IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

პროფილი
ფორუმელის ფოტო
რეიტინგი
 
Personal Statement
dluncha_bimi doesn't have a personal statement currently.
პერსონალური ინფორმაცია
dluncha_bimi
ქ ე თ ი
28 წლის
მდედრობითი
< თბილისი >
Born ივლისი-24-1990
ინტერესები
ინფორმაც ა არ არის
სტატისტიკა
რეგისტრ: 19-January 09
პროფილის ნახვები: 53,325*
ბოლოს იყო: 21st June 2016 - 10:46 PM
ლოკალური დრო: Oct 21 2018, 07:29 PM
10,395 წერილები (3 წერილი დღეში)
AIM ინფორმაცია არ არის
Yahoo ინფორმაცია არ არის
ICQ ინფორმაცია არ არის
MSN ინფორმაცია არ არის
Contact პირადი
* პროფილების ნახვა ახლდება საათობრივად

dluncha_bimi

მოდერატორი

***


თემები
წერილები
კომენტარები
ამხანაგები
My Content
21 Dec 2010


ზღვის გოჭების ასაკი და წონა

ზღვის გოჭების ზრდის პროცესი გრძელდება 15 თვე. ზრდასრული მამრი იწონის 1000-1800 გრამს, მდედრი - 700-1000გრ. ისინი ცოცხლობენ 5 დან 8 წლამდე, იშვიათ შემთხვევებში 15 წლამდე. რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო მეტი ვიტამინები სჭირდება, შესაბამისად საჭიროა კვების რაციონის გაზრდა ბოსტნეულით. მოხუც ზღვის გოჭებს განსაკუთრებით ჭირდებათ ვიტამინი C.
ბეწვზე ბზინვარების გაქრობა დაბერების ნიშანია. ასაკოვან გოჭებს უქვეითდებათ იმუნური სისტემა და უჩნდებათ მიდრელიკება კანის დაავადებებთან. ამიტომ "თმაჭამიები", სოკოები და სხვა ეკტოპარაზიტები მათ გაცილებით უფრო ხშირად უჩნდებათ ვიდრე ახალგაზრდა ცხოველებს.

თურმე ჯობია რომ ზღვისგოჭის შეძენისას ავიყვანოთ 2 ცხოველი, რადგან მაგარი კონტაქტურია და ევასება თავისიანებში ყოფნა და ასე წავიკითხე რომ თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა და ფართი, რომ 1 აიყვანოთ, მეორეც აიყვანეთო იმიტორო მოიწყნს და სტრესში ჩავარდება თუ მეგობარი არ ეყოლება. თუ მაინც გადაწყვეტთ რომ 1 ცალი აიყვანოთ, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რომ აუნაზღაურდეს მეგობრის არ ყოფნა.
უნდა აიყვანოთ ერთი სქესის ზღვის გოჭები, რომ თავიდან აიცილოთ დაუგეგმავი გამრავლება. ჯობია აიყვანოთ მდედრობითი სქესის, რადგან ისინი უფრო მშვიდობიანები არიან და არ ნაკლებად ჩხუბობენ ერთმანეთში. მამრებთან პროცენტულად უფრო ხშირია ურთიერთდაპირისპირება და შეიძLება დააზიანონ ერთმანეთი. თუმცა შეიძLება პირიქითაც მოხდეს: მამრები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და მდედრებმა დაცხონ. თუ ორივე ცხოველს პატარაობიდან შევაჩვევთ, მათი დამეგობრების შანსები ზრდასრულ ასაკში იზრდება.

კარგი იქნება თუ ზღვის გოჭს დღეში ერთხელ მაინც ნებართვას მისცემთ ოთახში ირბინოს. შესაძლებელია მისი მიჩვევა რომ თავისი საქმეები ერთი და იგივე ადგილას გააკეთოს. ამისათვის უნდა აიღოთ ბრტყელი ჯამი და ჩაყაროთ კატის გრუნტი. როცა ზღვის გოჭი მოისაქმებს, უნდა აიყვანოთ და დასვათ ამ გრუნტზე. ასე გააგრძელეთ და რამდენიმე კვირაში ის თავისით მივა და გრუნტზე მოისაქმებს. ამის შემდეგ თქვენ რაღაც დროის განმავლობაში უნდა დაასაჩუქროთ სწორი საქციელისთვის რომ მას საბოლოოდ გაუჯდეს, თუ სად უნდა მოისაქმოს. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რამე ერთიდაიგივე ადგილი ხო არ აქვს გამოყოფილი ამისთვის, და მაშინ იქ დაუდგით ეს ჯამი და პრობლემაც მოგვარდება
18 Oct 2010


რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში.

1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. მერე სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
1947 წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.
966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში.
1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.
1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ,,დილას" რედაქტორი.

პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.

რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მისი მოთხრობების ძირითადი კრებულები
„მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან“ (1958)
„წვეთები ფოთლებზე“ (1962)
„ცოსფერი გორგალი“ (1968)
„საღამო ხანის ჩანაწერები“ (1971)
„ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა“ (1974)
„ჩიტების გამომზამთრებელი“ (1978).

