IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
 
გამოხმაურება  ახალი თემა
> საქართველოს მეფეები უძველესი, დროიდან..........
rezolomi
post May 7 2010, 07:27 PM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



მეფეები
----------------------------------------------------------------------------------------------
დაიაენის (დიაოხის) მეფეები (ძვ.წ. XII - ძვ.წ. VII სს.)
მეფე სიენი ძვ.წ. XII ს. მიწურული
მეფე ასია ძვ.წ. IX ს. შუა წლები
მეფე უტუფურსი ძვ.წ. IX ს. - ძვ.წ. VII ს.

კოლხთა მეფეები (ძვ.წ. I ათასწლეული - ძვ.წ. IV სს.)
----------------------------------------------------------------------------------------------
მეფე აეტი ძვ. წ. I ათასწლეული
მეფე სავლაკი ძვ.წ. V ს.
ერისთავი ქუჯი ძვ.წ. IV - ძვ.წ. III სს.

კოლხეთის (ეგრისის) მეფეები (ძვ.წ. II - ძვ.წ. I სს.)
-----------------------------------------------------------------------------------------------
მეფე აკა/აკე ძვ.წ. II ს. 90-იან წლებში
მეფე აკუსილოხი ძვ.წ. 179 წლისთვის
მეფე მითრიდატე ძვ.წ. 84 წ.
მეფე არისტარქე ძვ.წ. 63-49 წწ.
ლაზთა მეფეები (II ს.)
მეფე მალასა/მალახა II ს. 30-იანი წლები
მეფე ბაკური II ს. შუა ხანები

ქართლის მმართველნი ფარნავაზამდე (ძვ.წ. IV - III სს.)
------------------------------------------------------------------------------------------------
მამასახლისი სამარა - (მცხეთელი მამასახლისი) ძვ.წ. IV-III სს.
მეფე აზო ძვ.წ. IV-III სს.
გაგრეძელება იქნება..............................O.კ yes.gif

წერილი შეიცვალა. tmt: May 22 2010, 07:59 PM
 
 
rezolomi
post May 15 2010, 07:25 AM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



ქართლის და იბერიის მეფეები

სამარა ("მცხეთის მამასახლისი") 322 ძვ.წ..
აზონი (ერისთავი) 322-302 ძვ.წ..
ფარნავაზი 302-237 ძვ.წ.
საურმაგი (ძე ფარნავაზისა) 237-162 ძვ.წ.
მირვან I 162-112 ძვ.წ.
ფარნაჯომი (ძე მირვანისა) 112-93 ძვ.წ.
არშაკი I (არსოკ, არშაკუნიანთა დინასტიის დასაწყისი) 93-81 ძვ.წ.
არტაგი (ძე არშაკისა) 81-66 ძვ.წ.
ბარტომი (ძე არტაგისა) 66-33 ძვ.წ.
მირვანი (ძე ფარნაჯომისა) 32-23 ძვ.წ.
არშაკ II (არსოკ, ძე მირვანისა) 23-2 ძვ.წ.
ადრეკი 2-1 ძვ.წ.
ბარტომი II & ქართამი (ორ-მეფეობის დასაწყისი) 55-72 ახ.წ
ქაოს & ფარსმან I 72-87 ახ.წ
არმაზელი & აზორკი 87-103 ახ.წ
დეროკი & ამაზსაპი I 103-113 ახ.წ
მირდატ I & ფარსმანი II 113-129
ადამი (ძე ფარსმანისა) 129-132
ფარსმან III (ძე ადამისა) 131-182
ამაზსაპი II 182-186
რევი (სასანიანთა დინასტიის დასაწყისი) 186-213
ვაჩე (ძე რევისა) 213-231
ბაკურ I (ძე ვაჩესი) 231-246
მირდატ II (ძე ბაკურისა) 246-262
ასფაგური (ძე მირდატისა) 262-265
მირიანი (ხოსროიანთა დინასტიის დასაწყისი) 265-342
ბაქარ I (ძე მირიანისა) 342-364
მირდატ III (ძე ბაქარისა) 364-379
ვარაზ-ბაქარ II (ძე მირდატისა) 378-393
მითრიდატე (მირიანის შვილიშვილი) 393-405
ფარსმან IV (ძე ვარაზ-ბაქარისა) 405-408
მირდატ IV (ძე ვარაზ-ბაქარისა) 408-410
არჩილ I (ძე მირდატისა) 410-434
მირდატ V (ძე არჩილისა) 434-446
ვახტანგ I (გორგასალი) 446-502
დაჩი (ძე ვახტანგისა) 502-514
ბაკურ II (ძე დაჩისა) 514-528
ფარსმან V (ძე ბაკურისა) 528-542
ფარსმან VI 542-557
ბაკურ III (ძე ფარსმანისა) 557-560
გვარამ I (კუროპალატი, პირველი ბაგრატიონების დინასტიიდან) 575-600
სტეფანოზ I (ძე გვარამისა) 600-619
ადარნასე (ერისთავი, ძე ბაკურისა) 619-639
სტეფანოზ II (ერისთავი, ძე ადარნასესი) 639-663
მირ (ერისთავი, ძე სტეფანოზისა) 663-668
არჩილ II (ერისთავი, ძე სტეფანოზისა) 668-718
იოანე (ძე არჩილისა) 718-786

