IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
> ქართულ-სომხური ურთიერთობები., რა უნდათ, რას გვერჩიან, რას გვემართლებიან
rezolomi
post May 18 2010, 09:00 PM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



დავწეროთ ყველაფერი , თუ რამე კითხავა წამოიჭრება ,ვეცადოთ გავცეთ პასუხი. ალბათ ნელ ნელა მოგვიწევს ილია მართალი ჭავჭავაძის " ქვათა ღაღადის" ნაბიჯ ნაბიჯ გარჩევა.

---------მიხეილ თამარაშვილი აღფრთოანებას ვერ მალავდა : ,,რა სიამოვნებით წავიკითხე ილია ჭავჭავაძის "ქვქთა ღაღადი" ძლიერ მომეწონა’’. პასუხიც ამას ჰქვია, მ.თამარაშვილი იმასაც ამბობდა როცა ჩემს ,, პასუხად სომხის მწერლებს’’ ვწერდი, ილიას ,,ქვათა ღაღადი’’ სახარებასავით წინ მქონდა გადაშლილი, თვალს რომ ვავლებდი, ძალა მემატებოდაო: ,,იმედი მაქვს, ეს ჩემი წიგნი მიებოძოს ,,ქვათა რაღადსა’’. რადგან ყველაფერი სიმართლით დაწერილი მაქვსო შ.ლომსაძის ტანახმად, ,,ქვათა ღაღადი’’ სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა შორის, ,,ფერიქოვის სკოლასა და მონასტერში კოლექტიურად იკითხებოდა ხოლმე, რომელსაც შემდეგ აბზაცობით შიფრავდნენ’’, ე.თაყაიშვილის გადმოცემით ,,ერთი კაცი.. (რევულუციის შემდეგ დიპლომატად მუშაობდა), იმან სულ ზეპირად იცოდა ის წიგნი (,,ქვათა ღაღადი’’ -- ა.ა.) სახარებასავით’’/ ი.მანსვეტაშვილი აღნიშნავს, რომ უკვე მოხუცი ილია ,,გაშმაგებული’’ გაალმასებული წერდა თავის ,,ქვის ღაღადს’’. გაშმაგება, გაალმასება გამოუწვევია სომეხთა გარკვეულ წრეების მისწრაფებას, გაესომხებინათ საქართველო. ისინი ცდილობდნეო ,,სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელ ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, მთელს ჩვენს სისხლითმოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამის თვითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა’’.
ზ.ჭიჭინაძე თავის წიგნში - ქართველი გრიგორიანელები’’ (ავტორად გამოცხადებულია ,,შავშელი’’, რაც ზ.ჭიჭინაძის ფსევდონიმია) - აღნიშნავს : 1904 წ აგვისტოს ,,მურჭში. (თბილისში გამომავალი სომხური ჟურნალი) ილია სომეხი ხალხის მტრად იხსენიება. ,,ასეთი ცილი და ბოროტების დაწამება ილ.ჭავჭავაძის საწინააღმდეგოთ ერტხელ არ ყოფილა და ორჯერ, არამედ მრავალჯერ და მრავალი ალაგას’’
------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------„ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს;
-----------------------------------მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს“...
................................................................................
......................რუსთაველი


------------------------

წერილი შეიცვალა. tmt: May 23 2010, 11:05 AM
 
 
 
ახალი თემა
გამოხმაურებები
rezolomi
post Oct 1 2010, 07:49 AM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



ფრთხილად! სომხები გვიტევენ





ილიას “ქვათა ღაღადზე” უკეთესად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წლების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეაქციულ სომეხთა ნაწილი “ჩაკრულოსა” და ასლან ერისთავის მიერ შესრულებულ “მრავალჟამიერს” (მეორენაირად – ასლანურს) გვეცილებოდა. რატომ ამოირჩიეს სომხებმა მაინცდამაინც “ჩაკრულო” და “მრავალჟამიერი”?

ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ამას იმით ხსნის, რომ ქართული ხალხური სიმღერა “ჩაკრულო” კოსმოსში წავიდა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო ერისიონის ეს ცნობილი ჩანაწერი, ხოლო “მრავალჟამიერი” ყველასთვის მისაღები და საყვარელი სიმღერაა. “ქართულ და სომხურ მელოდიებს შორის არანაირი მსგავსება არ არსებობს. ქართულ სიმღერებში ისეთი სულია, რა გვაქვს ვინმესთან საერთო?”, – კითხულობს ჭკუასელი.

ჯემალ ჭკუასელი სხვა შემთვევასაც იხსენებს: „შეიძლება არ იცოდეთ, რომ მსგავსი პრეცენდენტი ადრეც მოხდა. 1989 წელს სან-ფრანცისკოში შეწუხებულმა ქართველებმა ფირფიტა მომიტანეს, ისინი აღშფოთებას ვერ მალავდნენ, დაგვღუპეს სომხებმაო. ფირფირტაში 15-20 სიმღერა იყო შეტანილი, მათ შორის, “ჩაკრულო”, ხოლო სომხებს ფირფიტაზე წაეწერათ: “სომხური სიმღერები”.

შევუტიე ქართველებს, მერე თქვენ, ქართული დიასპორა, აქ რას აკეთებთ-მეთქი? ვიფიქრე, ეტყობა ქართული დიასპორა ისე ძლიერი ვერაა, როგორც სომხების, ამიტომ ფირფიტა საქართველოში ჩამოვიტანე. ცეკაში ერთ-ერთ დიდკაცს მივუტანე, ცოცხალი აღარაა და არ მინდა, მისი გვარი დავასახელო. ვუთხარი, ვიღუპებით, ნახეთ, რა არის-თქო. გადაირია, ეს რა ვნახე, ნახე, მაგათ რას ვუზამო. სადაც საჭირო იყო, დარეკვასაც შემპირდა, მაგრამ თავი არ შეუწუხებია.

შევეხმიანე, რატომღაც არ ისურვა ჩემთან დალაპარაკება. მაინც არ მოვეშვი, შედეგად ის მივიღე, რომ ფირფიტა დამიკარგეს იმ მოტივით, სომხებს არ ვაწყენინოთო. უკვე ეჭვიც შემეპარა იმ კაცის ქართველობაში. დღეს გამოჩნდნენ არაქართველები, რომლებიც იჩემებენ ქართველობას. სახის ფერით, თვალებით, ბუნებით, ხასიათით ქართველი არაა და იჩემებს, ქართველი ვარო. ასეთები აბაზად გაყიდიან საკუთარ ქვეყანასაც”.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არმენოლოგი ალექსანდრე აბდალაძე:
- ისტორიულ წიაღსვლას თუ მივყვებით, დავრწმუნდებით, რომ სომხეთი უძველესი დროიდანვე ცდილობდა, კავკასიაში დიდ სახელმწიფოდ გადაქცევას. ამიტომაც არსებობს გამოთქმა “დიდი სომხეთი.” მათი მესვეურები, მეფეები, მოგვიანებით კი საეკლესიო პირები ცდილობდნენ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დაპყრობასა და გასომხებას. ასეთივე გეგმა ჰქონდათ ტაო-კლარჯეთთან მიმართებით. ისტორიულად ტაო-კლარჯეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული აჭარაც.

ქართველები ამას აცნობიერებდნენ?
- რა თქმა უნდა, ქართველები გულხელდაკრეფილნი სულაც არ იყვნენ, ისინი ებრძოდნენ და იგერიებდნენ დიდ დამპყრობლებს, დიდ იმპერიებს და, ცხადია, სომხების შემოტევასაც წინ არაერთხელ აღუდგნენ. ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ შეეჩერებინათ სომეხთა აგრესია ქართული მიწების მიმართ და, როგორც კი ჩვენი მეზობლები მიიტაცებდნენ ქართულ მიწებს, ზოგჯერ მალევე, ზოგჯერ კი მოგვიანებით უკან იბრუნებდნენ. ასე ხდებოდა ძველ დროში, ვგულისხმობ პირველ და მომდევნო საუკუნეებს.

