IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
 
გამოხმაურება  ახალი თემა
> საინტერესო ფაქტები ისტორიაში, აუხსნელი, მაგრამ ფაქტი
tmt
post Nov 14 2009, 11:16 AM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანები უკვალოდ იკარგებოდნენ..

აუხსნელი, მაგრამ ფაქტი..

ისტორია №1
1889 წელს 30 ივლისს ინგლისურმა გაზეთმა "დეილი ქრონიკსმა" გამოაქვეყნა ცნობა ვინმე მისტერ მაკმილანის შესახებ -
იგი იყო მსხვილი გამომცემლობის "მაკმილანის" მფლობელი.

იმავე წლის 13 ივლისს მაკმილანი ავიდა მთა ოლიმპოზე - დაინახეს როგორ უქნევდა იგი ხელს მთიდან ახლობლებს, რის მერეც მაკმილანი გაქრა.
რა თქმა უდნა პირველი რაც გაიფიქრეს, იყო ის- რომ მას რაღაც უბედური შემთხვევა შეემთხვა - და ძებნა გამოაცხადეს - მიუხედავად იმისა, რომ მას მრავალი მაშველი ეძებდა და საკმაოდ დიდ ხანს - კვალს ვერ მიაგნეს..



ისტორია№2
1809 წელს საბინა ბარინგგულდი წიგნში "ისტორიული უცნაურობანი" - წერდა, რომ ვინმე ბატონი ბატჰერსტი გამოვიდა თავისი ლუდის სარდაფიდან და გაეშურა თავისი ეტლისაკენ..
იგი მივიდა თავის ცხენებთან და მერე ის უკვე არავის უნახავს!
იგი უცნაურად გაქრა!



ისტორია №3

1769 წელს საინტერესოდ დაიკარგა მისტერ ოუენ პარფიტი.

ეს იყო ყოფილი მეკობრე, რომელიც თავის სიბერეს წყნარად ატარებდა შეპტონ -მალეტში - ეს იყო პატარა დასახლება სომერსეტის საგრაფოში. ინგლისში

მას სიბერეში დამბლა განუვითარდა და მას ნათესავი უვლიდა - ახლობელმა გოგონამ ერთ დღეს მას სუფთა ჰაერზე გაიყვანა, პლედი შემოახვია და სავარძელში დასვა სახლის შემოსასვლელთან - ხოლო ზურგის უკან კი პატარა ბალიში დაუდო. თავად კი მცირე ხნით გავიდა საქმეებზე -
როცა ნათესავი დაბრუნდა, ოუენი სავარძელში აღარ იყო - მოხუცი გაქრა!
პლედი - ბალიში და სავარძელი თავის ადგილზე იყო - ხოლო მოხუცი კი უეცრად გაუჩინარდა!
თვითონ დამოუკიდებლად ის ვერსად წავიდოდა - მას დამბლა ჰქონდა,
ხოლო იქვე ახლოს მომუშავე მეზობლებმა აღნიშნეს, რომ სახლთან ახლოს არავის ჩაუვლიაო და არც რაიმე უცნაური ხმა გაგვიგიაო!

ასეთი უცნაური გაუჩინარება რა თქმა უნდა წარმოშობდა ჭორებს - რომ ოუენი სატანამ წაიყვანაო - ვინაიდან ის ადრე მეკობრე იყო!
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:17 AM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



საინტერესო ისტორიებია ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით

http://www.nvkz.kuzbass.net/mystery/bermuda/bermuda.htm
პირველად ბერმუდის სამკუთხედში ადამიანების დაკარგვაზე დაწერა Associated Press -ის კორესპონდენტმა - ჯონსმა 1950 წელს - ამ ადგილს მან ეშმაკის ზღვა უწოდა.
ტერმინი "ბერმუდის სამკუთხედი" შემოიღო ვინსენტ გლადისმა 1964 წელს, ერთ ერთ ჟურნალში, სადაც სპირიტიზმზე იყო საუბარი.

