IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
 
გამოხმაურება  ახალი თემა
> სახელოვანი ქართველები, ჩვენი სიამაყე
tmt
post Jan 3 2010, 04:59 PM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მარო მაყაშვილი


მარიამ (მაყო) მაყაშვილი (დ. 25 აგვისტო, 1902, — გ. 20 თებერვალი, 1921[1]), მოწყალების და; დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგმომებთან.

მარო მაყაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახი. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილო დაიჭრა კეფაში 19 თებერვალს. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები.



1921 წლის თებერვალი იდგა. ათასნაირი ჯურის მტერთან ყოველი მხრივ ნაბრძოლი, დაფლეთილი და გაძარცული საქართველო თავგანწირვით იცავდა დამოუკიდებლობას. ბოლო დარტყმა წინ იყო - დედაქალაქს ბარბაროსული წითელი არმია უახლოვდებოდა. საქართველო ფეხზე დადგა. უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა მთელი სასიცოცხლო ძალები მოიკრიბა, რომ სტუდენტებისთვის ეთქვა - ახლა სწავლის დრო აღარ არის, სამშობლო უნდა დავიცვათო... სულ რამდენიმე თვის წინ ომებში ჩახოცილი მამების შვილებმა საბრძოლო რაზმებში დაიწყეს ჩაწერა.

ფრონტზე წავიდა 19 წლის მარო მაყაშვილიც - კოტე მაყაშვილის გაზრდილი ასული, ლამაზი, სათნო და ჭკვიანი. თებერვლის თოვლსა და ტალახში, სისხლსა და სიკვდილში ნირი არ შესცვლია - ცრემლით აცილებდა სულთმობრძავ მეგობრებს. ცოცხლებს ჭრილობებიდან ტყვიებს უღებდა და უხვევდა... მერე ტყვია თავადაც მოხვდა - კეფა შეუნგრია... ქაშვეთში გადმოასვენეს და ნატყვიარი რომ დაეფარათ, ლამაზი თავი თეთრი ხილაბანდით შეუკრეს. ის უკვე აღარ იყო პატარა ქართველი ქალი, გმირად იქცა და მთელი საქართველო დასტიროდა... პანაშვიდს საქართველოს პატრიარქი აღუსრულებდა... მერე იქვე, პირდაპირ სამხედრო ტაძარში გადაასვენეს და კოჯორში დახოცილი იუნკრების გვერდით დაკრძალეს.
მაროს დიდ მწერლობას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ დღიურის ორი დიდი რვეულის და პატარა მოთხრობების გარდა არაფერი დარჩა.


მისი მშობლები ყველასთვის ცნობილი კოტე მაყაშვილი და ეკატერინე გაბაშვილის ასული, თამარ მაყაშვილი იყვნენ.



მარო მაყაშვილის დღიური

...დღეს დაგვიდგა უბედური დღე. დღეს შემოვიდა გერმანელის ჯარი და ქართველების ჯარი სიმღერით დაუხვდა. ჩვენ წავედით სანახავად... ჩასუქებული მხარბეჭიანი გერმანელები ხიშტებით ხელში შუა ქუჩაში იდგნენ და ხალხი მათ გარს შემოხვეოდა... მე ისეთი გრძნობა მქონდა, ვითომ ვიღაცა მახლობელს ასაფლავებდნენ. მღეროდნენ ქართველები, მაგრამ გულში რა ჰქონდათ? სევდა და დაღონება. მოვიშორეთ ერთი ბატონი, მონობისაგან გავთავისუფლდით, ახლა კი ახალი უღელი დავიდგით. ღმერთო, მამაზეციერო, რა დააშავა ამ პატარა ერმა, რომ მთელ თავის ჯავრს ჩვენზედ იყრი... ჩემზე ამან ისე იმოქმედა, რომ ტირილიც კი მინდოდა. აი, რისთვის ვიბრძოდით.
1918 წლის 12 ივნისი.
…ჩვენ წინ გაიარა პაოლო იაშვილმა. მასთან ჩემი შორეული ნათესავი იყო. მე დავუკარი მას თავი. პაოლომ შეამჩნია... ისე მიყურებდა, რომ ძალიან გამიკვირდა... ბოლოს, ერთ კუთხეში დავდექით. ჩვენ პირდაპირ დადგნენ პაოლო, ტიტე ტაბიძე და ორი პოეტი, არ ვიცი მათი გვარები. მე ვდგევარ და ვწითლდები. ყველანი მე მიყურებენ... ელიჩკამ ხომ გამიწყალა გული - ”იჰ, მარო, ნუ ღელავ, ნუ წითლდები...” პაოლოს უკითხავს ჩემზედ, ვინ არის ესო. ნინა მაყაშვილი ეუბნება: ”ეს კოტე მაყაშვილის ქალიაო, ”კოტესი!” გაუკვირდათ, ყველანი მობრუნდნენ, დამიწყეს ყურება. პაოლომაც. მე გავწითლდი, მოვავლე ხელი ქეთოს და გავიქეცით...
1918 წელი, 28 ივნისი.
...ამას წინათ მეხუთედ შემხვდა ”ის”. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს, არ ვიცი, რისთვის, იმიტომ, რომ ვწითლდები, თუ... ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის... ამას წინათ თეთრ ჩოხაში ვნახე, შესანიშნავი იყო...
რაღაც მემართება. ახლა ძალიან შემემჩნა მარტოობა. მინდა დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ...
20 მარიამობისთვე.
...მინდა საზღვარგარეთ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი... ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს? 17 ენკენისთვე.
...თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ.
10 ოქტომბერი, 1918 წელი.
...ეჰ, რა დროს პირად გრძნობაზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. გათავდა მსოფლიო ომი. ვიფიქრეთ, პატარა და დიდი მტრები ეხლა მოისვენებენო. არა! ახლა პატარებმა, უმნიშვნელო, უსინდისო და კიდევ სხვა ერმა - სომხებმა გამოუცხადეს ომი! მერე ვის? ქართველებს. ლაჩრები. რამდენი სიკეთე ვუყავით, ათასობით ლტოლვილი, გლეხები, შიმშილს და სიკვდილს გადავარჩინეთ, მეზობლებათ და მეგობრებათ ვთვლიდით... გუშინ ულტიმატუმი წამოუყენა სომხის მთავრობამ ერევანისა - ქართველებს. ახალქალაქი, ახალციხე, ჯავახეთი დაგვიცალეთო, თბილისი ნეიტრალურ ქალაქად გახადეთო. შორიდან გულადები, უნამუსოები... ეხლა ისე დავეცემით და გავლაჩრდებით, რომ ესენი ავასრულოთ? სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. ქართველი ძალიან მომთმენია, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მსხვერპლი დიდი იქნება. აი, რა არის საშიში, ღმერთო! ნუთუ მაგისთანა უსინდისო ხალხზე შენი კურთხევა წამოვა! არა მგონია, არა! მაშ დაიცადეთ, მგონი, დაგავიწყდათ ქართველების მუშტის გემო? ძალა რომ მქონდეს მე...
რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა.
17 დეკემბერი (ახ. სტილით).
...თბილისი თანდათან ივსება ინგლისელების ჯარით... ხან ფრანგები გვეწვევიან, ხან გერმანელები, ხან სომხები, ახლა ინგლისელები. რას გააკეთებენ აქ, არ ვიცი...
თანდათან რაღაც მეპარება მე გულში, რაღაც ახალი გრძნობა, ტკბილი, სასიამოვნო. ერთ ვინმეს რომ დავინახავ ხოლმე, გული ძგერას დამიწყებს და სისხლი თავში ამივარდება. მე არ ვიცნობ მას. არ ვიცი მისი სახელი, ამგვარი ნეტავ ვინ არის? მაგრამ მგონია, გავიგებ მალე.
4 იანვარი, 1919 წ.
...მდგომარეობა უცვლელია. დენიკინი ჯარით არც ახლოვდება, არც მიდის. კრებები გაუთავებელია. ამ დღეებში მობილიზაცია მოხდებაო. ოჰ! როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად. როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა. რათ ვუნდივართ ჩვენ სხვებს... დაგვანებონ თავი...
...აბა, რას ვერჩით დენიკინს, რა უნდა ჩვენგან? არა. ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება.
1919 წ.
...მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა...
გუშინ, არ ვიცი რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის 1 საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის, მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი...
30 ივლისი
...საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ... თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო.
 
 
tmt
post Jan 7 2010, 04:55 PM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350





ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი; -
დ. 1863 წლის 3 იანვარი [სხვა ვერსიით 5 ივნისი], ლიხაური, ოზურგეთის მაზრა - გ. 1953 წლის 21 თებერვალი, თბილისი) - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ეს უკანასკნელი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო “კორდონის უფროსად” იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.
მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს:” ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია”. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.
მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.
ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.
სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერს: ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი...”. 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით. უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა: აღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით და თან ქართველმცოდნეობაშიც “გატეხია ენა”. საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და კანდიდატის ხარისხი მიიღო.



1887 - 1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.

1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში.

«საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე - ექვთიმე თაყაიშვილი»


1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია “პარხლის სახარება”. ამას მოჰყვა შატბერდული “მოქცევაი ქართლისაის” ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა “ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა”. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ "ხელმწიფის კარის გარიგება" მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს "აბდულმესიანის”, “თამარიანისს”, “ვისრამიანის”, “ამირანდარეჯანიანის”, “როსტომიანის”, “ქილილა და დამანას”, “რუსუდანიანის”, “ომანიანის”, თეიმურაზ I თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი". ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული "ვეფხისტყაოსნისა", რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.

1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით “წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.

ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს. 1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას, ყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს.

«ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო "მოხალისე", "მოყვარული", მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს.»
(პროფესორი მიხაკო წერეთელი)
1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველო). პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში.
ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს "მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის" მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია "ძველი საქართველო" და "საქართველოს სიძველენი". იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.
«საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . . რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოავსწარი . . . . არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე სერნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას! - ექვთიმე თაყაიშვილი»


ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი თბილისში

ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე.

დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა მიატოვა.

ემიგრაცია (1921-1945) -
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.

საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი"-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "Georgica" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.

გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.

«თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა.»
(ექვთიმე თაყაიშვილი)

განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე.

ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული ოფისი". რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც
.



1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.

ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში მისი მუზეუმია განთავსებული.


