IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

პროფილი
ფორუმელის ფოტო
რეიტინგი
 
Personal Statement
Floyd doesn't have a personal statement currently.
პერსონალური ინფორმაცია
Floyd
Advanced Member
11 წლის
მდედრობითი
Behind The Moon
Born მარტი-17-2008
ინტერესები
ინფორმაც ა არ არის
სტატისტიკა
რეგისტრ: 17-October 09
პროფილის ნახვები: 1,198*
ბოლოს იყო: 4th December 2009 - 04:56 PM
ლოკალური დრო: Sep 18 2019, 04:17 PM
236 წერილები (0 წერილი დღეში)
AIM ინფორმაცია არ არის
Yahoo ინფორმაცია არ არის
ICQ ინფორმაცია არ არის
MSN ინფორმაცია არ არის
Contact პირადი
* პროფილების ნახვა ახლდება საათობრივად

Floyd

Members

***


თემები
წერილები
კომენტარები
ამხანაგები
My Content
18 Oct 2009


ჯორჯ როჯერ უოტერსი (ინგლ. George Roger Waters) (დ. 6 სექტემბერი, 1943, დიდი ბუკჰემი, დიდი ბრიტანეთი) არის ინგლისელი როკ მუსიკოსი, ვოკალისტი, ბას გიტარისტი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის წევრი და ლიდერი 1968-1985 წლებში. 1985 წელს, ჯგუფის დატოვების შემდეგ მან დაიწყო სოლო-კარიერა, რომელსაც დღემდე მიჰყვება. 2005 წელს გამოვიდა მისი ოპერა Ça Ira.სექციების სია



ბიოგრაფია

1943–1965

როჯერ უოტერსი დაიბადა დიდ ბუკჰემში, სურეის საფრაფოში და გაიზარდა კემბრიჯში. მისი, ერიკ ფლეტჩერ უოტერსი იყო კომუნისტი და პაციფისტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იძულებული იყო, ებრძოლა მეორე მსოფლიო ომის დროს. იგი დაიღუპა ანციოს ხიდის აღებისას, 1944 წელს, როდესაც როჯერ ჯერ ხუთი თვის იყო. მოგვიანებით მამის დაღუპვის და ომის თემა გაჩნდა ალბომებში The Final Cut და The Wall.

უოტერსი და სიდ ბარეტი ერთად დადიოდნენ მორლის სახელობის მოზარდების სკოლაში ჰილზ როუდზე, კემბრიჯში, მოგვიანებით კი - ჰილზ როუდის მეექვსე ფორმის კოლეჯში. იმავე ქუჩაზე განლაგებული იყო პერსის კოლეჯეი, რომელშიც დადიოდა დევიდ გილმორი. რეჯენტ სტრიტის პოლიტექნიკურ სასწავლებელში როჯერმა გაიცნო ნიკ მეისონი და რიჩარდ რაიტი. უოტერსი კარგი მოცურავე იყო და ხშირად დაცურავდა გრანჩესტერის მინდვრებთან. 15 წლის ასაკში იგი აირჩიეს ბირთვული განიარაღების მოძრაობის ლიდერად.

როჯერ უოტერსის 1999 წლის ტურის In the flesh სარეკლამო პოსტერი

პინკ ფლოიდში (1965–1985)

1965 წელს როჯერმა, სიდ ბარეტთან ერთად დააარსა პინკ ფლოიდი. მათ ასევე შეუერთდნენ რიჩარდ რაიტი და ნიკ მეისონი. ჯგუფის პირველი ალბომისათვის The Piper at the Gates of Dawn უოტერსმა დაწერა "Take Up Thy Stethoscope and Walk", მაგრამ მისი, როგორც სიმღერების კომპოზიტორის როლი, ჯერ კიდევ მომავლის საკითხი იყო. ბარეტის ჰალუცინოგენებით გატაცებამ შეარყია მისივე ფსიქიკა და იგი უმართავი გახდა. რათა დამწყებ ჯგუფს ნაკლები პრობლემები ჰქონდა, დროთა განმავლობაში სიდი საერთოდ გააძევეს კოლექტივიდან. მის მაგივრად ჯგუფში გიტარისტად მოვიდა დევიდ გილმორი. იმ პერიოდში ბევრი წუხდა, რომ პინკ ფლოიდი არ იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც ბარეტის დროს, მაგრამ უოტერსმა ჯგუფი სხვა მიმართულებით წაიყვანა.