თუკი გადმოვინაცვლებთ მე-20 ს-ში აღმოჩნდება, რომ 1918 წლისთვის სომხური პრობლემა კვლავაც განახლდა.
- მოხდა ისე, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთმა ამიერკავკასიაში საყრდენად მიიჩნია სომხეთი. საერთოდ, ცნობილია, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობაში დიდი უსამართლობა ჩაიდინა. კერძოდ, 1783 წლის ტრაქტატის მიხედვით, საქართველო რუსეთისაგან ითხოვდა, ქართული სახელმწიფოებრიობა ხელუხლებლად დარჩენილიყო, რის შემდეგაც, ქართველებმა, მანამდე ირანისა და თურქეთის ვასალობას, ქრისტიანული რუსეთის ვასალობა ამჯობინეს.

ერთმორწმუნეობას მოჰყვა ქართული სახელმწიფოს რუსეთთან დაახლოება, მაგრამ ჩრდილოელმა მეზობელმა 1801 წელს ვერაგობა ჩაიდინა, ქართული სახელმწიფოებრიობა ერთი ხელის მოსმით მოსპო. ეს თავის დროზე ირანსა და თურქეთსაც არ გაუკეთებია, მათ ეს ვერ შეძლეს. როგორც ჩანს, მოყვრულად მოსული მტერი უფრო საშიშია. ქართული სახელმწიფოს, სამეფოების მოსპობას ქართველები ვერ ეგუებოდნენ და ცდილობდნენ სახელმწიფოებრიობის აღდგენას.

ამას მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში არაერთი აჯანყება მოჰყვა რუსეთის წინააღმდეგ. შემიძლია გავიხსენო 1832 წლის შეთქმულება, უფრო ადრინდელი აჯანყებებიც. ამის გამო რუსები მიიჩნევდნენ, რომ ქართვერლები ურჩი და სეპარატისტული ერია, ხოლო სომხეთს დიდხანს, ყოველ შემთხვევაში, მე-19 საუკუნის ბოლომდე, თავიანთ ერთგულად თვლიდნენ. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ სომხური სახელმწიფო მე-11 საუკუნიდან აღარ არსებობდა, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ. ამ დროს კი რუსეთმა მკვდრეთით აღადგინა სომხეთი, ჩვენი მეზობლები სხვადასხვა ქვეყნიდან (ირანიდან, თურქეთიდან და სხვა) სომხეთში დააბრუნა. რუსებმა ყოველნაირად შეუწყეს ხელი მათ სომხეთში დაბრუნებას.

საქართველოს მსგავსად, სომხეთის დაპყრობა არ უცდია რუსეთს?
- როცა რუსეთი შემოვიდა ამიერკავკასიაში, მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის, სომხეთში თითქმის არ იყო ადგილობრივი მოსახლეობა, მთელ სომხეთში ცხოვრობდა მხოლოდ 25 ათასი სომეხი, რაც ძალიან ცოტაა. 25 ათასი კაცი შეიძლება მხოლოდ ერთ დაბაში ცხოვრობდეს. სომხებს ჰქონდათ გეგმა, რუსეთის დახმარებით აღმდგარიყვნენ. ამიტომ თავდაპირველად მათ არ ჰქონდათ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობისა და სომხური სახელმწიფოებრიობის შექმნის სურვილი.

თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოს მათაც მოუნდათ სახელმწიფოს აღდგენა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ასკვნიდა, რომ სომხეთს რუსეთს იქით გზა არ ჰქონდა. სომხები ყოველთვის უფრო მორჩილნი იქნებოდნენ, ვიდრე ქართველები. ასეთ ვითარებაში რუსეთის ხელშეწყობით, სომხური წრეები, მათი ბურჟუაზია საქართველოში გაძლიერდა. ძველი გეგმაც გაიხსენეს და საქართველოს დაპყრობა-გასომხება განიზრახეს.

