IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
17 გვერდები V  « < 2 3 4 5 6 > »   
გამოხმაურება  ახალი თემა
> ქართული მითოსი, ხალხური თქმულებები, და მათი ანალოგიები სხვა მითებში
tmt
post Nov 15 2009, 11:13 PM
წერილი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



როგორ გაჩნდა ქვეყანაზე მთები და ხევები

ღმერთმა თურმე დედამიწა, ცაზე უფრო დიდი გააჩინა, არ მოერგო ცა დედამიწას, ვერ ესარქვლებოდა.
მაშინ ეშმაკმა ურჩია თურმე ღმერთს: მოუჭირე მიწას შენი ძლიერი მკლავები და ცა ზარფუშივით დაეხურებაო.
მართლაც ღმერთმა დაუჯერა ეშმაკს, მოუჭირა დედამიწაზე მკლავები..ცა დაესარქველა, მაგრამ მიწა კი შეიზნიქა და აქა-იქ ამოიბურცა გორებად
.

http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=20

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 16 2009, 10:06 AM
 
 
tmt
post Nov 15 2009, 11:13 PM
წერილი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



დალი და მონადირე მეფისა

-დედავ გენაცვა, საგზალი მომიმზადე, არჩვ-ჯიხვი მომენატრაო-უთხრა მონადირე მეფისამ თავის დედას.
გამოუცხო დედამ ხმაიდები თავის საყვარელ შვილს და სანადიროდ გაისტუმრა.გარიჟრაჟზე აბიდა მთაზე მონადირე. ის-ის იყო საუზმე უნდა ეჭამა, რომ კივილი მოესმა, მონადირეს მისთვის ყური არ უთხოვებია. ახლა მეორედ შემოესმა კივილი.
"წყეული ვიყო, თუ არ გავიგო, ვის უჭირს ასეო,"-გაიფიქრა მონადირემ. აიხედა მაღლა, ხედავს ცას სწვდება თეთრი კლდე.
კლდის წვერზე ოქროსნაწნავებიანი დალი გადმომდგარა და კივის
-დიდება შენდა, ვინც არ უნდა იყო, მითხარ, რა გაგჭირვებიაო,-მიმართა დალს მონადირემ.
-მე ვარ კლდის დალი, შვილი მგელმა მომტაცაო. ბავშვი კლიდიდან გადმომიგორდა, ქვევით მსუქანი მგელი ყოფილა დადარაჯებული და გორს იქით გაუყენაო.
-ნუ შეწუხდები, ცბიერ მგელს მე გავეკიდებიო, ბავშვს გადავარჩენო!-შესძახა მონადირემ.
მგელი ქედ-ქედ მიძუნძულებდა, დალის შვილი პირში ეჭირა. შეურჩია დრო მეფისამ, სტყორცნა ისარი და იქვე გააგორა. პირი ღია დარჩენო მგელს. მეფისამ იგი გაატყავა, ტყავი წელზე შმოიკრა, ბავშვი მხარზე შმოისვა და ისე მიჰგვარა დედამისს-კლდის დალს.
-დედაჩემო, ნაწნავი გადმომიგდეო,-შესძახა ბავშმა.
-ისემც დედის მადლი გქონია, მე დედის მთქმელი აღარავინ დამრჩა. დედის მთქმელი ნადირმა მომტაცაო!
-მე ვარ შენი შვილი, მონადირემ მიხსნა მგლის პირიდანო!
დალმა კლდიდან გადმოიხედა, კლდის ძირში შვილი დაინახა, გადმოუგდო ოქროს ნაწვავი და შვილი ზევით აიყვანა.
-მონადირევ ჩემო,-უთხრა დალმა,-რითი გადაგიხადო სამაგიოერო? გინდა, ყოველდღე თითო სუნს მოგაკვლევინებ? არად, თუ გინდა, ყოველ სექტემბერს ცხრა ჯიხვს მოგცემ, წვრილ არჩვს ყოველ კვირაში! თუ არადა, ის მირჩევნია, შენს ლამაზ დანიშნულზე უარი თქვა, ჩემთან დარჩე სამუდამოდო!
-არა, დედოფალო, სიყვარუის როგორ გაკადრებ?! ვერც ჩემს დანიშნულზე ვიტყვი უარს. ისევ ისე მირჩევნია, ყოველ სექტემბერს ცხრა ჯიხვი მომაკვლევინო,-უთხრა მოკრძალებით ყმაწვილმა.
სხავ გზა არ იყო. დედოფალმა აასრულა დანაპირები, მაგრამ ვაჟის უარი გულს მწარე ხინჯად ჩაესო. ვერ აპატია, რომ მოკვდავი დანიშნული არჩია, კლდის პატრონის, დალის, სიყვარულს.
ერთ დღეს მონადირე ტყეში დანაპირები ცხრა ჯიხვი შემოეყარა. ერთი მათგანი ოქროს რქიანი იყო. დაუმიზნა მონადირემ ისარი ოქროს რქიან ჯიხვს და ოქროს რქას მოხვდა. არ მიიკარა ისარი რქამ და მონადირეს შიგ შუბლში შეუბრუნა
.


http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=20

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 16 2009, 10:07 AM
 
 
tmt
post Nov 15 2009, 11:17 PM
წერილი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ერთხელ უშგულის ლამარიას ხატს (ღვთისშობლის სალოცავს) ერთმა დევმა ხელი სთხოვა (მეტაფორულად მისი წაბილწვა მოინდომა), რაზეც ხატის კატეგორიული უარი მიიღო. დევი განრისხდა და ლამარიას წყალში დახრჩობა-დაღუპვა გადაწყვიტა. მოიტანა მთის ზომის ქვები და ენგური გადაკეტა. მდინარე დაგუბდა და სულ მალე ხატს მიწვდებოდა. ხატმა ლაგურკის კვირიკეს სთხოვა შველა. მისი დახმარებით გაირღვა კედელი და მდინარე კალაპოტს დაუბრუნდა. დევს 2 ქვა ჰქონდა მოსატანი და დასადები და წყალი ლამარიამდე მიაღწევდა.

http://forum.gol.ge/index.php?showtopic=45...00#entry1983380
 
 
tmt
post Nov 15 2009, 11:20 PM
წერილი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



დევი

-ბოხეენი ყოფილან გვარად, ღებელები: თაზი, თემირა და მამუკო.
წასულა სანადიროდ თაზი. შვილი წაუყვანია. დაუნთიათ ღამე ცეცხლი ტყეში. შუაღამისას მოსულა ბანჯგვლიანი დევი და ჩამომჯდარა ცეცხლის პირას. თაზის თოფი მუხლთშუა ედგა. მოუმართა თოფი და ესროლა. გადავარდა თოფი და გადავარდა დევი ბექზე.
-ერთხელაც მესროლეო,-ეუბნება დევი თაზი. არაო, მამაჩემს ერთის მეტი არ დაუბარებიაო.
-აი შენ დედასაო!
თურმე მეორეს რომ ესროლოს გამრთელდება. მეორე დღეს ჩასულა ხევში, ყურებუ დაუჭრია. იმ დევს დაუწყევლია:
-ბოხენი არც აშენდეთ და არც გადაშენდეთო...
-მართლაც, სანამ იმ სოფელში ცხოვრობდნენ, არა მრავლდებოდნენ.

http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=40
 
 
tmt
post Nov 15 2009, 11:20 PM
წერილი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



სალამურის წარმოშობის მიზეზი ადამიანის ჭირ-ვარამი ყოფილა, ობლის საფლავზე ამოსულა პირველი ლერწამი, ქარს დაუბერავს და გულისმომკვლელ ხმაზე ამოუკვნესია ბედკრულის გულზე ამოსულ მცენარეს. სალამური მშრომელი ადამიანის განუყრელი თანამგზავრი და მეგობარი ყოფილა, მისი ჭირის მოზიარე და ლხინის დამატკბობელი. ხალხის რწმენით სალამურის მოსპობა არავითარ ძალას არ შეუძლია: ცეცხლიც კი ვერაფერს აკლებს თურმე სალამურს. მის ფერფლში მშობლის სახე ისახება და ნატეხები ისევ გამოსცემენ საამო ჰანგსო. სალამურის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ დაკარგული ბავშვის მოძებნა და გამოცნობაც ამ საკრავს აქვს დაკისრებული ქართულ ფოლკლორში. ზოგიერთი თქმულების მიხედვით, სალამური ადამიანს ღვთაებისაგან მიუღია. ამიტომ იგი ღვთაებრივ საკრავად არის მიჩნეული. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ადამიანს სალამური მთავარანგელოზების სასწაულმოქმედი საკრავის მიმსგავსებით შეუქმნია. გადმოცემათა ნაწილი ამ წყალობას ზღაპრულ ხარს - წიქარას მიაწერს. ქართულ ყოფაში სალამური გამოიყენება ჭირშიც და ლხინშიც. აქედან გამომდინარეობს ხალხში გავრცელებული ტერმინები: «საჭირო» და «სალხინო». «სალხინო» ადამიანს სიხარულს ანიჭებს, ცხოველებს ათვინიერებს, ფრინველებს გალობას აწყებინებს. «საჭირო» კი გლოვის, მწუხარების ჰანგს გადმოსცემს, ადამიანს დარდს უმსუბუქებს, ახლომახლო მყოფთ მის დასახმარებლად მოუწოდებს. ერთ-ერთი ზღაპრის მიხედვით, «საჭირო» სალამურს ბალახის ატირებაც კი შეუძლია.
http://forum.gol.ge/index.php?showtopic=45...00#entry1919565

 
 
tmt
post Nov 17 2009, 07:11 PM
წერილი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



არმაზი

ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება. "ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი..." (ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ტ.1, 1955, გვ. 106).


არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა
.


მე პირადად ეს არესს მაგონებს.
 
 
tmt
post Nov 17 2009, 07:12 PM
წერილი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ამბრი

ქართულ მითოლოგიაში გმირი, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება “ცოცხლად დამარხვის” მოტივი: ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი.


ხარის კულტთან უნდა იყოს კავშირში - 12 ხარი შეიძლება წელიწადის 12 თვე იყოს!

 
 
tmt
post Nov 17 2009, 07:33 PM
წერილი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ზადენი -

ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II ს-ის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. "ზადენი" სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც (მესხეთში).
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:05 PM
წერილი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



სიცოცხლის ხის შესახებ


პოსტი გადმოტანილია http://forum.ge -დან

ამ „ლეგენდარული ხის“ შესახებ თითქმის ყველა მითოლოგიური გადმოცემა მოგვითხრობს, სადაც შესაქმის პროცესია აღწერილი. მსოფლიო ხე ე.წ. axis mundi ან arbor mundi ან მისი რომელიმე იზოფუნქციური სიმბოლო: მთა, ტაძარი, კიბე, ჯვარი, ჯაჭვი... ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა. ან ამ კონკრეტულ „მითში“ რა დაინახე განსაკუთრებული და ჯერართქმული რომელიც თუნდაც სხვა ქართულ გადმოცემასა და ანდრეზებში არ ყოფილა? თუ სიცოცხლის ხე წმინდა ქართული სიმბოლო გგონია?

***
«ბერი გიორგი მეც ვიყავ, ცას ვები ოქროს შიბითა,
გორაზე მედგა ბერმუხა, ზედ ავდიოდი კიბითა,
ჩემს საყმოთ შემონაწირი ღმერთთან ამქონდა იქითა».

***
«ქრისტიანობის წესზედა კარს ედგეს ალვის ხენია,
ზეციდან გადმოშობილი შიბი ცხრა-კეცი გრძელია,
მაგას ჩამოსდის მირონი, ძირს უდგა დიდი ქვევრია».

მოიცა, გამახსენდება კიდევ
* * *
«ამანდ რო ალვის ხენი დგან, ცას მისწვდენია წვერია,
ციხესა ალვას ხეებსა შიბით ცასა აქვს წვერია».

***
«ჩვენი ხთისშვილის კარზედა
ხე ალვა ამოსულაო,
წვერად მოუსხამ ყურძენი,
საჭმელად ჩამოსულაო,
მისი უჭმელი ქალ-ვაჟი უდროოდ დაშაულაო».

***
«შენ ხარ ვენახი, ახლად აღყუავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგილი,
ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავი თვისით მზე ხარ და გაბრწყინვებული».

მდაა. გავგიჟდი უკვე დავიწყე.

კოსმიური საყრდენის, ღერძის (axis mundi) შექმნა დაკავშირებულია შესაქმის მითებთან. კოსმოსის მოწყობის აქტს (ერთიანი სამყაროს ორ პოლარულ ოპოზიციად - ცა-მიწა - განწილვა; სამი კოსმიური ზონის ფორმირება და ა.შ.) მოსდევს მსოფლიო ხის გაჩენა, რომელიც ინარჩუნებს შექმნილ წესრიგს. მსოფლიო ხე მოქცეულია სამყაროს ცენტრში და ვერტიკალური მდგომარეობა უკავია. გადაკვეთს სამ სკნელს - ქვესკნელს, შუასკნელსა და ზესკნელს. ერთის მხრივ, ეს არის ადგილი, სადაც ცა ყველაზე უფრო ახლოა მიწასთან და მოიაზრება როგორც კიბე ზეცაში ასასვლელად თუ ქვესკნელში სამოგზაუროდ, მეორეს მხრივ კი, ეს არის ადგილი, საიდანაც დაიწყო სივრცის განფართება ანუ ცისა და მიწის დაშორიშორება. ვინაიდან, როგორც სივრცე, ისე დრო მითოპოეტურ აზროვნებაში არაჰომოგენურია, შესაბამისად, უმაღლესი ღირებულება გააჩნია იმ წერტილს დროსა და სივრცეში, სადაც შესაქმის აქტი განხორციელდა ე.წ. სამყაროს ცენტრს, დასაბამს.

