IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
3 გვერდები V  < 1 2 3  
გამოხმაურება  ახალი თემა
> ქართველები
rezolomi
post Apr 25 2010, 03:34 PM
წერილი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088




ქალდეური ტექსტები ქვა კლდეზე გამოჭრილი წარწერებია. ამისთანა ძეგლწერა დღეს 180-მდე ითვლება. პირველი მათგან იპოვნა შულცმა 1827 წელს ვანის ტბის პირას, მერე რავდენიმე სხვაც იმავე ტბის არე-მარეზე.
წარწერების ფოტოგრაფიები უკვე დაბეჭდილია მრავალ სამეცნიერო გამოცემებში.
ტექსტები წაიკითხეს, მაგრამ ვერ ამოიცნეს რა ენაზე იყო დაწერილი. საისი, ლენორმანი მას უნათესავებდნენ ქართულ ენას. ბოლოს გამოითქვა აზრი” “თუ ამ ძეგლწერათა დამტოვ მოდგმის წარმომადგენელნი არ არიან დღევანდელი ქართველები, მაშინ იგი უნდა ჩაითვალოს სრულიად გადაშენებულ-ამოწყვეტილ ხალხად” (ნიკოლსკი).
ჩვენ გავეცანით ამ ტექსტებს რუსულ გამოცემებით “Древности Восточныя” (ტ. 1, გამოც. მე-3), “Материалы по археологии Кавказа” (გამოც. მე-5, 1896 წ.). ამათში დაბეჭდილია ქალდეური ანუ აგრედწოდებული ვანის ლურსმური წარწერები” (მ.ნიკოლსკის რედაქციით) იქაურ მეფეებისა, რომელნიც ასურულ წყაროების მიხედვით თანამედროვეები იყვნენ ასურ ნასირ აბალისა (885-860ცწ. ქრ. წ.), სალმანასარისა (860-825) და სხ.
ჩვენ შევუდექით ძვირფას ტესტების შესწავლას და მათ შესახებ მოხსენება წავიკითხეთ 1900 წელს არქეოლოგიურ კრებაზე პრ. უვაროვას თავმჯდომარეობით; 1906 წელს კრებულში “Батум и его окрестности” გამოვაცხადეთ (გვ. 33):ენა ვანის ლურსმურ ძეგლწერათა არის ენა ქართული”.
მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, თქმა ერთია, დასაბუთება სხვა. საჭირო იყო ჩვენი სიტყვის დასაბუთება, და 1906 წლის აქეთ ამ საბუთების ჩხრეკა ძიებას მოვანდომეთ დრო-ჟამი.
ანალიზი გავუკეთეთ ქართველ მოდგმის კილოების ფორმებს, სათემო და საგვარტომო სახელებს, გეოგრაფიულ სახელების შედგენილობას, აღვადგინეთ, შეძლებისამებრ, ძველი საერთო ენის სახე, და იგი დაუპირისპირეთ ლურსმურ ტექსტების ენა, და ამ ტექსტებიდან 17 უკვე წავიკითხეთ (სქოლიოში მითითებულია:ესენი დაბეჭდილნია ზემოხსენებულ რუსულ გამოცემებში ნიკოლსკის რედაქციით-კ.კ.).
წაკითხული ტექსტების ენა საგვარტომო ქართული ენაა, მხოლოდ შიგა და შიგ გვხვდება თითო ოროლა ფორმა, რომელიც ამ საგვარტომო ქართულს დაუკარგავს და დაშთენილა-კი განაპირა კილოებში (ინგ., ხევს., სვან., მეგრ., ჭან.).
რახან წაკითხვამ ცხადჰყო, რომ ძეგლების დამწერნი ყოფილან ქართველები, ამიტომ საჭირო შეიქმნა განმეხილა სამეცნიერო ლიტერატურა შესახებ ამ ძეგლების დამტოვებელ დიდ და სიბრძნით განთქმულ ხალდეველებისა და მათ ერთ-სისხლ და ერთ ხორც ხეთელებ-კოლხებისა. აღმოჩნდა შემდეგი.


