IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
3 გვერდები V   1 2 3 >  
გამოხმაურება  ახალი თემა
> ქართველები
tmt
post Dec 6 2009, 06:16 PM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ქართველები

— ერი, ეთნიკური ჯგუფი (ეთნოსი), კავკასიის აბორიგენი (ავტოქტონური) მოსახლეობა. ეკუთვნიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის (რასის) ხალხთა ჯგუფს. საერთო რაოდენობა: 7,200,000-ზე მეტი. შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 83,8%-ს (დაახლ. 4,000,000).
დაახლ. 1 მლნ. ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, დაახლ. 3,5 მლნ. თურქეთში (ისტორიული ქართული ტერიტორიები: ტაო-კლარჯეთი, არტაანი (დღევანდელი არდაგანი) და ლაზეთი (ლაზისტანი)), დაახლ. 300 ათ. ირანში (ფერეიდუნ შაჰრი, ნეჯაფ აბადი, რაჰშათ აბადი, ორჯი მაჰალე, თავრიზი, თეირანი, შირაზი. აქ ქართველები გადაასახლეს XVII—XVIII საუკუნეებში), დაახლ. 150 ათ. ავღანეთში (აქ ქართველები ჩაასახლეს ასევე XVII—XVIII საუკუნეებში), 50 ათასზე მეტი აზერბაიჯანში (ისტორიული ქართული ოლქი ჰერეთი, დღევანდელი კახის, ზაქათალას და ბელაქნის რაიონები), დაახლ. 50 ათ. უკრაინაში, 200 ათასამდე აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებში (ძირითადად გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში და ბელგიაში)კანადის ნაციონალური სტატისკის სააგენტოს თანახმად, კანადაში 2190 ქართველია.


ქართველები გარეგნულად ხასიათდებიან, როგორც საშუალოზე მაღლები, სწორი აგებულებით. დასავლეთ საქართველოში ეთნიკური ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალოზე ღია ფერის თმით (ქერა, მუქი ქერა, ღია წაბლისფერი, იშვიათია თავთუხისფერი-თეთრში გარდამავალი ღია ქერა თმა) და ღია ფერის თვალებით (ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი, მწვანე, თაფლისფერი) გამოირჩევა; აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და სამხრეთის ქართველები შედარებით დაბალი სიმაღლით, ბრგე აგებულებით, საშუალოზე მუქი ფერის თმითა (წაბლისფერი, მუქი წაბლისფერი, მოშავო) და საშუალოზე მუქი ფერის თვალებით (მუქი თაფლისფერი, მუქი მწვანე-ჭაობისფერი, ყავისფერი) გამოირჩევიან. იშვიათია სუფთა შავი ფერის თმა და თვალები.

ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციების ტაო-კლარჯეთის, შავშეთის, სამხრეთ აჭარის, ერუშეთისა და ჭანეთის არათურქიზებული ქართველობა ღია ფერის თვალებითა და თმით, ასევე მაღალი აღნაგობით გამოირჩევა. ქართველთა უმეტესობა სუბბრაქიკეფალი და ბრაქიკეფალია




კნეინა თამარ ბაგრატიონი.




ნიკო ფიროსმანაშვილი. 1916 წ.


აჭარელი


წერილი შეიცვალა. tmt: Feb 6 2014, 04:04 AM
 
 
tmt
post Dec 6 2009, 06:19 PM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფები
აჭარლები, გურულები, იმერლები, მეგრელები, სვანები, ლეჩხუმელები, რაჭველები, ქართლელები, მთიულები, გუდამაყრელები, მოხევეები, ფშავლები, ხევსურები, თუშები, კახელები, ინგილოები, ფერეიდნელები, ლაზები (ჭანები), იმერხეველები, მესხები.





თავადი კობალაძე. 1880 წ.



დიმიტრი ვანიძე. 1865 წ.



ნიკოლოზ თარხან-მოურავი



ცნობილი ქართველი ისტორიკოსი
პლატონ იოსელიანი (1809-1875).




ტყის ძმები


წერილი შეიცვალა. tmt: Dec 6 2009, 06:33 PM
 
 
tmt
post Dec 6 2009, 06:22 PM
წერილი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილისა.



ბარბარე ჯაიანი. 1885 წ.