ექვთიმე ღვთისკაცის ხატი


წერილი შეიცვალა. tmt: Jan 7 2010, 04:57 PM
 
 
tmt
post Jan 10 2010, 10:59 AM
წერილი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ეძღვნება კომუნისტების დაუძინებელ მტერს მიხა ხელაშვილს
რომელმაც ვაჟკაცური სახელი დატოვა და ვაჟკაცურად იცხოვრა ამ ქვეყანაზე.
http://forum.ge/?f=9&showtopic=33705129&st=0


მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი, 1900, სოფ. ახადი, — გ. 25 იანვარი, 1925, სოფ. ჩარგალი), ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წწ. ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.
ავტორია პოპულარული ლექსებისა (მ.შ. „ლექსო ამოგთქომ“), რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წწ. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.

მის პოეზიას რომელსაც აქამდე საქართველოში ხალხურად იცნობდნენ იმიტომ რომ კომუნისტ-სატანებს არ უნდოდათ ამისთანა პოეზიის ავტორი როგორც კომუნისტების დაუძინებელი მტერი გამოჩენილიყო საქვეყნოდ.
სამწუხაროდ არც დღეს აქვს კუთვნილი ადგილი ამ სამშობლოსთვის თავდადებული ვაჟკაცის ხსოვნას. მე პირადად მაქვს ბედნიერება მისი და მენახა და მახსოვს აწ გარდაცვლილი ქალბატონი პელაგია ხელაშვილი რომელიც ცხოვრობდა დედოფლისწყაროს რაინში კერძოდ სოფელ ქვემო-ქედში. მისი შთამომავალი, შვილიშვილი ზურა მგელაშვილი კი ჩემი ახლო მეგობარია და მგელაანთ ბალღი მგლურად არის შაყვარებული თავის ქვეყანაზე.
საქართველო პოეზიის ქვეყანაა, მაგრამ მელექსეობით განთქმულ ქვეყნიერების ამ კუთხეშიც კი გამორჩეულნი არიან ფშაველნი. თითქმის ყველა ფშაველმა ზეპირად იცის მშობლიური პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, ლამის ყოველი ფშაველი პოეტია; და თვით ფშავშიც კი, რომლის წიაღშიც იშვნენ ვაჟა-ფშაველა, ბაჩანა და მრავალნი და მრავალნი შესანიშნავნი სახალხო მთქმელნი, განსაკუთრებით უყვართ მიხა ხელაშვილი, მისი დიდებული ლექსის და დიდებით მოსილი ცხოვრების გამო; მისი ლექსისა - რაიც მოჰგავდა მის ცხოვრებას, მისი ცხოვრებისა - რაიც მოჰგავდა მისსავე ლექსს, ლექსი მისი და ცხოვრება მისი ხომ ერთიმეორის ექო-გამოძახილი გახლავთ.

სოფელ ახადის მკვიდრი იყო ეს ფშაველი პოეტი. ექვსი წლის მიხა მიაბარეს თამარღელეში ბერად დაყუდებულ ილარიონ მოსანთლიაშვილს. ეს მან გაუღვივა მომავალ პოეტს ღვთისმოსავობის სახმილი, რაც მიხა ხელაშვილს აროდეს ჩაუქრვია თვისი, არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე.
პატარა მიხა, ვისაც თავიდანვე დაჰყვა რაინდული სული და პოეტური ნიჭი, ნიადაგ ტრიალებს იმ არე-მიდამოში მდგარ გოდერძაულის ციხე-კოშკთან, იმსჭვალება და აღენთება ციხის კედლებში დაუნჯებული მეომრული სულისკვეთებით. ცნობისწადილით შეპყრობილ ბალღს გოდარძაულის თემის წინამძღოლმა, ბაჩანას აღზრდილმა, გრიგოლ აფშინაშვილმა, ისე ასწავლა და შეაყვარა წერა-კითხვა, რომ ბიჭს თამაშის დროსაც კი ანბანი ახსოვდა და სიპ ქვებზე გამოჰყავდა ასოები.
ახადის თემი ერთ-ერთი რჩეული თემი იყო მთელს უკანა ფშავში. ხატობასა და საფიხვნოზე იმართებოდა ერთგვარი შეჯიბრი ლექსაობასა, ლეგენდების მოთხრობა-გამოცემასა თუ მახვილსიტყვაობაში. ამ თავყრილობებზე ახალგაზრდებს მოძღვრავდნენ მხცოვანი ხევისბერები. აქ იწვრთნებოდა მიხა ხელაშვილიც. ის ძალზე გაწაფული იყო ფანდურისა და სალამურის დაკვრაში, რომლებზეც საკუთარ ლექსებს ამღერებდა, კაფიაობაში კი ტოლს არ უდებდა თვით განთქმულ ფშაველ მელექსეებს. ამასთან ის იყო უებრო მოჭიდავე, იშვიათი მხედარი, თოფის მიზანაუცდენელი მსროლელი.

