IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
3 გვერდები V  < 1 2 3 >  
გამოხმაურება  ახალი თემა
> რა ვიცით ქვესკნელზე და ზესკნელზე?, არის თუ არა უცხო არსებები?
qimera
post Jan 14 2012, 11:29 AM
წერილი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



კონტაქტები
არაერთი ისტორიული წყაროა შემონახული, რომლებიც გვამცნობენ
უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ. მათგან ერთ–ერთი უძველესია ეგვიპტის VII
დინასტიის ფარაონი, თემოს III-ის მატიანე: “ზამთრის მესამე თვეს, წელსა 27, დღის 6
საათზე ციდან ჩამოეშვა ცეცხლოვანი რგოლი. იგი ელვარებდა მზეზე მეტად. ადამიანები
მუცელზე გაწვნენ, შემდეგ კი გაემართნენ ფარაონისკენ. მისი უდიდებულესობა
ჩაფიქრდა, რადგან ასეთი მოვლენა სულ უფრო ხშირად მეორდებოდა. ფარაონი ჯართან
ერთად ცისკენ იყურებოდა. ვახშმის შემდეგ რგოლები ზევით, სამხრეთის მიმართულებით
გაუჩინარდნენ. ფარაონმა გუნდრუკის კმევა ბრძანა, რათა დედამიწაზე სიმშვიდეს
დაესადგურებინა და ფაქტი “სიცოცხლის წიგნში” ჩაწერა”.
ამის შესახებ წერენ ევროპელი მისიონერებიც.
ბელგიელმა მისიონერმა, ალბერტ დორვილმა ტიბეტი ქალაქ ლხასაში ყოფნისას თავის
დღიურში აღწერა შემდეგი: “1661 წლის ნოემბერში ჩემი ყურადღება ცაზე მოძრავმა
საგანმა მიიპყრო. ჯერ მეგონა, რომ ეს უცნობი ჯიშის ფრინველი იყო, მაგრამ ახლოს
მისვლისას სხეულმა ჩინური შლაპის ფორმა მიიღო. ის ნელ–ნელა ბრუნავდა. ქალაქის
თავზე ორი წრე დაარტყა და გაუჩინარდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი, სიმაღლის გამო ხომ
არ მომეჩვენა, მაგრამ ლამას რომ ვკითხე, დაინახა თუ არა, თავი დამიქნია და მითხრა:
“შვილო ჩემო, რაც დაინახე, ჯადოსნობა არაა. სხვა სამყაროს არსებები არიან, რომლებიც
ასწლეულების მანძილზე გვსტუმრობდნენ. მათ განავითარეს დედამიწის პირველი
ადამიანები… ჩვენ მათი კარგად გვესმის. ისინი ხშირად ეშვებიან ჩვენს მონასტრებთან და
გვასწავლიან იმას, რამაც წარსულის კატაკლიზმების დროს სამყარო შეცვალა”.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იგივე აზრია გატარებული ეზეკიელის
წინასწარმეტყველებაში:
ეზეკიელის წინასწარმეტყველება
თავი I
4. და ვიხილე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და ცეცხლის
კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის
გულიდან ამომავალი.
18. ფერსოები მათი მაღალი და საშინელი იყო, ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო
სავსე.
27. ვიხილე რაღაც გაკაშკაშებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და მის
ირგვლივ, ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე რაღაც ცეცხლი და ნათება იყო მის ირგვლივ.
თავი VII
2. ვიხილე, აჰა, რაღაც ცეცხლის მსგავსი; წელთან და მის ქვემოთ ცეცხლი იყო, წელს
ზემოთ კი რაღაც ნათების მსგავსი, როგორც კაშკაშა ლითონი.
თავი X
18. გასცილდა უფლის დიდება სახლის ზღურბლს და ზედ დაადგა ქერუბიმებს.
19. გასვლისას გაშალეს ფრთები ჩემს თვალწინ ქერუბიმებმა და აიმართნენ მიწიდან
ბორბლებითურთ მათ გვერდით; შედგნენ უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში,
შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
26. ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ
იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით
ადამიანისმაგვარი რამ იჯდა.
რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება ბევრს პროტესტის გრძნობა
გაუჩნდეს, მაგრამ წარმოიდგინეთ ძვ. წ. VI საუკუნეში მცხოვრები იუდაისტი სასულიერო
პირი, რომელმაც „რაღაც კაშკაშა ლითონი დაინახა“, საიდანაც გამოვიდნენ არსებები
რომლებიც „ელვასავით მოძრაობდნენ“, ფრენის დროს კი „დიდი ნიაღვრის“ მსგავს ხმას
გამოსცემდნენ. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ამბავი, რომელიც მოხდა XX
საუკუნეში.
II მსოფლიო ომის დროს აშშ–ს მფრინავებმა ფილიპინების ერთ–ერთ კუნძულზე
აღმოაჩინეს აქამდე უცნობი, განუვითარებელი ტომი. როდესაც აბორიგენებმა
თვითმფრინავები დაინახეს გაოცდნენ და აღტაცებას ვერ მალავდნენ. რამოდენიმე დღეში
ამერიკელები კვლავ დაბრუნდნენ კუნძულზე და ჰუმანიტარული დახმარება მიუტანეს
ადგილობრივებს. მფრინავებს თან ახლდათ მეცნიერები, რათა შეესწავლათ ეს ტომი.
აღმოჩნდა, რომ აბორიგენებს თვითმფრინავები ეგონათ ღმერთები, ამერიკელი
ჯარისკაცები კი – მათი გარდაცვლილი წინაპრები, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ.
ეს ნამდვილად არაა გასაკვირი, პრიმიტიულად მოაზროვნე ადამიანებისგან და არც
ეზეკიელისგან მიკვირს ის, რომ მან მისთვის ამოუცნობი მოვლენა ზებუნებრივ ძალებს
მიაწერა. მსგავს ფაქტს აღწერს ენოქ წინასწარმეტყველიც:
ენოქის წიგნი
თავი I
2. და ის განიხილავდა მის იგავებს და ამბობდა – ენოქი, სამართლიანი კაცი ვისი
თვალებიც იყო გახელილი ღმერთის მიერ, ცაში დაინახა ანგელოზი.
„ანგელოზებმა მანახეს მე და მე მათგან გავიგე ყველაფერი, მაგრამ არა ამ მოდგმისთვის,
არამედ იმისთვის ვინც შორიდანაა მოსული.
3. რჩეულების შესახებ მე ვლაპარაკობდი და განვიხილავდი ჩემს იგავებს მათ შესახებ:
ამიერიდან მოვა უზარმაზარი ანგელოზი თავისი საცხოვრებლით.
4. და საუკუნო (სამუდამო) ღმერთი, სიამოვნებას იხილავს დედამიწაზე, სინაის გორაკზე
და გამოჩნდება თავისი საცხოვრებლიდან.
საგულისხმოა შემდეგი მუხლები, რომლებიც აღწერენ ეზეკიელის უშუალო კონტაქტს:
ეზეკიელის წინასწარმეტყველება
თავი VIII
3. გამომიწოდა რაღაც ხელისმაგვარი, ქეჩოში ჩამავლო ხელი და ამწია სულმა ცასა და
მიწას შორის.
თავი XXXVII
1. იყო უფლის ხელი ჩემზე და ამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე,
რომელიც ძვლებით იყო სავსე.
რა უნდა ყოფილიყო „რაღაც ხელისმაგვარი სული, რითაც უფალმა აწია ეზეკიელი“?
ალბათ გაგახსენდათ ფანტასტიკური ჟანრის ფილმები, სადაც მფრინავ თეფშებს აქვთ
ანტიგრავიტაციული მექანიზმი, რითაც მათ სასურველი ადამიანი, ცხოველი თუ ნივთი
აწევა შეუძლიათ. შესაძლოა მსგავსი მექანიზმი იყოს აღწერილი გილგამეშის ეპოსში,
როდესაც „გილგამეში და ენდიქუ გადააწყდებიან უხილავ გადაულახავ ბადეს“.
ერთ დროს ამ მექანიზმის ყოფნა–არყოფნის საკითხის განხილვაც კი სასაცილოდ მიმაჩნდა,
მაგრამ ამ მუხლების წაკითხვის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
 
 
tmt
post Jan 14 2012, 10:14 PM
წერილი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



qimera
საინტერესო მასალებს დებ

მეც მქონდა სადღაც მოძიებული ასეთი ფოტოები....
მათ შორის კლდეებზე ნახატები საჰარას უდაბნოში