გურული კნეინა ოზურგეთიდან.



გურული ქალი.



ოლღა ჩიჯავაძე.



წერილი შეიცვალა. tmt: Dec 6 2009, 06:29 PM
 
 
tmt
post Dec 6 2009, 06:25 PM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



პოეტი გრიგოლ ორბელიანი.
ლ. გოლდშტეინის ფოტო. 1862 წ.


 
 
tmt
post Dec 6 2009, 06:27 PM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350




მეგრელი ქალი მუსიკალური ინსტრუმენტით.

უცნობი ქალი. გაფერადებული ფოტო. 1862 წ.



გურული ქალი ცხენზე.



კნეინა ლორთქიფანიძე. 1865 წ.



 
 
tmt
post Dec 6 2009, 06:46 PM
წერილი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



კავკასიასა და მის მოსაზღვრე წინა აზიის ტერიტორიაზე წინარე ქართველური ენის მატარებელი კოლექტივების ფორმირება ოთხი ათასწლეულის წინ მოხდა. შემდეგ წინარე ქართველური ენობრივ-ეთნიკური ერთობა ძირითადად ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე ერთმანეთს გამოეთიშა და მივიღეთ სამი ქართველურ ენაზე მოლაპარაკე ერთეული: ქართები, ზანები და სვანები. ქართული საისტორიო ტრადიცია ყოველთვის ხაზს უსვამდა სამივე ქართველურ ენაზე (თავდაპირველად დიალექტზე) მოლაპარაკე ერთობის საერთო წარმომავლობას. ქართების განსახლების არეალი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა. ზანები და სვანები კი დასავლეთ საქართველოში ბინადრობდნენ. მიჩნეულია, რომ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ძირითადი ტერიტორიაც თავდაპირველად ზანური ერთობით იყო დასახლებული, სადაც შემდეგ ზანები ქართებთან ერთად თანაცხოვრობდნენ, ბოლოს კი ქართების საცხოვრისი იყო. როგორც ყველა ენობრივ-ეთნიკური კოლექტივის, ისე ქართველურად მეტყველი ქართების, ზანების (ჭან-მეგრელების) და სვანების განსახლების არეალი მუდმივი არ იყო. ის ცვლილებებს განიცდიდა, რაც ძირითადად ამ ქართველური ტომების ურთიერთში შერევა-შეღწევით იყო განპირობებული. ასე, მაგალითად, ანტიკური წყაროებითა და ტოპონიმებით აშკარაა, რომ სვანები თავდაპირველად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მთაში არ მკვიდრობდნენ. მათი განსახლების არეალი უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და ისინი კოლხეთის დაბლობსა (მდ. ხობისწყლის ხეობა) და დღევანდელი აფხაზეთის გარკვეულ მონაკვეთშიც ცხოვრობდნენ. უფრო ვრცელი მონაკვეთი ეკავათ ზანებს, რომლებიც არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანპიროზე, არამედ აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის დასავლეთ ნაწილშიც კი მკვიდრობდნენ. მაგრამ ქართის ტომის თანდათანმა სამეურნეო-ეკონომიკურმა და კულტურულმა დაწინაურებამ, რაც თავის მხრივ ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოებით იყო განპირობებული, განსაზღვრა მასში როგორც ზანების, ისე სვანების თანდათანობითი შესვლა.

წერილი შეიცვალა. tmt: Dec 6 2009, 06:46 PM
 
 
BRUTHA
post Dec 19 2009, 02:23 AM
წერილი #7


Member
**

ჯგუფი: Members
წერილები: 19
რეგისტ: 11-December 09
წევრის ნომერი: 1,047



tmt

QUOTE
ქართების

QUOTE
ქართის ტომის


ისტორიოგრაფია ქართულ ტომებს ამ სახელწოდებით არ იცნობს. აღმოსავლეთ საქართველოს ქართველური ტომი ზუსტად ამ სახელით უცნობია.
არსებობდნენ ოდენ ქართველური/კოლხური ტომები "ხალდები/ქალდები("ხალტ" სომხურად), იგივე ხალიბები თურქეთის შავიზღვისპირეთში.


