IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

პროფილი
ფორუმელის ფოტო
რეიტინგი
 
Personal Statement
Soul Mover doesn't have a personal statement currently.
პერსონალური ინფორმაცია
Soul Mover
Advanced Member
ასაკი უცნობია
მდედრობითი
თბილისი
დაბადების თარიღი უცნობია
ინტერესები
ინფორმაც ა არ არის
სტატისტიკა
რეგისტრ: 15-August 08
პროფილის ნახვები: 12,740*
ბოლოს იყო: 12th April 2010 - 12:28 AM
ლოკალური დრო: Oct 21 2018, 07:29 PM
886 წერილები (0 წერილი დღეში)
AIM ინფორმაცია არ არის
Yahoo ინფორმაცია არ არის
ICQ ინფორმაცია არ არის
MSN ინფორმაცია არ არის
* პროფილების ნახვა ახლდება საათობრივად

Soul Mover

ჟურნალისტი

***


თემები
წერილები
კომენტარები
ამხანაგები
My Content
18 Jan 2010
მოდური ფრჩხილები 2010 წლისთვის, შეიქმენი დღესასწაული და გახალისდი, გააკეთე აქცენტი და გადაიტანე შენი ფანტაზია ფრჩხილებზე.
რ ვიცი ქართული საზოგადოება რამდენად შეეგუება ამგვარი ბრჩხილებით მოსიარულე გოგონას, თუმცა ცდა ბედის მონახევრეაოsmile.gif ნათქვამია, ყველაზე რისკიანი მანდილოსნის სტატუსის მოპოვებისას კი კონკურენტი ნამდვილად არ გეყოლებათ.

ისე, ჩემი აზრით ზოგი მანიკური ძალიან მოუხერხებელია


12 Jan 2010
ქალის სურნელი

არსებობს თუ არა სექსუალური არომატი, რომელიც საყვარელი მამაკაცის ძლიერ ვნებას გამოიწვევს, თავბრუს დაახვევს მას, სიმშვიდეს დაუკარგავს. დიახ და არაც-რადგან არომატი კი არ აქცევს ქალს სექსუალურად, არამედ ქალი-არომატს.

ყველაზე ეროტიული პარფიუმის ქონა ისეთივე ოცნებაა, როგორიც მუდმივი ახალგაზრდობის კრემის და მომენტალური გახდომის ელექსირის. თუმცა ჩვენში ცხვირი ვერ განასხვავებს სუნის მეასედ ნაწილსაც. ადამიანები ამ ნაკლს აკომპენსირებენ პარფიუმის დახმარებით.

სუნამი ჩვენი კეკლუცობის ერთ-ერთ ფორმად გადაიქცა. თვალის და ყურისგან განსხვავებით, რომლებიც ინფორმაციას იძლევიან რეალობის შესახებ, მამაკაცის ცხვირი დიდხანს იჭერს ჰაერში აღმგზნებ ნოტებს.

არომატი თავისთავად ეროტიული არ არის, ის მხოლოდ ხაზს უსვამს მისი მატარებლის მიმზიდველობას.

-შეთქმულების თეორია-

ფერომონების თეორიის მომხრეების სამწუხაროდ, ამ ნივთიერების არსებობა და რეალური მოქმედება დამტკიცდა მხოლოდ ცხოველებში, ადამიანებში კი ამ თეორიის დამტკიცება ჯერ ვე მოხერხდა, არომატული ნივთიერების აღმქმელი ორგანოს არსებობის მიუხედავად.

არომატების უმრავლესობა, რომელიც ადრე სექსუალურად ითვლებოდა, დღეს ირონიულ ღიმილს იწვევს. ფერომონების თეორიის მიხედვით, კი სექსუალური-პარფიუმი უცვლელი უნდა იყოს დროის და მოდის მიუხედავად, უნდა აღაგზნებდეს, იტაცებდეს...

სინამდვილეში კი რეტრო არომატი მოსწონს იმ ადამიანებს, რომლებშიც ის ასოცირდება უზრუნველ ბავშვობასთან, მგზნებარე სიყვარულთან და რომანტიკულ მოგონებებთან.

-ქვეცნობიერი-

თუმცა ეროტიული ნოტები მაინც არსებობს. ადამიანური ვნებისთვის უცხოა ესთეტიკა და მას აღაგზნებს მარტივი არომატი-ცხოველური და გემოვნებითი.

