IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
 
გამოხმაურება  ახალი თემა
> საინტერესო სტატიები
tmt
post Nov 23 2009, 12:41 AM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ნინო ახუაშვილი

ხეთური დაკრძალვის რიტუალი და პარალელები ქართულ სამყაროსთან
ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებს ამიერკავკასიის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოებთან გარკვეული კავშირები ჰქონდათ. ეს კავშირები პროდუქტის გაცვლა-გამოცვლით და არქიტექტურული თუ სხვა კულტურული გავლენებით არ შემოიფარგლებოდა. მსგავსებებს ვხვდებით ყოველდღიურ ყოფასა და ტრადიციებში. კერძოდ, ამ შემთხვევაში დაკრძალვის რიტუალზე შევჩერდები. ალბათ გასაკვირი არცაა ის, რომ მცირე აზიაში ძვ.წ. @II ათასწლეულის შუა ხანებში გავრცელებულ დაკრძალვის რიტუალს ძალიან ბევრი პარალელი მოეძებნება ამავე პერიოდის ძველი სამყაროს სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის სამხრეთ საქართველოს რეგიონთან.
კარგადაა ცნობილი, რომ სინქრონული პერიოდის თრიალეთური კულტურის ელიტარისტული საზოგადოების დაკრძალვის რიტუალი ბევრ საერთოს იჩენს ხეთური დაკრძალვის წესებთან. უპირველეს ყოვლისა, ესაა მიცვალებულის კრემაცია, რაც აქამდე უცხო იყო სამხრეთ კავკასიის სამყაროსთვის. მიცვალებულის დაკრძალვა მისთვის მოწყობილ სპეციალურ ქვის სახლში, რომესაც თრიალეთური კულტურის აღმომჩენი აკად. ბორის კუფტინი ანალოგიურად მიიჩნევს ყორღანქვეშა ნაგებობასთან თრიალეთში – ე.წ. დასაკრძალავ დარბაზებთა.
რაც ყველაზე საინტერესოა ვაწყდებით პარალელებს თანამედროვე საქართველოს მთიანეთში არსებულ მიცვალეულის კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებთან.
ამ თემაში საუბარი გვექნება კავშირებზე კონკრეტულად ხეთურ და ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულ დაკრძალვის რიტუალებს შორის.
ხეთებს მეტად საინტერესო დაკრძალვის რიტუალი ჰქონდათ, რომელიც დაახლოებით ცამეტ-თოთხმეტ დღეს გრძელდებოდა. ამ რიტუალის ამსახველი ტექსტი შემორჩენილია ბოღაზქოის ლურსმულ არქივში. ტექსტის სრულად გამოქვეყნება შეძლო გერმანელმა ხეთოლოგმა ჰ. ოტენმა. მან 1958 წელს გამოაქვეყნა ყველა ხეთური ტექსტი ტრანსლიტერაციითა და თარგმანით.
რიტუალის ტექსტის შინაარსის დაწვრილებით გადმოცემა ძნელია, რადგან ზოგიერთი ფირფიტა ძალიან დაზიანებულია და კარგად ვერ იკითხება. გარდა ამისა, ტექსტის ზოგიერთი ადგილი ჩვენთვის გაუგებარია. ესენია ძირითადად შელოცვის ფორმულები და რიტუალის ჩატარების დროს წარმოთქმული მაგიური სიტყვები. ამ მაგიურ სიტყვებს თუ შელოცვებს ალბათ მათი გაგებით ღვთაებრივი ძალა ჰქონდათ და ისინი ჩვეულებრივი მოკვდავთათვის გასაგები არ უნდა ყოფილიყო. თავს იჩენს ფილოლოგიური ხასიათის სიძნელეებიც: გვხვდება ისეთი ხეთური სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ დაუდგენელია, არის გამოთქმები, რომელთა ზუსტი თარგმანი გაძნელებულია და სხვ. მიუხედავად ამის, მაინც ხერხდება რიტუალის თითქმის დაწვრილებითი შინაარსის წარმოდგენა.
შევეხები რიტუალის მხოლოდ იმ ადგილებს რომლებიც პარალელებს პოულობენ ქართულ სამყაროსთან. წარმოვადგინოთ ზოგიერთი მათგანი:
დაკრძალვის რიტუალის პირველი დღის ტექსტი შემდეგი სიტყვებით იწყება:
,,იმ დღეს, როცა იგი ღმერთი გახდება, შემდეგს აკეთებენ: დაუკლავენ გუთნის ხარს (დაკოდილს) და მის სულს შესწირავენ. დაკვლისას შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამენ: `რათაც შენ იქმენ, იმათვე იქმნეს (ხარიც) და შენი სული მას დაუტოვე~.

მსგავსი ტრადიცია ჰქონდათ ფშავში: აქ მძიმე ავადმყოფობის დროს იციან `ყელის მოხვევა~ და ამისათვის ავადმყოფთან მიიყვანენ ხარს ან ცხვარს. ავადმყოფი მას ყელზე ხელს მოხვევს და ლაშარის ჯვარს შეევედრებიან: `დიდებულო წმინდა გიორგი, შენ უშველე, შენ უმეშვლე (იტყვიან ავადმყოფის სახელს) შენ სახელად და ამ კაცის სამეშვლოდ~ და სხვ. ხარს რქაზე ჭდეს უკეთებენ და შუბლს კი სანთლით შეტრუსავენ. ხატობას ამ ხარს ხატში მიიყვანენ, ხევისბერი დაამწყალობებს და იქვე დაკლავენ.
ხეთური დაკრძალვის რიტუალის პირველი დღის ამსახველ ტექსტში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ რაც მიცვალებულს ეტლით კრემაციის ადგილამდე გადაიყვანენ, ,,აძლევენ მას ხელის ,,განსაბან” წყალს”. როგორც ჩანს აქ მიცვალებულის განბანაზე უნდა იყოს საუბარი.
,,მიცვალებულის გადაყვანა კრემაციის ადგილამდე ხდება (როგორც ჩანს, საბრძოლო) ეტლით, შუალედური სადგომის _ კარვის გავლით. ამის შემდეგ აძლევან მიცვალებულს ხელის `განსაბან~ წყალს."
ხევსურეთში კი ადამიანის გარდაცვალებისთანავე ნარევები (დასახმარებლად მოწვეული უცოლო ახალგაზრდები) მიცვალებულს ტანს დაბანენ, თმა_წვერს შეუსწორებენ და კარავში დაასვენებენ, რადგან თვლიან, რომ მკვდარი სხეული უწმინდურია.

ხეთური რიტუალის მესამე დღეს, კრემაციის შემდეგ, ძვლებს აგროვებენ და აწყობენ მათ განწმენდილი ზეთით სავსე ვერცხლის თასში. შემდეგ იღებენ ძვლებს ზეთიდნ, ახვევენ შალის ქსოვილში და თუ მამაკაცის ძვლებია აწყობენ სავარძელში, ხოლო თუ ქალის _ უზურგო სკამზე. იმ სკამის წინ, რომელზედაც ძვლებია დალაგებული, დგამენ მაგიდას. მაგიდაზე აწყვია ცხელი პური და სხვა სანოვაგე, რითაც უმასპინძლდებიან, მათ ვინც იყო მოსული ძვლების შესაგროვებლად. ტრაპეზობა სრულდება მიცვალებულის გვერდით. შდრ. ფშავში მას შემდეგ, რაც მიცვალებულს დაკრძალავენ, რამდენიმე რიგი უნდა გადაიხდონ. ამისათვის მიცვალებულს ოჯახში `ლოგინს~ ან `სატირელს~ უდგამენ, რომელზედაც გაშლილია მიცვალებულის ტანისამოსი და ქალის მოჭრილი ნაწნავები. მიცვალებულის ლოგინი გამართულია სახლის ერთ კუთხეში. აქვე უდგას ხელადა არაყი ან ღვინო, წყალი, პური და თხილ-კაკალი. სატირელის პურს სულიწმინდისას აცხობენ, მსგავსი რიტუალი სრულდებოდა ხევსურეთშიც: ისინი ოთახის ერთ კუთხეში ტახტზე გაშლიან მიცვალებულის ტალავარს, სანთელს დაუნთებენ და საჭმელსაც დაუდგამენ. მოკეთეები სატირლად რომ მოვლენ, ამ ტალავარს სახლის ბანზე გაიტანენ და დაიტირებენ.
ხეთური რიტუალის მეშვიდე დღის ცერემონიალში ნახსენებია, რომ, მას შემდეგ რაც მიცვალებულის ხატებას დაწვავენ, ცალ-ცალკე წვავენ შესანიშნავ/საზეიმო სამოსს, ხევსურები კი წლისთავზე მიცვალებულის სამოსს აუცილებლად გააჩუქებენ, თუ მიცვალებულს ისეთი ახლობელი არ აღმოაჩნდა, რომელსაც ტანისამოსს აჩუქებს, მაშინ ჭირისუფალი ტანისამოსს ხატში ყაბაღში ჩადგამს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხეთური ტექსტები ძირითადად მაღალი ფენის წარმომადგენლების დაკრძალვის რიტუალს ასახავს, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რიტუალში ნახსენები შესანიშნავი სამოსი სწორედ გარდაცვლილს ეკუთვნოდა. ასე რომ. ორივე შემთხვევაში გარდაცვლილის ტანისამოსი უნდა მოეშორებინათ.
ხეთურ ტექსტებში ხშირად არის ნახსენები საკლავის ღვიძლი ან შიგნეულობა, რომელსაც მიცვალებულს აძლევენ საჭმელად. ხეთური ტექსტის მეშვიდე დღის ცერემონიალში შემდეგს ვკითხულობთ:

,,ხატებას (ხილისგან ან ხორბლისგან დამზადებული მიცვალებულის გამოსახულება) სწირავენ ერთ ცხვარს და რვა ხარს. თითოO ცხვარს სწრავენ მიწის მზის ქალღმერთს, დიდ დედას და მამას, `სასიკეთო (კეთილ) დღეს~, ერთ ცხვარს და ერთ მსხვილფეხა პირუტყვს კი მიცვალებულთა სულებს, ხოლო `როცა ისინი ღვიძლს უკან დააბრუნებენ, მიცვალებულს აძლვენ საჭმელად~. იგივე მეორდება რიტუალის მეთორმეტე და მეცამეტე დღეებში.

ხევსურები საკლავის ღვიძლს იყენებენ საპირისხვნოს და პირის ჭერის წესების შესასრულებლად. ამისათვის ჭირასუფალი და ნარევები ამ ღვიძლს სამჯერ მოკვნეტენ და ისევ გადმოაფურთხებენ.
ჩვენ შეიძლება ცალკე გამოვყოთ ის საჭმელები და სასმელები, რომლებიც რიტუალის მთელი მსვლელობის დროს გამოიყენება. ხეთებთან და მთაში გამოყენებულ საჭმელ-სასმელებს შორისაც შეიძლება აღმოვაჩინოთ საერთო. ხეთებთან ძალიან ხშირია მსხვერპლშეწირვა, რომელიც რიტუალის სხვადასხვა დღეებში სრულდება. მსხვერპლს სწირავენ სხვადასხვა ღვთაებებს, მიცვალებულსა და დიდ დედას და მამას (შესაძლოა იგულისხმება წინაპრები). შესაწირი შეიძლება იყოს როგორც საკლავი _ გუთნის ხარი (დაკოდილი), თხა, ან თხის თიკანი, და ცხვარი _ რომლის ღვიძლსაც მიცვალებულს აძლევენ `საჭმელად~, ასევე სხვა სანოვაგე _ პური, ხორბალი, და აგრეთვე სასმელები _ განწმენდილი წყალი, ღვინო, ლუდი, საღვთო სასმელი.
დაკრძალვის რიტუალის სხვადასხვა დღეებში სრულდება ცალკეული რიტუალები, რომელთა შესასრულებლადაც სხვადასხვა სანოვაგეა საჭირო. კრემაციის შემდეგ ცეცხლის ჩასაქრობად გამოიყენება: ლუდი, ღვინო და ვალხი (სარიტუალო სასმელი). კეთდება მიცვალებულის ხატება: თუ კაცია ხილისგან, ხოლო თუU ქალია _ ხორბლისგან. ერთერთი რიტუალის დროს წვავენ მარილს და განწმენდილი ზეთით სავსე ჭურჭელს, სხვა დღეს კი თითო თას ღვინოს და ლუდს დაამსხვრევენ, ცხელ პურს, კვერსა და ყველს დაამტვრევენ. რიტუალები სრულდება აგრეთე ყურძნით, ნამცხვრითა და ყველით. ნახსენებია აგრეთვე `ხაფუსთია~ სასმელი, რომელსაც, როგორც ჩანს, ზამთარში ასხამენ და ინახავენ. გვხვდება ერთმანეთში არეული სხვადასხვა ხილიც და ე.წ. `მეომართა პურები~.
საკლავის დაკვლა მთაშიც ძალიან გავრცელებულია. საკლავს კლავენ მიცვალებულის დაკრძალვის შემდგომ წლის სხვადასხვა დროს ჩატარებულ რიტუალებში. საკლავი აქაც ხარი ან ცხვარია, რომლის ღვიძლსაც ჭირისუფალი და ნარევები სამჯერ მოკვნეტენ და შემდეგ ისევ გადმოაფურთხებენ. იმ საჭმელებიდან, რომლებიც ხეთებთანაც გვხვდება, შეიძლება აღვნიშნოთ აგრეთვე: პური, ხილი, კვერები, ქადა. სასმელებიდან: წყალი, ღვინო და ლუდი.
ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დადასტურებულია სხვა ფაქტებიც, რომლებიც პარალელს პოულობს ხეთურ დაკრძალვის რიტუალთან. ქართლის სოფლებში XX საუკუნის დასაწყისშიაც შემორჩენილი იყო შემდეგი წესი: მიცვალებულს გულზე და მუხლებზე უწყობდნენ ახალ გამომცვარ პურს, შემდეგ აიღებდნენ ამ პურს და დაურიგებდნენ ჭირისუფლებს. ამავე დროს მიცვალებულის თავთან შვიდი დღის განმავლობაში, ვიდრე დასვენებული იყო თავის სახლში, ენთო ზეთის ჭრაქი. საინტერესოა აგრეთვე ერთი წესი: როდესაც სასაფლაოსკენ მიასვენებდნენ მიცვალებულს, რომელის სახლის წინაც გაატარებდნენ, იმ ოჯახის წევრი გამოიტანდა ნაცარს, დაყრიდა ძირს და წყალს ასხამდა. ეს უნდა იყოს საკრემაციო კოცონის ჩაქრობის შემორჩენილი იმიტაცია.
და ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ხეთური დაკრძალვის რიტუალის ტექსტში, მიუხედავად მისი მრავალმხრივი შესწავლისა, ბევრი საინტერესო და გამოსაკვლევი საკითხია, მათ შორის, ალბათ, საგანგებოდ უდნა აღინიშნოს, რომ ხეთურ-თრიალეთური დაკრძალვის რიტუალის კვლევა, სადაც მთელ რიგ მნიშვნელოვან მომენტებზე, როგორერბიცაა – დასაკრძალავი ეტლის მონაწილეობა რიტუალში, კრემაცია, დასაკრძალავი სამარხ – ნაგებობები და სხვა – განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას საჭიროებს. ზოგადად დაკრძალვის რიტუალი ერთი ერთია იმ რიტუალებს შორის რომლებშიც ხდება ტრადიციების შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა. და შესაძლებელია სწორედ ამით აიხსნას გარკვეული მსგავსებები და პარალელები ზემოთ აღწერილ ორ რიტუალს შორის.


გამოყენებული ლიტერატურა:

მ. ბერიაშვილი, დაკრძალვის რიტუალი ხეთებთან
გ. თედორაძე, ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში, თბილისი, 1930
Gurney O, “The Hittites”, 1966, gv. 164-170.
Klengel E. und H., „Die Hethiter“, Munchen, 1970, gv. 155-164
Otten H., „Hethitische Totenrituale“, Akademie-Verlag. Berlin, 1958.
Б. Куфтин, Археологические раскопки в Триалетиб Тб. 1941.
http://www.sabc.ge/uploads/konferencia%20I.doc

წერილი შეიცვალა. tmt: Feb 27 2010, 09:56 PM
 
 
tmt
post Nov 23 2009, 12:43 AM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ნინო არსანისი