ამ პუბლიკაციების მერე დაიწყო ამ თემის გარშემო ბუმი.

1974 წელს ცარლზ ბერლიცმა გამოუშვა წიგნი - "ბერმუდი სამკუთხედი" სადაც თავმოყრილი იყო ყველა ისტორიული ფაქტი ამ ადგილზე, და ამის მერე ეს ადგილი გახდა ნადვილ სენსაციად.
თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ ბევრი ისტორიული ფაქტი არ იყო ზუსტად მითითებული.

1975 წელს კი გამოვიდა წიგნი ლოურენს დევიდ კუშესი -«Бермудский треугольник: мифы и реальность», სადაც ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არაფერი სენსაციური ამ ადგილში არ ხდებოდა.
ისე კი საინტერესო იქნებოდა ამ ისტორიების ნახვა

http://www.nvkz.kuzbass.net/mystery/bermuda/bermuda.htm

აი დაღუპული გემების სია ამ სამკუთხედში

Номер Судно
Год Номер
1 "Розали" 1840
2 "Белла" 1854
3 "Мэри Селест" 1872

4 "Аталанта" 1880
5 "Эллен Остин" 1881
6 "Фрея" 1902
7 "Спрей" 1909
8 "Циклоп" 1918
9 "Кэрролл А. Диринг" 1921
10 "Раифуку-мару" 1925
11 "Котопакси" 1925
12 "Судуффко" 1926
13 "Ставенгер" 1931
14 "Джон энд Мэри" 1932
15 "Ла Дахама" 1935
16 "Глориа Колита" 1940
17 "Протеус" 1941
17 "Нереус" 1941
18 "Рубикон" 1944
20 "Сити Белл" 1946
23 "Дрифтвуд" 1948
27 "Сандра" 1950
30 "Саутерн Дистриктс" 1954
31 "Коннемара IV" 1955
33 "Ривонок" 1958
36 "Марин Салфер Куин" 1963
37 "Сно'Бой" 1963
41 "Уичкрафт" 1967
42 "Скорпион"(подв. лодка) 1968
43 "Тинмут Электрон" 1969
44 Лодка Билла Верити 1969
45 "Джилли Бин" 1970
46 "Элизабет" 1971
47 "Эль Кэриб" 1971
48 "В. А. Фогг" 1972
49 "Норт Вэриент" 1973
49 "Анита" 1973
50 "Линда" 1973
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:18 AM
წერილი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ეს დაკარგული თვითფრინავების სია:

Самолет Год
19-е звено "Эвенджеров" 1945
"Мартин Маринер" 1945
B-17g Flying Fortress
"Стар Тайгер" 1948
"Дуглас DC-3" ("Дакота") 1948
"Стар Эриел" 1949
"Глоубмастер" 1950
"Йорк" 1953
"Супер-Констеллеишн" 1954
"Мартин Марлин" 1956
"КВ-50" 1962
"Пайпер Апаш" 1962
Две машины "КС-135" 1963
"С-119" 1965
"ЧейсУС-122" 1967
"Бичкрафт-Бонанза" 1967
"Пайпер Апаш"

ამათში ყველაზე სენსაციური იყო პირველი შემთხვევა, როცა ევენჯერის ტიპს 5 თვითმფრინავი 1945 წელს უცნაურად დაიკარგა ამ არეალში და მათ კოორდინატები აერიათ.
http://www.nvkz.kuzbass.net/mystery/bermuda/bermuda.htm

ასეთი უნდა ყოფილიყო ეს სასწავლო გაფრენა გეგმის მიხედვით, მაგრამ ეს თვითმფრინავები ვერ დაბრუნდა უკან ბაზაზე.