აი ესაა -




წერილი შეიცვალა. tmt: Jan 14 2012, 10:26 PM
 
 
qimera
post Jan 15 2012, 11:58 AM
წერილი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



მე რასაც ვდებ,ეს არის ანდრო აბულაძე-ს წიგნიდან
"კოსმოსური ცივილიზაციის კვალდაკვალ" ჩემის აზრით კარგი ნამუშევარია...მერე ვეცდები დავამატო,რუსეთის მეფის დროინდელი წიგნიდან ნაწყვეტები,ამ წიგნს ქვია უჩებნიკ ოფიცეროვ (საიდუმლო წიგნი იყო,რომლებიც რევოლუციის დროს გაანადგურეს,სადაც კი იპოვეს) ამ წიგნში მოთხრობილია თუ რომელ პლანეტაზე რა არსებები ცხოვრობდნენ...არაფერს ვამტკიცებ,ეს ყველაფერი შეიძლება ფარსია,ადამიანთა გონების ასარევად,მაგრამ მე მიმაჩნია რომ ყველაფერი უნდა იცოდეს ადამიანმა,ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს...რაც მეტი იცის ადამიანმა ,მით უფრო ძლიერია


წერილი შეიცვალა. qimera: Jan 15 2012, 12:03 PM
 
 
qimera
post Jan 15 2012, 12:13 PM
წერილი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



 
 
qimera
post Jan 15 2012, 12:29 PM
წერილი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



 
 
qimera
post Jan 15 2012, 11:39 PM
წერილი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



ეხლა დავწერ,თუ როგორ აღწერდნენ,(რევოლუციამდელი,ოფ
 
 
qimera
post Jan 16 2012, 12:46 AM
წერილი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



ეხლა დავწერ,თუ როგორ აღწერდნენ,სხვადასხვა პლანეტებს და მათ არსებებს ,მეფის დროინდელი რუსები (საიდუმლო სამსახურში) ვენერა:პლანეთა ღია ფერების გარეშე,წყალი ძალიან მკვრივი,მასზედ გავლაც კი შეიძლება,ჰაერი მსგავსი წყლისა,ხეები 10ჯერ უფრო მაღალი,ჩვენი მაღალ ხეებზედა,ბევრად უფრო სქელი და მკვრივი მერქნით დაფარული,არსებები ვენერაზე,ადამიანების მსგავსნი არიან,ერთადერთი განსხვავებით,სქელი და უხეში კანით. ცოცხლობენ 40 წლამდე,გამოქვაბულებში ტომებად,კანიბალიზმი და მუდმივი ომები უცხო არ არის,არიან 4ჯერ უფრო მძიმენი ვიდრე ჩვენ. მათ მოძრაობა უჭირთ,მალე იღლებიან,ერთადერთი კანონი აქვთ,ძლიერი ისაკუთრებს ყველაფერს. ბოლოს კი ასეთი აღწერაა: მათ არ ყავთ მფარველი ანგელოზები,თავიანთ ნებაზე არსებობენ,მხოლოდ სიკვდილის შემდეგ,ანგელოზი მიდის მათ სულთან და აჩვენებს სხვა სახლებს(დედამიწას,მარს..) აჩვენებს რა არის სიკეთე და რა ბოროტება,როგორ უნდა იცხოვროს და როგორ არა,შემდეგ კი ისევ იბადებიან...
 
 
qimera
post Jan 16 2012, 01:34 PM
წერილი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