ტაძრები და სამარხები ძვ.წ. III ათასწლეულის შუამდინარეთში

ძვ. წ. III ათასწლეულის განმავლობაში მესოპოტამიის ხელისუფლება კვლავ ერეოდა ტაძრის მმართველობაში. ეს პერიოდი ცნობილია ადრე დინასტიურ პერიოდად, რომელიც სამ მონაკვეთად იყოფა. I და II ადრე დინასტიური პერიოდები უფრო ნათლად ასახავენ ადგილობრივ არეალს. დამწერლობა ამ დროისთვის ფართოდ იყო გავრცელებული. (ენა, რომელიც გამოიყენებოდა, იყო შუმერული, სამხრეთ ერაყი). ურუქის ადრეული მცხოვრებნი იყვნენ შუმერები. ურუქის პერიოდიდან (ჩვ.წ.-მდე IV ათასწლეული) ადრე დინასტიურ პერიოდამდე აღინიშნება განვითარების უწყვეტობა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ-სახელმწიფოების რიგი ნაწილები ხშირად ებრძოდნენ ერთმანბეთს (ძირითადად სარწყავი არხებისათვის), შეიქმნა ქვეყანა.
როგორც წესი, შუმერის ქვეყანა მონაწილეობდა ვაჭრობაში მახლობელ აღმოსავლეთში. ვაჭრობის არსებობის მთავარი მტკიცებულება მომდინარეობს ცილინდრული საბეჭდავების სტილიდან. სხვადასხვა ადგილას დასტურდება იმ ცილინდრული საბეჭდავების არსებობა, რომლებიც ადრედინასტიურ პერიოდში იწარმოებოდა მხოლოდ სამხრეთ მესოპოტამიაში. ამ სტილის ნიმუშები და მათი სხვადასხვა გამოვლინებები უფრო ხშირად ამ არეალშია აღმოჩენილი, ვიდრე შუმერის ქვეყანაში.
მიუხედავად საერთო სტილისა, თითოეულ არეალს გააჩნდა საკუთარი რეგიონალური სტილი. მაგალითად პროტო-ელამური _ განვითარდა სამხრეთ-დასავლეთ ირანის იმ არეალში, რომელიც ცნობილია, როგორც ელამი. პროტო-ელამური ნიშნები არასდროს გვიჩვენებს ადამიანებს, თუმცა ხშირად გამოსახავს ადამიანის მსგავს ცხოველებს.
შუმერული ცილინდრულ საბეჭდავებზე ყოველთვის გამოსახულნი არიან ადამიანები, რომლებიც ნადიმზე საუბრობენ. ეს რიტუალი უფრო მამრობით ხასიათს ატარებს. შესაძლოა ისინი უადრესი ნიშნებია ლურსმული დამწერლობის ტრანსკრიპციისა ხელოვნებაში.
ტრადიციულად გაფორმებული თიხის ჭურჭელი მთლიანად არ განადგურებულა. დიალას რეგიონში დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 2800 წელს “წითელი საქონელი” განვითარდა ადრეული და მარტივი ტიპის მოხატული ჭურჭლიდან. დოქები გაფორმებულია წითელი და შავი საღებავებით. ზოგიერთი სურათი მთლიანად გეომეტრიულია, დანარჩენი კი უფრო დამუშავებული. შუმერის თიხის ჭურჭლის შედარება გასაგები და უტილიტარულია. ზოგი ორნამენტისთვის გამოყენებულია საბჯენი სახელურები და შეკრული კომპოზიციები. ის ჩვეულებრივ მთლიანად დაუმუშავებელია. იურთან _ დას. თურქეთში აღმოჩენილ სამარხში, რომელიც თარიღდება დაახლოებით ჩვ. წ.-მდე 2700-2500 წლებით და რომელიც გაითხარა 1900-1901 პაულ გაუდინმა აღმოაჩინა ერთსა და ექვს ბარელიეფს შორის მოზრდილი დიდი დოქები. შუა ნაწილი ხელით ნაკეთია, ზოგი უკვე განსხვავებული მოტეხილობით გადმოდის საკმაოდ პოპულარულ შემდგომ ათასწლეულში. მეზობელი სამარხისგან დაშორებული საფლავი ბუს ფორმისაა _ ფრინველი ხშირადაა განმეორებული, რომელიც უკავშირდება სამგლოვიარო წესებს.
ჩვენს თვალწინ იშლება ის, თუ როგორ განვითარდა ადამიანის სხეულის გამოსახვა პრეისტორიული დროიდან რეალიზმამდე ურუქის ცივილიზაციის პერიოდში. ეს სინამდვილე გაგრძელდა III ათასწლეულშიც, მაგრამ აქცენტი სხვა კუთხითაა გაკეთებული. აქედან მოყოლებული პრეისტორიული ქანდაკებების რაოდენობა გაიზარდა და ისინი უკავშირდებიან ნაყოფიერებას და იძენენ ჯადოსნურ თვისებებს. იქ გამოსახულნი არიან თაყვანისმცემლები _ ქალებიც და კაცებიც, რომელნიც სახლობდნენ ტაძრებში და წარმოდგენილნი იყვნენ პერმანენტულად ღვთაების წინ. ისინი დგანან თითებგადაჯაჭვულნი ხელებით და კარგი განწყობით, დიდი თვალებით უყურებენ კულტს ფოკუსიდან. მხრებზე დაწერილი წარწერა ზოგჯერ გვამცნობს კულტის მსახურების და მათი ღვთაებების სახელების შესახებ. ეს ქანდაკებები აღმოჩნდა ტაძრის ნანგრევებში. რამოდენიმე ლითონის ქანდაკება, რომელიც განადგურდა, ადასტურებს სპილენძის, ვერცხლის და ოქროს დამუშავების ხელოვნების არსებობას.
დიალას რეგიონში თელ-აშმარიდან ქანდაკებათა ერთი რიგი გახდა ცნობილი, რომელიც დაახლოებით თარიღდება ძვ. წ. 2007 წლით. აქვე მოვიყვან ასირიოლოგ მერი ჩაბის ჩანაწერს, რომელმაც წარმოადგინა ეს აღმოჩენა და შემდეგნაირად აღწერს ნანახს:
„სეტონ ლოიდი და ჰანს ფრანგფურტი მარტონი იყვნენ აბუს ტაძარში, როდესაც მას მივაღწიე. ისინი იხრებოდნენ ნიშის წინ, რომელიც მთაზეა გაშლილი, გარდა ამისა, შეიცვალა საყრდენი სვეტი და მათზე გარშემო გაშლილია ღორღი სუფთა იატაკზე . . . იატაკის ქვეშ იყო მოგრძო ღრმული _ და მასში შევძელი მენახა მკრთალი სინათლე და ბარძაყის მსგავსი ჩალაგებული მასა თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ყვითელი ქვის ქანდაკებები, აქ უცხო თვალი დაშტერებით უყურებს, იქ ხელი, გრძელი თითები ეჭდობა ფინჯანს, შესცქერის ტაძარს სიცოცხლით სავსე. ტერფთა უმრავლესობა გრძელია, უმრავლესობა დამსხვრეული, მთლიან ადგილას არის მათი ნამსხვრევები . . . ისინი გამოიყურებიან განადგურებულნი, როდესაც ტაძარი დაიწვა, მაგრამ მისი აღდგენის შემდეგ ისინი ვიწროვდებიან. ბევრი ქანდაკება აღდგა, კაცები ფოჩით არიან შემკობილნი და მათი შოტლანდიურის მსგავსი ქვედა სამოსი ფუნჯითაა შეღებილი. ქალებს გრძელი მოსასხამები მხრებზე აქვთ გადადებული, სხვებს კი გაშიშვლლებულს ტოვებენ. თითებგადაჭდობილი ხელები წინ აქვთ დაწყობილი, ზოგს ფინჯანი უჭირავს.“ „რა თქმა უნდა, ისინინ კულტის მსახურები არიან,“ _ აღნიშნავს ჰანსი (M. ჩჰუბბ, ციტყ ინ ტჰე სენდ. Lონდონ, 1957, პ. 139 ფ ). მოგვიანებით, ფრანგფურტმა შეამოწმა თავისი მოსაზრება და მიხვდა, რომ ორი ქანდაკება ღვთაება იყო, რომლებიც აგრეთვე იყვნენ კულტის მსახურებიც. მათ აქვთ ლილაქვით ინკრუსტრირებული დიდი თვალები ან გარსი ჩამჯარია კუპრში. წარბები ჩვეულებრივ ჩასმულია, გვხვდება ცხვირის ზემოთ როგორც თელ-ბრაკისა (ვარქას) და ურუქის თავებში. გეომეტრიული ხაზგასმა ნათლად არის წარმოდგენილი სოლ-ჩამოსხმული ქანდაკებებით, კუთხოვანი ქვედაბოლოებით და ცილინდრული ფეხებით. ქანდაკებების არა მხოლოდ ზომა, არამედ კვეთის ხარისხი, ალბათ განსაზღვრავს ნიმუშის და სკულპტურების იღბალს. დაჩოქილი ქანდაკებები ჩვეულებრივ წარმოადგენენ შიშველ კაცებს, მაგრამ მათი უმრავლესობა სტერეოტიპულია და გააჩნიათ მონუმენტური ხასიათი. მსგავსი ქანდაკებები აღმოჩნდა ტელ ჩუერას (ჩრდ. სირიაში) და შაჰდადში (სამხ.-აღმ. ირანში).
შუმერები უჩვეულოდ მუშაობდნენ ქვაზე, რომელიც ამ პერიოდში შემოვიდა და ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივთათვის. ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს სამგანზომილებიანი ქანდაკება, ხერხემლის სვეტის გარეშე, მაგრამ ტელ აშმარში მხოლოდ ერთ ქანდაკებას აქვს ხერხემლიანი სვეტი. თითქმის ყველა დანარჩენი ქანდაკება, მიუხედავად მათი სქელი ფეხებისა, მოტეხილია კოჭთან. შუმერები ზღუდავდნენ ზომებს და ფორმებს. მათ ვირის ჯოგით ჩამოჰქონდათ მთებიდან ქვა, რაც უადვილესი იყო.
შუმერების სკულპტურა დაუპირისპირდა ეგვიპტურ სკულპტურას და კუბებს ფორმებში, იმ ქვებში, რომლებიც ტრანსპორტირდებოდა გემით. მიუხედავად ქვედა ლოდებისა, რომლებითაც გამოიკვეთა ქანდაკებები არ იყო იმდენად სქელი, რომ მოეხდინა მათი დაფუძნება და დამყარება. ქვათა ლოდების ფორმები, რომლებიც მესოპოტამიაში მოიპოვებოდა, გვკარნახობს სკულპტურების ფორმათა მთლიან ისტორიას. ლაგაშიდან მდედრობითი სქესის კულტის მსახურები არიან წარმოდგენილნი, რომლებიც დგანან გაღიმებულნი, ხელები გადაჭდობილი აჭვთ ღვთაებათა წინაშე, ქვის ნაკეთობიდან მოჩანს სიშიშვლე; მსგავსად არის წარმოდგენილი ვინმე კურლილის ქანდაკებები, რომლებიც აღმოჩნდა უბაიდის ტერიტორიაზე. თავისუფლად მდგომ ქანდაკებებს ჩვეულებრივ შემორჩათ შუბლი და ძვ. წ. IX საუკუნის ასირიელი მეფის აშურნასიფალ II ქანდაკება კვლავ ასახავს ფორმათა შევიწროებას. წარმოდგენილი კულტის მსახურების არსებობა გასდევს მთელ ადრე დინასტიურ პერიოდს. ძვ.წ დაახლოებით 2005 წელს ისინი ჩვეულებრივ თავგადაპარსულნი და უწვერონი იყვნენ, ჰქონდათ ბეწვიანი ლაბადები, რაც ნათლად წარმოადგენს ცხვრების გაკრეჭვის, გატყავების ფაქტს. ვაჭრობა კვლავ ფუნქციონირებდა ევფრატის მიდამოებში, ამ ტიპის ბევრი ქანდაკებები აღმოჩნდა მარის მხარეს, ევფრატზე სირიაში, რომელიც ფრანგებმა გათხარეს. მსგავსი ქანდაკებები აგრეთვე რელიეფზეა გამოსახული.
წარწერა გვიამრობს, რომ კურლილი პასუხისმგებელი იყო ტაძრის სამშენებლო საქმიანობაზე, რომელიც უხვად მიეძღვნა შუმერულ ღვთაება ნინჰურსაგს (შუმ. “მთის დედოფალი”, უძველესი შუმ. ქალღმერთი, დიდი დედა, უქორწინებელი ქალღვთაება, რომლის გვერდით მამრი არ ჩანს). ტაძრის ნანგრევების გარდა, გაითხარა მისი ქანდაკება, რომელიც ოვალურ გალავანში აშენდა პლათფორმაზე დაახლოებით ძვ. წ 2500 წელს უბაიდთან (სამხრეთ ერყი). იმავე მხარესაა აღწერილი პრეისტორიული შეღებილი თიხის ჭურჭელი. ტაძრების უმრავლესობა აღსდა იქვე, სადაც ისინი იყვნენ დაცემულნი და ჩამოშლილნი. ტაძრის შესასვლელთან იყვნენ სპილენძით დაფარული კუპრის ლომები, ინკრუსტრირებული თვლებითა და ენით. ის დაცული იყო სვეტებით. მარგალიტის სამკუთხედის წითელი კირქვა შავ კუპრში იყო ჩასმული. იყო პალმის ტანის იმიტაცია და თიხის მოზაიკის კოლონები. მთელი ნახევარი ათასწლეულით ადრე ურუქიდან მრავლადაა გავრცელებული სპილენძით ნაკეთი ხბოები და ფეხზე მდგომი ხარები, რომლებიც სტილიზებურად მინდვრებში არიან. უზარმაზარი ყვავილები გაკეთებულია ფერადი ქვებით, მაგრამ მკაცრი დეკორაციის ელემენტები გაკეთებული იყო დიდი სპილენძის კოზიდით, რომელიც ჩვეულებრივ კარების ზემოთ იდგა.
მიუხედავად ამისა, ურის უდიდეს აღმოჩენას დაერქვა სამეფოს საფლავის სახელი, რომელიც გაითხარა ლეონარდ ვულის მიერ 1926 წლიდან. სამარხი აღმოჩნდა ქალაქის კედლებს გარეთ, მაგრამ დაახლოებით 2000 წლის მოგვიანებით ნაბუქოდონოსორის კედლებზე უფრო დიდი ქალაქი იყო დაშენებული. აქ აღმოჩნდა 840-მდე სამარხი, რომელიც თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 2006 და 2000 წლებს შორის. მოშორებით აღმოჩენილია ყველაზე ადრეული მრვალრიცხოვანი სამარხები. სხეული მსუბუქადაა გადახვეული ჭილოფებში.
სამარხებში წარმოდგენილია შთამომავლობები. ამ ადრეული სამარხების ჩვიდმეტთაგანს ვულიმ უწოდა სამეფო საფლავები, რადგან სამარხთან სამეფო ინსიგნია იყო. მიცვალებულთან ერთად აღმოჩნდა ორიგინალური მდიდრული სამარხი _ ძვირფასი ნივთებითა და მსხვერპლშეწირული სხეულებით. ნათლად ჩანს თითოეული სამარხის დამპყრობთა იდენტურობა. აღმოჩნდა ზოგი კაცი და ზოგიც ქალი, ვიცით ზოგიერთი მათგანის სახელიც, რადგან მათზე ამოტვიფრულია წარწერა ან ნიშანი, მაგრამ გაუგებარია, ისინი მეფენი იყვნენ თუ დედოფალნი, ქურუმი ქალები, თუ კაცები. სამარხებში აღმოჩენილია მეომართა, მამრობითი და მდედრობითი სქესის მსახურთა და მუსიკოსთა სხეულები. სამარხში, რომელსაც ერქვა ,,მიცვალებულთა დიდი ორმო” აღმოჩნდა 74 სხეული _ 6 კაცი და 68 ქალი, ისინი იწვნენ ქვემოთ რიგის მიხედვით. ადამიანის მსხვერპლშეწირვის შესახებ აღწერილია შუმერულ ტექსტში ,,გილგამეშის ეპოსი”. მასში აღწერილია ურუქის გმირი ძლიერი მეფე, რომელიც გასცდა მსოფლიოს საიქიოს თავისი ცოლებით, ბავშვებით, მუსიკოსებით, ბელადებითა და მსახურებით.
ორი უდიდესი სამარხი დანარჩენების უკან აშენდა. უკანასკნელი სამარხის შესასველი დაქანებულია, იგი ეკუთვნის დედოფალ ფუაბს. აღმოჩენილ სხეულთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს მთავარ დამპყრობელს _ მიგვითითებს მეფეზე, რომლის სახელიც უცნობია. უბრალოდ ნათქვამია, რომ სხეული წარმოადგენს მეფის სიმბოლოს, რომელიც ბრუნდება საიქიოდან. ეს არის შუმერული კანონი თამუზის მითისა (აქად. თამმუზ, შუმ. დუმუზ, შუმერული წარმოშობის ნახევარღვთაება, ტრაგიკული ფიგურა შუამდინარულ პანთეონში), რომელიც ჩვეულებრივ არ დადკანონებულა. სამარხებში აღმოჩნდა ძვირფასი ნივთები, იარაღი და ოფროს ჭურჭელი, ვერცხლი და ელექტრუმი (ოქროს და ვერცხლის შენადნობი). ფერადი კირქვა და ლილაქვა ხის ჩონჩხზე კუპრშია ჩასმული. შესანიშნავადაა წარმოდგენილი მოზაიკის პანელთა სერია და სამგანზომილებიანი საგნები. ვულის ექსპედიციამ გვიამბო სიმართლე, ყოველ შემთხვევაში მან მიაკვლია ადგილს, რომელიც ამას მეტყველებდა. ეს იყო ცარიელი და ცვილით ან სალბუნით ამოვსებული ღრმულები, რომელიც დამუშავებული იყო და ვულიმ შეძლო აღედგინა ხისგან გამოთლილი საგნები, რომლებიც განადგურდა ათასწლეულების წინ. ამ მიზნით გაითხარა ურის მეფეთა საგვარეულო.
ფუაბის სამარხში აღმოჩნდა სამეფო საგვერეულო, მუსიკალური საკრავი ლირა. ხმის ყუთი გაფორმებულია ხარის თავებით. ასეთი ტიპის მუსიკალური საკრავები გავრცელებული იყო ძვ. წ. III ათასწლეულის შუამდინარეთში. ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს ელაგა, რომ ერთ საკრავს წააგავდა. ამიტომაც მათ ჩაუტარდათ რესტავრაცია. ახლა წარმოდგენილია ორი მათგანი და გვიჩვენებს, რომ ის არის ნავის ფორმის ქნარი და ადვილსატარებელი ან ხარის თავებით გაფორმებული ლირის მაგიდა.


http://www.sabc.ge/uploads/konferencia%20I.doc

წერილი შეიცვალა. tmt: Feb 27 2010, 09:56 PM
 
 
tmt
post Nov 23 2009, 12:47 AM
წერილი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



თამარ ლობჟანიძე

ბიბლიური წარღვნა კაცობრიობის ცნობიერებაში


წარღვნის თემა ადამიანთა ცნობიერებაში საუკუნეების მანძილზე იყო ინტერესის საგანი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ საკითხზე ხანგრძლივი დისკუსიები მიმდინარეობდა და დღემდე გრძელდება მეცნიერებსა და თეოლოგებს შორის. შუა საუკუნეების განმავლობაში ამ თემასთან დაკავშირებით აშკარა ავტორიტეტი ეკლესია იყო და ბიბლიური წარღვნაც ჭეშმარიტ მოვლენად აღიქმებოდა. მაგრამ თანამედროვე ეპოქაში მეცნიერები თეოლოგიურ ახსნასთან ერთად დაინტერესდნენ არქეოლოგიური, გეოლოგიური და სხვა მონაცემებითაც. ამ კვლევებმა ხელი შეუწყო დარგის კარგად შესწავლას, მაგრამ ბევრისთვის კვლავ კითხვისნიშანია: ბიბლიური წარღვნა რეალური მოვლენა არის თუ მხოლოდ მითი? მე შევეცდები ვუპასუხო ამ შეკითხვას და ისიც გავარკვიო, რამდენად ღრმად არის ეს მოვლენა კაცობრიობს ცნობიერებაში აღბეჭდილი.
ბიბლიურ წარღვნას მოეპოვება უამრავი ანალოგი, ყველაზე მნიშვნელოვანი და მსგავსი შინაარსის არის ძველი ბაბილონური, შუმერული ანალოგები, რომელიც `გილგამეშის ეპოსის~ XI ფირფიტაზეა გადმოცემული და მთლიანად წარღვნას ეხება. ეგვიპტური და ბერძნული მითები წარღვნაზე იმეორებს ბიბლიის სიუჟეტს. ეს უკანასკნელი მათ შორის ყველაზე სრულად, გამართულად და თანმიმდევრულად გადმოგვცემს წარღვნის ამბავს. უნდა აღინიშნოს წარღვნასთან დაკავშირებული სხვა მითებიც: ჩინური, ამერიკული, ინდური და კიდევ დაახლოებით 500 მითი, რომელიც ყველა წარღვნაზე მოგვთხრობს . სათითაოდ მათი განხილვა შორს წაგვიყვანს, თუმცა რამდენიმეს შევეხები და ჩვენთვის ყველაზე მიღებული ვარიანტით ბიბლიურ წარღვნაზე დავიწყებ.
ღმერთი თავისივე გაჩენილი ადამიანის განადგურებაზე იწყებს ფიქრს, რადგან ადამი და ევა სამოთხიდან გამოძევების, მათი შვილის კაენის პირველი მკვლელების ჩადენის შემდეგ ქვეყანაზე ბოროტმა იმძლავრა, ღმერთის შეგონება ყველას დაავიწყდა და მის სიტყვას აღარავინ ემორჩილებოდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, იყო ნოე. მართალი და ღვთისმოსავი ადამიანი, რომელმაც ღმერთის მითითებით ააშენა კიდობანი და ოჯახთან, ყველა იმ ცოცხალ არსებასთან ერთად გადაურჩა გრანდიოზულ წარღვნას, რომელსაც მთელი კაცობრიობა შეეწირა (დაბ. 6-9). ადამიანი დაისაჯა ბოროტების და ღვთის დავიწყების გამო. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში ბუნების ქაოსიდან კიდევ ერთხელ მოხდა სამყაროს დაბადება და ადამიანთა მოდგმაც ახლიდან გამრავლდა. ეს არის ბიბლიური წარღვნის ძირითადი შინაარსი, რომელიც ძველი ბაბილონური და შუმერული მითოსის მსგავსია. განსაკუთრებული დაძაბულობა ამ საკითხს ინგლისში მოჰყვა, როდესაც ჯორჯ სმითმა, ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმის უბრალო მუშაკმა გაშიფრა ნინევიაში აღმოჩენილი ლურსმული ფირფიტები და წააწყდა პოემას გილგამეშის ეპოსზე, სადაც წარღვნის მითი საოცრად ჰგავდა ბიბლიურ ვარიანტს. სამეფო დინასტია ინგლისში აღშფოთდა, რადგან ბიბლია მათთვის წმინდათაწმინდა წიგნია, ღმერთის მიერ შთაგონებული და არ შეიძლებოდა ნოეს ამბავი შუმერებისგან ნასესხები მითი ყოფილიყო . ჯორჯ სმითმა გააგრძელა ამ თქმულების დანარჩენი ფრაგმენტების ძებნა და სრული გაშიფვრისას ასეთი ამბავი წაიკითხა: ღმერთებმა გადაწყვიტეს გაენადგურებინათ კაცთა მოდგმა, წაელეკათ დედამიწა . ზოგი ღვთაება ამის
____________________________
http://www.nwcreation.net
z. kosidovski. bibliuri Tqmulebebi, Tb., 1976. gv. 25
www.bible-history.com


წინააღმდეგი იყო, მაგალითად ეა, რომელმაც გაანდო წარღვნის ამბავი ნოეს ანალოგს შუმერულში – ზიუსუდრას, ბაბილონურ მითში კი – უთნაშიფთიმს, ქალაქ შურუფაქის მეფეს , რომ აეგო დიდი ხომალდი, რომელშიც ყოველი სულიერი ჩაეტეოდა. საღამოს ჩრდილების ღვთაება შამშის მიერ დათქმულ დროს დაიწყო კოკისპირული წვიმა, გრიგალი და 7 დღე-ღამეს გაგრძელდა . შემდეგ კი ნოეს მსგავსად კიდობანი არა არარატის, არამედ ნიცირის მთაზე გაჩერდა . ზღვა დამშვიდდა, ქარიც ჩადგა, ადამიანთა ხმები ჩაჩუმდა და თავად კაცობრიობა მიწად იქცა. აღსანიშნავია, რომ ზუსტი თანმიდევრობით მეორდება ყორანის, შემდეგ მტრედის გაშვება გარემოს სანახავად. გარდა ამისა, ნოე და უნაფიშთიმიც წარღვნის შემდეგ ღვინის მოყვანას იწყებენ. ღმერთები უნაფიშთიმს მარადიულ სიცოცხლეს, უკვდავებას ანიჭებენ და ნოეც წარღვნის შემდეგ 350 წელს ცოცხლობს, ანუ 950 წლის ასაკში კვდება (დაბ. 9-29).
ბიბლიური წარღვნის კიდევ ერთი ინტერპრეტაციაა, ბერძნული მითი დევკალიონის შესახებ. ზევსი განრისხდა ადამიანთა მოდგმაზე და განიზრახა მისი დაღუპვა. ფთიის მეფე დევკალიონმა ეს შეიტყო მამა – პრომეთესგან, მან ააგო კიდობანი, დიდი სკივრი, ჩაიკეტა შიგნით მეუღლე პირსთან ერთად. კოკისპირული წვიმების შედეგად წყლის ქვეშ აღმოჩნდა მთელი სამყარო, ზოგიერთი მთის თხემის გარდა, გადარჩა მხოლოდ დევკალიონი და მისი მეუღლე, რომლებიც 9 დღე იყვნენ კიდობანში. ზღვის დამშვიდების შემდეგ კიდობანი აქ უკვე პარნასის მთაზე გაჩერდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ მითების ერთი საფუძვლიდან გამოსვლას, გადარჩენის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს ზევსს თემისის სამსხვერპლოში, როგორც ნოემ ღმერთს შესწირა თავისივე აგებულ სამსხვერპლოში პირუტყვები (დაბ. თ.8:20). ამის შემდეგ თავიდან გაამრავლეს დევკალიონმა და პირამ კაცობრიობა .
წარღვნის მთავარი გმირები ნოე, უნთაშიფთიმი, დევკალიონი მსგავსი არქეტიპებია, რომლებიც ერთნაირ გზას გადიან; გაფრთხილება ერთ კაცს, მისი ოჯახთან და ცხოველებთან, ფრინველებთან ერთად გადარჩენა, კონსტრუქციის მშენებლობა, გამანადგურებელი წვიმები, მთაზე გაჩერება, ჩიტების ერთნაირი თანმიმდევრობით გაშვება შესამოწმებლად და ღვინის მოყვანა . ეს ის მიმართულება და დანიშნულებაა, რომელსაც წარღვნის გმირები გადიან კაცობრიობის თავიდან დაბადებისთვის და არა მგონია, მხოლოდ დამთხვევა იყოს. წარღვნის მიახლოებითი პერიოდი (III-II ათასწ.) და ბიბლია გადმოგვცემს, რომ ადამიდან ნოემდე დახლოებით 12-15 შთამომავლობა იყო დაბადებული და წარღვნისათვის მილიარდი კაცი მაინც იქნებოდა დედამიწაზე (დაბ. თ. 5). ისინი ძირითადად ახლოს სახლობდნენ, ამიტომ ხშირად ხდებოდა ტექნოლოგიების, რელიგიური რწმენა-წარმოდგენების გავრცელება და ასიმილაცია ერთიდან მეორე კულტურაში. იგივე მოხდა, ჩემი აზრით, წარღვნის მითებთან დაკავშირებით. ლეგენდები ძალიან ხშირად ნამდვილ ამბავზეა აგებული და შესაძლოა ზემოთ ჩამოთვლილი მითებიც ბიბლიური ვარიანტის ინტერპრეტაციებია განსხვავებულ დროსა და სივრცეში შეცვლილი.
ბევრისთვის შესაძლოა ბიბლიური წარღვნის ჭეშმარიტება შუმერული და ბაბილონური ინტერპრეტაციებით არ განისაზღვროს, მაგრამ გეოლოგიური და არქეოლოგიური კვლევების შედეგები გვაძლევს საშუალებას ბიბლიური წარღვნის, როგორც ნამდვილი მოვლენის არსებობა მეცნიერულად განვამტკიცოთ.
გეოლოგები საველე კვლევებისას აკვირდებოდნენ დანალექის შრეებს კლდეებზე (ევროპის მთებზე, ბრიტანეთის კუნძულებზე). ერთ-ერთი გეოლოგის
_______________________________
http://www.enwikipedia.org/wiki/utnapishtim
Ibid
Р. К. Баландин. Тайни всемирного потопа. 2003г. стр. 28.
Dorothy B. Vitaliano, Legends of the Earth, 1976, p. 160.
www.noahs-ark-flood.com