ფლორიდის ბაზიდან 2 საათზე აფრინდა 5 თვითმფრინავი,
დახლოებით 2 საათის მერე, როცა მათ უკვე აეღოთ კურსი ბაზისაკენ, უცებ გაისმა კაპიტანის აღელვებული ხმა -

"ჩვენ არ ვიცით სად ვართ, ვერ ვხედავთ ვერაფერს, ვერ ვხედავთ მიწას, ოკეანე რაღაც სხვანაირად გამოიყურება...."

ფრენის პროცესში თვითმფრინავის მფრინავებმა აურიეს კოორდინატები, ვერ გაიკვლიეს გზა და არსებობს მათი ხმის ჩანაწერი, სადაც ისინი ძალზე აღელვებულები იყვნენ, ელემენტარულად ვერ შეძლეს კოორდინაცია მზის მიხედვით, რომელიც ამ დროს მათ წინ უნდა ყოფილიყო.
თითქოს იყო მზიანი ამინდი და ხილვადობაც კარგი უნდა ყოფილიყო.
უცნაური რამ მოხდა....

მათ სასველად დაუშვეს მაშველი თვითმფრინავი "მარტინ მარინერი" 13 კაცით ბორტზე -
- ამ ტიპის თვითმფრინავებს შეეძლოთ დაჯდომა ზღვაზე და სამაშველო ოპერაციის ჩატარება, მაგრამ საოცარი ისაა, რომ ეს მაშველი თვითმფრინავიც დაიკარგა....
ბაზაზე განგაში ატყდა -
მეორე დღეს ათეულობით თვითმფრინავი გაუშვეს საძებნელად -მაგრამ დღესაც გაურკვეველია - რა მოხდა.
თითქოს გაქრნენო უკვალოდ.

აი აქაა აღწერილი დაწვრილებით იმ დღის ქრონიკა
Последовало долгое молчание, затем снова послышался голос лейтенанта Тейлора:
- Мы не знаем, где запад, все очень странно. Мы не можем определить направление, а океан выглядит не так, как обычно.
Диспетчеры были поражены. Даже если компас у командира неисправен, на запад лететь несложно, ведь впереди солнце. Но из сообщений было видно, что экипаж почему-то не может ориентироваться по солнцу. В микрофоне слышались возбужденные голоса членов экипажа, звено по-прежнему держалось вместе. В 16 ч 00 мин командир, очевидно охваченный паникой, передал управление другому пилоту. В 16 ч 25 мин новый командир вызвал базу:
- Мы не знаем, где находимся, возможно, милях в 220 северо-восточнее базы, скорее всего, мы...
Голос стал затихать, а потом и совсем исчез. К взлету был подготовлен спасательный самолет типа «Мартин Маринер» с 13 членами экипажа. Этот самолет был оснащен всеми спасательными средствами и мог совершить посадку на воду даже при очень высокой волне. Командно-диспетчерский пункт пытался сообщить 19-му звену, что им послана помощь, но ответа не получил. Спасательный самолет «Мартин Маринер» передал по радио несколько обычных сообщений, подтвердил, что приближается к району местонахождения 19-го звена, но пока ничего не обнаружил. И снова тишина...
Была объявлена общая тревога, с разных баз на Флориде один за другим поднимались в воздух самолеты, из портов Бермудских и Багамских островов, а также Флориды отправлялись поисковые суда
.
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:18 AM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისტორიაში -


ვინ ხართ თქვენ - ბატონო სენ-ჟერმენ.?...



სენ ჟერმენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცანაა...
მის შესახებ წერს ალექსანდრე პუშკინი თავის ნაწარმოებში - "პიკის დამა"
Вы слышали о графе Сен-Жермене, о котором рассказывают так много чудесного. Вы знаете, что он выдавал себя за вечного жида, за изобретателя жизненного эликсира и философского камня, и прочая. Над ним смеялись, как над шарлатаном, а Казанова в своих “Записках” говорит, что он был шпион; впрочем, Сен-Жермен, несмотря на свою таинственность, имел очень почтенную наружность и был в обществе очень любезный”.

