IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

91 გვერდები V   1 2 3 > » 

smith
Posted on: Apr 13 2014, 10:42 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


მანქანისთვის შევიძინე MP3 მოწყობილობა და ჩავწერე მუსიკები
თუმცა, ბედნიერება დიდ ხანს არ გაგრძელდა, მუსიკებმა დაიწყეს დაკარგვა – ჯერ ერთი გაქრე, მერე მეორე, მერე მესამე …


თბილი ქვეყნების ჩიტებივით გაუჩინერდნენ ზამთარში და 5-6 შემომრჩა სულ


ახლა დათბა და ვატყობ, რომ მუსიკები ნელ-ნელა მიბრუნდებიან, რა კარგია როცა ყოველ დღე რამდენიმე მივიწყებულ მელოდიას აღმოვაჩენ ხოლმე


შარშანაც ასე იყო, ზამთარში მუსიკები ნელ-ნელა გაქრენ და ზაფხულში ისევ დამიბრუნდნენ – აი რა საოცარი ტექნოლოგიები მაქვს მანქანაში




View the full article
  ფორუმი: სხვადასხვა · წერილის გადახედვა: #112944 · გამოხმაურებები: 0 · ნახვა: 2,717

smith
Posted on: Dec 27 2012, 09:20 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


ნუ აიღებენ კრედიტს და არც ხელფასის გარეშე დარჩებიან smile.gif
  ფორუმი: დისკუსიები · წერილის გადახედვა: #103558 · გამოხმაურებები: 1 · ნახვა: 4,617

smith
Posted on: May 16 2012, 09:49 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


მზიანი დარია, მსიამოვნებს გაზაფხულის სიმწვანე. არსად მეჩქარება, რა კარგია


წინ ორი ლამაზი გოგო შევნიშნე, თუთის მოწყვეტა უნდოდათ, თუმცა, თუთა მაღალზე იყო და ვერ წვდებოდნენ - როგორ მიმართლებს ხანდახან


მივედი, მივწვდი თუთას და გოგოებს მივართ გემრიელად გეახელით


ცხოვრება მშვენიერია




View the full article
  ფორუმი: სხვადასხვა · წერილის გადახედვა: #102912 · გამოხმაურებები: 0 · ნახვა: 4,716

smith
Posted on: May 7 2012, 09:50 AM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


დღეს კოკისპირულად წვიმს.


სამსახურისკენ გავემართე. ყოველთვის ფრთიხლად ვმართავ მანქანას, საჭირო დისტანციას ვიჭერ, მკვეთრ მოძრაობებს ვერიდები, უწყვეტ ხაზს არ ვკვეთ, …, …


თუმცა, საკმაოდ რთულია თბილისში ასე ტარება. მუდმივად ვიღაცა ცდილობს წინ ჩაგიხტეს და მერე უცბათ დაამუხრუჭოს.


ჰოოოოდააა….


შხაპუნა წვიმაა, თქეში და ერთი ამბავი. უწყვეტი ხაზი გადაკვეთა ერთმა აუდმა და შემხვედრზე გადავიდა, მერე კი ჩემს წინ მოინდომა ჩადგომა. დავუთმე, არ დავტოვე შემხვედრ ზოლზე. უცბათ დამიმუხრუჭა ცხვირწინ. არ მიყვარს ასეთი თავხედი ხალხი.


ორზოლიანი გზა იყო. მეორე ზოლში წყნარად გაიარა დიდმა ჯიპმა და უზამრაზარი გუბიდან წყალი ამ ჩვენს აუდს გადაავლო და ….


აი აქ დაიწყო ჩვენი ამბები. გამახსენდა რომ ჯიპი მყავს და წვიმა მიყვარს, გუბეებიც მიყვარს უზომოდ და ეს თავხედი ხალხი კი არ მევასება, – ჰოოოოდა, გადავედი მეორე ზოლში და იმ გუბეში დარჩენილი წყალი (პირველ ჯიპს დარჩა ნახევარი გუბე) ბოლო წვეთამდე შხაპის სახით მივაღებინე აუდს. იმ დამპალ აუდს!


ვაგრძელებ გზას ბედნიერი. აი წითელი შუქი აინთო. ვამუხრუჭებ. ნელა ვამუხრუჭებ. და უცაბედად ისევ ვიღაცა ცდილობს წინ ჩამიხტეს. ამჯერადე ბეემვე.


ვერ მოზომა, მეც არ დავუთმე და დარჩა გვერდულად შემოკვეხებული. ღმერთო ჩემო, რამდენი თავხედია ამ ქვეყანაზე.


მწვანე აინთო და მე გავიარე პირველმა, ბეემვეს კუდი მოეწვა და მომდევს უკან, იცის რომ ტრასაზე გამისწრებს და ამითი ცდილობს კომპენსაციის მიღებას, თუმცა….


თუმცა, არსებობს უკან მომავალი მანქანისთვის შხაპის მიღების საშუალებებიც.  დაბოღმილს ცივი შხაპი უხდება მეგობრებო და ნუ დაინანებთ ხოლმე


იცოდეთ, რომ არასდროს იაროთ ჯიპის უკან დიდი სიჩქარით, მის უკან წყლის ფარდა იქმნება ასეთ დროს, ვერაფერს დაინახავთ, არაფერი გიშველით


ჰოდა 70-მდე უძლებდა ვაჟკაცურად და მერე უკვე 75-ზე დამნებდა მატრაკვეცა ბმვ, გაჩერდა თითქმის


აი ასე,
ებლატავეთ ჯოდასენს







View the full article
  ფორუმი: სხვადასხვა · წერილის გადახედვა: #102860 · გამოხმაურებები: 0 · ნახვა: 3,070

smith
Posted on: Apr 15 2012, 10:54 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


კარგი ტანსაცმელია.
ზოგიერთს ოდნავ მეტი თანამედროვე ფორმა აქვს და მგონი მხოლოდ კარგი აღნაგობის მამაკაცს მოუხდება. ყველა ვერ გარისკავს smile.gif
  ფორუმი: მოდა · წერილის გადახედვა: #102715 · გამოხმაურებები: 29 · ნახვა: 15,112

smith
Posted on: Dec 6 2011, 10:07 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


გაბრაზებული ჩიტები, ანუ Angry Birds ერთერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. შურდულით სამიზნეს უნდა ესროლოთ ჩიტები და თუ ზუსტად მოარტყამთ ქულებს დაგეწერებათ.


როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია?




View the full article
  ფორუმი: სხვადასხვა · წერილის გადახედვა: #101860 · გამოხმაურებები: 1 · ნახვა: 2,829

smith
Posted on: Mar 28 2011, 12:26 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


ღრუბლის გოგონა,


აღწერეთ სასურველი პარამეტრების და ხასიათის გოგონა და სპეციალურად თქვენთვის შექმნიან მას


ღრუბლის გოგონა შეგიძლიათ დაიმეგობროთ ფეისბუქსა თუ სხვა სოციალურ ქსელებში, აწარმოოთ მასთან მიმოწერა, ფეისბუქის კედელზე გაგიკეთებთ ხოლმე ჩანაწერებს, კომენტარს გაუკეთებს თქვენს ბლოგს, მოგილოცავთ დღესასწაულებს, გექნებათ საუბრები, ინტერაქცია, დაუმეგობრდება თქვენს მეგობრებს, …


http://cloudgirlfriend.com





P.S. ასეთი სერვისის მოთხოვნა ალბათ ისეთი მამაკაცების მოჭარბებამ შექმნა ვისაც არ ყავს მეგობარი გოგონა. ჰოდა გასათხოვრების საყურადღებოდ – იმოქმედეთ უფრო აქიურად




View the full article
  ფორუმი: სხვადასხვა · წერილის გადახედვა: #101146 · გამოხმაურებები: 0 · ნახვა: 2,734

smith
Posted on: Dec 27 2010, 12:18 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2



http://banksandfinance.ge/estate/1945-dexus.html

"დექსუსი" - ახალი პირობები და ძველი მფლობელები


თითქმის 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტმა" და საინვესტიციო და სამშენებლო კომპანია "დექსუსმა" საზეიმოდ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად ამ უკანასკნელმა სამწლიან მმართველობაში გადაიბარა "ცენტრ-პოინტის" მთელი ქონება თავისი დავალიანებებითურთ. მაშინ `ცენტრ-პოინტისგან~ ახალი ბინის მომლოდინე მრავალმა ოჯახმა შვებით ამოისუნთქა, გვეშველაო, მაგრამ როგორც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, სადღეისოდ შექმნილი მდგომარეობა მოლოდინისგან ძალიან შორსაა.