1970 წელს ფილმისათვის "სხეული" როჯერ უოტერსისა და რონ გიზინის მიერ (რომელიც ასევე იყო პინკ ფლოიდის Atom Heart Mother-ის თანაავტორი) ჩაწერილი იქნა მუსიკალური თემები, რომლებიც ასევე გამოიცა საუნდტრეკის Music from "The Body" სახით.

1970-იან წლებში უოტერსის კონცეფციით შეიქმნა ალბომები The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და The Wall − ყოველი მათგანი იქცა ჯგუფის სავიზიტო ბარათად, თუმცა ოთხივე წარმოადგენს ფასდაუდებელ ნამუშევარს როკ-მუსიკის ისტორიაში.

დროთა განმავლობაში როჯერმა საკუთარ თავზე აიღო თითქმის ყველაფერი, რაც ჯგუფს ეხებოდა და ამან კოლექტივი მიიყვანა დაძაბულობამდე. როჯერში თავი იჩინა ეგოცენტრულმა პიროვნებამ, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს, რაც პინკ ფლოიდს ეხება. ამიტომაც, ალბომის The Final Cut გამოცემის შემდეგ, როდესაც უოტერსმა განაცხადა, რომ სოლო პროექტზე მუშაობას აპირებას, მას გაუკვირდა, რომ პინკ ფლოიდის დარჩენილი ორი წევრი (ამ დროისათვის რიჩარდ რაიტი დროებით არ იყო ჯგუფის წევრი) კვლავ აპირებს პინკ ფლოიდის სახელით გამოცემას. მისი ღრმა რწმენით, პინკ ფლოიდი მხოლოდ იგი იყო, რადგანაც ყველაფერი ეკუთვნოდა − ტექსტი, სიმღერების მუსიკის ავტორობა, ალბომებისა და შოუების კონცეფცია და ა.შ.

1985 წელს როჯერმა იურიდიულად დატოვა პინკ ფლოიდი, თუმცა ყოფილ კოლეგებთან არაერთი პრობლემა ჰქონდა ჯგუფის აღდგენის შემდეგ.

ჰიტები და ჯილდოები

უოტერსის სოლო სინგლები მცირე პოპულარობით სარგებლობდნენ. მის სოლო ალბომს The Pros and Cons of Hitch Hiking მიენიჭა ოქროს სტატუსი, ხოლო ოპერა Ça Ira მოხვდა #1 ადგილზე (ბრიტანეთის და აშშ ჩარტები). აშშ როკ ენ როლის დიდების დარბაზში უოტერსი მოხვდა, როგორც პინკ ფლოიდის წევრი, ხოლო 1990 წელს მიიღო პრიზი "წლის მედია მოვლენა", კონცერტისათვის The Wall Live in Berlin.



როჯერ უოტერსის დაწერილი პინკ ფლოიდის სიმღერები
“Take Up Thy Stethoscope and Walk”, ალბომიდან “The Piper at the Gates of Dawn” (1967).
“Julia Dream”, სინგლიდან “It Would Be So Nice” (1968).
“Let There Be More Light”, ალბომიდან “A Saucerful of Secrets” (1968).
“Set the Controls for the Heart of the Sun”, ალბომიდან “A Saucerful of Secrets” (1968).
“Corporal Clegg”, ალბომიდან “A Saucerful of Secrets” (1968).
“Cirrus Minor”, ალბომიდან “Music from the Film More” (1969).
“The Nile Song", ალბომიდან “Music from the Film More” (1969).
“Crying Song”, ალბომიდან “Music from the Film More” (1969).
“Green Is the Colour”, ალბომიდან “Music from the Film More” (1969).
“Cymbaline”, ალბომიდან “Music from the Film More” (1969).
“Grantchester Meadows”, ალბომიდან “Ummagumma” (1969).
“Several Species of Small Furry Animals Gathered Together in a Cave and Grooving with a Pict”, ალბომიდან “Ummagumma” (1969).
“If”, ალბომიდან “Atom Heart Mother” (1970).
“Biding My Time”, ალბომიდან “Relics” (1971).
“San Tropez”, ალბომიდან “Meddle” (1971).
“Free Four”, ალბომიდან “Obscured by Clouds” (1972).
“Money”, ალბომიდან “The Dark Side of the Moon” (1973).
“Brain Damage”, ალბომიდან “The Dark Side of the Moon” (1973).
“Eclipse”, ალბომიდან “The Dark Side of the Moon” (1973).
“Have a Cigar”, ალბომიდან “Wish You Were Here” (1975).
“Welcome to the Machine”, ალბომიდან “Wish You Were Here” (1975).
ყველა სიმღერა ალბომზე “Animals”, გარდა სიმღერის “Dogs” (1977).
ყველა სიმღერა ალბომზე “The Wall” გარდა სიმღერების “Young Lust”, “Comfortably Numb”, “Run Like Hell” და “The Trial” (1979).
ყველა სიმღერა ალბომზე “The Final Cut” (1983).
“Embryo”, ალბომიდან “Works” (1983).
18 Oct 2009