QUOTE
ასე, მაგალითად, ანტიკური წყაროებითა და ტოპონიმებით აშკარაა, რომ სვანები თავდაპირველად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მთაში არ მკვიდრობდნენ. მათი განსახლების არეალი უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და ისინი კოლხეთის დაბლობსა (მდ. ხობისწყლის ხეობა) და დღევანდელი აფხაზეთის გარკვეულ მონაკვეთშიც ცხოვრობდნენ.

ეგ ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა აქ ნახსენები არგუმენტი "ტოპონიმები", რომელთაც სვანურად მიიჩნევენ, ძალზედ საკამათოა. განსაკუთრებით ოდიშ-აფხაზეთის "ლე-" წინსართიანი ტოპო(და სხვა)ნიმები.

–––––––––––––

მერი შერვაშიძე
(1890-1987) "საუცხოო სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცებით გალაკტიონ ტაბიძის “მუზა”, სტამბოლში სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული 1921 წელს, კოკო შანელის ორიგინალი მოდელი." აფხაზი (და არა აფსარი/აფსუა) თავადის პროკოფი შერვაშიძის ასული.









--------------------
ბჟა დიდა რე ჩქიმი,
თუთა მუმა ჩქიმი,
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი.
 
 
BRUTHA
post Dec 19 2009, 02:27 AM
წერილი #8


Member
**

ჯგუფი: Members
წერილები: 19
რეგისტ: 11-December 09
წევრის ნომერი: 1,047



სამურზაყანოელი (გალელი) ქალბატონი:



--------------------
ბჟა დიდა რე ჩქიმი,
თუთა მუმა ჩქიმი,
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი.
 
 
tmt
post Dec 19 2009, 08:01 PM
წერილი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



QUOTE
ისტორიოგრაფია ქართულ ტომებს ამ სახელწოდებით არ იცნობს. აღმოსავლეთ საქართველოს ქართველური ტომი ზუსტად ამ სახელით უცნობია.
არსებობდნენ ოდენ ქართველური/კოლხური ტომები "ხალდები/ქალდები("ხალტ" სომხურად), იგივე ხალიბები თურქეთის შავიზღვისპირეთში

შენ რომელ საუკუნეებს გულისხმობ?
 
 
tmt
post Dec 19 2009, 11:33 PM
წერილი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



არსებობს გამოანგარიშება, როლის მიხედვით ქართველების ეთნოგენეზის/წარმომავლობის თემაზე დაახლოებით 3.500 ნაშრომი დაწერილა [გ. ყორანაშვილი, საქართველოს ძველი ისტორიის პრობლემები, თბილისი 2002, გვ. 8].

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, (მოცემული თავის ავტორი აკად. გიორგი მელიქიშვილი), ტ. 1, თბილისი 1970, გვ. 312-357

ხალხის უძველესი წარსული ხშირად რომანტიკულ ინტერესს იწვევს და ლეგენდებით იმოსება. ძნელია მოიძებნოს ხალხი, რომლის წარმოშობისა და შორეული წარსულის შესახებ შეთხზული არ იყოს ათასგვარი ზღაპარი და ლეგენდა. ზოგჯერ ამ ლეგენდებში ისტორიული სინამდვილეა არეკლილი, ზოგჯერ კი ისინი წმინდა წყლის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენენ. ასეთი ლეგენდები, ზღაპრული ცნობები, და სხვადასხვა დაუსაბუთებელი განცხადება გვხვდება საქართველოს მოსახლეობის შესახებაც ჯერ კიდევ ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ავტორებთან.

ხევსური მეომრები



ხევსურული აბჯარი


ჩაჩქანი


სამკლავეები და საფუხრები(ხელთათმანები)

http://tbiliso.gita.ge/lofiversion/index.php?t3768.html

წერილი შეიცვალა. tmt: Dec 20 2009, 01:15 AM
 
 
tmt
post Dec 19 2009, 11:40 PM
წერილი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ხევსურები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ძირითადად სახლობენ ხევსურეთში, დიდი კავკასიონის ორივე მხარეს ხევსურეთის არაგვისა და არღუნის აუზებში. ინტენსიური მიგრაციის შედეგად მათი სოფლები გაჩნდა აგრეთვე ხევში, ერწო-თიანეთში, კახეთში (შირაქი), ქვემო ქართლში (გარდაბანი). ხევსურები ლაპარაკობენ ქართული ენის ხევსურულ დიალექტზე. დიდი ხნის განმავლობაში ხევსურები ინარჩუნებდნენ ტრადიციული კულტურის ნიშნებს: ტანსაცმელი, იარაღი, მრავალიარუსიანი საცხოვრებელი, ადათ-წესები და სხვა.