მამამ მიხა მალე თბილისში წაიყვანა სასწავლებლად; შეელია თავის მარჩენალ ხარებს, „პატიოსანასა“ და „თვირთვილას“, ოღონდ კი მის ნიჭით აღვსილ შვილს არ დახშობოდა სწავლა-განათლების გზა. მოსანთლიაშვილის გონებახსნილი შეგირდი თავს გამოიჩენს საქართველოს დედაქალაქში. განსაკუთრებით კარგად ეუფლება ქართულსა და რუსულ სალიტერატურო ენებს. მშობლიურ კუთხეში მობრუნებული მიხა ხელაშვილი, მისმა სიძემ, მღვდელმა თევდორე ჟამიაშვილმა, ხევსურეთში გაამწესა დიაკვნად და საყდრების მცველად. ახალგაზრდა კაცს, ვის სულშიაც ანთია ღვთისადმი რწმენისა და პოეზიის ცეცხლი, მუდამ გარს ახვევია ხალხი. ხელაშვილი მთის მკვიდრთ აცნობს ქართულ კლასიკურ მწერლობას, უნერგავს რელიგიისადმი სიყვარულს და უკითხავს თავის სმენაწარმტაც ლექსებს.
იგი იმდენად სასურველი სტუმარია ყველა ოჯახში, რომ მთაში იტყვიან: მიხას მოსვლაზე - მზე მოვა, რომ წავა - შავი ღრუბელი.
ძნელბედობის ხანაში მოუხდა ცხოვრება ბარისახოს დიაკვანს. ეს გახლდათ ყოველგვარ ფასეულობათა დამცრობის დრო-ჟამი. ხდება მთის ლაღი ხალხის თავისუფლების ხელყოფა. თავზე ქუდს აშვლეპენ და პირზე და წვერს აგლეჯენ ხევისბერებს, მუსრავენ საყდრებს, იავარჰყოფენ ხატებს. თიანეთის მაზრის უფროსი დიაკვანს ართმევს მგლების მოსაგერიებელ შენახულ იარაღს. კომკავშირელი აქტივისტები ყოველმხრივ ავიწროებენ მიხა ხელაშვილს, აიძულებენ დატოვოს ეკლესია და იგიც ემშვიდობება ღვთის ტაძარს; ცოდვის ტრიალის შემყურე მიხას აღარც შინ ედგომება, თუმც კარგი მეოჯახე და მხვნელ-მთესველია. იგი ტყეს აფარებს თავს, ოღონდ ნურავის ჰგონებს, რომ ხელაშვილი დაადგა შარაგზის ყაჩაღთა კვალს. ეს მეამბოხე სული ტყეში მხოლოდ იმად გადის, რათა არ გაიზიაროს ცხოვრების ის ეშმაკეული წესი, იმჟამად ფეხს რომ იდგამს ყველგან.
მთიელნი ბუნების შვილნი არიან და მათთვის ბუნების წიაღი საკუთარი სახლ-კარის ტოლდარია. ამიტომაც ტყეში იოლად ძლებს ეს სამფად ნაქსოვი ვაჟკაცი.
მიხას ფიზიკურ ძალაზე ფშავში ლეგენდები დადის. მისი მხილველნი გვამცნობენ: „არცთუ დიდი ტანის მიხა ხელაშვილს თუ უკნიდან შეხედავდი - წინ გადაღუნულსა ჰგავდა, თუ კი წინიდან, მაშინ - უკან გადახრილს, რადგან მთასავით ამობურცული ჰქონდა მკერდი, ზურგზე კი კუზივით ედგა კუნთების გროვაო“. მისთვის იოლი იყო ცხენს კისრით შედგომოდა მუცელს ქვემოთ და როგორც თავად იტყოდა, უკან გადაესროლა მუთქასავით; ჩასჭიდებდა გაუხედნავ კვიცს ხელებს უკანა ფეხების კოჭებზე და, როგორც თავად იტყოდა, იქვე გააციებდა.
მიხა ხელაშვილმა ეს ღონე და შეძლება იმაში გამოიყენა, თუკი ტყეში ვინმე ყაჩაღ-თული ბუდობდა, ქისტი იქნებოდა თუ ფშაველი, ყველას მოუსპო სარბიელი.
ტყეში გასული ხელაშვილი არავის ერჩის, მაგრამ ხელისუფლება მაინც ვერ ითმენს მის არსებობას, რამეთუ იგი ხალხის თვალში გმირად არის შერაცხილი, თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ და ასე ვთქვთ, იდეალადაც. მიხას მოსაკლავად ფშავში ადგენენ მილიციელთა და კომკავშირელთა მთელ რაზმებს, მაგრამ გულოვანი, საზრიანი და ძალოვანი ხელაშვილის შეპყრობა იოლი როდი შეიქნა.
ამ სტრიქონების ავტორს წილად ხვდა მის დასთან, პელაგიასთან საუბრისა. აი რა მოგვითხრო მან:
„ერთხელ ღამით მიხამ მომინახულა, მოისვენა, პური გატეხა. მცირედი სანოვაგე ჩავუწყე ხურჯინში და გამოვაცილე. ხიდზე რომ გადავდიოდით, საიდანაც რამდენჯერმე გვესროლეს. მიხამ გზისპირა თხრილისაკენ მიბიძგა, თავადაც გადმომყვა, ზედ გადამეფარა, გასროლას გასროლითვე უპასუხა, მერე სწრაფად გამომიცვალა ადგილი, დაბლა ჩამწია, თვითონ კი ტყეში შევარდა და მალიმალ ადგილმონაცვლეობით ატეხა სროლა. მდევართ ასე ეგონათ, მიხას მთელი რაზმი ახლავსო თან და სასწრაფოთ გაგვეცალნენ“.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ მიხა ხელაშვილი დიდი მამაცობითა და ალღოიანობით გამოირჩეოდა.
ერთხელ სოფელ რუსიანის ტყეში იგი პურს ჭამდა თავის კეთილისმყოფელებთან ერთად.
იმ დროს სოფელში ქორწილი ყოფილა.
იქ მყოფ მილიციის კომისარს, დავით ბელიაურს შეატყობინეს, მიხა ტყეში ქეიფსა სწევსო. ბალიაურმა მოუხმო მილიციელ თირილა ქისტაურს, - „წადი და დაიჭირე ხელაშვილი, მაშ რისად მყავხარ მილიციელიო“. ქისტაურმა თურმე თოფი მიუგდო კომისარს, „წადი და შენ თვითონ დაიჭირეო“.
ამასობაში ხელაშვილს ამბავი მიაწვდინეს მისმა დოსტებმა. მიხა აფაფრებულა და თოფშემართული მიჰხდომია ქვებუდან ვაჟბატონებს. ორივე გარეთ გამოუყვანია ტყეში წაუსხამს და ყასიდად უთქვამს: „ახლა რომელი დაგხვრიტოთ წინწინაო? თირილას კომისარზე მიუთითებია - „ეს არის უფროსი, მაგან მიბრძანა, ჯერ მაგას გაუსწორდიო“. კომისარს კიდევ მილიციელზე უჩვენებია - „იარაღი ამასა აქვს და ჯერ ეს გაისტუმრე საიქიოს“.
ბოლოს მიხას გასცინებია და ასეთი სიტყვებით გამოუშვა ორივე: „წადით, მომშორდით, თქვენ რა ხართ, თქვენი დაჭერილი ყაჩაღი რაღა იქნებაო“.
რაკიღა შეუძლებელი გახდა მიხას ხელში ჩაგდება, ხელისუფალთ ასეთ ხერხს მიმართეს. ჩადენილ იქნა გაუგონარი ცოდვა. მიხას დედა მიემგზავრებოდა აფხუმოდან ხოდაში. ვირზე ეკიდა მცირე ბარგი. მილიციელ-კომკავშირელნი იოსებ ჯანაშვილი, ლევან ხომაშვილი და ბასილ ჩოხელაშვილი დაუხვდნენ მას. ჯერ ხანჯლის წვერებით დაჩხვლიტეს, მერმე ტყვია ჰკრეს და მოკლეს.
ამ საზარელმა ამბავმა მწარე სიტყვები ათქმევინა ლექსად მიხა ხელაშვილს:
„სინათლის სხივი გამიქრა,
ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო
მხარეო არაგვისაო“.
სოფლის მესვეურნი არ აპირებდნენ მიხას დედის დაკრძალვას წესი და რიგისამებრ, მაშინ მიხამ დაიმარტოხელა იქაური ოსა ზურაბაშვილი და ასე უთხრა: „გადაეცი მაგათ, აქნობამდის ისე მივლია, კაცისშვილისათვის ნამცეცის ოდენი არა მივნია რა, თუ დედაჩემს ჯეროვან პატივს არ მიაგებთ, ცუდ საქმეს დაგმართებთ, მოგეჭრებით უწყებაში და ამ უღმერთობის მოთავეთ ერთიანად ამოგჟუჟავთო“.
გადმოცემის მიხედვით თავით ფერხამდე იარაღში ჩამჯდარი მიხა, ვისაც წელზედ ყუმბარები ჰქონდა შემორტყმული (ამ ვითარებისთვის საგანგებოდ მოხაზირებული), ცხენით მიადგა სატირალს, ასე ჰქონდა განზრახული. თუკი მის ხელყოფას დააპირებდნენ, მოძალადეებთან ერთად საკუთარ თავსაც აიფეთქებდა. ეს კარგად უწყოდნენ იქ ცხადად თუ ფარულად დამსწრე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ამიტომაც ვერავინ შეჰბედა ხელაშვილს. მიხამ სულ ორიოდ წუთი დაჰყო დედის ცხედართან, გამოეთხოვა მას და მსწრაფლ გაუჩინარდა.
ხელაშვილმა, ტყეში გასულმა და ასე ვთქვათ, ყაჩაღად წოდებულმა კაცმა, გამოიჩინა იმგვარი კეთილშობილება, რომლის მაგალითიც უთუოდ იშვიათად მოიძებნება ადამისშვილთა არსებობის მთელს ისტორიაში. მან არ აიღო შური დედის სისხლი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს იოლზე იოლი იყო. შემდგომ მან თავის შესანიშნავ ლექსში „დედის სიკვდილზედ“ ის აზრი დასტია, ყოველი ფშაველი მანდილოსანი, ყველა აქაურს ჯერ არს საკუთარ დედად უჩნდესო, ხოლო საკუთარი სამშობლოს, საკუთარი კუთხის შვილის, თუნდაც მტრის მოკვდინება რაინდის ღირსებისათვის უკადრისად ჩათვალა:
„მამკლავსა თავის დედისას რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
შინაურების დათოფვა - არ ეკადრების გმირსაო!“
ასე ამთავრებს იგი თავის ლექსს „დედის სიკვდილზედ“.
ამ საქციელმა უზომოდ აამაღლა ხალხის თვალში რაინდი პოეტის ავტორიტეტი, ამიტომაც მთავრობა ყოველი ღონით ცდილობს მის თავიდან მოცილებას. იქმნება ახალი, საგანგებო რაზმი, რომელიც დაბანაკდება მაღაროსკარში. მისი რაოდენობა აღწევს აქვს ათეულ კაცს. ერთ დილით რაზმის უფროსი ჯაგნელიძე გარეთ გამოვიდა მაღაროულაზე პირის დასაბანად. სად იყო, სად არა, მის წინ აღიმართა მიხა ხელაშვილი.
- თქვენ მე ვერ დამძლევთ, თუნდ ათასი კაცი შეიყაროთ. გამერიდენით, და მეც გაგერიდებით, - მიმართა მიხამ კომისარს. ჯაგნელიძემ ხელი წაიღო მაუზერისკენ, რომელიც მან პირის დაბანის წინ წყაროს თავზე შემოსდო, მაგრამ ხელაშვილმა დაასწრო და იქვე აუგო წესი. მერმე შევარდა რაზმის სადგომში. - „მესროლეთ თქვე ლაჩრებო!“ - შესძახა მიხამ. ექვსი ათეული კაციდან ვერც ერთმა ვერ გაბედა თოფი მიეშვირა იმ ლეგენდად ქცეულ კაცისთვის, ვისაც ხალხის თქმით ტყვია არ ეკარებოდა; მაშინ ხელაშვილი ზურგით შებრუნდა თურმე მათკენ და მეორედ შესძახა: - „რაკი პირისპირ ვერ ბედავთ, ზურგში მესროლეთ, როგორც ჯაბანთა წესიაო“. მაგრამ რაზმელები კვლავ მონუსხულებივით იდგნენ. მაშინ მიხამ მათ იარაღი აჰყარა და ღელეში გადაუძახა. ამ რაზმში იმყოფებოდა მილიციელი ალექსი მისრიაშვილი, ვინც ადრე მეგობრობდა ხელაშვილთან, და ტყეში გასვლის შემდგომაც მფარველობდა მას. ამ რაზმში მისრიაშვილი იძულებით იყო შეყვანილი და ის არც აპირებდა მიხას შევიწროებასა და დევნას. მისრიაშვილმა კარგად უწყოდა კომისრის მოკვლისა და რაზმის განიარაღების ცნობა, უმალ რომ ააშფოთებდა იმ ცენტრებს, სადაც მილიციისა და შინსახკომის დიდი ძალები იყო თავმოყრილი, ამიტომაც ურჩია მიხას, რაც შეიძლება მალე გასცლოდა აქაურობას და თავისი ცხენიც შესთავაზა. ხალხმა ხელაშვილის მიერ ჯაგნელიძის მოკვლა და რაზმის განიარაღება გამოხატა ლექსით, სადაც თავად მიხას მოათხრობინა მისი გმირობის ამბავი:
„მაღაროსკარში შევვარდი, როგორც მშიერი მგელია,
სამოცი დამხვდა ყაზახი, სამოცივ კავალერია:
სამოცივ თოფი ავყარე, დავშალე მთელი ჯარია,
ავი და შეუსმინარი მოვკალი კომისარია.
იარაღს ხელი არ ვახელ, რად მინდა სხვის ნახმარია,
ხელაშვილს მუდამ თავისი აქვს კარგი თოფ-ისარია.
შევჯექ და გამოვაქციე მისრიაშვილის ცხენია,
თან მივაძახე, ხელა ვარ, კომუნისტების მტერია!“
მისრიაშვილს ხელისუფლებამ ძვირად დაუსვა ხელაშვილისთვის სამსახურის გაწევა. იგი შეიპყრეს თანამოაზრეებთან ერთად, ჩაიყვანეს დუშეთში და ჩააყენეს მილიციის წინ გათხრილ ორმოში. მათ თან მიწას აყრიდნენ, თან ჩასძახოდნენ, სად არის მიხა ხელაშვილიო. ბოლოს, რაკიღა ვერავის სიტყვაც ვერ დააძვრევინეს, თოფები დაახალეს და ჩახოცეს.
მიხა ხელაშვილი შესძრა მისი მოკეთის ასეთმა უღვთო სიკვდილმა და ეს ამბავი ტრაგიკულ პასაჟებად გახმიანდა პოეტის მიერ მისრიაშვილებისადმი მიძღვნილ შესანიშნავ ლექსში, რომელასაც განასრულებს შურისძიების მძაფრი გრძნობით გამსჭვალული სტროფი:
„შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო, გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,
ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო, მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო“.