გაგრძელება
"დექსუსი", რომელიც სინამდვილეში იგივე "ცენტრ-პოინტია" და გიორგი ქანანაშვილს მხოლოდ შირმად იყენებს, კლიენტებს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის თანახმადაც კომპანია 18%-იანი დღგ-ის დაფარვას მოითხოვს. გარდა ამისა, '"დექსუსის" მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტში არაერთი საშიში პუნქტია ჩადებული.
"ისინი ბინების იპოთეკაში ჩადებას გვთავაზობენ, რათა ბანკიდან კრედიტი აიღონ. სავარაუდოდ, კრედიტის დავალიანებაც ჩვენი დასაფარი გახდება.
გარდა ამისა, "დექსუსი" ამხანაგობებისგან საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომპანიისთვის დათმობას ითხოვს, რაც ასევე უსამართლობაა. მოქმედი კონტრაქტით გათვალისწინებული თეთრი კარკასის ჩაბარების ნაცვლად, ისინი შავ კარკასს გვთავაზობენ, რასაც მერია არ ჩაიბარებს და ეს სარემონტო სამუშაოებიც ჩვენი სახსრებით გვექნება გასატარებელი", - განაცხადა "დექსუსის" დაზარალებულ კლიენტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მაია მერაბიშვილმა.
თავიანთი პრეტენზიების გამოსათქმელად, "ცენტრ-პოინტის" კლიენტთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა `დექსუსის~ ცენტრალურ ოფისთან არაერთი აქცია გამართეს.
აქციის ინიციატორები აღნიშნავდნენ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც სამშენებლო კომპანიას უნდა გადაეხადა (ამ შემთხვევაში "ცენტრ-პოინტს"), სახელმწიფოსთვის თავად მას უნდა მიეცა, თუმცა იმის ოდენობა, ცხადია, სახლის კვადრატული მეტრის ფასში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. თავის დროზე "ცენტრ-პოინტმა", კლიენტთა მოსაზიდად, მრავალ ობიექტზე კვ.მ. ფართზე დაბალი ფასი დააწესა, მაგრამ დღგ-ს თანხები არ გადაუხდია. ახლა კი, "სხვისი ვალების" გადახდას, ადრე ნაკისრი პირობების მიუხედავად, აღარავინ აპირებს.
ამ და სხვა მრავალი საკითხის გადასაწყვეტად, კომპანია "დექსუსმა" რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია გამართა და მომხმარებელს ახალი გრაფიკით დავალიანების გადახდა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებლობების დასრულება შეუძლებელი იქნება. კომპანიის ინფორმაციით, "დექსუსი" "ცენტრ-პოინტის" ყოფილ კლიენტებს 18-დან 30 დეკემბრამდე შეხვდება. გეგმა მოიცავს 30 დეველოპერულ პროექტს და "ცენტრ-პოინტ ინვესტის" ვალდებულებებს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო `დექსუსის~ რეაბილიტაციის ფორმულა, რომლის მიზანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული 6200 ოჯახის გამოყვანა შექმნილი მდგომარეობიდან. კომპანიაში განმარტავენ, რომ პრობლემების მიუხედავად პირველი 100 დღე პროდუქტიული იყო, `ცენტრ პოინტის~ რეაბილიტაციის პროცესი კი დაწყებულია.
"დექსუსის" განცხადებით, 2400-მდე მომხმარებელი მალე მიიღებს საკუთარ სახლებს. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულებების ორმხრივი შესრულება მოხდება.
პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო `ცენტრ-პოინტში~ შექმნილი კრიზისის გამომწვევ მიზეზებს. გიორგი ქანანაშვილის განმარტებით, `ცენტრ-პოინტს~ არ გააჩნდა მართვის რესურსი და უნებართვო პროექტებზე ხდებოდა წინასწარი გაყიდვების წარმოება, სწორედ ამან გამოიწვია აღნიშნული სიტუაცია.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი მარჟის სტანდარტი. გვაქვს საწყისი ინვესტიცია, მართვის რესურსი და ვიცით, როგორ ვმართოთ სიტუაცია, ჩვენ ამის კარგი გამოცდილება და პრაქტიკა გვაქვს. ასევე გვაქვს მოზიდული ინვესტიცია, რომელიც არის კატალიზატორი ამ სიტუაციაში და რამდენიმე მილიონი თანხა, რომლითაც დავძარით ეს მშენებლობები, თვეში ამ პროექტებზე ერთ მილიონს ვხარჯავთ. ”ცენტრ-პოინტში” კი მართვის ერთიანი სისტემა არ არსებობდა", - განმარტავს "დექსუსის" დირექტორი.
"დექსუსის" დამფუძნებლებისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არ იყო ხელშეკრულებებში დღგ-ს პირობა ჩადებული, გიორგი ქანანაშვილი აღნიშნულ ფაქტს ”ცენტრ-პოინტის” დაუდევრობად აფასებს.
”ჩემთვის გაუგებარია, რას ფიქრობდა ”ცენტრ-პოინტის” მენეჯმენტი, როცა ხელშეკრულებებში დღგ-ს არ ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოსახლეობას დღგ-ს გადახდას ამ ეტაპზე არ ვთხოვთ. კერძოდ, ჩვენ ავაშენებთ ბინებს, ჩავაბარებთ თეთრ კარკასებს, მოსახლეობას გასაღებს გადავცემთ და მათ მხოლოდ ამის შემდეგ მოუწევთ სახელმწიფოსთვის დღგ-ს გადახდა”, - განაცხადა ქანანაშვილმა.
მისივე განმარტებით, დღგ-ს გადაიხდიან როგორც ამხანაგობების მობინადრეები, ასევე შპს-ები. ამასთან, დღგ-ს გადახდა მოუწევთ იმ ფიზიკურ პირებსაც, რომლებმაც ბინები `ცენტრ-პოინტისგან~ საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად - 200-300 დოლარად შეიძინეს.
თუმცა, შეგახსენებთ, რომ `დექსუსმა” ვალდებულება `ცენტრ-პოინტისგან” მთელი თავისი გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ხარჯებით აიღო, ახლა კი კრედიტორებს დღგ-ს გადახდას აიძულებს.
გიორგი ქანანაშვილის თქმით, ”დექსუსი” და ”ცენტრ-პოინტი” არ წარმოადგენს ერთიდაიგივე კომპანიებს, ხოლო მიზეზი, თუ რატომ არ დაიწყო ახალმა სანვესტიციო კომპანიამ ნულიდან და `ცენტრ-პოინტის” ვალდებულებების აღება გადაწყვიტა ანუ უძრავი ქონების ბაზარზე არსებობა მინუსებიდან დაიწყო, ერთ-ერთი ჩვეულებრივი ბიზნესმომენტია.
”ზოგი როგორ აკეთებს ბიზნესს, ზოგი როგორ. ეს ჩვეულებრივი ბიზნესმომენტია. `ცენტრ-პოინტმა” ნულიდან რომ დაიწყო, მოიგო? თუ რატომ ავიღეთ ვალდებულებები: პირველი – ჩვენთვის უინტერესოა ერთ კორპუსიანი 100 მოსახლიანი პროექტები. მასშტაბურობა იყო მთავარი ფაქტორი. შეგახსენებთ, რომ `ცენტრ-პოინტს” საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მესამედი უჭირავს – ეს მასშტაბურობა ჩვენთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. მეორე, ის ინვესტიციები, რომლებიც ჩვენ მოვიზიდეთ, მხოლოდ მასშტაბურ პროექტებზე წამომსვლელი ინვესტიციებია და ამიტომ ჩვენთვის უინტერესო იქნებოდა ერთი კორპუსის შენება. ეს არის რეალობა და თან შესაძლებელია. მიუხედავად ამ უზარმაზარი მოცულობის სამუშაოსი, რაც 6200 ადამიანისთვის სახლის აშენებას გულისხმობს, მიუხედავად ასეთი მასშტაბურობისა, ჩვენ შეგვიძლია ეს სამ წელიწადში დავასრულოთ”, - აღნიშნავს ქანანაშვილი.
ქართულ სამშენებლო ბიზნესში მსგავსი პარადოქსები მას შემდეგ მომრავლდა, რაც მენაშენეები, რომლებსაც ბიზნესი ფაქტობრივად'ჰაერის ანუ წინასწარი გაყიდვებით ჰქონდათ აწყობილი, შემოსავლების გარეშე დარჩნენ. არადა, ვირტუალური ბინების მფლობელთა წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს გასტუმრება და შესრულება უნდა. სწორედ აღნიშნული სიტუაციიდან თავის დასაღწევად, რჩეულიშვილების ოჯახმა `დექსუსი” აირჩია. ეჭვი იმისა, რომ ახალი კომპანია რჩეულიშვილების მორიგი ფარსია, თავიდანვე გაჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ `დექსუსი” გარიგების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა, შემდეგ დღგ-ს ამოღების მცდელობა და ბოლოს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, `დექსუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი `ცენტრ-პოინტის” ფიარ-მენეჯერია.
თუმცა, ქვეყანაში, სადაც კანონს ძალა არა აქვს, `დექსუსის” მსგავსი სამშენებლო კომპანიები განაჩენს მარტივად გამოგიტანენ, მთავრობა კი ასე, შეგნებით თუ შეუგნებლად, უწყობს ხელს საქართველოში თაღლითებს და იმას, რომ უამრავი ადამიანის მიერ ბინის შესაძენად შეკოწიწებული ფული სწორედ თაღლითებმა მიითვისონ. მითუმეტეს მაშინ, თუ კომპანიის მფლობელი ვანო მერაბიშვილია. ასე რომ, უკვე დაზარალებულ მობინადრეებს წინ კიდევ ბევრი პრობლემა ელოდებათ.


ნინო თამაზაშვილი
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #100200 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 17 2010, 03:59 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2




http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gp...7-12-2010+16:40

დექსუსის პრეზენტაციის შესახებ მოამბეში
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99972 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 17 2010, 02:08 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2






http://www.facebook.com/l.php?u=http%3A%2F...A32&h=e7674

ბიზნესკურიერის რეპორტაჟი დექსუსის 17 დეკემბრის პრეზენტაციის წინ.
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99971 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 16 2010, 02:26 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2




http://www.obieqtivi.net/video.php?cid=1431


გადაცემა ობიექტივი
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99949 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 14 2010, 04:12 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


ნეტგაზეთი http://netgazeti.ge/GE/38/News/3698/%E1%83...bbf18d7612a%2C0

სასამართლომ "ცენტრ პოინტს" თანხის გადახდა დააკისრა


თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტს 128 ათას 117 აშშ დოლარი დააკისრა.