კოსმიური ხის ყველაზე გავრცელებული სქემის მიხედვით მისი ტოტები ცაშია და მასზე მითიური ფრინველი ბინადრობს (იმდუგუდი, არწივი, ყვავი... ), ტანი - მიწას შეესაბამება. უფრო ხშირად მას უკავშირებენ ჩლიქოსან ცხოველებს, ფუტკარს, სხვადასხვა სულებს (მაგ. შუამდინარულ მითოლოგიაში ამ ხის ტანში ქალწული ლილა ცხოვრობს), უფრო გვიანდელ ტრადიციებში ადამიანს. ხის ფესვები ქვესკნელში ჩადის. ხშირად მის ფესვებში მითიური გველი ბინადრობს (ასევე გვხვდება თაგვები, თევზები, ხანდახან დათვი ან სხვა, ხთონური არსებები). ზოგიერთ ნახატზე, ხის ფესვებს პირდაპირ დაგრაგნილი გველების გამოსახულება ცვლის.

(ამ მხრივ საინტეერსოა ხევსურეთში შუბნურის ხატის დაარსების შესახებ არსებული გადმოცემა: მოშუღლე ხევსურთაგან დაჩაგრულ პირს, რომელიც უცხო რჯულისა ყოფილა და თუშეთიდან ჩამოსახლებულა ხევსურეთში, თავის დამცველად თუშეთიდან წამოუღია ამ ჯვრის საკუთრება ვერცხლის თასი და იმათ სახლში ჩაუმარხავს, ვისაც მტრობდა. ამის შემდეგ იმ ოჯახში კერის შუაში ამოსულა იფნის ხე, რომელიც მოუჭრიათ და გადაუგდიათ. მეორე დილას ხე ისევ ამოსულა, ისევ მოუჭრიათ. მესამე დილით ხეს გველი ამოჰყოლია. ოჯახმა იგრძნო, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულის მომასწავებელი იყო და სახლი მიატოვეს. წასვლისას ოჯახის ერთ-ერთ წევრს სახლისათვის ცეცხლი შეუნთია და ისე გასცლია იქაურობას. კარგა მანძილის გავლის შემდეგ უკან მიუხედავს, ცეცხლიდან დიდი ნაპერწკალი გადმოვარდნილა და მისთვის ცხვირი ამოუწვავს. ამ ამბის შემდეგ, ის ადგილი, სადაც ეს ამბავი მოხდა, იქაურ მაცხოვრებლებს მიუტოვებიათ და იქ შუბნურის ჯვარი დაარსებულა. ლეგენდის თანახმად ხეს ამოყოლილ გველს აქა-იქ ხედავდნენ და ყველა მისი შეურაცხმყოფელი სასტიკად ისჯებოდა. იფნის კერაზე ამოსვლა და გველის ამოყოლების მოტივი სხვა ჯვრების დაარსების თქმულებებშიც იჩენს თავს. მაგ. თქმულება ცაბაურთას მთავარანგელოზის სალოცავზე საღვთო გუდანის ჯვრის დაარსების შესახებ და სხვა. მსგავსი სიუჟეტი აქვს ქართულ ზღაპარს, რომელსაც პირდაპირ ასე ჰქვია „გველის ტყავზე ამოსული ალვის ხე“.)

მითოლოგიაში არსებობს მსოფლიო ხის ინვერტირებული მდგომარეობაც (Arbor Inversa), როცა ხეს ფესვები ცაში აქვს, ტოტები კი, შესაბამისად, მიწაში. წინა გვერდებზე ვიღაცის ნახსენები ბანიანის ხე (აშვათჰა) ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში სწორედ ამგვარი ხის მაგალითია. Arbor Inversa–ს ვარიანტია ალვის ხე სლავიანურ მითოლოგიაში, შამანის ხე ევენქებთან და ა.შ. თუმცა, ამას სხვა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.

რაც შეეხება მსოფლიო ხის ჰორიზონტალურ სტრუქტურას, იგი წარმოიქმნება ხის ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებული ობიექტების მეშვეობით. ამგვარი ტიპის კომპოზიციები ხშირად გვხვდება როგორც ადრინდელ, ისე მოგვიანებით, ქრისტიანულ და ბუდისტურ კულტურებშიც. თუკი ხის ვერტიკალური სტრუქტურა კოსმოლოგიურ დატვირთვას ატარებს და სამყაროს დინამიური ასპექტის აღწერას იძლევა, ჰორიზონტალური დაკავშირებულია სამყაროს სტატიურ ასპექტთან და შეესაბამება ხესთან დაკავშირებულ რიტუალებსა და მის მონაწილეებს.

იმის გამო, რომ ხის ჰორიზონტალური სტრუქტურა რიტუალის მოდელირებას ახდენს, ამის გამო ხშირად გაიგივებულია მსხვერპლთშეწირივს ობიექტთანაც (მაგ. სკანდინავიური მითოლოგის მთავარი ღვთაება ოდინი, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო იგგდრასილზე, ან ქრისტე, რომელიც ჯვარზე გააკრეს). ხშირია შემთხვევებიც, როდესაც გრაფიკულ სქემებზე და ნახატებზე მსოფლიო ხის გამოსახულებებში ჩართულნი არიან სხვადასხვა ღვთიური არსებები და შამანები.

ხის ჰორიზონტალურ სქემის გამოსახვისას ხშირად გამოიყენება ორი ჰორიზონტალური ღერძის გადაკვეთა. წარმოქმნილი ოთხი მხარე ქვეყნიერების ოთხ მხარესთანაა დაკავშირებული. ამგვარი ოთხნაწილიანი სქემა, როგორც ცნობილია, საფუძვლად უდევს სხვადასხვა საკულტო ნაგებობებს (ზიქურათი, პირამიდა, ტაძარი...).

გარდა ამისა, მსოფლიოს ხეს დროითი იპოსტასიც გააჩნია - იგი მოიაზრება როგორც კავშირი მიკრო და მაკროკოსმოსს შორის, როგორც წერტილი დროსა და სივრცეში, სადაც განხორციელდა შესაქმის აქტი. დროით პლანში შესაქმის სტადიების იმიტირება ხდება დღესასწაულის დროს, რაც ნათლად ჩანს ხესთან დაკავშირებულ რიტუალებში.

მითოლოგიური მთა, ტაძარი, კიბე, ჯაჭვი, ჯვარი... მსოფლიო ხის ერთგვარ იზოფუნქციურ სიმბოლოებს წარმოადგენენ. ოღონდ ამაზე სხვა დროს, ზეგე

ისე, ხის კულტის არსებობაზე და მასთან დაკავშირებულ რიტუალებზე საქართველოში ბევრ ქართველ მეცნიერთან შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია (ჯავახიშვილი, კოტეტიშვილი, ჩიტაია, ბარდაველიძე, აბაკელია, ოჩიაური, კიკნაძე...)

მითოლოგიური მთა სიცოცხლის ხის ტრანსფორმირებულ ვარიანტს წარმოადგენს. იგი მდებარეობს სამყაროს ცენტრში, იმ ადგილას, რომლის გარშემოც კონცენტრირებულია მთელი სამყარო.
ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მითოლოგემა მთა - ცა და მთა - ქვედა სამყარო, ბევრი მითოლოგიური პარალელის გასაღებს იძლევა. მთა, როგორც ღმერთების სამყოფელი, ბევრ მითოლოგიაშია გავრცელებული (თუნდაც ოლიმპო ბერძნულ მითოლოგიაში). მითიურ მთასთანაა დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი მითოლოგიური მოტივიც. მაგ. წარღვნა: არარატი - ძველ აღთქმაში, პარნასი -ბერძნულ მითოლოგიაში, ნიცირი - შუმერულ მითოლოგიაში...
შუმერულ მითოლოგიაში ღვთაება ენლილს, რომელიც კოსმოგონიური აქტის შემოქმედია და საკუთარი სხეულით განაშორებს ცასა და მიწას ერთმანეთისაგან, ქურ-გალ ეწოდება, რომელიც «დიდ მთას ნიშნავს».[ზ.კიკნაძე «შუამდინარული მითოლოგია»]

(კოსმიური მითის კლასიკური ვარიანტია მთა მერუ ინდუისტურ მითოლოგიასა და კოსმოგრაფიაში. იგი სამყაროს ცენტრში მდებარეობს. სამ მწვერალზე, რომელთაგან ერთი ოქროსია, მეორე ვერცხლის და მესამე რკინის, ცხოვრობენ ბრაჰმა, ვიშნუ და შივა ან, სხვა ვერსიის თანახმად, მწვერვალებზე 33 ღმერთისაგან შემდგარი პანთეონი ცხოვრობს. )

მსოფლიო ხის ერთ-ერთ ტრანსფორმირებულ ვარიანტს წარმოადგენს ტაძარი. ტაძრის შენებაში ყველაზე მეტადაა გამოხატული ცისა და მიწის კავშირის იდეა. ტაძრის შენება შესაქმის საკრალურ აქტთანაა გაიგივებული (ტაძრის მშენებელი იმეორებს დემიურგის შესაქმისეულ მოქმედებას). არსებულ ქაოსში გამოისახება პირველი ვერტიკალი «ცამდე აღმართული», რომლებიც განასახიერებენ მსოფლიო ღერძს და ყოველ კონკრეტულ ადგილს დედამიწის შუაგულად, ცენტრად აქცევენ.
შუმერულ მითოლოგიაში ზიქურათები ერთგვარ მთის ხატს წარმოადგენდნენ, მაგრამ არა შიშველი მთის, არამედ ტყით დაფარულისას. «ზიქურათის აღწერა-დახასიათებისას ფიგურირებს ორგანული ელემენტი ხე, რომელიც დურ-ან-ქის (კავშირი ცისა და მიწისა) ან დიმ-გალის (დიდი ღერძის) ჰელიოტროპიულ გამოვლენას წარმოადგენს... მსოფლიო ხის ვერტიკალური ზრდის უცვლელობა მკაფიოდაა გამოხატული ნინგიშ-ზიდას სახელში, რომელიც «უფალი მტკიცე ან აღმართი ხისად ითარგმნება». [ზ.კიკნაძე «შუამდინარული მითოლოგია» დასკანერება მეზარება, თორემ წიგნში პიქტოგრამებიცაა მოცემული]

კიბის სიმბოლიკა წარმოდგენილია როგორც კოსმიური ზონების შემაკავშირებელი რამ (სიცოცხლის ხეს ევენქები კიბის სახით გამოსახავენ). მიწაზე, შუასკნელში მდებარეობს მის დასაწყისი. იგი ხან ზეცისკენაა მიმართული (კოსმიური ხის ვარჯი), ხან კი ქვესკნელში ჩადის (ფესვები).
ან თუნდაც, იაკობის სიზმარი გაიხსენეთ ძველი აღთქმიდან, როცა ცამდე აღმართული კიბე ესიზმრება, რომელზეც ანგელოზები ადიან და ჩამოდიან.

ჯვარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა როგორც უმაღლესი საკრალური ფასეულობის ნიშანი. ხილული ცენტრის კონსტიტუირება მასში დამატებით აქცენტს აკეთებს იმაზე, რაც სისტემის უმაღლეს ღირებულებად ითვლება, რაც იერარქიებად ყოფს სამყაროს და ახდენს მის საკრალიზებას - მასში მიმართულებებისა და მათი ურთიერთკავშირების განსაზღვრა. იგი მსოფლიო ხის გეომეტრიულ ვარიანტს წარმოადგენს, ოღონდ, დამატებით ატარებს ანთროპოცენტრული იდეის დატვირთვას.

კოსმიური ხის ერთ-ერთ ექვივალენტად მიიჩნევა აგრეთვე მეფე, სოციალური კოსმოსის ყველა ელემენტის გამაერთიანებელი, რომელიც კოსმიური და სოციალური სტაბილურობის გარანტად არის მიჩნეული. როგორც კოსმოლოგიური სტრუქტურის ცენტრი და მედიატორი, მეფის ფიგურა გაიგივებულია კოსმიურ ხესთან. შუამდინარულ მითოლოგიაში ურ-ნინურთას მეფედ ხელდასხმისას, პანთეონის ერთ-ერთი მთავარი ღვთაება ამგვარად მიმართავს მას:

«რჩეულო კედარო, ექურის ეზოს სამკაულო!
ურ-ნინურთავ, შუმერის ქვეყანა შენს ჩრდილქვეშ ძრწოდეს,
ქვეყნის ჭეშმარიტი მწყემსი იყავ!»

ხშირად ეს სიმბოლოები ერთმანეთის დანამატს ქმნიან - მთაზე აგებული ტაძარი, პირამიდების საფეხურებიანი კედლები, საკრალურ მთაზე გაშენებული წმინდა ტყე (საქართველოს მთიანეთში გავრცელებული მოვლენა იყო), წმინდა ხეზე მიყუდებული კიბე, ცაზე ჯაჭვით დაკიდებული კოშკი (თუნდაც „ამირანიანი“, ყამარის კოშკიც ჯაჭვითაა ციდან დაკიდებული), მეფე-მებაღე ზღაპრებში და ა.შ.