დოქტორ ჯონ მორსის ახსნით, აღმოჩენილ იქნა მილიარდობით მკვდარი სხეულის ნაშთები კლდის დანალექებში. ამ შრეებში ნაპოვნია მცენარეების, თევზის ძვლების ნაშთები, რომლებიც გამაგრებულია კლდეში. ზოგი გადაფარულია და ახალი ფენა ადევს ზევიდან. ამ შრეების გამოკვლევა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მის წვერებზე წყლის გარეშე თევზი და მცენარეთა მკვდარი ნაშთები თავისით ვერ აღმოჩნდებოდა და ამის ერთადერთი საშუალება წარღვნა იყო .
ბიბლიური წარღვნის აშკარა დადასტურებაა ინგლისელი არქეოლოგის ლეონარდ ვულის გათხრები ურში, სადაც მან ძველი შუმერის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 14 მეტრის სიღრმეზე იპოვა შუმერის მეფეთა აკლდამები, რომლებიც ძვ.წ. III ათასწლეულს მიეკუთვნება. მაგრამ ვულიმ გადაწყვიტა გაერკვია, რა იმალებოდა საფლავის ქვეშ, გათარა კიდევ ერთი ფენა და აღმოჩნდა მდინარის შლამი, რომელსაც ადამიანის არსებობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ამან გაკვირვება გამოიწვია და სამი მეტრის შლამის სისქის ქვეშ გამოჩნდა ახალი ნასახლარები, რომლის კერამიკული ნაწარმი, ორნამენტები სრულიად განსხვავებული იყო წყლის შლამის ზედა ფენაში აღმოჩენილისგან და სულ სხვა კულტურას ეკუთვნოდა. ამ სენსაციურმა აღმოჩენამ წერტილი დაუსვა დავას და დაადასტურა, რომ 100 000 კმ2 რადიუსში ტიგროს-ევფრატის ველზე, ბაღდადის, სპარესთის ყურე, ირანი, ერაყი, კუვეიტი დაფარული იყო იგივე შლამით . მესოპოტამიაში ასეთი აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ წარღვნა ლოკალური იყო და მხოლოდ ამ რეგიონში მოხდა, რასაც მკვლევართა ნაწილი ამტკიცებს. ჩემი აზრით, მათ ორი მარტივი რამ ავიწყდებათ. პირველი – ვერ დაიფარება მაღალი მთები რამდენიმე თვეში წყლით თუ წარღვნა რეგიონალურია (დაბ. თ.7:19-20). მეორე – ლოკალურის შემთხვევაში ნოესთვის საჭირო აღარ გახდებოდა კიდობნის აგება. ღმერთი მას მიმართულებას მისცემდა და ცხოველებთან ერთად სამშვიდობოს გაიყვანდა.
დაბოლოს, არავის ახსოვს ღმერთის პირობა `აღარ აღიგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად~ (დაბ 9:11), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ნოეს წარღვნა იყო ლოკალური, მაშინ ღმერთი მრავალჯერ დაარღვევდა პირობას ადამიანების წარღვნის შემდეგ. წარღვნა იმ ტერიტორიაზე იყო, სადაც ადამიანები სახლობდნენ, არცთუ ერთმანეთისაგან მოშორებით, მაგრამ ეს ლოკალურობას არ ნიშნავს და წარღვნამდე არსებული მოსახლეობა ერთი რომელიმე ქალაქ-სახელმწიფოს მკვიდრი ვერ იქნებოდა. ამიტომ დასკვნა ერთია, წარღვნა იმდენად რეალური მოვლენა იყო, სასწაულებით აღსავსე და ღმერთისაგან საგანგებოდ მოვლენილი, რომ იგი კაცობრიობის ცნობიერებაში ძალიან ღრმად დაილექა და ჩვენამდეც იმიტომ მოაღწია. ეს არის ამბავი, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მიერ, სხვადასხვა ტერიტორიებზე, განსხვავებული კულტურის და ცნობიერების მიხედვით შეიცვალა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წარღვნის ძირითადი მახასიათებლები ყველა მითში მსგავსია.
ასევე დასაშვებია მოსაზრება, რომ წარღვნა გამოიცადა ყველა რეგიონში დედამიწის ირგვლივ, სადაც მდინარეა. დროთა განმავლობაში ალბათ მინი წარღვნების ელემენტები დაემატა ნამდვილ ამბავს, სხვადასხვა ქვეყნებში არსებულიდანაც იქნა ცვლილებები შეტანილი, მოგზაურების, მისიონერების ზეპირი გადმოცემების შედეგად გვაქვს მაგ: ნოეს პროტოტიპები განსხვავებული სახელებით და ა.შ. ნოეს ისტორია განსხვავებულად გადაიცა მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში .
თავად ფაქტი – წარღვნა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ღმერთს მიერ სამყაროს და ადამიანის თავიდან შექმნა. თავდაპირველად იყო ქაოსი
__________________________________
International Bible dictionary – 1987. p. 354-357.
http://www.mystal.com
http://www.religioustolerance.org/noah-com.htm

და იქმნა ნათელი, მის საფუძველზე კი სამყარო, წარღვნისასაც იგივე მოხდა ბუნების ქაოსიდან (წვიმა, ქარი, წყალდიდობა) ხელახლა იშვა და გამრავლდა არა მხოლოდ ადამიანი და მისი მოდგმა, არამედ ფლორა და ფაუნაც, ანუ ყველაფერი, რაც ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა. ჩემი აზრით, ეს მოვლენა იყო უსაფრთხო მოგზაურობა ძველი სამყაროდან ახალ სამყაროში.

გამოყენებული ლიტერატურა

ბიბლია, საპატრიარქოს გამოცემა. თბ., 1989წ.
ზ. კიკნაძე. საუბრები ბიბლიაზე. თბ., 1989წ.
ზ. კოსიდოვსკი. ბიბლიური თქმულებები. თბ., 1976წ.
ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია. თბ., 1988წ.
Рудольф К Баландин, Тайны всемирного потопа, М. 2003г.
Dorothy B. Vitaliano, Legends of the Earth, Stockholm, 1976.
International Biblie dictionary, 1987.
J.D. Douglas, Merill C. Tenney, International Bible Dictionary, Michigan, Zondervan, 1987.

internetuli resursebi

Ancienthistory.about.com
www.bible-history.com
http://www.en.wikipedia.org/wiki/utnapishtim.
http://www.mystae.com
http://www.nwcreation.net
http://www.religioustolerance.org/noah-com.htm
www.noahs-ark-flood.com

 
 
tmt
post Dec 22 2009, 11:03 PM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



http://allshares.ge/download.php?id=2C9D8D488

მეგრულ-სვანური ესკიზები ანუ ცოტა რამ ორი დედა ენის თეორიის შესახებ[/color]

სახელი _ არჩილი
გვარი _ გამზარდია
ეროვნება _ ქართველი
დედა ენა _ ქართული

[color="#0000FF"]ასე იყო დღემდე...
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველას ასე გვეგონა...
ბოლო პერიოდში, მეცნიერების გარკვეულმა ნაწილმა კვლავ დაიწყო მსჯელობა და კამათი მეგრული და სვანური ენაკავების, მეტყველებების, კილოების სტატუსის შესახებ. ცხადია, მეც დავინტერესდი ამ ამბით, რადგან სახუმარო საქმედ არ მეჩვენება არც ერთი საკითხი, რაც ჩემს ეროვნულ თუ კუთხურ წარმოშობას შეეხება. მეცნიერული კვლევა-ძიებაში ჩართვა, მართალია, სოციოლინგვისტთა პრეროგატივაა, თუმცა, ნებისმიერ ჩვენგანს პროცესებში პროფესიული და მოქალაქეობრივი დაინტერესებისა და ჩართვის უფლებასაც (რაც, ვალდებულებაც კი არის) ვერავინ წაგვართმევს.
ჩემი ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი იდენტიფიკაცია გახდა და მეც ამ საკითხს, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი _ პროფესიულად და როგორც ამ ქვეყნის შვილი _ მოქალაქეობრივად მივუდექი. მოვიძიე “ამბის” ატეხვის ისტორია, შესაბამის მხარეთა პოზიციები, სხვა დოკუმენტური მასალები და თავი, უნებლიედ, “ჟურნალისტ-გამომძიებლის” რანგში ამოვყავი.


1. “იყო და არა იყო რა...”
იყო და არა იყო რა... იყო ჩვენი საქართველო, თავის კუთხეებით, კულტურით, ისტორიით, თავისი რწმენითა და თავისი ენით... ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყანა არაერთხელ რომ გამხდარა შინაური თუ გარეული მტრის თავდასხმის ობიექტად, ეს ისედაც ყველამ ვიცით; ციხე რომ ძირითადად შიგნიდან ტყდებოდა, ესეც ცნობილი და არაერთხელ გაგონილი ამბავია; მტრობა რომ მრავალნაირად არის შესაძლებელი, არც ამის დასკვნა იქნება ჩემი მხრიდან აღმოჩენა; აი, ჩვენი, ქართველობის საკითხი კი, გულწრფელად ვთქვა, არ მეგონა, საერთოდ თუ გახდებოდა როდესმე მსჯელობის საგანი, თუმცა... როგორც ჩანს, ასეთი რამეც ხდება ხოლმე.
საზოგადოდ, უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთი თანამედროვე მოღვაწე არა მხოლოდ ეროვნულ საკითხებს განიხილავს “ორიგინალურად” და შეიძლება ითქვას, მეტისმეტად უცნაურადაც, უფრო მეტიც, ასეთი ტიპის მკვლევარები კიდევ უფრო შორს მიდიან და საკითხებს მეტად “გლობალურადაც” სვამენ. მაგალითისათვის, ზოგიერთი მეცნიერი იმის გარკვევასაც კი ცდილობს, თავად დედამიწელები რომელი პლანეტის (გალაკტიკის) წარმომადგენელთა შთამომავლები შეიძლება იყვნენ.
ბოლო პერიოდში არაერთი პუბლიკაცია და დოკუმენტური ფილმია მომზადებული იმის შესახებ, თუ რამდენად რეალური შეიძლება იყოს “თეორიები” ჩვენი უცხოპლანეტური წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთ ასეთ მცდელობაში, ისიც იყო განცხადებული, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს გვერდით ადამიანები კი არა უცხოპლანეტელები ცხოვრობენო. უფრო მეტიც, ამავე ვარაუდში მკვლევარ-მეცნიერები იმასაც აცხადებენ, არც იმაზე გაოცდეთ, თუ თქვენვე აღმოჩნდით უცხოპლანეტელიო.
მონაყოლი ანეკდოტი არ გეგონოთ და არც გაიკვირვოთ. დღესდღეობით, მსოფლიოშო არაერთი მილიონი იხარჯება საიმისოდ, რომ ადამიანებში გაუცხოება ფართო პროფილით გამოიწვონ. იმავე პროფილის მესვეურები, ხშირად, მცირე ქვეყნებსაც მიადგებიან ხოლმე, აფინანსებენ-რა მათში წამყვან სპეციალისტებსა და წარმომადგენლებს ისეთი თეორიებისა და მეცნიერული დასკვნების წარმოსადგენად, რაც ამა თუ იმ ერს, ხალხს საკუთარ თავთან, საკუთარ ხალხთან, საკუთარ ერთან გააუცხოებენ. შესაბამისი კვლევა-ძიების მიზნები რთული წარმოსადგენი არ იქნება.
აღნიშნული თეორიები ზოგჯერ ფრიად პოპულარული და აღიარებულლიც ხდება, თუმცა, საბედნიეროდ, გავრცელებისა და მხარდაჭერის სათანადო არეალს ისინი ჯერჯერობით ვერ აღწევს. ამდენად, მეც სანამ თავადაც საკუთარ თავზე ანტენების მოძიებას დავიწყებდე და საკუთარი წარმოშობის ინტერგალაკტიკური ვერსიები დამაფიქრებდეს, ამ ეტაპზე მის მსგავსად შექმნილ საკითხს, ეროვნულ-კუთხური წარმოშობისა და დედა ენის გარკვევას შევეცდები.
ბოლო ხანს უკვე აქტიურად დაიწყეს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საბჭოური რეჟიმის შემდგომაც კი ხდება მცდელობა ქართული ეროვნული შეგნება განცალკევებულ თემობრივ-ტომობრივ შეგნებამდე დაიყვანონ. ისტორიამ, ცხადია, შემოგვინახა ის ფურცლები, როდესაც რუსული ბატონობის პერიოდში არაერთხელ შეეცადნენ ქართველი ერის დიფერენცირებას. მაგალითად, ცნობილია შემთხვევა, როდესაც რუსულმა მმართველობამ ლამის იყო და დამწერლობა “შეუქმნა” სვანებსა და მეგრელებს, შემდეგ იყო და მღვდელმსახურება კინაღამ აღავლენინეს “სვანურ და მეგრულ ენებზე” ა.შ. და ა.შ. ასეთ პოლიტიკას ჩვენში თავისი წარმომადგენლებიც ჰყავდა, თუმცამ მათი ძალისხმევის მიუხედავად, საბედნიეროდ, ლოგიკური წარუმატებელი შედეგები მოჰყვა და მცდელობები დღემდე მხოლოდ მცდელობებად დარჩა.
როგორც წესი, სტრატეგიული გეგმის თვისობრივობა ითვალისწინებს, რომ პირველადი ან ეტაპობრივი წარუმატებლობის შემთხვევაში, ყოველ გარკვეულ პერიოდში განახლებული თვისობრივი მიდგომებით ხელახალი, გეგმის ასე ვთქვათ “B” სრატეგიის შემუშავება მოხდეს. ამის შემდეგ, კვლავ გრძელდება განახლებული მცდელობები და მუშაობა შესაბამის შედეგამდე. ამგვარი გეგმების მიმართულება, ჩვეულებრივ, საზოგადოების შესაბამის ფენებსა და შესაბამისი მიმართულებით ვრცელდება. ამ მიზნით წარმოდგენილი დარგობრივი სპეციალისტები, უპირველეს ყოვლისა, თავადვე იწყებენ ხმაურს, რომ მათი ინტერესები მხოლოდ პროფესიულია და არაფერი საერთო არ აქვთ პოლიტიკასთან. ამის დასტურის საიმიჯო მახასიათებლის მოპოვების შემდეგ კი ისინი სწორედ რომ ახორციელებენ დაკვეთილ პოლიტიკას.
ასეთი სპეციალისტები, ხშირად საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და საპატიო წრეებიდან გამოდიან, ქმნიან რა საფუძვლებს თავიანთი პროფესიული მიმართულებებით. ამ ეტაპის შემდგომ უკვე ვრცელდება შესაბამისი პოლიტიკის სტრატეგიული გეგმის განხორციელება, ისე რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ აღნიშნული წარმომადგენლები (საზოგადოებისათვის ცნობილი პირები, მეცნიერები, მკვლევარები, დარგობრივი სპეციალისტები) გაიძახიან, ჩვენს საქმიანობას არაფერი საერთო პოლიტიკასთან არ აქვსო.
ხშირად ისეც ხდება, რომ თავის მოწინააღმდეგეებს სწორედ ისინი უწოდებენ პოლიტიკიდან მეცნიერებაში აღრეულებს და ა.შ. ეს მეთოდი ფრიად გავრცელებულია პროპაგანდისტურ ტექნოლოგიებში, მეთოდის მიზანია მიმბაძველებთან არევა და ის გამოიყენება დისკრედიტაციისათვის, როდესაც დამნაშავეები, გრნობენ რა ჩავარდნას, პირველები იწყებენ ყვირილს და ხალხის რისხვას სხვა მხარეს მიმართავენ. ამ მეთოდს წარმატებით იყენებენ როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებები, ასევე გარკვეული პოლიტიკის გამტარებელი არასახელისუფლებო ინსტიტუტები (სამეცნიერო საზოგადოების შერჩეული წარმომადგენლები, სპორტის, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გარკვეული წარმომადგენლები და ა.შ.); როგორც წესი, საზოგადოების დეზორიენტაცია მათი მეშვეობით ხდება.
ცხადია, ის მიდგომა, რომ არასახელისუფლებო საზოგადოებრივი ინსტიტუტებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი შეიძლება ჰქონდეთ, უკვე დიდი ხანია მოძველდა. დღევანდელ ეპოქაში უკვე ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ პოლიტიკის საგანი სწორედაც ყველაფერია, მათ შორის რელიგიაც კი, კულტურასა და მეცნიერებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე, რომ... შესაბამისი სფეროს წარმომადგენელი, თუ კი იტყვის, რომელიმე დარგზე, რას ამბობთ, ბატონო ჩემო, რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა, ჩვენ მხოლოდ წმინდად კულტურაზე თუ მეცნიერებაზე ვმსჯელობთო, არცერთი წამით არ დაიჯეროთ: თანამედროვე საზოგადოებრივი ურთიერთობების ტექნოლოგებსა და პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტებს იმისთვის არ უშრომიათ ამდენი, რომ ეს შესანიშნავი საშუალებები (კულტურა, რელიგია, მეცნიერება, ხელოვნება და ა.შ.) ხელიდან გაუშვან და სხვადასხვა პოლიტიკური გავლენის რეზერვად არ გამოიყენონ.
რეალურად პოლიტიკური მიზნების საზოგადოებისათვის წმინდა სამეცნიერო მსჯელობებად გასაღებაც (ანუ გამოთქმა, მეცნიერება პოლიტიკის გარეშე, კულტურა პოლიტიკის გარეშე, სპორტი პოლიტიკის გარეშე და ა.შ.) ასევე პროპაგანდისტული ტექნოლოგიების ნაწილია. პროპაგანდისათვის, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სახის მანიპულაციისათვის, მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანის ცნობიერების ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის ლიკვიდირება. იგულისხმება ნებისმიერი საშუალება, რომელიც შეტყობინების მიმართ ინტერესს აღვივებს და ამავდროულად თავისი ინტერესების შესაბამისად ტრანსფორმირებას უწევს მთავარ აზრს, ბლოკავს რა მის კრიტიკულ აღქმას.
მსგავსი სტანდარტული მოდელებისა და ტექნოლოგიებით მიმდინარეობს ამჟამად ჩვენში მიზანმიმართული პოლიტიკა ე.წ. “ენათა და ეთნიკურ ჯგუფთა” სტატუსებთან დაკავშირებით. ხსენებული პოლიტიკა, როგორც მომგებიანი სტრატეგია, არა პირდაპირ პოლიტიკურ, არამედ სხვა საზოგადოებრივ ასპარეზზე ხდება, კერძოდ, პოლიტიკის მიზანი სამეცნიერო შეფუთვით ხორციელდება.


2. “მშობლიური და მეორეხარისხოვანი ენების ამომცნობი კითხვარი”
“საინტერესო” შემთხვევა მოხდა რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეულ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივითა და უცხოური დაფინანსებით (მათ ვინაობას ქვემოთ შეიტყობთ), დასავლეთ საქართველოს სამეგრელოს რეგიონში კვლევითი სამუშაოები ჩატარდა, ე.წ. “კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის”.
მეცნიერთა ერთი ჯგუფის განცხადებით, მოცემულ კითხვარში ერთმანეთთან დაპირისპირებულია საერთო ქართული და ადგილობრივი კუთხური ცნობიერება და ერთ სიბრტყეზეა მოცემული სახელმწიფო, სალიტერატურო, საეკლესიო ენა _ ქართული და ქართველური კილო-კავები. მეცნიერთა ამ ნაწილის პოზიციაა, რომ ქართველთა სამწიგნობრო ენა დაეფუძნა საერთო ქარველურ ენას და არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ქართულ კილოს. შესაბამისად, ქართველთა საერთო ენასთან (დედა ენასთან) მიმართებაში, ქართველთა ყველა სხვა ზეპირი სამეტყველო ერთეული კუთხურ კილოდ განიხილება.
ხსენებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მეცნიერთა სხვა ჯგუფი ქართველურ კილოებს ენებად განიხილავს, მათ მფლობელებს კი _ შესაბამისად ენობრივ თუ ეთნიკურ უმცირესობად.

სხვა მასალებს შორის, მე მოვიძიე ხსენებული “კითხვარი”, რომელიც, როგორც თავდაპირველად ვივარაუდე, ჩემთვისაც უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ანკეტის სახელწოდებაა: “კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის”. როგორც შევიტყვე, ეს “კითხვა” თურმე ნებისმიერი მეგრელისა თუ სვანისათვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ მხოლოდ “ჭეშმარიტი” მეგრელებისა და “ჭეშმარიტი” სვანებისათვის.
“ჭეშმარიტ მეგრელობასა” თუ “ჭეშმარიტ სვანობასთან დაკავშირებით”, იგულისხმება, რომ მაგალითად, თბილისში, ქუთაისში, თელავში ან სადმე სხვაგან მცხოვრები მეგრელი არ არის საინტერესო გამოკითხვის ჩამტარებლებისათვის, დგება საკითხი, საერთო მეგრული კუთხურობიდან გამოიყოს კითხვარისათვის “საჭირო” (“ჭეშმარიტი”) მეგრელები. კერძოდ, კითხვარის შინაარსის მიხედვით, ჩანს, მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ შუაგულ სამეგრელოში მცხოვრები მეგრელები თუ იქნებიან (ოდნავ ქვემოთ იხილავთ, თუ რატომ...);
კითხვარის პირველივე ნაწილი აგებულია ამგვარად: ანკეტის შემვსების ეროვნება, მისი დედის, მამის, მეუღლის, ბებიებისა და ბაბუების ეროვნება და ა.შ. უცბად, ამ შეკითხვების ქვემოთ ასეთი შეკითხვებია: “რომელ ენაზე/ენებზე მეტყველებთ? როგორ მეტყველებთ ამ ენებზე?” და ა.შ. მეტი თვალსაჩინოებისათვის მე ავიღებ რომელიმე ჩემი ბიძაშვილის მონაცემებს და შევეცდები დავხატო სურათი, თუ რა არის ამ და მსგავსი კითხვარების ნამდვილი მიზანი.
ცნობისათვის, საანკეტო კითხვარი ისეა შედგენილი, რომ ნაღმი ნებისმიერი პასუხის შემთხვევისათვის წინასწარვეა დამონტაჟებული, რასაც ოდნავ ქვემოთ თავადვე იხილავთ.
ენობრივ საკითხებზე, რომლებიც ასევე დეტალურად არის გამოხატული, წესით პასუხად მხოლოდ ორი ვარიანტი უნდა ჰქონდეს: მშობლიური და უცხოური, თუმცა, აქ, ბოდიში, ვარიანტებია: ქართული, მეგრული, სვანური და ა.შ.
აი, ჩემმა ბიძაშვილმა, კი, რომელიც შუაგულ სამეგრელოში ცხოვრობს (სადაც განსაკუთრებით არის კონცენტრირებული კუთხური ნიშან-თვისებები), ანკეტაში შესაძლოა აღნიშნოს, რომ თავად მეტყველებს მეგრულ “ენაზე”(!), ისევე, როგორც მის გარშემო მყოფი ადამიანები, რომ ამ “ენაზე” დაიწყო ლაპარაკი და ა.შ.
შესაბამისად, ჩემი ბიძაშვილის პირად “დოსიეში” უკვე ჩნდება, რომ ეს ადამიანი, რომელიც სამეგრელოში დაიბადა, ენა მეგრულად “აიდგა”, რომელსაც მშობლები, ბებიები და ბაბუები ასევე მეგრელები ჰყავს, რომლის გარშემოც მეგრულად ლაპარაკობენ და ა.შ. მითითებული აქვს ეროვნებაში, რომ ქართველია. ანუ შეკითხვათაA შესაბამის სვეტში, ქართველობის დადასტურება მხოლოდ ერთგან ხდება(!!!), აქ კი შეკითხვა-პასუხთა ასეთმა პოლარიზაციამ შესაძლოა ეს ორი პარამეტრი ერთმანეთისადმი არც თუ სრულ შესაბამისობაში გამოაჩინოს.