გაგრძელება იქნება................................O.კ yes.gif
 
 
rezolomi
post May 21 2010, 06:46 AM
წერილი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



ერთ ერთი ცვენი მგობრის ფორუმ გე-დან monte cristo2009--ის ტოპიკი ავტვირთე პირდაპირ.
"...საყურადღებოა საქართველოში ნაპოვნი ლომის ოქროს პატარა ქანდაკება, იგი ძვ. წელთაღრიცხვით 24–ე საუკუნით არის დათარიღებული და 4 400 წლისა. ასევე საყურადღებოა 3 900 წლის წინანდელი ქართული ოქროს თასი. ჩვენ ხშირად ვტრაბახობთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასი წლის ისტორია აქვსო და ამისი დამტკიცებაც გვიჭირს. ჩვენ პირველი ქართველი მეფედ ფანავაზი მიგვაჩნია. მასვე მივაწერთ ქართული ანბნის შექმნას, მაგრამ ფარნავაზი მხოლოდ 2300 წლის წინ მეფობდა და მაშინ ქართული სახელმჭიფოებრიობის ისტორია 3000
წელზე 700 წლით უფრო მოკლე გამოგვდის. ეს ოქროს ლომი კი ფარნავაზ მეფის დაბადებამდე 2100 წლით უფრო ძველია.

ფარნავაზს საქართველოს პირველ მეფედ იმიტომ მივიჩნევთ რომ უბრალოდ აღარ შემოგვრჩა საქართველოს უფრო ძველი მეფების შესახებ რაიმე ისტორიული ცნობა. საქართველო 200 წლის განმავლობაში, მანამ სანამ ალექსანდრე მაკედონელი სპარსეთის იმპერიას დანგრევდა სპარსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და იმ 200 წლის განმავლობაში შეიძლება მართლაც არ გვყოლოდა მეფე. ძვ. წ. აღრიცხვით 6–ე საუკუნეში სპარსელების საქართველოში მოსვლამდეც ქართულ წყაროებში არცერთი ქართველი მეფის სახელი არ ვიცით. ერთადერთი ცნობა ისიც მხოლოდ ბერძნული წყაროებიან კოლხეთის მეფე აიეტის შესახებ გვაქვს. ეს კი ძვ. წ. აღრიცხვით 12–ე საუკუნეა. ჩვენ არც კოლხეთის მეფე აიეტი სახელი გვეცოდინებოდა აპოლონ როდოსელს რომ არგონავტიკა არ შეეთხზა.


საქართველოს პირველი მეფე არც ფარნავაზი იყო და არც აიეტი. საბედნიეროდ ისტორიამ დაგვიტოვა კოლხეთის სამეფოს დაარსების ზუსტი თარიღი. ეს ძვ. წ. ა. 19–ე საუკუნეში მოხდა. ასე რომ აიეტის მეფობის დროს კოლხეთის სამეფოს უკვე 700–ზე მეტი წლის ისტორია ჰქონდა. კოლხეთის დაარსებამდე კი უფრო არდე საქართველოში უძველესი იბერია არსებობდა, რომელსაც ზემოხსენებული ოქროს თასი და ოქროს ლომი მიეკუთვნება.