დევიდ ჯონ გილმორი (დ. 6 მარტი, 1946) უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი (1968 - დღემდე). მან ჩამოაყალიბა ჯგუფის ორიგინალური მელოდიკა, გიტარაზე დაკვრის გამორჩეული ტექნიკით შესძინა მას ყველა დანარჩენი ჯგუფისგან გამორჩეული ჟღერადობა. აღსანიშნავია აგრეთვე დევიდის ვოკალიც, რომელიც წლების განმავლობაში პინკ ფლოიდში მის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად რჩებოდა. მას ასევე აქვს გამოშვებული სამი სოლო-ალბომი და აქვს მიღებული მონაწილეობა მრავალი სხვა მუსიკოსის პროექტშიც.სექციების სია


ცხოვრება პინკ ფლოიდამდე

გილმორი დაიბადა და გაიზარდა გრანჩესტერის მინდვრებთან, კემბრიჯში. მამამისი, დუგლას გილმორი იყო ზოოლოგიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში, დედამისი კი - მასწავლებელი. გილმორი დადიოდა პერსის კოლეჯში, ჩერი ჰინტონზე, კემბრიჯში. სწორედ იქ გაიცნო მან სიდ ბარეტი. დევიდმა მას ასევე ასწავლა გიტარაზე დაკვრის რამდენიმე ხერხი. თუმცა, ისინი თავიდანვე ერთად არ უკრავდნენ არც ერთ ჯგუფში, გილმორმა კი დაიწყო ჯოუკერს უაილდში გამოსვლა. მან დატოვა ეს ჯგუფი 1966 წელს და დადიოდა ესპანეთსა და საფრანგეთში მდინარეში საბანაოდ (დაუშვებელ ადგილებში).მისივე თქმით, ის დაბრუნდა მეგობრებთან ერთად მანქანით, რომელშიც ესხა მოპარული საწვავი.

პინკ ფლოიდში

დევიდი შეუერთდა პინკ ფლოიდს 1967 წლის ბოლოს.ამრიგად, ჯგუფი ხუთკაციანი გახდა.თავდაპირველად იგი გამოდიოდა სცენაზე და უკრავდა სიდ ბარეტის პარტიებს.სიდის წასვლის შემდეგ, გილმორი გახდა ჯგუფის მთავარი გიტარისტი და როჯერ უოტერსთან/რიჩარდ რაიტთან ერთად ასრულებდა სიდის ვოკალურ პარტიებს.მისი გიტარაზე დაკვრის მანერა და ტექნიკა დაიხვეწა 70-იან წლებში და იქცა ჯგუფის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად. ალბომების Dark Side of the Moon და Wish You Were Here წარმატების შემდეგ, უოტერსი სულ უფრო მეტად აკონტროლებდა ალბომის დაწერისა და ჩაწერის პროცესს.მას სურდა, უფრო მეტი ყურადღება გაემახვილებინა ტექსტებზე, რაც გილმორს არ მოსწონდა, მას უფრო მეტად მუსიკალური მხარე ადარდებდა.წარმოიშვა კონფლიქტები, რომლებმაც როჯერს დაატოვებინეს ჯგუფი ალბომის The Final Cut გამოცემის შემდეგ. 1985 წელს უოტერსმა განაცხადა, რომ ჯგუფი ისტორია დასრულებულია, თუმცა 1986 წელს გილმორმა და ნიკ მეისონმა გამოსცეს პრეს-რელიზი, რომელშიც ეწერა, რომ ისინი კვლავაც იმუშავებენ, ოღონდ როჯერის გარეშე.გილმორმა ითავა ჯგუფის ლიდერობა, დააბრუნა მასში უოტერსის მიერ გაგდებული რიჩარდ რაიტი (კლავიშები) და სამეულთან (სესიურ მუსიკოსებთან ერთად) ჩაწერა ჯგუფის ორი სტუდიური ალბომი და მოაწყო ორი დიდი მსოფლიო ტური. 2005 წლის 2 ივლისს როჯერ უოტერსი შეუერთდა ჯგუფს ჰაიდ პარკში, კონცერტზე Live 8.მან და გილმორმა დაივიწყეს ძველი კონფლიქტები და შერიგდნენ.ამჟამად გილმორის მომავალი ჯგუფთან მიმართებაში უცნობია.