ქართველ მთიელთა დროშებზე, სიცოცხლისა და ცნობადის ხეებზე მემრე.

«და აჰა, აღმართულიყო კიბე მიწაზე და ცას სწვდებოდა მისი წვერი. აჰა, ანგელოსნი ღვთისანი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე. და აჰა, უფალი იდგა ამ ადგილას და მე არ ვიცოდი». [შესაქმე, XXVIII, 11-19]

არსებობს მსოფლიო ხის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც ერთმანეთისაგან შედარებით ვიწრო ფუნქციური დატვირთვით გამოირჩევიან: სიცოცხლის ხე, ნაყოფიერების ხე, ცენტრის ხე, აღსავლის ხე, ციური ხე, შამანური ხე, მისტიური ხე, ცნობადის ხე. შედარებით იშვიათად გვხვდება კოსმიური ხის შემდეგი ვარიანტები: ბოროტების ხე, მიწისქვეშა ხე და სხვ
.
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:08 PM
წერილი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



"სიცოცხლის ხის" შესახებ ქართული მითიც მოგვითხრობს:

"მთაზე ცხრათვალა, ცასწვერმიბჯენილი ციხე დგას. აქ არის ღვთის კარი: ოქროს ტახტზე, ღმერთი ზის. აქვე დგას ქვესკნელში ფესვგადგმული ალვის "ხე". ალვის რტოებზე, თეთრმხრიანი ღვთისშვილები სხედან, ხოლო მის ფესვებში უკვდავების ვეშა-წყარო სჩქეფს. ციხიდან წყარომდე მიწი-მიწ დარანი ჩადის. (დარანი-კლდეში ანუ მიწის ქვეშ შესავლელი).

არსებობს მსოფლიო ხის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც ერთმანეთისაგან შედარებით ვიწრო ფუნქციური დატვირთვით გამოირჩევიან: სიცოცხლის ხე, ნაყოფიერების ხე, ცენტრის ხე, აღსავლის ხე, ციური ხე, შამანური ხე, მისტიური ხე, ცნობადის ხე. შედარებით იშვიათად გვხვდება კოსმიური ხის შემდეგი ვარიანტები: ბოროტების ხე, მიწისქვეშა ხე და სხვ.

კოსმიური ხის ერთ-ერთი ვარიანტია სიცოცხლის ხე. იგი თავის თავში მოიცავს სიცოცხლის მითოლოგიზირებულ წარმოდგენებს და აქედან გამომდინარე, თავისი არსით სიკვდილის, ბოროტების ხის პოლარულად განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს. ხშირია შემთხვევებიც, როცა სიცოცხლის ხე ამბივალენტური სიდიდეა - ორივე ფუნქციის (სიკვდილ-სიცოცხლის) მატარებელი, რაც უბრალოდ იმითაა გამოწვეული, რომ, რომ სიკვდილის ან ბოროტების ხე ნაკლებად არის გავრცელებული არსებულ მითოლოგიებში.

სიცოცხლის ხის სიმბოლიკის საკრალურ მნიშვნელობას სიცოცხლე და უმაღლესი მიზანი - უკვდავება წარმოადგენს. ბევრ მითოლოგიურ სისტემაში აღწერილია სიცოცხლის მატარებელი ელემენტების ეტაპობრივი წარმოქმნის პროცესი (მცენარეები, ცხოველები, ადამიანები). ამის შემდეგ დგება პერიოდი, როცა პირველ ადგილზე გამოდის «კულტურული» შენაძენები (კულტურული გმირი ან ადამიანთა საზოგადოების სოციალური წყობა). სიცოცხლის ძირითადი ნიშანი თავის მსგავსის წარმოქმნასა და გამრავლებაში მდგომარეობს. ყოველ ცალკეულ სიცოცხლეს ოთხი სტადია ახასიათებს - დაბადება, ზრდა, დეგრადაცია და სიკვდილი . მითოლოგიურ და რელიგიურ სისტემებში განსაკუთრებით ხაზგასმულია სიცოცხლის აღმავალი ხაზი - დაბადებიდან ზრდის მაქსიმალურ სტადიამდე - ყვავილობასა და სიმწიფემდე.

მას შემდეგ, რაც ადამიანმა ხეში ხის სულის სხეული კი არა მხოლოდ მისი სამყოფელი დაინახა, გარკვეული წინსვლა მოხდა რელიგიურ აზროვნებაშიც. იმის მაგივრად, რომ ხე განეხილათ როგორც ცოცხალი და მოაზროვნე არსება, ადამიანი მასში ინერტულ, უსიცოცხლო მასას ხედავდა, რომელშიც სახლდება ღვთაებრივი არსება. გილგამეში ხუმბაბას, «კედარის ურჩხულს», მხოლოდ იმით ძლევს, რომ ზედიზედ მოჭრის შვიდ ჭადარს, რის შემდეგაც გოლიათი სასიცოცხლო ძალას კარგავს. ანალოგიურ ფუნქცია აქვს ჭადარს, რომელშიც ბატა თავის გულს მალავდა, ატისის ფიჭვის და ადონისის ბაღის მსგავსად, საითკენაც მიემართება ღვთაებრივი სიცოცხლე.

თავისთავად, ძალიან საინტერესოა მითი ადონისის დაბადებაზე. ერთ–ერთი ვერსიით, ასირიელი მეფის ტიანტის ასულ მირას (სმირნას), რომელიც აფროდიტემ დასწყევლა, საკუთარი მამა შეუყვარდება. ინცესტის შემდეგ, მეფე სასახლიდან გააძევებს თავის ასულს. გამწარებული მირა სთხოვს ღმერთებს:
«ცოცხალმა რომ არ შევურაცხყო ცოცხლები, მკვდარმა
მიცვალებულები, განმაშორეთ ორთავ სამეფოს...»
ღმერთებს შეეცოდებათ იგი და მას ხედ (მსოფლიო ხედ) აქცევენ, რომლიდანაც ადონისი იბადება.

გადმოცემებში ხშირად გვხვდება სასიცოცხლო სუბსტანციის სხვა მატარებლებიც. მაგ. ნაყოფი - ბროწეული (მოგვიანებით იგი ვაშლმა შეცვალა), რომელიც უკვდავებისა და ხელდასხმის სიმბოლოდ აღიქმება მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.

მითოლოგიაში ქალი ხშირად მოიაზრება, როგორც ცხოვრების ხის სიმბოლო. ბიბლიური ევას სახელი, რომელიც სიცოცხლის ხის არექტიპია. ძველებრაულად ევა (IEVE) სიცოცხლეს ნიშნავს.
უფრო მეტადაა გავრცელებული სიმბოლო, სადაც სიცოცხლის ხესთან დგას დედური ფუნქციების მატარებელი ქალი-ღვთაება .

http://forum.ge/?f=8...33618659&st=165


რაც შეეხება სიცოცხლის ხესთან გამოსახულ დედობრივი ფუნქციების მატარებელ ხატ–ღვთაებას, ამ მხრივ მეტად საინტერესოა ხახულის კარედის ერთ-ერთ ფირფიტაზე ალვის ხის (ალვაზე და ძელი ცხოველზე მერე) ფონზე გამოსახული ღვთისმშობელი, რომელსაც ხელში თითისტარი უჭირავს. თითისტარის სიმბოლიკა ორგვარად შეიძლება იქნას გაგებული: ა) როგორც მსოფლიო ღერძის სიმბოლო - ბერძნული მითოლოგიის ღვთაებას, მოირების დედას - ანანკეს, მუხლებზე თითისტარი ედო, რომელიც სამყაროს ღერძთან იყო გაიგივებული. ბ)როგორც ერის მფარველობისა - ქრისტიანულ ტრადიციაში მოირები (ქართული «ბედის მწერლები») მფარველმა ანგელოზმა შეცვალა. გარდა მფარველი ანგელოზისა, რომლებიც კონკრეტულ ადამიანს უკავშირდება, ყველა ერი დაკავშირებულია მაღალი რანგის ღვთიურ არსებასთან (მაგ.მთავარანგელოზთან), რომელიც წარმართავს ერის სულიერ ცხოვრებას და მის მფარველად გვევლინება. ტრადიციის მიხედვით კი საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანადაა მიჩნეული.

სიცოცხლის ხესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექსტებზე, რომლებშიც ფიგურირებენ:
1. სიცოცხლის მომნიჭებელი ქალური ღვთაება ხეში ან ხეზე;
2. ღვთიური სასმელი (სომა, ამბროზია, უკვდავების წყალი, თაფლი, სისხლი...) ან საკვები (სამოთხის ვაშლები, ჰესპერიდას ოქროს ვაშლები, იდუნის ვაშლები «უმცროს ედაში»), რომელიც ეძლევა მამაკაცური საწყისის მქონე არსებებს სასიცოცხლო ძალების გაძლიერება-განვითარებისათვის;
3. ჰიეროგამიის სხვადასხვა ვარიანტებში, საკრალური ქორწინების აქტებში:

მაგ. შუმერულ მითოლოგიაში გილგამეშმა ქალღმერთი ინანას სარეცელისათვის კოსმიური ხე მოჭრა:
«ხის ფესვებში მოუნუსხავი გველი მოკლა,
ხის რტოებში ფრთოსანი ანხუდი ბარტყებითურთ შეიპყრო,
ხის შუაგულში ქალწულ ლილას სახლი დაურღვია...
...რტონი მისნი განკაფა,
წმინდა ინანას ტახტისათვის უბოძა,
საწოლისათვის უბოძა».

ხშირ შემთხვევაში, მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის შესამკობად ნახმარი ეპითეტები სწორედ სიცოცხლის ხესთანაა დაკავშირებული: იშთარი და თამუზი (თამუზი შედარებულია თამარისკთან და ტირიფთან), აფროდიტა და ადონისი (ადონისი მსოფლიო ხიდანაა დაბადებული, მის სისხლზე ამოდის ვარდი), იზიდა და ოზირისი (შემხვედრია და ვეღარ ვიპოვნე ოზირისის გამოსახულება ვაზის ლერწმებში, მისი სამარხის ახლოს ამოსული ხე, რომელზედაც ოზირისის სულია ფენიქსის სახით, ოზირისის სახის მწვანე ფერი და მისი სიმბოლო, ლერწმის შეკვრა, რომლებიც ერთმანეთშია ჩადგმული), კიბელა და ატისი (ატისი ჩასახულია ნუშის ან ბროწეულის ნაყოფისაგან), ქრისტე («ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს»).

ამასთან, ხშირად აქტუალიზირებულია ქალური იპოსტასი. გაცილებით იშვიათია მამაკაცის გამანაყოფიერებელი ძალის სიმბოლიკა (დიონისე ვაზის მტევნებით ხელში, სხვადასხვა ფალიური სიმბოლოები). გვხვდება მამაკაცური და ქალური საწყისების მატარებელი ხე-სიმბოლოების წყვილიც ან ორი ხისაგან შექმნილი ქალისა და მამაკაცის სიმბოლოები (მაგ. სკანდინავიურ მითოლოგიაში ოდინი პოულობს და აცოცხლებს ქალისა და მამაკაცის ხის პირველსახეს იფანს და ტირიფს. საინტერესოა, ალბათ, რომ ქალისა და მამაკაცის შესატყვისი რუნების ზედდებისას მსოფლიო ხის ერთ–ერთ გავრცელებული ვარიანტი მიიღება. ).

კაბალისტიკაში კოსმიური სისტემის აღწერისას გამოიყენება კაბალისტური სიცოცხლის ხე - სეფიროთი. სეფიროთი წარმოადგენს რთულ, მრავალწახნაგოვან სიმბოლოს, რომელიც შედგება ათი მანათობელი სფეროსაგან, რომლებიც, თავის მხრივ, ქმნიან სამ სვეტს და გარკვეული წესით არიან ერთმანეთთან შეერთებულნი 22 არხით ანუ «გზით». აღნიშნული დიაგრამა ერთგვარი «კოსმიური პროექტია», რომელიც იძლევა სამყაროსა და ადამიანის, მათი შესაძლო ურთერთკავშირებისა და დამოკიდებულებების სქემატურ, კონცენტრირებულ აღწერას. (და აქ ეკოს „ფუკოს ქანქარა“ მახსენდება და არც თუ უადგილოდ – რომანის არქიტექტონიკა მთლიანად სეფიროთის სქემას ეყრდნობა.)

სიცოცხლის ხის სიმბოლიკა ხშირად იყო აღრეული ცნობადის ხის სიმბოლიკაში.
თავისთავად ცნობადი ხის სიმბოლიკა საკმაოდ ძველია და მან ზნეობრივი ფუნქცია მოგვიანებით შეიძინა. ძველ ეგვიპტურ «მიცვალებულთა წიგნში», არის ეპიზოდი, სადაც მიცვალებულს, რომელსაც ჩიტის სახე აქვს მიღებული ეპატიჟებიან სიკომოროს (?) ნაყოფის საგემებლად, ვინაიდან ყოველი, რომელიც ამ ხის ნაყოფს იგემებს, ღმერთი გახდება; სიკვდილი ადამიანს იმ ღვთიურ სამყაროში აბრუნებს, საიდანაც ის ამქვეყანად მოვლინებისათვის გამოაძევეს. ამ დროს ადამიანი შეიმეცნებს უდიდეს ჭეშმარიტებას თავის ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ.