ასეთ მძიმე ვითარებათა გარდამხდელ ადამიანს გული აღარ უდგება მარტოს და იგი უერთდება სახელოვანი ქართველი მხედრის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმს“, რომელმაც იმ დროს ფშავში გადმოაირა ხევსურეთიდან.
„შეფიცულთა რაზმის“ წევრები, ალექსანდრე სულხანიშვილი და ალექსანდრე ბადურაშვილი დიდი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ მიხა ხელაშვილს. მათ მოგონებებში ვკითხულობთ, რომ ის იყოი ზებუნებრივი პოეტური ნიჭით და უსაზღვრო ვაჟკაცობით დაჯილდოებული პიროვნება; რომ იგი იმ საძნელო ვითარებაშიც კი გვერდიდან არ იშორებდა თავის ჩანთას, რომელშიც ლექსებს ინახავდა; რომ იგი იმ საძმო პირობებშიც კი, თუ კარგი ამინდი იდგა, წამოწვებოდა სამე მყუდროზე და სულ ცოტა ხნის მერე ახალ ლექსებს უკითხავდა რაზმელებს; რომ მას თითქმის ყველა რაზმელზე აქვს შეთხზული ლექსი, მათ შორის სახუმაროც; რომ მასზე ქაქუცამ თქვა: „თუ მშვიდობა იქნება, მიხას აუცილებლად უნივერისტეტი უნდა დავამთავრებინოთ, ცოდოა ამისთანა ნიჭი დაიღუპოსო“.
ხელაშვილი თან ახლდა ჩოლოყაშვილს საქართველოს მთებში და მან ბევრგზის ისახელა თავი „შეფიცულთა რაზმში“.
არსებობს გადმოცემა, თუ როგორ წააწყდა იგი ერთხელ სოფელ ბანაკას განაპირას, დიდ გომურში თავშეყრილ კომკავშირლებს, რომელთაც ქაქუცას დატყვევება განეზრახათ, როგორ შეიჭრა იგი ამ სადგომში, აჰყარა მათ იარაღი და მიჰგვარა „შეფიცულთა რაზმის“ ბელადს, ვინაც ჭკუა დაარიგა ამ გზიდან აცდენილ ახალგაზრდებს და გაუშვა.
ხელაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს უცხოეთში არ გაჰყოლია. ასე უთქვამს, რაც უნდა მოხდეს, ჩემს სამშობლოს არ მივატოვებო; და იგი კვლავ ფშავ-ხევსურეთის მთა-ტყეს აფარებს თავს. მარტოსულ ხელაშვილს თავისთან უხმობს მისი ძმობილი, კახეთის ტყეებში გაჭრილი ვანო ხაფაზური და ისინი ერთხანობას მყოფობენ, როგორც იტყვიან, ზურგი ზურგს მიყრდნობილნი. ხაფაზურს ისე უყვარდა ხელაშვილი, შემდგომში სინათლედაკარგულს, ლამის შუქი უდგებოდა თვალში მის ხსენებაზე. ცოტა ხნის მერმე იგი კვლავ, ამჯერად საიდუმლოდ, უბრუნდება თავის მშობლიურ კუთხეს.
მიხას კიდევ ერთი დიდი სიმძიმილი შეხვდა. მოკლეს 22-24 წლების აჯანყების მონაწილე, მისი ძმადნაფიცი ხევსური გიგია. მიხა წერს ბრწყინვალე ლექსს გიგიას სიკვდილზე, სადაც ძმა-კაცს დასტირის მისი დედის პირით.
ოღონდაც ხელაშვილს როდის ეშინის სიკვდილისა. მას ღრმად აქვს გაცნობიერებული თავისი ბედ-იღბალი და სიამაყითაც არის აღვისილი იმის გამო, რომ სამშობლოს უნდა შესწიროს სიცოცხლე. ეს ცხადლივ ჩანს ერთი მისი დახვრეტილი მეგობრის დის, პარასკოსადმი მიწერილ, 1924 წლის დათარიღებულ ბარათში:
„ნუ იფიქრებ რომ შენი ძმა მოკვდა და აღარ არის, მოკლეს და დაიკარგა. არა! ის არც მკვდარია და არც დაკარგული. ერთი კი არა, არამედ მრავალი ვაჟკაცი შაეწირა თავის სამშობლო საქართველოს მსხვერპლად. მრავალ ვაჟკაცთ თავის ნებით გადადვეს თავი სამშობლოსათვის და სიცოცხლე მწარე სიკვდილს მისცეს პირში. განა ეს ამოდენა სამშობლოსათვის დახოცილი და დასჯილი ხალხი დაკარგულია? არა! იმათ სახელი მქუხარებს და ზეობს სამშობლოსათვის... აი, ამ გმირთა, ვაჟკაცთა ღირსება და სახელი ბევრი ცოცხლის ღირსებასა და სახელს სჯობია. ისინი უკვდავნი არიან, საქართველოს არსებობამდის დაუვიწყარნი. აი, შენი ძმა კი ამ ვაჟკაცებში ითვლება, რომლებიც ცოცხლებს მკვდრები სჯობიან. ამისთვის არ უნდა იდარდო... გუშინ შენი ძმა მოკლეს და ხვალ ჩემსაც იგივეს გაიგონებ. ჩვენი გზა ერთია, ხოლო იმედი მაქვს ჩვენი დები არ დაგვივიწყებენ და არც დაგვაღონებენ თავისი კაეშნით, მეტისმეტი დარდით
“.

წერილი შეიცვალა. tmt: Jan 10 2010, 11:28 AM
 
 
tmt
post Jan 10 2010, 11:01 AM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



http://fereidani.ge/61_sandro/61_sandro.html



ნათელმხილველივით იწინასწარმეტყველა მიხა ხელაშვილმა თავისი აღსასრული:
„მე მამკლავს ძმისა მამკლავი, იქნება სახელიანი?!
ჩამსხდარა ხევის ჭალასა მთავრობა აგენტიანი“.

ეს თავისუფლებისათვის მებრძოლი სული მართლაც აგრე ჩაკლეს.
მას ძმობის ნიშნად ტყვიები ჰქონდა გაცვლილი ჩარგალელ ლუკა მარცვალაშვილთან. ხელისუფალთ კი იგი მოისყიდეს, მისცეს ფული და შაშხანა იმის საფასურად, თუკი მოკლავდა ხელაშვილს.
აი, როგორ მოხდა ეს:
ერთ დღეს მიხა ხელაშვილი ეწვია ლუკა მარცვალაშვილს შინ, ჩარგალში. ამ უკანასკნელმა გადამეტებული მასპინძლობა გასწია. ყველანაირი პატივი სცა; რაღა თქმა უნდა, ხინკალიც მიართვა მიხას და არაყიც. მერე კი ძმა-კაცთა ადათისამებრ პირიც გაპარსა. „გული ცუდს მიგრძნობს, ვერაგული მკვლელობა მელის. ბარემ გამომისვი ყელში ეგ სამართებელი, ლუკავ. არც დავინანებ, რაღაა ჩემი სიცოცხლე“. ასე უთქვამს მიხას მარცვალაშვილისათვის. ლუკამ იტკიცა ეს სიტყვები და მოჩვენებითად განაწყენდა კიდეც. ბახუსმორეული ლომგმირი საბძელში დააძინეს მარცვალაშვილმა და გარსევანიშვილმა. როცა მიხა ღრმა ძილმა წაიღო, ეს ორნი თავზე დაადგნენ მოსაკლავად. მარცვალაშვილს შიშით ხელი აუტოკდა, მაშინ გარსევანიშვილმა დაახალა მიხას ტყვია შუბლში. საბძელის გარშემო მილიციის რაზმელები იყვნენ ჩასაფრებულნი. მათ ატეხეს სროლა, რათა ხალხს ეფიქრა, ხელაშვილი ხელისუფლებამ მოკლაო და შური არ იძიებინათ მარცვალაშვილსა და გარსევანიშვილზე. რაზმელებმა თავი მოუყარეს ჩარგალში მცხოვრებ ხელაშვილის ახლობელთ, შეაბეს ისინი მარხილში, რომელზეც შეაგდეს მიხას ცხედარი, ჩააცურეს ეს მარხილი დუშეთში და მიხას ნეშტი გაშოტეს მილიციის წინ.
მიხას დამ, სალომემ, მიაკითხა მისი ძმის მკვლელობის ადგილს, სათუთად მოკრიბა იქ დანთხეული ტვინი და დამარხა.
მერმე მან ხელაშვილის ლექსისა და კაცობის პატივმცემელი ხევსური მილიციელის ხელშეწყობით მოიპარა ცხედარი, რომელიც უკვე დასახსრულიყო, რადგან ხალხის დასაზაფრად ლამის ორი კვირა მყოფობდა მილიციის კედელთან. ნაწილ-ნაწილ ჩააწყო ხურჯინში ეს დევური მხარ-მკლავი, ბევრი რამ ვაჟკაცურის შემძლე, ქართველი ერის სასიკეთოდ და დაფლა იმ ტვინთან ერთად, რომელს ასევე ძალედვა კიდევ ბევრი რამ შეეძინა ქართველი ერის პოეზიის საგანძურისათვის.
ეს მოხდა 1925 წლის 25 იანვარს.
აგრე გაეყარა ერთურთს მთიელთ პოეზიის მშვენებისა და სიამაყის სულ-ხორცი.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 25 წლის მიხა ხელაშვილი საფლავში ჩავიდა სწორედ იმ დღეს, რა დღესაც ის გაჩნდა ამ ქვეყნად.
ხალხმა არ დაინდო და საკადრისი მიუზღო მისი საყვარელი პოეტისა და რაინდის მკვლელებს. გარსევანიშვილს საწამლავი გაურიეს ატრიაში და იგი საშინელი წამებით მოკვდა. (იმდენად საზარი იყო გარსევანიშვილის დანაშაული, რომ ამბობენ, შემდგომში ცნობილმა ექიმმა ივანე სიხარულიძემ, ვინც იმჟამად მთაში იმყოფებოდა, დაარღვია მკურნალის ეთიკა და თვალი აარიდა შურისმაძიებელ ფშაველს, ვისაც ამ საქმისათვის საწამლავი გაჰქონდა აფთიაქიდან.)
მარცვალაშვილი კი კარგა ხნის შემდგომ თრიალეთიდან გაამგზავრა მოუსავლეთში ტყეში ყაჩაღად გასულმა გაბედულმა ვაჟკაცმა და განთქმულმა მელექსემ გოგია ჭიჭოშვილმა.
თრიალეთის მიდამოებში ხელისუფლებას გარიდებულ, ტყეს თავშეფარებულ ხალხის დასახოცად გაიგზავნა ამ საქმეში უკვე გაწვრთნილი მარცვალაშვილი.
ერთ დღეს იგი თეძოზე იყო წამოწოლილი, ძალას იკრებდა ახალი კაცთმკვლელობისათვის. ამ დროს ტყიდან უეცრივ გამოეცხადა ჭიჭოშვილი.
- შენ მოჰკალ მიხა? - ჯიქურ შეეკითხა იგი მარცვალაშვილს.
ამ უკანასკნელმა წამით ვერ გაიგო რა ხდებოდა, მერე კი მიხვდა საქმის ვითარებას და უტიფრად მიუგო:
- მე მოვკალ, მე და ახლა შენც ზედ მიგაყოლებ!
ამ სიტყვებთან ერთად მან ხელი გააცოცმანა ავბედითი შაშხანისკენ, მაგრამ გოგია ჭიჭოშვილმა მყის იძორ მაუზერი და სამი ტყვია დაახალა შუბლში ქველი ქართველი მამულიშვილის მკვლელს.
ასეთია ქარგა მართლაცდა კაი ყმის, მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა. ასეთია, ვითარ პოეტი იტყვის, შეთხზულიცა და სინამდვილეც მისი პიროვნების გამო.
ჩაქრა ამ შფოთიერი კაცის სიცოცხლე, მაგრამ დაშთა მისი პოეზია. ოღონდ ეგ არის, არც ხელაშვილის ლექსებს ხვდა ვარდით ფენილი გზა!
ზოგმა ვერ სძლია ხელისუფალთა შიშს და მოსპო ისინი. ასე მაგალითად, მისმა ახლობელმა ყაყიტელაშვილმა ბუხარში ჩანაცრა მისი ლექსებით სავსე რვეულების დასტა; მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც არაფერს შეეპუენ. ერთმა ფშაველმა თურმე კლდის ნაპრალში შეინახა სამომავლოდ ხელაშვილისეული სტრიქონებით დაშაშრული ფურცლების კონა. მიხას ლექსები შემორჩათ მის დებს სალომესა და პელაგიას, რომელთაც ისინი გადაულოცეს მის ქალიშვილს, თამარს. უმთავრესი კი ის იყო, რომ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ (თუმცკი მრავალგვარ ვარიანტებად) უხვად შემოინახა ხელაშვილის პოეტური მემკვიდრეობა.
ქართველმა ლიტერატორებმა ჯეროვანი პატივი მიაგეს რამ მანქანებით გადარჩენილ დაფლეთილ ფურცლებს - პოეზიის კაშკაშა მთიების ემაგ მეტეორიტებს. ღვაწლმოსილმა სწავლულმა ვახტანგ კოტეტიშვილმა ხალხური სიტყვიერების ლართსაუნჯეში დაამკვიდრა ხელაშვილის მართლაცდა ბაჯაღლო ოქროსდარი „ლექსო ამოგთქომ ოხერო“. ახადელ ხელაი შემონაქმედს აქუჩებდნენ და მის დვრიტას განჩხრეკდნენ კალმოსანი მამულიშვილნი - გიორგი თურმანაული, ივანე ქართველიშვილი, ჯარჯი ფხოველი, ტრისტან მახაური და სხვანიც მრავალნი. ოღონდ, ჟამთა სიავის გამო, ჯერაც არ იყო შედგენილი მისი ბიოგრაფია და არ იპოვებოდა არცერთი კრებული მეტნაკლებად მაინც რომ წარმოაჩენდა ამ ძვირუხსენებლ პოეტსა და კაცად-კაცს.
ამბობენ, უკანა ფშავის დიდ ხევისბერს, პაპა ბიჭურის, ტყეში დაუფლავს ამ კუთხის ხალხის განძეული, ძვირფასი ხატები, შანდლები, საცეცხლურები, ისტორიული ნივთები. იგი არჩევდა თურმე იმ კაცს, ვისთვისაც შეეძლო მიენდო ეს ყოველივე. პაპა ბიჭური ისე აღესრულა, რომ ვერ მოასწრო ამის გაკეთება და განძი უკვალოდ გაქრა.
ჩვენის ფიქრით დიდი დანაკარგი იქნებოდა, თუკი დავიწყების მდინარე წაიღებდა დიდებული ქართველი მამულიშვილის, კრულ ვარსკვლავზე შობილი მიხა ხელაშვილის ცხოვრების ამბავსა და პოეზიას.
აი მიზეზი, თუ რატომაც მიმოვდიოდი წელთა მანძილზე ფშავ-ხევსურეთში; თუ რად დავიდე დიდხანობით ბინა მიხა ხელაშვილის სამშობლო კუთხეში; თუ რისთვის ვუჯექ გვიანობამდე იქაურ მკვიდრთა, ირაკლი და ბელა ციგროშვილების სახლს მოდგმულ ჯარგვალში ხის ძველ მაგიდას და ჭრაქის შუქზე ქაღალდზე გადამქონდა ბერიკაცთაგან განაგონი ფრიად სანიაზო ამბავნი განდეგილი პოეტის ცხოვრების გამო; მერმე და მერმე მასპინძლის ხანჯლისშვილათი წევერწათლილ ფანქრით ვაზუსტებდი ხელაშვილის ლექსთა სტრიქონებს, რა მივუგდებდი ყურს არაგივ ტალღებს, რომელთ ხმიანობისთვისაც ალბათ არაერთხელ მიუდევნებია მარტოსულ მეკალმეს ლექსიც და თხრობაც.
აგრე ჩამოიქნა ეს ბიოგრაფია და შეიკონა ლექსთა ეს რვეულიც, შემოსილი და წარმართებული პოეტის სულის ევოლუციის გამომსახველი წყობით და გეზით.
ბუნების მშვიდი სურათები, ნაზი და ალალი სატრფიალო და სალაღობო ლირიკა, მძაფრი პატრიოტული თუ პოლიტიკური მოტივები, ღმრად ფილოსოფიური თუ რელიგიური სტრიქონები, საზარი ზმანებითა და წინათგრძნობით ნამსჭვალი სტროფები.
ასეთნაირად არის აღნაგი ეს კრებული; ამგვარივეა პოეტის განწყობათა crescendo (ზეაღმავალი ჟღერადობა), რომ გვარონინებს ყარიბის მიერ თლილ გზაზედ, იდილიიდან - ტრაგედიამდე.
ვაგლახ, რომ აუხდა ავი სიზმარი აბრაგ ქრისტიანს.
იმა დროებამ ბევრი ასეთი ადამიანის თავზე მრუდედ მოაბრუნა განგების ბორბალი, საქართველოს ბევრ ღირსეულ შვილს უკუღმა დაუტრიალა ცხოვრების ჩარხი, მაგრამ მათ შორისაც კი გამორჩეულია მიხა ხელაშვილი, რომლის პიროვნებაში ერთმანეთს შეეზავა-შეედუღაბა ბრწყინვალე მელექსე და მედგარი მამულიშვილი.
უმძიმესი გახლდათ ის შავ-ბნელი ხანა, რომლის ერთ-ერთი სიმბოლური გამოხატულებაა სიცოცხლეცა და სიკვდილიც დია ჩინებული ქართველი პოეტისა და მოქალაქის, მიხა ხელაშვილისა, ვინაც ეს ვითარება თავად გამოთქვა სულ რაღაც ორიოდ, მაგრამ ძალზედ მრავლისმეტყველი სიტყვით:
„დროის მოგონება არის
ბარისახოს დიაკონი!!!“