სოლო-კარიერა

პინკ ფლოიდში ალბომების ჩაწერის გარდა, დევიდს აქვს პროდიუსერად, ხმის ინჟინრად და სოლო-კარიერის გამოცდილება.1978 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი David Gilmour, ხოლო 1984-ში - About Face (პირველი ალბომის მხარდასაჭერი ტური არ გამართულა, ხოლო მეორე ალბომს მოჰყვა საკმაოდ შთამბეჭდავი საკონცერტო ტური).

2001 და 2002 წელს მან გამართა რამდენიმე ნახევრად აკუსტიკური სოლო-კონცერტი ლონდონსა და პარიზში, რომელიც ასევე გამოიცა ვიდეოფილმის სახით.მისი მესამე სოლო-ალბომი, On An Island გამოვიდა 2006 წლის 6 მარტს, მუსიკოსის 60-ე დაბადების დღეზე.ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად და მოჰყვა გრანდიოზული კონცერტების სერია - თავდაპირველად ევროპაში, შემდეგ - შტატებში, შემდეგ კი კვლავ ევროპაში.კონცერტებზე მასთან ერთად ასევე უკრავდა თითქმის ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პინკ ფლოიდის წინა ტურებში, რიჩარდ რაიტთან ერთად.

სხვა მუსიკოსებთან

სოლო და პინკ ფლოიდთან მოღვაწეობასთან ერთად, დევიდ გილმორი არის წარმატებული პროდიუსერიც.იგი უკრავდა და პროდიუსერობას უწევდა სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელს, როგორებიც არიან კეიტ ბუში, გრეის ჯონსი, ტომ ჯონსი, ელტონ ჯონი, ბი ბი კინგი, პოლ მაკარტნი, ჯონ ლენონი, სემ ბრაუნი, ჯულს ჰოლანდი, ბობ დილანი, პიტ ტაუნშენდი, The Who, სუპეტრემპი, ლევონ ჰელმი, ალან პარსონსი, [u]Duran Duran და სხვები.
[/u]
მუსიკალური სტილი

გილმორს აქვს ძალიან სპეციფიური შესრულების ტექნიკა და სტილი, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა ბლიუზს.მისი სოლოები ითვლება კომპოზიციურად სრულყოფილ და ემოციურ ნამუშევრებად.ინტერვიუებში იგი ამბობს, რომ თავად მიაღწია ამ დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელ წლებში სურდა უფრო მეტად "ჰარისონობა" ან "კლეპტონობა".იგი აგრეთვე იყენებს უამრავ საინტერესო სპეც-ეფექტს.

სხვადასხვა სოლოს შესრულებისას იგი ხშირად იცვლის გიტარებს.მისი საყვარელი გიტარაა "ფენდერი", თუმცა, მის ხელში ამ ინსტრუმენტს საკმაოდ ორიგინალური ჟღერადობა აქვს და ეს უფრო მეტად თავად მუსიკოსის დამსახურებაა.

იგი აგრეთვე უკრავს სხვა ინსტრუმენტებზეც - კლავიშებზე, დასარტყამებზე და საქსოფონზე.პინკ ფლოიდის სხვადასხვა სიმღერაში მან დაუკრა ბას გიტარაზეც.

1996 წელს დევიდ გილმორი, როგორც პინკ ფლოიდის წევრი, შეყვანილი იქნა როკ'ენ'როლის დიდების დარბაზში.