ამ “კითხვარის” სტრატეგიაც ეს არის!!! მით უმეტეს, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც და ადრეც, ენა მიიჩნეოდა და მიიჩნევა ეროვნულობის მთავარ მარკერად!
გავაგრძელოთ... შემდეგ მოდის უკვე შეკითხვების ისეთი სისტემა, როგორიცაა, მაგალითად, რომელია თქვენთვის მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. ენა? ძნელი მისახვედრი არაა, რომ პირი, რომელიც აღნიშნავს, რომ “მეგრულ ენაზე” დაიწყო ლაპარაკი, ქართულს კითხვარის პირობების იძულებით, მხოლოდ მეორე ენად (!) წარადგენს, ესეც უკვე ხაზგასმა ქართულობის მეორეხარისხოვნობის შესახებ (აღარაფერს ვამბობ იმ მუხანათურ სტრატეგიაზე, რაც მეგრულსა და ქართულს ერთ რანგობრივ სიბრტყეში აქცევს და ამასთან, შემვსებს იძულებულს ხდის მათ შორის არჩევანი გააკეთოს, პირველი ანუ ჩემი და მეორე ანუ სხვისი).
მეტიც, აქვეა შეკითხვა, რომელსაც დიფერენცირება უფრო შორს მიჰყავს: “რა სიხშირით ხმარობთ ქართულ ენას? მეგრულ ენას?”, _ ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, რაც შეიძლება მიუთითოს ჩვენმა პერსონაჟმა. ამ სხვაობის კიდევ უფრო წარმოსაჩენად იქვეა შეკითხვა: “რომელ ენაზე ელაპარაკებით მეზობლებს?”, ამას უკვე მოჰყვება სტრატეგიულ დეტალურ შეკითხვათა მთელი სისტემა, თუ რა ენაზე მეტყველებთ ყველაზე კარგად, რა ენაზე ესაუბრებით მამას, დედას, მეუღლეს, შვილებს, ბებია-ბაბუებს, ან თქვენი მეუღლე, ან შვილები სკოლაში შესვლამდე რა “ენაზე” მეტყველებდა და ა.შ. და ა.შ.
მსგავსი ნაღმები ყოველთვის ფეთქდება და ასეთი ნაღმებით არის “დატენილი” მთელი ანკეტა. ერთი სიტყვით, ჩვენი პერსონაჟის მონაცემები აჩვენებს, რომ... ჩემი ბიძაშვილი, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს სამეგრელოში, რომელმაც “ენა” მეგრულად აიდგა და გარშემოც ძირითადად მეგრულად მეტყველებს, ეკლესიაში ქართულად ლოცულობს და ეროვნებით ქართველია, თან არკვევს, სურს თუ არა პრესა და ტელევიზია მეგრულადაც იხილოს და ა.შ. და ა.შ. მართალი ვთქვა, ვშიშობ კიდეც, სრული სახით რომ ვაჩვენო ამ პერსონაჟის მონაცემთა ბაზა, რა დასკვნებიც გამომივა.

თანამედროვე P.ღ. ტექნოლოგიებში არაერთი ტექნოლოგიაა ცნობილი ე.წ. სოციოლოგიურ და ინტერაქტიულ გამოკითხვებთან დაკავშირებით. ამგვარ გამოკითხვათა ძირითადი არსი არა იმდენად ინფორმაციის შეგროვება ანუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაა, არამედ, საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება.
მოცემული შემთხვევაც, თავისი პროპაგანდისტული სტრატეგიით, სწორედ საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება, კერძოდ, ამ კვლევის მიზანია მაქსიმალური განსხვავება გამოჩნდეს საერთო ქართულ და კუთხურ ქართულ ნაწილებს შორის, წარმოჩნდეს თანაბარ სტატუსურ სიბრტყეში “ქართული” და “მეგრული”. ხელოვნურად შექმნან აზრი, რომ ქართულობა მათთვის ხელოვნური, მეორეხარისხოვანია და ა.შ. და ა.შ. ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს ანკეტა ტიპური ნაღმია ქართველობისა და ქართულობის წინააღმდეგ.


წერილი შეიცვალა. tmt: Feb 27 2010, 09:57 PM
 
 
tmt
post Dec 22 2009, 11:03 PM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



(გაგრძელება)

3. რომელია ჩემი მშობლიური _ დედა ენა?
“ბედის ირონიით”, მე ხელში ჩამივარდა არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2007 წელს გამოცემული წიგნი “ქართველური ენები და დიალექტები”, რომელიც შეეხება “Vოლკსწაგენ-სტიფტუნგ”-ის პროექტის “ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში” მასალებსა და მასზე შექმნილ პოლემიკას.
ჩემს მიერ ზემოთ დასმულ შეკითხვაზე “რომელია ჩემი მშობლიური-დედა ენა?”, წიგნში მოცემულია სრულიად “ნათელი” პასუხები მეცნიერთა ამ ნაწილის შეხედულებებზე დაყრდნობით. მეცნიერთა გაკვეულმა ჯგუფმა პრობლემასთან დაკავშირებით სწორედ მოცემულ კრებულში წარმოადგინა თავიანთი დამოკიდებულებები:

 პროფესორი მერაბ ჩუხუა: “... უფრო უარესი ის არის, რომ ჩვენ ძმებს, მეგრელებსა და სვანებს ვუთხრათ: ის, რაზეც შენ მეტყველებ, არ არის შენთვის მშობლიური...” (“ქართველური ენები და დიალექტები”, თბილისი 2007. გვ. 23)
ამ მიმართებამ საკუთარ იდენტიფიკაციასთან მიმართებაში ფრიად დამაფიქრა. ცხადია, რადგანაც თავად ჩემი კუთხური წარმოშობით სამეგრელოდან ვარ, ცხადია, “მეტყველება” ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მშობლიურია ყველასთვის, კახელისთვის _ კახური მეტყველება, იმერლისათვის _ იმერული, მეგრელისათვის _ მეგრული, გურულისათვის _ გურული, სვანისათვის _ სვანური, მოხევისათვის _ მოხევური და ა.შ.
მეტყველება თავისთავად არ არის “ენობისა” თუ ეთნიკურობის დამამტკიცებელი არგუმენტი, ამას თავად მეცნიერები ადასტურებენ, თუმცა, მათივე წყალობით, ვიპოვე მათებური პასუხი თუ, რას გულისხმობენ “მშობლიური მეტყველების” არსში.
 ჭაბუკი ქირია: “ზანური (მეგრულ-ლაზური) და სვანური არის ქართველთა ენები: მეგრელიც, ლაზიც არის ქართველი და ამ ქართველის ენაა ზანური ენა ქართულთან ერთად, სვანი არის ქართველი და ამ ქართველის ენაა სვანური _ ქართულთან ერთად.” (აღნიშნული წიგნი, გვ.45)
მინდოდა თუ არ მინდოდა, ამ დასკვნამ ერთი უცნაური შეკითხვა გააჩინა: __ რამდენი დედა ენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? ხოლო ამ შეკითხვის შედეგად, ცხადია, დაგროვდა შეკითხვათა მთელი ჯგუფი:
__ არსებობს თუ არა ორი დედა ენა?
__ არსებობს თუ არა ორი სამშობლო?
__ არსებობს თუ არა ორი უფალი?
ბუნებრივია, შეკითხვები ფიგურალურია და მათზე პასუხები ყველამ ვიცით, მაგრამ... შემინდეთ, ბატონებო, და როდესაც მეცნიერები (რომელთა აზრიც, როგორც მეცნიერების, ყოველთვის სერიოზულად აღსაქმელია ჩემთვის და დასაფიქრებელი) გვეუბნება, რომ ჩვენ თურმე შეიძლება ორი დედა ენა გვქონდეს, მაპატიეთ, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, სულ ცოტა, საშიში ხდება, არა და... ხსენებული მეცნიერები სწორედ რომ ამ თვალსაზრისის ჩანერგვას ცდილობენ ჩვენში.
კეთილი, ვთქვათ და არასწორად მივხვდი (არა და ცილისწამება სერიოზული ცოდვაა და არ მაქვს სურვილი, დავიდო), მაშინ ისევ შეკითხვებს მივმართოთ, თუ პატივცემული მეცნიერები არ ცდილობენ ჩამოაყალიბონ თეორია ქართველთა ორი დედა ენის, ორი სამშობლოს და ორი უფალის შესახებ, მაშინ... როგორღა გამოდის, რომ, ამ მეცნიერების მტკიცებით, მეგრული მეტყველება ენაა? ამ შემთხვევაში ხომ დედა ენა არა ქართული, არამედ _ მეგრული აღმოჩნდება, ხოლო, თუ მშობლიური “ენა” _ მეგრულია, ქართულს რაღა სტატუსი ენიჭება?
ამ ორმაგი სტანდარტების შეხედულებებმა (რაც, როგორც წესი, საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ახასიათებთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში) ცოტა არ იყოს დამაბნია, ანდა როგორ არ დამაბნევდა, როდესაც ვიღაც ცდილობს შთამინერგოს, რომ თურმე ჩემი მშობლიური ენა ქართული არ არის. შესაბამისად, თუ ქართული მშობლიური არაა, მაშინ მე უმცირესობაში მოვხვედრილვარ, როგორც მშობლიური ენის, ასევე ეროვნული მიკუთვნებულობის მიხედვით.
ასეთ ადამიანებზე, რაც გინდა საპატიო ტიტულებითა და იმიჯით სარგებლობდნენ საზოგადოებაში, ძნელია მსგავს შემთხვევაში მათ მიმართ ნეგატიური ემოციები შეიკავოს ადამიანმა. საპატიო პირთა მეცნიერული ნააზრევების არ ვიცი, მაგრამ მე, მართალი გითხრათ, მათგან განსხვავებით, ჩემი მოკრძალებული გონებრივი რესურსების პირობებში შეუვალ ჭეშმარიტებად ვცნობ ერთ რამეს, რომ უფალიც ერთია, სამშობლოც და დედა ენაც. ჩემი მშობლიური ენა ქართულია და მხოლოდ და მხოლოდ ქართული, ხოლო მეგრული ჩემი კუთხური მეტყველებაა, ისევე, როგორც, შესაბამისად, საქართველოს ყველა სხვა შვილისათვის თავის კუთხის მეტყველება, კილო თუ კუთხური ენაკავი.

4. როგორ ჩნდებიან სეპარატისტები?
“მეცნიერთა მცირე ჯგუფი ვარაუდობს, რომ თუ მაგალითად, მეგრულს, სვანურს დიალექტებად გამოვაცხადებთ, კონსოლიდაცია უფრო მეტად იქნება ურყევი. ვფიქრობ, ეს არასწორი, უფრო მეტიც, საზიანო ნაბიჯია: ერთი, რომ მახინჯდება მეცნიერული ფაქტი და მეორეც, რადგან ენის სტატუსი დიალექტამდე “დაქვეითდება”, შესაბამის კუთხეთა წარმომადგენლები ამ ფაქტს შეურაცხმყოფელად და დისკრიმინაციულად აღიქვამენ. გაჩნდება უნდობლობა” (პროფესორი გუჩა კვარაცხელია, აღნიშნული წიგნი, გვ. 13);
აი, თურმე რაში ყოფილა საქმე, პატივცემულ გუჩას აზრით, თურმე მეგრელს ესირცხვილება დედა ენად ქართული აღიაროს და კუთხური მეტყველება კილოდ!
ნათესავი მყავს ერთი, ბიძად მერგება, გვარად ზაქარაიაა. 13-14 წლის რომ ვიყავი, მახსოვს, ბიძა სხვადასხვა თემებზე მესაუბრებოდა ხოლმე (დევნილობის შემდგომ ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში). ერთ დღესაც, მორიგი საუბარი დამიწყო. მისი მონაყოლის მიხედვით, მთელი მხოფლიო ხომ მეგრელები იყვნენ, ესეც არ იკმარა და იმ თეორიებზე დამიწყო თხრობა, რომლის მიხედვითაც, ადამი და ევაც მეგრელები იყვნენ და სამოთხეში მეგრულად საუბრობდნენ (შემინდოს უფალმა და ამ თეორიის მიხედვით, უფალიც მეგრელი გამოდის)... ამის გახსენების შემდეგ, ცხადია, აღარც მიკვირს ამგვარი მეცნიერული დასკვნების მნიშვნელოვნობისა. იდეა მაქვს, იქნებ დავხვეწოთ ამ მეცნიერებისა და “ბიძაჩემისეული” თეორიები და მთელი მსოფლიოსათვის ერთ მეგრულ სახელმწიფოში გაერთიანებაზე გვეფიქრა!!! ერთი კაცი იყო, დაახლოებით ასეთი მანიებით შეპყრობილი, მეორე მსოფლიო ომი რომ წამიწყო, ჰოდა... ხსენებული მეცნიერებისა და ხსენებული კაცის შეხედულებები რაღაც საეჭვოდ კი ემთხვევა ერმანეთს...
მიუხედავად პატივცემული გუჩას აბსურდული განცხადებისა, მე მაინც შევეცადე ამ საკითხზე პირადად გავსაუბრებოდი ადგილობრივ მოსახლეობას. 2008 წლის მარტის ბოლოს ხობსა და სენაკში ვიმყოფებოდი, რა დროსაც ადგილობრივ ახალგაზრდებს ქალბატონ გუჩას და სხვა წარმომადგენელთა განცხადებებისა და თვალსაზრისების შესახებ გავესაუბრე.
საბედნიეროდ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქართველი მოიქცეოდა, მეგრელმა ახალგაზრდებმაც შეურაცხმყოფელად მხოლოდ ქალბატონ გუჩასა და მის კოლეგა წარმომადგენლების განცხადებები და შეხედულებები აღიქვეს; ნებისმიერი მათგანი კატეგორიულად (ხაზგასმა) აცხადებს, რომ დედა ენა მათთვის არის ქართული, ხოლო ადგილობრივი მეტყველება დიალექტი, რომლითაც ისინიც, როგორც სხვა დანარჩენი კუთხეები მეტყველებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთმა ადგილობრივმა მოსახლემ ლამის დანაშაულადაც ჩათვალა ამ საკითხებში ეჭვის შეტანა და ზოგადად, საკითხის დასმაც კი მეგრელების თუნდაც რაიმე სახით არასრულფასოვან ქართველებად წარმოდგენის შესახებ.
პროფესორი მერაბ ჩუხუა თავის წერილში წერს: “როგორც კი დავაფიქსირებთ, რომ სვანური არის ქართული ენის დიალექტი, ამას აუჯანყდება მთელი სამეცნიერო საზოგადოება. თავის დროზე აფხაზური ენა გამოცხადდა ქართული ენის დიალექტად” (დასახ. წიგნი, გვ. 22);
ჯერ ერთი, რამდენადაც ცნობილია, აფხაზური არავის გამოუცხადებია დიალექტად, მეორეც, ეს ფრაზა და მიდგომა ალბათ იმის მაგალითს უფრო ჰგავს, თუ როგორ ხდება უნებლიე თვითლუსტრაცია და როგორ ჩნდებიან სეპარატისტები (ცხადია, ამით სულაც არ მსურს ვინმე სეპარატისტულ მიდრეკილებებში დავადანაშაულო, მე მხოლოდ მსგავსებას ვუსვამ ხაზს); ბატონი ენათმეცნიერი, აქვე, თავადვე აყალიბებს სეპარატიზმთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებასაც: “... როდესაც იბომბებოდა დასავლეთ საქართველოს ქალაქები და სოფლები, თვით ბალტინის ჯარების სისხლიანმა ქმედებამ ვერ გამოიწვია მეგრელებში ვერანაირი სეპარატიზმი” (იქვე, გვ.23).
მართლაც, საბედნიეროდ, მეგრელებში ამგვარი სეპარატისტული სწრაფვა მხოლოდ ერთეულებში თუ შეიმჩნევა ხოლმე, რაც გამოხატულია ხან “ვეფხისტყაოსნის” ვითომდა თარგმანებში, ხან ე.წ. მეგრულ-ქართული ვითომდა ლექსიკონის წარმოდგენაში, ხანაც უცნაურ (რბილად რომ ვთქვათ) მეცნიერულ დასკვნებში, რაც, საერთო ჯამში, ორი უფალის, ორი სამშობლოსა და ორი დედა ენის შთანერგვის მცდელობებშია გამოხატული.
5. რამდენიმე ეპიზოდი თანამედროვე სეპარატისტული გამოვლინებებიდან:

 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოდის ე.წ. მეგრული გაზეთი რუსული გრაფიკით. გაზეთის მთავარი იდეოლოგია პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საუბედუროდ, დღესაც მოიძიება ისეთ ადამიანთა (მათ შორის, თითქოსდა უმწიკვლო რეპუტაციის) ჯგუფი, რომლებიც ამ ფაქტს ამართლებენ და მისაღებად თვლიან ე.წ. “მეგრულ ენაზე” გაზეთს გამოცემას.

 “ვეფხისტყაოსნის” “თარგმნა” “მეგრულ ენაზე” ცნობილი ამბავია, სამწუხარო ის არის, რომ დღესაც მოიძიება პირები, რომლებიც ამ წიგნს ჯერ კიდევ ამართლებს და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამის გამართლებას ზოგიერთი მეცნიერი კიდეც ცდილობს. “... არც ისე დიდი ხნის წინ აწ განსვენებულმა შესანიშნავმა პოეტმა უდიერად მოიხსენია “ვეფხისტყაოსნის” მეგრულად მთარგმნელი, ეს რა მიჩხლართ-მოჩხლართაო?” (ჭაბუკი ქირია, დასახელებული წიგნი, გვ.46), თუმცა, იქვე დასძენს მეგრული სიამაყით “იქნებ ეცადა ვინმეს და იმერულად ეთარგმნა (“მიეჩხლართ-მოეჩხლართა”) “ვეფხისტყაოსანი”? იქნებ აჭარულად მაინც გამოვიდეს ან რაჭულად? (იქვე)
აქ უკვე კომენტარი, ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია, კაცი რომ მშობლიური ნაწარმოების დიალექტზე თარგმნას მიესალმება, მე, პირადად, არც კი ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს; თუ ბ-ნ ჭაბუკი ქირიას “ვეფხისტყაოსანი” მშობლიურ ნაწარმოებად არ მიაჩნია და მის თარგმნას მიესალმება, ყველანაირი ირონიის გარეშე ვკითხულობ, რა შეიძლება ეწოდოს ასეთ ქართველს? მეცნიერს?
 ბოლო ხანებში ასევე სამწუხარო (რბილად რომ ვთქვათ) მიდგომები გაჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტებში. საუბარია სოზარ სუბარის მცდარ და არასახარბიელო პოზიციაზე, რომელსაც ჰგონია, რომ ბიბლიის “თარგმნა” სვანურად, სვანურის გადარჩენის გზაა. ეს პოზიცია, სულ ცოტა და რბილად რომ ვთქვათ, მეტად სამწუხაროა.

6. როგორ ვითარდება თანამედროვე სეპარატიზმი?!
საინტერესოა გავეცნოთ სეპარატიზმის მახასიათებელ ისეთ მნივნელოვან პარამეტრებს, როგორიცაა ეთნიკურობის სტატუსის ხელოვნურად შემოტანა. ჰოკკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრის მიერ გამოცემულია კრებული “არაღიარებული სახელმწიფოების: დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბახი, სომხეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ისტორიული დიალოგი” (საპპორო, იაპონია, 2007);
მოცემული კრებული წარმოადგენს კვლევითი პროექტის “არაღიარებული სახელმწიფოები ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში: შედარებითი და მრავალშრიანი მიდგომა” (2005-2008 წ/წ), ნაშრომებს ფინანსურად უზრუნველყოფს ჩOE (ჩENთEღ OF EXჩELLENჩE) XXI საუკუნე და განიხილება, როგორც სამუშაოთა გენერალური სპონსორის პროგრამა (ორივე პროექტს აფინანსებს იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო).
კრებულის ავტორთა განცხადებით, მათი მიზანი კონფლიქტურ მხარეთა მშვიდოებიანი თანაარსებობისათვის წინგადადგმული ნაბიჯის მიღწევაა, რაც, მათივე აზრით, ამ კრებულების გამოცემით გამოიხატება (მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ აფხაზურმა მხარემ არ ისურვა პროექტში მონაწილეობა. ეს განაპირობა სტანისლავ ლაკობას ცნობილმა შეხედულებებმა და ნაშრომებმა, რომლებიც გამოქვეყნებულია სლავური კვლევების ცენტრის ეგიდით).
საინტერესოა თუ როგორ ჩნდებოდა ეთნონიმისა და “ტიტულარული ნაციების” თავისებური წარმოდგენა, რაც მიმართული იყო შიდა ეროვნული დათიშულობის გამოსაწვევად. ამის განსაკუთრებულ რეალიზაციის პერიოდს სპეციალისტები სსრკ-ს პერიოდს უკავშირებენ. “საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, ეს იყო იმპერია, რომელშიც ნაციონალურ უმცირესობებს განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებდნენ (“აფფირმატივე აცტიონ ემპირე”)”, ეს არის სსრკ-ს ცნობილი განსაზღვრება, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიკოსის, ტერი მარტინის მიერ არის შემუშავებული (იხ. Aფფირმატივე Aცტიონ Eმპირე: Nატონს ანდ ნატიონალისმ ინ ტჰე შოვიეტ Uნიონ, 1923-1939. Lონდონ, 2001).
ბოლშევიკებმა, შეშინდნენ რა ყოფილ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობების გაჩენით (1917-1921), ასევე ჰაბსბურგის იმპერიის მოულოდნელი დაშლით, გადახედეს თავიანთ შეხედულებებს ნაციონალურ საკითხებთან დაკავშირებით. საკმაოდ მცირე ხნის პერიოდში ბოლშევიკებმა გამოიგონეს ეთნონიმების “სამეცნიერო” და ეთნიკური კატეგორიების განსაზღვრებები. მათ შექმნეს ნაციონალური ტერიტორიული წარმონაქმნების იერარქია, რაც დაფუძნებული იყო “ტიტულარული ნაციის” თავისებურ და უცნაურ გააზრებაში.
თუკი დასავლეთის ქვეყნები ცდილობდნენ ნაციონალური განსხვავებები სოციალურ შესაძლებლობათა ისეთი ტიპის შექმნით გადაელახათ, რომელიც ინდივიდებზე იქნებოდა მიმართული არატერიტორიული ღონისძიებების გზით, სსრკ-ში ამის საწინააღმდეგოდ, ეთნოტერიტორიული წარმოქნაქმნების სტატუსებს ქმნიდნენ და ანიჭებდნენ.
ასეთი საბჭოური ქვეყნის მოდელი დგებოდა ამგვარად: მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში საბჭოელებმა შექმნეს ტერიტორიული წარმონაქმნი ავტონომიური სტატუსით (მაგ, აფხაზები), ხოლო ეთნიკურ ჯგუფური სტატუსი მიანიჭეს მეგრელებს, რომლებსაც ე.წ. ტერიტორიული წარმონაქმნი არ გააჩნდათ. ასე იქმნებოდა ე.წ. ნაციათა იერარქია. ამგვარი მიდგომები, სამეცნიერო მნიშვნელობის მიუხედავად, გახდა ნაციონალური პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომელსაც აფუძნებდნენ ეთნოტერიტორიულ ფედერალიზმს და ტიტულარული ნაციების კონცეფციას.

