ფორუმში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენების/არგამოყენების შემთხვევაში.

1.4 ფორუმის ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს ფორუმის წევრის კონფიდენციალურ ინფორმაციას. მაგრამ ეს არ ვრცელდება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც უხეშად არღვევენ ფორუმის წესებს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იყოს დამრღვევის ფორუმში მონაწილეობის საკითხის გადაწყვეტისთვის. სხვა შემთხვევაში ფორუმელის პირადი ინფორმაციის გაცემა მოხდება მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე.

1.5 ფორუმით ან/და მასში გამოქვეყნებული ინფორმაციით ნებისმიერი ფორმით სარგებლობა გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ წესებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ წესებს, მაშინ თქვენ დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ ფორუმით ან/და მასში გამოქვეყნებული ინფორმაციით სარგებლობა.

1.6 იმასთან დაკავშირებით, რომ წერილების დამატება ხდება რეალურ დროში, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ შევამოწმოთ ყველა წერილის ფორუმის თემატიკასთან თავსებადობა და ინფორმაციის სიზუსტეზე. ყოველი წერილი გამოხატავს მხოლოდ მისი ავტორის აზრს და ფორუმის ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ფორუმის მონაწილის წერილების გამო.

1.7 თუ თქვენ თვლით, რომ რომელიმე წერილით თქვენ მოგაყენეს შეურაცხყოფა, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის ან პირადი გზავნილის მეშვეობით. ჩვენ გვაქვს საშუალება გავაუქმოთ შესაბამისი წერილი და ვეცდებით ეს გავაკეთოთ უმოკლეს ვადაში, თუკი მივალთ დასკვნამდე, რომ ზემოხსენებული წერილი მართლაც წასაშლელია. გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ხელით და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ამის გაკეთებას თქვენი წერილის მიღებისთანავე.

1.8 ფორუმში წესრიგისთვის თვალყურის დევნება ევალებათ მოდერატორებს, სუპერ მოდერატორებს და ადმინისტრატორს.

2. შეზღუდვები

2.1 რეგისტრაცია, ნიკი და პროფილი

2.1.1 აკრძალულია ფორუმელის სახელად(ნიკი) საიტებისა და სერვერების მისამართების, ან მათი ელემენტების, აგრეთვე უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება. ადმინისტრატორს უფლება აქვს გააუქმოს ასეთი ნიკი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.

2.1.2 ფორუმის მონაწილეს არ აქვს უფლება გამოიყენოს ხელმოწერაში სარეკლამო ინფორმაცია, ბმულები სხვა ვებგვერდებზე, უცენზურო სიტყვები და გამოთქმები.

2.1.3 ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი ნიკის რეგისტრაცია ეკრძალება. ადმინისტრატორს შეუძლია გააუქმოს ასეთი ნიკი.

2.1.4 ფორუმელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს თავისი პაროლი და არ აქვს უფლება სხვას სარგებლობაში გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი.

2.2 ახალი თემების გახსნა

2.2.1 ყოველი კონკრეტული თემა განიხილება მხოლოდ და მხოლოდ იმ განყოფილებაში, რომლის სათაურიც მას შეესაბამება. წინააღმდეგ შემთხვევაში თემა გადატანილი იქნება შესაბამის განყოფილებაში, ხოლო წინა ადგილას ის იქნება გაუქმებული.

2.2.2 აკრძალულია ისეთი თემების გახსნა, რომლებიც უკვე არსებობს ფორუმზე. სანამ გახსნიდეთ ახალ თემას მოიძიეთ იგი ფორუმის ძებნის საშუალებით.

2.2.3 აკრძალულია ერთი და იგივე თემის სხვადასხვა განყოფილებებში გახსნა.

2.2.4 აკრძალულია თემების გახსნა არაინფორმაციული სათაურით, მაგალითად: "დამეხმარეთ" ან "შეკითხვა მაქვს". თემის სათაურში ნათლად უნდა ჩანდეს განსახილველი საკითხი.

2.2.5 აკრძალულია ახალი თემების გახსნა, რომელიც ეხება ადმინისტრაციის მიერ დახურული ან წაშლილი თემების საკითხების განხილვას. ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ პირადი გზავნილი ან ელფოსტა.