რაც შეეხება აჭარას? ეს კუთხე სომხებს განსაკუთრებით იზიდავთ.
- სომხური ბურჟუაზია გამდიდრდა, მთელი საქართველოს ყიდვა მოინდომა და განსაკუთრებით აჭარით დაინტერესდა. 1918 წელს საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. სომხეთში, ჩვენგან განსხვავებით, ეროვნული ხელისუფლება მოვიდა. მათ დიდი სომხეთის შექმნა, პირველ რიგში, საქართველოს ხარჯზე მოინდომეს. ამ მიზნით ნებისმიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელია ზღვაზე გასასვლელის მოპოვება, რაც სომხებმა ბათუმში განიზრახეს.

რამდენადაც ვიცი, სომხებს ლაზეთზეც ჰქონდათ პრეტენზია.
- დიახ, ლაზეთზეც ჰქონდათ პრეტენზია, რომელიც ამჟამად თურქეთშია. სომხებმა ლაზეთის დაქვემდებარების გეგმაც შეიმუშავეს, მაგრამ ეს შედარებით რთული იყო. თურქეთთან ისინი არაერთხელ დამარცხებულან. მოგეხსენებათ, თურქეთმა მათ გენოციდი მოუწყო. ლაზეთზე გავლენის მოპოვებაში დიდ სახელმწიფოთა – ინგლისის, ამერიკის დახმარების იმედი ჰქონდათ. თუმცა უფრო რეალურად მიიჩნიეს ზღვაზე გასასვლელის მოპოვება ბათუმში. ეს ნიშნავს, რომ სომხეთიდან აჭარის გავლით ბათუმამდე რკინიგზა უნდა გაეყვანათ. ასეთნაირად შავ ზღვაზე გასასვლელი უნდა მოეპოვებინათ.

ცივილიზებულ სახელმწიფოსთან როცა გაქვს საქმე, დასაშვებია, ზღვაზე გასასვლელი მეზობელს იჯარით მისცე. ამ დროს კი საქართველოში ქართული ეროვნული წრეები საფუძვლიანად ფიქრობდნენ, რომ სომხეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება ძნელი იყო, რადგან ისინი აჭარისა და ბათუმის დაპყრობას მოინდომებდნენ. ქართველ პატრიოტებს ეჭვის საფუძველს ისიც აძლევდა, რომ 1918 წლის დეკემბერში სომხეთის დაშნაკურმა ხელისუფლებამ ჯარი შემოუსია საქართველოს, თანაც ომის გამოუცხადებლად. ამით მათ ორმაგი ვერაგობა ჩაიდინეს: პირველი, ეს არის ომი იმ საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მფარველობდა სომხებს და იხიზნავდა საქართველოში. და მეორე ვერაგობაა, ომის გამოუცხადებლად სომხების შემოჭრა.

როცა ქართველები ჩაებნენ ამ ომში, საქმეში ჩაერია ინგლისი და ომიც შეწყდა. გაურკვეველი და არასასურველი ვითარება შეიქმნა იმ მხრივ, რომ ქართული მიწა-წყალი – ლორე-ტაშირი – ინგლისის ნებით ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. შემდგომში, უკვე 1921 წელს ლორე-ტაშირი (ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილი) ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს წაართვა და სომხეთს აჩუქა. ეს მაშინ, როცა საუკუნეების მანძილზე ქართველებმა ზღვა სისხლი დაღვარეს ლორე-ტაშირის შესანარჩუნებლად და გასათავისუფლებლად. ასევე, ბოლშევიკურმა რუსეთმა საინგილო წაგვართვა და აზერბაიჯანს გადასცა.

მოკლედ რომ გითხრათ, 1918 წელს, როცა სომხეთმა ომი გააჩაღა საქართველოს წინააღმდეგ, ნახევარი საქართველოს, კერძოდ, აჭარისა და ბათუმის მიტაცებასაც ისახავდნენ მიზნად. თბილისის, გორის, ახალქალაქის, ახალციხის დაპყრობასაც გეგმავდნენ. იმ პერიოდში სომხეთის რუკები გამოიცემოდა, სადაც დაახლოებით ნახევარი საქართველო, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ტერიტორიები სომხეთისთვის იყო მიკუთვნებული.