ამ მიდგომის ძირითადი შინაარსი დგება ამგვარად:
(1) ავტოქტორული ეთნიკური ჯგუფი უნდა შედგეს მოცემულ ტერიტორიაზე ტიტულარული ნაციის სახით.
(2) სასურველია, რომ მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობა და ადმინისტრაციული დაყოფა ერთმანეთს დაემთხვას. ავტოქტორულობა დემოგრაფიულ წონაზე მნიშვნელოვანი ხდება.
(3) ტიტულარული ნაციის წარმომადგენლები განათლებისა და კარიერის სფეროში უპირატესობით უნდა სარგებლობდნენ, ძირითადად, ეს უნდა წარმოდგინდეს მოცემულ ტერიტორიაზე პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამეცნიერო-კულტურულ სფეროებში.
და ა.შ.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის კი უკვე კარგად ნაცნობია თუ რამდენად წარმატებულად მოქმედებდა საბჭოური მიდგომები (ფედერალური დაყოფა, ეთნიკური დაყოფა და ა.შ.) ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის კავკასიასა და განსაკუთრებით საქართველოში.
დასკვნების გაკეთება სათანადო არგუმენტების გარეშე შეუძლებელია. იმის ცალსახად მტკიცება, რომ, სხვებთან ერთად, ხსენებულ მეცნიერთა ჯგუფი, ნეობოლშევიზმის, პროსაბჭოურობის, ჰიუიტების და სხვათა და სხვათა დაკვეთილ პოლიტიკას ახორციელებენ საქართველოში, რაც მიმართულია ჩვენი ეროვნული გათიშულობის მისაღწევად ან ახალი სეპარატისტული ტალღების ასაგორებლად, ცხადია არ შეიძლება. საამისოდ ან ზუსტი დასამტკიცებელი საბუთი ან ქმედებათა შედეგობრივი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს ადამიანს.
მეც, ბუნებრივია, ამ მასალით არ ვაპირებ არაფრის მტკიცებას, მიუხედავად იმისა, რა ლოგიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას მაძლევს არსებული მონაცემები.
თუმცა, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ცხადია, ლოგიკური ხდება ის ვერსიაც, რომ შესაძლებელია მართალიც იყოს “დაკვეთილი პოლიტიკის” ის მოდელი, რაზეც უკვე დიდი ხანია ფართოდ საუბრობენ ჩვენში. სარწმუნო წყაროების ცნობით: ენობრივ პოლიტიკაში ამ მოდელის რეალიზატორად ენათმეცნიერების ინსტიტუტი სახელდება; პოლიტიკურ წრეებში ამ პოლიტიკის საყრდენად რესპუბლიკური პარტია, ხოლო მათზე დაკისრებულ სამუშაოდ, ქვეყნის ფედერაციულ ერთეულად დაშლისკენ სწრაფვას; სახელმწიფო ინსტიტუტებში ამავე მიზეზით სახელდება სახალხო დამცველის ინსტიტუტიც, ხოლო მათზე დაკისრებულ სამუშაოდ საერთო ქართული კუთხეებისათვის ეთნიკურ უმცირესობათა სტატუსის მინიჭების, ენობრივი დიალექტების უმცირესობათა ენებად გამოცხადების მიღწევას, რაც უნდა განხორციელდეს ერთიანი საეკლესიო ენის დაშლის მიღწევის გზით (მაგ, სახარებისა და ბიბლიის ქართულიდან სვანურად “თარგმნა”) და ა.შ.
პირადად მე, ამ აზრს, ცხადია, არ ვიზიარებ, უფრო ის მგონია, რომ გარკვეულ დამთხვევებთან უნდა გვქონდეს საქმე, თუნდაც სამივე მათგანის შემთხვევაში. ობიექტური დასკვნისათვის საჭირო უტყუარი ავტორიტეტი არც გავრცელებული ხმებია, არც თუნდაც დაბეჭდილი კრებულები და მეცნიერთა ხედვები, არც უკვე რეალურად განხორციელებული ქმედებები, რაც, შესაძლოა გავრცელებულ ხმებს ამტკიცებდეს კიდეც.
არც ვინმეს კუთხეში მიყენება წარმოადგენს ჩემს მიზანს, არც მტყუან-მართალის ძიება, არც იარლიყების მიწებება, შექება ან დისკრიმინაცია. ზემოთ ვახსენე, ჩემი მიზანი, ატეხილი ხმაურის გამო გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის გაცემა გახდა-თქო. ცხადია, დასმული კითხვა და კითხვები რიტორიკულიც იყო ჩემთვის, რადგან პასუხები მასალის პირველივე ფრაზებში მაქვს გაცემული. სამწუხარო ის არის, რომ ეს შეკითხვები ზოგიერთისათვის მაინც ჩნდება, თუნდაც პროფესიულ-სამეცნიერო მოტივაციით.
სამწუხაროა, მაგრამ... ამ შემთხვევაშიც, თუ ვინმესთვის რაიმე კითხვები მაინც დარჩა მოცემულ თემებზე, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ პასუხებს, რაც სხვა პასუხებისაგან განსხვავებით, მართლაც უტყუარი და ობიექტური ავტორიტეტის პასუხებია.

7. პასუხი ყველა შეკითხვაზე
პასუხი ყველა შეკითხვაზე მოცემულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ერთ-ერთ ქადაგებაში:
“ენა არის უდიდესი ძალა და ჩვენ მუდამ ვიცავდით და კვლავაც დავიცავთ მას. მრავალი უძველესი ხელნაწერი შექმნილა ქართულ ენაზე, მათმა ნაწილმა ჩვენამდეც მოაღწია. დღეს კი ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ქართულ ენას მეგრული და სვანური დიალექტები ჩამოაშორონ და ისინი დამოუკიდებელ ენებად გამოაცხდაონ. უფრო მეტიც, მათ განზრახული აქვთ, ბიბლია და ლოცვები მეგრულად და სვანურად თარგმნონ. ეს არის უდიდესი დანაშაული ერის წინაშე!
ამ საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა თვითონ სამეცნიერო წრეებშიც. მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამბობს, რომ ქართული, მეგრული და სვანური _ ქართველური ენებია. ერთხელ ჩემთან მოსულები იყვნენ ორივე ჯგუფის წარმომადგენლები. მეცნიერთა მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ თავიდანვე განსხვავებული იყო ქართული ენისაგან მეგრულ-სვანური და ასე პარალელურად ვითარდებოდა. მე ვკითხე მათ: ერთი ხელნაწერი მაინც თუ არსებობს მეგრულაად ან სვანურდ დაწერილი? ცხადია, არ არსებობს. მათ სხვა მეცნიერები უმტკიცებენ, რომ არსებობს ერთი ქართული ენა და შემდგომში მისგან წარმოიშვა განსხვავებული დიალექტები. მე მეცნიერებს შევთავაზე, იქნებ ვთქვათ ასე _ ქართული ენა თავისი განშტოებებით. მსგავსად იმისა, როგორც შტო ამოუვა ხეს, _ ასე ეს დიალექტებიც, მაგრამ მათი საერთო ძირი და ფუძე არის ქართული ენა. უძველესი დროიდან არც ერთ მეგრელს ან სვანს თავში აზრად არ მოსვლია, რომ თავისი დიალექტისათვის ცალკე დამწერლობა შეექმნა, რადგან თავს მუდამ ქართველად მოიაზრებდა და მისი მშობლიური ენა ქართული იყო. განა დღეს რაიმე შეიცვალა?
ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. ამას აკეთებს მტერი: ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ჰყოფს. ამიტომ ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ და სხვებსაც დავუმტკიცოთ, რომ ქართული ენა არის ერთი, მეგრული და სვანური დიალექტები კი მისი განშტოებებია. განსაკუთრებით უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენ სიამაყეს _ უძველეს და მშვენიერ ქართულ ენას”.

(ამონარიდი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საკვირაო ქადაგებიდან. სამების საპატრიარქო ტაძარი. 13 მაისი 2007 წელი)

არჩილ გამზარდია
2008 წელი


წერილი შეიცვალა. tmt: Dec 22 2009, 11:08 PM
 
 
tmt
post Jan 21 2010, 07:34 PM
წერილი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მიწიერი სამოთხე

მ. ჯანელიძე

ღმერთმა ადამიანთა სულების ადგილსამყოფებლად ზეციური სამოთხე შექმნა, ხოლო მიწიერი სამოთხე ადამის და ევას საცხოვრებლად დაარსა. მიწიერი სამოთხე ანუ ედემის ბაღი შემდეგ ტერიტორიებზე განლაგდა: ქუშის ქვეყანა – ეთიოპია (სულხან საბა ორბელიანის განმარტებით) ანუ აბისინია, აშური – ასურეთი ანუ შუამდინარეთი და ხავილა. ამ ბოლო ტერიტორიასთან დაკავშირებით ისტორიკოსთა შორის დავა გაჩაღდა: ინდოელები ამტკიცებენ, რომ ეს განგის ხეობაა, სომხები ამბობენ, რომ არარატის ბარზეა ლაპარაკი, ინგლისელები კი სეიშელის კუნძულებს ასახელებენ. სინამდვილეში ხავილა, ან უფრო სწორედ - ჰავილა (რაც ებრაულად ნოტიოს ნიშნავს ), სადაც მდინარე ფისონი ან პისონი მოედინება, კოლხიდას ან კოლხეთს ნიშნავს: პისონი, პისიონი ებრაულად პასიონს – ხოხობთა მდინარეს გულისხმობს, რაც ბერძნულ ფაზისს (ფაზიანუსი – ხოხობი) შეესაბამება.
მაშასადამე, მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე ან შესაძლოა იქ სადაც მომავალში ამ ადგილებს სწორედ ეს სახელები მიანიწეს.
დავიწყოთ მდინარე ფიშონით, რომელიც გარს უვლის ხავილას ქვეყანას.
ძველ აღთქმაში (დაბადება I, 10-14) სწერია: @”მდინარე მოედინება ედემას ბაღის მოსარწყავად. მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის ქუშის ქვეყანას, მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერატი.”
ცნობილია, რომ ებრაელთა დამწერლობაში ასო @”ფ” (ბერძნული ნიშანი) სიტყვის დასაწყისში “Pპ” ასოთი აღინიშნება. მაგალითად, ებრაელთა პოპულარული სახელი «Фима» - იწერება როგორც «Пима». ამიტომაც ფიშონის ნამდვილი, სემიტური ფორმა და ჟღერადობა იქნება პისონი, ან პისიონი. ეს კი თითქმის ებრაულ პასიონს (ხოხობს) შეესაბამება და ბერძნულ ფაზისს (ფაზიანური – ხოხობი) – რიონს გულისხმობს. აქედან გამომდინარეობს, რომ ქვეყანა ხავილას (უფრო სწორედ, ჰავილას, ე.ი. ნოტიო) ქვეშ კოლხეთი იგულისხმება.
როცა ღმერთმა პირველი ადამიანები სამოთხიდან დააძევა, მათ მოუხდათ შემდეგი, უკვე აღნიშნულ ტერიტორიების გადალახვა: ეთიოპია - შუამდინარეთი - კოლხეთი ( ე.ი. დასავლეთი საქართველო).
საბოლოოდ სად უნდა განლაგებულიყვნენ? მათ არჩევანი არ ჰქონდათ: დასავლეთი საქართველოდან გზა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში მიდიოდა. სწორედ აქ უკვე ჩვენს დროში არქეოლოგებმა მათი ნაკვალევი აღმოაჩინეს.
ოდესღაც ძველმა ავტორებმა პირველი, ე.წ. სააკვანო ცივილიზაციების პერსონიფიცირება სწორედ ადამის და ევას სახეებში მოახდინეს. ამიტომაც მიწიერი სამოთხე ამ ცივილიზაციების არსებობის შესაბამისად განლაგებულ იქნა: შუამდინარეთი – ეთიოპია და ა. შ. მაგრამ პირველი ადამიანების და პირველი ცივილიზაციების შორის არსებული დროის ინტერვალი ძალიან დიდი იყო: მილიონი წელიწადი.
მაშინ მიწიერი სამოთხე რანაირად განლაგდა პირველი ცივილიზაციების ტერიტორიაზე? ადამის და ევას სამოთხიდან გაძევება ღმერთის ნებას – დევნილთა კვალით პირველი ცივილიზაციების მომავალ ადგილსამყოფელზე ნიშნის დასმას ასრულებდა. დიახ, მომავალი ცივილიზაციები ადამის და ევას ოდესღაც არსებულ სამშობლოში – ედემის ბაღში წარმოიქმნა. ამიტომაც ძველ აღთქმაში აღწერილმა მიწიერმა სამოთხემ სააკვანო ცივილიზაციების სახელწოდებები წინამავალი სახელების არ არსებობის გამო შენარჩუნა. ყველა შემთხვევაში პირველი ადამიანები პირველი ცივილიზაციების შექმნამდე ნამდვილად არსებობდნენ, რასაც დმანისის მასალაც ამტკიცებს. რა თქმა უნდა, ჯერ ერთეულები. ბიბლიური პერსონაჟები ადამი და ევა ზღაპარს არ წარმოადგენენ. მათი სახელები კი მოსეს თუ სხვა ავტორთა მიერ წმინდა გაცისკროვნების შედეგად მოიძებნა.

და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ძველ აღთქმაში არწერილია (დაბადება, III, 1-6) გველისა და დედაკაცის დიალოგი აკრძალულ ხილზე @”რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეწმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეწამთო, გვითხრა ღმერთმა, არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. “ – უთხრა დედაკაცმა გველს. გველი პასუხობს: @”არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ, როგორც კი შეწამთ, თვალები აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტისა შემცნობელნი. “
რა ხეზეა ლაპარაკი? უამრავი ჰიპოთეზა არსებობს ამ ხის გარშემო – ბაობაბით დაწყებული დრაკონის ხით და ზევსის დოდონის მუხით დამთავრებული. უდიდესი მნიშვნელობა ენიწება მცენარეს, რომელიც კეთილისა და ბოროტის შემცნობი არის. დღეს, როცა შესაძლებელია სამოთხის გეოგრაფიული ლოკალიზაცია, უფრო ზუსტად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ასეთი ხის არსებობის შესახებაც. დაბადებაში ნათქვამია, რომ ეს ხე სამოთხის შუაგულში იზრდებოდა. ეთიოპიიდან კოლხეთამდე გაფანტული ტერიტორიის შუაგულს შუამდინარეთი წარმოადგენს. იქ კი პირველი ცივილიზაციის ქვეყნად შუმერია აღიარებული (პროტოქართველურად – სუმერე) თაცდაპირველი მოსაზრება სამოთხის შესახებ სწორედ შუმერში დამკვიდრდა. კრამერი წერდა, რომ “ბიბლიური სამოთხე შუმერული სამოთხეა” (ნ. კრამერი – ისტორია იწყება შუმერიდან, 1982) ამიტომაც ძიება სწორედ აქედან უნდა ვაწარმოოთ.
შუმერების ეპიკურ პოემაში გილგამეშის შესახებ ნახსენებია ხე, რომელიც თავისი აღწერილობით ებრაელების კეთილისა და ბოროტების ხეს ემსგავსება: “იმ დროს ერთი ხე არსებობდა, სუფთა ევფრატთან წამოიზარდა. მის ფესვებში გველი ბინადრობდა, ის გველი, რომელიც ჟადოსიტყვას არ სცნობდა” (Гильгамеш и Энкиду, В. Афанасьева, 1979) ძიების შედეგად დავადგინეთ, რომ შუმერების “ხულუპის” ხეზეა ლაპარაკი, თანამედროვე ტილიფის ხე (ტირიფი), მაგრამ ამ ხეს ჯადოსნური ნაყოფი არ გააჩნია. საერთოდ კი მესოპოტამიაში მისტიკური თვისებების მქონე ნაყოფი არც ერთ ხეს არ გააჩნია. ნუთუ ეს ყველაფერი მოგონილია... ეს სინამდვილეა, მხოლოდ “დაბადების” ავტორმა, რომ არ დაეღვია შუმერული ტრადიცია, სხვადასხვა მცენარე – შუმერულ ფოლკლორში აღიარებული ხე, ჯადოსნური თვისებების მქონე ებრაელთა ბალახოვანი მცენარე, ჩვენი აზრით, შემოქმედებითი გზით გააერთიანა. ეს ბალახოვანი მცენარეა მანდრაგორა. მანდრაგორა საწმელად ვარგისი ყვითელი ნაყოფით – ე.წ. სატანის ვაშლებით მდიდარია ( M. Crieve 1995). ძველ მედიცინაში მანდრაგორას ფესვის ქერქი გამოიყენებოდა ანესთეზია – ნარკოზირებისათვის. მაგრამ ჩვენთვის მთავარია მონაცემი, რომ მანდრაგორას ვაშლები ავხორცობას იწვევენ, რაც ჩვენი შორეული წინაპრებისათვის დიდ ცოდვას წარმოადგენდა. აქ ნახსენები სახელწოდება “სატანის ვაშლები” არის ბიბლიური ისტორიის გამოძახილი
.


წერილი შეიცვალა. tmt: Feb 27 2010, 09:57 PM
 
 
tmt
post Feb 11 2010, 08:20 PM
წერილი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ვ. გოილაძე: თეოფილაქტე სიმოკატას ერთი ცნობა კოლხთა შესახებ და მისი რეალურობის საკითხი [თბილისი, 2007]


საქართველოს ძველი ისტორიის შედარებით უკეთ წარმოსაჩენად, ძველ ქართულ საისტორიო წყაროთა მონაცემებთან ერთად უცხოენოვან ავტორთა ცნობებს, როგორც ცნობილია, დიდი, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, XIX საუკუნის დამდეგიდან მოკიდებული საქართველოს ძველი ისტორიით დაინტერესებული მკვლევრები გულმოდგინედ ცდილობდნენ თხრობა უცხოენოვან წყაროებში მიკვლეული ცნობებით გაემდიდრებინათ. ასეთი მცდელობის მიუხედავად, VII ს. ბიზანტიელი ავტორის – თეოფილაქტე სიმოკატას „ისტორიაში“ არსებული მითითება თურქთა მიერ „კოლხთა ბელადებისა“ და „სამასი ათასი კოლხის ამოხოცვის“ შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიას დღემდე ყურადღების მიღმა დარჩა. სამაგიეროდ, თეოფილაქტეს დასახელებული ცნობა სათანადოდ აისახა რუსულ და აზერბაიჯანულ ისტორიოგრაფიაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავისთავად ისმება კითხვა. რა მოხდა, ქართველმა ისტორიკოსებმა თეოფილაქტეს ცნობა ყურადღების ღირსად არ ცნეს, თუ იგი ვერ მიაკვლიეს?
ვფიქრობ, თეოფილაქტეს „ისტორიაში“ კოლხთა შესახებ არსებული ცნობა მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა, შეიძლება ვინმემ თქვას, თეოფილაქტეს მონაცემები არარეალურია, კოლხეთში (უფრო სწორად ეგრისში) ასეთი რამ არ მომხდარაო. მაგრამ, უარყოფასაც დასაბუთება უნდა. წყაროში არცერთი ცნობა უმიზეზოდ არ ჩნდება და თეოფილაქტეს რადგან ასეთი მითითება აქვს, მისი ინტერპრეტაცია ქართველ ისტორიკოსთა ვალი იყო. მითუმეტეს, ჩვენი რუსი და აზერბაიჯანელი კოლეგები, როგორც ქვემოთ ვნახავთ, თეოფილაქტეს ცნობაში არარეალურს ვერაფერს ხედავენ – ცნობის მონაცემთა სანდოობა მათ ოდნავაც არ აეჭვებთ. ამიტომ გადავწყვიტე თეოფილაქტეს ცნობა ქართველი ისტორიკოსის თვალთახედვით გამეანალიზებინა.

სანამ თეოფილაქტეს ცნობის შესახებ საუბარს დავიწყებ, მინდა მკითხველს მოკლედ თვით თეოფილაქტე სიმოკატას ვინაობა გავაცნო. რადგან, ვფიქრობ, თეოფილაქტეს ბიოგრაფია, მუშაობის მეთოდი, მსოფლმხედველობა გარკვეულწილად უნდა დაგვეხმაროს მის „ისტორიაში“ კოლხთა შესახებ არსებულ მონაცემთა გაანალიზებაში.
თეოფილაქტეს ბიოგრაფია ნაკლებადაა ცნობილი. იგი „წარმოშობით ეგვიპტიდან იყო“. განეკუთვნებოდა ბიზანტიის იმპერიის ზედაფენას. როგორც ვარაუდობენ, განათლება მას ათენში უნდა მიეღო. სწორედ აღნიშნულით ხსნიან, თეოფილაქტემ კარგად რომ იცოდა, უყვარდა და დიდად აფასებდა ანტიკურ კულტურას. ბერძნულის გარდა უნდა სცოდნოდა სირიული და სპარსული ენები. ბიზანტიელ ავტორთა შორის იგი ერთადერთია, რომელიც უშუალოდ არაბთა დაპყრობითი ომების დაწყების წინა ხანაში მოღვაწეობდა, იყო იმპერატორ ჰერაკლეს (610 – 641 წწ.) მრჩეველი.
თეოფილაქტეს თხზულებებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა „ისტორია“, რომელიც 582 – 602 წლების ამბებს მოიცავს და VI ს. ბიზანტიელი ავტორის მენანდრე პროტიქტორის შრომის გაგრძელებას წარმოადგენს. თხრობის მთავარი თემაა ის ომები, რომელთაც ბიზანტიის იმპერია ბალკანეთის ნ.-კუნძულზე ავარებთან და სლავებთან, აღმოსავლეთში კი სასანიანთა ირანთან აწარმოებდა (Пигулевская, 1957. გვ. 10 – 11).
მიუხედავად იმისა, რომ თეოფილაქტე მის მიერ მოთხრობილი ამბების უმცროსი თანამედროვე იყო (მან თავისი „ისტორია“ 628 – 638 წლებში შეადგინა), როგორც ნ. პიგულევსკაია წერს, ცნობილი გერმანელი ბიზანტიოლოგი კარლ კრუმბახერი მას ბრალს სდებდა იმაში, რომ იგი უშუალოდ არ იცნობდა იმ პირებს, არც იმ ადგილებს, რომელთა შესახებ წერდა – სათანადო მასალა არ ჰქონდა ამ ოლქების პოლიტიკური ისტორიისა და გეოგრაფიისათვის. მაგრამ, – დასძენს ნ. პიგულევსკაია, – თეოფილაქტეს „ისტორიის“ შემდგომმა კვლევამ მნიშვნელოვანწილად შეამსუბუქა კ. კრუმბახერის მკაცრი შეფასება (უფრო ადრე, ინგლისელი ისტორიკოსი ე. გიბონი თეოფილაქტეს არასაჭირო წვრილმანების გადმოცემაში ადანაშაულებდა. Пигулевская, 1957. გვ. 14).