ჯერ ჯერობით არავინ იცის თუ საიდან მოვიდა ის მე-18 საუკუნის ევროპაში..


ეს პორტრეტი მის სიცოცხელაში დაწერილი.
ის გამოჩდა უეცრად, ყოველგვარი წარსულის გარეშე - როცა ეკითხებოდნენ მის წარმომავლობაზე - ის იღიმოდა და შეკითხვას უპასუხოდ ტოვებდა..
ის მოგზაურობდა მთელს ევროპაში ძირითადად ამ სახელით - ისტორიაში ის დაფიქსირებულია ბერლინში, გააგაში, ლონდონში, პარიზში და სანკტ-პეტერბურგში. მიუხედავა იმისა, რომ მის წარმომავლობაზე არავინ არაფერი იცოდა - მან იოლად დაიკავა ცენტრალური ადგილი ევროპის ქვეყნების უმაღლეს ელიტარულ საზოგადოებაში. ლუდოვიკო XV-ს კარზეც კი .

გარეგნულად ეს იყო საშუალო სიმაღლის ლამაზი, ელეგანტური მამაკაცი, გარეგნულად ის 40-50 წელს მისცემდით. სწორი ნაკვთები, ოდნავ ხორბლისფერი კანი, და მეტად მომაჯადოვებელი ჭკვიანური გამოხედვა. მასში ინტელექტუალი იგრძნობოდა.
მთავარი გამოცანა კი სენ ჟერმენში ისაა, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ის გაუთავებლად მოგზაურობდა ევროპაში - ის საერთოდ არ იცვლებოდა გარეგნულად!
სენ ჟერმენი გამოირჩეოდა დახვეწილი მანერებით და ბუნებრივად იყო არისტოკრატი, ერთნაირად თავშეკავებულად და დიდებულად ეჭირა თავი მეფესთან, აზნაურებთან და უბრალო ადამიანებთან, მას არასოდეს არ ჰქონდა ფულის პრობლემა, ეწეოდა მდიდარ და ხელგაშლილი ცხოვრებას, იყო მეტად ზომიერი ურთიერთობაში, გაგიჟებამდე უყვარდა ძვირფასი ქვები და ყოველთვის ატარებდა უძვირფასეს ბრილიანტებს. თან ყოველთვის დაჰქონდა ზარდახშა, რომელიც პირამდე სავსე იყო ძვრიფასი ქვებით და მათ ხშირად ათვალიერებინებდა სტუმრებს. მისი სიმდიდრის წყარო გაურკვეველი რჩება დღემდე.

და კიდევ სენ ჟერმენი იყო მეტად განათლებული ადამიანი,
მან სრულყოფილად იცოდა თითქმის ყველა ევროპული ენა,
და თანაც ფრანგებს იტალიელებს გერმანელებს პორტუგალიელებს ისე სრულყოფილად ელაპარაკებოდა- რომ ყველა მათგანს თავისისანი ეგონებოდა, თანაც მშვებივრად ფლობდა თითოეული ევროპული ენის კილოებსაც,
გარდა ამისა მან ბრწყინვალედ იცოდა არაბული, ჩინური, თურქული, უნგრული, და რუსული. ბრწყინვალედ უკრავდა რამდენიმე ისტრუმენტზე - არფაზე, ვიოლინოზე, გიტარაზე, პიანინოზე, მან დაწერა რამდენიმე პიესა და ოპერაც კი. ძალიან კარგად ხატავდა და მშვენივრად ერკვეოდა ხელოვნებაში.
სენ ჟერმენმა კარგად იცოდა ქიმია, მინერალოგია.
ცნობილია ასეთი ფაქტი მომხდარი 1757 წელს - ლუდივიკო XV-ს ჰქონდა დიდი ალმასი, რომელსაც ბზარი ჰქონია. სენ-ჟერმენმა წაიღო ეს ალმასი და რამდენიმე დღეში აბსოლუტურად სრული დაუბრუნა მეფეს. და ასეთი რამ მან რამდენიმეჯერ გაიმეორა სხვა დიდგვაროვნებთანაც.
მაგრამ მთავარი გამოცანა - რაც სენ_ჯერმენთანაა დაკავშირებული - ეს იყო მის მიერ ისტორიის სრულყოფილი ცოდნა.
მას შეეძლო ისტორიული ფაქტები ისეთი დაწვრილებით მოეყოლა, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ამ ფაქტების მომსწრე თავად იყო.

