IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
2 გვერდები V  < 1 2  
გამოხმაურება  ახალი თემა
> ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
rezolomi
post May 23 2010, 08:59 AM
წერილი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



დიდი აღმოჩენები
ინფორმაცია ბედიის ბარძიმზე

“უკეთუ ვისმე ენებოს განცდად და გულისმის, ყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მეფობისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიის ეკლესიისა” – გვაუწყებს “ქართლის ცხოვრება”. ესე ერთადერთი მაგალითია, როცა მეფობის სიდიადის განმსაზღვრელად გვევლინება ბაგრატ III მიერ ბედიის ტაძრისადმი შეწირული სამკაული, რაც ეჭვს გარეშეა თავისი მხატვრული ღირსებებით საკმაოდ მაღლ დონეზე უნდა მდგარიყო. ამის შესანიშნავი დადასტურებაა ბედიის სამკაულიდან ჩვენამდე მოღწეული ოქროს ბარძიმი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის მუდმივ ექსპოზიციაშია.

ბარძიმი ნაკლული სახითაა დაცული. მისგან გადარჩენილია მხოლოდ ზევითა ნაწილი. ბარძიმის პირის გარშემო ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერის თანახმად, იგი ბაგრატ III და მის დედას – გურანდუხტს შეუწირავთ, მათ მიერვე აშენებული ბედიის ტაძრისათვის. ისტორიული წყაროს ცნობით, 999 წელს “ბაგრატ, ძემან გურგენ მეფისამან კურაპალატმან ბედია აღაშენა”. ბარძიმის საქტიტორო წარწერა ბაგრატს მხოლოდ აფხაზთა მეფედ იხსენიებს და არა კურაპალატად, ან ქართველთა მეფედ, როგორც იგი 1001 წლის შემდეგ მოიხსენიება. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ ბედიის ოქროს ბარძიმის შესრულების ზედა ქრონოლოგიური ზღვარია ბედიის ტაძრის მშენებლობის დამთავრებსი დრო – 999 წელი.

ბარძიმის ზედაპირი შემკულია თაღედში განაწილებული რელიეფური ფიგურებით. ეს თაღედი ბარძიმსი მთელ პერიმეტრს უწყვეტ რიტმულ ზოლად შემოუყვება. თაღედით დანაწილებულ რელიეფურ გამოსახულებათა უწყვეტ ზოლში გამოიყოფა ორი კომპოზიციური და აზრობრივი აქცენტი: ასეთებია ურთიერთსაპირისპირო მხარეს განაწილებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საყდარზე მჯდომი ფიგურები. კომპოზიციუირ აღნაგობის თვალსაზრისით, უპირატესობა ქრისტეს გამოსახულებას აქვს მინიჭებული, საქტიტორო წარწერაც აქედან იწყება; მაგრამ წარწერაში მიმართვა ღვთისმშობლისადმია. გარდა ამისა, “თავნი მოციქულთა” – პეტრე და პავლეც ღვთისმშობლის ორივე მხარეს დგანან, რითაც მხატვარმა ღვთისმშობლის გამოსახულება შიანარსობრივად მაცხოვრის სიმაღლეზე დააყენა. აქ ოსტატმა ეს ორი გამოსახულება აზრობრივად გაათანაბრა, რაც მიუღებელი იყო შუასაუკუნეების ხელოვნებაში. მხატვარმა შინაარსი დაუმორჩილა ორნამენტული დეკორის მხატვრული აგებულების მოთხოვნილებას ფოგურათა რიტმული განლაგებითა და ორი კომპოზიციური და შინაარსობრივი აქცენტის შექმნით. ბარძიმის ზედაპირზე განაწილებულ მოციქულთა და მახარებელთა გამოსახულებებს. ისევე როგორც მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ფიგურებს, ოსტატი პლასტიკური თვალსაზრისით გაიაზრებს. ფოგურები შესრულებულია საკმაოდ მაღალი რელიეფით , რაც უპირატესად თავების და, ზოგ შემთხვევაში, ხელების მოდელირებაში ვლინდება. ექსპრესიულობას მოკლებული სტატისტიკურობით ხასიათდება მოციქულთა ფოგურები, რომლებიც ცენტრალური ფოგურებისადმი მიმართებას ამჟღავნებენ თავების ოდნავი მიბრუნებითა და ფეხის ტერფების მიმართულებით.



ბედიის ბარძიმზე გამოსახულ ფიგურათა სამოსი ტრადიციულად დადგენილ იკონოგრაფიულ სქემებს ითვალისწინებს. მხატვრულ ეფექტს ოსტატი აღწევს სამოსის დაპირების არაერთგვაროვნებით, ხაზების ჭარბი დინების დეკორაციულობით.