თეოფილაქტეს „ისტორია“, მართლაც მნიშვნელოვანი საისტორიო თხზულებაა. ქართველ მკვლევართათვის მასში განსაკუთრებით ფასეულია ბიზანტიისა და ირანის მუდმივი ინტერესების სფეროში შემავალი კავკასიის ქვეყნების (იბერიის, ეგრისის, სომხეთის), ასევე სხვადასხვა ადგილობრივი (მაგ. სვანების) და აზიიდან აღმოსავლეთ ევროპაში მოსული ხალხების (ავარების, თურქებისა და სხვა) შესახებ არსებული ცნობები. რაც შეეხება თეოფილაქტეს „ისტორიის“ წყაროებს, მენანდრე პროტიქტორის (რომელსაც ქებით იხსენიებს) თხზულების გარდა მას გამოყენებული აქვს: იოანე ლიდესა და იოანე ეფესელის „ისტორიები“, ევაგრეს „საეკლესიო ისტორია“, ელჩობების მოხსენებები, ცირკის პარტიათა და სასახლის ქრონიკალური ჩანაწერები. მისი „ისტორიის“ ერთი ნაწილი (მესამე წიგნის მე-9 თავიდან მეხუთე წიგნის მეთხუთმეტე თავის გარკვეული ნაწილი) უშუალოდ იოანე ეპიფანელის თხზულებაზე დაყრდნობითაა დაწერილი.
თეოფილაქტეს „ისტორიის“ შემდგომი მონაკვეთი, რომელშიც ჩვენთვის საინტერესო ცნობაა (წიგნი VII, თავი VIII), ნ. პიგულევსკაიას სიტყვით, ამ შემთხვევაში რა წყაროებით სარგებლობდა თეოფილაქტე, ამაზე მითითება ძნელია. მთელი რიგი შეუსაბამობანი ქრონოლოგიაში გამოწვეული უნდა იყოს წყაროს შეცვლით. უკანასკნელ წიგნებში (წიგნი VII, VIII), თეოფილაქტეს თხრობა მის მიერ ნანახ ამბებსა და მდიდარ ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს (Пигулевская, 1957. გვ. 15 – 17).
ამრიგად, თუ ნ. პიგულევსკაიას ზემომოტანილ აზრს გავითვალისწინებთ, თეოფილაქტეს ცნობას თურქთა მიერ კოლხების (გულისხმობენ ეგრისის მოსახლეობას) ამოხოცვის შესახებ რა წყარო უდევს საფუძვლად, ძნელი გასარკვევია. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაცემები 300 ათასი კოლხის ამოხოცვის შესახებ აშკარად გაზვიადებულია, თეოფილაქტეს ამ ცნობის მთლად იგნორირება არ შეიძლება. როგორც ქვემოთ ვნახავთ, მის მონათხრობს გარკვეული ისტორიული რეალობა უდევს საფუძვლად. აზიიდან ჩრდილო კავკასიაში მოსული დამპყრობლების რისხვა ოგორების განადგურების შემდეგ, როგორც ჩანს, მართლაც, დაატყდა თავს ლაზებს, რის დამტკიცებას ქვემოთ შევეცდები.
VI ს. დასასრულის ეგრისში თურქთა ლაშქრობის შესახებ სხვა საისტორიო წყაროებში ცნობები არაა. ამიტომ თეოფილაქტეს მიერ მოთხრობილი ამბავის რეალურობა-არარეალურობის დასადასტურებლად, თვით ცნობის მონაცემთა გაანალიზებისას მიღებულ შედეგებს უნდა დავეყრდნო, გავითვალისწინო იმ დროის საერთაშორისო ვითარება.
სანამ თეოფილაქტეს ცნობის შინაარსს გავაანალიზებ, მინდა იმ მიზეზის შესახებ მივუთითო, რამაც, ჩემი აზრით, თეოფილაქტეს ცნობის ქართველ მკვლევართა თვალთახედვიდან გამორჩენა გამოიწვია.
ქართულ ისტორიოგრაფიას თეოფილაქტეს ცნობა დღემდე რომ ყურადღების მიღმა დარჩა, ამის მიზეზი, ვფიქრობ, საქართველოს შესახებ თეოფილაქტე სიმოკატას ცნობების აკად. ს. ყაუხჩიშვილისეული გამოცემაც არის. საქმე ისაა, რომ 1941 წელს გამოქვეყნებული „გეორგიკის“ IV ტომში (ნაწ. I), რომელშიც სხვა ბიზანტიელ ავტორებთან ერთად თეოფილაქტეს „ისტორიიდან“ საქართველოს შესახებ ცნობების ქართული თარგმანიცაა (თეოფილაქტე სიმოკატა, 1941, გვ. 18 – 37), თეოფილაქტეს ზემომოტანილი ცნობა არაა შეტანილი. არა მგონია, ს. ყაუხჩიშვილს თეოფილაქტეს ცნობა მისი გაზვიადებული მონაცემების გამო გამოეტოვებინა, რა მოხდა ძნელი სათქმელია. ერთადერთი სავარაუდო ისაა, რომ თეოფილაქტეს „ისტორიიდან“ საქართველოს შესახებ ცნობათა ამოკრეფისას ზემოდასახელებული მითითება მას მხედველობიდან გამორჩა. ისე კი უნდა ითქვას: უცხოელ ავტორთა საისტორიო თხზულებების შემოკლებული ქართული თარგმანი ზოგჯერ დიდი გაუგებრობების მიზეზიც ხდება. ასე მაგალითად, „გეორგიკის“ იმავე ტომში შესული ბიზანტიელი ქრონისტის თეოფანე ჟამთააღმწერელის ცნობების შემოკლებულ ქართულ თარგმანში 628 წელს თბილისის აღების შესახებ თხრობას მცირე ინტერვალის შემდეგ მოსდევს მითითება ბიზანტიელთა მიერ ქართველი დიდებულის (მთავრის) ვარსამუსეს დატყვევების შესახებ (თეოფანე ჟამთააღმწერელი, 1941. გვ. 100 – 101). ეს ტექსტი გახდა საფუძველი ა. ბოგვერაძეს ვარსამუსე თბილისის აღებისას დატყვევებულად (სინამდვილეში იგი ირანის ტერიტორიაზე, ნინევიის ნანგრევებთან გამართულ ბრძოლაში იქნა დატყვევებული. Летопись, 1884. გვ. 237) და ქართლის ერისმთავრად მიეჩნია. მისი თვალსაზრისი აისახა „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ მეორე ტომში (ბოგვერაძე, 1973. გვ. 279 – 282), რომელიც ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიისათვის დღესაც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის სალექციო კურსის ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენია. სტუდენტებს ათეული წლების განმავლობაში შეცდომით ასწავლიან, თითქოს, ვარსამუსე ქართლის ერისმთავარი იყო („ნარკვევების“ მეორე ტომიდან ეს შეცდომა განმეორდა ზოგიერთი ავტორის სალექციო კურსშიც. სილოგავა, შენგელია, 2006. გვ. 72 – 73).
ახლა რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში აზიიდან თურქების (იგივე ტურკიუტები) მოსვლისა და მათ მიერ ჩრდილო კავკასიის დაპყრობის შემდეგ შეიქმნა.
ჩრდილო კავკასიასა და მის მიმდებარე ველებზე მცხოვრებმა ხალხებმა ჰუნ-თურქთა პირველი დიდი დარტყმები, როგორც ცნობილია, IV ს. 70-იან წლებში ცენტრალური აზიიდან წამოსული ჰუნთა მრავალრიცხოვანი ურდოებისაგან განიცადეს. ჰუნების შემდეგ მდ. ვოლგა არაერთმა ჰუნურ-თურქულმა და თურქიზირებულმა უგორულმა ტომმა გადმოლახა და სამომთაბარეოდ დროებით ჩრდილო კავკასიისა და აზოვის ზღვისპირეთის აღმოსავლეთით მდებარე ველებზე შეჩერდა. დროთა განმავლობაში მათ იქ სახელმწიფო გაერთიანებები შექმნეს. რომელთაგან მნიშვნელოვანი იყო კასპიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით საბირთა, ხოლო აზოვის ზღვის აღმოსავლეთით თურქულ-უგორულ ტომთა გაერთიანება. ამ უკანასკნელ გაერთიანებაში შედიოდა უფრო ადრე ჩრდილო კავკასიის ველებზე მოსული სარმატული წარმოშობის ალანები და ჩრდილო კავკასიის აბორიგენი მოსახლეობის ნაწილი.

ჩრდილო კავკასიისა და აზოვისზღვისპირეთში არსებული გაერთიანებების, ერთი შეხედვით, მშვიდი ცხოვრება VI ს. შუახანებში ცენტრალური აზიიდან გამოქცეულმა ჟუან-ჟუანებმა (ჟუჟანებმა, რომლებიც აღმოსავლეთ ევპროპაში ავართა სახელით გახდნენ ცნობილნი) დაარღვიეს. ავარები თავიანთ ყოფილ ქვეშევრდომებს ტურკიუტებს (თურქებს) გამოექცნენ.
ტურკიუტებმა გადამწყვეტი გამარჯვება ჟუჟანებზე 553 წლის შემოდგომაზე მოიპოვეს. დასავლეთისაკენ ჯოგების გარეშე გამოქცეულ ჟუჟანებს 554 წლის გაზაფხულზე, იმ ხანად გარდაცვლილი, თურქთა (ტურკიუტთა) სახელმწიფოს (კაგანატის) შემქმნელის კაგან ბუმინის მომდევნო ძმა – ისტემი (მისი ტიტული იყო „იაბღუ“– „ჯაბღუ“, რაც კაგანატში ღირსებით მეორეს ნიშნავდა) დაედევნა. 555 წელს ისტემიმ უკვე „დასავლეთის ზღვას“ (არალის ზღვას გულისხმობენ) მიაღწია. ლაშქრობისას დაიმორჩილა ცენტრალური ყაზახეთი, შვიდმდინარეთი, ხორეზმი. არალის ზღვის ჩრდილოეთით მის ლაშქარს დიდი წინააღმდეგობა გაუწია ხუნუს (ხიონიტების), უარისა და ოგორთა ტომებმა. მათი დამარცხება ისტემიმ მხოლოდ 558 წელს შეძლო და მდ. ვოლგის აღმოსავლეთით მდებარე ველებს მიადგა. უფრო ადრე – კერძოდ 556 წელს ისტემის უფროსმა ძემ ყარა-ჩურინმა მამის ნებართვით დაიმორჩილა სამხრეთი ჯუნგარია და აბარების მიწაზე თავისი საუფლისწულო სახანო შექმნა (მისი რეზიდენცია ჩრდილო ტიანშანში – აკდაღის მთებში იყო). 558 წელს ყარა-ჩურინი მონაწილეობდა ურალსა და ვოლგისპირეთში ისტემის ლაშქრობაში, თუმცა ახლადდაპყრობილი ეს მიწები საუფლისწულოდ ყარა-ჩურინის უმცროს ძმას ტანხანს (ბიზანტიური წყაროების თურქსანფი) და ბიძაშვილს ბური ხანს გადაეცა (Гумилев, 1967. გვ. 105).
დასავლეთისაკენ მიმავალი ისტემის ლაშქარი წინ მიერეკებოდა ყველა იმ ხალხს, რომლებიც მას არ დამორჩილდა. ასეთები იყვნენ „უარისა“ და „ხუნუს“ ტომებიდან – დაახლ. 20000 კაცი (შემდეგში ისინი ჩრდილო კავკასაში ავარებს შეერწყნენ).
 
 
tmt
post Feb 11 2010, 08:20 PM
წერილი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



რაც შეეხება თურქებისაგან დევნილ ჟუჟანებს (რომელთაც არც ჯოგები ჰყავდათ და აღარც სამშობლო ჰქონდათ), მათი მდგომარეობა, თითქოს, უიმედო იყო. რადგან მათ წინაშე იდგნენ მრავალრიცხოვანი ხალხები, რომელთაც ძლიერი გაერთიანებები ჰქონდათ და გამარჯვებაც შეეძლოთ, მაგრამ ჟუჟანებმა ყოველგვარი წინააღმდეგობა დაძლიეს. ისინი თურქებისაგან მიუწვდომელნი გახდნენ (Гумилев, 1967. გვ. 35 – 36).
ავარებმა თურქების დევნას რომ თავი დააღწიეს, ეს შემდეგმა გარემოებამ განაპირობა. ვოლგის აღმოსავლეთ ველებზე მოსულმა ისტემიმ ვერ გარისკა ზურგს უკან შუა აზიაში არსებული ჰუნი ჰეფტალიტების ძლიერი გაერთიანება დაეტოვებინა. ირანთან კავშირში მათი დამარცხება ისტემიმ, მართალია, მხოლოდ 571 წელს შეძლო (Гумилев, 1967. გვ. 36 – 37), მაგრამ მანამდე, 558 წლის ივლისში, იუსტინიანე I-თან ელჩობა გაგზავნა, 567 წელს ჩრდილო კავკასიაში ილაშქრა და დერბენდის კედელს მიადგა.
თავის მხრივ, 558 წელს ჩრდილო კავკასიაში მოსულმა ჟუჟანებმა დიდი სისასტიკით დაიმორჩილეს საბირთა გაერთიანება (საბირთა ნაწილი ამიერკავკასიაში გადმოსახლდა). აღმოსავლეთ ევროპაში უკვე ავარებად სახელდებული ჟუჟუანები, რადგან მოკავშირეებსაც ეძებდნენ, ალანთა ბელადის საროსიას შუამდგომლობით ეგრისზე გავლით კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ. იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ავართა ელჩები უნდობლად მიიღო, თუმცა ავარებთან საპასუხო ელჩობა მაინც გააგზავნა და სთხოვა, როგორც მოკავშირეებს ომი მისი მტრის – ირანის წინაამდეგ დაეწყოთ (Гумилев, 1967. გვ. 37) (იმ ხანად ეგრისში, ბიზანტიასა და ირანს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ომი). ავარები პირიქით მოიქცნენ. მათი მსხვერპლი ბიზანტიის მოკავშირე საბირების შემდეგ აზოვის ზღვის აღმოსავლეთ ველებზე არსებული ოგორების გაერთიანება გახდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ავარები კონსტანტინოპოლში თურქთა ელჩობის კარგად მიღებამ გააღიზიანა, ხოლო 567 წელს ჩრდილო კავკასიაში ისტემის ლაშქრის გადმოსვლისთანავე მათ სასწარფოდ დატოვეს ჩრდილო კავკასია და დასაველთისაკენ გაემართნენ. მდ. დონის ქვემო დინების მარცხნივ მდებარე ველებზე თავს დაესხნენ ჰუნური მოდგმის ზალებს (Менандр, 1961. გვ. 323 – 324), გადალახეს მდ. დონი და სლავური წარმოშობის ანტების განსახლების არეალი მთლიანად გაანადგურეს (Гумилев, 1967. გვ. 37). მათი ნაწილი, როგორც ჩანს, თან გაიყოლეს. საბოლოოდ ბინა ავარებმა ბალკანეთში – პანონიაში დაიდეს. ასე გაუმეზობლდნენ იმპერიას ბალკანეთიდან და ამის შემდეგ მათ არაერთხელ სცადეს კონსტანტინოპოლის აღება (გოილაძე, 1997. გვ. 10 – 11).
567 წელს ჩრდილო კავკასიაში მისული ისტემი ავარებს არ დაედევნა. იგი უკან გაბრუნდა და ჰეფტალიტებთან ბრძოლა განაგრძო. 576 წელს კი გარდაიცვალა.
ისტემის გარდაცვალების შემდეგ კაგანატის დასავლეთ ნაწილში უმაღლესი ხელისუფალი სწორედ მისი უფროსი ძე – ყარა-ჩურინი გახდა. მან მემკვიდრეობით მიიღო კაგანატის დასავლეთი ნაწილი და ტარდუშ ხანად იწოდა. შორეულ ლაშქრობებს თავი დაანება და ძირითადად აკდაღის რეზიდენციაში იმყოფებოდა. მას და მის ძმას ტანხანს ემორჩილებოდა მდ. ვოლგის აღმოსავლეთით და დასავლეთით, ასევე ჩრდილო კავკასიაში მყოფი თურქული ძალები. დასავლეთში სამხედრო ოპერაციებს ზემოდასახელებული ბური ხანი ხელმძღვანელობდა. მან აიღო 576 წელს ბოსოფრი, 580 წელს სცადა ყირიმს დაუფლებოდა (Гумилев, 1967. გვ. 108).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, 558 – 567 წლებში ავარები ჩრდილო კავკასიასა და მის მიმდებარე ველებზე მცხოვრები ხალხების ბატონები იყვნენ. ბალკანეთში გადასვლის შემდეგ მათ ხელში აღმოჩნდა ვრცელი ტერიტორია ჩრდილო კავკასიიდან ბალკანეთამდე. 576 წლიდან ბური ხანმა ავართა მფლობელობაში მყოფი ტერიტორიების დამორჩილება დაიწყო. მკვლევართა მტკიცებით, 580 წელს ყირიმზე უშედეგო შეტევის შემდეგ, 582-583 წლებში, თურქები ეგრისში შეიჭრნენ (Гумилев, 1967. გვ. 107- 108).
582/583 წლებში თურქთა ეგრისში ლაშქრობა მე საეჭვოდ მივიჩნიე (გოილაძე, 2007. გვ. 21 – 23). ამჯერად ქვემოთ მის დასაბუთებას შევეცდები.
როგორც ავარები, ისე თურქები (ტურკიუტები) ძველ ავტორთა თხზულებებში „თურქებად“ და „ჰუნებად“ იხსენიებიან. ძველი თურქების ისტორიის ცნობილი მკვლევარი ლ. გუმილიოვი თეოფილაქტეს ცნობების გაანალიზებისას კოლხთა ბელადებისა და 300 ათასი კოლხის ამოხოცვას სწორედ თურქებს მიაწერს. მისი სიტყვით, ეს ამბავი 584 წლის წინა ხანაში ბიზანტია-ტურკიუტების ომის დროს მოხდა. ტურკიუტები, მისი ვარაუდით, აფხაზეთის მხრიდან შეიჭრნენ ეგრისის ტერიტორიაზე და დაახლოებით 160 კილომეტრი (4 დღის სავალი) გზის გასწვრივ მოფენილი გვამები იმ ტყვეებისა უნდა ყოფილიყო, რომელთა წაყვანა უკანდახეულმა არმიამ ვერ შეძლო (Гумилев, 1967. გვ. 108). „ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის“ ავტორთა თანახმად, 582/583 წლებში თურქებმა კავკასიიდან ბიზანტიაში შეღწევა სცადეს (История Народов…, 1988. გვ. 99).
აზარბაიჯანელი ა. იუნუსოვის თანახმად, 582-583 წლებში ტურკიუტები თავს დაესხნენ ბიზანტიის იმპერიის ქვეშევრდომ დასავლეთ საქართველოს. ამ ამბების თანამედროვე ბიზანტიელი ისტორიკოსის (მხედველობაში ჰყავს თეოფილაქტე სიმოკატა, რომელმაც VII ს. 30-იან წლებში დაწერა თავისი ისტორია – ვ. გ.) ცნობით, ტურკიუტებმა კოლხთა ბელადები დახოცეს. ომის დროს ამ ტომიდან განადგურებული იქნა სამასი ათასი კაცი, მაგრამ, მაშინ, როცა გამარჯვება კაგანის მხარეზე იყო, თურქთა შორის დაიწყო შინაბრძოლები და მათ დატოვეს საქართველო (Юнусов, 2000. გვ. 16).
თეოფილაქტეს ცნობამ კოლხთა შესახებ ი. კოლომიიცევის წიგნში უკვე რომანტიკული ელფერი მიიღო. მისი სიტყვით, ავარებისა და თურქების აზიიდან აღმოსავლეთ ევროპაში მოსვლით ხალხთა დიდი გადასახლების მეორე ეტაპი დაიწყო, როცა იღუპებოდნენ არა მარტო ცალკეული პირები, არამედ მთელი ტომები. „583 წელს კი ძველი თურქების ლაშქარმა ევროპაში შეღწევა კავკასიის მთავარი ქედის გავლით სცადა. მაგრამ ახლანდელ დასავლეთ საქართველოს მთებში ისინი ადგილობრივი ტომების ზუსტად მსროლელებმა შეაჩერა. შეტევის ჩაშლით განაწყენებულმა აზიატებმა სამსხვერპლო ცხოველების მსგავსად ველური მძვინვარებით ამოხოცეს, თითქმის, 300 ათასი – მილიონის მესამედი ტყვე, რომლებიც დამპყრობლებს ნებაყოფლობით ჩაბარდნენ. სიკვდილით დასჯილთა გვამები ჯგუფებად ეყარა გზის გასწვრივ ოთხი დღის სავალზე. ცოცხლად დარჩენილ იმ მცხოვრებთა დასაშინებლად, რომელბიც საშინელ მდგომარეობაში ტყეებსა და მთათა ხეობებს აფარებდნენ თავს. არავინ იყო, რომ მიწისათვის მიებარებინა თავმოკვეთილი გვამები, მხოლოდ მელიები, ტურები და ყვავები იხდიდნენ მათზე შავ აღაპს (Коломийцев, 2005. გვ. 150).

რა შეიძლება ითქვას თეოფილაქტეს ცნობის ზემომოტანილ ინტერპრეტაციათა შესახებ?