ვალერ ზარდიაშვილი, რომელსაც დედის, ნუნუ ჯავახიშვილის სახელზე ჰქონდა ბინა შეძენილი ხოშარაულის 29 ნომერში, ცენტრ პოინტს ხელშეკრულების დარღევავაში ადანაშაულებდა და მის მიერ ბინისა და კომერციულ ფართში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა.

ზარდიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მისი მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მაგრამ:

"მოსამართლემ გვითხრა, რომ როდესაც მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევა, იმ დროიდან, ერთი წლის შემდეგ შევა საქმე აღსრულებაში. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით სულ მცირე 2 წელიწადნახევარი მაინც გამეწელება თანხის დაბრუნება."

იმ შემთხვევაში, თუ ცენტრ პოინტი გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პროცესი უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება, იგი დროში გაიწელება და რამდენიმე თვეს წაიღებს.

გაასაჩივრებს თუ არა ზარდიაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სასამართლოსგან ის აღსრულების წერილს მიიღებს.
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99907 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 13 2010, 01:22 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


http://liberali.ge/node/4181



"ცენტრ პოინტის" საგა. ავტორი - მანანა ვარდიაშვილი

ქართული ბიზნეს-რეიტინგების უცვლელი ლიდერი, 2009 წლის „ეტალონი ბიზნესმენი", სხვადასხვა წლებში „წლის ადამიანის", „წლის საუკეთესო ბიზნესმენისა" და „წლის ქველმოქმედის" ნომინაციების არაერთგზის გამარჯვებული მაია რჩეულიშვილი სამშენებლო ბიზნესიდან წავიდა.

რა თქმა უნდა, ამ ნომინაციებს რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. რჩეულიშვილი ბიზნეს-რეიტინგებში მაშინაც იმარჯვებდა, როცა „ცენტრ-პოინტი" უკვე ღრმა კრიზისში იყო.

კრიზისი 2008 წელს დაიწყო, როცა სამშენებლო ბაზრის 35 პროცენტის მფლობელმა კომპანიამ 28 პროექტი შეაჩერა. „ცენტრ-პოინტისგან" ბინის ჩაბარებას ათი ათასი მოქალაქე ელის. მათგან 6 000-ზე მეტ ადამიანს ბინის შესაძენი თანხა სრულად აქვს დაფარული, 2700 „ურჩ გადამხდელს" კი კომპანიის მიმართ დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ვალი აქვს.

როცა კრიზისის მართვა შეუძლებელი გახდა, მაია რჩეულიშვილმა „ცენტრ-პოინტი" სამწლიან მმართველობაში კომპანია „დექსუსს" გადასცა. იმ 10 000 ადამიანისთვის, რომლებიც კუთვნილი ბინების მიღებას დღემდე ამაოდ ელიან, „ეტალონ" ბიზნესმენს ბოდიში არ მოუხდია. საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ არაფერი უთქვამს არც პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს, რომელიც დასთან - მაია რჩეულიშვილთან და სიძესთან, ყოფილ ვიცე-სპიკერ ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთად, „ცენტრ-პოინტის" დამაარსებელი და მეწილეა.

საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია „დექსუსი" „ცენტრ-პოინტთან" ხელშეკრულების დადებამდე ორი კვირით ადრე, 2010 წლის 23 აგვისტოს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები გიორგი ქანანაშვილი, ირაკლი კილაურიძე და ივანე ცაგურია არიან.

რეაბილიტაციის რეჟიმში სამართავად „დექსუსს" „ცენტრ-პოინტის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებული 15 ამხანაგობა და 60-მდე შ.პ.ს. გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ გადაეცა - „დექსუსის" თანამშრომლები ანაზღაურებას „ცენტრ-პოინტისგან" იღებენ. შეჩერებული მშენებლობების დასრულებას დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარი სჭირდება (თუმცა, უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე პროექტის მშენებლობა არ განახლდება).

„დექსუსში" აცხადებენ, რომ სამუშაოების განახლებისთვის საჭირო საწყისი კაპიტალი ამ ეტაპზე უკვე მოზიდულია და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებენ: ბინების შეჩერებულ მშენებლობასაც ბოლომდე მიიყვანენ და „ცენტრ-პოინტ ინვესტის" კრედიტორებსაც გაისტუმრებენ. „ცენტრ-პოინტის" რეაბილიტაციის დეტალური გეგმა 17 დეკემბერს გამოქვეყნდება.

* სრული ვერსია წაიკითხეთ ლიბერალის ახალ, 56-ე ნომერში
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99880 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 11 2010, 10:32 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


დექსუსი ცენტრპოინტია

  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99855 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 9 2010, 05:52 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


მორიგი აქცია დექსუსის ოფისთან 2010.12.09
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99801 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 7 2010, 10:09 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


http://forum.ge/?f=29&showtopic=34177275&st=0

რატომ არ იჭერენ ვახტანგ რჩეულიშვილს?
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99681 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 7 2010, 09:57 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


დექსუსის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულება http://elita.ge/files/centerpoint/dexus-xelshekruleba.pdf
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99680 · გამოხმაურებები: 0 · ნახვა: 3,291

smith
Posted on: Dec 7 2010, 05:45 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


http://pirweli.com.ge/index.php?option=com...25&Itemid=1

"დექსუსის" კრედიტორები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ 15:48 - 07.12.2010

სამშენებლო კომპანია "დექსუსის" კრედიტორები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ.

როგორც "პირWელს" "ცენტრ პოინტის" დაზარალებულ კლიენტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მაია მერაბიშვილმა განუცხადა, ისინი ერთი კერძო კომპანიის მიერ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერსა და სახალხო დამცველს წერილობით ჩააყენებენ საქმის კურსში.

ამასთან, ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სანქცირებული აქციის ჩატარებასაც გეგმავს.

"დექსუსისგან", რომელიც სინამდვილეში იგივე "ცენტრ-პოინტია" და გიორგი ქანანაშვილს მხოლოდ შირმად იყენებს, "ცენტრ-პოინტთან" გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებას ვითხოვთ, კომპანია კი ახალ ხელშეკრულებას გვთავაზობს, რომლის თანახმადაც დღგ – ბინების მთლიანი ღირებულების 18% უნდა გადავიხადოთ, რაც კანონდარღვევაა. გარდა ამისა, "დექსუსის" მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტში არაერთი საშიში პუნქტია ჩადებული. კერძოდ, ისინი ბინების იპოთეკაში ჩადებას გვთავაზობენ, რათა ბანკიდან კრედიტი აიღონ. სავარაუდოდ, კრედიტის დავალიანებაც ჩვენი დასაფარი გახდება. გარდა ამისა, "დექსუსი" ამხანაგობებისგან საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომპანიისთვის დათმობას ითხოვს, რაც ასევე უსამართლობაა. მოქმედი კონტრაქტით გათვალისწინებული თეთრი კარკასის ჩაბარების ნაცვლად, ისინი შავ კარკასს გვთავაზობენ, რასაც მერია არ ჩაიბარებს და ეს სარემონტო სამუშაოებიც ჩვენი სახსრებით გვექნება გასატარებელი", - განაცხადა მერაბიშვილმა.

"ცენტრ პოინტის" დაზარალებულ კლიენტთა საინიციატივო ჯგუფი შესაბამისი დოკუმენტაციის დაგზავნას აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობისთვისაც გეგმავს. ამასთან, იგი არც საქმის სასამართლოში შეტანას გამორიცხავს.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა რიცხვი 10 000-ს შეადგენს, რასაც 2007 წელს "ცენტრ პოინტ ინვესტის" პროექტში მონაწლე 300-მდე დაზარალებული ოჯახიც ემატება.
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99598 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 6 2010, 06:18 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


ბიზნეს კურიერი http://pirweli.com.ge/index.php?option=com...25&Itemid=1 აქ გაუშვით 07.12.2010 ის 13:30


  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99538 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 6 2010, 05:29 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


http://banksandfinance.ge/banks/1584-byebbbbvbbbbbb.html


"დექსუსი" - ცენტრ-პოინტის მორიგი აფიორა

სამშენებლო სექტორში არსებული მძიმე მდგომარეობა ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი პრობლემაა. სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა გაკოტრდა ან გაკოტრების პირასაა.

დღეს ბევრი დაობს იმაზე ჩამოიშალა თუ არა საქართველოს ეკონომიკა, მაგრამ პირამიდის პრინციპზე აგებული სამშენებლო სექტორი რომ თავზე დაენგრა, ეს უდაოა. ამას, ქვეყნის ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს.

თბილისი (არც სხვა ქალაქებია უკეთეს დღეში) ერთ დიდ სამშენებლო პოლიგონს ჰგავს, სადაც მშენებლობები დაიწყეს და ისეთი პირი უჩანს, აღარასოდეს დაამთავრებენ. მიზეზი მარტივი და ძალიან "ეკონომიკურია" _ როცა მთელი ქვეყანა ღატაკია, შეუძლებელია, ერთი კონკრეტული დარგი წარმატებულად განვითარდეს, მით უფრო ისეთი მასობრივი, როგორც სამშენებლო ბიზნესია.


"ცენტრ პოინტის" კრახი

კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფი" 1999 წელს დაარსდა.