რაც შეეხება ქართულ ანბანს - სინამდვილეში იგი იმდენად ძველია, რომ ქართულ დამწერლობას არამც თუ სომეხი მაშროტის არამედ არც ფარნავაზ მეფის შექმნილი არ უნდა იყოს. სტრაბონის სიტყვებით იბერიული ანბანი 8 ათასი წლის წინ შეიქმნა. 8 ათასი წლის წინ კი ჯერ სომხეთი კი არა ძველი ეგვიპტეც არ არსებობდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ არაბული ციფრები გრაფიკულად ქართულ ანბანს მიეკუთვნება. არაბული ციფრები კი სინამდვილეში არც არაბულია და არც ინდური. ციფრები ევროპელებმა არაბებისგან გადაიღეს, არაბებმა ინდოეთისგან, ინდოეთმა კი ჰარაპთა უძველესი ცივილიზაციიდან. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ იბერიული ანბანი მართლა 8 ათასი წლის წინ შეიმნა და ძველი დიდი ცივილიზაციები ბარბაროსებმა ძვ. წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეულში გაანადგურეს, მაშინ ჰარაპებს ამ კატასტროფამდე ციფრები იბერიელებისგან უნდა გადაეღოთ..


ბარძიმი ქრისტიანული ძვირფასი სასმისია და ზიარების დროს იხმარობა. ოღონდ ეს ჩვენი ოქროს თასი ქრისტეშობამდე 1 900 წლით უფრო ადრეა გამოჭედეილი და რა თქმა უნდა ამიტომ ქრიასტანობასთან მას არაფერი საერთო არ ექნებოდა.

სტრაბონის მიერ იბერიული ანაბნის 8 ათასი წლის სიძველეს ვერცერთი ისტორიკოსი ვერ დაიჯერებს, მაგრამ ისტორიკოსები იმაზე უკვე შეთანხმდნენ, რომ ღვინის კულტურა 10 ათასი წლისაა. სიტყვები "ღვრა"და "ღვინო" აშკარად ქართული წარმოშობისა. ამავე დროს მსოფლიოს ყველა ხალხები ღვინოს, ღვინოს უწოდებენ.

ბევრი ხალხი ქართული ბგერის "ღ" წარმოთქვამს და "ღვინოს" "ვინო" უწოდებენ. ერთადერთი მხოლოდ ჰუნთა შთამომავალი უნგრელები ეძახიან ღვინოს "ბორს". უნგრულ ენაში ზოგი სხვა ქართული სიტყვებიც არის შემორჩენილი და ამ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობა აქვთ. უნგრელები ვერც ბგერა "ხ–ს" გამოთქვავენ და უნგრულად "ხიდს'" "ჰიდი" ჰქვია.

ყოველ შემთხვევაში ეს ოქროს თასი იმისი უტყუარი მოწმობაა, რომ 3 900 წლის წინ ქართველებს უკვე გვქონდა ისეთი ოქროს სასმისი, რომლითაც მეფესაც არ შერცხვებოდა ღვინის შესმა. ეს თასი ხომ ერთიანი ოქროსგან არის გამოჭედილი და არავითარი ნაკერი არ აქვს. ახლა გასარკვევი ის გვაქვს თუ 3 900 წლის წინათ რომელ დიდ მეფეს უნდა შეესვა ამ ოქროს თასით ქართული ღვინო. ასე რომ ვთქვათ, 3 900 წლის წინანდელ საქართველოში ღვინოც გვაქვს, ღვინის შესასმელი დიდებული ოქროს თასიც და მხოლოდ იმ მეფის მოძებნაღა გვჭირდება ვისაც ამ თასით იმ დროს ღვინის შესმა შეეძლებოდა. ეს თასი კი მეფე ფარნავაძზზე 1600 წლით უფრე ძველია და კოლხეთის ლეგენდარული მეფე აიეტიც ამ თასის გამოჭედვიან 700 წლის შემდეგ დაიბადა. კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთადერთი დიდი მეფე რომელიც 3 900 წლის წინათ საქართველოს გაეკარა და კლასიკური ისტორია მას თავად კოლხეთის დაარსებასაც მიაწერს კაკაურია. მაგრამ ვინ არის კაკაური? ეს სახელი ქართულად ჟღერს, იგი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ მეედ არის აღიარებული,მაგრამ აქამდე საქართველოს ისტორიისთვის მაინც უცნობი იყო....."
 