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო: თურქებს ეგრისში რომ 300 ათასი კაცი დაეტყვევებინათ და დაეხოცათ (აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვინც ბრძოლებში დაიღუპებოდა), ეგრისის სამეფოს დიდი ნაწილი გაუკაცრიელდებოდა. რაც მთავარია, თეოფილაქტეს ცნობიდან არა ჩანს სამასი ათასი კოლხი ტურკიუტებმა მაინცდამაინც დასავლეთ საქართველოში რომ ამოხოცეს. ნ. პიგულევსკაიას იმ შენიშვნას თუ გავითალისწინებთ, რომლის თანახმად, თეოფილაქტეს თავისი „ისტორიის“ შედგენისას იმ ოლქების გეოგრაფიაზე, რომლებზეც წერდა, სათანადო მასალა არ ჰქონდა, მას ტურკიუტთა მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის ზუსტ მითითებაში შეიძლებოდა შეცდომა მოსვლოდა. ასევე, თეოფილაქტეს მიერ ნახმარი გამოთქმა „კოლხთა ბელადები“ საკუთრივ ეგრისის სამეფოს არ უნდა ეხებოდეს. ვფიქრობ, თეოფილაქტეს, როგორც ათენის უმაღლეს სკოლაში განათლებამიღებულ ისტორიკოსს, კარგად ეცოდინებოდა VI საუკუნის ეგრისში მცხოვრები ხალხის დიდი წარსული. თეოფილაქტეს წინამორბედი ბიზანტიელი ავტორის – აგათია სქოლასტიკოსის სიტყვით, ლაზები (კოლხები – ვ. გ.) ხომ ის ხალხი იყო, რომლებიც ამაყობდნენ „კოლხთა ძველი სახელით“, „სახელგანთქმულნი“ და „განდიდებულნი“ იყვნენ (Агафий, 1853. გვ. 73). ამიტომ, ვფიქრობ, თეოფილაქტეს (უფრო სწორად მის წყაროს) მხედველობაში საკუთრივ ეგრისის სამეფოს ტერიტორია არ უნდა ჰქონოდა.
582/583 წლებში ეგრისში თურქთა ასეთი გამანადგურებელი ლაშქრობა რადგან სხვა წყაროებით არ დასტურდება, ვფიქრობ, ზემოდასახელებულ მკვლევრებსაც ასე ხელაღებითა და უკრიტიკოდ თეოფილაქტეს ცნობა არ უნდა მიეღოთ.
თეოფილაქტეს ცნობაში საყურადღებოა მითითება თურქთა კაგანატში დაწყებული შინაომის გამო კოლხებთან მებრძოლმა თურქებმა გამრჯვებით ბოლომდე რომ ვერ ისარგებლეს. მკითხველი ალბათ იკითხავს, თურქებმა ეგრისში თუ 300 ათასი კაცი ამოხოცეს, გამარჯვებულები რატომ არ იყვნენო? ზემოდასახელებულ მკვლევართა პასუხი ერთი იქნება – თურქთა კაგანატში დაწყებულმა შინაომმა აიძულა თურქები ბრძოლის ველი (ე. ი. ეგრისის ტერიტორია) სასწრაფოდ დაეტოვებინათ, თითქოს, ისინი ისეთი სისწრაფით ტოვებდნენ ეგრისს, რომ ჩამორჩენილ ტყვეებს გზადაგზა ხოცავდნენ.
რომ გავერკვეთ ასეთი სისწრაფით ვის უნდა დაეტოვებინა ბრძოლის ველი, დეტალურად უნდა გავეცნოთ თურქთა კაგანატში დაწყებულ შინაომს და ვნახოთ, მართლაც, თუ იყო საჭირო თურქებს კოლხეთიდან (უფრო სწორად კავკასიიდან) ჯარი გაეწვიათ.
თურქთა კაგანატში დაწყებული შინაომი სპეციალურად აქვს გაანალიზებული ლ. გუმილიოვს. როგორც იგი წერს, ეს ომი ისტორიკოსთა მიერ, თითქმის შეუსწავლელია. მასზე ბიზანტიურ წყაროებში ფრაგმენტული ცნობებია, სპარსულმა და ქართულმა წყაროებმა ჩვენამდე არ მოაღწია. რაც შეეხება ჩინელ ავტორებს, მისი სიტყვით, ისინი ისე შორს იყვნენ ომის ასპარეზიდან, რომ ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ შავიზღვისპირეთის გეოგრაფიის შესახებ. ამიტომ, მეტად ძვირფასია იმპერატორ მავრიკიოსისადმი თეოფილაქტეს „ისტორიაში“ შემონახული თურქთა კაგანის – ყარა-ჩურინის წერილის ფრაგმენტული მონაცემები (Гумилев, 1967. გვ. 106).
კაგანის წერილსა და ჩინურ წყაროებში არსებულ ცნობებზე დაყრდნობით კაგანატში დაწყებული შინაომის ამბავს ლ. გუმილიოვი ასე გადმოგვცემს: 581 წლის ბოლოს დიდმა ხანმა ტობომ (მისი რეზიდენცია ჩრდილო-დასავლეთ მონღოლეთში მდ. ორხონის აუზში მდებარეობდა) გარდაცვალების წინ, კაგანატში არსებული ტახტის მემკვიდრეობის წესიდან გამომდინარე, მემკვიდრედ თავისი ძე ამრაკი კი არა, თავისი უფროსი ძმის – მუღან ხანის ძე ტორემანი (ჩინური წყაროების აბო ხანი. კაგანის წერილში იგი „ტურუმ“-ად იწოდება და მას მიეწერება შინაომის დაწყება – ვ. გ.) დაასახელა. კაგანატის ერთ-ერთი მხარის გამგებელმა (ხანმა), ტობოს მომდევნო ძმის, ადრე გარდაცვლილი ყარა ისიკ ხანის ძემ – შეთუმ (ჩინური წყაროების შაბოილო ხანი) მხარი ამრაკს დაუჭირა და განაცხადა: თუ მის წინადადებას არ მიიღებდნენ, ომს დაიწყებდა. შეთუს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ასე გახდა ამრაკი დიდი ხანი, მაგრამ ტორემანის წინააღმდეგობის გამო მან ჩქარა უარი სთქვა პირველი ხანის ტიტულზე და ეს ღირსება შეთუს დაუთმო – შეთუ გახდა კაგანი. მის შემდეგ კაგანატში მეორე პირად ისტემის უფროსი ძე ყარა-ჩურინი ითვლებოდა. ამრაკი მესამე, ტორემანი მეოთხე ხანი გახდა. ამ ოთხი დიდი ხანის გარდა, კაგანატში ოთხი მცირე ხანიც იყო. კაგანატის დასავლეთში სამხედრო ოპერაციებს ერთ-ერთი მცირე ხანი ბური აწარმოებდა. ლ. გუმილიოვის თანახმად, ყირიმში მისი შეჭრის უშედეგო მცდელობის შემდეგ თურქები კავკასიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციით შემოიფარგლნენ – ომი დაიწყეს ბიზანტიასთან (მისი მტკიცებით, ამ დროს ამოხოცეს თურქებმა 300 ათასი კოლხი). მეორე მხრივ, ამ ომის დასასრულს იგი რადგან კაგანატში სამოქალაქო ომის დაწყების (584 წლის დამდეგი) წლით ათარიღებს, ვნახოთ, თუ იყო საჭირო თურქებს სასწრაფოდ შეეწყვიტათ ეგრისში ლაშქრობა და სამხედრო ძალები კავკასიიდან შუა აზიაში გაეწვიათ.
როგორც ლ. გუმილიოვი წერს, ბიზანტიასთან დაწყებული ომის თანადროულად ტურკიუტები ჩინელებს ებრძოდნენ, მაგრამ თურქ ხანებს შორის ერთ-ერთმა უძლიერესმა ყარა-ჩურინმა 582 წელს ჩინეთთან სეპარატული ზავი დადო და ჩინეთიდან თავისი ლაშქარი გამოიყვანა. 583 წელს კი ჩინელებმა ტორემანი დაამარცხეს და ტურკიუტების ლაშქარი განადგურებისაგან კაგან შაბოილოს (შეთუს) გამარჯვებამ გადაარჩინა (Гумилев, 1967. გვ. 110). ამის შემდეგ ჩინურმა დიპლომატიამ მოახერხა, შაბოილო და ტორემანი ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინა. 584 წლის მარტში შაბოილო თავს დაესხა ტორემანის ბანაკს, ხოცვა-ჟლეტისას ტორემანის დედა დაიღუპა. ამ ფაქტმა თურქთა ყველა ხანი ისე გაანაწყენა, რომ ისინი (მათ შორის ყარა-ჩურინი და ტანხანი) ტორემანს სამხედრო ძალით დაეხმარნენ. ტორემანის ხელქვეით ისეთმა ძალამ მოიყარა თავი, რომ შაბოილოს ძმა – ჩოლოხოუ ხანიც მას მიემხრო. 584 წლის შემოდგომაზე შაბოილო იძულებული გახდა ჩინეთის იმპერიასთან არა მარტო ზავი დაედო, თავი იმპერატორის ქვეშევრდომადაც გამოაცხადა. ჩქარა ასე მოიქცა ყარა-ჩურინიც. მისი და ტანხანის დამხმარე ძალები ტორემანს ჩამოსცილდა (თურქთა ხანების ასეთი ქმედება, ძირითადად ჩინეთიდან აბრეშუმის გამოტანის აუცილებლობით იყო განპირობებული. Гумилев, 1967. გვ. 111). ტორემანის შესუსტებული ძალები შაბოილო ხანმა დაამარცხა. ჩქარა მისი ოჯახის წევრებიც დაატყვევეს, თვით ტორემანი თავისი ლაშქრის ნარჩენებით სამხრეთში (ახლანდელი ბუხარის რაიონში) გადავიდა, სადაც ყარა-ჩურინის ძემ დაამარცხა და დაატყვევა. მისი ბრძანებით ამბოხებული ხანი წითელი ფუტკრებით სავსე ტომარაში ჩასვეს, ასე მოუღეს ბოლო (Гумилев, 1967. გვ. 115).
სანამ ტორემანი ცოცხალი იყო, კაგანი შაბოილო თავს მშვიდად ვერ გრძნობდა. ტორემანს იგი ჩინეთში გაერიდა, 587 წელს გარდაიცვალა. შაბოილოს ძემ კაგანის ტახტი ბიძას – ჩოლოხოუს შესთავაზა და თავი მის ქვეშევრდომად აღიარა. ტახტის დაკავების შემდეგ ჩოლოხოუ ყარა-ჩურინის წინაამდეგ გამოემართა, მაგრამ ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა. ამის შემდეგ ტახტის მემკვიდრეობის წესიდან (უფროსი ხანი – კაგანი გვარში უფროსი ხდებოდა) გამომდინარე, კაგანატში პირველი პირი – კაგანი ყარა-ჩურინი გახდა. აი ამ ამბების შესახებ ატყობინებდა ყარა-ჩურინი იმპერატორ მავრიკიოსს.
ამრიგად, თუ ყოველივე ზემოთქმულს გავითალისწინებთ, 581 წლიდან კაგანატში დაწყებული შინააშლილობის დროს ისეთი არაფრი მომხდარა, ყარა-ჩურინსა და მის ძმას – ტანხანს კავკასიაში მებრძოლი, მათ დაქვემდებარებაში მყოფი ბური ხანის ლაშქარი სასწრაფოდ შუა აზიაში გაეხმოთ. პირიქით, 582 წელს ყარა-ჩურინმა თავისი ძალები ჩინეთიდან გამოიყვანა. ამის შემდეგ მას და მის ძმას – ტანხანს ათი ათასობით მეომარი ჰყავდათ რეზერვში. ასეც რომ არ ყოფილიყო, აკდაღის რეზიდენციიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ კავკასიაში ომს, როგორც ითქვა, ყარა-ჩურინის ხელქვეითი ბური ხანი აწარმოებდა და 580 წელს ყირიმის დაუფლების უშედეგო ცდის შემდეგ სამხედრო ძალით დახმარება, პირიქით, მას სჭირდებოდა. ამიტომ, ლ. გუმილიოვის მტკიცება (რომელსაც სხვა მკვლევრებიც იზიარებენ), თითქოს, 582/83 წლებში ტურკიუტებმა უშედეგოდ სცადეს ეგრისის გავლით ბიზანტიაში შეჭრა, დამაჯერებლობას მოკლებულია. თურქთა ასეთი ქმედების შესახებ ხომ ყარა-ჩურინის წერილშიც არფერია ნათქვამი.
 
 
tmt
post Feb 11 2010, 08:21 PM
წერილი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ამ უკანასკნელ გარემოებას ლ. გუმილიოვი დიპლომატიური დელიკატესობით ხსნის (Гумилев, 1967. გვ. 108). მაგრამ ყარა-ჩურინის ქვეშევრდომ ხანს ეგრისში ბიზანტიელთა 300 ათასი ქვეშევრდომი რომ ამოეხოცა, ამას დიპლომატიური ეტიკეტით ვერ უარყოფდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უფრო მისაღები ხომ არ იქნება იმ ხალხად, რომლებმაც კოლხები ამოხოცა, ავარები მივიჩნიოთ. აქ თუ იმასაც გავიხსენებთ, თეოფილაქტეს ცნობიდან გამომდინარე, ოგორთა და კოლხთა განადგურება იუსტინიანე I-ის ზეობაში (527 – 565 წწ.) მომხდარ ფაქტად ივარაუდება, და, როგორც ზემოთ ითქვა, თავისი „ისტორიის“ ამ ნაწილში, თეოფილაქტეს ქრონოლოგიაშიც აქვს შეუსაბამობანი, ასეთი ვარაუდი ისტორიულ რეალობასთან უფრო ახლოს უნდა იყოს. 558 წლის ივნისში იუსტინიანე I-ის მიერ თურქთა ელჩობის კარგად მიღებამ ავარები ხომ ისე გააღიზიანა, რომ ისინი იუსტინიანე I-ის მოკავშირეებს დაერივნენ. ხოლო 567 წელს ჩრდილო კავკასიაში ისტემის გამოჩენის შემდეგ სასწრაფოდ დატოვეს ჩრდილო კავკასიისა და აზოვის ზღვის ამოსავლეთით მდებარე ველები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ ავარები იჩენდნენ დაპყრობილი ხალხების მიმართ დიდ სისასტიკეს. მაშინ როცა ისტემი და ყარა-ჩურინი, თვით ლ. გუმილიოვის სიტყვით, დამორჩილებულ ქვეყნებში მოდუს ვივენდი-ს პოლიტიკას ატარებდნენ (Гумилев, 1967. გვ. 148).
ზემოგამოთქმული მოსაზრება რომ უფრო დამაჯერებელი გახდეს, სხვა მასალასაც მოვიხმობ, პირველ რიგში კი თეოფილაქტეს „ისტორიაში“ არსებულ ცნობებს გავაანალიზებ.

„ისტორიის“ მეშვიდე წიგნის VIII თავში, თეოფილაქტე როცა ბალკანეთში მიმდინარე ამბებზე საუბრობს, წერს: „რადგან მე მოგითხრობთ კავკასიასთან და ჩრდილოეთამდე მცხოვრებ სკვითებზე, საჭიროდ მიმაჩნია ამ დიდი ხალხის შესახებ ჩემს ისტორიაში დამატებითი თხრობა ჩავრთო“-ო და გვამცნობს: როცა ზაფხული დადგა (იგულისხმება 598 წ. – ვ. გ.) იმან აღმოსავლეთში თურქები რომ კაგანს უწოდებენ მავრიკიოსთან გააგზავნა ელჩები და წერილი, რომელშიც დიდი ქებით იყო აღწერილი ყველა მისი გამარჯვება“. თეოფილაქტეს იქვე მოაქვს კაგანის წერილის დასაწყისი, სადაც კაგანი (ე. ი. ყარა-ჩურინი) თავის თავს შვიდი ტომის მბრძანებელს უწოდებს. იმპერატორს ატყობინებს, რომ მან „დაამარცხა აბდელთა ტომი, ახლა რომ ეფტალიტებად არიან ცნობილნი“ (Феофилакт Симокатта, 1957. გვ. 159 – 160). ამის შემდეგ, თეოფილაქტე, როგორც ჩანს, წერილის შინაარსს გადმოსცემს და მას, მის ხელთ არსებული სხვა წყაროთა მონაცემებით ავსებს. მოგვითხრობს თურქთაგან ავარების დამარცხების ამბავს და წერს: კაგანმა სხვა საქმეებიც მოიმოქმედა – დაიმორჩილა ერთ-ერთი ძლიერი და მრავალრიცხოვანი ოგორის ტომის ხალხი, რომელთა ნაწილი დასაველთისაკენ გამოიქცა, დასახლდა ევროპაში და იქვე დასძენს, მოგითხრეთ რა ავარებზე, გადავალ შემდეგ ისტორიაზე – როცა ოგორთა ტომი საბოლოოდ იქნა დამარცხებული, კაცმა ნათესაობით კაგანის ახლობელმა ტურუმმა მოინდომა სახელმწიფო გადატრიალება, შეკრიბა დიდი ძალები, მაგრამ დამარცხდა. ყველა ამ გამარჯვებების შესახებ აცნობა კაგანმა იმპერატორსო (Феофилакт Симокатта, 1957. გვ. 161).

როგორც ვხედავთ, ყარა-ჩურინი იმპერატორ მავრიკიოსისადმი გაგზავნილ წერილში ყურადღებას ძირითადად თურქთა მიერ ჰეფტალიტების, ავარებისა და ოგორების დამარცხებაზე ამახვილებს. კაგანატში შინაომის დაწყება, ჩვენთვის ნაცნობი ტორემანის ამბოხებასთანაა დაკავშირებული.
ზემომოთხრობილ ამბავს, თეოფილაქტე, როგორც ითქვა, მხოლოდ კაგანის წერილზე დაყრდნობით არ გადმოგვცემს (წერილში კოლხთა დამარცხებაზე არაფერია ნათქვამი). რაც მთავარია, დასახელებული ხალხები ისტემიმ დაამარცხა, ამიტომ, ჩანს, ყარა-ჩურინი იმპერატორს, საერთოდ, თურქთა წარმატებების შესახებ ატყობინებდა. თეოფილაქტესთან კოლხთა ამოხოცვის ამბავი რადგან უშუალოდ ოგორთა დამარცხებას მოსდევს, მის წყაროს მხედველობაში დასავლეთ ციმბირში მცხოვრები ოგორები კი არა, იმ ხანად აზოვის ზღვის აღმოსავლეთით არსებული ის „ქვეყანა ონოგორია“ (ოგორთა ქვეყანა) უნდა ჰქონოდა, რომელსაც VII ს. რავენელი ანონიმი ასახელებს. „ქვეყანა ონოგორიის“ სამხრეთი კი ძველი ავტორები ლაზთა (კოლხთა) განსახლების შესახებ მიუთითებენ. ასე მაგალითად, ახ. წ. II ს. ავტორი, 131 – 137 წლებში კაპადოკიის გამგებელი ფლავიუს არიანე, რომელიც კარგად იცნობდა შავი ზღვის ამოსავლეთ სანაპიროს, როცა მოგვითხრობს ამ სანაპიროზე მდებარე ქალაქებს შორის რა მანძილი იყო, თანამედროვე ქ. ტუაფსეს ჩრდილოეთით „ძველ ლაზიკას“ ასახელებს (Арриан, 1948. გვ. 271-272).

არიანეს შემდგომი ხანის ავტორებიდან ფსევდო არიანე (V ს.) უფრო აკონკრეტებს „ძველი ლაზიკის“ მდებარეობას და წერს: ძველი ლაზიკის ადგილას ახლა ეგრეთ წოდებული ნიკოფსია მდებარეობსო (Псевдо-Арриан, 1948. გვ. 231-232). „ძველ ლაზიკას“ იხსენიებს სტეფანე ბიზანტიელიც (VI ს.). მისი განმარტებით, „ძველი ლაზიკის“ შესახებ ცნობა თუ არიანედან მომდინარეობს (Стефан Византийский, 1948. გვ. 322), ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლემაიოსის (გარდ. ახ. წ. 161 წ.) რუკაზე შავი ზღვი ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო ლაზთა ქვეყნადაა მითითებული (Гогия, 2005. გვ. 19). რუკის გამოცემლის ბ. გოგიას მითითებით, იმ ხანად კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი თუ აზოვის ზღვამდე არა, მდ. ყუბანმდე მაინც აღწევდა. ეს უფრო გვიანდელი წყაროებითაც ჩანს (Гогия, 2005. გვ. 18).
მოტანილი მასალიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: თეოფილაქტეს წყარო რომ თურქთა მიერ კოლხების (ლაზების) ამოხოცვის შესახებ წერდა, მას მხედველობაში ჩრდილო კავკასიის შავიზღვისპირეთში მდებარე, ანტიკური ავტორებისათვის კარგად ცნობილი „ძველი ლაზიკის“ მიმდებარე ტერიტორიებზე განსახლებული ხალხი ჰყავდა. ოგორების („ქვეყანა ონოგორიის“) განდგურების შემდეგ, როგორც ჩანს, ავარები მათ სამხრეთით მცხოვრებ ლაზებს დაესხნენ თავს.
„ქვეყნა ონოგორიის“ განადგურებისა და ლაზთა ამოხოცვის შემდეგ ამ ხალხთა საცხოვრებელი არეალი მეზობლად მცხოვრები ტომებისათვის უპრობლემოდ დასასახლებელი მხარე რომ გამხდარა, ამას VI ს. ბიზანტიელი ავტორის პროკოპიოს კესარიელის (გარდ. 562 წ.) ცნობა მოწმობს. პროკოპიოსი ჩრდილო კავკასიაში განსახლებული ხალხების აღწერისას აღნიშნავს: აი ახლა „ექვსინიის პონტოს ნაპირზე დამკვიდრდნენ ჯიქები“-ო (Прокопий из Кесарий. 1950. გვ. 383).
ჯიქების მიერ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დაკავების ამბავი რადგან პროკოპიოსის თხზულებაშია ასახული, იგი კი თავის ისტორიას 562 წლის წინა ხანაში წერდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დასახელებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის ამოხოცვა 562 წლის წინა ხანაში ავართა ლაშქრობას მოჰყვა.
ჯიქების ადგილგადანაცვლებისა და მათ მიერ შავიზღვისპირეთის დაკავება ვახტანგ გორგასლის „ცხოვრებაშიც“ არის ასახული. ვახტანგ გორგასლის ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობის აღწერისას, მასში ნათქვამია: „მაშინ მუნ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისავე წიაღ, და ჯიქეთი მუნვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან; და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკჳდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა“ (ჯუანშერი, 1955, გვ. 156-157).
VI ს. შუახანებში შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ჯიქების დამკვიდრების შესახებ ზემომოტანილ ცნობებს, ერთი შეხედვით, ძველი ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის (ძვ. წ. 64/63 – ახ. წ. 23/24) მონაცემები (იგი „ზიგებს“ შავიზღვისპირეთში ჰენიოხების ჩრდილოეთით ასახელებს. როგორც ვარაუდობენ, სარმატიიდან ამ ტერიტორიაზე ჯიქების ერთ ნაწილს ძვ. წ. I ს-ში კოლხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ უნდა შეეღწია. გ. მელიქიშვილი, 1970. გვ. 478 – 482), ეწინააღმდეგება. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ზოგი მკვლევარი სტრაბონისეულ ზიგებს სარმატული მოდგმის იაზიგებთან (რომლებიც შემდეგ ბალკანეთში გადასახლდნენ) აკავშირებს (ყაუხჩიშვილი, 1957. გვ. 253) აიგივებს, თვით სტრაბონის მონაცემები ჰენიოხებისა და ზიგების საცხოვრისი ადგილის შესახებ იმდენად ზოგადია (ყაუხჩიშვილი, 1957. გვ. 99, 11, 119 – 120), რომ მათი განსახლების ადგილის ზუსტი განსაზღვრა ჭირს. აღნიშნულთან ერთად, სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მითითებით, ეთნონიმი კოლხი რადგან „სხვა უფრო წვრილ, როგორც ქართველურ (მეგრულ-ჭანურ და სვანურ), ისე შესაძლებელია, აფხაზურ-ადიღეურ ტომებსაც“ ფარავდა (ლომოური, 1994. გვ. 4 – 5), უნდა ვივარაუდოთ, რომ 558 წლის შემდგომ ახლო ხანაში შავი ზღვის ჩიდილო-აღმოსავლეთი სანაპიროზე მცხოვრებ კოლხებთან (ლაზებთან) ერთად აფხაზურ-ადიღეური მოსახლეობაც გახდა ავართა თავდასხმის მსხვერპლი. იმ მხარეში „ძველი ლაზიკის“ არსებობის გამო, შესაძლოა, თეოფილაქტეს წყარომ მთელი მოსახლეობა კოლხებად მიიჩნია. მოსახლეობისაგან დაცლილ ზღვისპირეთში კი სარმატიიდან ჯიქების ახალი, დიდი მასის ჩასახლება მოხდა, რაც აისახა პროკოპიოს კესარიელის თხზულებაში.
ახლა ისევ ვახტანგ გორგასლის „ცხოვრებაში“ არსებულ ცნობას დავუბრუნდეთ.
ქართული წყარო „ბოლო აფხაზეთისა“ სწორედ ფლავიუს არიანეს „ძველ ლაზიკას“ შეესაბამება. ჯიქების მიერ შავიზღვისპირეთის დაკავება წყაროში ჩრდილო კავკასიაში ვახტანგ გორგასლის ლაშქრობიდან (447 – 450 წწ.) „შემდგომად ჟამთა მრავალთა“ თურქთაგან პაჭანიკთა დამარცხებას უკავშირდება, ამიტომ იგი XI ს-ში მომხდარ ამბად იქნა მიჩნეული (ჯავახიშვილი, 1977. გვ. 190), მაგრამ ქართული წყაროს ცნობა რადგან პროკოპიოს კესარიელის მითითებას იმეორებს და ხალხთა ადგილგადანაცვლება ზუსტად ემთხვევა იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ჩრდილო კავკასიაში ავართა გამოჩენის შემდეგ შეიქმნა, ვფიქრობ, გარკვეული საფუძველი არსებობს პროკოპიოსისა და ვახტანგ გორგასლის „ცხოვრებაში“ არსებული ცნობები თეოფილაქტე სიმოკატას მონაცემთა ანალიზიდან გამომდინარე შედეგების (ე. ი. კოლხთა ამოხოცვის შემდეგ ზღვისპირეთის ტერიტორია ოთხი დღის სავალზე რომ უკაცრიელი შეიქმნა) დამადასტურებლად მივიჩნიოთ. მართალია, თეოფილაქტეს ცნობა თურქთა (იგივე ავართა) მიერ 300 ათასი კოლხის (ლაზის) ამოხოცვის შესახებ გარკვეულწილად გაზვიადებულია, მაგრამ იგი, როგორც ვნახეთ, ისტორიული რეალობის ამსახველი უნდა იყოს.