უწინარეს ჟამებშივე ხალდეველთა მოდგმას სჭერია მთელი შუამდინარე და მცირე აზია ეგვიპტის საზღვრებამდე, კუნძულები კვიპროსი (ამას მათებურად ერქვა აგრეთვე იავნანა) და კრეტა. შარდან კოლხელი თავის რაზმით ჰშველოდა რამზეს II-ს 1270 წ. ქრ. წ. კოლხელებივე ენადებოდნენ ლიბიელებს (აფრიკაში), საცა ცხოვროდა თეთრკანიანი ხალხი თხუხი, კახაკინილოსის დელტის სამხრით ქალაქი ტანისი (ავარისი) იყო უმთავრესი სამყოო კოლხელებისა. ჰიქსოსების ხანაში მთელი ეგვიპტე, სირია ღასისამდე და შუამდინარე წარმოადგენდა ერთ სახელმწიფოს ჰეგემონიის ქვეშე ხეთა-ქა;დის მოდგმისა. შემდეგში 1270 წელს ხეთას მეფე ხიტისარმა (სქოლიოში აღნიშნულია: ხიტი იგივე ქიტი, ხატი, ხეტაა ხიტიის ანუ ხიტის მეფე (სარ-ცარ, მცარი, ცავი), რომ სამეგობრო ხელშეკრულება დასდო რამზეს II-სთან. ამ ხელშეკრულობის სიმტკიცეს თავდებად დაუდგა ათასი ღმერთი ხეთას ქვეყნისა და ათასი ღმერთი ეგვიპტისა, და იგივე ხელშეკრულობა თავის ბეჭდით და ხელმოწერით დაამტკიცა ხეთას დედოფალმა გილუხიპამ (სქოლიოში ნათქვამია:ასეთივე სახელიანი სეფე ქალები ქალდისა ცოლად ჰყვანდათ ფარაონებს), ასულმა კიჯადადანის ქვეყნისა.
საგულისხმოა, რომ ჰეროდოტე, რომელმაც მოიარა ეგვიპტე და კოლხეთი, ეგვიპტელებსა და კოლხებ შორის ერთის მხრივ და მათ ჩვეულებასა და ენას შორის მეორეს მხრივ დიდ ერთობას აღნიშნავს.
ბერძენთ მწერლებივე აცხადებენ კოლხების ერთგვარ დენას დასავლეთისკენ.
სტრაბონი იუწყება, კოლხების კვალი შეინიშნებაო კუნძულ კრეტაზე, იტალიას, ადრიატიკის ზღვამდე. აქ პლინიუსი უჩვენებს ქალაქს კოლხინიუმ კოლხთა აგებულს. ამათ წინანდელი მწერლები, კალლიმახი (260-230 წ. ქრ. წ.) და სხვა, კოლხთა ქალაქებს უჩვენებენ ეპირში, ისტრიას (სქოლიოში აღნიშნულია:კოლხებმა დააარსესო ქალაქი, რომელსაც დაარქვესო თავიანთებურად პოლა. გვგონია ნაკვეთად სიტყვისა სოფელი ზმნიდან ფუუა, ფლვა, ფლობა).
თვით იუპოტერის აღმზრდელებადაც იგივე ბერძნის მწერლები აცხადებენ კოლხებს, ათინის კულტიც კოლხეთიდან გადაინერგესო.
შემოვკრიბეთ ჩვენ გეოგრაფიული სახელებიც ხეთა-ქალდიისა, და მათ შორის არა ერთი აღმოჩნდა სეხნია აწინდელ საქართველოს გეოგრაფიულ სახელისა, იგეთიც-კი, ვით არმაზი, ოპიზი, ძამა, გურია, ეფრატი. მაგრამ ამ სახელებში უმთავრესი ჩვენი ყურადღება მიიპყრო შუამდინარის წოდებამ შუმერე, ე. შუამერე ტიგროსსა და ევფრატს შუა მდებარე მერე=სარწყავი მიწა. ამ შუმერის ენა აქაურობისთვის ისეთივე საღმრთო ენა იყო, როგორიც ევროპისთვის ლათინური, მაგრამ ამ ლათინურზე ორჯერ მეტ ხანს (ისტორია კაცობრიობისა, ჰელმჰოლცის რედაქცია 1904 წ. ტ. 3, გვ. 6.) ასე შემოიკრიბა დიდძალი მასალა და ისეთის ხასიათისა, რომ აშუქებს ქართველი ერის წარსულს. და ამიტომ ამ მასალის სემცველს ჩვენს ახალ შრომას სახელად დავანათლეთ “ქართველები და ქართული ენა”.
ეს წიგნი (ასამდე ხელნაწერი თაბახი) დაყოფილია ოთხ თავად.
თავი 1. გამოკვლევა: ენა საზოგადოდ და ქართული განმსაკუთრებით პალემფსესტების ენა და ინგილოურ-სვანური კილოები. არსებითი ზმნა.
ნაცვალსახელები. რიცხვი. თანდებული (წინ და უკან სართავები)-ნათესაობითი ბრუნვა და ი. ზმნათა შორის. ღმერთი. მზე. მთვარე. ცა.
თავი 2. სათემო და საგვარტომო სახელების დაბოლოებანი.
თავი 3. ქალდეური ტექსტები; წაკითხვა განმარტებანი.
თავი 4. ქალდიიდან ქართლამდე:
1. ქალდიის მოკლე ისტორია.
2. ცნობები ხეთის შესახებ:ხეთას ადგილები. ღმერთები.მეფეები. ანბანი. ხეთა-აკადური სიტყვები.
3. ეგვიპტელები და კოლხები. სახელები დაბოლოებით კ-კი-კა-გი. შარდან კოლხელი 1270 წ. კოლხები ტანისში და ლიბიაში.
4. ქალდიის გეოგრაფიული სახელები. ქალდეველტა ენა. კულტურა. მხედრობა. დაშლა დიდებულ იმპერიისა. მცხეთა.
დასკვნა:ქალდეურ ტექსტების მნიშვნელობა.