ბედიის ბარძიმზე დეკორაციული ამოცანებიც სხვაგვარადაა გადაწყვეტილი. ლითონზე პლასტიკის ადრეული ნიმუშებისაგან განსხვავებით, ოსტატი პლასტიკურ – დეკორაციულ სისტემას ქმნის რიტმულად განაწილებული თაღედისა და მათ ზემოთ გავლებული თაღედის უწყვეტი ზოლით.

ბედიის ბარძიმი X საუკუნის ერთ–ერთი ბრწყინვალე ნიმუშია ქართული ჭედური ხელოვნების განვითარების ისტორიაში.
 
 
rezolomi
post May 23 2010, 04:56 PM
წერილი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



ხელმეორეთ ავტვირთე რევაზ გამაშვილის წიგნი
"კავკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში"


http://www.link.ge/file/323931/Revaz--Gabasvili.rar.html
 
 
tmt
post Oct 19 2010, 11:29 AM
წერილი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350





В России обнаружено строение возрастом почти вдвое старше пирамиды Хеопса

Археологи, работая в районе Ново-Байрамгуловского поселения, обнаружили древнее культовое сооружение, возраст которого оценивается примерно в 4,5 тыс. лет - то есть находка археологов почти вдвое старше пирамиды Хеопса.
По словам руководителя экспедиции Виталия Федорова, обнаруженный храм имел форму пятиугольника, диаметр которого был равен приблизительно 80 метрам. Сооружение было связано с астрономией, так как вход в него был ориентирован на точку восхода Солнца в самый длинный день в году.

Находка археологов расположена неподалёку от моста через реку Урал - почти что на границе между Европой и Азией. Теперь учёным придётся заново строить теории о возникновении различных цивилизаций.


ურალთან იპოვეს ნაგებობა რომელიც ხეოფსის პირამიდაზე უფროსია –
ჯერ არავინ იცის მისი წარმომავლობა და რა ცივილიზაციას ეკუთვნის იგი.

 
 
tmt
post Oct 19 2010, 11:58 AM
წერილი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



На Северном Кавказе нашли неизвестную цивилизацию

Она относится к бронзовому веку


Следы прежде неизвестной науке цивилизации бронзового века, существовавшей в горах Северного Кавказа, удалось обнаружить исследователям благодаря старым черно-белым фотографиям фотографиям. Это была аэросъемка, сделанная еще 40 лет тому назад. Используя эти снимки и системы GPS, археологи смогли найти древние поселения, располагавшиеся на высоте от 1 400 до 2 400 метров.
- Мы открыли цивилизацию, относящуюся к XVI-XIV вв. до н.э., представители этой культуры жили высоко в горах к югу от современного Кисловодска, - сообщил журналистам Андрей Белинский, глава российско-немецкой экспедиции, которая занимается изучением данного региона на протяжении последних пять лет, сообщает AFP.


Остатки древних строений.
Специалистам удалось обнаружить каменные фундаменты, некоторые из которых достигали высоты одного метра. Всего было найдено порядка 200 поселений. Все сооружения по стилю были похожи друг на друга. Они имели овальный внутренний двор в центре и были соединены дорогами. Поселения растянулись на 100 км. Они находились между рекой Кубань на западе и современным городом Нальчик на востоке.
Найденные остатки украшений и формы бронзовых предметов указывают на то, что цивилизация связана с цивилизацией Кубани, которая была обнаружена в конце XIX столетия у основания горы Казбек и известна своими художественными работами из бронзы.


По старым фотографиям удалось сделать открытие.
Специалисты по исследованию Кавказа из Российской Академии Наук назвали это открытие очень важным для истории. По их словам, «это открытие является выдающимся благодаря тому, что такое количество мест обнаружено в одной и той же местности, и самое главное - находятся в очень хорошем состоянии».

ჩრდილოეთ კავკასიაში იპოვეს რაღაც ძველი უცნობი ცივილიზაციის კვალი–

40 წლის წინ გადა ღებული აეროფოტოს მიხედვით –
გული მიგრძნობს რაღაც კავშირში უნდა იყოს პროტოიბერულ ცივილიზაციასთან.
wink.gif
 
 
rezolomi
post Nov 2 2010, 07:24 AM
წერილი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



ჩვენ უძველესი სამყაროს ნაწილი ვართ

“ჩვენ სენსაციის მოწმენი აღმოვჩნდით”

დმანისის აღმოჩენების შემდეგ კიდევ ერთი სენსაციური არქეოლოგიური განაცხადის გაკეთების შანსი მოგვეცა. საბოლოო ლაბორატორიული დასკვნის შემდეგ საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომლის ტერიტორიაზეც 5000 წლის წინანდელი ოქროს მაღაროები მდებარეობს. როგორც ირკვევა, უძველესი ქართველებიც დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე მოიპოვებდნენ უძვირფასეს მადანს, სადაც ახლა ქართულ-უცხოური კომპანიები მუშაობენ. განცვიფრებას იწვევს მაღაროების სიღრმე, მოცულობა, ქვის იარაღი, რომელთა საშუალებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ ქართველები ოქროს მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ.