მწერალს ეკუთვნის საბავშვო კრებულებიც
„ბედნიერი მთა“ (1960)
„ბობო“ (1964)
„სად ცხოვრობს მეზღაპრე“ (1970)
„მგლის ლეკვები“ (1973)
„შორი თეთრი მწვერვალი“ (1976), რომელშიაც 1977 წ. მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები
„არდადეგები“
„დაბრუნებული ღიმილი“
„ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“
„ფერმა მთაში“
„ზაფხული სოფლად“ („პასტორალი“, თანაავტორი ოთარ იოსელიანი)
„ნატვრის ხე“ (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე)
„ქვიშანი დარჩებიანო“ (თანაავტორი გ. შენგელაია)

ის ამბობდა: "ჩემს წიგნის კარადაში ჩამწყვდეულია ასეულობით ადამიანის სული.
მე კი ხელები ზურგს უკან მაქვს წამოწყობილი და ციხის ზედამხედველივით ვცემ ბოლთას მათ წინ". და წერდა გოგო-ბიჭებისთვის, დედებისთვის,
მამებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის, ვინც "დღიურ საქმეს სიბნელით ართმევდა თავს",
ნაშრომ-ნაჯაფი და დაღლილი ჩამოჯდებოდა, გადაშლიდა წიგნს და გმირებთან ერთად, ხან ტიროდა, ხან იცინოდა.


უზომოდ მიყვარს ეს მწერალი ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნია ,, შორი თეთრი მწვერვალი''
7 Oct 2010
ყველა ყოფილხართ ცირკში და ყველას გინახავთ ჭრელა ჭრულა სამოსში გამოწყობილი წითელცხვირა მხიარული ადამიანები.
აქ დავყაროთ მათი სურათები

7 Oct 2010


დამწვრობა ეწოდება ორგანიზმზე თერმული, ქიმიური ან სხივური ენერგიის ზემოქმედებით განვითარებულ დაზიანებას.

თერმულ დამწვრობას იწვევს მაღლი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, გავარვარებული მკვრივი საგანი, ცხელი ადუღებული სითხე,
ორთქლი, ცხელი აირი, მზის სხივები და სხვა.
დამწვრობის სიმძიმეს განსაზღვრავს დამწვარი ზედაპირის სიფართე და სიღრმე.
რაც უფრო ფართო და ღრმაა დამწვარი ზედაპირი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.

არჩევენ 4 ხარისხის დამწვრობას:

I ხარისხის დამწვრობას ახასიათებს კანის შეწითლება, შეშუპება და ტკივილი.
II ხარისხის დამწვრობის დროს კანი უფრო ღრმად ზიანდება, მისი ზერელე შრის ეპიდერიმისის ქვეშ გროვდება გამჭვირვალე სითხე, რომელიც შემდგომში შეიძლება დაჩირქდეს. ბუშტუკები უმეტესად ვითარდება დამწვრობის მიღებისთანავე ან 24 საათის შემდეგ. ეს დამოკიდებულია თერმული აგენტის ტემპერატურასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე.
მეორე ხარისხის დამწვრობის დროს ტკივილი უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. სავსე მრავალრიცხოვანი ბუშტუკების მეშვეობით ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით პლაზმას (სითზეს), რასაც "თეთრი სისხლდენა" ეწოდება.
III ხარისხის დამწვრობისას აღინიშნება ქსოვილთა ნეკროზი დამწვარ ზედაპირზე შვი ფერის ქერქის წარმოქმნით. ამ დროს კანის დვრილოვანი შრე ნაწილობრივ ან მთლიანად ზიანდება. თუ დვრილოვანი შრე მოსპობილია, კანის მთლიანი რეგენერაცია არ ხდება და მის მაგიერ ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება.
IV ხარისხის დამწვრობა კანის, რბილი ქსოვილებისა და ზოგჯერ ძვლის დანახშირებას ნიშნავს.