დღეს "ცენტრ პოინტი ჯგუფის" აქტივშია 20 განხორციელებული და 50 მიმდინარე პროექტი, 5000 დასაქმებული ადამიანი, 8000-მდე მომხმარებელი.
კომპანია მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ქობულეთში, ბორჯომში, ბაკურიანში, გორში, ქუთაისში, წყნეთში და ა.შ.
„ცენტრ პოინტი“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის დაახლოებით მესამედს ფლობდა, კომპანიის „ბალანსზე“ 30-ზე მეტი ობიექტი ირიცხებოდა. ის პრობლემები რის წინაშეც კომპანია ბოლო პერიოდში იდგა თითქმის ყველასათვის ცნობილია, ბევრი დაუსრულებელი პროექტი და აღებული ვალდებულება. ქალბატონმა მაია რჩეულიშვილმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც დასძინა, რომ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი მენეჯმენტის სისუსტეც აღმოჩნდა. ასე რომ, კომპანია ერთდროულად იდგა ფინანსური და მენეჯერული პრობლემის წინაშე და გამოსავალს ეძებდა.
"ყველაზე წარმატებული" კომპანიის პერსპექტივას პირველი ბზარი მაშინ გაუჩნდა, როცა პროფესიონალებმა "გაყიდულ ჰაერსა" და პირამიდაზე დაიწყეს ლაპარაკი.

გამოსავალი მალევე მოიძებნა. "ცენტრ პოინტსა" და საინვესტიციო და დეველოპერულ კომპანია "დექსუსს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. სწორედ ამ ჯგუფს გადაეცა სამი წლით სამართავად კომპანიის ყველა ვალდებულება და აქტივი. "დექსუსში" ამბობენ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყველა ნაკისრი ვალდებულება შესრულდება: ბინების შეჩერებულ მშენებლობას ბოლომდე მიიყვანენ, გაისტუმრებენ "ცენტრ პოინტ ინვესტის" კრედიტორებსაც.
"უმძიმესი 700 დღე გავიარეთ. მივხვდით, რომ კრიზისიდან ვერ გამოვალთ, თუ ძალიან მაღალ პროფესიონალებს მმართველობაში არ გადავეცით ქონება," - განაცხადა "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე.

გარიგების დასრულებამდე „ცენტრ პოინტმა“ ფუნქციონირება შეწყვიტა და მისი აქტივები ან/და, ასე ვთქვათ, შვილობილი პროექტების 100%-იანი წილი გადავიდა „დექსუსის“ ხელში.

გაგრძელებავინ დგას "დექსუსის" უკან?

"დექსუსი” ქართული კომპანიაა, რომელიც სწორედ "ცენტრ პოინტის” მართვის მიზნით შეიქმნა, გარიგების ხელმოწერამდე რამოდენიმე დღით ადრე.
"დიახ, კომპანიის არსებობა მხოლოდ რამოდენიმე თვეს ითვლის, მაგრამ ამ კომპანიის დამფუძნებლებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ უძრავი ქონების სფეროში," - განაცხადა "დექსუსის" დამფუძნებელმა გიორგი ქანანაშვილმა.

კომპანიის დამფუძნებლები არიან: გიორგი ქანანაშვილი, ივანე ცაგურია და ირაკლი კილაურიძე.

„დექსუსი“ ქართული საინვესტიციო–დეველოპერული ჯგუფია, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების – „ოპიკის“, „სითი ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფული. „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის განცხადებით, „დექსუსი“ თავის დროზე ისეთი ცნობილი კომპანიების პარტნიორი იყო, როგორებიცაა ლაშა პაპაშვილის „რედიქსი“, რომლის წარმომადგენელიც არის გიორგი ქანანაშვილი, მამუკა ხაზარაძის „ჯიარდისი“ და „გრემიკი“.

„გრემიკი"-ის (რომლის დამფუძნებლები და პარტნიორები არიან გიორგი ქანანაშვილი, ივანე ცაგურია) ძირითადი სერვისებია: უძრავი ქონების ბაზრის კვლევები, უძრავი ქონების შეფასება (მათი კლიენტები არიან მსხვილი ორგანიზაციები, მათ შორის ბანკები და სადაზღვევო კომპანიები), ტექნიკური კვლევები, არქიტექტურა, უძრავი ქონების მართვა.

თი-ბი-სი ბანკში ექვსწლიან მუშაობის შემდეგ ირაკლი კილაურიძე სათავეში ჩაუდგა კომანია „ჯიარდისის“, რომელსაც ეკუთვნის ისეთი პროექტი როგორიცაა "თბილისი ცენტრალი". დღეს კი კილაურიძე “დექსუსის” გუნდს წარმოადგენს.

შესასრულებელი ვალდებულებები

კომპანია „ცენტრ პოინტს“ 6200 ერთეული უძრავი ქონება აქვს გაყიდული. მყიდველებს კომპანიის მიმართ 30 000 000 აშშ დოლარზე მეტი დავალიანება აქვთ.

„დექსუსს“ პროექტების მშენებლობების განახლების შემდეგ შესაძლებლობა აქვს გაყიდოს, დაახლოებით, იმავე რაოდენობის უძრავი ქონება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საწყისი კაპიტალის სახით უკვე მოძიებული ჰყავთ სხვადასხვა კერძო თუ ინსტიტუციონალური უცხოელი ინვესტორი.
„დექსუსს“ ჯამურად ყველა ობიექტის დასასრულებლად გამოყოფილი აქვს 3 წელი. არსებობს ობიექტები, რომელთა დასრულება მოხდება უფრო ადრე დარჩენილი სამუშაოებიდან გამომდინარე.

ზოგი ობიექტის დასრულება წამგებიანია, ზოგი ობიექტის კი მომგებიანი. მიუხედავად ამისა დასრულდება ყველა ობიექტი, ვინაიდან ორივე ტიპის ობიეტის დასრულების შედეგად მიღებული მოგების კონსოლიდირება დადებით ნაშთს იძლევა. ყველა ობიექტის დასრულების ვალდებულებას მართვაში გადაცემის ხელშეკრულებაც ითვალისწინებს და ამ ვალდებულების სრულად შესრულება წარმოადგენს „დექსუსის“ მიზანს," - ირწმუნება გიორგი ქანანაშვილი.
„დექსუსი“ „ცენტრ პოინტთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა 2 თვის განმავლობაში, ხოლო გარიგება 2010 წლის სექტემბერში გაფორმდა. როგორც გიორგი ქანანაშვილი გვპირდება, დეტალური გეგმა წლის ბოლომდე იქნება შემუშავებული.

დრო ასევე დასჭირდება სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, ვინაიდან „დექსუსი“ ყველა სამუშაოს აუთსორსინგზე გატანას გეგმავს.

„დექსუსი“ მიზნად ისახავს ყველა ვალდებულების შესრულებას, თანხების უკან დაბრუნება კი ამ მიზნის მიღწევას ნამდვილად შეაფერხებს. აქედან გამომდინარე, კომპანიას აქვს კონკრეტული გეგმა: მობინადრეს რომელსაც 100%-ით აქვს გადახდილი თანხა, ახალ დათქმულ ვადაზე ჩააბარებენ უძრავ ქონებას, მას ვისაც აქვს გადახდილი 100% ზე ნაკლები თანხა და ვეღარ ახერხებს ამ თანხის სრულად დაფარვას კომპანია უკვე დაფარული თანხის შესაბამის უძრავ ქონებას შესთავაზებს და გადაუცვლის შენაძენს. თუ კლიენტი არცერთ ვარიანტზე არაა თანახმა კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უძრავი ქონების გაყიდვაში დახმარებას. ვფიქრობ საკმაოდ სამართლიანი შეთავაზებაა იმ უიმედო სიტუაციასთან შედარებით, რომელშიც აქამდე იმყოფებოდნენ კლიენტები," - აცხადებს "დექსუსის" დამფუძნებელი.


"ცენტრ პოინტის" კლიენტებს მოუწევთ, ახალ მენეჯმენტს ამჯერადაც სიტყვაზე ენდონ

"დექსუსის" წარმომადგენლები დღეს მხოლოდ უახლოესი საქმიანობის შესახებ საუბრობენ - 2010 წლის ბოლომდე შემუშავებული ბიზნეს-გეგმის განხორციელებას ისინი 2011 წლიდან აპირებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები 25 შეჩერებულ პროექტზე განახლდება. "ცენტრ პოინტის" კლიენტებს მოუწევთ, ახალ მენეჯმენტს ამჯერადაც სიტყვაზე ენდონ.

თუმცა ეს არც ისე ადვილია, მითუმეტეს, როდესაც საქმე "ცენტრ-პოინტს" ეხება. ამ სამ დეველოპერს, მართალია, ბიზნეს წრეებში იცნობენ, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის მათი სახელები ბევრს არაფერს ამბობს. ამიტომ ამ ცვლილებას "ცენტრ პოინტის" კლიენტების ნაწილი კვლავ სკეპტიკურად უყურებს. მათ არ სჯერათ, რომ "დექსუსის" გამოჩენა "ცენტრ პოინტის" მორიგი ტყუილი არ იქნება - ისევე, როგორც ტყუილი იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ კომპანიაში ინვესტიციას დებს ებრაელი ბიზნესმენი.

გაუგებარია ისიც, თუ რა ეკონომიკური ინტერესი ამოძრავებს მმართველ კომპანიას, რადგან ნებისმიერი მსგავსი ინვესტიცია იქნება წყალში გადაყრილი ფული, რასაც არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დასთანხმდება.

ასე რომ, უკვე დაზარალებულ მობინადრეებს წინ კიდევ ბევრი პრობლემა ელოდებათ.