 
tmt
post May 21 2010, 08:26 AM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



rezolomi

QUOTE
ასევე საყურადღებოა 3 900 წლის წინანდელი ქართული ოქროს თასი


საინტერესოა ეს თასი - ვერ ვხვდები რომელ თასზეა საუბარი...
და რომელ მუზეუმშია ის დაცული?
 
 
rezolomi
post May 22 2010, 10:34 AM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088





ტაბიძე, გალაკტიონ
(1891 - 1959)
ოქროს თასი ორნამენტებით

გვირგვინო სვეტის! იყოს სიშორე,
ჩვენ ვერ გვაშინებს ბურუსი მისი:
ხელთ, ჩვენს ერამდე, მე მაქვს მეორე
ათასწლეულის ოქროს სასმისი.

ორნამენტებით შემკულმა თასმა
მიფანტ-მოფანტოს მშვენება ჩრდილის,
როგორც სახება, როგორც ხანდაზმა
სილამაზისა და სინამდვილის.

რომელი ლხინი იყო უთასო
და ან რომელი დღე საცნაური,
აქ მიმოყრილ ქვებს ვინ განუმარტოს -
რაა უთასოდ დღესასწაული.

და მეოცნებე ჯაჭვაწყვეტილი,
ნაცნობ მხარისკენ მივემართები -
სად ხილვად უცხო, ამოკვეთილი -
ორნამენტების ჰყვავის ვარდები.

დე, გრანიტის და მარმარილოსი
ჰყვაოდეს ვარდი, მაღლა ახრილი,
მას აღარ ჰქვია უსიტყვო ლოდი -
ის სხეულია ბორკილაყრილი.

დაე, აქოლის ჰკვეთავდეს ხელი
ასე ლბილ ხაზებს, სიცოცხლის ღეროს,
რომელი იყო მხატვარი წრფელი,
რომ სამშობლოზე აქ არ ემღეროს.

ქვაც ის ნატვრაა და ნეტარება,
ხალხის გულიდან დიადად მზარდი,
რომელსაც თან სდევს კვლავ შედარება:
აკადემია, გელათის ვარდი.

მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი,
მაინც იმ ვარდთან მზე ამოვიდეს,
რაგინდ მოვარდეს სეტყვა და ღვარი
და ცეცხლი მასზე გარდამოვიდეს.

ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს,
კოშკებიდან რომ მესვრიან ვარდებს,
ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს,
რომელთა დიდი სიმღერა მმართებს.

გვირგვინო სვეტის, ო, სიფაქიზე
შენ გაგიგეს და ახლა დაწყნარდი.
მზე ორნამენტად გეფინა ისე,
როგორც მრავალზე მრავალი ვარდი.

ან, დე, უვრცესი იყოს სიშორე,
მე ვერ მაშინებს სიშორე მისი -
ხელთ, ჩვენს ერამდე, მე მაქვს მეორე
ათასწლეულის ოქროს სასმისი.

ნაწარმოების წყარო: http://www.nplg.gov.ge/gsdl/
 
 
rezolomi
post May 22 2010, 11:03 AM
წერილი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088





QUOTE
საინტერესოა ეს თასი - ვერ ვხვდები რომელ თასზეა საუბარი... და რომელ მუზეუმშია ის დაცული?

ქრისტემდე XVIIსაუკუნე
 
 
rezolomi
post May 22 2010, 04:18 PM
წერილი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088







QUOTE
"...საყურადღებოა საქართველოში ნაპოვნი ლომის ოქროს პატარა ქანდაკება, იგი ძვ. წელთაღრიცხვით 24–ე საუკუნით არის დათარიღებული და 4 400 წლისა. ასევე საყურადღებოა 3 900 წლის წინანდელი ქართული ოქროს თასი. ჩვენ ხშირად ვტრაბახობთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასი წლის ისტორია აქვსო და ამისი დამტკიცებაც გვიჭირს. ჩვენ პირველი ქართველი მეფედ ფანავაზი მიგვაჩნია. მასვე მივაწერთ ქართული ანბნის შექმნას, მაგრამ ფარნავაზი მხოლოდ 2300 წლის წინ მეფობდა და მაშინ ქართული სახელმჭიფოებრიობის ისტორია 3000 წელზე 700 წლით უფრო მოკლე გამოგვდის. ეს ოქროს ლომი კი ფარნავაზ მეფის დაბადებამდე 2100 წლით უფრო ძველია.