http://forum.ge/?f=9&showtopic=33705129&st=0



წერილი შეიცვალა. tmt: Jan 10 2010, 11:27 AM
 
 
tmt
post Jan 10 2010, 11:19 AM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მიხა ხელაშვილის ლექსები-
http://burusi.wordpress.com/2009/06/13/%E1...83%91%E1%83%98/

ცნობილი სიმღერა
"ბინდისფერია სოფელი " - ამ გმირის დაწერილი ყოფილა
http://bin.ge/file/117803/Basiani---Bindis...i-com-.mp3.html

აქამდე ხალხურად ცნობილი ლექსი, რომლის წინა სტიქონები ეკუთვნის ქართული პოეზიის ”ფიროსმანს” ნიკო სამადაშვილს,
ხოლო ბოლო სტრიქონები კი მიხა ხელაშვილს.

***************

მოვა სიკვდილი უჩინო
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია,
კაცის გულს - ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,
სხვას არა წაუღია რა.

******************
ლექსო ამოგთქომ
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე...

ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაახლინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.



„პურზე გადაჰხაროდით არყის ჭიქასა, აგრე იტყოდით,
დიდება ნუ ჩამაჰყაროსო ღმერთმა ჩვენს მიხა ხელაშვილს“.
ფშაველი ვაჟი-კაცის, ილო ფხოველის
მიერ თქმული შესანდობარიდან
„მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს, სულ მუდამ ცას აჰყურებენ,
და ნისლნი - ფიქრნი ღვთიურნი, სულ მათს გარშემო რგულობენ,
და ქარნიც ღვთივ მონაბერნი, მთის გულმკერდს დაჰბურბურებენ,
სულ განუწყვეტელს ზღაპარსა, ეტყვიან, დასჩურჩულებენ“.

ხელაშვილის შემოქმედებაში იმთავითვე მკვიდრად იკიდებს ფეხს პატრიოტული მოტივი - თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ თარგზე აჭრილი მისი ლექსები, მართლაც რომ გამორჩეულია ძალუმი მუხტით:
„მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,
სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი“.



ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ
ფშავისკენ შავნი ღრუბელნი რად რარა გადმოდიანო,
შემოგვხვდებიან წვერზედა მთაწმინდავ ვარსკვლავიანო,
დაგიჩრდილებენ ნისლები, მზის მოსვლას დაგიშლიანო,
ხელშეკრულ ჩამოვავლევენ, მისრიაშვილო ხმიანო.
ხე და ქვან დაგემშვიდობნენ, მთანიც კი მოგსტირიანო,
დუშეთის კრებას დაესწარ გულდინჯო, მოკლე დღიანო,
იფიქრე გამომიშვებენ, დამკითხვენ გამომცდიანო,
დახვრეტას გადაგიწყვეტენ რა დიდხანს დაგაცდიანო;
ცოცხალს სამარეს გითხრიან, სიკვდილს არ დაგაცლიანო,
შიგ ჩასწევ, ამოიკვნესე, მანძილა ხარო რქიანო.
ალექსი ვეღარ მოგივათ ფშავში დეკანო, ღვიანო,
ვეღარც ამოხვალთ ლაღადა არაგვის პირზე იანო,
ქვეყანა არ დაგივიწყებს, სწორებში ეხტიბრიანო,
შვილებსა ლეგა მგლისასა, მისრიან გამაზრდიანო,
ლაშარ-ღელესა ფშავლები, თავით თავს მოიყრიანო,
სამი დროშით და ფერხისით საჯარეს შამუვლიანო,
შენს შვილებს დაუძახებენ, წინ სუფრას გაუშლიანო,
შესანდობარსაც დალევენ, თასებსა გამასცლიანო,
დაიძახებენ შენს ლექსსა, ცრემლებსა გადმაჰყრიანო!
შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,
გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,
ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,
მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო!

*****************
ავი სიზმარი
აგრე გვრძნობ, აგრე მიფიქრავ,
ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან ტყვია შემათამაშებს
გამოსროლილი მტრებისა,
ანდა გამრიყავ ჭალაზე
ზოვი დაღესტნის მთებისა,
სალეკოს მონათოსდება
ნაძოძი ჩემი ძვლებისა,
ჩამამყვებიან ყორნები
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის
ცელქი ჩარჩქერი მთებისა,
რა მამა დამიღონდება
რა დედა ატირდებისა.
შენ მაინც დამიტიროდი
ჩემებრ ტანჯულო ბედისა.
ჩემს გულში, ჩემო მნათობო
მჩაგვრელო ვარსკვლავებისა.
მე ჩემს გეძახი, არ ვიცი,
იქნება გახდე სხვებისა,
მშვიდობით, მენაც მივდივარ,
დრო არის გამგზავრებისა.