ნინო თამაზაშვილი

  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99529 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 6 2010, 05:01 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


http://banksandfinance.ge/business/1824-deqsusi.html

"დექსუსი" კლიენტებს 18%-იანი დღგ-ს გადახდას აიძულებს


"ფულს ჰაერში ვყრით და ახლა კიდევ უნდათ, რომ თავიანთი შეცდომების გამოსასწორებლად ფული ისევ ჩვენ გამოგვტყუონ"

თბილისი (არც სხვა ქალაქებია უკეთეს დღეში) ერთ დიდ სამშენებლო პოლიგონს ჰგავს, სადაც მშენებლობები დაიწყეს და ისეთი პირი უჩანს, აღარასოდეს დაამთავრებენ. მიზეზი მარტივი და ძალიან "ეკონომიკურია" _ როცა მთელი ქვეყანა ღატაკია, შეუძლებელია, ერთი კონკრეტული დარგი წარმატებულად განვითარდეს, მით უფრო ისეთი მასშტაბური, როგორც სამშენებლო ბიზნესია.

ქართული სამშენებლო ბაზრის ყველაზე დიდი ფინანსური პირამიდა მაია რჩეულიშვილმა ააგო. როცა მასშტაბური ფინანსური პირამიდის მართვა შეუძლებელი გახდა, რჩეულიშვილების ოჯახმა "ცენტრ-პოინტის" ყველა აქტივი და პასივი "რჩეულის" სასტუმროების ქსელთან ერთად სამწლიან მმართველობაში ახლადშექმნილ საინვესტიციო და დეველოპერულ კომპანია "დექსუსს" გადაულოცა და ათასობით მომხმარებელს ახალი თავსატეხი დაუტოვა. "დექსუსი" ქართული კომპანიაა, რომელიც სწორედ "ცენტრ პოინტის" მართვის მიზნით შეიქმნა, გარიგების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე.

გაგრძელება"დექსუსის" წარმომადგენლები მაშინ მხოლოდ უახლოესი საქმიანობის შესახებ საუბრობდნენ - 2010 წლის ბოლომდე შემუშავებული ბიზნესგეგმის განხორციელებას ისინი 2011 წლიდან ფიქრობდნენ. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ სამუშაოები 25 შეჩერებულ პროექტზე განახლდება. "ცენტრ პოინტის" კლიენტებს ისღა დარჩენოდათ, ახალი მენეჯმენტისთვის ნდობა გამოეცხადებინათ.

თუმცა, ეს არც ისე ადვილია, მითუმეტეს, როდესაც საქმე "ცენტრ-პოინტს" ეხება. ამიტომ, ამ ცვლილებას "ცენტრ პოინტის" კლიენტების ნაწილი კვლავ სკეპტიკურად უყურებდა. მათ არ სჯეროდათ, რომ "დექსუსის" გამოჩენა "ცენტრ პოინტის" მორიგი ტყუილი არ იქნება - ისევე, როგორც ტყუილი იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ კომპანიაში ინვესტიციას დებს ებრაელი ბიზნესმენი.

მომხმარებლების მოლოდინი გამართლდა. "ცენტრ-პოინტის" კლიენტები კომპანიის მმართველი "დექსუსის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გეგმავენ. მათი განცხადებით, "ცენტრ-პოინტისგან" უფლებამოვალეობების გადაბარების შემდეგ "დექსუსი" სახელშეკრულებო კონტრაქტებს ცვლის.

"დექსუსი" კლიენტებთან ახალ ხელშეკრულებებს აფორმებს. პირველ ეტაპზე ახალი ხელშეკრულებები დიდი დიღმის, ბაკურიანის, ვაკისა და ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე პროექტების მაცხოვრებლებთან ფორმდება. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ 4 პროექტზე სამშენებლო სამუშაოები უკვე განახლებულია. "დექსუსმა" ახალ ხელშეკრულებებში პროექტის დასრულების დეტალური ვადებთან, პირობებთან და დარჩენილი თანხის გადახდის გრაფიკთან ერთად, 18-პროცენტიანი დამატებითი ღირებულების გადასახადის საკითხიც შეიტანა, რამაც ათასობით ადამიანის აღშფოთება გამოიწვია.

მომხმარებლის მტკიცებით, დაირღვა ხელშეკრულების სხვა პუნქტებიც, მათ შორის ჩაბარების და კეთილმოწყობის ნორმები. კლიენტების განცხადებითვე, "ცენტრ–პოინტთან" ინდივიდუალური შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კომპანიამ კრედიტორებს ყოველწლიურად მოგების 20% უნდა გადაუხადოს, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა.

ბევრი კლიენტის აზრით, "დექსუსი" "ცენტრ-პოინტის" მორიგი სატყუარაა და მისი მთავარი მიზანი იმ მომხმარებელთა თანხის ამოღებაა, რომელთაც მშენებარე ბინების ღირებულება სრულად არა აქვთ დაფარული. მათი აზრით, არც 18-პროცენტიანი დღგ-ს მოთხოვნაა სამართლიანი და კანონიერი:

"ყველას, ვინც ახალი ხელშეკრულების დასადებად დაიბარეს, დღგ-ს გადახდა მოსთხოვეს. თუ გინდათ, რომ აშენდეს, დღგ უნდა დაამატოთ თქვენს მიერ გადახდილ თანხასო, თუ არა და ვერ ავაშენებთო! როგორც ჩანს, ესენი ამ მშენებლობების დასრულებას ისევ ხალხის ფულით აპირებენ და აღარ იციან, რა მოიფიქრონ. ეს ჩვეულებრივი ფასნამატია და არა დღგ. დღგ-ს დარქმევა და 18-პროცენტიანი ნიხრით ფასის გაზრდა ხალხის დაბნევის მიზნით მოიფიქრეს. რა შუაშია "უკანასკნელ პერიოდში მიღებული კანონმდებლობა?" კანონს უკუქმედების ძალა არა აქვს და "უკანასკნელ პერიოდში მიღებული კანონმდებლობა" 2006-2007 წლებში დადებულ ხელშეკრულებებზე არ ვრცელდება.

ჩვენ გადავიხადეთ იმდენი, რამდენის საშუალებაც გვქონდა იმ დროისთვის. მაშინ ზუსტად ვიცოდით, რაც ღირდა 1 კვადრატული მეტრი და იმ ფასს ზედმეტი თანხა არ ემატებოდა. ფაქტობრივად, ფულს ჰაერში ვყრით და ახლა კიდევ უნდათ, რომ თავიანთი შეცდომების გამოსასწორებლად ფული ისევ ჩვენ გამოგვტყუონ. საშინელებაა, ასეთ ხალხს უნდა იჭერდნენ", - ამბობს "დექსუსის" კლიენტი.

არიან ისეთებიც, რომელთაც აღარც "ცენტრ-პოინტის" სჯერათ და აღარც მისი სამართალმემკვიდრე "დექსუსის" და მათ მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ.

როგორც ჩანს, უძრავი ქონების ბაზარზე უახლოეს პერიოდში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. "ცენტრ-პოინტის" კლიენტები კომპანიის მმართველი „დექსუსის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ. ისინი "დექსუსის" მხრიდან სახელშეკრულებო კონტრაქტების შეცვლას და კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევას აპროტესტებენ.

ნინო თამაზაშვილი

  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99528 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 3 2010, 10:42 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


http://netgazeti.ge/GE/36/News/3547/%E1%83...9A%E1%83%98.htm

გიორგი ქანანაშვილი:
თამარ ჩხეიძე

რა პირობებით დაიდო ხელშეკრულება დექსუსს და ცენტრ პოინტს შორის?

ჩვენ ვართ შპს დექუსი, რომელმაც ცენტრ პოინტის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ორგანიზაციები თავის მართვაში აიღო.

კომპანია ცენტრ პოინტი კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდა, ის იყო გადახდის უუნარო, მას არ შესწევდა იმ ვალდებულებების შესრულება,რომელიც კლიენტებთან ხელშეკრულებით ჰქონდა გათალისწინებული.

ცენტრ პოინტში თქვენ ბიზნეს გეგმით მოხვედით და ალბათ, შეისწავლეთ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და მისი საქმეები?

ჩვენ, მოკლე, არადეტალური, არამედ შეჯამებული, კონსოლიდირებული სურათი შევისწავლეთ და ამ სურათზე დაყრდნობით , ავიღეთ ჩვენს მართვაში ეს კომპანია.

და ჩათვალეთ, რომ თქვენი შემოსვლა ამ კომპანიაში თქვენთვის ფინანსურად მომგებიანი იქნებოდა?

თავისთავად აბა როგორ, ჩვენ მართვაში გვიხდიან ფულს.

ვინ გიხდით ფულს?

ცენტრ პოინტი გვიხდის ფულს მართვაში. ჩვენ ცენტრ პოინტის დამფუძნებელმა გადმოგცეს სამართავად ეს კომპანია.უფასოდ არავინ აკეთებს საქმეს. მეც ხელფასს ვიღებ და დექსუსის ყველა თანამშრომელი.

ანუ გამოდის,რომ მხარე კლიენტების ახალ ხელშეკრულებაში, ისევ ცენტრ პოინტია?

გაგრძელებაცენტრ პოინტსა და დექსუსს შორის არსებობს ხელშეკრულება. რომლის თანახმადაც, ჩვენ სამართავად გადმოგვეცა ცენტრ პოინტის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა ორგანიზაციის 100 პროცენტიანი წილი და შესაბამისად, კომპანიის მუშაობის სტრატეგიის განსაზღვრა ჩვენ გვევალება. მფლობელის როლი აქ არის ის,რომ დანიშნოს დირექტორი და განსაზღვროს კომპანიის სტრატეგია. ამ კომპანიის მართვა მონდობილია ჩვენზე.ჩვენი მიზანია ცენტრ პოინტი გამოვიყვანოთ კრიზისული მდგომარეობიდან და შეჩერებული მშენებლობები გავაგრძელოთ. რეაბილიტაციის რეჟიმში ყოფნა ქვია.

გაქვთ თუ არა ინვესტიციები მოზიდული და რა სახის?