როცა ლუდოვიკო XIV -ზე ჰყვებოდა ასეთ რაღაცეებს, კიდევ ჰო,
მაგრამ როცა გადადიოდა უძველეს ამბებზე - და ერთხელ წამოსცდა კიდეც - იესოს ველაპარაკებოდიო - ეს შოკში აგდებდა მსმენელს.
ერთხელ იგი შეხვდა ერთ მოხუც არისტოკრატს- რომელმაც მის დანახვაზე პირი დააღო - 40 წლის წინ როცა ის მოხუცი ყმაწვილი იყო, მაშინ უნახავს სენ ჟერმენი -
ახლა კი, როცა ის ბებერი იყო - სენჟერმენი ისევ ისეთი გამოიყურებოდა.
Порой появление графа приводило в растерянность пожилых аристократов, припоминавших вдруг, что они уже встречали этого человека — давно, еще в детстве или юности, в светских салонах времен “Короля-Солнце”. Причем с тех пор он совершенно не изменился.
სენ ჯერმენზე ლეგენდები დადიოდა,
ამბობდნენ რომ მან იცოდა უკვდავების ელექსირის რეცეპტი.

ზოგი ამბობდა, რომ მან შეიცნო ფილოსოფიური ქვის საიდუმლო.
იმასაც ამბობდნენ - ადამიანებს უწინასწარმეტყველებდაო მათ ბედს და მომავალს.
ინკვიზიიის დომუნემტებში არის ჩანაწერი, სადაც იმ დროის ავანტიურისტი გრაფი კალიოსტო აღიარებდა, რომ ოდესღაც ის ესტუმრა გრაფ სენ ჟერმენს და საკუთარი თვალით უნახავს უკვდავების ელექსირი.
იმასაც ამბობდნენ სენ ერმენი ტამპლიერების უმაღლესი ორდენოსანი იყოო.
გრაფთან შეხვედრას აღწერს კაზანოვაც. თითქოს გრაფმა მას გამოართვა სპილენძის მონეტა- რაღაც მანიპულაციები ჩაატარა მასზე და უკან დაუბრუნა როგორც ოქროს მონეტა.
იმასაც ამბობდნენ, გრაფი პირადად იცნობდა იულიუს კეისარსო.
როცა მის მსახურს ჰკითხეს - ეს მართალი იყო თუ არა -მნ უპასუხა -
- არ ვიცი ბატონებო - მე მისი მსახური მხოლოდ 300 წელია რაც ვარო...

სინამდვილეში კი არავინ იცის,
ვინ იყო გრაფი სენ ჟერმენი.

http://www.mirf.ru/Articles/art115.htm
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:21 AM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



გრაფი სენ-ჟერმენი - ადამიანი არსაიდან



გრაფი სენ-ჟერმენი XVIII საუკუნის ევროპაში "არსაიდან" გამოჩნდა, ევროპას საკუთარი "ანაბეჭდი" დაუტოვა და ასევე "არსაით" გაემგზავრა. ეს იყო აბსოლუტურად გამოუცნობი და იდუმალი ადამიანი, რომელიც უაქცენტოდ საუბრობდა თითქმის ევროპულ ენაზე (და არა მარტო ევროპულ ენებზე), ჰქონდა ბრწყინვალე განათლება და შეეძლო ყველა საქმის უცდომელად კეთება (ვიოლინოზე ვირტუოზულად დაკვრა) და გასამრჯელოს არავისგან არასდროს იღებდა (თვით მონარქებისგანაც კი). თუმცა, ის უფრო ცნობილია როგორც ალქიმიკოსი, ასტროლოგი და წინასწარმეტყველი.