დამატება:
1. სამეგობრო ხელშეკრულება ხეთა-ეგვიპტისა (თარგმანი).
2. ქართული გეოგრაფიული სახელები და მათი დაბოლებანი.
3. ბგერათ შესატყვისობა.
ქალდთა ძეგლ-წერანი ისეთი ხასიათისანი არიან, რომ იგინი დიდი მეცნიერების სიტყვით არ ჩამოუვარდებიან ეგვიპტის ცნობილ ძეგლებს. ოღონს უნდათ მათ გულდასმით და ბეჯითად შესწავლა, ტექსტების მოგროვება, გადმოთარგმნა, გამოქვეყნება და გავრცელება. ყველა ეს უნდა ითავოს ჩვენმა ნორჩმა უნივერსიტეტმა, საცა მოღვაწეობენ ისეთი ძალები, ვით ივ.ჯავახიშვილი, კ.კეკელიძე, ა. შანიძე, გ.ახვლედიანი, გ.წერეთელი და სხ.
ჩვენი ძეგლწერები არა მარტო ადგილობრივი მნიშვნელობისაა, არამედ საზოგადოც, საკაცობრიო. ჯერ ისევ ამ ძეგლწერათა წაკითხვამდე ინგლისის მეცნიერი კლარკი წერდა:
,,ქართველი მოდგმა უწინ ფართედ იყო განთესილი. არსებობდა ძველი ქართული ენა, რომელიც შემდეგში გაშტოვდა ენებად არიისა, სემისა, ტიბეტისა და სხ. მოდგმათა. ერი, რომელიც ამ ქართულ ენაზე ლაპარაკობდა, ბატონობდა მთელს მაშინდელ ცნობილ მსოფლიოში, უმთავრესი სამყოფო კი ამ ერისა იყო იბერია-მოსეს ედემი. ბაბილონს და ასურეთს აღმოცენდა მისი სკოლები სამეცნიერო, სამწერლო და სახელოვნო შესაგნებად უძველეს ძეგლ-წერატა ფორმებისა და აკადის ძეგლწერების წასაკითხავად უნდა მივმართოთ ძველ ქართულ წყაროებს. სომხები და სპარსელები არიან ნაშთნი ძველ ქართველებისა, ასურთა მიერ დამარცხებულებისა და დევნილებისა მათ სამხრეთ სამფლობელოდან”.
H. Clark. On the prehistorie and protohistorie relationr, of Asia (Journal of the of the Antropokog. ligt; tute, 1871 წ. გვ. 52-59. კ.პატკანოვი. ,,ვანის ძეგლწერანი და მნიშვნელობა წინა-აზიის ისტორიისათვი”, 1881, გვ. 15).
როგორც ჰხედავთ, ყოველ მხრივ საყურადღებოა კლარკის აზრი და შეხედულობა.
ძეგლწერათა ენა უკვე ამოცნობილად უნდა ჩაითვალოს. ქართველი ერი მოვალეა დიდის გულისხმიერობით მოეჭიდოს იმ საუნჯეს, რომელიც ბიაბან ადგილებში დაუტოვებიათ წინაპრებს.
დასასრულ უნდა ვთქვათ, რომ ერთი ძეგლწერა თავდება ლექსად, რომლის დაბოლოება ასეთია:
… ნუ ლალიე
ნუ ლაალი
ნულულიე
სელუინიე
ასეთები იყვნენ “გულმყარნი და კისბასნი, ვეფხვზე მალი ცხენებით” (ამბაკომე) “ქალდინინი ბუშინი”.