რა წყაროთი სარგებლობდა ის პიროვნება, რომელმაც ვახტანგ გორგასლის „ცხოვრებაში“ შეიტანა ცნობა თურქთა დაწოლით პაჭანიკებისა და ჯიქთა ადგილგადანაცვლების შესახებ, ძნელი სათქმელია. იმის ვარაუდი კი შეიძლება, ასეთი ჩანამატი ვახტანგის „ცხოვრების“ ტექსტში XI საუკუნეში „ქართლის ცხოვრების“ კრებულის შედგენა-რედაქტირებისას ლეონტი მროველს შეეტანა. ჩანართის ავტორმა (ლეონტიმ?) ჩრდილო კავკასიაში მოსული თურქთა დაწოლით როცა დასავლეთისაკენ პაჭანიკთა, ხოლო ჯიქთა „აფხაზეთის ბოლოს დამკვიდრების“ შესახებ ვახტანგის „ცხოვრებაში“ ცნობა ჩართო, მან არ იცოდა როდის მოხდა ასეთი ადგილგადანაცვლება, ამიტომ ეს ამბავი ჩრდილო კავკასიაში ვახტანგის ლაშქრობიდან „შემდგომადა ჟამთა მრავალთა“ განსაზღვრა, ხოლო თურქთაგან დევნილი ავარების სახელი მის თანადროული პაჭანიკებით შეცვალა (შდრ. ანჩაბაძე, 1993). ჯიქების აფხაზეთის ბოლოს დამკვიდრება ჩრდილო კავკასიაში თურქების მოსვლას დაუკავშირა.
ახ. წ. II – VI საუკუნეებში შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე რომ ლაზური მოსახლეობა იყო, შემთხვევითი არაა. როგორც ცნობილია, უძველესი დროიდან მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ქართველური ტომები ფართოდ გავრცელდნენ ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთ და დაიკავეს სამხრეთით, თითქმის, მთელი ანატოლია, ხოლო ჩრდილოეთით ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასია გროზნოს მხარის ჩათვლით (ჯაფარიძე, 1984. გვ. 185 – 186). ეს ტერიტორია, არა თუ VI, XI საუკუნეშიც რომ ქართული მხარე იყო, კარგად სცოდნია ლეონტი მროველს. მისი ცნობით, ეგრისელთა (ლაზთა, კოლხთა) ეპონიმის – ეგროსის წილხვდომილი ქვეყნის ჩრდილო საზღვარი იყო „მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა“ (ლეონტი მროველი, 1955. გვ. 5).
ზემომოტანილ ცნობაზე დაყრდნობით, ივ. ჯავახიშვილმა ეგრისის ჩრდილოეთის „მოსაზღვრე ხაზად მდ. ყუბანის შესართავი და კავკასიის ქედის წვერი“ მიჩნია (ჯავახიშვილი, 1996. გვ. 4), მაგრამ, როგორც ზ. რატიანი წერს, ლეონტის მონაცემიდან გამომდინარე, ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი მთლიანად მდ. ყუბანის დინება იყო (რატიანი, 1995. გვ. 10). მისი სიტყვით, ძველად საქართველოს გარკვეული ნაწილი ჩრდილო კავკასიაშიც მდებარეობდა – ეს იყო „პირიქითა საქართველო“ (რატიანი, 1995. გვ. 11). იგი მდ. ყუბანის დინების სამხრეთით მდებარე ტერიტორიას მოიცავდა ტამანის ნახევარკუნძულამდე და ლეონტი მროველის თანახმად, უძველესი დროიდან ქართველთა ისეთივე დედასამშობლო – პირველსაცხოვრისი ყოფილა, როგორც საქართველოს სხვა კუთხეები (რატიანი, 1995. გვ. 10). ზ. რატიანის მტკიცებით, მის ასეთ თვალსაზრისს XVI ს. ქართული საისტორიო ძეგლის „ბიჭვინთის იადაგარის“ (მასში ბიჭვინთელი კათალიკოსის სამწყსოს ჩრდილო საზღვრად კაფა/კოფინი – მდ. ყუბანი არის დასახელებული), რუსი ისტორიკოსის ვასილი ტატიშჩევისა (მის «История Российской»-ში აღნიშნულია: ჩვენი წინაპრები რომ ობეზებს უწოდებენ, ახლა მათი მიწების დიდ ნაწილს ყუბანელები ავსებენო – გვ. 171) და 1990 წელს მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემული კასიმ მერეტუკოვის „ადიღეური ტოპონიმიკურ ლექსიკონში“ თვით მერეტუკოვის მიერ ქართული წარმომავლობის ტოპონიმებად მიჩნეული (ასევე თვით ზ. რატიანის მიერ გამოვლენილი – ვ. გ.) მასალა უჭერს მხარს (რატიანი, 1995. გვ. 16).
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ უნდა დავასკვნა:
I. თეოფილაქტე სიმოკატას ცნობის ანალიზისას მიღებული შედეგები (სხვა მასალასთან ერთად) იმის დასტურად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო, როგორც მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების ერთ-ერთი მხარე, ახ. წ. VI ს-ში (შემდგომაც) კვლავ ქართველური მოდგმის ტომების განსახლების არეალად რჩებოდა;
II. VII ს. ბიზანტიელი ავტორის – თეოფილაქტე სიმოკატას „ისტორიაში“ არსებული ცნობა, რომელიც დღემდე ქართული ისტორიოგრაფიისათვის უცნობი იყო, თურქთა მიერ კოლხთა ბელადებისა და 300 თასი კოლხის ამოხოცვის შესახებ, გარკვეულწილად გაზვიადებულია, მაგრამ იგი ისტორიულ რეალობას ემყარება;
III. დაახლ. 558 წელს (ან ცოტა გვიან – 562 წლამდე) ცენტრალური აზიიდან გამოქცეულმა ჟუჟანებმა (რომელნიც აღმ. ევროპაში ავართა სახელით გახდნენ ცნობილნი), აზოვის ზღვის აღმოსავლეთით არსებული ოგორების განადგურების შემდეგ, როგორც ჩანს, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსვლეთ სანაპიროს მოსახლეობაც ამოხოცეს, მათი განსახლების ყოფილი ტერიტორია სარმატიაში (უფრო სავარაუდოა, ჩრდილო კავკასიის მთისპირეთში) მცხოვრებმა ზიხებმა (ჯიქებმა) დაიკავეს, რაც აისახა ძველ ქართულ და უცხოენოვან წყაროებში.

მითითებული წყაროები და ლიტერატურა
1. ანჩაბაძე გ., ეთნომიმ „ხაზარის“ მნიშვნელობისათვის „ქართლის ცხოვრებაში“, ქართული წყაროთმცოდნეობა, VIII, თბ., 1993.
2. ბოგვერაძე ა., ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI – VIII საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1973.
3. გოილაძე ვ., აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო, თბ., 1997.
4. გოილაძე ვ., „მიწის ენა“ მრუდე სარკეში, თბ., 2007.
5. თეოფანე ჟამთააღმწერელი. წიგნში „გეორგიკა“, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა, ტ. IV, ნაკვ. I, თბ., 1941.
6. თეოფილაქტე სიმოკატა, წიგნში „გეორგიკა“, IV, ნაკვ. I, თბ., 1941.
7. ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I, თბ., 1955.
8. ლომოური ნ., ძველი კოლხეთის Eეთნიკური სურათისათვის. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საშემოდგომო სამეცნიერო სესია (მოხსენებათა თეზისები), თბ., 1994.
9. მელიქიშვილი გ., ისტორიული კოლხეთის მოსახლეობა ძვ. წ. II – I საუკუნეებში. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970.
10. რატიანი ზ., წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო, თბ., 1995.
11. სილაგავა ვ., შენგელია კ., საქართველოს ისტორია, თბ., 2006.
12. ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია, თბ., 1957.
13. ჯავახიშვილი ივ., საქართველოს საზღვრები. გამოცემა მოამზადა დ. ცინცაძემ, თბ., 1996.
14. ჯავახიშვილი ივ., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V – XVIII სს.), თხზულებანი, ტ. VIII, თბ., 1977.
15. ჯაფარიძე ო., მტკვარ-არაქსის კულტურა, ქართ. საბჭ. ენციკლოპედია, ტ. 7. თბ., 1984
16. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება. ტ. I, თბ., 1955.
17. Агафий, О царствовании Юстиниана. Перевод М. В. Левченко, М., 1953.
18. Арриан, Объезд Эвксинского Понта, Вестник древней истории (ВДИ), 1948, № 1.
19. Гогия Б., Абхазия – историческая провинция Грузии. Париж-Тбилиси, 2005.
20. Гумилев Л., Древние тюрки, М., 1967.
21. История народов Северного Кавказа с древнейших времён до конца XVIII в., М., 1988.
22. Коломийцев И., Тайны великой Скифии, М., 2005.
23. Летопись византийца Феофана от Диоклетиана до царей Михаила и сына его Феофилакта. Перевод с греческого В. И. Оболенского и Ф. А. Терновского. М., 1884.
24. Менандр Византиец. Перевод с греческого. „Византийские историки“, СПб., 1861.
25. Пигулевская Н. В., Феофилакт Симокатта и его „История“. წიგნში, Феофилакт Симокатта, История. М., 1957.
26. Прокопий из Кесарии, Война с готами. Перевод с греческого С. П. Кондратьева. М., 1950.
27. [Псевдо-Арриан], Объезд Эвксинского Понта, ВДИ, 1948, № 4.
28. Стефан Византийский, Описание племен, ВДИ, 1948, № 3.
29. Феофилакт Симокатта, История. Перевод С. П. Кондратьева, примечания К. А. Осиповой, М., 1957.
30. Юнусов А., Месхетинские турки: дважды депортированный народ. Баку, 2000.
http://ijhei.wordpress.com/2008/10/25/%E1%...83%98%E1%83%9B/
 
 
tmt
post Feb 11 2010, 11:19 PM
წერილი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ნინო აბაკელია
ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
ერთი მივიწყებული სიმბოლოს ქრისტიანული
ინტერპრეტაციისათვის
(კურდღელი, როგორც იეროფანია)



კურდღლის სიმბოლიკა, რომელსაც მას რელიგიური დატვირთვა აძლევს, არც თუ ისე გამჭვირვალეა, რამდენადაც მასში უამრავი თემა და მოტივი ერთიანდება და იყრის თავს. შესაბამისად, კურდღლის, როგორც სიმბოლოს, მნიშვნელობათა სიმრავლე განპირობებულია იმ რელიგიური სისტემებით, რომელშიც ის შედის. ამიტომაა, რომ კურდღელი მითოპოეტური ცნობიერებისათვის ხან სიმფრთხალის, გაუბედაობის, მორცხვობის სიმბოლოა, ხან კი პირიქით, გამბედაობისა და გამარჯვების სიმბოლო (შდრ. ტიბეტურ ჰოროსკოპში კურდღლის ანუ გამარჯვების თვე წლის გარდატეხის თვეა, როდესაც ვარსკვლავი გიალის (ევროპულ ტრადიციაში _ ანთარესის) ამოსვლა იწყება). განსაკუთრებულ მიმართებას ქმნის კომპლექსი: კურდღელი _ ქალი _ ნაყოფიერება _ მთვარე~. მთელ რიგ აღმოსავლურ ტრადიციაში კურდღელი, როგორც გაუბედავი ცხოველი, ქალურობასთან ასოცირდება, რომელშიც რწმენების მიხედვით, ქალწულის სამშვინველი სახლდება. ხაკასების (აბაკანელი და მინუსინელი თათრების) რწმენა-წარმოდგენებში მოხუცი შინაბერების სამშვინვლები კურდღლებად იქცევიან. ახლად მოყვანილი პატარძლები კურდღელთან უმძრახობის წესებს იცავენ და ქარაგმულად მიმართავენ მას.1 ქალთან და ქალურობასთან დაკავშირებული კურდღელი, ხშირად ნაყოფიერებასთან, ტრფიალთან და ვიტალურობასთან ასოცირდება. ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა ძველ საბერძნეთში სიყვარულის ქალღვთაება აფროდიტე, რომლის ატრიბუტსაც კურდღელი წარმოადგენს. გერმანულ ტრადიციაში აღდგომის გერმანული სახელწოდება Ostern, ზოგიერთი განმარტების მიხედვით, ქალღვთაება ეოსტრას/ოსტარას სახელს უკავშირდება. თავის მხრივ, ეს სახელი სირიელი ასტარტას გერმანულ ნაირსახეობად ითვლება. ორივე ქალღვთაების, როგორც კვერცხისმდებელი კურდღლის მფლობელი ეოსტრას, ისე ასტარტას ატრიბუტებს კურდღელი და კვერცხები წარმოადგენს.2

ფართოდ გავრცელებული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, კურდღელი ფაქტობრივად მთვარეა. მაგ,. ჩინური მითოლოგიური გადმოცემების მიხედვით, იგი მთვარეზე ცხოვრობს და ვერცხლის როდინში უკვდავების ფხვნილს ნაყავს.3 ინდურ ტრადიციაში მითიური კურდღელი და მთვარე მუდამ ერთმანეთთან არიან იდენტიფიცირებულნი
(საინტერესოა, რომ სანსკრიტულში სიტყვა çaças ნიშნავს მოხტუნავეს, კურდღელს, ლაქებს მთვარეზე, რომელიც კურდღლის გამოსახულებას გულისხმობს).
Pancatantram -ის მესამე წიგნის პირველ ისტორიაში კურდღლები ცხოვრობენ მთვარის ტბის ნაპირას. მათი მეფის (გარდაცვლილთა მეფის, სიკვდილის ღვთაების) – Vigayadattas – სასახლეს ლუნარული დისკო წარმოადგენს. როდესაც კურდღელი კურდღელთა დამხოცველ სპილოთა მეფეს ელაპარაკება, იგი მთვარის სახელით ლაპარაკობს.
რამდენადაც ეს ისტორია, კურდღლის, როგორც სიმბოლოს ერთ-ერთ ასპექტს ხსნის, მასზე უფრო დაწვრილებით შევჩერდებით. როგორც ზემოთ ხსენებული ისტორიიდან ვგებულობთ, კურდღელი არწმუნებს სპილოს, რომ მთვარე სპილოებზე არის განრისხებული, რადგან მათ ფეხით გასრისეს კურდღლები. მაშინ სპილო ითხოვს მთვარესთან შეხვედრას. კურდღელი გაუძღვება მას მთვარის ტბისაკენ, სადაც იგი წყალში აჩვენებს მთვარეს. სპილო, რომელსაც
სურს მთვარესთან მიახლოვება და პატიების თხოვნა,ხორთუმს დაარტყამს წყალს. წყალი აღელდება, მთვარის გამოსახულება აირევა და ათასჯერ გამრავლდება. კურდღელი არწმუნებს სპილოს, რომ მთვარე კიდევ უფრო განრისხდა, რადგან მან წყლის სიმშვიდე დაარღვია. სპილოთა მეფე ბოდიშს იხდის და თავის ქვეშევრდომებთან
ერთად განშორდება ამ ადგილებს...4… ინდური (და არა მარტო ინდური) რწმენა-წარმოდგენებით, მთვარე მართავს ღამეს (და ზამთარს), მზე _ დღეს (და ზაფხულს). მთვარე ცივია, მზე _ ცხელი. საღამო ხანს სოლარული სპილო,
ლომი, ან ხარი მიდიან ნოქტიურნული მთვარის წყალთან, ტბასთან; კურდღელი აფრთხილებს სპილოს, რომ იმ შემთხვევაში თუ ის არ წავა და განაგრძობს კურდღლების მოსრვას ტბის სანაპიროზე, მთვარე აკრიფავს თავის
გრილ სხივებს და მაშინ სპილოები დაიხოცებიან წყურვილისა და აუტანელი სიცხისაგან. Pancatantram –ის მეორე ისტორიაში მახვილი კურდღლის საზრიანობაზე კეთდება და მასში მოთხრობილია, თუ როგორ გადააგდებინებს
თავს წყალში ან ჭაში კურდღელი მშიერ ლომს, რომელიც მის შეჭმას ლამობდა (მრავალი ამგვარი მაგალითის მოტანა შეიძლება სხვა ცხოველებზეც რიგვედადან და არა მარტო რიგვედადან). კურდღელი აქ თავს იჩენს, როგორც ლომის
საყოველთაო მტერი (შდრ. ღამაყ.XXIII ) ერთ ბუდისტურ ლეგენდაში ინდრა კურდღელს მთვარედ აქცევს, რადგან მან ადვილად დასთმო თავისი ხორცი შესაჭმელად, როდესაც მასთან პილიგრიმად გადაცმული ინდრა მივიდა
პურის სათხოვნელად. კურდღელმა, რომელსაც მისთვის შესათავაზებელი არაფერი გააჩნდა, ცეცხლს მისცა თავი, ინდრას შიმშილის დასაკმაყოფილებლად5. კურდღელი ამ შემთხვევაში ნებაყოფლობითი მსხვერპლის სიმბოლოს განასახიერებს. ხალხური დაკვირვებების მიხედვით, რეალურ ცხოვრებაში კურდღელი ხანძრის დროს არაადექვატურად
იქცევა: იმის მაგივრად რომ გაიქცეს, იგი ბუჩქებში იმალება მანამდე, სანამ ხანძრის ალი არ მოეხვევა ყოველი მხრიდან. ამის შემდეგ კი გაქცევა უკვე გვიანაა და იგი ცეცხლის ალში იწვის. კურდღლის ამგვარ საქციელს ნებაყოფლობითი
მსხვერპლის მის ტრადიციულ როლს უკავშირებენ6. ხალხურ ცნობიერებაში კურდღელი, ხშირად კატასთან ასოცირდება (შდრ. კატის ან კურდღლის წელი ცხოველთა ხატებებით კოდიფიცირებულ 12 წლიან ციკლს აღმოსავლურ ჰოროსკოპში). უკრაინულ ტრადიციაში კურდღელი ეშმაკის ქმნილებად ითვლებოდა (ალბათ მისი დაცქვეტილი ყურების რქებთან მიმსგავსების გამო), რომელიც მას “მეწინავედ” იმსახურებდა. რწმენის მიხედვით, თუკი იგი ვინმეს გადაურბენს, იმას უბედურება დაატყდება თავს. კატაზე გადატანილი ეს რწმენა დღემდეა შემორჩენილი7. ზოგი ხალხის მითოლოგიაში იგი ტრიქსტერია, კულტურული გმირია (ან უფრო ზუსტად, მის ერთ-ერთ ტერიომორფულ ფორმას წარმოადგენს _ ნ.ა.). ამ ასპექტში იგი ხასიათდება, როგორც სწრაფი, ლაღი, თამამი, მოხერხებული ხუმარა,
რომელიც თავისზე დიდ არსებას ატყუებს8. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება და მასთან დაკავშირებული თემა (განსაკუთრებით კი მისი წილხვედრობა მთვარესთან) მას კოსმიურ წრებრუნვასთან აკავშირებს და მისი კოსმოლოგიური სიმბოლიზმი უდავო ხდება. იგი თავის თავში აერთიანებს ცხოვრების, ნაყოფიერების, ქალების
და ა.შ. ეპიფანიებს. კურდღელი, როგორც სიმბოლო, თავის თავში კიდევ ერთ საიდუმლოებასა და პარადოქსს შეიცავს,
კერძოდ, ძველი ავტორები მას ორსქესიანობას მიაწერენ. მაგ., ბიზანტიურ კრებულში, რომელიც კასიანე ბასის (VI ს) კალამს ეკუთვნის შემდეგნაირი ამონაწერია კურდღლებზე: `ამბობენ, რომ ერთი და იგივე კურდღელი ზოგჯერ მამრია და ზოგჯერ კი თავის ბუნებას იცვლის და მდედრი ხდება; და რომ იგი ანაყოფიერებს როგორც მამრი და შობს როგორც მდედრი (Ãåîïîíèêà XIX.4). მსჯელობა კურდღლების არაჩვეულებრივ სექსუალურ აქტივობაზე, ისევე როგორც მათ ორსქესიანობაზე ანტიკურ ტრადიციაშიც გვხვდება. აი, რას წერდა ტიმოთე გაზელი:`კურდღელი _ მდედრი. მოგების დროს მას საშოში მეორე ჩანასახი ჰყავს, ხელახლა მაკდება და, უფრო მეტიც, განაგრძობს შეწყვილებას. კურდღელი რიგ-რიგობით ხან მდედრობით, ხან მამრობით სქესს იღებს (ტიმოთე გაზელი 18. 1- 3). (შდრ. ჰეროდოტეს ცნობას, III. 108 და არისტოტელეს `ცხოველთა ისტორიას~, VI, 33. 181).9 როგორც ა. იურჩენკო აღნიშნავს10, ადრექრისტიანული ხანის ზოგიერთი ავტორის თხზულებაში კურდღლის ეს თვისება უარყოფით მორალურ შეფასებას იღებს. მაგ., კლიმენტი ალექსანდრიელი (Paedagogus II-X) კურდღელზე, როგორც ბიწიერების სიმბოლოზე წერს. ეროტიკულ საშუალებათა სიუხვე, ორივე სქესის აქტიურად ფლობა, სიმბოლური ერთიანობა უშუალოდ უკავშირდება კულტურული ანთროპოლოგიის უძველეს თემას _ coincidencia oppositorium სა და მთლიანობის საიდუმლოს; იგი მისი კოსმოგონიური სიმბოლოს ასპექტის მაჩვენებელია.
http://www.amsi.ge/academia/04/A4-2.pdf
 
 
tmt
post Feb 11 2010, 11:23 PM
წერილი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



რამდენიმე საკითხი შიო-მღვიმის მონასტრის
“ჯვართამაღლების” ეკლესიის მხატვრობის სტილის შესახებ
ცისია კილაძე
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
http://www.amsi.ge/academia/04/A4-8.pdf



http://www.amsi.ge/academia/04/acad04.html
http://www.amsi.ge/academia/index.html
 
 
xaliana
post Feb 22 2010, 09:40 PM
წერილი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
წერილები: 1
რეგისტ: 28-December 07
წევრის ნომერი: 29



ძალიან საინტერესო თამთ, ძალიან მაგარი ხარ!
როდის ასწრებ ამდენი რამის მოძიებას ვერ ვხვდებიsmile.gif


(მხოლოდ ცისფერი ფერით დაწერილი ტექსტი თვალებს ძაბავს, ცოტა რთული წასაკითხია)
 
 
tmt
post Feb 27 2010, 09:58 PM
წერილი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



xaliana
გაიხარე -
ტექსტის ფერი შევასწორე
 
 
tmt
post Feb 28 2010, 10:49 PM
წერილი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



http://rtv.ge/index.php?m=711

აქ ნახეთ ინტერვიუ - ირინა ღამბაშიძე-სთან

საუბრობს ოქროს უძველეს საბადოებზე
 
 

გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 28th June 2017 - 11:51 AM