ჩვენ მოვიზიდეთ ინვესტიცია,რომელიც დავაბანდეთ საწყის სასტარტო კაპიტალად, მაგალითად დიდ დიღომში, დავიწყეთ მშენებლობა და თვეში რამდენიმე ათასობით ლარს ვხარჯავთ. ეს არის უცხოური ინვესტიცია.

რა სარგებელი აქვთ უცხოურ კომპანიებს?

ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.

შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის კომპანიები,რომლებმაც ინვესტიციები დააბანდეს თქვენ მშენებლობაში?

სხვადასხვა ინვესტორების ჯგუფი.

ერთი დაგვისახელეთ

ჩვენ მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ეს კონფედენციალურია.

თვეში დაახლოებით 7 ათასი დოლარი შემოვიდა დიდ დიღომზე. ამ თვეების განმავლობაში ჩვენ მშენებლობა დავიწყეთ და ასობით ათას ლარს ვხარჯავთ. ჩვენ გვაქვს იმის იმედი,რომ ვისაც გადასახდელი აქვს გადაიხდის, დარჩენილ ბინებს გავყიდით და ასე ამოვიღებთ ინვესტიციებს.

ალბათ, დაანგარიშებული გაქვთ , თუ რამდენ კლიენტს აქვს თანხა გადახდილი და რამდენს არა.

დაახლოებით, კლიენტების ნახევარს შეძენილი ბინების საფასური გადახდილი აქვს.

რატომ გახდა საჭირო ახალი ხელშეკრულებების დადება, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბინის თანხა უკვე დაფარული აქვთ?

სულაც არ არის სიტუცია ისე,როგორც ამ შეკრებების (აქციების) მონაწილეები, რამდენიმე ადამიანი ამბობს. ვერ ნახავთ ისეთ ხელშეკრულებას, სადაც ყველას გრაფიკით აქვთ გადახდილი.

ადამიანებს ათასობით დოლარი აქვთ გადახდილი და თქვენი აზრით მათი მხრიდან ერთი და ორი დღის გადაცილება გადასახადზე ბინის რამდენიმეწლიანი ლოდინის ტოლფასია?

გეთანხმებით აბსოლიტურად, ეს სწორი ლოგიკაა, მაგრამ ეს ხელშეკრულებები დარღვეულია. ერთი ნაწილი,რაც ამ ხელშეკრულებაში წერია არის ის,რომ ძველი ხელშეკრულება დარღვეულია და ის,რომ ჩვენ ახალ პირობებზე უნდა შევთანხმდეთ.

გაჩერდა ეს მშენებლობები. ახლა ჩვენ მოვედით და იმის მაგივრად,რომ ვიჩხუბოთ რატომ არ ჩაბარდა ძველი მშენებლობა, ამაზე საუბარს რა აზრი აქვს. მე ვამბობ,რომ მოდი შევთანხმდეთ, რომ დიახ, ცენტრ პოინტმა დაარღვია და თუ თქვენც დარღვეული გაქვთ, შევთანხმდეთ ახალ ხელშეკრულებაზე. სადაც ახალი გადახდის გრაფიკი იქნება და ახალი ჩაბარების ვადა.

ვისაც ფული გადახდილი აქვს სრულად, ჩვენ ბინებს ავუშენებთ და საკუთრებაში გადავცემთ , ხოლო ვისაც არ აქვს გადახდილი მათ ბინებს გავყიდით.

ვისაც დაფარული აქვს თანხა სრულად, ჩვენთან საუბარში ამბობს,რომ დექსუსის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ თუ ახალ ხელშეკრულებაზე არ მოაწერდნენ ხელს, რომელიც ბინის იპოთეკით დატვირთვას და დღგ–ს გადახდა გულისხმობს, ბინას არ გაუფორმებთ.

ვისაც დაფარული აქვს თანხა ბინას ავუშენებ ,უბრალოდ ვერ გადავუფორმებ. ბინას მე ავუშენებ და მივცემ. უბრალოდ გადაფორმება რომ მოხდეს, ბუღალტრულად ამას ქვია გაყიდვა. მანამდე გადახდილ ფულს ერქვა ავანსი. აი ამ გადაცემისას, ხდება დაბეგვრა. როდესაც ხდება გადაცემა, ხდება გადასახდელი დღგ, რომელიც 18%–ს შეადგენს. უმრავლესობა ასე ცხოვრობს. გადაფორმების გარეშე. არაფერს ახალ მე არ ვეუბნები, სხვები არ ამბობენ ამას,იმიტომ,რომ სხვები არ აშენებენ. ჩვენი მხრიდან გულწრფელობა,როგორც ჩანს დარტყმას გვაყენებს.ეს არის ის თამაშის წესები,რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ. ადამიანური თვალსაზრისით არასწორია ასეთი დამოკიდებულება.

რატომ,ხელშეკრულების მიხედვით, ისინი არ არიან ვალდებულები დღგ– გადაიხადონ, ცენტრ პოინტი კი ვალდებული იყო მათთვის ბინა გადაეფორმებინა.

ძირითადად არიან ამხანაგობები,რომელიც ადრე არ იბეგრებოდა დღგ–თი. შემდეგ გამოვიდა კანონი და დაიბეგრა ისინი.

გამოდის,რომ სხვადასხვა პრობლემებია, ხელშეკრულება რატომ გაქვთ ერთი?

გადახდის გრაფიკები სხვადასხვაა საერთოდ.თქვენ ეძებთ მაინცდამაინც ცუდს. ამ ხელშეკრულებაში წერია, რაც აქამდე არ ჰქონდათ. თუ მე დავარღიე ეს ხელშეკრულება, მაშინ მე ვიხდი ჯარიმას.

ძველ ხელშეკრულებაშიც იყო პირგასამტეხლო 0,1%

არა, ყველაში არ ყოფილა, უმრავლესობა შემთხევავაში არ იყო, სადაც იყო, იქ უფრო ცოტა იყო.

ნაკლები თანხა თუ ვერ გადაუხადეს და ახლა რატომ უნდა გენდონ?

გავიგეთ მაგრამ, ახლა ჩვენ რეაბილიტაციის მმართველები ვართ,გვინდა,რომ სახლები ავაშენოთ, თუ წამოგვყვებიან, სახლებს მიიღებენ. თუ არ გადაიხდიან არ მიიღებენ.

ვისაც სრულად აქვს გადახდილი?

ვისაც სრულად აქვს გადახდილი იმას მივცემ. შევიდეს და რამდენი წელიც უნდა იმდენი უცხოვროს?

გადაუფორმებთ?

არა, ვერ გადავუფორმებ. იმიტომ,რომ დღგ იქნება გადასახდელი. თუ ამ ხელშეკრულებას არ მოაწერ ხელს, მაშინ არ მოგცემთ ამ ბინას.

რამდენიმე ადამინმა, ვინც მითხრა,რომ ფული სრულად აქვს გადახდილი მითხრა,რომ თუ ახალ ხელშეკრულებას არ მოაწერენ ხელს, ვერ მიიღებენ ბინას?

ისედაც ვაშენებ ამ სახლებს და მივცემ ამ ბინას, უბრალოდ ვერ გადავუფორმებ.

თქვენი ჯბიდან არ გინდათ გადაუხადოთ თანხა?

იცით რა,ჩვენ სახლებს ვაშენებთ და მათ ვაძლევთ, თქვენ ისე საუბრობთ თითქოს ვართმევთ ბინებს. დექსუსი მოვიდა და აიღო ის მშნებლობები,რომელიც წლების მანძილზე იყო გაჩერებული, მოვედით ამ სახლებს ვაშენებთ. და ვთქვით,რომ მშენებლობის გეგმას 2010 წლის ბოლოს დავდებთ. დიდი დიღმის ოაზისის მშენებლობა დაიწყო.ექვსი კორპუსის მშენებლობა დაწყებულია და რამდენიმე კორპუსს წელს ვაბარებთ.

ჩვენ ჩვენი ბიზნესი გვაქვს, თუ ხალხმა ფული არ გადაიხადა, ელემენტარულად არ გავაგრძელებთ მშენებლობას.

თუ უდიდესმა პროცენტმა უარი განაცხადა 18 პროცენტის გადახდაზე თუ არ გადაიხდიან რა მოხდება ამ შემთხვევაში?

18%–ზე არ არის საუბარი, მე ამ ადამიანებს, სახლის გასაღებს მივცემ. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც გადასახდელი აქვს თანხა. თუ არ გადაიხდიან გავყიდი ამ აშენებულ ბინებს.

თქვენ ბიზნესმენი ხართ, როგორ ფიქრობთ, სამი ათასი ბინის გაყიდვას, დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით, შეძლებთ?

კი, შევძლებ, მე მგონია,რომ გავყიდი. ახალი ბინების მიწოდება არ ხდება.

მე მაინტერესებს რატომ არის ყველასთვის ერთნაირი პირობები 18 პროცენტი და პლიუს იმის უფლება რომ დაიტვირთოს იპოთეკით?

ცენტრპოინტმა დაარღვია ხელშეკრულება და ჩვენ მათ ვთავაზობთ ახალ ხელშეკრულებას. თუ დავარღვევთ გადავიხდით ჯარიმას. ვინც დღგ–ს არ ფადაიხდის მე მათ მაინც ავუშენებ ბინებს უბრალოდ ვეტყვი, რომ ამ შემთხვევაში მე მათ ბინებს ვერ გადავუფორმებ. მე მანამ ბინას ჩავაბარებ ის ბინა არის ჩემი და მე შემიძლია ამ ბინაში ჩავდო ინვესტიცია და დავტვირთო იპოთეკით. როცა ბინას გადაცემ მეპატრონეს ეს იპოთეკა მოეხსნება.