ვახუშტი ბაგრატიონი ხევსურებს ასე ახასიათებს:
"ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია და მაგარი. ამასთანავე ის ამტანია და გამრჯე. ხევსური საშუალო ტანისაა, მხარბეჭიანი და კუნთებმაგარი. სახით ის გარუჯულია და პირმრგვალი. ცხვირი ხევსურს სწორი მოყვანილობისა აქვს, თვალები დიდი და ლურჯი. ქცევაში დინჯია, მოქმედებაში კი მარდი. გულადობა და გამბედაობა ხევსურს არ აკლია და თავის პიროვნების დასაცავად თავგანწირვამდის მიდის. გულზვიადი და თავმოყვარე ხევსური ზნეობრივ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ სიმახინჯეს ვერ იტანს და თვითმკვლელობასაც სჩადის. უცხოსთან ხევსური ამაყია, მას ხევსურობით თავი მოაქვს, უცხოური არ მოსწონს და მას არც ბაძავს. ამასთანავე ხევსური ფრთხილია და იჭვიანი. ის ადამიანს ძნელად თუ დაენდობა, მაგრამ დანდობილს ხევსური სამარემდის ჩაჰყვება და არ უღალატებს. ხევსურის ქალი ტანით ჯმუხია და ქცევით დინჯი, მას ქალური სინაზე აკლია და მამაკაცური იერი გადაკრავს. ხევსურ ქალსაც ახასიათებს სიმარდე და გულადობა. მაგრამ შრომისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ხევსურ ქალს სევდიანი და მოღუშული გამომეტყველება აქვს. მრუშობა და გარყვნილება ხევსურს ეჯავრება და მას აქ ადგილი არა აქვს".
ანთროპოლოგიურად ხევსურები გამოირჩევიან აღმოსავლურ-ქართული ტიპის სახით, მთიან რეგიონში და უგზო პირობებში ცხოვრების გამო, ხევსურთა უდიდესი ნაწილი გამხდარია. ხევსურების უმტესობას თვალები ღია ფერის აქვს, თმის ფერი კი ქერადან მუქ წაბლისფრამდე მერყეობს. სავსურულ სახესა და ნაკვთებს უფრო თხელი და წყობილი ეთქმის.













ხევსური მეომრის აღზრდა იწყებოდა შემდეგნაერად; 5წლის ასაკიდან ასწავლიდნენ ჭიდაობას და ცურვას, 7 წლის ასაკიდან-8-9 წლის თანატოლები ასწავლიდნენ კრივს და ხის საჩვევი იარაღების ხმარებას. მერვე მეცხრე წლიდან მშვილდის და დანის ხმარებას.10 წლის ასაკიდან ხანჯლის ხმლის და ცხენის მართვის საომარ ილეთებს.11-12წლის ასაკიდან"გარისობას", 13-16წლამდე ისწავლებოდა სამხედრო მედიცინა (ქირურგიის ჩათვლით). ეს ყველაფერი გამოცდილი მეომრების მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა.16წლის ასაკში ყველა კუთხის ქართველი გამოცდილ მეომრად იყო ჩამოყალიბებული.
იერარქიულად ითვალისწინებდნენ ასაკს, ზრდილობას სახელს და რაც მთავარია გამოცდილებას.
სხვათაშორის ძველებური ლელო თანამედროვე ლელოსგან იმით განსხავდებოდა, რომ მასში იყო დაშვებული ყველანაერი ტიპის იარაღის ხმარება. ყველანაერი ტიპის სტრატეგილი მოქმედება(ჩასაფრებები-შენიღბვით წყალში ტყეში, კლდოვან ადგილებში მახეების დაგებით, თავდასხმები მტრის დასაბნევი მოქმედებებისთვის.....)- გუნდური თუ ინდ. პრინციპიდან გამომდინარე.......

http://tbiliso.gita.ge/lofiversion/index.php?t3768.html



წერილი შეიცვალა. tmt: Dec 20 2009, 12:04 AM
 
 
BRUTHA
post Dec 19 2009, 11:42 PM
წერილი #12


Member
**

ჯგუფი: Members
წერილები: 19
რეგისტ: 11-December 09
წევრის ნომერი: 1,047



QUOTE
შენ რომელ საუკუნეებს გულისხმობ?