29 დეკ. 1923.

“კომუნისტი” 1924, N 4 (857), 5 იანვ. გვ. 3.
Rate This

Quantcast

Posted in History | ტეგები: მოსე ჯანაშვილი, Mose Janashvili
 
 
tmt
post May 2 2010, 12:38 PM
წერილი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



QUOTE
ისე ღირდა ამისათვის ახალი ტემის გახსნა? თუ აქ ჯობაი იყოს?

იყოს აქ
არაა პრობლემა...

აბა ესეც ნახე

http://elita.ge/index.php?showtopic=3099&a...amp;#entry91783
 
 
rezolomi
post May 2 2010, 11:44 PM
წერილი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



ძალიან მაგარაია
როცა ეგ გადაცემა მიდიოდა ტელევიზიით . სამმა ადამიანმა დამირეკა, რომ მენახა, მაგრამ იქ სადაც ვიყავი ვერ ვუყურე და ძალიან მაინტერესებდა. მოკლეთ წიგნი უნდა წავიკითხოთ -- გასაგებია რომ კალენდარზა ლაპარაკი .....................O.კ
ხო ზევით რაც გადმოვაკოპირე, შეიძლება გადავიტანოთ შესაბამის თემაში, თქვენ მოდერებს ხომ შეგიძლიათ ამის გაკეთება?
 
 
tmt
post May 3 2010, 12:48 AM
წერილი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



რომელში გინდა გადაიტანო?

მითხარი და გადავიტან
 
 
rezolomi
post May 21 2010, 11:26 AM
წერილი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



ქართლ, კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო;
რაჭა-ლეჩხუმ-ჯავახეთი და მესხეთი სასახელო;
ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი და აფხაზეთი;
ძველი ტაო, იმერხევი, საინგილო და ლაზეთი;
მთიულეთი საარაკო და აჭარის ზღვა და მდელო;
ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი- ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

+
 
 
rezolomi
post May 27 2010, 07:03 PM
წერილი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



ეს რომ არ არ ამეტვირთა არ იქნებოდა მოდერ გადაიტანე მერე სადმე
 
 
tmt
post May 27 2010, 10:48 PM
წერილი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



QUOTE
ეს რომ არ არ ამეტვირთა არ იქნებოდა მოდერ გადაიტანე მერე სადმე

იყოს აქ - უხდება ამ თემას...
 
 
rezolomi
post Jun 1 2010, 07:07 AM
წერილი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



QUOTE
tmt

პ.ინგოროყვა ხელმეორეთ ავტვირთე თან ვირუსებისაგან გავანთავისუფლე
http://www.link.ge/file/325198/P-Ingorokva.rar.html
 
 
rezolomi
post Jun 3 2010, 07:18 AM
წერილი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



ესენი იყვნენ და არაინ ქართველები





ესთები არან ქართველები

 
 
andro abuladze
post Nov 1 2012, 03:19 PM
წერილი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
წერილები: 2
რეგისტ: 1-November 12
წევრის ნომერი: 1,305



tmt
QUOTE
ქალდუ - კარდუ - ხალდუ - ხალიბი

საქმე ასე მარტივად არ არის.


QUOTE
საინტერესო ისაა, რომ კასიტები თავის თავს ქორდუნიაშებს უწოდებდნენ - კორდუ-კორთუნიაშ (ქორთუნიაშ?) - ხოლო ქართველებს მეგრულად ქორთუა ეწოდება - საინტერესო მსგავსებაა.

მცირე შესწორებას შევიტან - კარდუნიაში (Karduniaš) ბაბილონის სამეფოს კასიტური სახელწოდებაა.



 
 

3 გვერდები V  < 1 2 3
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 28th July 2017 - 07:43 AM