სუფთა სახით ისინი იშვითად გვხვდება. ჩვენი ქვეცნობიერისთვის რეაქციის წამოსაქმნელად საკმარისია ჰომეოპათიური დოზაც. მაგრამ თუ ცხოველური სუნის მოქმედება ლიბიდოზე ლოგიკურია, მაშინ მამაკაცებს რატომ აღაგზნებთ კულინარული ნოტები? ამ კითხვაზე საპასუხოდ ევოლუციას უნდა მივმართოთ. ორ ფეხზე სიარულის დაწყებიდან ადამიანისთვის მთავარი გახდა მხედველობა. ხოლო ყნოსვა მიმართული იყო საკვების მოპოვებისკენ.

მას შემდეგ ცოტა რამ შეიცვალა. ადამიანები კვლავინდებურად რეაგირებენ გემოვნებით არომატებზე. თვით პარფიუმერიასაც გემოს მიხედვით აღვწერთ: მწარე, ტკბილი, მწკლარტე.

ასე რომ გზა მამაკაცის გულისკენ გადის არამარტო კუჭზე, არამედ ცხვირზეც.

-ძლიერი ნატურა-

რომელი ნოტები აღვივებს ვნებას? პარფიუმერული ეროტომანების სიის თავში დგას -მუსკუსი, რომელიც ხაზს უსვამს და აძლიერებს კანის სურნელს, თავბრუდამხვევად მოქმედებს მამაკაცის ყნოსვაზე. მას მიყვება ამბრა, ტკბილი თმინი და ცხოველური ცხიმი ცივეტი, რომელიც მოგაგონებთ ადამიანს სხეულის სურნელს, ასევე ფაჩული, რომელიც იდუმალებას გვაძლევს და მირა, რომელიც სიმკვეთრეს გვჩუქნის.

სექსუალურ მადას აღვიძებს სანელებლები:მიხაკი, დარიჩინი, ვანილი. აღმოსავლეთში მათ მიმოფანტავდნენ ცოლ-ქმრის საწოლის ირგვლივ.

რაც შეეხება ყვავილებს, მათში ბევრია სინაზე და უმანკოება, ხოლო ეროტიზმი ნაკლებადაა. თაიგულისთვის სექსუალურობის მისანიჭებლად მას უმატებენ გამოცდილ კომპონენტებს: ვარდს-ფაჩულის, იას-სანდალოზს და ა.შ.

ყვავილებს შორის ყველაზე მგრძნობიარედ ითვლება ფლერდორანჟი, ტუბეროზა, გარდენია და ჟასმინი.

თუმცა არომატს თავისთავად სექსუალურობა არ გააჩნია, მთავარია ვის ასხია ის, და ვინ ყნოსავს მას.

-ძირითადი ინსტინქტი-

სიყვარულისგან განსხვავებით ყნოსვა ხორციელი და შესწავლილი გრძნობაა. სურნელი არის-მფრინავი მოლეკულების და ცხვირის ყნოსვითი უჯრედების შეხვედრის ფენომენი, რაც წარმოშობს რეაქციების სერიას და მთავრდება გარკვეული ემოციების და ორგანოების აღგზნებით. აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. ყნოსვის უჯრედების მოქმედებაზე პასუხისმგებელია 348 გენი, ამიტომ ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ სუნზე. მაგ. ფაჩულიმ შესაძლოა თავბრუ დაგახვიოთ ან ზიზღი გამოიწვიოს.

ამიტომ არომაფსიქოლოგები არ გვირჩევენ ცდუნებისთვის მონოარომატის გამოყენებას. რაც უფრო რთულია არომაკოქტეილი, მით მეტი შანსი გაქვთ რჩეულის მოხიბვლისთვის. ზოგიერთს უყვარს რამდენიმე პარფიუმის შერევა, საკუთარი უნიკალური მიქსის შექმნა.

ფსიქოლოგების აზრით მთავარია სურნელი თავად მოგვწონდეს. დაუშვებელია ყოველგვარი პარფიუმერული დისკომფორტი. საკუთარ ყნოსვას ვერ მოატყუებ: თუ სურნელი კანის არომატთან ჰარმონიაშია, ძლიერდება სექსუალურობა, თავს კომფორტულად გრძნობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი მას უკუაგდებს.

