IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
2 გვერდები V   1 2 >  
გამოხმაურება  ახალი თემა
> ლოცვები, აქ დავდოთ ლოცვები
smith
post Jul 16 2008, 01:48 PM
წერილი #1


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2



ამ თემაში დავდოთ ლოცვების ტექსტები.

მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავ სახელი შენი,
მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩვენთა
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


--------------------
Matrix has you!
 
 
annie
post Jul 21 2008, 10:34 AM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 3,197
რეგისტ: 14-June 08
მდებარ: tbilsi
წევრის ნომერი: 336



დილის ლოცვანი
დასაწყისი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.










მრწამსი
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.















ლოცვა ცოცხალთათვის
მოიხსენე უფალო, ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა საუკუნითგან მყოფნი, რომელთათვის განკაცნენ და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათვის მართლმორწმუნეთა შენთასა, აღსდექ, ამაღლდი ზეცად და დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, მოჰხედენ მოწყალებით მვედრებელთა ამათ შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ, მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უხმარისა მონისა შენისა და ყოვლისა ერისა შენისა. პირველად მოისხენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდენ და დაამტკიცენ, განაძლიერენ, აღამაღლენ, განამრავლენ, მშვიდობით დამყარებულ ჰყავ და წარმართა ზედა მოსვლისაგან განათავისუფლენ და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისამდე დაიცვენ, მწვალებელთა გესლოვანება განაქარვენ და მეტყველება მათი ცუდ-ყჰვენ ძალითა წმიდისა სულისა შენისათა და მოაქციენ იგინი. (მეტანია)

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი.

მოიხსენე, უფალო, ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, გარე-შეზღუდენ მპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველი მტერნი და მბრძოლნი მათნი, შთაუთხენ გულთა შინა მათთა კეთილი და მშვიდობა წმიდისა ეკლესიისათვის და ყოვლისა ერისა შენისა და მიეც მათ მშვიდობა და დაწყნარება, რათა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებული ცხოვრება გვაქუნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვსცხოვრობდეთ. (მეტანია)

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამა ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი, მასწავლელი ჩემი (სახელი), რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნი მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობაი შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყვეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმართლისათვის მართლმადიდებლობასა შინა, უღმრთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარისმყოფელთაგან, მონანი შენნი მოიხსენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა შენდობითა და ხსნა მოანიჭე მათ. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო და შეიწყალენ, მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი, და რომელი მმძლავრობენ და მყვედრიან მე და ნუ დასჯი მათ უსჯულოებათა მათთა გამო, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელი აქვთ ჩემდა მომართ და შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. (მეტანია)

უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)







ლოცვა გარდაცვალებულთათვის
მოიხსენე, უფალო, სული გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები), და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, და მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება. (3-გზის და მეტანია)

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.


--------------------

არასოდეს გახდე დაგრუზული ბადრიჯანი ©angie

..................

:))
 
 
smith
post Aug 16 2008, 04:10 PM
წერილი #3


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2



აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ - უფალო, დიდება შენდა. ამინ!


--------------------
Matrix has you!
 
 
ninuca13
post Sep 13 2008, 03:18 PM
წერილი #4


Member
**

ჯგუფი: Members
წერილები: 10
რეგისტ: 10-September 08
წევრის ნომერი: 566



ღმერთო, უფალო ჩემო მომეცი ძალა შეგიყვარო შენ

უფალო, მომეცი ძალა შევასრულო ნება შენი

უფალო, მომეცი ძლევა საკუთარ თავზე

უფალო, მომეცი ძალა უარვყო ამპარტავნება ჩემი

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
 
 
nabolara
post Feb 5 2009, 03:03 PM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 60
რეგისტ: 27-January 09
მდებარ: akaki wereteli
წევრის ნომერი: 836



ლოცვა ბოროტებისაგან დასახსნელად

უფალო იესო ქრისტეო, ძეო ღმრტისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრტივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ატიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან. დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანი ყოველსა ვერაგისა ანტიქრისტეს დაყოველთა მისთა საცდურთაგან და ნუ მოგუცემ ჩვენ, უფალო, რაითა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენსზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა შენსა მართმადიდებელსა ეკლესიასა. მოგვეც ჩვენ, უფალო, ძალაი წამებად შენისა მართლმადიდებელსა ეკლესიისათვია და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანს-ვსცეთ მას. არამედ ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ
დღესა მას საშინელისა სამსჯავროისა შენისასა, ამინ.