მისი დაბადების (ასევე სიკვდილის) დრო და ადგილი უცნობია – ერთი ვერსიით მისი დაბადების და სიკვდილის თარიღებია – 1696–1784, მეორე ვერსიით 1710-1795 წლები. არსებობს ვერსია, რომ ის იყო უნგრელი თავადი რაკოცი.
ეს სიმპატიური, განათლებული და საკმაოდ მდიდარი ადამიანი ევროპაში პირველად 1740-იან წლებში იტალიის სამეფო კარზე გამოჩნდა, შემდეგ იმყოფებოდა ავსტრიის, ინგლისის, ჰოლანდიისა და რუსეთის სამეფო კარზეც. საფრანგეთში მისი მფარველები ლუდოვიკო XV და მადამ პომპადური, ხოლო ავსტრიაში კი ფრანციკ I იყვნენ, ძალიან ახლო მეგობრობდა აკავშირებდა რუსეთის დედოფალთან, ეკატერინე II-სთან და რუს გრაფებთან ძმებ ალექსი და გრიგორი ორლოვებთან. სხვა წყაროებით, სანამ სენ-ჟერმენი ევროპაში გამოჩნდებოდა, მანამდე 1736-43 წლებში... სპარსეთის შაჰის ნადირის მრჩეველი იყო (ეს ის ნადირ-შაჰია, რომელსაც ერეკლე II ინდოეთის ლაშქრობაში ახლდა).
ის არასდროს მალავდა, რომ სენ-ჟერმენი გამოგონილი გვარი იყო, თუმცა მას სხვა უამრავი გვარიც ჰქონდა – რომში ის მარკიზ მონფერა იყო, ვენეციაში – გრაფი ბელამარე, პიზაში – კავალერი შენინგემი, მილანში – კავალერი უელფონომი (ინგლისელი), გენუსა და ლივორნოში – გრაფი სალტიკოვი (რუსი), შვაბსა და ტროისდორფში – გრაფი ცაროკი, დრეზდენში – გრაფი რაკოცი, პარიზში, ლონდონში, ჰააგასა და სანკტ-პეტერბურგში – გრაფი სენ-ჟერ-მენი.


ის სამართლიანად ითვლება XVIII საუკუნის ყველაზე გამოუცნობ ადამიანად. ამასთან საერთაშორისო არენიდან მისი გაქრობის (ან მისი სიკვდილის) შემდეგ, მისმა მიმდევარმა და თაყვანისმცემელმა გრაფმა კარლ გესენსკიმ სენ-ჟერმენის წიგნები და ჩანაწერები გაანადგურა (თუმცა გადარჩა რამოდენიმე მის მიერ დაწერილი სახელმძღვანელო ალქიმიისა და ოკულტური მედიცინის შესახებ).
როგორ ცნობილია, მადამ პომპადურს საფრანგეთში საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა, სენ-ჟერმენს სწორედ მისი გავლენით საფრანგეთში გზა ხსნილი ჰქონდა. რასაკვირველია ამისთვისთვის ის მადამ პომპადურს საკმაოდ პრაქტიკულ რჩევებსა და... სილამაზის შესანარჩუნებელ ელექსირებს აძლევდა. მან ლუდოვიკო XV-ს განუცხადა, რომ ის დედამიწაზე მრავალი ათასი წელია ცხოვრობს და ებრაულ წყაროებში მოხსენიებული "მარადი ურია" სწორედ ის არის(?!).
1750-იან წლების ბოლოს ის რუს გრაფ გრიგოლი ორლოვის მიწვევით ჩადის რუსეთში, სადაც მას საკმაოდ თბილად ხვდებიან. ის აქ წინასწარმეტყველებს რუსეთის მეფის პეტრე III-ს ძალადობრივ სიკვდილს (ის 1762 წელს გამოუცნობ ვითარებაში მოკლეს, რომლის შემდეგ რუსეთის ტახტზე მისი ცოლი – ეკატერინე II ავიდა). სენ–ჟერმენმა ორლოვს იმ პერიოდისთვის შემაძრწუნებელი მოვლენა უწინასწარმეტყველა – მასა და დედოფალს ვაჟი გაუჩნდებოდათ. ამ ცნობის გამო გრაფმა ორლოვმა კინაღამ შოკი მიიღო, თუმცა ამ შემთხვევიდან დაახლოებით ოთხ-ხუთ წელში, დედოფალმა ეკატერინე II-მ მისივე ფავორიტისგან გრიგოლი ორლოვისგან უკანონო ვაჟი გაააჩინა (უნდა ითქვას, რომ დედოფალი ისე მოიხიბლა სენ-ჟერმენის პიროვნებით, რომ შემდგომ, როდესაც რუსეთს სხვა ალქიმიკოსი კალიოსტრო ესტუმრა, მასაც უდიდესი პატივი სცა)...