***************
ბნელ ღამით
როდისღა უნდა გათენდეს,
რა ძნელად არის ბნელია!
გზა არ ეგების არსაით,
დრო არის საშინელია.
წვიმაა გასაკვირველი, -
ალბათ გარისხდა ელია


************
ბუნება
ეს ოხერ ბუნების ძალა,
საიდან სადა ჰყვებაო,
ვერც ბრძენთა მისთვის
ქება თქვეს,
ვერცრა მე გამეგებაო.
მოდის ზამთარი, ზაფხული,
თოვლი და მიწა ზედაო,
ზოგთად ოქროდ ღირს ქვეყანა,
ზოგთად კი - აღარც ბზედაო.
ოხერის საწუთროსაგან
სუყველა დაიცდებაო.
მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს,
სულ მუდამ ცას აჰყურებენ,
და ნისლნი - ფიქრნი ღვთიურნი,
სულ მათს გარშემო რგულობენ,
და ქარნიც ღვთივ მონაბერნი
მთის გულ-მკერდს დაჰბურბურებენ,
სულ განუწყვეტელ ზღაპარსა
ეტყვიან, დასჩურჩულებენ.

ცა თავის წესსა ასრულებს,
თავისსა მზე - მთვარიანად,
და დედამიწა თავისას,
მდუმარებს მთა-ბარიანად.


***********

დედას
რა სავალალოდ ვშობილვარ
უბედურ მასკვლავზედაო,
შენ ნუ მიტირებ, რომ მოვკვდე,
ძუძუთ გამზრდელო დედაო.
ვიცი მე შენი და სხვისცა,
მე სუყველასა ვხედაო,
გულში ბევრი რამ მიწყვია
მაგრამ თქმას ვერა ვბედაო.
გულს დაჩაგრულსა დარდითა
ლოდ დამედების ზედაო,
სხვა კი არავის რა უშავ,
შენ მებრალები ბეჩაო.
არ ვიცი რას რა მოველი,
რამ რარა ამაყბედაო.

**************
ეს ლექსი უკეთესთა უკეთესია. სულიდან ამოხეთქილი სიტყვები და ვაჟკაცობაა როცა მოხუცი ქალის მკვლელზე მიხა ამას ამბობს:
"მამკლავსა თავის დედისას
რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
მტერი არ შამხვდა მტრისფერი,
მყოფილვარ შავი დღისაო."



დედის სიკვდილზედ

სინათლის სხივი გამიქრა,
ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო
მხარეო არაგვისაო;
გეწია ფშავის არეო,
დროება წინა ჟმისაო,
როდესაც დედის კალთაზე
ხანჯლით აკლავდნენ შვილსაო.
შორს მიდიოდა ტყვიაი
სალეკო ბილიკისაო,
იხოცებოდა მრავალი,
კრებოდა შუქი მზისაო.
ხან კი გადავდის კაცის ძე
დასამარხავად მკვდრისაო.
მაგრამ არ იყო ანდერძი
მოკვლაი დიაცისაო.
ეხლა აღარვის სცხვენია,
აღარც ხათრი აქცთ ხვთისაო,
ჩემ სამუქრაოდ მოდიან
ყმები ლაშარის ჯვრისაო,
არვისთვის რა მიწყენია,
ნეტა რა ჯავრი სჭირდაო?
ღმერთმა ხომ იცის, ფშავშია
ვცხოვრობდი სინდისითაო.
ქურდობით არ ვაწუხებდი,
არც არავისა ცრცვითაო.
დედა მამიკლეს მოხუცი,
სამოც-ოთხმოცი წლისაო,
ავადმყოფ მოკლეს, დედაო,
შაჰბრალდი აღარვისაო,
ფშავლები გბანენ სისხლითა
ცრემლით დაბანილ პირსაო.
რო დაგკრეს, დაიკვნესებდი,
დაინატრებდი შვილსაო!
მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი,
როცა შენ გაგიჭირდაო...
რად მინდა ქუდი თავზედა
ან თოფს რაადა ვზიდაო?!
ან გავლა ვაჟკაცურადა,
იმედი მაუზრისაო?!
მამკლავსა თავის დედისას
რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
მტერი არ შამხვდა მტრისფერი,
მყოფილვარ შავი დღისაო.
შინაურების დათოფვა
არ ეკადრების გმირსაო!


****************

დროთ გაიარეს

დროთ გაიარეს მრავალთა,
მიაქვთ თვენი და დღეები,
ვუყურებ, პირისპირ მიდგას
ჩემის სამშობლოს კლდეები,
შიგ არ მიშვებენ, ნისლებსა
აქვთ დაკეტილი ბჭეები,
უპირისპირებს თხემებსა
გადამავალი მზეები.
მზის სხივთა გადაიარეს
მზის წვერთა მოცინარეთა,
უბერავს ჩქარი ნიავი,
ფოთოლთ შაურხევს არეთა,
ჩხრიალი მიაქვს წყაროთა
თავ-თავქვე მომდინარეთა,
ცრემლი სდის კლდეთა მტირალთა
აროდის მოცინარეთა.
ზამთარ-ზაფხულში უცვლელთა,
მეხისა მლოდინარეთა.
ჩაბნელებულან ჭალანი,
აღარ ისმიან ხმანია.
მთვარე ვერ შუქობს, ზოგს ალაგს
არ იგებიან გზანია,
წყალობა უბოძებია,
ცამ ჩამოყარა ნამია,
მთის ქუჩსაც ჩაუმწყაზარა
გვალვით დამწვარი თმანია.
ცაზედ ბჟუტავენ ობოლნი
ნერგნი ვარსკვლავნი მქრქალნია!
ჯერ გათენებას რა უნდა,
ჯერ შემოდგომის ჟამია.


*******************
ვედრება

ღმერთო, დიდო და მაღალო,
მარადის მყოფო ცაშია,
გადმოიხედე უფალო,
ქვეყანა დაინახია.
აკურთხე, განაძლიერე,
მშვიდობით შაინახია.
შენ განამტკიცე მთა-გორნი,
მაღლა აწვდილნი ცაშია,
და გაუმარჯვე ფშავ-ხევსურთ
შენს მადიდებელთ მთაშია.

***************

ზმანება
ეჰ, წუხანდელო სიზმარო,
იყავ სანდობი გულისა,
შენ იყავ ჩემთვის დამსახი
უზომო სიყვარულისა.
რად იყავ ჩემთვის მჩვენები
სახისა მხიარულისა?
ერთხელ კიდევა გნახავდი,
გულის დამტკბობო, სულისა,
უეცრად ამბის მამტანო
მეგობრის, დაკარგულისა.

***************
იესო ქრისტესათვის

ღმერთო, მარად ხარ დიდებით
ზეცაში განსვენებული,
თვალით ხილული ყოველი
არს შენგან აღშენებული.
ზეცაში ქერუბიმთ მთაზე
ზიხარ შენ განსვენებული...
შენ შეჰქმენ კაცი, დაჰბადე,
ჰყავ თავისუფლად რებული,
ეშმაკი შურით აღივსო,
ბოროტად განძვინებული,
ადამ შემცდარმა იმისგან
ჰრყო ღმერთი გარისხებული,
და შენ განსდევნე სამოთხით
რისხვითა შეჩვენებული.
და ჩვენ ჯოჯოხეთს ვმონებდით
იმ ადამსთანით წყებული,
მაგრამ გახსონდა თვის ქმნილნი
არ გყვანდით დავიწყებულნი;
და გვიხსნეს ბოლოს მაცხოვარ
მტრისაგან შავიწრებული.
ახლა გვაკმარე ტანჯულთა
დიდი ხნის გასაჭირია,
და მტერთა ჩვენთა მტანჯველთა
არ შეარჩინე მცირია,
ქვეყნად გადმოხედ უთესლოდ,
ძე გახდი კაცთა შვილია,
ვითარცა კაცი იზარდე,
ჩვენს წესებს ემორჩილია...
უწიგნონ აწიგნიანენ,
მიეც სამოთხის წილია.
ამ ქვეყნად ყოვლად მართალო,
თავ ჩვენთვის გაიწირია.
შენისა ძალით მკვდარნ აღსდგეს,
ბრმას თვალებ აუხილია,
ზღვაზე, ვით ხმელზე, მავალი
მასშინ არ დაიძირია...
შენ ჩვენსა დამზადებელსა
ბევრი შეგწამეთ ცილია;
ბოლოს სამსხვერპლო კრავ იქენ
სიმართლეს შეეწირია,
შიშველი აღვედ ჯვარზედა
ლახვრითა განიგმირია.
შეიძრა შენსა სიკვდილზე
მთელ დედამიწის ძირია,
შენის სიკვდილის მნახველი
მზე შავად იქმნა მზირია.
დიდება შენ ძალს, უფალო,
სამყარო გააკვირია,
ნუ შემიცოდებ, ბევრს ბოდავს
ჩემი ცოდვილი პირია.

***********
იმედი
უკვდავი არის იმედი
თუმც ზამთარია ტიალი,
ეს თოვლი ადრე დადნება
წ...ბმა გაიღოს ჩხრიალი,
თეთრმა მანდილმა მთებისამ
მწვანედ დაიწყოს ციალი,
და თბილისისკე ქართულმა
ჯარმა მოიღოს გრიალი;
ამ დროსთვის ვიყვე გმირულად
იდგეს ხმალ-ხანჯრის ტრიალი,
ვუჩვენოთ მტერთა - ორგულთა
ეროვნულ დროშის ფრიალი
.
*************

ლაშარის ჯვარი
გეყოფა ქარი და თოვლი
შაო ღრუბელო ცისაო,
იკმარე ღმერთო, ზარალი
ფშავეთში ფშავლებისაო,
აღართუ გაქვისთ შეძლება,
სალოცავებო მთისაო?!
აღართუ გვწყალობს დავლათი
ლაღის ლაშარის ჯვრისაო!
ცოდვით და სისხლით აგავსეს,
ნაპირი არაგვისაო...
წინავაც აგრე ყოფილა
ჩვენზე მოსევა მტრისაო,
მრავალნი იხოცებოდნენ
თოფებითა და ხმლითაო...
აიმართიან დროშები
ხატს უკითხავენ პირსაო,
ნათქომთა ხევისბრისასა
არ ჩააგდებენ ძირსაო,
ეხლა ამბადღა დამრჩალა
დრუება წინა ხნისაო.

*****************

მთაზე... მაღალზე
მთებს შემოვხედე მაღლებსა,
წვერები დასთეთრებია,
ადე და, ნისლო, მთას წადი,
რა თავზე მებურებია,
ფშავისაც გადასავალი
არ დამითოვო გზებია.