--------------------
 
 
dardiani2009
post Feb 5 2009, 05:15 PM
წერილი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 139
რეგისტ: 5-January 09
წევრის ნომერი: 782



პატრიარქის ლოცვაკურთხევით, სრულიად საქართველომ უნდა ილოცოს ქვეყნის მშვიდობისთვის. წაიკითხეთ და გადაამრავლეთ

ლოცვა საქართველოს მთლიანობისათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის ყოვლადწმინდა სამებისადმი


ჰოი, ყოვლადწმინდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწვდომელო ძლიერებაო,
მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და სულო წმინდაო,ერთო ღმერთო,
რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო
ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად
ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.
სამებაო
წმინდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე
მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად
საქართველოს მართლმადიდებელთა და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს
მიწა-წყლის შვილთა და კვალად აღადგინე ერთობა და მთლინობა ქვეყანისა
ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა. ამინ!!!
 
 
*doorsika*
post Feb 5 2009, 09:04 PM
წერილი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 1,441
რეგისტ: 18-July 08
მდებარ: LUV STReet..
წევრის ნომერი: 408



eek.gif ამ თემის აზრი ამიხსენით ვინმემ?
სახლში ლოცვანი არ გაქვთ თუ რა ხდება ?
ხალხმა დაინახოს რომ ლოცვები იცით.. ? chups.gif
რისთვის დებთ?


--------------------
რამდენ სისულელეს ამბობენ იმის ცდაში , იქნებ ახლა მაინც ვთქვა რამეო.. :))

-----------------------

ჩემი თვალები სუფთა სარკეა -
ყველა თავის თავს ხედავს... და.. უღრენს..
 
 
Gossip Girl
post Feb 5 2009, 11:32 PM
წერილი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 2,035
რეგისტ: 9-December 08
მდებარ: dedamiwa, saqartvelo, tbilisi
წევრის ნომერი: 762



QUOTE(*doorsika* @ Feb 5 2009, 10:04 PM) *
eek.gif ამ თემის აზრი ამიხსენით ვინმემ?
სახლში ლოცვანი არ გაქვთ თუ რა ხდება ?
ხალხმა დაინახოს რომ ლოცვები იცით.. ? chups.gif
რისთვის დებთ?

შემთხვევით ანტიქრისტე ხომ არ ხარ keh.gif kurd.gif

უი ეს პოსტი წამიშალეთ გავაოFე აშკარად


--------------------
მეზიზღები.........
მიყვარხარ..........
 
 
KaTeRinKa
post Feb 6 2009, 12:07 AM
წერილი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: პატრული
წერილები: 2,858
რეგისტ: 24-December 07
მდებარ: უბანი
წევრის ნომერი: 23



Gregorian
მინდია იაღოველი ხარ


--------------------
Если бы можно было убивать мыслью, то ты бы уже давно сдох
 
 
Gossip Girl
post Feb 8 2009, 07:24 PM
წერილი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 2,035
რეგისტ: 9-December 08
მდებარ: dedamiwa, saqartvelo, tbilisi
წევრის ნომერი: 762



გრეგორა და დორსიკა ანტიქრისტეები არიან


--------------------
მეზიზღები.........
მიყვარხარ..........
 