ასეთია ისტორია, ასეთ ვითარებაში ქართველები ვერ ენდობოდნენ სომხებს. იმ დროს ქართველებმა მოახერხეს, სომხებისათვის არ დაეთმოთ ზღვაზე გასასვლელი. სამწუხაროდ, დღეს შედარებით იოლად ახერხებენ სომხური წრეები, მოიპოვონ გავლენა აჭარაში, ბათუმში. იტალიელი თუ რაიმეს შეიძენს საქართველოში, ეს იმდენად საშიში არაა, როგორც სომხების შენაძენი. ისინი თბილისში რადენიმე ეკლესიას გვედავებიან.

თუ მათთან ურთიერთობას გავითვალისწინებთ, თუ როგორ ვითარებაში მოჰყავდათ ჩვენს მეფეებს ლტოლვილი სომხები და ასახლებდნენ საქართველოში, უსაფუძვლოა მათი პრეტენზია ძირძველ ქართულ ეკლესიებზე. რეაქციული იდეოლოგიის მიმდევარმა სომხებმა ჯერ კიდევ უძველეს დროს თავისებური იდეოლოგია შექმნეს. თითქოს, თუკი ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, რამე სასიკეთო ხდებოდა, ეს კეთდებოდა ან სომხების ან გაქართველებულ სომხეთა (ნასომხარების) მიერ.

მათი იდეოლოგიით, სომხები არიან შემოქმედი ერი, ხოლო ქართველები – სხვისი კულტურული მიღწევების გადამღებნი. ქართული კულტურა თუ არსებობს, ეს თურმე სომხურის გადამღერება ყოფილა. ეს იდეოლოგია დღესაც ცოცხალია და ამ იდეოლოგიის ჩამოყალიბების პროცესში ყოველთვის გადასწვდებიან ხოლმე საქართველოს.

მე-19 საუკუნეში საქართველოს საქმე ისე წაუვიდა, რომ რუსეთის დახმარებით სომეხთა მრავალრიცხოვანი წრეები ფიქრობდნენ, მთელი საქართველო (პირველ რიგში, აღმოსავლეთ საქართველო) გაესომხებინათ, მიესაკუთრებინათ. ამას ქართველების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

გულისხმობთ ილიას “ქვათა ღაღადს”?
- არა მარტო. ილიას გარდა, გავიხსენოთ იგივე აკაკი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა. სამწუხაროდ, საქმეს არ ეშველა. მათ სურდათ ნახევარი საქართველოსა და თბილისის დაპყრობა.

რატომ მაინცდამაინც ქართველები ამოიღეს მიზანში? ტერიტორიული სიახლოვის გარდა მათი პერიოდული შემოტევები იმითაც ხომ არ უნდა აიხსნას, რომ ქართველები მოვისუსტებთ ეროვნული პოზიციის დაცვაში, რითაც ისინი სარგებლობენ?
- რა თქმა უნდა. 90-იან წლებში სომხების რეაქციულმა ნაწილმა გამოაქვეყნა ასეთი წერილი: “ქართველი ერი დღეს არ არსებობს,” ეს ცალკეულ კუთხეთა კონგლომერატია, ამიტომაც შეგვიძლია მათი დამარცხება და ჯავახეთის სომხეთთან შეერთება. მათი აზრით, ქართველებში სათანადო დონეზე არ იყო ეროვნული შეგნება, ამდენად, სომხებს შეეძლოთ ამიერკავკასიაში მიზნის განხორციელება.

ისინი ნოეს შთამომავლებად მიიჩნევენ თავს. არარატი ნამდვილად მათ ეკუთვნით?
- ეს უკვე ლეგენდების სფეროა. საერთოდ, მეცნიერებაში მიღებულია, რომ სომხები შედარებით გვიან არიან მოსულნი ამიერკავკასიაში. არსებობს მონაცემი, რომ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე სხვა ტომები ცხოვრობდნენ. შესაძლოა ვიფიქროთ, საუბარია ქართველურ ტომებზე, რომლებიც ოდესღაც არარატის მიდამოებში ბინადრობდნენ. თუმცა სომხებმა მოახერხეს ზოგიერთი ქართული ტომის განდევნა არარატიდან ან გასომხება.