-ქალის სურნელი-

ყველა დროში არომატი ერთ-ერთი მთავარი ეროტიული ატრიბუტი იყო. ბერძნები სუნამოს წარმოშობას უკავშირებენ აფროდიტეს. ისტორიაში შევიდა კლეოპატრას პარფიუმერული ექსპერიმენტი, რომელმაც თვით იულიუს კეისარიც დაიპყრო. შემდგომში ალქიმიკოსები ქმნიდნენ სიყვარულის გამომწვევ არომატებს, რომელშიც შედიოდა მუსკუსი, ქარვა, ვარდი... ფრინველების სისხლი.

ზოგან პარფიუმერიას საერთოდ არ აფასებენ. ესკიმოსები მხოლოდ ადამიანის სხეულის სუნს აღიარებენ:თმის, ოფლის, შარდის. მათთვის ეს უსაფრთხოების და ურთიერთობის სინონიმია.

ხალხის უმრავლესობას კი უფრო სასიამოვნო სურნელი აღაგზნებს. ოკეანიის კუნძულების მაცხოვრებლები პაემნის წინა თმას ყვავილების ზეთით იზელენ და სურნელოვან აბაზანას ღებულობენ, ნიგერიაში ქორწილამდე ერთი კვირის განმავლობაში პატარძალს განსაკუთრებულ არომატულ ზეთს უსმევდნენ.

ზოგადად სექსუალური არომატის შერჩევა ადვილია და რთულიც.

იდეალური სექს-არომატი არ და არც შეიძლება არსებობდეს. ყველაფერი ინდივიდუალურია, ყველაფერი სუბიექტურია, ყველაფერი დამოკიდებულია განწყობაზე, წელიწადის დროზე, კანის ტიპზე და ბევრ სხვა ნიუანსზე. რჩეულზე ეშმაკურად გადახლართული ნოტების ზეგავლენას წინასწარ ვერ გათვლით.

სწორედ ამაში მდგომარეობს მუდმივი ინტრიგა, რისი მეშვეობითაც ყოველ თვე ახალ არომატს ვიღებთ, რომლებიც ყველაზე სექსუალური სურნელის პრეტენდენტები ხდებიან.
12 Jan 2010
2009 წლის ათი საუკეთესო საღამოს კაბა

წლის მოვლენა გახლდათ ოსკარების დაჯილდოების ცერემონია. პუბლიკას განსაკუთრებით დაამახსოვრდა პენელოპა კრუსი Balmain -ის ვინტაჟურ კაბაში, მაილი საირუსი Zuhair Murad-ის კაბაში, და სარა ჯესიკა პარკერი Dior-ის მდიდრულ ჰაეროვან სამოსში.

კანის კინოფესტივალზე საუკეთესო გახლდათ მონიკა ბელუჩი და სოფი მარსო Dior-ის კაშკაშა წითელ კაბებში.

მოლი სიმსი CFDA Fashion Awards -ზე Dolce&Gabbana-ს პრინტებიან კაბაში მერლინ მონროს თემაზე.

წლევანდელი სექს-სიმბოლი მეგან ფოქსი ოქროს გლობუსის გადაცემის ცერემონიაზე ოქროს კაბაში Ralph Lauren -გან.

ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი საუკეთესო ჩაცმულობა Armani Prive- შავი კაბა ყვითელი ზოლებით, რომელშიც ის წარსდგა Bafta 2009 ცერემონიაზე.

ჰაიდი კლუმის შესანიშნავი კაბა J.Mendel -სგან. დიანა კრიუგერი- Marchesa მოდის სახლის კაბაში კანში და ოლივია უალდი Emmy Awards -სი ცერემონიაზე.










12 Jan 2010
წითელი ღვინის ჯადოსნურ თვისებებზე ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საუბრობდნენ...

საკმარისია დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინის მიღება და ყოველდღიური ტონუსი თქვენს ორგანიზმს გარანტირებული აქვს.

წითელი ღვინო აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, სისხლის მიმოქცევას, გულის მუშაობას, ადაბლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, აღძრავს მადას და გინარჩუნებთ კარგ ხასიათს.

ამ სითხის სასწაულმოქმედი ძალა ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ყველა დადებითი თვისება ყურძნის მარცვლის კანში არსებული წითელი პიგმენტებით აიხსნება...

