IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
2 გვერდები V   1 2 >  
გამოხმაურება  ახალი თემა
> დამწვრობა
dluncha_bimi
post Oct 7 2010, 11:31 AM
წერილი #1


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817





დამწვრობა ეწოდება ორგანიზმზე თერმული, ქიმიური ან სხივური ენერგიის ზემოქმედებით განვითარებულ დაზიანებას.

თერმულ დამწვრობას იწვევს მაღლი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, გავარვარებული მკვრივი საგანი, ცხელი ადუღებული სითხე,
ორთქლი, ცხელი აირი, მზის სხივები და სხვა.
დამწვრობის სიმძიმეს განსაზღვრავს დამწვარი ზედაპირის სიფართე და სიღრმე.
რაც უფრო ფართო და ღრმაა დამწვარი ზედაპირი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.

არჩევენ 4 ხარისხის დამწვრობას:

I ხარისხის დამწვრობას ახასიათებს კანის შეწითლება, შეშუპება და ტკივილი.
II ხარისხის დამწვრობის დროს კანი უფრო ღრმად ზიანდება, მისი ზერელე შრის ეპიდერიმისის ქვეშ გროვდება გამჭვირვალე სითხე, რომელიც შემდგომში შეიძლება დაჩირქდეს. ბუშტუკები უმეტესად ვითარდება დამწვრობის მიღებისთანავე ან 24 საათის შემდეგ. ეს დამოკიდებულია თერმული აგენტის ტემპერატურასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე.
მეორე ხარისხის დამწვრობის დროს ტკივილი უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. სავსე მრავალრიცხოვანი ბუშტუკების მეშვეობით ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით პლაზმას (სითზეს), რასაც "თეთრი სისხლდენა" ეწოდება.
III ხარისხის დამწვრობისას აღინიშნება ქსოვილთა ნეკროზი დამწვარ ზედაპირზე შვი ფერის ქერქის წარმოქმნით. ამ დროს კანის დვრილოვანი შრე ნაწილობრივ ან მთლიანად ზიანდება. თუ დვრილოვანი შრე მოსპობილია, კანის მთლიანი რეგენერაცია არ ხდება და მის მაგიერ ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება.
IV ხარისხის დამწვრობა კანის, რბილი ქსოვილებისა და ზოგჯერ ძვლის დანახშირებას ნიშნავს.

პირველი დახმარების აღმოჩენა იწყება შემთხვევის ადგილზე, რაც გულისხმობს დამწვრობის გამომწვევი თერმული აგენტის მოქმედების შეწყვეტას - ცეცხლის ჩაქრობას ან დაზიანებულის გამოყვანას დამწვრობის ზონიდან, ტანსაცმელზე მოდებული ალის ჩაქრობას, ნახვევის დადებას, ტკივილგამაყუჩებელი და საგულე საშუალებების გაკეთებას, სატრანსპორტო იმობილიზაციას.
ტკივილის აცილების მიზნით უმჯობესია დაზიანებული ტანსაცმელი გახდის მაგივრად შემოვაჭრათ ან შემოვახიოთ.
დიდი ფართობის დაზიანების შემთხვევაში უმჯობესია ზეწრის შემოხვევა.
შოკის აცილების მიზნით უნდა ვეცადოთ ჩვენი ყოველგვარი მოქმედება იყოს ნაკლებ მტკივნეული, გარდა ამისა ვერიდოთ ინფექციის შეტანას დამწვრობის ზონაში. წყლით ან რაიმე სხვა ანტისეპტიკური ხსნარებით დამწვარი ზედაპირის მობანა მიზანშეწონილი არ არის. უმჯობესია დავადოთ მშრალი ნახვევი და ავადმყოფი გადავაგზავნოთ ქირურგიულ განყოფილებაში კვალიფიციური დახმარების აღმოსაჩენად. .
როგორ ვიქცევით?
მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება ცხელი საგნის მოცილებით არ წყდება. მან ტემპერატურა ჩვენს უჯრედებს უკვე გადასცა და ქვემოთ მდებარე უჯრედებისთვის აგრესორად აქცია. გრილი გამდინარე წყალი საუკეთესო გზაა, რომ უჯრედებს ”სიცხე” ნორმამდე დავუწიოთ და დამწვრობის გაღრმავებას ხელი შევუშალოთ. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს ცივი წყლის ნაკადს დამწვარი ადგილი 5 წუთით მაინც უნდა შეუშვიროთ, მეორე ხარისხის დამწვრობის დროს კი 15 წუთით.
გაგრილების შემდეგ შეაფასეთ, დამოუკიდებლადაც შეიძლება მოქმედება თუ ექიმთან ხართ წასასვლელი (იხ. ქვემოთ). დამწვარ ადგილზე შეხორცების ხელშემწყობი და ანტიმიკრობული მალამო გადაისვით (მაგალითად, სალბესანი). შეხვევა აუცილებელი არ არის, მთავარია, ჭრილობა სუფთად შეინახოთ. თუ ისეთ ადგილზეა, რომ ადვილი შესაძლებელია, დაგესვაროთ, მშრალად და ფაშარად შეიხვიეთ.
დღეში ერთხელ მაინც ჯერ ხელები დაიბანეთ კარგად, შემდეგ კი დაზიანებული არე ფრთხილად ჩამოიბანეთ და მალამოს ახალი ფენა გადაუსვით.
თუ ტკივილი შემაწუხებელი და აუტანელია, შეგიძლიათ, ტკივილგამაყუჩებელი (მაგალითად, დიკლოფეროლი, კეტოლონგი, მაგენოლი) მიიღოთ.
აკრძალულია!
-არ წაისვათ ზეთი, კარაქი, ცხიმოვან ფუძეზე მომზადებული მალამო – მსგავსი საშუალებები ჭრილობაში ტენს აკავებს და ბაქტერიებს სათბურის პირობებს უქმნის.
- არ გახეთქოთ დამწვრობაზე გაჩენილი ბუშტუკები.
- არ გამოიყენოთ ყინული ან ყინულივით ცივი წყალი მეორე ხარისხის დამწვრობის დროს.