ძველ ბაბილონში ცნობილი იყო ორი ხე - სიცოცხლის ხე და ჭეშმარიტების ხე. გარკვეული მოსაზრებით მათ რიგს შეიძლება მივაკუთვნოთ შამანის ხეც, რომელზედაც ადეპტები ხელდასხმას ღებულობენ.

გარკვეულწილად, ცნობადის ხის ფუნქციებს ატარებს სკანდინავიური იგგდრასილიც, რომელზედაც ოდინი ცხრა დღის განმავლობაში ეკიდა, რათა რუნების საიდუმლოება შეეცნო. წმინდა ხის ბოდჰის ძირას იჯდა ბუდა შაკიამუნი, როდესაც გასხივოსნდა. ცნობადის ხე უნდა იყოს ინდურ ეპოსში - ბჰაგავატგიტაში - მოხსენიებული ხე აშვათჰაც:

განსაკუთრებით საინტერესო ტიპია ცნობადის ხე, რომლის ნაყოფსაც ხშირად გველი, გველეშაპი ან სხვა ხთონური არსებები, იცავენ. გმირი, იმისათვის რომ იგემოს აკრძალული ნაყოფი და შეიმეცნოს ჭეშმარიტება, მან უნდა გაიაროს გარკვეული გამოცდა (გავიხსენოთ არგონავტების მითი), შეძლოს ხთონური არსებების დამარცხება და მხოლოდ ამის შემდეგ აღწევს იგი სასურველ შედეგს.

ცნობადის ხის სახეცვლილი ვარიანტია დღეს მთელს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული საშობაო ნაძვის ხეც. თავდაპირველად მას ვაშლებით რთავდნენ. მოგვიანებით, ვაშლები სხვადასხვა სახის სათამაშოებმა და მოსართავებმა შეცვალა.

„...და აღმოაცენა ღმერთმან ქუეყნისაგან ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა საშუალ სამოთხისა და ხე გამომრჩეველი ცნობისა კეთილისა და ბოროტისასა...“ [შესაქმე, II, 9).

პირველი ადამიანები ადამ და ევა სწორედ სიცოცხლისა და ცნობადის ხის არქეტიპებს წარმოადგენენ. პირველცოდვის მისტიური აზრიც სწორედ საწყისი არქეტიპებისაგან დაცილებაში მდგომარეობს. ადამმა და ევამ დაარღვიეს უფლის ნება და აკრძალული ხის ნაყოფი იგემეს. „...და აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენთაგანი მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა...“

მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამოთხიდან დაუტევა ადამ და ევა „... და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელსა საქმედ ქუეყნისა, რომლისაგან მიღებულ იქმნა. და განკაცდა ადამ და დაამკვიდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა. და დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახვილი იქცევისი დაცვად გზისა ხისა ცხოვრებისას“. ადამიანი მოკვდავი გახდა და დაეხშო ის ბჭე, საიდანაც ღვთაებრივ სიბრძნეს შეიმეცნებდა.

ძველებრაული ლეგენდის მიხედვით, ადამ სეთს, რომელმაც მოისმინა და გაიგო რა ადამისაგან პირველცოდვის შესახებ, 40 დღე იმარხულა, მარხვის დასრულების შემდეგ მას გამოეცხადა ანგელოზი უფლისა და მისცა მას „რტო სიხარულისა“. სეთმა იგი ადამს მიუტანა, რომელმაც მასში ცნობადის ხის რტო ამოიცნო. დარგო სეთმა ყლორტი და ამოვიდა ხე, რომლის სამი ტანი ერთმანეთში იყო გადახლართული (რიცხვი სამი უფლის სამ იპოსტასზე მიგვანიშნებს).

სიცოცხლის ხისგანაა გაკეთებული მოსეს კვერთხიც. „...და იყო ხვალისაგან და შევიდეს მოსე და აარონ კარვად საწამებლისა, და აჰა ესერა კუერთხი იგი აჰრონისი განედლებული იყო სახლსა ზედა ლევისსა: და მოეღო ფურცელი და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი“. [რიცხვთა. 17:22-24]

შუა საუკუნეებში ძველი აღთქმის სიუჟეტებზე შექმნილ მიდრაშიმში მოსეს კვერთხის წარმოშობაზე ამგვარადაა მოთხრობიილი: „მე (მოსემ) ვკითხე მას (ციფორას ან სეფორას, არ ვიცი ზუსტად) საიდანაა აქვს მას (იოთორს) ეს კვერთხი? მან მიპასუხა: ეს ის კვერთხია, რომელიც უფალმა შაბათ საღამოს შექმნა, სამყაროს შექმნის შემდეგ (აქაც, ამ ლეგენდაში დაცულია შესაქმისეული თანმიმდევრობა – სამყაროს შექმნის შემდეგ უფალი ქმნის კვერთხს, რომელიც მსოფლიო ხის ერთ–ერთი სიმბოლოა). უფალმა იგი პირველ ადამიანს გადასცა (იგულისხმება ადამ სეთი), მან გადასცა ენოქს, იმან ნოეს, ნოემ სემს, სემმა აბრაამს, აბრაამმა იაკობს. იაკობმა კვერთხი ეგვიპტეში მოიტანა და თავის შვილს, იოსებს გადასცა. როცა იგი მოკვდა, ეგვიპტელებმა კვერთხი მისი სახლიდან გამოიტანეს და ფარაონს მიართვეს. ფარაონის გული კვერთხის დანახვაზე სურვილით აენთო, მოიპარა იგი და თავის სახლში წაიღო. ამ ხეზე ამოკვეთილი იყო ღმერთის სახელი და ათი უბედურება, რომელსაც ღმერთი თავს დაატეხდა ეგვიპტეს. უამრავი დღე და უამრავი წელი იდო ეს კვერთხი მამაჩემის სახლში, სანამ მან ერთხელ ხელში არ აიღო იგი, გავიდა ბაღში და მიწაში ჩაარჭო იგი. როდესაც ის (მამაჩემი) კიდევ გავიდა ბაღში, რათა მოეტანა კვერთხი, მან დაინახა, რომ კვერთხი გაყვავებულიყო».

აქ ჩნდება ერთი საკურადღებო პარალელიც ამირანის თქმულების ერთ-ერთ ვარიანტთან. როდესაც ამირანი და ღმერთი ებრძვიან ერთმანეთს, ღმერთი სამჯერ იმეორებს საკრალურ აქტს - მიწაში ჩაარჭობს თავის კვერთხს, რომელიც უცბად ღრმად გაიდგამს ფესვებს. ამირანი ორჯერ დაეჭიდება და მოგლიჯავს ხეს, მესამედ კი ვერა. მხოლოდ ამის შემდეგ მიაჯაჭვავს ღმერთი ამირანს კლდეზე.
კვერთხი თავად ღმერთმა უბოძა მოსეს. „...და მოიღო მოსე კუერთხი იგი ღმრთისამიერი ხელითა თვისთა“ [გამოსვლათა, IV, 21]. კვერთხის გველად ქცევის მომენტიც არ არის შემთხვევითი. „და შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, და მიაგდო აჰრონ კუერთხი იგი წინაშე ფარაოსა და წინაშე მსახურთა მისთა და იქმნა იგი ვეშაპ“ [გამოსვლათა, VII, 10].

მოგვიანებით კვერთხი, ზედშემოხვეული გველით ხელდასხმისა და ინიციაციის სიმბოლო ხდება. ამგვარი კვერთხი ჰერმესის (მერკურის) უცვლელი ატრიბუტია, რომელის მეშვეობით მას შეეძლო არა თუ უბრალო მიკვდავნი, არამედ თავად ღმერთებიც დაეძინებინა და სურვილისამებრ გაეღვიძებინა. ჰერმესი ერთგვარი შუამავალია სიკვდილ-სიცოცხლეს შორის. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ მიცვალებულთა სულების გადაყვანა იყო ჰადესში. კადუცეუსი ასკლეპიოსის (ლათინიზებული ვარიანტით – ესკულაპეს) ატრიბუტიცაა (შურეს „დიად ხელდასხმულნში“, რამას ციკლში, სადაც აღწერილია რამას მიერ ჭირის ფითრით განკურნების ეპიზოდი, მოხსენიებულია რამას ერთ-ერთი ზედწოდება «Aesc-beyl-hope», რომელიც ნიშნავს „ხსნის იმედი ტყეში იმალება“. შურეს აზრით, სწორედ ამ სახელიდან შექმნეს ბერძნებმა მოგვიანებით ასკლეპიოსი.)

სიცოცხლის ხისგანაა გამოთლილი ის სვეტიც, რომელიც სოლომონის ტაძრის ლეგენდაში გვხვდება. სოლომონს სურდა ძელი ტაძარში სვეტად გამოეყენებინა (კოსმიური ხის კიდევ ერთი იზოფუნქციური სიმბოლო - სვეტი, საყრდენი, რომელსაც ზეციური სამყარო ეყრდნობა), მაგრამ ვერ შეძლო. ძელი მდინარეზე გადეს და იგი ხიდის (ხე მაინც არ კარგავს თავის საკრალურ ფუნქციას, იგი ჰორიზონტალურ სიბრტყეშიც «ხიდის» მოვალეობას ასრულებს) მოვალეობას ასრულებდა სანამ საბას (შიბას) დედოფალმა არ ნახა და მისგან ჯვარი არ გააკეთებინა. ლეგენდის მიხედვით სწორედ ამ ჯვარზე ევნო იესო ქრისტე.

როგორც ვხედავთ, ბიბლიური სიცოცხლის ხემ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და მან ჯვრის სახე მიიღო. სტრუქტურულად და ქრონოლოგიურადაც იგი წარმოადგენს შუალედურ სიმბოლოს მსოფლიო ხესა და ადამიანს შორის, როგორც ორივე მათგანის გეომეტრიული გამოხატულება.

თავისთავად ჯვრის სიმბოლო უძველესია. მოგვიანებით იგი სიკვდილ-სიცოცხლის უნივერსალური სიმბოლო ხდება. კაცობრიობის ისტორიაში ქრისტეს იმპულსის შემოტანამ და გოლგოთის მისტერიამ გარკვეულწილად შეცვალა ეს არქეტიპი. ის მისტიური აქტი, რომელიც პირველცოდვისას მოხდა (ევასა და ადამის დაშორება საწყისი არქეტიპებისაგან, რომელიც მარადიული სიცოცხლისა და უკვდავებისაგან დაცილებას ნიშნავს) მეორდება, ოღონდ პირიქით. ჯვართან დაკავშირებული ძირითადი მითოლოგემა უკავშირდება ადამიანს და ღმერთკაცს, რომელიც კვდება, რათა ჯვარზე სიკვდილით საუკუნო სიცოცხლე მოიპოვოს. ჯვრის სიმბოლოს ამგვარი ორმაგი ორიენტაცია ხსნის მასთნ დაკავშირებულ კიდევ ერთ არსს - არჩევანის გაკეთების უნარი და უფლება სიკვდილსა და სიცოცხლეს, ბედნიერებასა და უბედურებას, სიხარულსა და მწუხარებას შორის. ამ ნებელობითი არჩევანის დატვირთვა აქვს ქრისტეს ჯვარცმასაც.

„ჯვარზე გაკვრით აღსრულდა უდიდესი მისტერია კაცობრიობის ისტორიაში. მაქსიმალური საკრალური დატვირთვა გააჩნია იმ დროსა და ადგილს სივრცეში, სადაც და როდესაც ხდება მისი აღმართვა. ორი ეპოქის გადაკვეთაზე, ჯვარი - სიცოცხლის ხის სიმბოლო - ერთგვარი შემობრუნების წერტილის, ახალი ეპოქის დასაწყისზე მიგვანიშნებს ადამიანის მიმართებაში ზეციურ სამყაროსთან“.


წერილი შეიცვალა. tmt: Nov 17 2009, 10:10 PM
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:11 PM
წერილი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ფშავლების წარმოდგენით ლაშარის ჯვრის მუხა ზეცასთან ოქროს შიბით (ოქროს ჯაჭვი) იყო დაკავშირებული, ანგელოზები ჩამოდიოდნენ და ხის კენწეროზე სხდებოდნენ ხოლმე. ზურაბმა ფშავი რომ ააოხრა, რა თქმა უნდა ამ მუხის მოჭრაც სცადა, (რომ ფშაველებს ხატის ყმობისთვის თავი დაენებებინათ და მისი ყმები გამხდარიყვნენ). მაგრამ ხეს რამდენჯერაც ცული დაარტყეს იმდენჯერ ნაფოტი უკან ეწებებოდა. მაშინ ერთმა ფშაველმა, გვარად აფციაურმა უღალატა თავისიანებს, და ზურაბ ერისთავს უთხრა, რომ ხის ტანზე კატის სისხლი წაესვათ. (ანგელოზები მოშორდებიან და ხესაც ადვილად მოჭრითო), ასე მოჭრეს ხე, მაგრამ ფშავლებმა არ მოითმინეს ეს ამბავი და დაამარცხეს ზურაბი.


რაც შეეხება ქართულ მითოლოგიურ გადმოცემებს, აქაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საკრალურ ხესა და მასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენებს. საქართველოს სხვადასხვა მხარეში წმინდა ხედ ითვლებოდა: მუხა, ცაცხვი, ვაზი, ტირიფი, ალვა, იფანი...