რავ ვიცი, ქსენოფონტი და სტრაბონი არ იხსენიებენ ხალიბებსა და ხალდებს?
უფრო ადრე ჰომეროსიც ალიბებს იგივე ჰალიზონებს/ჰალიძონებს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი "ქართი" ზუსტად ასე ოდესმე იხსენიება ვინმეს მიერ? "ქართლი", "ქართუელნი" და "ქართული"–ს არ ვგულისხმობ.
"ქართი"–ს ტომის არსებობა, რამდენადაც ვიცი "ქართუ–ელი"–თ ივარაუდება.


--------------------
ბჟა დიდა რე ჩქიმი,
თუთა მუმა ჩქიმი,
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი.
 
 
BRUTHA
post Dec 19 2009, 11:48 PM
წერილი #13


Member
**

ჯგუფი: Members
წერილები: 19
რეგისტ: 11-December 09
წევრის ნომერი: 1,047



და საერთოდ მგონია, რომ ქართველტა ამ სატომო სახელ "ხალდი/ქალდი/ქართი"–ს უკავშირდება იგივე "ხათი/კელტი", ბასკთა თვითწოდება "ეუსკალდუნ–/ეუსკალ–" და კიდევ სხვები, ისევე, როგორც ერთი მხრივ "ხალიძონი/ჰალიზონი/ალაზონი/ლაზი" და მეორე მხრივ "ალიბე/ხალიბი/ლიბია".


--------------------
ბჟა დიდა რე ჩქიმი,
თუთა მუმა ჩქიმი,
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი.
 
 
tmt
post Dec 19 2009, 11:49 PM
წერილი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



http://hearstmuseum.berkeley.edu/exhibitio...oto2_intro.html

რუსი ეთნოგრაფი და მკვლევარი არნოლდ ზისერმანი 25 წელი მოღვაწეობდა კავკასიაში და თავისი ნაშრომებიდან გამოაქვს დასკვნა/ვარაუდი რომ ხევსურები ჯვაროსნული ორდენებიდან არიან რომლებიც მთავარ არმიას გამოეყო და კავკასიის მთებში ჯვაროსნებისგან იზოლირებულად გააგრძელეს ცხოვრება.







 
 
tmt
post Dec 19 2009, 11:59 PM
წერილი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



QUOTE
რავ ვიცი, ქსენოფონტი და სტრაბონი არ იხსენიებენ ხალიბებსა და ხალდებს?
უფრო ადრე ჰომეროსიც ალიბებს იგივე ჰალიზონებს/ჰალიძონებს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი "ქართი" ზუსტად ასე ოდესმე იხსენიება ვინმეს მიერ? "ქართლი", "ქართუელნი" და "ქართული"–ს არ ვგულისხმობ.
"ქართი"–ს ტომის არსებობა, რამდენადაც ვიცი "ქართუ–ელი"–თ ივარაუდება.


QUOTE
და საერთოდ მგონია, რომ ქართველტა ამ სატომო სახელ "ხალდი/ქალდი/ქართი"–ს უკავშირდება იგივე "ხათი/კელტი", ბასკთა თვითწოდება "ეუსკალდუნ–/ეუსკალ–" და კიდევ სხვები, ისევე, როგორც ერთი მხრივ "ხალიძონი/ჰალიზონი/ალაზონი/ლაზი" და მეორე მხრივ "ალიბე/ხალიბი/ლიბია".


აჰა - მაშინ გასაგებია
ანუ ანტიკურ პერიოდს გულისხმობ..
მეც მანდ ვარ -
ქალდუ - კარდუ - ხალდუ - ხალიბი
ვფიქრობ აქედან მოდის ქართი...
ბასკურიც კავშირში იქნება ამ ძირთან..