***************
მიწისგანა ვარ შობილი
ერთხელ მეც დავიკარგები,
სახლში არ დავბრუნდებია,
ბნელსა და ოხერ საფლავში
ნელ-ნელა დავეშვებია,
წახდება ხორციელობა,
დარჩება ტიტველ ძვლებია,
გულო, მაგ შენის ფიქრებით
შენაც თან ჩამომყვებია.
მიწისგანა ვარ შობილი,
მიწას ვერ ავცილდებია,
მიწა მზრდის, მიწა მახარებს,
ბოლოს მეც დავმიწდებია
.
*****************
მოვქუჩდეთ დედაქალაქსა

მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,
სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი.
კიდევ იხილოს ქალაქმა, ფშავ-ხევსურთ აბჯართ ჟღერანი,
თუკი წაგვართმენ სამშობლოს, რად გვინდა თვალთა ცქერანი,
მივალთ იქ, საცა რომ უჭირს, შორით არ გვიყვარს მზერანი,
სუყოველთვისინ ომი გვაქვს, ჭრილობა, სისხლის დენანი.
თვალითა ვხედავთ, რა ცხადად, რად გვინდა წარმოდგენანი,
მივხედ-მოვხედოთ ქართველთა, მტერნი გვყავს რაოდენანი!
ჩვენ წაქცეული უფლება, უკვდავად აღვადინოთა,
ისევ ძველნი ვართ ქართველნი, სუყველას ვაგრძნობინოთა,
მტერს დავხვდეთ მამა-პაპურად, ცხვირს სისხლი დავადინოთა,
დაუძინებელ მტერთათვის ცოტა ოფლ მოვიდინოთა.
მოვსპოთ იმათი ძალ-ღონე, სამუდამოდ მოვილხინოთა,
მოვბრუნდეთ, დროშა ქართული ამაყად გადმოვფინოთა.
ქართლისა კათალიკოსსა სიონში ვაწირვინოთა,
ღვთისმშობელს, ივერთა მცველსა, გალობა აღუვლინოთა,
მცხეთას, ერეკლეს კუბოსა, ლამპრები აღუტყინოთა,
ბნელში ნამყოფი სამარე, სანთლებით გაუბრწყინოთა.
ერთგულთა ქება შავასხათ, ორგულთა შავაგინოთა,
დავსხდეთ, ქეიფი გავწიოთ თავისუფლების ღვინითა,
სხვის სამეფოსა ძმურადა პასუხი მოუსმინოთა,
ჩვენზე ამაყი სიტყვის თქმა, არავის დაუთმინოთა.

********************
როსნამდის?!

როსნამდის ვიყო სულ მუდამ
ყველა მხრით დაღონებული,
როსნამდის ვიყო სულ მუდამ
სხვისაგან დამონებული?!


***************
საოხუნჯო
ღამის გუშაგი მიწოდეს,
ვიქმენ ველთ გაგზავნილადა,
ნახევრად მთვარეს ვუცქერდი,
არ იყო სრულ შევსილადა,
ერთი ლექსის თქმა მომწადდა,
სოსოს ვარგუნე წილადა,
ბელადსა ხინკლებსა ჰპარავს,
ჩვენ კი გვიხდება ჭირადა.

**************

სატრფიალო

ჩემო ლამაზო მნათობო,
მზევ, რად არ ბრწყინავ ცაზედა,
რად ეფარები ღრუბელთა,
გული რადა გაქვს სხვაზედა.

**************
საღამოს მოგონება

მთვარევ, დაბძანვას აპირებ,
რად მალე დაიხარეო?
წადი, ხო მაინც არ იშლი,
ჩარგლის თავს გაიარეო,
იმას უამბე ამბავი,
ვისთანაც დაგაბარეო.
უთხარ, რომ მწარე ფიქრები
სალხინოდ გამასცალეო
და ამ წერილის კითხვითა
გაართე, გაახარეო.
გული, მტირალი ჩუმადა
ცოტა ხანს დაიწყნარეო,
გაირთე ქვეყანაზედა,
მიიარ-მოიარეო,
შახედენ მთათა და კლდეთა,
- ამდენი არემარეო!
მარტო შენ თავი ნუ გგონავ
მტირალი, მგლოვიარეო.
ათი-ათასი სხვაც არი,
ქვეყანა მოვიარეო.

***************
სიკვდილს მოველი

გულში მაქვს გადაწყვეტილი,
ახლა კი სიკვდილს ველია.
ვაუბნებ ჩემსა ენასა,
სანამდის არის სველია,
სუყველა ეხლა მოიდა,
ჩემ ახალი და ძველია,
მანამდის ვიყო ცოცხალი,
ვარ ბევრის გამომთქმელია.
*******************
სურათი ახალ ქრისტესი

შენს სურათს ახალ ქრისტეო ერს თაყვანს აცემინებენ,
ვით პირველყოფილ კერპის წინ ყველას თავს ახრევინებენ.
შენის სახელის წიგნებსა სოფლებში არბენინებენ,
ვინც არ გილოცავს, იმ ხალხსა ჩეკაში ათმენინებენ,
მარქსისტთა სახარებასა წირვაზე ასმენინებენ.
თავად სახსნილოს მიირთმენ, სხვებს მარხვას აჭერინებენ,
თვით ჰყლაპენ სხვისა ნაშრომსა, მშრომელთ კი აქცერინებენ,
შენი მიმდევნი, შენის თქმით ხალხს ერთურთს ათელინებენ,
სუყველგან ძეგლებს გიდგამენ, მღებავებს აფერინებენ,
შენის სახელის ჩუჩელას გრძელ სიტყვებს აბერინებენ.
რო სულელების ბელადი უნდა სუყველამ გაიცნოს,
მსოფლიო ისტორიაში იმანაც პრიზი აიღოს.
ქუჩაში მოხეტიალემ შრომის სახელი დაიდოს,
უქნარა გამიბატონდეს, ჯუბეში ხელი ჩამიყოს,
მე გამომართვას ქონება, თავისი თავი გაიძღოს,
ჩემის პურით და ღვინითა დაბა-ატლასი ჩაიცოს.
გუშინ ქურდმა და ბაცაცამ დღეს ჭკუა უნდა მარიგოს,
ლენინის გადმოცემული მარქსის კანონით მამიგოს

********************

ფიქრები ცივ-გომბორის მთაზედ

შაიღ-მაიღის ხელაი
ცივის გომბორის სერებსა,
ეხლა ჰყვავიან იანი,
აქ კაცს რა დააბერებსა.
კიოოთ დაისვენებენ,
მოვშორდი ჩარგალელებსა.
კიდევ მიუვალ ფშავშია
ხინკლებსა, ცხელ-ცხელ კვერებსა.
ქალის დაგებულ ლოგინსა,
ბალიშს რო შააცერებსა.
მიუტანს თავის ნაძმობი
ყურებში გასაყრელებსა,
თუშურ დაფერილ ფულებსა
ზედ გულზე დასაკერებსა,
აღარ დასწვები სხვასთანა,
შაჰფიცნებს, დააჯერებსა
.


წერილი შეიცვალა. tmt: Jan 10 2010, 11:25 AM
 
 
tmt
post Jan 17 2010, 11:13 PM
წერილი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350




გიორგი მაზნიაშვილი (დ. 1870 — გ. 1937) — ქართველი მხედარმთავარი.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს კასპის რაიონის სოფ. სასირეთში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დაწინაურდა გენერლად. რუსულ წყაროებში ცნობილია მაზნიევად.

მან თავი 1904–1905 წლების რუსეთ–იაპონიის ომში გამოიჩინა, სადაც დაიჭრა. პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში გენერალი იმპერატორმა ნიკოლოზ II ინახულა, დააჯილდოვა იმპერიის უმაღლესი ჯილდოთი–წმინდა გიორგის ჯვრით და სასახლეში მიიწვია.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა მსოფლიო ომშიც, სადაც მძიმედ დაიჭრა პოლონეთის ფრონტზე. 1917 წლის დეკემბერში ბრუნდება სამშობლოში და ქმნის ორ ეროვნულ დივიზიას. 1918 წელს კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკან დამხევი რუსი ნაწილებისგან. „ამ უკან დახეულ რუსეთის ჯარებს გზა თბილისზე ჰქონდათ. მიაღწევდნენ თბილისამდე და როგორც მტერი ალყაშემორტყმულ ქალაქს, გვიდგენდნენ სხვადასხვა მოთხოვნებს. ერთხელ ისიც კი მოითხოვეს, რომ ამიერკავკასიის მთავრობა გადამდგარიყო და ხელისუფლება ჩაებარებინა არმიის საოლქო ყრილობას“ (მაზნიაშვილის მოგონებებიდან). ცხადია, ამ ძალებს ბოლშევიკები იყენებდნენ საქართველოს ხელში ჩასაგდებად. მაზნიაშვილმა შეძლო ამ საფრთხის არიდება ჯავშან–მატარებლით და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით.

1918 წლის ბრესტის ზავის პირობებით თურქეთს გადაეცა აჭარა. თუმცა მათ ეს არ იკმარეს–შეიჭრნენ გურიაში და ოზურგეთს მიადგნენ. სახალხო ლაშქრის, პარტიზანების და საჯარო ნაწილების მობილიზაციის საფუძველზე მაზნიაშვილმა არამცთუ გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა რა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში, ბათუმიც გაათავისუფლა. ამავე წლის 18 ივნის იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიით და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, ჩაახშო პრო–ბოლშევიკური აჯანყება. შემდგომ, სოჭის კონფლიქტის პირველ ფაზაში, შეიჭრა ჯიქეთის ტერიტორიაზე და თეთრგვარდიელ გენერალ მოისეევის ნაწილებისგან ერთმანეთის მიყოლებით 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს გაათავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე. 1918 წლის ოქტომბერ–დეკემბერში იყო თბილისის გენერალ–გუბერნატორი. ამავე წლის დეკემბერში სომხეთ–საქართველოს ომისას წარმატებით დაიცვა სამხრეთ საზღვარი გენერალ დროს ნაწილებისგან. 28 დეკემბერს კი 3500 კაციანი შენაერთით დაღამებისას სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1919 წელს იყო ახალციხე–ახალქალაქის გენერალ–გუბერნატორი. 1921 წლის შავი თებერვლისას იცავდა ფონიჭალის რაიონს სომხეთიდან შემოჭრილი რუსეთის XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან.

იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მას სთხოვეს. თუმცა ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა, რომ: „როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს.“ მაზნიაშვილმა უპასუხა: „მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ“. მან სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა თურქები აჭარიდან იქამდე, სანამ ჟლობას კავალერია ბათუმს მიაღწევდა.