წარმართი ქართველები თაყვანს სცემდნენ მუხას. მათი წარმოდგენით, მუხა მოიაზრებოდა როგორც ნაყოფიერების, სიუხვის, ბარაქის, ჯანმრთელობის სიმბოლო. კოტეტიშვილის აზრით, ზოგადად მუხა უკავშირდება ღრუბელთა და ჭექა-ქუხილის ღვთაებას, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში (იტალია, გერმანია, საბერძნეთი) , ვერა ბარდაველიძის აზრით კი – მზის ღვთაებას.

არგონავტების მითში ოქროს საწმისი მუხაზეა ჩამოკიდებული (ამ მხრივ საინტერესო საინტერესო პარარლი ჩნდება ხეთურ მითთან თელიფინუს შესახებ - მოკვდავი და აღორძინებადი ღვთაების - თელიფინუს წინ - ეიას წმინდა ხეს დგავენ, რომელზედაც ცხვრის ტყავს ჰკიდებენ (საკრალურ საწმისს), საწმისი კი ნაყოფიერების, გამრავლების, დღეგრძელობის და ყოველივე სიკეთის სიმბოლოა.). ვ. კოტეტიშვილს მიაჩნია, რომ ეს გარკვეული საკრალური აქტი იყო. «იგივე მნიშვნელობა აქვს დღემდე შემორჩენილ წესს საღვთო მუხებზე (ცაცხვზე, იფანზე) ჯიხვის თუ ირმის რქების მიკვრას, ფერადი ნაჭრების ჩამოკიდებას, ღაზლის ძაფის ჩამოკიდებას.

მუხის კულტის კვალი ჩანს ქართულ ხალხურ სიმღერებში, უძველეს თქმულებებსა და ზღაპრებშიც.
მუხა, როგორც უკვე აღვნიშნე, ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მომნიჭებელ ძალად იყო მიჩნეული. ეს მოტივი კარგად ჩანს ლექსში „მამლი მუხასა“:

„მუხა წონწილებს, წონწილებს, მამლი მუხასაო,
წონწილებს და წაიქცევა, მამლი მუხასაო,
მუხისა ნადგომსა ძირსა, მამლი მუხასაო,
შიგაც რომ წყალი დგებოდა, მამლი მუხასაო,
იქაც რომ თევზი ჩნდებოდა, მამლი მუხასაო,
იმასაც ხომ დაჭერა უნდა, მამლი მუხასაო,
რითა და რითა შენ, ბიჭო, მამლი მუხასაო,
რითა და მოსეს ბადითა, მამლი მუხასაო
...ჩიტი ღობეზე შემოჯდა, მამლი მუხასაო,
იძახდა ქიშმიშობასა, მამლი მუხასაო
ღმერთმან ყველანი მოგასწროთ, მამლი მუხასაო
აღდგომა-ქრისტეშობასა, მამლი მუხასაო“.

ლექსში საინტერესოა თევზის გაჩენის მომენტიც. აქ თევზი შემთხვევით არაა მოხსენიებული. თევზი, ისევე, როგორც მუხა ძველ მითოლოგიაში გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ნაყოფიერების ღვთაების სიმბოლოა (ბევრ სხვა ქვეყნებში თევზი ხელახალი დაბადების სიმბოლოა). შემთხვევითი არ არის მისი კავშირი ქრისტესთანაც. ადრეულ ქრისტიანულ ლიტერატურაში იესო ქრისტე პირდაპირაა მოხსენიებული „თევზად“, ხოლო ქრისტიანები „მეთევზეებად“.. (ქრისტე პეტრეს და ანდრიას ეუბნება `მომყევით მე და ადამიანის მებადურებად გაქცევთ~.) რიტუალური ნაწილის კვინტესენციას წარმოადგენს მისი დასარული, სადაც კრისტალიზებული სახით არის მოცემული ლექსის არსი. გიორგი ჩიტაია, „სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში“ გამოკვეთილად საუბრობს სიცოცხლის ხის ჩანაცვლებაზე ნაყოფიერების მომნიჭებელი ძალით - თევზით.

საქართველოში წმინდა ხეთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებული მუხისა და ცაცხვის თაყვანისცემა იყო - აღნიშნავს ვერა ბარდაველიძე. ქართული გადმოცემა მოვგითხრობს, რომ მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიის ადგილზე ძველად მდგარა უზარმაზარი წმინდა მუხა, რომელსაც ხალხი თაყვანს სცემდა. მეფის გაქრისტიანების შემდეგ მუხა მოუჭრიათ და მის ადგილზე ჯერ ხის, შემდეგ კი ქვის ეკლესია აუშენებიათ.

მარტვილის ეკლესიის დაარსების ლეგენდის მიხედვით, დღევანდელი მარტვილის ეკლესიის ადგილას წმინდა მუხის ხე მდგარა, რომელთანაც პირველშობილი ვაჟები მიჰყავდათ და სწირავ¬დნენ (ამგვარი მსხვერპლთშეწირვის რიტუალზე ლაპარაკობს ესაია: „რომ გახურებულხართ მუხებს შორის, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ბავშვთა დამკვლელნო ხევებში, კლდეთა ნაპრალებში“ (ესაია 57:5), სადაც ფრეზერის აზრით, აღწერილია მოლოქისადმი ბავშვების მსხვერპლად შეწირვის ჩვეულება, როდესაც, მოკლული ბავშვის სისხლს უსვავდნენ წმინდა მუხას, ან სისხლი რამენაირი ფორმით მიჰქონდათ შესაწირავად). მოგვიანებით ეს სასტიკი რიტუალი ღორების მსხვერპლთ¬შეწირვით შეცვლილა, ხოლო I საუკუნეში, გადმოცემის მიხედვით, ეს ხე ანდრია პირველწოდებულს მოუჭრევინებია და მის ადგილზე მარტვილის სახელით ცნობილი ეკლესია აუშენებიათ.

მუხისა და ცაცხვის თაყვანისცემაზე მეტყველებენ გეოგრაფიული ტერმინებიც. ამ მხრივ აღსანიშნავია «რკონი» და «ჭყონდიდი». ეს უკანასკნელი მეგრულად «დიდი მუხის სალოცავს ნიშნავს». რკონის ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად ცაცხვის ხეა, რომელიც წმინდა ხედ ითვლება (ხო იყავით წასულები ცოტა ხნის წინ). მაგრამ სახელწოდება «რკონი» მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ ცაცხვზე ადრე მუხის თაყვანისცემა უნდა ყოფილიყო გავრცელებული.

მუხასთან ერთად დიდ თაყვანს სცემდნენ ცაცხვს, იმერეთში ცაცხვის შეშად მოჭრა და მისი შეშად ხმარება დიდი ცოდვა ყოფილა. იმ ადგილებში კი, სადაც ეკლესია არ იყო, მის მაგივრობას ცაცხვის ხეები სწევდნენ.

ხელშეუხებელი და შეუვალი იყო ფშავში სამლოცველო ხატების ადგილზე გაშენებული წმინდა ტყეები. სვანეთში კი გვხვდება ასწლოვანი ხეებით დაფარული ადგილები, იქიდან ნაფოტის გამოტანაც კი ღვთის რისხვას იწვევდა, მოავლენდა უჩვეულოდ მსხვილ სეტყვას. სვანეთში ასეთ წმინდა ხეებად ითვლებოდა ფიჭვისა და ნაძვის ხეები, მათთვის შესაწირავიც კი მიჰქონდათ და იქვე ლოცულობდნენ (საკრალურ ხეთა ჩამონათვალში არსად, არც ერთ წყაროში არ შემხვედრია წიფელა. თუმცა, რაჭაში, სოფელ შქმერის ზემოთ მინახავს ასეთი „წმინდა“ ტყე – წიფლის უზარმაზარი ხეებით დაფარული მომცრო გორაკი, რომელსაც იქაურები „ქოლოსს“ (!?) უწოდებენ).

ბარდაველიძეს მიაჩნია, რომ ხეებთან და ხევნარ-ტყესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული წმ.გიორგისა და ღვთისმშობლის სახელები. ამას ადასტურებდა ქართული გადმოცემები და ლეგენდები. ისინი პირდაპირ მიუთითებენ წმინდა მუხის კავშირს წმინდა გიორგის კულტთან. ერთი გურული ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც XVII ს-ში ლეკებმა გურია დაარბიეს და დაანგრიეს წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, სოფლის მცხოვრებლებმა წმ.გიორგის ხატი მუხაზე იპოვეს და რამდენჯერაც სხვა ადგილზე გადაიტანეს, იმდენჯერ დაუბრუნდა წმინდა ხეს. შემდეგ ხალხმა მოჭრა ხე და მის ადგილზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო.

მარადმწვანე ურთხელის კულტი საქართველოს სხვადა¬სხვა კუთხეში არსებობდა. ეს ხე თითქმის ყველგან გვხვდება სხვადასხვა სახელწოდებებით. სამეგრელოში არსებობდა დღესასწაული - ურთხაობა, რომელიც გაზაფხულზე ტარდებოდა. რიტუალის შესასრულებლად მაღალ ურთხელს ირჩევდნენ, ხესთან შესაწირავით მიდიოდნენ და ლოცულობდნენ. ლოცვაში «წმინდა ხედ» მოიხსენიებოდნენ და შესთხოვდნენ საქონლის გამრავლებას, უხვ მოსავალს, ბედნიერებას, ავი თვალისაგან დაცვას. თავისთავად, საკმაოდ საინტერესოა ურთხაობის რიტუალი (ისევე როგორც სხვა რიტუალები ჩემთვის), თუმცა ამ რიტუალების ცალ–ცალკე აღწერა ბევრ დროსა და ადგილს მოითხოვს. თუ დაგაინტერესებთ ვინმეს, მიგითითებთ მერე წყაროებს. ერთზე შევჩერდები მარტო. სამეგრელოში ურთხელს შვილების გამრავლებასა და გამარჯვებას შესთხოვდნენ. ამ რიტუალს ოჯახის დედა ასრულებს. ხესთან მოჰქონდათ მჭადის ფქვილისა და ღერღილისაგან გამომცხავარი კვერები, რასაც ურთხელის წიწვს ურევდნენ, კვერებს აცხობდნენ როგორც შვილების, ისე ხის სახელზეც და ლოცულობდნენ. თუ ბავშვი თან არ ახლდა დედას, მაშინ მას ურთხელის ტოტი სახლში მოჰქონდა და ავადმყოფი ბავშვის ოთახის კარზე დაამაგრებდა. ერთი კვირის შემდეგ კი ადრიანად მივიდოდა ხესთან და კვლავ შესთხოვდა ხეს ბავშვის ჯანმრთელობას. ლოცვით ხეს დაჩოქილი შემოუვლიდა. შემდეგ ნახშირიანი ხელით ხეს ჯვარს დაუსვამდა და შუბლს მაგრად მიადებდა, რომ ჯვრის გამოსახულება გადასვლოდა, სახლში დაბრუნებული კი ბავშვს მიადებდა შუბლს მაგრად, რომ ჯვრის გამოსახულება აღბეჭდილიყო.

ურთხელის კულტის ნაკვალევი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ეთნო¬გრაფიულ ყოფაშიც ვლინდება. ურთხელი წმინდა ხედ იყო მიჩნეული ფშავში. მისი ხელის ხლება და მოჭრა სასტიკად იკრძალებოდა. მას სალოცავთან ახლოს რგავდნენ. ის დაკავშირებული იყო მიცვალებულის კულტთანაც. ფშავში გავრცელებული წეს-ჩვეულების თანახმად, თუ ვინმე უგზო-უკვლოდ იკარგებოდა, მის სახელზე მოჭრიდნენ მის სიმაღლე ურთხელს და რიტუალის გათვალისწინებით და ყველა წესის დაცვით დაკრძალავდნენ.

კოსმიური ხის გამოვლინება ჩანს ქართულ ორნამენტშიც. ამ მხრივ აღსანიშნავია «სიცოცხლის ხის» მოტივის არსებობა ლაზური ტიპის სახლის შემკულობაში, რომელიც შეისწავლა გიორგი ჩიტაიამ. ეს მოტივი ხშირად გვხვდება ლაზურ ორნამენტში, როგორც ბუხრის შემკულობის ხის ნაწილებში, ასევე ბუხრის კამარებზე. მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სიცოცხლის ხის მოტივი წარმოდგენილია სწორედ ოდაში და არა სხვაგან. ოდის აუცილებელ ატრიბუტს ბუხარი შეადგენდა, რომელიც საოჯახო კულტის ცენტრს წარმოადგენდა და ისევე როგორც კერია, წმინდა ადგილად ითვლებოდა. მკვლევარი სიცოცხლის ხის მოტივს უკავშირებს არა მარტო ცეცხლსა და კერას, არამედ მიცვალებულის (წინაპრის) კულტსაც. ისე, ცნობისათვის, ძალიან საინტერესო წიგნია. აღარა მაქვს, თორემ არ დაგზარდებოდით და დავასკანერებდი რაღაცეებს.

ჩვენს მიერ განხილულ მაგალითებში საკრალური ხე უკავშირდება რა ერთის მხრივ ცეცხლსა და კერიის კულტს, მეორეს მხრივ მიცვალებულთა კულტს. ის წარმოადგენდა ამაღორძინებელ, გამანაყოფიერებელ და მაცოცხლებელ ძალას.

ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ სიცოცხლის ხის ეს სიუჟეტი მრავლად მოიპოვება საფლავის ქვებზეც. იმერეთსა და ქართლში, ჩიტაიას აზრით, ის უშუალოდ დაკავშირებულია მიცვალებულის კულტთან. მის არსებობა მიცვალებულთა კულტში გამართლებულია შემდეგი შეხედულებებით - საიქიოს სააქაოდ გაგრძელებად წარმოდგენა.

ძალიან საინტერესო მოტივები ვნახე წელს თუშეთშიც. ძველ ომოლში, ერთ–ერთ კოშკში მუზეუმი გაუხსნიათ, სადაც, ძველი საფლავის ქვებზე ნაპოვნი სიუჟეტების ასლები შეგიძლიათ ნახოთ. მართალია ამ ასლების გვერდით უცნაურ რაღაცეებსაც წააწყდებით (მაგ. ერთმანეთის ქვეშ ლამაზი კალიგრაფიით მიწერილი რომელიღაც ხვთისშვილის გამონათქვამი, იუნგის ციტატა არქეტიპების შესახებ და ნაწყვეტი შტაინერის რომელიღაც წიგნიდან), მაგრამ ეგ არაფერი - მოტივები მართლა საინტერესოა და არც ის ვიცი ჩართულია თუ არა უკვე რომელიმე გამოცემაში.

* * *
აბაკელია საკრალური ხის სიმბოლოებს საქართველოში სტატიკურ და მობილურ სიმბოლოებად აჯგუფებს. [ნ.აბაკელია, „მითი და რიტუალი ქართულ კულტურაში“]

სტატიკურ სიმბოლოთა რიცხვს მიეკუთვნება დედაბოძი, რომელიც საცხოვრებელისათვის (თავის მხრივ, საცხოვრებელი თავისი კამარითა და კერიით, მიკროკოსმოსს ეთანადება) საყრდენს წარმოადგენს და მსოფლიო ხის ფუნქციას ასრულებს. დედაბოძთან, კერიასთან სრულდება საკრალური ხის სიმბოლიკასთან დაკავშირებული მრავალი რიტუალი, საახალწლო, საქორწილო და ა.შ., რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა. დედაბოძი ასევე მარადიულობის სიმბოლოცაა.

„ჟინი ორთას“ რიტუალში მკაფიოდაა გამოხატული მსოფლიო ხისა და მასზე ჩამოკიდებული შეწირული ფრინველის სიმბოლიკა. რიტუალი ზაფხულში ტარდებოდა: ოჯახის უფროსი (მამაკაცი) საიდუმლოდ ასრულებდა ლოცვას ტყეში, ხეების ქვეშ. რიტუალისათვის მას სახლიდან მიჰქონდა დანა, შეშა, წყალი, ცეცხლი, ორი მჭადის კვერი და ერთი მამალი. მამალს ტყავს აძრობდა (ბუმბულიანად და ფრთებიანად) და ჰკიდებდა ხის წვერზე. ლოცვის დასრულების შემდეგ, მამაკაცი უხმობდა თავის ვაჟიშვილებს. ისინი ერთად წვავდნენ და შეექცეოდნენ სამსხვერპლო მამალს. თუ ერთი წლის მანძილზე მეხი მოკლავდა ცხოველს, ეს „ჟინი ორთას“ რისხვას მიეწერებოდა.

საკრალური ხის სიმბოლო ნათლად ჩანს ლეჩხუმში დადასტურებულ რიტუალში „ბატონების მისართმევი ხის ტოტის“ სახით, რომელიც წარმოადგენდა აყვავებულ ხის ტოტს, მორთულს სხვადასხვა ფერის ბაფთებით, ხილით, წითელი კვერცხებით, ფრინველების შეღებილი გმოსახულებებით და სხვა. რიტუალს „ხვამლობა“ ეწოდებოდა. ხვამლობა, რომელიც ქრისტიანულ სულთმოფენას ესადაგება, მოძრავი დღესასწაული იყო. ამ დღეს ყველა ასრულებდა ლოცვას, სახლში „დააბრუნებდნენ“ ტაბლას და ნიგვზის ხის ქვეშ გავიდოდნენ. აქ სრულდებოდა „სახვამლობო რიტუალი“. ლოცულობდა ოჯახის უფროსი ქალი, რომელიც აანთებდა ერთ სანთელს, კაკლის ხის ქვეშ მიყვანილ ბავშვებს თავზე სპეციალურად ამ დღისათვის დაკლულ და შემწვარ წიწილას შემოატარებდა და დალოცავდა. სახვამლობო კაკლები ეკუთვნოდა ოჯახს, უბანს, გვარს, სოფელს, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ხველა-სახადისათვის იყო შეწირული. [ნ.აბაკელია, „კოსმოლოგიური სიმბოლოები დასავლეთ საქართველოში“]

სიცოცხლის ხის ვარიანტის მობილურ სიმბოლოს წარმოადგენს საქორწილო რიტუალებში ფართოდ გავრცელებული «მაშხალა» ან «ჩირაღდანი» (მრავალტოტიანი ხის ფორმის საგანი, რომელზედაც ჩამოკიდებულია ხილი, ჩურჩხელები, ყვავილები, პურის ცომისაგან გამომცხვარი ადამიანის და ცხოველების ფიგურები, მთლიანად მოხარშული ქათამი, რომელსაც თავზე ბუმბულს უტოვებდნენ), „ჯვრის პური“ (ზოომორფული ფიგურებით შემკული გამომცხვარი პური, რომელსაც მექორწილეებს მიართმევდნენ.). ი. სურგულაძე ერთმანეთს უკავშირებს ჩირაღდანის თავზე ბუმბულშერჩენილი ქათმის ჩამოკიდების წესსა და ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვის ჩამოკიდების ტრადიციას. მისი აზრით, ორივე შემთხვევაში რიტუალურმა საგანმა და მოქმედებამ შეინახა მათში დაცული ღვთაებრივი ხის სახე, რომელზედაც მითიური ფრინველები ბუდობენ.

ჩიჩილაკში, ისევე როგორც სიცოცხლის ხის სიმბოლოში, საინტერესოა ორი ყვინჩილას გამოსახულება. რელიგიის ისტორიიდან ცნობილია მაგალითები, როდესაც საკრალურ ხეზე ჰკიდებენ არა მარტო შეწირულ ფრინველს, არამედ ზოგადად სამსხვერპლო ცხოველის ტყავსაც (ზემოხსენებული თელიფინუს მითი, არგონავტების მითი).

სიცოცხლის ხესთანაა დაკავშირებული ქართველ მთიელთა დროშები. თ.ოჩიაურის მიხედვით, სამკადრეო ჯვართან სალაპარაკო სპეციალური ტერმინოლოგიით დროშას „ალვის ტანი“ ეწოდებოდა, რაც ნათლად მიუთითებს ამ საკრალური საგნის კავშირს ღვთაებათა კარზე ამოსულ ან ღვთაებათა საბრძანისის მითიურ ხესთან. წმინდა ხეებს უკავშირებს საკულტო დროშებს ვერა ბარდაველიძეც.

დროშა მთიელთა სლოცავებში მთავარ საკულტო შენობაში „დარბაზში“ ან „ბეღელში“ იყო დასვენებული. არსებობდა აგრეთვე სპეციალური ნაგებობა „დროშათა საბრძანისი კოშკი“, სადაც დროშა დაშლილ მდგომარეობაში ინახებოდა და მასთან მისვლა ყველას არ შეეძლო. თვითონ ხევისბერსაც განწმენდის (წმინდაობის) შემდეგ შეეძლო ამა თუ იმ დღეობისთვის „აეწყო“ დროშა, რომელიც შედგებოდა ხის ტარის, ლითონის ბუნიკის, ფერადი სამკადროებისა და ზანზალაკებისაგან. აწყობილი დროშის გატანა უკვე შესაძლებელი ხდებოდა და ის ადგილი, სადაც მას ხევისბერი დაჰკრავდა ნაკურთხად ითვლებოდა და იქ შესაძლებელი ხდებოდა რიტუალის ჩატარება. ფშავ-ხევსურთა დროშები ქალურ საწყისთან იყო დაკავშირებული.

„დროშა მართალია, ხელში მამაკაცს უჭირავს, მაგრამ ქალური წარმომავლობის საგნებითაა აგებული. მის შექმნაში ქალის ხელი მონაწილეობს. დროშას ებმის ქალთაგან შენაწირი - ბეჭედი, ყელსაბამი, შიბი, და რაც მთავარია, საკადრისები (სამკადროები, იგივე მანდილი). მანდილი დროშის ძირითადი ელემენტია და იგი გვხვდება დროშაზე ჯვარის ნიშნად და ქალზე პატივის ნიშნად». ფშავ-ხევსურთა წარმოდგენებში დროშა ხალხის წინამძღოლი, გაფანტული საყმოს შემკრები და მის გამაერთიანებელია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქალები საკადრისებს წმინდა ადგილზე მდგარ ხეებზეც აბნევდნენ, რომელიც უზარმაზარ უძრავ დროშად წარმოგვიდგება. აღსანიშნავია, რომ ქსნის ხეობაში შესამოსელს (თავშალს, ყელსახვევს, რომლითაც ქალები ხატის ტერიტორიაზე მდგარ ხეებს ამკობდნენ) „დროშას“ უწოდებდნენ. [ზ. კიკნაძე, «ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა»]

ასევე ღვთაების სამყოფელს წარმოადგენს ლაშარის მუხა. „ლაშარის ბერმუხა არა მარტო ღვთაების სადგომად გვევლინება, არამედ სიცოცხლის ხის მოტივსაც უკავშირდება“,- აღნიშნავს თინა ოჩიაური. მთაზე დგას მუხა, მუხაზე კიბეა შედგმული, კიბის თავში ღვთისშვილია, რომელიც შიბით, საკიდით არის გამობმული ცას. ღვთისშვილი ამ გზით მიდის საყმოს მიერ შეწირული ძღვენით მორიგე ღმერთთან. მას თან მიაქვს „შემონაზენი“, ლოცვა-ვედრება, სასოება თუ საკმევლად სუბლიმირებული საკლავის სისხლი. ღვთისშვილი შუამავალია ცასა და მიწას შორის, ის არის ის შიბი, რომელიც სამყაროს და მორიგე ღმერთს ერთმანეთს უკავშირებს.
,,ბებერსა ლაშარის ჯვარსა
ხმელ გორზედ ედგა ბერმუხა
წვერს ება შიბი ოქროსი
ზეცას ავიდის კიბითა
სულძაღლმა ერისთვიშვილმა
ამოუბრუნა ძირითა»

ხატისა და ბერმუხის უვნებლობა მთელი ტომისა და ერის ბედნიერებას ნიშნავდა. ხოლო მუხის მოჭრა და შიბის ცაში აკეცვა უბედურების მომასწავებელი იყო.

როგორც ანდრეზები გადმოგვცემენ, მთაში საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა შესაძლებელი გამხდარა მას შემდეგ, რაც ღვთისშვილებს ჯვრის სახელით ბრძოლა გაუმართავთ ადგილობრივ დევ-კერპებთან და ღვთის შეწევნით, ერთიანად გაუწყვეტიათ ისინი. (ალ.ოჩიაური). სწორედ მას შემდეგ, რაც წმ.გიორგის დევ-კერპთაგან გაუწმინდავს ქვეყანა, მნიშვნელოვანი სასწაულს უჩენია თავი: „გიორგის გადმონავალზე ხე ალვად ამოსულიყო“.

ჯვრით დევ-კერპებზე გამარჯვებისას ცისა და მიწის შემაერთებელი ხის აღმოცენებას უნდა მოესწავებინა სამყაროული წესრიგის აღდგენა, ღვთისშვილთა მიერ განწმენდილ-განახლებული წუთისოფლის ღვთიურ საწყისთან შეკავშირება, ანუ რელიგიის დასაბამი.

ალვის ხე საყმოს არსებობისა და ძლიერების ბურჯია. სანამ ის დგას, ცისა და მიწის, ღვთისა და საყმოს კავშირი უწყვეტია. მისი მოჭრა და ოქროს შიბის** ცაში აკეცვა ზეციურ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტას, კოსმიური წესრიგის დარღვევას ნიშნავს.
„ლაშარის მუხისა და ხმალას ალვის ხის ანდრეზები ტრაგიკულმა სულისკვეთებამ შექმნა. ღვთისშვილი მისტირის წარსულს, როცა მუხა იყო ოქროს შიბიც და საყმოს შესაწირავიც მისდიოდა მორიგე ღმერთს, ანუ იყო კავშირი, რელიგია - შიბი, მაგამ შიბი გაწყდა“. [ზ.კიკნაძე „ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა“]

«ალვის ხე გადააქციეს, ძირ არ გაწირეს წვერია,
შიბ გაწყდა ცისკენ წავიდა, წიოდა, როგორც გველია».

