IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
 
გამოხმაურება  ახალი თემა
> რევაზ ინანიშვილი
dluncha_bimi
post Oct 18 2010, 08:56 PM
წერილი #1


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817





რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში.

1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. მერე სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
1947 წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.
966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში.
1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.
1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ,,დილას" რედაქტორი.

პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.

რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მისი მოთხრობების ძირითადი კრებულები
„მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან“ (1958)
„წვეთები ფოთლებზე“ (1962)
„ცოსფერი გორგალი“ (1968)
„საღამო ხანის ჩანაწერები“ (1971)
„ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა“ (1974)
„ჩიტების გამომზამთრებელი“ (1978).

მწერალს ეკუთვნის საბავშვო კრებულებიც
„ბედნიერი მთა“ (1960)
„ბობო“ (1964)
„სად ცხოვრობს მეზღაპრე“ (1970)
„მგლის ლეკვები“ (1973)
„შორი თეთრი მწვერვალი“ (1976), რომელშიაც 1977 წ. მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები
„არდადეგები“
„დაბრუნებული ღიმილი“
„ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“
„ფერმა მთაში“
„ზაფხული სოფლად“ („პასტორალი“, თანაავტორი ოთარ იოსელიანი)
„ნატვრის ხე“ (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე)
„ქვიშანი დარჩებიანო“ (თანაავტორი გ. შენგელაია)

ის ამბობდა: "ჩემს წიგნის კარადაში ჩამწყვდეულია ასეულობით ადამიანის სული.
მე კი ხელები ზურგს უკან მაქვს წამოწყობილი და ციხის ზედამხედველივით ვცემ ბოლთას მათ წინ". და წერდა გოგო-ბიჭებისთვის, დედებისთვის,
მამებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის, ვინც "დღიურ საქმეს სიბნელით ართმევდა თავს",
ნაშრომ-ნაჯაფი და დაღლილი ჩამოჯდებოდა, გადაშლიდა წიგნს და გმირებთან ერთად, ხან ტიროდა, ხან იცინოდა.


უზომოდ მიყვარს ეს მწერალი ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნია ,, შორი თეთრი მწვერვალი''


წერილი შეიცვალა. dluncha_bimi: Oct 18 2010, 08:59 PM


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 

გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 18th September 2019 - 05:13 PM