IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
17 გვერდები V  « < 15 16 17  
გამოხმაურება  ახალი თემა
> ქართული მითოსი, ხალხური თქმულებები, და მათი ანალოგიები სხვა მითებში
name
post Feb 13 2010, 10:13 PM
წერილი #241


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 31
რეგისტ: 25-January 10
წევრის ნომერი: 1,090



აჟვეიფშა

აჟვეიფშა ტყეებისა დამთების,მხეცებისა და ფრინველების მბრძანებელია,მონადირეთა მფარველი,ჰყავს შვილები: ვაჟი იუანა,რომელიც დაქორწინებულია და მზეთუნახავი ქალიშვილები--მარად ქალწულები.აჟვეიფშას ერთგული მსახური ჰყავს --ფეხმარდი შვაკვაზი.აჟვეიფშა ერთიანად ჭაღარაა, გრძელწვერა ,მაგრამ ჯერაც მხნე კაცია.იგი ნადირთა ჯოგებს მწყემსავს,კარგი მწყემსია .თვითონ წველის ფურებს და თვითონ უწესებს მონადირეებს არჩივს (წილს).ვერც ერთი მონადირე აჟვეიფშას მიერ მისთვის მონიშნულის გარდა ერთ მხეცს ვერ მოკლავს.აჟვეიფშა ნადირს რომ მოკლავს, ისევ გააცოცხლებს ძვლებისაგან და სწორედ ეს ერგება მონადირეს.აჟვეიფშას სხვა ჯოგები თვალით უხილავია და ვერც ერთი მონადირე თვალით ვერ ხედავს მას.აჟვეიფშას თავისი მწყემსებიცა ჰყავს.ეს მხეცი-ნადირებია და ისინი იქით მწყემსავენ სხვებს.მონადირეები არ კლავენ თეთრ ნადირებს,რადგან იციან ეს აჟვეიფშას განარისხებს და ნადირობაში ხელს აღარ მოუმართავს. ერთხელ ერთმა მონადირემ უნებლიედ მოკლა თეთრი თიკანი და უეცრად მტირალი ქალიშვილის ხმა ჩაესმა:„დედა,დედა,ჩემი თიკანი მოკლეს“. ეს აჟვეიფშას ქალიშვილის ხმა იყო.ამის შემდეგ მონადირემ მთელი სიცოცხლე ვერაფერი ვერ მოინადირა თუმცა ბევრი ეხეტა ტყე-ღრეში,მაგრამ თითქოს დაბრმავდა,თვალი შორიდანაც არ მოუკრავს ნადირისათვის.ასე დასაჯა იგი აჟვეიფშამ.
დროს მაინც თავისი გააქვს და აჟვეიფშა ძალზე დაბერდა და დაყრუვდა კიდეც,ამიტომ მას ხმამაღლა ჩასძახიან სათქმელს. მონადირეებს მის ნაცვლად მათ წილ ნადირს მისი მსახური შვაკვაზი უნაწილებს. ისიც თავისი ბატონივით მიხრწნილია და ყურში ცუდად ესმის.ბატონი და მსახური ხშირად ჩხუბობენ,აჟვეიფშა სამართლიანია და კეთილი.სულ უნდა მონადირეებს თანაბრად გაუნაწილოს ნადირი,ხანდახან იტყვის:„ახლა იმას მიეცი, ვისთვისაც არ მიგიცია“ და გამოდის ისე,რომ შვაკვაზი ხელცარიელს ტოვებს მათ,ვისაც ნამდვილად ერგებოდა ნადირი,ამიტომაა,რომ ზოგი მონადირე დატვირთული ბრუნდება ნადირობიდან, ზოგი კი--ხელცარიელი. ერთადერთი ადამიანი ვისაც თვალი მოუკრავს აჟვეიფასათვის იყო მამაცი მონადირე აკუნიფა ხათაჟუკვა.ეს კი ასე მომხდარა:

ერთხელ აკუნიფა ხათაჟუკვა მეგობრებთან ერთად სანადიროდ წავიდა. გზა აერია და მეგობრებს ჩამორჩა,უღრან ტყეში შევიდა.უცბად წინ ირემმა გადაურბინა, მონადირემ ესროლა და გავაზე მოახვედრა ისარი,ვერ მოკლა,მაგრამ დაჭრა.ირემი ეკალ-ბარდებში შევარდა და თვალს მიეფარა.აკუნიფამ კვალდაკვალ მისდია,ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც და მონადირე აღმოჩნდა შუაგულ მინდორში,სადაც ირმების,ჯიხვებისა და ქურცუკების დიდი ჯოგი ბალახობდა.აქ მან დაინახა ლამაზი,ჭაღარა მოხუცი, რომელსაც თავზე გაწვრილებული თექის ქუდი ეხურა და ირემს წველიდა. მოხუცმა მონადირე შენიშნა და დაუძახე:„კეთილი იყოს შენი მობრძანება,სტუმარი ღვთისაა,სახლში შედი,მე ჯერ არ მცალია,ჯოგი უნდა მოვწველო,თორემ დამეფანტება“. მონადირე მიხვდა ეს აჟვეოოიფშა უნდა ყოფოლიყო.სახლი დიდიი არ იყო და სპილენძის ფირფიტებისიგან იყო აგებული.აკუნიფა შიგნით შევიდა და მასპინძელს დაელოდა...


ნორა ხანაგუას ნაამბობი (ოჩამჩირის რაიონიდან დევნილი. ამჟამად ცხოვრობს ქ. სენაკში სამხედრო დასახლებაში.)
 
 
name
post Feb 13 2010, 10:15 PM
წერილი #242


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 31
რეგისტ: 25-January 10
წევრის ნომერი: 1,090



ჯაჯა

ჯაჯა ნაყოფიერების ღვთაებაა,მოხუცი და კუზიანი ქალი. ქვედა ტუჩი გადმობრუნებული აქვს ფეხებს ეხება, მინდვრებში რომ დადის მოსავლის ნახევარს ამ ტუჩით პირში იყრის. ჯაჯას განრისხებაც ჩვევია,რომ გაბრაზდება მოსავალს დასწყევლის და წავა,მაგრამ მისი შეშინებაც შეიძლება,მაგ.თმებში წაავლო ხელი და აიძულო დალოცოს მოსავალი.ერთხელ ჯაჯა სიმინდის ყანაში მიმოდიოდა და თავისთვის ბურტყუნებდა ხელის ნეკა,ფეხის ნეკა ,ხელის ნეკა,ფეხის ნეკა! ასე აჯადოებდა სიმინდის ტაროებს რომ ხელის ნეკზე და ფეხის ნეკზე მსხვილი და გრძელი არ გაზრდილიყო.ყანის პატრონმა ამ ჯადოქრობისას გამოიჭირა და უყვირა:აი, შე, ღორის ნაშიერო,ჩემს ყანაში რა გინდაო. ჯაჯა შეშინდა და წყევლა შეცვალა:ერთი იდაყვი,ერთი იდაყვიო! ამით ჯაჯამ ტაროებს უბრძანა იდაყვის სისქე და საგრძე გაზრდილიყვნენ.ყანის პატრონიც შეეშვა,სხვა რა უნდოდა ამხელა მოსავალი დაუბედა ჯაჯამ.
ამბობენ, იმ წელს ისეთი მოსავალი მოვიდა,ყანის პატრონმა ნადის დახმარებითაც ძლივს მოასწრო მისი აღებაო.


ნორა ხანაგუას ნაამბობი (ოჩამჩირის რაიონიდან დევნილი. ამჟამად ცხოვრობს ქ. სენაკში სამხედრო დასახლებაში.)
 
 
tmt
post Feb 14 2010, 12:53 PM
წერილი #243


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



name
ძალიან ძვირფას მასალას დებთ

ჯაჯა - მ დამაინტერესა...
ნაყოფიერებსი ქალღმერთი როგორც წესი ახალგაზრად ლამაზი ქალი არის ხოლმე-
აქ კი დედაბერი ისიც კუზიანი...
 
 
name
post Feb 17 2010, 01:50 AM
წერილი #244


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 31
რეგისტ: 25-January 10
წევრის ნომერი: 1,090



ბლოელის სასჯელი



ღვთისშვილი იახსარი მდევებმა ტბაში ჩაკეტეს. ტბის გახსნა ოთხრქა და ოთხყურა ცხვრის შეწირვით შეიძლებოდა. რაც ძალიან დიდი იშვითობა იყო. ვინმე ბლოელმა სწორედ ასეთი ცხვარი შეწირა იახსარს და დევების ტყვეობიდან გაათავისუფლა. იხსარი შეპირდა, ასეთი სიკეთე რომ მიყავი, სამ თხოვნას შეგისრულებო. როცა გაგიჭირდება მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო.