ერთ საინტერესო ცნობას მოგაწვდი

საქმე ეხება კასიტებს-
მაშ ვინ იყვნენ კასიტები?
Касситы
(вавил. Кашшу, Kissio(Strab., также Коссеи) - люди гор Центрального Загросаб народ неизвестного происхождения, обитавший в Элимаиде - Сузиане и покоривший в XVIII в. Вавилонию, воспользовавшись её слабостью в конце господства 2-й династии.
касситы - каспе, акк. кашшу, греч. коссеи, горные племена Загроса, обитавшие во II -I тыс. до н. э. на территории современного Западного Ирана. В XVII в.до н.э. часть касситских племен переселилась в Северную Сирию, постепенно пришла там к власти и создала государство Хана с центром в Терке. В XVI в. до н.э. касситы овладели Вавилонией и основали так называемую касситскую династию, правившую около 400 лет. Генетические связи касситского языка не установлены. Постепенно семитизировались


საინტერესო ისაა, რომ კასიტები თავის თავს ქორდუნიაშებს უწოდებდნენ - კორდუ-კორთუნიაშ (ქორთუნიაშ?) - ხოლო ქართველებს მეგრულად ქორთუა ეწოდება - საინტერესო მსგავსებაა.
ახლა ვნახოთ რას წერს ნიკო მარი კასიტების შესახებ




НЕИЗВЕСТНЫЙ КАРТВЕЛЬСКИЙ ЯЗЫК И 600-ЛЕТНЕЕ ПРАВЛЕНИЕ ГРУЗИНСКОЙ ДИНАСТИИ В МЕСОПОТАМИИ
В древневосточной истории известно племя касситов (коссеев, киссиев). Название этого племени Н.Я.Марр справедливо сравнивал с грузинским kaci, мегрело–чанским kočiи баскским kison(на письме kizon) «человек»1. Сюда можно добавить еще слово cissonв древнеаквитанских надписях (Гасконь, рубеж эр).
От касситского языка осталось всего около сотни слов, но их сравнение с картвельскими и баскским дает важные результаты.
Касситские слова da-kaš «звезда» и da-gigi«небо» содержат известный картвельский префикс da-.
Касситск. buri«владыка» соответствует баскскому buru«голова», а касситск. burna«покровительствуемый» – грузинскому sa-bur-avi, sa-bur-veli«то, что накрывается сверху».
Касситск. Harbe«бог–бык» соответствует грузинскому xari«бык» (ранее это слово писалось с особой буквы, происходящей от иероглифического изображения быка2).
Касситск. Gidar«бог войны» соответствует баскскому gudu“война”, gudari«воин», шумерскому gud«воин» и, возможно, грузинскому čidi«поединок».
Касситск. Sah«бог солнца» соответствует грузинскому корню в словах si-cxe«жара», cx-eli«горячий», cx-adi«ясный», cx-ivi«луч» (с надежными соответствиями в других картвельских языках).
Касситск. kukla«раб» (с начальным частичным удвоением) соответствует грузинскому glexi«раб»3, «крестьянин».
Итак, можно предполагать, что касситский язык – еще один древний язык картвельской семьи. Династия его носителей правила Вавилонией с середины XVIII до середины XII века до н.э.


1 Марр Н.Я. Избранные работы. – М.; Л., 1933–1937. – Т. 5. – С. 5.
3 Об этом значении слова см.: Марр Н.Я. Избранные… – Т. 5. – С. 156, 464.
http://trypillia.narod.ru/articles/gr1.htm


http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%...%B7%D1%8B%D0%BA
Генетические связи касситского языка не выявлены, он не был ни индоевропейским, ни семитским; родство с изолированным эламским языком также весьма сомнительно. Есть указания на возможную принадлежность касситского языка к картвельской семье[1]. Возможно, ряд слов отражает индоарийские или иранские заимствования.
Морфемы не выявлены; возможно, однокоренными словами являются buri «владыка» и burna «покровительствуемый».
Литература
Ancilotti, A. La lingua dei Cassiti. Milan, 1980
Balkan, K. Kassitenstudien. I. Die Sprache der Kassiten. New Haven, 1954.
Jaritz, K. Die kassitische Sprachreste // Anthropos, vol. 52, 1957.

წერილი შეიცვალა. tmt: Jan 24 2010, 12:34 PM
 
 

3 გვერდები V   1 2 3 >
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 20th August 2017 - 04:26 PM