ჩვენ გვჭირდება 100 მილიონი ამ მშენებლობების დასასრულებლად და თვიური შემოსავალი გვაქვს 50 000 დოლარი. ანუ ჩვენ გვჭირდება თანხა.

არ არის ყველაფერი ისე,როგორც მიტინგებით ჩანს.

კლიენტები გვეუბნებიან, რომ დაგვირეკეს ცენტრპოინტიდან და გვითხრეს რომ გამოცხადდით ჩვენთან, თქვენ არაფერს აკეთებთ, ეს ფაქტი მოხდა, იმიტომ რომ რეკავენ ზოგჯერ ჩვენი სახელით, ზოგჯერ მობინადრის სახელით, რომ ყველაფერი არის ცუდად. სწორე ამიტომ ჩვენ გვყავს დაახლოებით ათი თანამშრომელი რომლებიც იღებენ დაინტერესებულ პირებს.

მე ვიყავი ახლა გარეთ და არ უშვებდნენ ხალხს

არ შემოუშვებდნენ ათ ადამიანზე მეტს, იმიტომ რომ მეტს ვერ მიიღებენ. ათი ადამიანი მუშაობს კლიენტებზე.არის შემთხვევები,რომ ეს კლიენტები საღამოს მოდიან და გვთხოვენ, რომ გავუფორმოთ ხელშეკრულება. ჩვენ კი ვეუბნებით, რომ როცა მათი რიგი იქნება, მაშინ გავუფორმებთ ხელშეკრულებას და ნუ ცდილობენ ვინმეს რიგი წაართვან.

თქვენ ამბობთ,რომ თქვენი გეგმა არის კარგი , და საფრთხეს არ უქმნის ამ ადამიანების უძრავ ქონებას

დიახ, თუ არ აწყობთ, თუ არ სჯერათ, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გეგმებში მოხდა რაიმე ცვლილება, თუ პრობლემა შეიქმნა თქვენი გეგმების შესრულებაზე, აღმოჩნდებიან თუ არა ისინი უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე დღეს არიან?

არა, არ აღმოჩნდებიან...

ჩვენ ვიბარებთ იმ ადამიანებს მხოლოდ,რომლის სახლებიც მშენებლობაც არის დაწყებული.

გადაცემის ვადამდე ჩვენ უფლება გავქვს ქონების განკარგვის. და თქვენ რას ამბობთ რომ ცენტრ პოინტი არ ტვირთავდა ბინებს იპოთეკით? უბრალოდ ჩვენ გასაგებად ვწერთ ხელშეკრულებაში ამ ყველაფერს და არ ვატყუებთ. ვისაც უნდოდა მოაწერდა ხელს და ვისაც არა არ მოაწერდა. კონკრეტულად დავწერეთ რისი უფლება მაქვსდა რისი არა.

თუ ამბობს,რომ ცენტრ პოინტსაც ჰქონდა იპოთეკით დატვირთვის უფლება, მაშინც რატომ დებთ ახალს, თუ ძველითაც შეგიძლიათ დატვირთოთ იპოთეკით?

ჩვენ არ ვატყუებთ ხალხს,ახლა სწორი სიტყვებით წერია.

გამოდის,რომ ცენტრ პოინტი ატყუებდა ხალხს?

არა, ხელშეკრულების ტექსტი ახლა უფრო სწორად არის დალაგებული და კონკრეტულად წერია რისი უფლება აქვს და რისი არა. ახლა კონკრეტულად წერია რისი უფლება მაქვს, მანამდე ყველაფრის უფლება გვქონდა.

რომელი ობიექტები გქონდათ იპოთეკით დატვირთული?

ძალიან ბევრი, თუმცა რომლის მშენებლობაც დაიწყო მათ მოვხსენით იპოთეკა.

თუ პირმა მაინც ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს?

ვერ მიიღებთ საჯარო რეესტის ამონაწერს მარტივად, თუმცა შეხვალ და იცხოვრებ.

გამოდის,რომ ბინა ჩემია, მაგრამ ჩემი არ არის?

ისევე როგორც ყველა სხვა კომპანიების შემთხვევაში. ყველგან ასეა.

იურიდიულად გაქვთ უფლება, რომ კლიენტებს ბინა არ გადაუფორმოთ?

თუ არ მოგვიწერს ხელს, არ გადავუფორმებთ.თუკი ფულს არ გადაიხდიან, თუ პიკეტირებას მოახდნენ , თუ შემოსვლის საშუალებას არ მოგვცემენ, თუ ფულს არ გადაიხდიან. გავუყიდი ბინას, და ვისაც გადახდილი აქვს, მაინც მიიღებს ბინებს, უბრალოდ ვერ გადავაფორმებ, იმიტომ,რომ დღგ–ა გადასახდელი. სხვა კომპანიების მიერ აშენებულ კორპუსებშიც ასე ცხოვრობს ხალხი. ცხოვრობენ და ბინები არ არის მათზე გაფორმებული.

  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99409 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 3 2010, 02:13 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


http://www.facebook.com/l/ada7dWXfQGLVsvML...12-2010+15%3A19

რეპორტაჟი აქციის შესახებ
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99380 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 3 2010, 02:12 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


http://netgazeti.ge/GE/35/News/3509/%E1%83...9A%E1%83%98.htm

შენი, სხვისი სახლი

თამარ ჩხეიძე

ცენტრ პოინტის კლიენტებს, რომლებსაც შეძენილი ბინებისთვის ფული სრულად ან ნაწილობრივ უკვე გადახდილი აქვთ, კომპანიის მემკვიდრე დექსუსი ახალ ხელშეკრებულებაზე ხელის მოწერას სთავაზობს. იურისტი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ ის, ვინც ხელს მოაწერს დექსუსის მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებას, თავისი ხელით გაითხრის ორმოს.

კომპანია ცენტრ პოინტმა 2010 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ხელკშეკრულება გააფორმა კომპანია „დექსუსთან“, რომელსაც სამი წლის ვადით მმართველობაში გადასცა კომპანია ცენტრ პოინტი.

რამდენიმე ათასი ადამიანია, ვისაც ბინა აქვს შეძენილი ცენტრ პოინტის მშენებლობებში, თუმცა ბინას არ ფლობს. ნაწილს შეძენილი ბინის ფული სრულად აქვს გადახდილი, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, კომპანია დექსუსი მათ ბინის გადაფორმებაზე უარს ეუბნება.

ნეტგაზეთი ცენტრ პოინტის ათამდე კლიენტს გაესაუბრა, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. მათ ყველას შეძენილი ბინებისთვის ფული სრულად აქვთ გადახდილი. ცენტრ პოინტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ნაწილს ბინა 2008 წლის მაისში, ნაწილს ამავე წლის სექტემბერში უნდა ჩაბარებოდა.

შპს დიდი დიღმის ოაზისი, შპს მიონი – ეს ის ორი ობიექტია, რომლის მშენებლობაც კომპანია ცენტრ პოინტმა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. მათ შორის, დიდი დიღმის ოაზისის ბინების ნაწილი კლიენტებს 2008 წელს უნდა ჩაბარებოდა, შპს მიონის ბინების ნაწილი კი– 2008- 2009 წელს.

2006 წლით თარიღდება ის ხელშეკრულება, რომელიც ანი გორთამაშვილს აქვს გაფორმებული შპს დიდი დიღმის ოაზისთან, იგივე ცენტრ პოინტთან. თუმცა მისი თქმით, დღეს დექსუსის წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ ძველ ხელშეკრულებას ცალმხრივად გაუუქმებენ და ბინას გაუყიდიან, თუ ახალ ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს.

„დექსუსში ეკა დალაქიშვილს ვესაუბრე (გაყიდვების მენეჯერი),რომელმაც მომცა ხელშეკრულება და მითხრა, რომ ორი დღე მქონდა ხელშეკრულების გადასახედად. მითხრა, რომ, თუ ხელს არ მოვაწერდი ახალ ხელშეკრულებას, ისინი ხელშეკრულებას გამიუქმებდნენ და გამიყიდიდნენ ბინას“,–ამბობს გორთამაშვილი.

გორთამაშვილის მსგავსად, კომპანია დექსუსის მხრიდან, ორდღიან ვადასა და ძველი ხელშეკრულების გაუქმებაზე საუბრობენ ცენტრ პოინტის, დექსუსის სხვა კლიენტები.

ხელშეკრულების ასლები, რომელთა ხელმოწერასაც მათ დექსუსი სთავაზობს, ნეტგაზეთმა ცენტრ პოინტის კლიენტებისგან მოიპოვა. ახალგაზრდა იუირისტთა ასოციაციის იურისტი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ ხელშეკრულება კაბალურია და მასზე ხელით მოწერით კლიენტები საკუთარ თავს უთხრიან ორმოს.

ახალ ხელშეკრულებაში, რომელიც დექსუსმა ცენტრ პოინტის კლიენტებისთვის გაამზადა, ნათქვამია, რომ დექსუსი იტოვებს უფლებას, იპოთეკით დატვირთოს ბინა, სანამ მას ხელშეკრულებაზე ხელმომწერს გადასცემს.

ხელშეკრულებით დექსუსი კლიენტს აკისრებს ვალდებულებას, გადაიხადოს დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი, თანხის 18%).

დექსუსი იტოვებს უფლებას, კლიენტის მხრიდან თანხის მოთხოვნის შემთხევავაში, 10% დაიტოვოს.

ეს მხოლოდ იმ პირობების ნაწილია, რომელიც ლიკა წიკლაურის აზრით, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ცენტრ პოინტის კლიენტებს.