მისი ღვაწლის მიუხედავად, 1923 წელს წითელი ტერორისას იგი დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ გენერალი გამოიყვანეს სიკვდილმისჯილთა საკნიდან და გადაასახლეს ირანში, საიდანაც საფრანგეთში გადავიდა. იქ სდებდნენ უსაფუძვლო ბრალს, რომ თითქოს მან აცნობა საბჭოთა ხელისუფლებას 1924 წლის ამბოხების შესახებ. ნოე ჟორდანიას იგი სწერდა: „გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრე უღალატებს სამშობლოს“. მაგრამ საზღვარგარეთ დიდხანს არ უცხოვრია. სამშობლოში დაბრუნების ნებართვა ითხოვა და რამოდენიმე წლის მერე საბჭოთა ხელისუფლებასთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, მიეცა უკან დაბრუნების უფლება. სამშობლოში გენერალს უამრავი უსიამოვნება შეხვდა. არ მისცეს სამსახური, არ დაუნიშნეს პენსია. უსახსროდ დარჩენილი იგი დასახლდა მშობლიურ სოფელში, მოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას და გლეხურ მეურნეობას მიყო ხელი. 1937 წლის მასობრივი ტერორისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.



წერილი შეიცვალა. tmt: Jan 17 2010, 11:23 PM
 
 
tmt
post Jan 29 2010, 01:43 PM
წერილი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



თამარულ ჭინჭარაული:
ლეკები დასხმიან თავს ხევსურეთს. თამარულ ჭინჭარაული თავის სახლში კარს უკან დამალულა. მტერი სოფელს აწიოკებდა, სახლიდან სახლში გადადიოდა. მიაღწიეს თამარულის ეზო-კარსაც. რამდენიც შევიდოდა სახლში, თამარული ხმლით კლავდა. ერთბაშად შეიჭრნენ ლეკები სახლში, ბრძოლა გაჭირდა, თამარული გარეთ გამოვიდა, შეება მომხდურს და 32 კაციც გაისტუმრა საიქიოს, მხოლოდ სამი გაექცა. მერე მამაკაცებთან ერთად დაედევნა მტერს.

ბრძოლა რომ დამთავრდა, ხალხმა ჰკითხა თამარულს: - რა გინდა, რა გაგიკეთოთო.

- მე არაფერი მინდა, - უპასუხა თამარულმა, - ოღონდ გუდანის ხატში ყოველ დღესასწაულზე, ჩემს მოსაგონრად ერთი ქვაბი ლუდი დაიდგასო.
მართლაც, ხევსურეთში, გუდანის ხატში, ყოველ დღესასწაულზე დგამენ ხოლმე დიდი ქვაბით ლუდს და იტყვიან: "თამარულსაო, კარებ უკან დამალულსაო, შაუნდას ღმერთმაო!"

დედაბერი ქრისტინე:
1794 წელს ხუნძახის ბატონმა ნურსალ ბეგმა ძარცვა-გლეჯით გადმოიარა კახეთი, ქართლში შემოვიდა და მჭადიჯვრის ციხეს შემოადგა. მეფე ერეკლე მცირე ჯარით შეება მტერს. საქმე რომ გაჭირდა, ერეკლე ცხენიდან ჩამოვიდა, სხვებსაც ჩამოქვეითება უბრძანა. ეს არის დღე ვაჟკაცობისა და სიყვარული სჯულისაო, - შესძახა ქართველთ და გაუძღვა წინ. შეიქმნა თოფის სროლა. ქართველებმა მტერი გააქციეს, ხმალდახმალ არაგვამდე მიჰყვნენ.

ამ ომში უმარჯვია მჭადიჯვრელ ქრისტინეს. როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი ბრძანებს, ამ დედაკაცმა მტერს დაუწვა ციხეზე მიტანილი შვიდი საფარი, მერვის დაწვისას მოუკლავთ ლეკებს. ერთ ხალხურ ლექსში ხუნძახელი სარდალი ლაპარაკობს ქრისტინეს გმირობაზე:

"მჭადიჯვარს რომ მივატანეთ, საქმე მაშინ გაჭირდება, იქ რომ ბებერმა საქმე ქნა, ის არ უქნია სხვასაო, ორი ბელადი მოგვიკლა მთელ შეყრილ დაღესტანსაო. მესამე რომ გამოვიდა, დახე, იმ ჭკუამჯდარსაო, ესროლა თოფის მაჟარი, მოარტყა შუა ძვალსაო".

ქართველი ქალი: მრისხანე აღა-მაჰმად ხანს ძღვნად მიჰგვარეს მშვენიერი ქართველი ტყვე ქალი. მას მეუღლე ბრძოლაში დაეღუპა, ძუძუთა ბავშვი მტრებმა დედის თვალწინ დაანარცხეს ქვას. თვითონ კი სილამაზემ გადაარჩინა.

"რად მინდა ქალი, ვინ არის მყიდველიო", - იკითხა საჭურისმა შაჰმა. ქალი მდიდარმა ჯაფარ ბეგმა იყიდა და ნარიყალის ციხეში მიიყვანა. უბრძანა, მაჰმადიანობა მიეღო და მისი გამხდარიყო. ქალმა არაფერი უპასუხა, ჩაფიქრდა, მერე ჯაფარ-ბეგს ხელისგული გაუსინჯა და უთხრა: - შენი ხელისგულის ხაზები მეუბნება, რომ ამაღამ საკუთარი ხანჯლით სიკვდილი გიწერიაო. მერე ბეგს ხანჯალი მოსთხოვა, - შევულოცავ და უვნებელი გახდებიო.
მაჰმადიანებს სწამდათ, რომ ქართველმა ქალებმა იარაღის შელოცვა იცოდნენ. ჯაფარ-ბეგმა ხანჯალი მოიხსნა და ქალს გადასცა. ქალმა ჯერ შეულოცა, მერე ხანჯლის წვერი გულზე მიიდო და ჯაფარ-ბეგს უთხრა: - ვადას დაჰკარი და დარწმუნდები, რომ ვერას მავნებსო. ჯაფარ-ბეგმა თხოვნა შეუსრულა და... ტყვე ქალი გულგანგმირული დაეცა მის ფერხთით.

მზექალა: პარიზში გამომავალ გაზეთში "დამოუკიდებელი საქართველო" 1932 წელს დაიბეჭდა შალვა ამირეჯიბის სტატია "მზექალა", სადაც ის ქაქუცა ჩოლოყაშვილის მონათხრობს იხსენებს: აჯანყების მარცხის მერე ქაქუცა ხევსურეთში გადავიდა. ხევსურებმა სიხარულით მიიღეს და შეჰფიცეს, - რუსებთან შესაბმელად ქუდზე კაცი გამოვალთო. გუდამაყრის მხრიდან თოფი გავარდა. ეს მტრის მოახლოების ნიშანი იყო. ქაქუცამ ოცი კაცი ორწყალში გაგზავნა - სწორედ იქიდან ელოდნენ რუსებს. აჯანყებულებს სამასი ხევსურიც შეუერთდა. შემოსასვლელები გაამაგრეს. ქაქუცას ამ დროს ციება დაემართა და სიცხიანი ნაბადში გახვეული ბორგავდა. უცებ ერთმა ხევსურმა ცხენი მოაგდო და დაიძახა, - რომელია ჩოლოყაშვილიო. ქაქუცაზე მიუთითეს.

მან დახედა და წამოიძახა: "რა დროს წოლაა, ვაჟაო!.. არ გაგიგია, ხევსურეთს მტერი მოადგა?!" შეხედა ჩოლოყაშვილმა, უბელო ცხენზე ახალგაზრდა ქალი იჯდა, ხელში თოფი ეჭირა. უცნაური სტუმრის მოსვლამ გამოარკვია სნეული, თავი უხერხულად იგრძნო. "ავად ვარო", - ჩაილაპარაკა.

- განა სიკვდილი ავადმყოფს არ შეუძლია? ორწყალში ომია! - უპასუხა ქალმა.

- ვინა ხარ, დისავ?

- მზექალას მეძახიან, არაბულის ქალი ვარ! ნეტაი თუ შენც ჩოლოყაშვილი ხარ?

- გახლავარ, რას მიბრძანებ?

- ბრძანება შენი იყოს, მე ორწყალში მინდა მიგაცილო, ხევსურნი გელოდებიან, - მიუგო და თვალებში ჩააშტერდა.

ქაქუცა მიხვდა, - წაუსვლელობა არ იქნებოდა... მზექალა წინ მიუძღვის, უბილიკო დაღმართებით მიჰყავს ქვემოთ ჩოლოყაშვილი. ტყვიები ზუზუნებენ, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. ვინ გამოგზავნა? არავინ! როგორ მოაგნო, არც ეს იცის ქაქუცამ. ერთ სოფელს რომ გაუსწორდა, ქალმა ცხენი შემოაბრუნა და შინ დარჩენილებს გასძახა. მხოლოდ ძაღლი გამოეხმაურა.

- უკაცოდ, მარტო, ძაღლიც ცოდოა. ჩანს, ყველანი წასულან, - ჩაილაპარაკა მან.

ახლაღა გაარჩია მისი სახე ქაქუცამ. 18 წლის იქნებოდა, სახეკუშტი და ეშხიანი. მკერდმოღეღილს მხრებზე შავი თმა ეყარა. როცა შეფიცულთა სანგრებს მიუახლოვდა, მოვიდა ჩოლოყაშვილიო, დაიძახა ხეობის გასაგონად და თოფი დაცალა.

ბრძოლამ რამდენიმე დღეს გასტანა. ხევსურები მამაცურად იბრძოდნენ, თითქოს სჯობნიდნენ კიდეც, მაგრამ რუსებმა ქართულ სოფლებს არტილერია დაუშინეს. ამ ხნის განმავლობაში მზექალამ რამდენჯერმე ჩაიქროლა ჩოლოყაშვილის წინ უბელო ცხენით, ხან სანგარში იჯდა და მტერს ესროდა, ხან კარგა ხნით გაქრებოდა და მოჰყავდა ახალი ხალხი.

რუსებმა გადაწვეს ხევსურეთა სოფლები, ხალხიც დახოცეს, მათ შორის ხუთი ქალი იყო. მზექალა მათში არ არის. მისი სიკვდილის ამბავი შემდგომში შეიტყო ქაქუცამ: უკან დახევის დროს ხევსურებმა მთებს მიაშურეს. რუსები შევიდნენ ხალხისგან დაცლილ მზექალას სოფელში და ძარცვა-გლეჯას მიჰყვეს ხელი. ერთი სახლიდან გამოვარდნილმა ორმა ტყვიამ ორი ჯარისკაცი მოინელა.

რუსებმა სროლით უპასუხეს. სახლში შეჭრილ მტერს იატაკზე ახალგაზრდა ქალის გვამი დახვდათ. მზექალა იყო! სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კერაზე რუსს არ გავატარებო, - დაუფიცია და შეასრულა სიტყვა
.


კახაბერ კენკიშვილი


http://www.kvirispalitra.ge/martlmadideblu...ebis-dghea.html

წერილი შეიცვალა. tmt: Jan 29 2010, 01:44 PM
 
 

გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 22nd August 2019 - 07:47 PM