2.3 წერილები და გამოხმაურებები

2.3.1 აკრძალულია არანორმატიული ლექსიკა, პირადი შეურაცხყოფა ფორუმის წევრების ან მესამე პირების მიმართ, რასისტული აზრების გამოხატვა, მოწოდება ძალისმიერი გზით მთავრობის დამხობისა, ეროვნებათაშორისო შუღლის გაღვივება, რაც აკრძალულია საქართველოს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კოდექსის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით.

2.3.2 მიუხედავათ ფორუმში თქვენი ანონიმურობისა, ეცადეთ წერილში არ დაწეროთ ის, რისი თქმას არ ისურვებდით პირადი შეხვედრის დროს.

2.3.3 აკრძალულია ისეთი თემები და წერილები, რომლებიც ქართული კულტურის, რელიგიის, ტრადიციების და მენტალიტეტის შეურაცხმყოფელია.

2.3.4 აკრძალულია სარეკლამო ხასიათის წერილების გაკეთება, რაიმე პროდუქციის ან მომსახურეობის ღია ან ფარული რეკლამირება, ასევე ამასთან დაკავშირებული ინტერნეტ-რესურსის ბმულების მოყვანა პოსტინგში, თუ ეს არ არის პირდაპირ კავშირში განსახილველ თემასთან და ეს ინფორმაცია არ იყო მოთხოვნილი ფორუმის მონაწილის მიერ. რეკლამის მსურველებმა გთხოვთ დაუკავშირდეთ ფორუმის ადმინიტრაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი წერილები წაიშლება ან შესწორდება.

2.3.5 აკრძალულია პირადი ხასიათის წერილების გამოქვეყნება. პირადი საკითხები უნდა გაარკვიოთ ელექტრონული ფოსტისა და პირადი მიმოწერის მეშვეობით.

2.3.6 აკრძალულია ძირითადი თემის განხილვის დროს სხვა საკითხებზე მსჯელობა (ეგრეთწოდებული "ოფტოპიკები"), თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა თქვენთვის სასურველი საკითხის შესახებ.

2.3.7 აკრძალულია ფორუმის ადმინისტრაციის ქმედების განხილვა ფორუმში, რომელიც დაკავშირებულია ფორუმის ადმინისტრირებასთან. თუკი თქვენ თვლით, რომ მოგექცნენ არასამართლიანად, გაარკვიეთ ეს ელექტრონული ფოსტის ან პირადი გზავნილის მეშვეობით.

3. დარღვევები და პასუხისმგებლობა

3.1 გადაწყვეტილება ფორუმის წესების დამრღვევის ფორუმის მუშაობაში შეზღუდვის შესახებ მიიღება ფორუმის ადმინისტრაციის (მოდერატორების, სუპერ მოდერატორები და ადმინისტრატორის) მიერ.

3.2 თემები და წერილები რომლებიც არღვევენ ფორუმის წესებს წაიშლება ან ჩასწორდება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოდერატორის ან ადმინისტრატორის მიერ. ამ თემების და წერილების ავტორმა შეიძლება მიიღოს გაფრთხილება ან შეტყობინება ფორუმის წესების დარღვევის შესახებ, ასევე მითითებაც თუ წესების რა პუნქტს არღვევს.

3.3 თუ ფორუმის მონაწილე უხეშად არღვევს ფორუმის წესებს, შეიძლება გაფრთხილების გარეშე შეიზღუდოს მისი მონაწილეობა ფორუმის მუშაობაში.

3.4 ადმინისტრაცია უფლებამოსილია წაშალოს, ჩაასწოროს, გადააადგილოს ან დახუროს ნებისმიერი თემა და/ან წერილი, რომელიც არ წარმოადგენს სარგებლობას ფორუმისთვის.

3.5 ფორუმის მონაწილე, რომელიც არ ეთანხმება მოდერატორს ამა თუ იმ საკითხში, შეუძლია მისწეროს საკუთარი მოსაზრება ჯერ მოდერატორს პირადი გზავნილის ან ელფოსტის მეშვეობით და მოსთხოვოს ახსნა-განმარტება, თუკი ვერ იქნება მიღწეული კომპრომისული გადაწყვეტილება, შეუძლია დაუკავშირდეს ფორუმის ადმინიტრატორს ასევე პირადი გზავნილის ან ელფოსტის მეშვეობით. თუ თქვენ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ მიიღებთ პასუხს ხელახლა გაუგზავნეთ წერილი.