წერილი შეიცვალა. dluncha_bimi: Oct 7 2010, 11:39 AM


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
dluncha_bimi
post Oct 7 2010, 11:40 AM
წერილი #2


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



მესამე ხარისხის დამწვრობისას, სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, თვითშემოქმედება, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი თავის მტრობაა.
პირდაპირ ექიმს ან დამწვრობის ცენტრს მიაშურეთ, მანამდე კი შეგიძლიათ,
დამწვარ არეზე ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სტერილური დოლბანდი გადაიფაროთ
(გზაში საფენი დროდადრო ამავე ხსნარით დაასველეთ, რომ არ გამოშრეს).
გარდა III ხარისხის დამწვრობისა, რომელიც დაუყოვნებელ სამედიცინო მეთვალყურეობას მოითხოვს,
გეზი თეთრხალათებიანებისკენ აიღეთ, თუ
- I ან II ხარისხის დამწვრობის დიამეტრი 5-7 სმ-ს აღემატება


წერილი შეიცვალა. dluncha_bimi: Oct 7 2010, 11:40 AM


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
dluncha_bimi
post Oct 7 2010, 10:06 PM
წერილი #3


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



ადრე პატარაობაში დედაჩემის დაუკითხავათ ავიღე უთო ჩუმათ და დავიწყე ცხვირსახოცების გაუთოვება.
ხოდა ზუსტად იმ მომენტში გადიოდა მულტფილმი მაუგლი .
გავერთე ყურებაში და ეს უთო ინსტიქტურად მივიდე მუცელზე ჭიპთან ახლოს,
4 თუ 5 ის ვიყავი მაშინ ზუსტად არ მახსოვს... ჩემი კივილი მთელმა სამეზობლომ გაიგო.
საბედნიეროთ სერიოზული სახის დამწვრობა არ მიმიღია პატარაზე მქონდა დამწვარი, მაგრამ შრამი კარგა ხანს მეტყობოდა..
საბოლოოთ შრამიც გამიქრა და ეხლა არაფერი არ მეტყობა smile.gif


წერილი შეიცვალა. dluncha_bimi: Oct 7 2010, 10:09 PM


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
okulone
post Jul 19 2011, 11:02 AM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 5,793
რეგისტ: 15-December 07
წევრის ნომერი: 18



დამწვრობის ცენტრში მერამდენე მოზარდი წევს უკვე გარუჯვის მიზნით ლეღვის ფოთლის ნახარშის გადავლებით. უკანასკნელს სხეულის 65% აქვს დამწვარი sad.gif


ჯანმო გაფრთხილებთ ლეღვის ნახარში არ გადაივლოთ გარუჯვის მიზნით vis.gif vis.gif vis.gif
 
 
okulone
post Jul 19 2011, 04:14 PM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 5,793
რეგისტ: 15-December 07
წევრის ნომერი: 18



ამბობენ მდგომარეობა სტაბილურია მაგრამ ისევ რეანიმაციაში ტოვებენო
 
 
okulone
post Jul 20 2011, 03:49 PM
წერილი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 5,793
რეგისტ: 15-December 07
წევრის ნომერი: 18



ვაიმეეე, გუშინ ერთი დაიწვა კიდევ ანალოგიურად კანის 79% დამწვრობით, და დღეს კიდევ ერთი 50% დამწვრობით vis.gif
 
 
ibn-al-ashar
post Jul 20 2011, 08:27 PM
წერილი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 674
რეგისტ: 26-December 07
წევრის ნომერი: 26



ლეღვის ფოთოლი მე სტრატეგიულ ადგილზე ასაფარებლად ვიცოდი. რას არ გაიგებს კაცი. არ გაიშვას მაგათი თვითშემოქმედება.
 
 
okulone
post Jul 20 2011, 08:56 PM
წერილი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 5,793
რეგისტ: 15-December 07
წევრის ნომერი: 18



ibn-al-ashar

მე მურაბის სახითაც ვიცი ლეღვი და ბევრად უსაფრთხოა მინდა გითხრა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

წერილი შეიცვალა. okulone: Jul 20 2011, 08:57 PM
 
 
okulone
post Jul 21 2011, 07:50 PM
წერილი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 5,793
რეგისტ: 15-December 07
წევრის ნომერი: 18



ლეღვის ნახარში იწვევს ქიმიურ დაწვრობას!!!