QUOTE
ეს კი ძვ. წ. აღრიცხვით 12–ე საუკუნეა. ჩვენ არც კოლხეთის მეფე აიეტი სახელი გვეცოდინებოდა აპოლონ როდოსელს რომ არგონავტიკა არ შეეთხზა.

საქართველოს პირველი მეფე არც ფარნავაზი იყო და არც აიეტი. საბედნიეროდ ისტორიამ დაგვიტოვა კოლხეთის სამეფოს დაარსების ზუსტი თარიღი. ეს ძვ. წ. ა. 19–ე საუკუნეში მოხდა. ასე რომ აიეტის მეფობის დროს კოლხეთის სამეფოს უკვე 700–ზე მეტი წლის ისტორია ჰქონდა. კოლხეთის დაარსებამდე კი უფრო არდე საქართველოში უძველესი იბერია არსებობდა, რომელსაც ზემოხსენებული ოქროს თასი და ოქროს ლომი მიეკუთვნება.

QUOTE
ეს თასი კი მეფე ფარნავაძზზე 1600 წლით უფრე ძველია და კოლხეთის ლეგენდარული მეფე აიეტიც ამ თასის გამოჭედვიან 700 წლის შემდეგ დაიბადა. კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთადერთი დიდი მეფე რომელიც 3 900 წლის წინათ საქართველოს გაეკარა და კლასიკური ისტორია მას თავად კოლხეთის დაარსებასაც მიაწერს კ ა კ ა უ რ ი ა .

ეს სახელი ქართულად ჟღერს, იგი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ მეედ არის აღიარებული,მაგრამ აქამდე საქართველოს ისტორიისთვის მაინც უცნობი იყო....."
 
 
tmt
post May 22 2010, 08:01 PM
წერილი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



QUOTE
ეს სახელი ქართულად ჟღერს, იგი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ მეედ არის აღიარებული,მაგრამ აქამდე საქართველოს ისტორიისთვის მაინც უცნობი იყო....."

რომელი წყაროდანაა ცნობილი ეს მეფე?
 
 
rezolomi
post Jul 5 2010, 05:31 PM
წერილი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



კაკაურა თუ ხაკაურა იყო ეგვიფპტის ფარაონი დახლოებით ეგ პერიოდია ,რომელსაც მიაწერენ კოლხეთში ლაშქრობას და იქ თავისი ლაშქრის დატოვებას, შემდეგ იგი მარცხდება რეჩენას მართველთან(რაჭაზეა) ნაგულისხმები yes.gif და უდუდესი განძი რჩება. ასევეა ეგვიფტელთაგან საუბარია ფოლადის შემოტანაზე სირიიდან და აღნიშნულია ადგილი რეჩენაც.
რაჭაში ბრივის გათხრებისას ამოიღეს ეგვიპტური ნაკეთობები და სამკაულები , საიდან გაჩნდა წარმოდგენა არა აქვთ, ზოგიერთ საფლავში 7 კილოზე მეტი თვლები, თვითონ ფარაონ ხაკაულას აშმნიშვნელი ნიშნის ასლები და ასშ.
უამრავი მსგავსება გამომჟღავნდა ტოპონიმიკის შედეარებისას.
თითქოს რაღაც არარეალურად ჩანს მაგრამ , აი ამ ნაწყვეტში არი საუბარი და გაანალიზებული.
http://www.myvideo.ge/?video_id=859760

თითონ ეს თემა კონტექსტში არის ჩასმული, ორი დოკუმენტური ფილმი აქვთ გადაღებული , თითო ორნაწილად.
 
 
Red Barron
post Aug 1 2010, 07:40 PM
წერილი #10


Member
**

ჯგუფი: Members
წერილები: 23
რეგისტ: 1-August 10
წევრის ნომერი: 1,158



QUOTE
მეფე სიენი ძვ.წ. XII ს. მიწურული
მაგარი ტიპი იყო! კოალიცია შეკრა მტრის წინააღმდეგ!
 
 

გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 23rd May 2017 - 06:14 AM