დედამიწასე ცხოვრება,იგივე წიგნი კი ასე აღწერს: ვენერაზე სიკვდილის შედეგად,ასტრალში გადასული სული ანგელოზს მოყავს დედამიწაზე,იგივე ასტრალში მყოფს ასწავლის და უხსნის კეთილის და ბოროტის შესახებ. და აძლევს არჩევნის უფლებას,მხოლოდ სულის("მე-ს") ნებასურვილით ხდება მისი მომავალი გზის შერჩევა,ან ვენერაზე ბრუნდება,ან დედამიწაზე მოდის(იმ სურვილით,რომ გახდეს უკეთესი) . აქ მოსულს კი ძალიან ძნელი გზა აქვს გასავლელი,რადგან,მისი სული,ვენერაზე მთლიანად დაბინძურებულია,ცოდვილია და მათი გამოსწორება უნდა შესძლოს,თავად ირჩევს,გზას ,გვარს და ტომს,თავად ირჩევს რა გამოცდების ჩაბარება ,რა ბედის ქვეშ უნდა გაიაროს...
მოკლედ და კონკრეტულად,დედამიწა არის ცოდვების გამოსყიდვის ადგილი
დეამიწაზე სიკეთეს ბოროტება სჯაბნის,ერთი შეხედვით,ეს იქიდან გამომდინარე,რომ აქ ადამიანი თავად ირჩევს მძიმე ჯვრის გზას,რომელიც მისი სულის გამოსაწრთობად არის საჭირო...რასაც გასცემ შენია,ანუ სხეულმა შეიძლება აქ ბევრი ეწაამოს,მაგრამ მთავარი სულია,სულ მიიღებს ზუსტად იმდენს,რამდენსაც გასცემს...არ აქვს მნიშვნელობა,რას აკეთებ(რადგან ეს წინასწარ დაწერილი პროგრამაა) მთავარია რას როგორ აფასებ...ანუ მკვლელობა არ არის ცოდვა,მთავარია მკვლელობას როგორ ინანიებ,როგორი დამოკიდებულება გექნება,ჩადენილი საქციელის გამო...

 
 
rezolomi
post Jan 17 2012, 12:51 AM
წერილი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



საინტერესოა ეს ყველაფერი.........................................მაგრ
ამ დაუჯერებელი.
 
 
qimera
post Jan 17 2012, 01:05 AM
წერილი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



მე ასე ვუდგები,ადამიანის გონებას არ შეუძლია ისეთი რამ მოიფიქროს,რაც არ არსებობს...არ არის აუცილებელი ამ ყველაფრის დაჯერება,მაგრამ ისე ინფორმაციისთვის რომ იცოდე კაცმა გაკვრით მაინც ესეც კარგია,რა იცი და რა რეალობაში მოხვდები,იქნებ ეს ცოდნა გამოდგეს მერე რამეში,თუ არადა არც არაფერი დაიქცევა.
 
 
tmt
post Jan 18 2012, 10:36 PM
წერილი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



qimera
იცნობ ამ წიგნის ავტორს?
 
 
qimera
post Jan 19 2012, 02:38 PM
წერილი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



არცერთს არ ვიცნობ,ერთი ვიცი რომ აბულაძეა,თუმცა უნდა ითქვას,რომ ძალიან ჰგავს მისი ნამუშევარი და "ვინ იყვნენ ღმერთები"(დარკსაიდს უწოდებს ამის ავტორი ,თავს) ერთმანეთს. რაც შეეხება მეორე წიგნს,რომლიდანაც მოვიტანე ციტატები ბოლო პოსტებში,უცნობია მისი ავტორი,თუმც ერთ ხაზს ატარებენ და ამიტომ გავაერთიანე...
გავაგრძელებ მაინც,ჩემი რა მიდის...ასეთი ისტორიაა მოთხრობილი,დედამიწაზე არსებულ არსებებზე...

‎1.პირველი რასის ადამიანები,რომელთა სახელია "თვითნაბადი"," გამოჩნდა დედამიწაზე ეთერულ მდგომარეობაში. ანუ მსოფლიოში ფსიქიკური ენერგია. ეს იყო ანგელოზტა მსგავსი ადამიანები, რომლებიც ადვილად გადიოდნენ კედლებში და სხვა მყარი ობიექტებში. ისინი ჰგავდნენ მნათობ(უხორცო)ფორმებს,მთვარი
 
 
qimera
post Jan 19 2012, 02:39 PM
წერილი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