და დედამიწის ამ ადგილზე გაწყდა ცისა და მიწის კავშირი - რელიგია. შიბი, როგორც ჯვარჩენის ნიშანი, რელიგიის სიმბოლოა. მისი გაწყვეტა და ცაში აკეცვა ცისა და მიწის კავშირის, რელიგიის გაწყვეტას მოასწავებს. „სიტყვა რელიგია - კავშირის აღდგენა, ისევე როგორც ებრაული ბერით (კავშირი, რომელსაც თარგმნიან აღთქმად) ეტიმოლოგიურად ხომ იმასვე ნიშნავს, რა ფუნქციაც შიბს აკისრია“. [ზ.კიკნაძე, «ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა»]

* ოჩიაურის აზრით, ხეთა თაყვანისცემასთან უნდა იყოს დაკავშირებული ხევსურთა სახლის თავხეც, რომელსაც კეზი ეწოდება. კეზი ძალიან მსხვილი ხეა და ძირს ბოძები უდგას. იგი მთელ სახლს ამაგრებს და ამიტომ სახლის მთავარ საყრდენად თვლიდნენ. ამბობენ, რომ ყველა სახლს ჰყავს თავისი „მეკეზისწვერე ანგელოზი და მას შესთხოვენ ოჯახის დაფარვას ბოროტებისაგან“.

**შიბი, როგორც ჯვართჩენის ნიშანი გვხვდება თქმულებაში კოპალას სალოცავის დაარსების შესახებ. კარატის წვერზე, საძოვარზე, მწყემსებს, ახალგაზრდა ქალ–ვაჟს, წივილი და ჟღარუნი შემოესმათ. დაინახეს, როგორ დაეშვა ციდან თასი და ვერცხლის ჯაჭვი. ქალმა შიბი აიღო, ვაჟმა – თასი, იმავ ადგილას ჩაფლეს მიწაში და პატარა კოშკი ააშენეს. ჯაჭვის მეორე ნახევარი დაბლა ლიქოკში დაუმარხავთ და იქაც გაუმართავთ სალოცავი /თ. ოჩიაური. “მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოში“/.

http://forum.ge/?f=8...33618659&st=195

 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:12 PM
წერილი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ინგუშების და ჩეჩნების მითოლოგიაში ციური მნათობებისადმი მიძღვნილი რამდენიმე სიუჟეტი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, პერსონიფიცირებული მზე (ან მზის ღმერთი) გელა დილით ზღვიდან ამოდის, ხოლო საღამოს კვლავ ზღვაში ჩადის. როდესაც იგი ჰორიზონტზე ამოდის, მისგან ზღვის ქაფი წვეთავს. წელიწადში ორჯერ (ბუნიობის დროს) დედამისს - აზას სტუმრობს (ზოგიერთი მითის მიხედვით, აზა მზის შვილია, ყოველივე ცოცხალის მფარველი; დაიბადა მზის სხივისგან და წარმოადგენს მზის სხივების მაცოცხლებელ ძალას). ერთ-ერთი მითის თანახმად, მზე და მთვარე ძმები არიან (თუმცა სხვადასხვა დედის შვილები), რომელთაც მუდმივად დევნის მათი ბოროტი და მოჟი, რომელსაც ცაზე თავისი ნათესავები შეუჭამია; როცა იგი მათ დაეწევა, ხდება დაბნელება. სხვა მითი მოგვითხრობს მზისა და სხვა მნათობების წარმოშობის შესახებ. მშვენიერ ქალიშვილს მისდევდა მასზე შეყვარებული სახელგანთქმული ოსტატი-მჭედელი, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს ქალიშვილი მისი და იყო: იგი მას გავარვარებული ოქროს კომბლით მისდევდა მანამდე, ვიდრე ორივენი არ მოკვდნენ. კომბლის ნაპერწკლები ვარსკვლავებად გადაიქცნენ, ჭაბუკი - მზედ, ხოლო ქალიშვილი - მთვარედ. დღემდე ჭაბუკი (მზე) ცდილობს დაეწიოს ცაზე მის შეყვარებულს (მთვარეს).

კავკასიაში გავრცელებულია მითოლოგიური სიუჟეტები მფარველ ღვთაებებზე და ბუნებრივი ობიექტების - მდინარეების, ტბების, ზღვების, მთის მწვერვალების და სხვ. მფლობელებზე, აგრეთვე ნადირობის ღვთაებებზე, რომლის ნებართვის გარეშე მონადირეს არ შეუძლია მოინადიროს რაიმე. არსებობს აგრეთვე ლეგენდები გარეული ცხოველების “პატრონ” ღვთაებებზე. ისინი ჩუქნიან მონადირეს ნანადირევს, რომლის მოკვლაც მათი ნებართვის გარეშე ეკრძალებათ, ხოლო ურჩი ყოველთვის ისჯება. ნადირობის ღვთაებებს მიეკუთვნებიან ქართული ოჩოპინტრე, დალი, აფხაზური აჟვეიფში, რომელიც ზოგჯერ აერგთან არის გაიგივებული, ადიღეური მეზიტხა, რომელმაც განდევნა ნადირობის ადრინდელი ღვთაება მეზგუაში ( ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მისი ფუნქციები ნაწილობრივ დაუშჯერჯიამ აიღო, რომელსაც აგრეთვე წმინდა გიორგის ნიშნები შეერწყა), დაღესტნური აბდალი (ავდალი), ინგუშური ელტა (რომელიც აგრეთვე მცენარეულობის ღვთაებაა) და სხვ.

ნადირობის ღვთაებებთან დაკავშირებული წარმოდგენები ასახულია სანადირო ეპოსში და მითოლოგიურ სიუჟეტებში მონადირეთა შესახებ, რომლებიც მისდევენ რა ნადირთა მფარველ ღვთაებებს, რომელთაც ცხოველის სახე აქვთ მიღებული, მაღალი კლდეებიდან ვარდებიან და იღუპებიან. ეს სიუჟეტები, ისევე, როგორც ხალხური ცეკვებისა და სიმღერების ტექსტები, სრულდებოდა საგაზაფხულო დღეობებზე. მოგვიანებით კავკასიაში სანადირო მოტივები აგრარულ და კოსმოგონიურ წარმოდგენებს შეერწყა. ცეკვა-სიმღერები დაღუპული მონადირის შესახებ, რომლებიც ყოველწლიურად სრულდებოდა ადრეულ საგაზაფხულო დღეობებზე, ეძღვნებოდა ბუნების ნაყოფიერების განახლებას და გამოღვიძებას.

დაღესტნის მრავალ ხალხში სჩანს ტოტემური წარმოდგენების კვალი. ტოტემების როლში გვხვდება დათვი, ძროხა, ძაღლი, ცხენი, თხა, ცხვარი, არწივი. დაღესტნის ხალხთა წარმოდგენებში მნიშვნელოვანია გველის როლი; ერთგან გველი კეთილი სულია, სახლის მფარველი, ხოლო მეორეგან - წყლის, წვიმის და ელვის განსახიერება. ტოტემური წარმოდგენები მოსჩანს ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაშიც. ერთ-ერთ ზღაპარში უშვილო წყვილს ძროხამ და დედალმა ცხენმა მოუყვანეს შვილები. მშობლებმა ძროხისგან დაბადებულ შვილს მახტატი დაარქვეს, ხოლო ცხენისგან დაბადებულს - პახტატი. მათ გოლიათური ძალა აქვთ და მრავალ გმირობას ჩადიან. სხვა ზღაპარში ადამიანის და დათვის კავშირის შედეგად ჩნდება ჯადოსნური უნარის მქონე გმირი ჩაიტონგი. ჩეჩნებთან და ინგუშებთან ადამიანთა მფარველად გვევლინებიან ფრინველი (ფარა ხაზილგი) და გველი.

მრავალი სიუჟეტი უკავშირდება ელვის და ჭექა-ქუხილის ღვთაებებს, ადამიანთა ბედის და მოსავლის გამგებლებს. ისინი, უზენაესი ღმერთების მსგავსად, ფლობენ ციურ ცეცხლს და დედამიწაზე გზავნიან წვიმას და გვალვას. ქართულმა მითებმა და რიტუალებმა არ შემოგვინახა ელვის და ჭექა-ქუხილის უძველესი ღვთაებების სახელები, რომელთა კულტიც შეერწყა მათი გამომდევნელი ქრისტიანული წმინდანების - ელიას (ილიას), გიორგის და სხვ. კულტს. აფხაზურ პანთეონში ელვის და ჭექა-ქუხილის მბრძანებელია აფი, რომელიც დედამიწაზე ცეცხლოვან ისრებს გზავნის. ადიღებს სწამდათ დიდი ელვისმტყორცნელი ღმერთი შიბლე, რომელიც სულის ღმერთ ფსატხასთან ერთად პანთეონში ტხას (ტხაშხოს) შემდეგ მოდიოდა. დაღესტანში თაყვანს სცემდნენ ელვის და ჭექა-ქუხილის ღვთაებებს ასს (ლაკებთან) და არშს (ცახურებთან), წვიმის ღვთაებებს (ზიუვილს ლაკებთან, გუდილს ტაბასარებთან, გუდის რუტულებთან, გოდეის ცახურებთან, ფეშაფაის ლეზგინებთან). აფხაზები, ადიღები, ქართველები მეხისგან მოკლულს განსაკუთრებული პატივით კრძალავდნენ, როგორც წესი სიკვდილის ადგილზე. ჭექა-ქუხილთან და ელვასთან დაკავშირებულია მჭედლობის მფარველი ღვთაებები (ქართული პირქუში, აფხაზური შაშვი, ადიღეური ტლეფში). აფხაზები სამჭედლოს ჭექა-ქუხილის ღმერთის - აფის ნამსხვრევად თვლიდნენ.

მთელ კავკასიაში იყო გავრცელებული წარმოდგენები ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი ღვთაებების შესახებ, რომლებიც გამოსთხოვდნენ ხოლმე ღმერთს ადამიანთათვის სასურველ ამინდს. რიტუალების დროს ამ ღვთაებების პატივსაცემად ქალები სოფელში მორთული თოჯინებით დადიოდნენ, რომელთაც წყლით რწყავდნენ, ხოლო ცერემონიის დასრულების შემდეგ მდინარეში ყრიდნენ ხოლმე. ითვლებოდა, რომ ეს მსვლელობები შეაჩერებდა გვალვას და კოკისპირულ წვიმებს. ლაზარეს, გონჯოს და სხვებთან ერთად ქართველები თაყვანს სცემდნენ ქრისტიანულ წმინდანებს, რომელთაც საჭირო ამინდი მოჰყავდათ, კერძოდ, გაღმერთებულ ისტორიულ პიროვნებებს. ფალოსური თოჯინებით გამართული რიტუალური მსვლელობები ბევრ რამეში ემთხვევა ძველბერძენი მწერლების მიერ აღწერილ, მოსავლიანობის ღვთაებებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს. საქონლის ნაყოფიერებაზე ქართველები უზენაეს ღვთაებას (ღმერთს) ევედრებოდნენ, აგრეთვე წმინდა მარიამს და სხვადასხვა სინკრეტულ ღვთაებას, რომლებიც საქონლის მფარველობასთან ერთად აგრარულ ფუნქციებსაც ითავსებდნენ (მაგ. ბოსელი, ბარბალე, ბარბოლი, ქრისტიანული წმინდა ბარბარე, თევდორე, ჭაბუკი, ლამარი და სხვ.) შემონახულია აგრეთვე შინაური ცხოველების და მიწათმოქმედების განსაკუთრებულ მფარველებთან დაკავშირებული სიუჟეტები. დაღესტანში ლეზგინები თაყვანს სცემდნენ მიწათმოქმედების და მესაქონლეობის ღვთაება გუცარს.

კავკასიის სხვა ხალხებთან ეს წარმოდგენები უფრო დიფერენცირებულია. აფხაზები მესაქონლეობის მთავარ ღვთაება აიტართან ერთად თაყვანს სცემდნენ საქონლის, განსაკუთრებით კამეჩების მფარველ ღვთაებას მკამგარიას (აკამგარია, სკამგარია). ადიღები თაყვანს სცემდნენ ხარების მფარველს - ხაკუსტაშს და ძროხების მფარველს - ფშიშაკს; ამათ გარდა იყვნენ მსხვილი და წვრილი საქონლის მფარველი ღვთაებები ახინი და ამიში. მთელ კავკასიაშია გავრცელებული ლეგენდები საქონლის მფარველი ღვთაების მიერ გამოგზავნილი ძროხის ან ხარის შესახებ, რომელიც ნებაყოფლობით სწირავს თავს მსხვერპლად ამ ღვთაებას. ქართველებში ეს ლეგენდები უკავშირდება სხვადასხვა ღვთაების - თემის მფარველთა და ქრისტიან წმინდანთა კულტს. ქრისტიანული ეკლესია იყენებდა ლეგენდებს ცხოველის შესახებ, რომელიც თვითონ მოდის მსხვერპლად შეწირვის ადგილას. მაგ. ილორის ტაძარში წმინდა გიორგის დღეობაზე “სასწაული” ხდებოდა: მოდიოდა ოქროს რქიანი ხარი, რომელიც თითქოს დღესასწაულის წინა ღამით თვით წმინდანის მიერ იყო მოყვანილი. ქართული ლეგენდის თანახმად, თავდაპირველად ღვთაება ირემს გზავნიდა. ნებაყოფლობითი მსხვერპლის მოტივი უახლოვდება შესაბამის ანტიკურ და ძველაღმოსავლურ მოტივებს.

კავკასიის მთიელებში ცნობილია მიწათმოქმედების, ნაყოფიერების და მოსავლის ძველი ღვთაებები, როგორებიც არიან აფხაზური ჯაჯა და ანაპა-ნაგა, ადიღეური ტხაგალეჯი, ჩეჩნურ-ინგუშური ერდი, თუშოლი (რომელიც ქართველებშიც არის ცნობილი), დაღესტნური იდორი, კვარა და სხვ. არსებობენ ხელობის მფარველი ღვთაებები (კერძოდ, ქართული ლამარი, აფხაზური ერიში - ქსოვის, საუნაუ - ფქვის და სხვ.)