მართალია, რომ მათი რეაქციული აქტივისტები, თბილისს სომხურ ქალაქად მიიჩნევდნენ?
- მთელი მე-19 საუკუნის, ასევე, მე-20 საუკუნის დასაწყისში, სომხები აცხადებდნენ, რომ თბილისი სომხური ქალაქია. დღესაც გვსმენია მათი რადიკალებისგან ასეთი სიცრუე. ცხადია, ესეც ზღაპარია. თბილისი არასდროს ყოფილა სომხური ქალაქი. უბრალოდ, სომხებმა თავიანთი სამშობლო მიატოვეს, ისინი იყვნენ ხიზნები, მათი სახელმწიფო მე-11 საუკუნეში დაეცა. გარკვეულ მიზეზთა გამო ქართველები მათ იფარავდნენ.

როგორც ამბობენ, ერთ-ერთმა სომეხმა ბერიას ჯავახეთის გადაცემა მოსთხოვა, რის გამოც ბერიამ იგი საკუთარ კაბინეტში მოკლა.
- დიახ. როგორც ისტორიკოსს, ფაქტებით მიყვარს საუბარი. თუმცა ვერსიის დონეზე მსგავსი გადმოცემა მართლაც არსებობს. როგორც აღვნიშნეთ, 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა ქართველებს ლორე-ტაშირი (ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში) წაართვა და გადასცა სომხებს. მადა ჭამაში მოდის და სომხების პრეტენზიები ამით არ დასრულებულა. მათ ჯავახეთის მისაკუთრებაც მოინდომეს, რაც მიუღებელი იყო საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისთვის.

ერთ-ერთი ვერსიით, სომხეთის ცეკას მდივანი, გვარად ხანჯიანი შევიდა ბერიასთან კაბინეტში და სომხებისთვის ჯავახეთის მითვისების პრეტენზია წაუყენა. ამაზე შეკამათდნენ და ბერიამ ხანჯიანი თავისივე კაბინეტში რევოლვერით მოკლა.

მანანა ნოზაძე
 
 

Posts in this topic
- rezolomi   ქართულ-სომხური ურთიერთობები.   May 18 2010, 09:00 PM
- - tmt   სომხების ბუნებაა ა...   May 19 2010, 08:33 AM
- - rezolomi   ეს ბუნება არ არის. ---...   May 19 2010, 10:51 AM
- - rezolomi   მოუსმინეთ ამას დამ...   May 19 2010, 11:43 PM
- - rezolomi   ჩვენთვის სავსებით ...   May 23 2010, 11:08 AM
- - tmt   ჰაიკი არა ჰაიასი - ...   May 23 2010, 11:15 AM
- - rezolomi   , რუსებმა უკვე დაად...   May 24 2010, 04:01 PM
- - rezolomi   როდის დაიწყო? საიდ...   May 31 2010, 07:26 AM
- - tuji   ისტორიიდან ვიცით რ...   May 31 2010, 07:48 AM
- - rezolomi   "საერთოდ კავკასი...   May 31 2010, 04:28 PM
- - rezolomi   საერთოდ, სომხებმა ...   May 31 2010, 05:23 PM
- - rezolomi   1919; Капанцян 1975, 342-379; Абаев 1...   Sep 1 2010, 10:17 AM
- - tabo   მე არ მაინტერესებს...   Sep 21 2010, 04:13 PM
- - rezolomi   სომხური ტერორიზმი ...   Sep 25 2010, 09:06 PM
- - rezolomi   ფრთხილად! სომხებ...   Oct 1 2010, 07:49 AM
- - rezolomi   კილიკიის სომხეთის ...   Oct 11 2010, 10:05 AM
- - rezolomi   QUOTE კილიკიის სომხეთ...   Oct 11 2010, 10:06 AM
- - rezolomi   უმადური – ვისაც მა...   Oct 13 2010, 06:51 AM
- - rezolomi   "ჩემი ტელეფონი გა...   Oct 13 2010, 07:09 AM
- - tmt   სომხების ბუნება ად...   Oct 15 2010, 08:19 AM
- - rezolomi   В.Л. Величко 1904г “ Кавказъ...   Oct 17 2010, 02:49 PM


გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 18th August 2019 - 08:20 PM