გაგრძელება

„დექსუსის ქმედება არის ტიპიური ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ეს შეთავაზება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. მაგრამ მოვალეებს არ უნდა ეგონოთ, რომ ეს მათი ვალდებულებაა, თუ ისინი ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერენ, ჩვეულებრივ ძალაში დარჩება ძველი ხელშეკრულება, რომელიც არ ითვალისწინებს ამ პირობებს“,–ამბობს საიას იურისტი ლიკა წიკლაური.

დიდი დიღმის ოაზისში შანავების ოჯახმა ბინა 2006 წელს შეიძინა. შანავები ამბობენ, რომ თავდაპირველი შესატანის, 11 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ თანხის ნაწილი, 23 ათასი დოლარი მომდევნო ორი წლის მანძილზე ნელ–ნელა დაფარეს.

შანავების ოჯახისთვის ბინა ცენტრ პოინტს 2008 წლის სექტემბერში უნდა ჩაებარებინა. იმ დროისთვის, როგორც ლევან შანავა ამბობს, თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

სექტემბერში დიდი დიღმის ოაზისი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

შანავა ამბობს, რომ ვადა დეკემბრამდე გადაუწიეს, შემდეგ გაზაფხულამდე. თუმცა, მას შემდეგ რამდენიმე დეკემბერი და გაზაფხული გავიდა. სახლი კი, რომელშიც 35 ათასი დოლარი ლევან შანავას დედამ გადაიხადა, ჯერ კიდევ არ არის მათი. საჯარო რეესტრში მათზე ბინის გადაფორმება მთელი ამ დროის მანძილზე არ მოხერხდა.

„თავიდან მეუბნებოდნენ, რაღაც პროცედურებია გასავლელი ... ახლა მეუბნებიან, რომ ბინას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადამიფორმებენ, თუ ხელს მოვაწერ ახალ ხელშეკრულებას დექსუსთან“.

რეესტრში მშენებარე ბინის გადაფორმებას, შანავასთან ერთად, ანა გორთამაშვილიც შეეცადა, რომელიც ამბობს, რომ დექსუსი მათ არ აძლევს ფართების განაწილების ოქმს, რომელიც საჭიროა ბინების გადაფორმებისთვის.

„მე არ დაგეხმარები შენ, რომ ბინა გადაიფორმო“,–ეს ის პასუხია, რომელიც გორთამაშვილმა დექსუსის წარმომადგენლისგან მიიღო.

შანავა, რომელსაც ბინაში 35 ათასი დოლარი აქვს გადახდილი, ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, დამატებით 6300 აშშ დოლარის გადაიხდის, ხოლო თუ ფულის უკან დაბრუნებას მოითხოვს, 35 ათასი დოლარის ნაცვლად, მას 31500 დოლარს დაუბრუნებენ.

მაგრამ ეს არ არის ყველაზე მძიმე პირობა. იურისტი წიკლაური ამბობს, რომ ახალი ხელშეკრულება – ბომბია.

ხელშეკრულებაში ჩადებული პირობა, ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლებაზე, იურისტის განმარტებით, ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია ბინა გაგიყიდონ და გარეთ დარჩე.

„ ეს სერიოზული ბომბია, წარმოიდგინეთ, ადამიანი ბინის მესაკუთრე ხდება, მაგრამ თუ ვიღაც, ამ შემთხვევაში დექსუსი, ვალდებულებას სხვა პირის(იპოთეკარის) მიმართ ვერ შეასრულებს, ბინის მესაკუთრეს ბინას გაუყიდიან“.

დექსუსი ცდილობს, ეშმაკური გზით მოახდინოს ფსიქოლოგიური ზემოქმედება მის კლიენტებზე – ამბობს იურისტი.

წიკლაური ამბობს, რომ, სავარაუდოდ, დექსუსი ცენტრ პოინტს პრობლემის მოგვარებაში ეხმარება, რადგან ხელშეკრულება, რომელზე ხელის მოწერასაც ითხოვს დექსუსი, ისევ შპს დიდი დიღმის ოაზისთან ფორმდება. ანუ იგივე ფირმასთან, რომელთანაც მოქმედი ხელშეკრულება ამ კლიენტებს უკვე აქვთ.

„მხარე ისევ ცენტრ პოინტია. დექსუსი რასაც აკეთებს არის ის, რომ ეუბნება ამ ადამიანებს, ვერ გადაგიხდის ცენტრ პოინტი თანხას და მოდი, დავდოთ ეს ხელშეკრულება. ამ ადამიანისთვის არანაირი შვება არ არის ეს ხელშეკრულება. გამოდის, რომ ჩემი მოთხოვნების ნაწილზე ნებაყოფლობით ვამბობ უარს“,–ამბობს წიკლაური.

გამოსავალი, რომელსაც იურისტი არსებულ ვითარებაში ხედავს, სასამართლოა.

„ცენტრ პოინტს აქვს რაღაც ქონება და შეიძლება ამ ქონებიდან აღსრულება მოხდეს. კომპანიის ანგარიშიდან, მათ მფლობელობაში არსებული მიწებიდან, ბინებიდან და მოხდეს ამ ადამიანების დაკმაყოფილება“.

სასამართლოში შეტანილი საჩივრის შემდეგ ხელშეკრულებით ბინის მფლობელის ცენტრ პოინტში შეძენილ ქონებას ყადაღა დაედება და მის იურიდიულ მფლობელს, კომპანია დექსუსს ან ცენტრ პოინტს არ ექნება უფლება მისი იპოთეკით დატვირთვის ან სხვა ფორმით გაყიდვის ან გასხვისების.

სამოქალაქო დავის დროში გაწელვის ეშინიათ კლიენტების ნაწილს. იმედი აქვთ, რომ დექსუსს სასამართლოზე გვერდის ავლით დაითანხმებენ ბინების გაფორმებაზე. მანამდე კი აქციების გამართვას გეგმავენ.

ხვალ დექსუსის ოფისთან უკმაყოფილო ადამიანები შეიკრიბებიან. მათ ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომელშიც ახლა უკვე თავად აცნობენ დექსუსს მათ პირობებს.

ნეტგაზეთმა რამდენჯერმე დარეკა დექსუსის ცენტრალურ ოფისში. ოფის მენეჯერის პასუხი იყო, რომ ბატონი გიორგი ქანანაშვილი (კომპანიის დირექტორი) არ არის ადგილზე. ნეტგაზეთის ჟურნალისტი ორჯერ მივიდა ოფისში. ერთხელ გვითხრეს, რომ არავინ იყო. მეორედ გაყიდვების მენეჯერთან მოვხვდით, რომელმაც დაცვას სთხოვა ჩვენი გარეთ გაყვანა, იმ მიზეზით, რომ ასე (გაფრთილების გარეშე) არ ხდება ინტერვიუს ჩაწერა.

ნეტგაზეთმა სცადა ცენტრ პოინტის მფლობელებთან დაკავშირებაც, თუმცა, უშედეგოდ.

  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99379 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

smith
Posted on: Dec 3 2010, 02:12 PM


agent
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 2,108
რეგისტ: 4-December 07
მდებარ: Matrix
წევრის ნომერი: 2


http://pirweli.com.ge/index.php?option=com...35&Itemid=1

სამშენებლო კომპანია "დექსუსში" კრედიტორების პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიაჩნიათ

სამშენებლო კომპანია "დექსუსში" კრედიტორების პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიაჩნიათ.

ამის შესახებ "პირWელს" "დექსუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თიკა რუხაძემ განუცხადა. "ყველამ კარგად იცის, რომ "დექსუსი" ფინანსურ კრიზისში მყოფი "ცენტრ პოინტის" მართვაში შევიდა. გაუგებარია, ამ ადამიანების მოთხოვნები. ყოველ ორშაბათს, დაახლოებით, ათი ადამიანი აქციას მართავს, შემდეგ კი კომპანიასთან კონტრაქტს აფორმებს. ხვალ როცა მოვლნენ, აუცილებლად შევხვდებით და გავესაუბრებით", - განუცხადა "პირWელს" რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" კრედიტორები ხვალ "დექსუსის" ოფისთან მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც "პირჭელს" "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთმა კრედიტორმა და აქციის ორგანიზატორმა ანი გორთამაშვილმა განუცხადა, კრედიტორები სახელშეკრულებო კონტრაქტის ცვლილებას გააპროტესტებენ. "ცენტრ-პოინტისგან" უფლებამოვალეობების გადაბარების შემდეგ "დექსუსი" სახელშეკრულებო კონტრაქტს ცვლის და იმ კლიენტებს, რომელთა ბინის საფასური 30 000 აშშ დოლარს აღემატება, დამატებით ბინის სრული ღირებულების 18%-ის გადახდას სთხოვს", - განუცხადა "პირWელს" გორთამაშვილმა. მისი განმარტებით, კლიენტები დამატებითი თანხის გადახდას არ აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ "ცენტრ-პოინტის" კრედიტორებმა ანალოგიური მოთხოვნით რამდენიმე აქცია უკვე გამართეს. "ცენტრ პოინტმა" ფინანსური პრობლემების გამო მიმდინარე წლის სექტემბერში ყველა უფლება კომპანია "დექსუსს" გადასცა.
  ფორუმი: ცენტრპოინტი · წერილის გადახედვა: #99378 · გამოხმაურებები: 22 · ნახვა: 16,163

91 გვერდები V   1 2 3 > » 

New Posts  ახალი წერილები
No New Posts  ახალი წერილები არ არის
Hot topic  აქტიური თემა (ახალი)
No new  აქტიური თემა
Poll  კენჭისყრა (ახალი)
No new votes  კენჭისყრა
Closed  დახურული თემა
Moved  გადატანილი თემა
 

  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 20th September 2019 - 03:59 AM