ერთერთმა დაზარალებულმა თქვა რომ რეპორტაჟის გასვლის შემდეგ გადაწყვიტა ნახარშის გამოყენება. ეგონა რომ დაწვრობა იმიტომ მიიღო წინამორბედმა, რომ მდუღარე ნახარში გაივლო, ჰოოოდა მაცივარში გააცივა და ...... keh.gif wow.gif

წერილი შეიცვალა. okulone: Jul 21 2011, 07:51 PM
 
 
dluncha_bimi
post Jul 25 2011, 07:14 PM
წერილი #10


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



okulone
QUOTE
ერთერთმა დაზარალებულმა თქვა რომ რეპორტაჟის გასვლის შემდეგ გადაწყვიტა ნახარშის გამოყენება. ეგონა რომ დაწვრობა იმიტომ მიიღო წინამორბედმა, რომ მდუღარე ნახარში გაივლო, ჰოოოდა მაცივარში გააცივა და ......

მაგას მეც ვუყურე გაგიჟდა ეს ხალხი რა sad.gif
თავის თავის მტრები თვითონ არიან რა რასაც გაიგებენ განა ყველაფერი უნდა გადაისხან biggrin.gif
ისიც აღარ აინტერესებთ მთელი საათობით მზეზე წოლა რამხელა საფრთხესთანაა დაკავშირებული გინდა კანის კიბო ავიღოთ და გინდა საშინელი დამწვრობა


წერილი შეიცვალა. dluncha_bimi: Jul 25 2011, 07:14 PM


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
okulone
post Jul 26 2011, 12:38 PM
წერილი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 5,793
რეგისტ: 15-December 07
წევრის ნომერი: 18



dluncha_bimi
ინტერვიუში თქვა მაგ გოგომ რომ ძალიან გამიკვირდა რომ მეც დავიწვიო და დღემდე არ მჯერა რომ დამწვარი ვარო. ეგონა რომ მას არაფერი მოუვიდოდა რადგან ცივი გადაივლო eek.gif
 
 
dluncha_bimi
post Jul 26 2011, 03:09 PM
წერილი #12


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



ლეღვის ფოთოლში რო გავიგე რა ნივთიერებები შედის პირი ღია დამრჩა. აქამდე არ ვიცოდი.

ცხელი ხო ნაკლებს შვრება და ეხლა ცივი მითუმეტეს სამმაგათ საშიში ყოფილა

არ ვარ გარუჯვის გიჟი. რასაც ქვია კაი რუჯი ცხოვრებაში არ მქონია
ზღვაზეც არ მიყვარს სიარული და რომც მინდოდეს კაკაოსფერი კანი იმ ცხელი მზის ქვეშ ვერ გავძლებ 10 წუთიც რო მივიღო პატარა რუჯი მაინც.
ის კი არა ზაფხულში სულ სახლში მინდა ხოლმე ყოფნა ამ საშინელი მზის გამო არსად გასვლა არ მინდ ახოლმე


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
okulone
post Jul 26 2011, 10:12 PM
წერილი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 5,793
რეგისტ: 15-December 07
წევრის ნომერი: 18



ლეღვის მურაბასაც რომ აკეთებენ სპეციალური ტექნოლოგიაა საჭირო რომ ის მავნე ნივთიერება განეიტრალდეს smile.gif
 
 
dluncha_bimi
post Jul 28 2011, 07:58 PM
წერილი #14


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



ზუგდიდის საავადმყოფოშიც მიიყვანეს ლეღვის ფოთლის ნახარშ გადასმული გოგო.
და მდგომარეობა იმდენათ მძიმე ქონია თბილიში უნდა გადმოიყვანონო დღეს მოვისმინე იმედზე ზუგდიდში ჯერ პირველი შემთხვევააო ამ გზით დამწვარი პაციენტი რო შემოვიდაო უფრო ბევრი შემთხვევები ქუთაისში და თბილისში არიო
დავიჯერო თავის ჯამრთელობაზე მეტათ ურჩევნიათ ეს გარუჯვა თუ რა არი ვერ გავიგე
ამ რუჯის გამო რასაც არ იქნება იმას რო კეთებენ ხოლმე


წერილი შეიცვალა. dluncha_bimi: Jul 28 2011, 08:01 PM


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
okulone
post Jul 28 2011, 10:03 PM
წერილი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 5,793
რეგისტ: 15-December 07
წევრის ნომერი: 18



dluncha_bimi

ხომ არიან ღირსნი მაგრად დასცინო? ეგ ქლიავებიიიიიიიიიიიი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
 
 

2 გვერდები V   1 2 >
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 18th September 2019 - 04:33 PM