უძველესი მაღარო საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთი პატარა გორაკის ქვეშ მდებარეობს. გათხრებს არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე ხელმძღვანელობს: - საყდრისის მთამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 2000 წელს ოქროს მომპოვებელი კომპანიის, “კვარციტის” კვლევითი სამუშაოებისას გეოლოგებმა კარიერზე ძველი სამარხები აღმოაჩინეს და გვთხოვეს, გვენახა. მაღაროს ჩასასვლელი ეკალბარდით იყო დაფარული, მაგრამ გეოლოგების მიერ გაჭრილ გზაზე ძალიან კარგად ჩანდა ფუჭი ქანების დიდი ფენა (რაც მადნის გამოცლის შემდეგ რჩება ხოლმე. - ავტ.) და პრეისტორიული, რკინის შემოსვლამდე არსებული ქვის იარაღები, უროები, მადნის დასაფხვნელი როდინები. “ფოლკსვაგენის” ფონდმა გამოყო გრანტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრმა, სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბოხუმის სამთო მუზეუმმა და რურის უნივერსიტეტმა გერმანელი კოლეგების, ანდრია ჰაუპტმანისა და თომას შტოლნერის ხელმძღვანელობით დავიწყეთ მაღაროების აქტიური შესწავლა. განსაკუთრებით საინტერესო იყო მაღაროში აღმოჩენილი კერამიკა, რაც სავარაუდოდ, მტკვარ-არაქსის პერიოდის, ანუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის დასაწყისს ეკუთვნოდა. მოგვიანებით ეს დაადასტურა ჰაიდელბერგის რადიოფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ჩატარებულმა ნახშირის ანალიზმა. გამოდის, რომ მაღაროები ჩვ. წ.-აღ-მდე 3027-2918 წლიდან არსებობს. ჩვენ სენსაციის მოწმენი გავხდით. ამ პერიოდის ოქროს ნივთი აქამდე საქართველოში აღმოჩენილი არ ყოფილა. არადა, ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვენთან მაშინ ოქროს მოიპოვებდნენ. იმ დროის ახლო აღმოსავლეთი კარგად იცნობდა ოქროს, საქართველოში კი ოქროს ნივთების გამოყენება არქეოლოგიურად მხოლოდ მესამე ათასწლეულის პირველ ნახევარში ფიქსირდება. ცნობილი ოქროს ლომიც ამ პერიოდს განეკუთვნება.

- არგონავტების მითიც ხომ ამბობს, რომ საქართველო მართლაც ძალიან მდიდარი იყო ოქროთი...

- აიეტისა და მედეას ისტორია მეორე ათასწლეულს ეკუთვნის, ანუ მაღაროებზე ბევრად ახალგაზრდაა. ახლა ვიკვლევთ, რით იყო განსაკუთრებული ქართული ოქრო. მართლა მისთვის მოდიოდნენ თუ არა ბერძნები. სავარაუდოდ, აქ მაღაროების მთელი ქსელი უნდა იყოს. მყარი არგუმენტები გვაქვს, რომ ეს არის მსოფლიოში ერთადერთი უძველესი ოქროს მაღარო. ანატოლიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც ამ დროისთვის უკვე კარგად იცნობდნენ ოქროს, ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი ოქროს მაღაროები.

- ახლა რა სამუშაოებს აწარმოებთ?

- მალე დავიწყებთ უძველესი ოქროს ნივთებისა და მადნის იზოტოპურ ანალიზებს, რათა ოქროს შემადგენლობით დავადგინოთ, ქართული ოქროთია თუ არა გაკეთებული ჩვენი უძველესი ნივთები. სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე გვექნება ამაზე პასუხი. იმის აღიარება, რომ საყდრისში მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროა, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ოქროს მწარმოებელი უძველესი კერაა.

საბჭოთა პერიოდში საქართველო მიუწვდომელი იყო უცხოელი არქეოლოგებისათვის. მათი ვარაუდით, აქ ბევრ, დღემდე პასუხგაუცემელ კითხვას მოეძებნება ახსნა.

"კვირის პალიტრა", 10-16/10/05

 
 

2 გვერდები V  < 1 2
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 17th October 2017 - 07:44 PM