1 თხოვნა _ ბლოელის ოჯახს უკურნებელი სენი სეჰყრია, ბლოელს უთხოვია იახსარისთვის , ოღონდ ოჯახი გადამირჩინე და შენს კარზე ძღვენით, საკლავითა და სანთლებით მოვალო. იახსარსაც უშვეკია.

2 თხოვნა _ ბლოელების ოჯახს ახლა რაღაც სახადი შეჰყრია. ამჯერადაც უთხოვია ოჯახის უფროსს იახსარისთვის შველა და მასაც უშველია. კიდევ სეუწირავს ძღვენი საკლავი და სანთლები ბლოელს იახსარისთვის.

3 თხოვნა _ ბლოელს ყანა ჰქონია ასაღები. უეცრად გაავდრებულა. კვლავ უთხოვია ბლოელს ღვთიშვილისთვის ამინდი გამოასწორე და ძღვენს არ მოგაკლებო.
მაგრამ..... იახსარი ამ დროს ღვთის კარზე ყოფილა ასული რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომლისთვისაც თავი მიუნებებია და ბლოელთან მისულა. რომ უნახავს კაცს დიდი არაფერი უჭირდა, განრისხებულა და ეს შენი ბლოელი მთელი ოჯახით ამოუწყვეტია!
 
 
tmt
post Feb 18 2010, 09:44 PM
წერილი #245


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ნახეთ რა ფოტო მოვიპოვე

 
 
tmt
post Feb 18 2010, 09:46 PM
წერილი #246


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ესეც


 
 
manchino
post Jan 24 2011, 03:47 AM
წერილი #247


Newbie
*

ჯგუფი: Members
წერილები: 1
რეგისტ: 24-January 11
წევრის ნომერი: 1,195



გთხოვთ დამეხმაროთ, ამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე შემთხვევით, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს გვირგვინი, რომლის ცალი აღმოჩენილია ეგვიპტეში? აი ეს უკვე აღარ მახსოვს კარგად. არ მახსოვს სად წავიკითხე რომელიმე ჭორიკანა გაზეთში თუ ინტერნეტში. თქვენ ხომ არ იცით უფრო დაწვრილებით? ამეკვიატა და ვერსად მივაგენი.რატომღაც მგონია, ახალი გზის მშენებლობის დროს. პატივისცემით manchino
 
 
tmt
post Jan 24 2011, 09:11 AM
წერილი #248


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



manchino
არ გამიგია ამ აღმოჩენის შესახებ...

თუ რამეს გავიგებ - გეტყვით
 
 
Corundos
post Apr 28 2011, 01:53 PM
წერილი #249


Newbie
*

ჯგუფი: Members
წერილები: 9
რეგისტ: 18-April 11
წევრის ნომერი: 1,211



QUOTE
აცანები

ჩოხატაურის რ-ნში რომ არის სოფელი აცანა. ტოპონიმი კავშირდება ამ მითთან?
tmt
გ-ზე მგონი გველეშაპია გამორჩენილი. ანუ გველ-ვეშაპი smile.gif
 
 
tmt
post May 2 2011, 09:08 AM
წერილი #250


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



Corundos
შეიძლება იყო კავშირი, არაა გამორიცხული
თავად ჩოხატაურში უნდა გავიკითხოთ, საიდან მოდის მათი ტოპონიმი..

გველეშაპი აკლია კი...
საუნჯეზე გადავიტან მერე ამ ყველაფერს...
და იქ დავდებ....
 
 

17 გვერდები V  « < 15 16 17
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 20th August 2017 - 04:29 PM