2006 წლის აგვისტოში მისი სოლო სიმღერიდან "Comfortably Numb" ჟურნალის "Planet Rock" მკითხველებმა დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო სოლოდ.



ოჯახი

პირველი ქორწინებისგან გილმორს ჰყავს ოთხი შვილი: ელისი (დ. 1976), კლერი (დ. 1980), სარა (დ. 1982) და მეტიუ (დ. 1985).ისინი დადიოდნენ ვალდორფის სკოლაში, მაგრამ, მუსიკოსის თქმით, განათლების პროცესი საშინელი იყო.მეორე ქორწინებისაგან, ჟურნალისტ პოლი სემსონთან ერთად, მას ჰყავს ოთხი შვილი.ერთ-ერთი მათგანი, ჩარლი, პოლის წინა ქორწინებისაგან ჰყავდა.მისი ხმა ჟღერს პინკ ფლოიდის სიმღერის "High Hopes" ფინალში.

ფილანტროპი გილმორი

2003 წლის მაისში დევიდმა მიჰყიდა ლონდონის სახლი ერლ სპენსერს (ლედი დიანას ძმას) და გადარიცხა £3.6 მილიონი (დაახლოებით 5.9 მილიონი დოლარი) უსახლკარო და ფსიქიურად ავადმყოფი ხალხის დახმარების ფონდში.იგი აგრეთვე ეხმარება ფსიქიურად დაავადებულ ადამიანთა დახმარების ევროპულ ორგანიზაციას, "გრინპისს", "ემნესტი ინტერნეშენელს" და სხვა ფონდებს.

2003 წლის ნოემბერში, ფილანტროპიისათვის და მუსიკაში წვლილის შეტანისათვის მან მიიღო ბრიტანული იმპერიის ორდენი

სხვა ჰობი


დევიდ გილმორი აგრეთვე არის გამოცდილი პილოტი.მისი კომპანიის, Intrepid Aviation ეგიდით, მან შეაგროვა ისტორიული თვითმფრინავების კოლექცია.შემდგომში მან გადაწყვიტა ამ კომპანიის გაყიდვა და დაიტოვა მხოლოდ მცირე ზომის თვითმფრინავი.

დეივი თუ დევიდი

მიუხედავად რბილი ხასიათისა, დევიდი ღიზიანდება, როდესაც მას უწოდებენ "დეივს".მისივე თქმით, იგი არასოდეს იყენებდა ამ ზედმეტსახელს.მიუხედავად ამისა, პინკ ფლოიდის დანარჩენი სამი წევრი მას ხშირად უწოდებდა "დეივს".ალბომებზე "Meddle" და "David Gilmour" იგი ნახსენებია, როგორც "დეივი". საგულისხმოა, რომ 2001 წელს, ცნობილი მწერლის, დუგლას ადამსის გარდაცვალების შემდეგ, ამ ადამიანისადმი მიძღნილ ინტერნეტ ფორუმზე დევიდმა გამოაქვეყნა გზავნილი, სადაც იგი ხელს აწერს: "შენი მეგობარი და ფანი, დეივი".

ზე კაცი:X
17 Oct 2009
ასე ტკბილად შევაბერდით ერთმანეთს))
დიდიხსნის ცოლქმრობა გვაკავშირებს))
თU რჩევები დაგჭირდათ რამე მოგვმართეთ))
მალე ოქროს ქორწილი გვექნება^^


არმცემოთ პს.
17 Oct 2009
სახელი : ნიკა
გვარი: რასაჭიროა
ასაკი:გზეტა 1500 წლის... =\
ჰობი: პფს მოსმენა=|



ის ძაღლი ვარ)
ბოლო მნახველები


29 Oct 2009 - 22:34


29 Oct 2009 - 18:31
Guest


24 Oct 2009 - 15:59


23 Oct 2009 - 18:37


21 Oct 2009 - 14:47

კომენტარები
dluncha_bimi
1 wlis xar Tan mdedrobiti? :)) :)) :)) eg kai iyo chagetvala :)) :))
18 Oct 2009 - 13:19
Daughter
suchemibiwi : X
17 Oct 2009 - 21:03

ამხანაგები
ამხანაგები არ მოიძებნა.
  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 18th September 2019 - 04:17 PM


IPS Driver Error

IPS Driver Error

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here