 
*doorsika*
post Feb 8 2009, 10:56 PM
წერილი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 1,441
რეგისტ: 18-July 08
მდებარ: LUV STReet..
წევრის ნომერი: 408



mar_mariko არა მარიკო ნამდვილად kurd.gif
შეჭმარიტი მართლმადიდებელი ადამიანი ვარ chups.gif უბრალოდ არ მესმის რისთვის უნდა დადო ფორუმზე ლოცვა?
უნდა განიხილო თუ ქართულად უნდა გადათარგმნოთ ??? baby.gif
ვინმესთვის რომ ხელმისაწვდომი არ იყოს კიდევ გასაგებია ,
მარა ყველა ოჯახში მოიძებნება მინიმუმ ერთი ლოცვანი..
ასე რომ მე პირადად ამ თემას მკრეხელობად და თავის მოწონებად ვთVლი..
იჰი.. ლოცვა ვიცი..
მარტო მე ვიცი მამაო ჩვენო , სხვა არავინ და ყველამ გაიგეთ ... keh.gif



--------------------
რამდენ სისულელეს ამბობენ იმის ცდაში , იქნებ ახლა მაინც ვთქვა რამეო.. :))

-----------------------

ჩემი თვალები სუფთა სარკეა -
ყველა თავის თავს ხედავს... და.. უღრენს..
 
 
SunnY
post Feb 18 2009, 05:29 PM
წერილი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 914
რეგისტ: 10-January 09
მდებარ: ThaT CrazY AvenuE Of Trees, I'm LivinG There StiLL :)
წევრის ნომერი: 787



QUOTE
ამ თემაში დავდოთ ლოცვების ტექსტები.


და რატო? blink.gif


--------------------
YeaH, i'M Kinda INDIE SNOB: I LisTen To BanDs That DoN'T eveN eXisT Yet. :)
 
 
nimfa
post Mar 11 2009, 10:09 AM
წერილი #13


...და დრო ახალი პაემანისა !!
***

ჯგუფი: Members
წერილები: 1,948
რეგისტ: 13-January 09
მდებარ: ნიმფების სამეფოში
წევრის ნომერი: 799



boli.gif აზრს და მიზანს ვერ ჩავწვდი ... smile.gif


--------------------
მე <3 .სანდრ....!...... !
 
 
annie
post Apr 2 2009, 04:22 PM
წერილი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 3,197
რეგისტ: 14-June 08
მდებარ: tbilsi
წევრის ნომერი: 336



არაუშავს ბავშვებო თუ ერ გაიგეთ რატომ დევს აქ ეს ლოცვები ,სხვა მართმადიდებლურ საიტზეც იდო
http://www.orthodox.ge/index.php?id=locvani.php
კარგი საიტია გირჩევთ ეწვიოთ wink.gif

http://www.patriarchate.ge/?action=locvani

ამათაც უდევთ ლოცვანი და მგონი რომ ტყუილად არ უდევთ smile.gif


--------------------

არასოდეს გახდე დაგრუზული ბადრიჯანი ©angie

..................

:))
 
 
*doorsika*
post Apr 2 2009, 08:50 PM
წერილი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 1,441
რეგისტ: 18-July 08
მდებარ: LUV STReet..
წევრის ნომერი: 408



QUOTE
არაუშავს ბავშვებო თუ ერ გაიგეთ რატომ დევს აქ ეს ლოცვები ,სხვა მართმადიდებლურ საიტზეც იდო

საიტზე გასაგებია..
მაგრამ ფორუმის არსს თუ ჩავწვდებით , მგონი გასაკვირი იქნება ამ თემის არსებობა, რადგან ლოცვებს ჩვენი სასაუბრო და გასარჩევი არაფერი სჭირს.. smile.gif
და კიდევ ერთი.. - თუ ვინმეს დააინტერესებს და სახლში და სანათესაოში ლოცვანს ვერ მონახავს, შეუძლია სწორად მაგ საიტს ეწვიოს და იქ იხილოს..
უბრალოდ ამ თემაში მე პირადად, სადისკუსიოს ვერაფერს ვხედავ.. smile.gif
QUOTE
ამათაც უდევთ ლოცვანი და მგონი რომ ტყუილად არ უდევთ

შეადარე შენც www.elita.ge & www.orthodox.ge ესეც თქვენი მართლმადიდებლობა tongue.gif:)))


--------------------
რამდენ სისულელეს ამბობენ იმის ცდაში , იქნებ ახლა მაინც ვთქვა რამეო.. :))

-----------------------

ჩემი თვალები სუფთა სარკეა -
ყველა თავის თავს ხედავს... და.. უღრენს..
 
 

2 გვერდები V   1 2 >
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 19th October 2019 - 05:54 AM