პირველი დახმარების აღმოჩენა იწყება შემთხვევის ადგილზე, რაც გულისხმობს დამწვრობის გამომწვევი თერმული აგენტის მოქმედების შეწყვეტას - ცეცხლის ჩაქრობას ან დაზიანებულის გამოყვანას დამწვრობის ზონიდან, ტანსაცმელზე მოდებული ალის ჩაქრობას, ნახვევის დადებას, ტკივილგამაყუჩებელი და საგულე საშუალებების გაკეთებას, სატრანსპორტო იმობილიზაციას.
ტკივილის აცილების მიზნით უმჯობესია დაზიანებული ტანსაცმელი გახდის მაგივრად შემოვაჭრათ ან შემოვახიოთ.
დიდი ფართობის დაზიანების შემთხვევაში უმჯობესია ზეწრის შემოხვევა.
შოკის აცილების მიზნით უნდა ვეცადოთ ჩვენი ყოველგვარი მოქმედება იყოს ნაკლებ მტკივნეული, გარდა ამისა ვერიდოთ ინფექციის შეტანას დამწვრობის ზონაში. წყლით ან რაიმე სხვა ანტისეპტიკური ხსნარებით დამწვარი ზედაპირის მობანა მიზანშეწონილი არ არის. უმჯობესია დავადოთ მშრალი ნახვევი და ავადმყოფი გადავაგზავნოთ ქირურგიულ განყოფილებაში კვალიფიციური დახმარების აღმოსაჩენად. .
როგორ ვიქცევით?
მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება ცხელი საგნის მოცილებით არ წყდება. მან ტემპერატურა ჩვენს უჯრედებს უკვე გადასცა და ქვემოთ მდებარე უჯრედებისთვის აგრესორად აქცია. გრილი გამდინარე წყალი საუკეთესო გზაა, რომ უჯრედებს ”სიცხე” ნორმამდე დავუწიოთ და დამწვრობის გაღრმავებას ხელი შევუშალოთ. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს ცივი წყლის ნაკადს დამწვარი ადგილი 5 წუთით მაინც უნდა შეუშვიროთ, მეორე ხარისხის დამწვრობის დროს კი 15 წუთით.
გაგრილების შემდეგ შეაფასეთ, დამოუკიდებლადაც შეიძლება მოქმედება თუ ექიმთან ხართ წასასვლელი (იხ. ქვემოთ). დამწვარ ადგილზე შეხორცების ხელშემწყობი და ანტიმიკრობული მალამო გადაისვით (მაგალითად, სალბესანი). შეხვევა აუცილებელი არ არის, მთავარია, ჭრილობა სუფთად შეინახოთ. თუ ისეთ ადგილზეა, რომ ადვილი შესაძლებელია, დაგესვაროთ, მშრალად და ფაშარად შეიხვიეთ.
დღეში ერთხელ მაინც ჯერ ხელები დაიბანეთ კარგად, შემდეგ კი დაზიანებული არე ფრთხილად ჩამოიბანეთ და მალამოს ახალი ფენა გადაუსვით.
თუ ტკივილი შემაწუხებელი და აუტანელია, შეგიძლიათ, ტკივილგამაყუჩებელი (მაგალითად, დიკლოფეროლი, კეტოლონგი, მაგენოლი) მიიღოთ.
აკრძალულია!
-არ წაისვათ ზეთი, კარაქი, ცხიმოვან ფუძეზე მომზადებული მალამო – მსგავსი საშუალებები ჭრილობაში ტენს აკავებს და ბაქტერიებს სათბურის პირობებს უქმნის.
- არ გახეთქოთ დამწვრობაზე გაჩენილი ბუშტუკები.
- არ გამოიყენოთ ყინული ან ყინულივით ცივი წყალი მეორე ხარისხის დამწვრობის დროს.
7 Oct 2010


სხეულის ტემპერატურის მომატება (ჩვეულებრივ მეტყველებაში "სიცხე")
არის ადამიანის (და სხვა თბისლისხლიანი ორგანიზმებისთვის) დამახასიათებელი მდგომარეობა,
როცა სხეულის ტემპერატურა სხვადასხვა შესაძლო მიზეზის გამო ნორმაზე მაღლა იწევს.

მეორე მხრივ, ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა არ არის მკაფიოდ განსაზღვრული სიდიდე და ის შეიძლება მერყეობდეს როგორც ინდივიდუალურად,
ასევე რასისა და ეთნიკური კუთვნილების მიხედვითაც.
ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც)მიღებულია რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ჯანმრთელ მდგომარეობაში (იღლიის ღრმულში) უნდა იყოს დაახლოებით 36,6 °C ფარგლებში, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა იცვლება დღე-ღამური და ასევე ფიზიოლოგიური პერიოდების მიხედვითაც
(ეს უკანასკნელი ძირითადად ქალებში), ამიტომ ამა თუ იმ ინდივიდისათვის "ნორმალური" ტემპერატურის დადგენა ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული.

ტემპერატურის მატება ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.
როგორც წესი, განსხვავებული მიზეზით გამოწვეულ სიცხეს ტემპერატურის განსხვავებული დღეღამური მაქსიმუმი და ტემპერატურათა
დღეღამური სხვაობა (ამპლიტუდა) ახასიათებს
ბოლო მნახველები


25 Mar 2015 - 3:54


28 Sep 2011 - 11:30


20 Sep 2011 - 22:48


13 Aug 2011 - 10:10


10 Aug 2011 - 0:24

კომენტარები
dluncha_bimi
mec nin :*
9 Jan 2010 - 23:08
NiNiToooo
miyvarxar qqeeettt :*:*:
5 Jan 2010 - 16:33
dluncha_bimi
madloba :D Shen umagresi da sayvareli xaaar :)
19 Oct 2009 - 11:08
Daughter
umagresi qali : X
17 Oct 2009 - 21:11
dluncha_bimi
mec miyvarxar nin :*:*
16 Jul 2009 - 17:39

ამხანაგები

3048 წერილები
16th August 2010 - 04:43 PM

886 წერილები
12th April 2010 - 12:28 AM

1399 წერილები
21st September 2013 - 09:02 PM

1948 წერილები
13th May 2011 - 12:19 AM

36 წერილები
20th May 2010 - 11:32 PM
ყველა ამხანაგის ნახვა
  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 21st October 2018 - 07:29 PM


IPS Driver Error

IPS Driver Error

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here