ფერნი.იყვნენ 40-50 მეტრის სიმაღლისანნი.მათი პლატიური სხეული უფრო შედგებოდა ტალღოვანი აგებულებით. ისინი იყვნენ ციკლოპები, ცალთვალა და ფუნქცია თვალის იყო ერთგვარი "მესამე თვალი", რომელიც ახორციელდება ტელეპატიით კავშირს გარე სამყაროსთან. და მრავლდებოდნენ გაყოფით(გამოყოფა)., ენა სასაუბრო მათ არ ჰქონდათ,ისინი აზრებით საუბრობდნენ და ცხოვრობდნენ ნებისმიერ ტემპერატურაში,
2>მეორე რასის სახელია "მერმისი"(შემდეგ მოსულნი)ასევე "უხერხემლონი" მათ შეცვალეს პირველი რასა,მათი გარდასახვნა მოხდა მეორეში.ცოტათი უფრო მყარ ეთერულ მდგომარეობაში.სიმაღლეც ცოტა უფრო ნაკლები 30-40 მეტრი. ისინი იყვნენ უფრო მოყვითალო ფერის,გამრავლება იგივენაირად ხდებოდა,მაგრამ ბოლოსკენ მათში გამოიყო მამრი-მდედრი ერთს სხეულში.
3. მესამე რასის ხალხი იწოდებოდა "ლემურები" იყოფიან ძველ და ახალ ლემურებად.მათ უყვე გააჩნდათ ძვლის სტუქტურა და უფრო მყარნიც იყვნენ.მათში გაძლიერდა მდედრი და მამრი და მოხდა მათი გამოყოფაც ,გადავიდნენ განაყოფიერებაზე,შობადობაზე. ისინი იყვნენ ორსახიანნი და ოთხ ხელიანნი.ორი თვალი წინ და მესამე (ტელეპატიური) უკან. ოქროსფერნი იყვნენ,მოწითალნო. მათი აგებულია (ძველი პირამიდები და სხვა) სიმაღლით 7-8 მეტრისანი იყვნენ.მათი მესამე თვალი,თავის ქალაში დაიმალა,ხმოვან ბგერებსაც გამოსთქვამდნენ.ახალ ლემურებს ბროლის თავის ქალა ჰქონდათ და მათაც მესამე თვალი ქალის შიგნით,თუმც მშვენივრად იყენებდნენ.

4>მეოთხე რასის ადამიანი იყო "ატლანტი". ატლანტთა ორი ფიზიკური თვალები წინ და "მესამე თვალი" სიღრმეში თავის ქალაში ჰქონდათ, რომელსაც ასევე მშვენივრად იყენებდნენ . ჰქონდათ ორი ხელი. მათი ზრდა მიაღწია 3-4 მეტრი. ატლანტისი ნაწილი იყო, ყვითელი, ნაწილი - შავი, და ზოგიერთი - და ზოგიერთი ყავისფერი - წითელი. ხოლო შემდეგ ეტაპზე მისი არსებობის, ატლანტისი იყო დასახლებული ძირითადად ყვითელი და შავი Atlanteans, რომლებიც იბრძოდნენ ერთმანეთს შორის.თანდათან ჩამოუყალიბდათ აზრობრივი საუბარი,შეეძლოთ გიპნოზი,ჰქონდათ უმაღლესი ტექნოლოგია,საფრენი აპარატები.მათი ენა დღეს არსებული სანკრისტული წმინდა წერილებია.

5>მეხუთე რასის ადამიანი, ანუ ჩვენი რასის, იგივე არიული რასა.თავიდან იყვნენ 2-3 მეტრის სიმაღლის. მესამე თვალის ფუნქცია თანდათან გვეკარგება., რის გამოც დაკარგა მუდმივი კომუნიკაცია საყოველთაო ინფორმაციის სფეროში რაც შეუძლებელს ხდის გამოიყენოს მიღებული ცოდნა განხილვისთვის.
 
 
qimera
post Jan 20 2012, 10:25 PM
წერილი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



ეს ის ატლანტებია,რომლებიც აქ არის აღწერილი და შემდეგ ჩვენში ალბათ დევების სახელი შეიძინეს
 
 
qimera
post Jan 20 2012, 10:40 PM
წერილი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



მარსიდან არსება
 
 

3 გვერდები V  < 1 2 3 >
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 19th February 2017 - 02:49 PM