წითელ ღვინოშია აღმოჩენილი ნივთიერება ტანინიც, რომელიც ხელს უშლის სისხლის შესქელებას, ანუ თრომბის წარმოქმნას.

ამდენი სიკეთისდამიუხედავად, წითელი ღვინის არასწორმა და უზომო მიღებამ შეიძლება უარყოფითი შედეგიც გამოიწვიოს.

ამიტომ, დიეტოლოგების რჩევით, ეს სასმელი დღეში 50- 200 გრამამდე, ჭამის წინ უნდა დავლიოთ...
12 Jan 2010
ზოგჯერ წვრილმანებიც საკმარისია, რათა გააქტიურდეს ლიბიდო. სექსოლოგი მირეი შევალიე აღწერს ოთხ ტიპიურ შემთხვევას.

ტარიფი „ეროტიული“

„ ხშირად უგზავნით ერთმანეთს გულახდილ შეტყობინებებს სამსახურიდან გამოსვლისას. შემდეგ კი მირბიხართ სახლში და სექსი ჰოლში გაქვთ“

სექსოლოგის აზრი: „ სექსუალური კავშირი იწყება ფიზიკურ კონტაქტზე ბევრად ადრე. ეს რაღაც პროლოგის მსგავსია, გარკვეული შეთანხმებაა მამაკაცს და ქალს შორის, რაც მათ ერთიანობას ამტკიცებს.

ჩხუბისთავი

„როცა მოსალოდნელია სკანდალი, ცეცხლზე ნავთს უმატებთ, რათა ორივე ძალიან გაცხარდეთ და მწვავე გარჩევის დროს ერთმანეთზე აღმოჩნდეთ.

„ სექსოლოგის აზრი:

„ტვინი ვერ განასხვავებს აღგზნების სხვადასხვა ტიპს_სპორტულს, ვარჯიშის ან ინტელექტუალურ ძალისხმევას-შედეგი არის აღგზნება. ამ სტადიაზე საკმარისია მინიშნება გრძნობით ფანტაზიებზე, რათა გაჩნდეს სექსუალური სურვილი.

ადგილის შეცვლა

„ მეუღლემ სამსახურიდან მოგიტაცათ და ახალ ბინაში წახვედით. სრული ექსტაზი განიცადეთ“

სექსოლოგის აზრი: ” წყვილი გამოექცა ოჯახურ რუტინას. ჩვეული გარემოს მკვეთრმა ცვლილებამ გასაქანი მისცა წარმოსახვას.

ადამიანები

„გიყვართ სექსი პლიაჟზე, მატარებელში, კინოში. გიტაცებთ სარისკო ადგილები, სადაც შესაძლოა ვინმემ აღმოგაჩინოთ“

სექსოლოგის აზრი: „ეს თამაში შეეფერება გავრცელებულ ეროტიულ ფანტაზიას, რომელიც ითავსებს ვუაიერიზმს და ექსჰიბიციონიზმს. ნორმალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიზუალური გამღიზიანებლები ყველაზე რეალური სექს-სტიმულატორია.

აქ ჩანს აკრძალულისგან გათავისუფლების სწრაფვა. სწორედ აკრძალვის დარღვევა თამაშობს დიდ როლს სექსუალურობის გამოვლენაში.
ბოლო მნახველები


8 Aug 2017 - 9:50


20 Jun 2010 - 22:48


22 Jan 2010 - 16:36


12 Jan 2010 - 19:33


27 May 2009 - 12:04

კომენტარები
darso
:) Hey My Pretty Girl...!!! How R U?
I Miss u A Lot...!!! Plz Write Me As Soon As Possible :) Luv U
12 Sep 2008 - 15:40
darso
Thanks I Will Kiss You Too...!!!
5 Sep 2008 - 15:14
Soul Mover
darso kiss You :*
2 Sep 2008 - 23:16
darso
Diva Diva Diva...!!! You Are So Pretty and Cute :) :*
2 Sep 2008 - 17:19

ამხანაგები

5793 წერილები
31st July 2014 - 10:24 PM

944 წერილები
8th August 2017 - 10:38 AM
ყველა ამხანაგის ნახვა
  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 21st October 2018 - 07:29 PM


IPS Driver Error

IPS Driver Error

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here