სხვათა შორის, როდესაც 1848 წელს, ნაპოლეონ III საფრანგეთის სათავეში მოვიდა, მაშინვე დაინტერესდა სენ-ჟერმენის ჩანაწერებით და მისი ბრძანებით შეკრიბეს გადარჩენილი წიგნები თუ წინასწარმეტყველებები. საქმე კი იმაში იყო, რომ სენ-ჟერმენმა იწინასწარმეტყველა, რომ XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთს "კორსიკელი არწივი გადაუფრენდა, რომელიც ათი წლის განმავლობაში ასი წლის საქმეს გააკეთებდა". სენ-ჟერმენი იქვე იუწყებოდა, რომ როდესაც "კორსიკელ არწივს ფრთებს დააჭრიდნენ", იგი მაინც "აღდგებოდა – სხვისი სახელით". ნაპოლეონ III მართლაც ნაპოლეონ I ბონაპარტის ნათესავი და მისი მოსახელე იყო. როგორც ჩანს, ნაპოლეონ III-ს ეიმედებოდა, რომ სენ-ჟერმენის ჩანაწერებში კიდევ მრავალ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ის ამ ჩანაწერებს გაეცნო და იქ მისთვის უსიამოვნო წინასწარმეტყველებები აღმოაჩინა, მისი აფიშირებიდან თავი შეიკავა. ფაქტი კი ის იყო, რომ ნაპოლეონ III მმართველობის ბოლოს მოუწყეს სახელმწიფო გადატრიალება და ამის გამო მას მოუხდა სახელმიფოს მართვის ფორმის შეცვლა, ამის შემდგომ კი ის პრუსიის წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს ტყვედ ჩავარდა.
სენ–ჟერმენი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. მისი პიროვნება მრავალი მწერლის თემა გახდა. ცნობილმა ფანრგმა მწერალმა ვიქტორ ჰიუგომ მას მიუძღვნა პიესა "რიუ ბლაზი", ასევე ფრანგმა ენციკლოპედისტმა გრიმმა ის საკუთარ ნაწარმოებში მოიხსენია, ხოლო ხოლო იტალიელი ავანტიურისტი და მექალთანე ჯაკომო კაზანოვა საკუთარ მემუარებში გრაფ სენ ჟერმენთან შეხვედრას აღწერს.
P. S. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა - სხვა და სხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ჩნდება ცნობები, რომ... სენ-ჟერმენი პირადად ნახეს (1812 წელს პარიზში, 1814 წელს ვენეციაში, 1912 წელს სანკტ-პეტერბურგში, 1939 წელს პარიზში და ა. შ.).

http://zodiaqo.blogspot.com/2009/02/blog-post_27.html

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 14 2009, 11:22 AM
 
 

გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 18th September 2019 - 07:56 AM