იბერიულ-კავკასიურ მითოლოგიაში შემონახულია წარმოდგენები კეთილი და ბოროტი სულების, ტყის კაცების შესახებ, რომლებიც მოგვიანებით ქრისტიანობის და ისლამის გავლენით ეშმაკის, შაითანის, იბლისის შესახებ წარმოდგენებს შეერწყა. ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაში კეთილი სულების - მფარველების როლში გვევლინებიან ტარამები; ბევრია ბოროტი სული - ალმაზები, ხუნ საგი, უბური, ვოჩაბი, გამსილგი. ბოროტ სულთა შორის ბევრი სხვადასხვა დაავადებას განასახიერებს. დაღესტნის ხალხებში შაითანები წარმოადგენენ თმებით დაფარულ ანთროპომორფულ არსებებს გადმოტრიალებული ხელ-ფეხით და ადამიანზე დაბლები არიან. ისინი განცალკევებულად ცხოვრობენ და ისეთივე ცხოვრებას ეწევიან, როგორსაც ადამიანები: ქორწინდებიან, შობენ შვილებს (მძიმე მშობიარობის დროს დამხმარე ქალს იწვევენ); უყვართ ცხენებით სეირნობა. ზოგჯერ ნაცნობი ადამიანის სახეს იღებენ. ზოგჯერ, თუ ადამიანმა სიკეთე და ზრუნვა გამოამჟღავნა, შაითანი მას მდიდარ ადამიანად აქცევს. ბოროტი შაითანები ცვლიან ახალშობილებს, ხელს კრავენ უფსკრულის კიდეზე მდგომ ადამიანებს, აჩერებენ წისქვილებს და ა.შ. მთის ხალხის რწმენით, ყურანისეული ლოცვა შაითანისგან იცავს. ავარებთან შაითანებს საკუთარი სახელები აქვთ: იტუ, ტიტუ, ნისკუ და სხვ. შაითანთა სახესხვაობას წარმოადგენენ ვასვასინეკალი (ჯერ კიდევ არდაბადებულ ადამიანს დაავადებებს მოუვლენს), კეხაი (კისერს უმრუდებს ადამიანს, აბნევს მას, უმთავრესად კი საქონელს ერჩის), ჟუნდული (ჩვეულებრივ, იცავს ადამიანს, მაგრამ მის მაწყენარს დაავადებებს მოუვლენს - სახის კრუნჩხვებს, აჯადოებს) და სხვ. ჯინები, რომლებიც დაღესტნურ მითოლოგიაში გვხვდებიან, იყოფიან თეთრ ჯინებად, რომლებიც მფარველობენ ადამიანებს, ხელს უწყობენ გამდიდრებაში ( გამდიდრების საიდუმლოს გამამხელელი ადამიანი სასტიკად ისჯება ჯინის მიერ) და შავ ჯინებად, რომლებიც აგიჟებენ ადამიანს. ქართულ მითებში გვხვდება ბოროტი სულები - დევები და ქაჯები, რომლებიც ქვედა სამყაროში ცხოვრობენ.

მითოლოგიური წარმოდგენების განსაკუთრებული პლასტი ვლინდება ეპოსში და ფოლკლორში. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა და აფხაზური ნართების ეპოსი და ქართული ამირანის ეპოსი, წარმოიქმნენ რა უხსოვარ წარსულში, სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ანაბეჭდს ატარებენ. ეპოსსა და მითს შორის საზღვარი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ პირობითია. ეპოსის გმირები ცხოვრობენ სამყაროში, რომლის სივრცე-დროითი მახასიათებლები მითიური სამყაროს შესაბამისი მახასიათებლების მსგავსია. ღმერთები გვევლინებიან გმირების დამხმარეების, მფარველების ან პირიქით მოწინააღმდეგეთა როლში. ნართულ ეპოსში ღმერთები დებეჩი და ტლეპში ღვთაებრივი მჭედლების ორ თაობას განასახიერებენ. დებეჩი გავარვარებულ ლითონს ხელით აძლევს ფორმას, ხოლო ტლეპში იგონებს მარწუხებს, უროს, გრდემლს, აკეთებს პირველ ნამგალს. იგი ასევე მკურნალობს ძვლების მოტეხილობებს (აქ ასახულია ლითონის ათვისების ეპოქის დროინდელი უძველესი წარმოდგენები, როდესაც მჭედელი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაების ყოვლისშემძლე რჩეულს, განასახიერებდა ზებუნებრივ ძალას, რომელსაც ლითონის დამორჩილება შეეძლო). მეორეს მხრივ, ეპოსის გმირები (ამირანი, აბრსკილი, სასრიკვა, სოსრუკო, ნასრენ-ჟაჩე, ბატრაზი, პხარმატი და სხვ.) აღსდგებიან თვით ღმერთის წინააღმდეგ და ცეცხლს მოუპოვებენ ხალხს, რაც მათ ბერძნულ პრომეთესთან ანათესავებს და საშუალებას იძლევა, ისინი კულტურული გმირების რიგში განვიხილოთ.

განასახიერებენ რა კეთილ საწყისს, ეპოსის გმირები ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ბოროტების, სიბნელის და მიწისქვეშა სამეფოს ქტონურ ძალებს, რომლებზეც გამარჯვება კოსმოსის მოწესრიგების სიმბოლოა. თავის საქმეებში გმირები მრავალ ღმერთს სჯობიან, ხოლო ზოგჯერ მათ მოწინააღმდეგედაც გვევლინებიან (ადიღეური სოსრუკო ღმერთებს სასმელს - სანოს წაართმევს და ადამიანებს აძლევს), ებრძვიან მათ და ხშირად იმარჯვებენ კიდეც (უაზირმესი კლავს ბოროტ ღმერთ პაკოს; ნასრენ-ჟაჩე აღსდგება ტხას მბრძანებლობის წინააღმდეგ, რის გამოც ოშხამახოს მწვერვალზე მიაჯაჭვავენ, საიდანაც მოგვიანებით ნართი ბატრაზი ათავისუფლებს).

უმეტეს შემთხვევაში ეპოსის გმირები სასწაულებრივად იბადებიან - უცოდველი ქალწულისგან, ქვისგან, ქალღმერთის და მონადირისგან (აბრსკილი, ამირანი, სასრიკვა, სოსრუკო, სოსკა-სოლსა). ნადირობას კავკასიურ ეპოსში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, იგი წინ უძღვის ყველა მნიშვნელოვან გმირობას.

ეპოსის გმირთა გმირობები განასახიერებენ ბუნების მოვლენებს, ბუნებრივი ციკლების პერიოდულობას, ციურ მნათობთა მოძრაობის როტაციულ ხასიათს. თუმცა თვითონ გმირთა ქმედებების ციკლურობა უკვე დაკარგულია და მხოლოდ სიუჟეტის გარკვეული ელემენტები მიუთითებენ მათ თავდაპირველ ხასიათზე. მიწისქვეშა სამყაროდან მოილტვის ცოცხლად დამარხული ნართი სოსრუკო, ყოველ გაზაფხულზე გაისმის მისი კვნესა; სოსრუკოს მიწისქვეშა სამყაროში ჩასვლის დღეს იღვიძებს ბუნება, მიწა იცილებს ყინულს, ჩნდება წყაროები - სოსრუკოს ცრემლები. ყოველ წელს გვახსენებენ თავს კლდეზე მიჯაჭვული ან გამოქვაბულში გამომწყვდეული გმირები (ამირანი, აბრსკილი და სხვ.). აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ფოლკლორში შემორჩენილია სიუჟეტები გიორგის ყოველწლიური მოგზაურობის შესახებ ქაჯების ქვეყანაში. გიორგი, ამირანის და აშამეზის მსგავსად, იტაცებს მშვენიერ ქალებს, სიყვარულის და ნაყოფიერების ქალღმერთებს (ალბათ, ქაჯების მიერ მოტაცებულთ), ცხრასიმიან ფანდურს და გრდემლს, მოერეკება უზარმაზარ ჯოგს. ქაჯების ქვეყნიდან დაბრუნებისას თან მოაქვს მუსიკალური ინსტრუმენტი - გაზაფხულის სიმბოლო. ამირანი გადაივლის ზღვას და იტაცებს მშვენიერ ყამარს, ზეციურ, მზიურ ქალიშვილს, ღრუბელთა წინამძღოლის შვილს - გაზაფხულის სიმბოლურ სახეს. ამირანს გადაყლაპავს ვეშაპი, რომელიც სიბნელეს განასახიერებს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და გარეთ გამოდის. ნართები ჩადიან გმირობებს, რომლებიც აბედნიერებენ ადამიანებს და აყვავებენ ბუნებას. ნართი აშამეზი ბატრაზთან და სოსრუკოსთან ერთად მიწისქვეშა სამყაროში ჩადის, რათა დრაკონისგან მშვენიერი ახუმიდა გამოიხსნას და მოსტაცოს ჯადოსნური სალამური, რომლის დაკვრაც მძინარე ბუნებას აღვიძებს და განდევნის ზამთარს, რომელიც ჩამოწოლილა დედამიწაზე, ვიდრე სალამური დრაკონის ხელშია.

დაღესტანში, სადაც ნართების ეპოსი ფართოდ არ გავრცელებულა (აქ ცნობილია მხოლოდ ცალკეული სიუჟეტები ნართებზე, კერძოდ ნართ ბარხუზე) ეპიკური სიუჟეტები და მოტივები ტიპოლოგიურად ახლოს დგას ამირანის და ნართების ეპოსთან. ლეზგინების ეპოსის გმირი - შარვილი, რომელშიც გაერთიანებულია მითოლოგიური და ზღაპრული ნიშან-თვისებები, უზარმაზარ ძალას ფლობს: გრანიტის კლდეს ჰკვეთს, ასი ათას მეომარს ცვლის, შეუვალია ისრების და ხანჯლებისთვის; მტერი მასთან გამკლავებას მხოლოდ მოტყუების გზით ახერხებს. დაღესტნური ეპოსის ზოგიერთი გმირი ღმერთებს ებრძვის. ლაკების გმირი ამირი აღუდგება ღმერთ ზალს, რისთვისაც მას რკინის ჯაჭვით კლდეზე მიაბამენ. სხვა გმირი (ადამიანი მაჩალ-ლაშიდან) მთაში ყინვისგან გათოშილი ქალიშვილებისთვის ცეცხლს პარავს ღმერთს.

ყველაზე გავრცელებულ სიუჟეტებს შორისაა გმირების ბრძოლა ცალთვალა გოლიათებთან (ამირანი, ნართები; შდრ, ბერძნული ოდისევსის ბრძოლა ციკლოპ პოლიფემოსთან). ანალოგიური სიუჟეტები გვხვდება აგრეთვე კავკასიელ ხალხთა ფოლკლორში.

ქართული ხალხური ლექსი “თავფარავნელი ჭაბუკი” შეიცავს სიეჟეტს გმირზე, რომელიც ყოველ ღამე გადაცურავს ზღვას თავის შეყვარებულთან შესახვედრად; ქალწული ანთებულ სანთელს ტოვებს ნაპირზე, რათა ჭაბუკს გზა მიასწავლოს, მაგრამ ბოროტი დედაბერის შელოცვით სანთელი ქარიშხლის დროს ქრება. ჭაბუკი ვერ აგნებს ნაპირს და იღუპება. ანალოგიური სიუჟეტები შემორჩენილია ადიღებშიც. ლეგენდის თანახმად, მშვენიერი ადიუხის სახლი დგას მდინარის ნაპირზე, რომელზეც გადაჭიმულია ტილოს ხიდი. თუ ადიუხის ქმარი სახლში გვიან ღამით ბრუნდება, იგი ფანჯრიდან თავის მანათობელ ხელებს უწვდის, რომელიც უნათებს გზას და ქმარიც ხიდზე ადვილად გადარეკავს ცხენებს. უმადური ქმარი უშლის ადიუხს ხიდის ხელებით განათებას. ბნელი ღამით იგი ვარდება ხიდიდან და იხრჩობა, რის შემდეგაც ადიუხი ცოლად სოსრუკოს მიყვება, რომელსაც მზის ატრიბუტიკა ახასიათებს. ადიუხის მანათობელი ხელები გვახსენებს ძველ მითს განთიადის ქალღმერზე, რომლის ვარდისფერი თითებიც ანათებს დილის ცას. ლეგენდის ქართულ ვარიანტში დაღუპული გმირი მის აქსესუარებთან ერთად (წითელი სამოსი, ანთებული სანთელი, ღამით ცურვა, ტვირთი, რომელიც მიაქვს და საბოლოოდ, სიკვდილი) ქალღმერთის სიყვარულის გამო დაღუპულ ღვთაებებს და გმირებს უახლოვდება.

http://geomythology....20Mythology.htm
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:13 PM
წერილი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ესევ ძალიან საინტერესოა - საუბარია სოლარულ ნიშნებზე.
ალბათ საუბარია სვასტიკა და ბორჯღალოზე.

ნაწილიანი
ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება - მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი “წილები”, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით. ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები, სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში წარმოიშვა; ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის: ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე. ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:14 PM
წერილი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



საინტრესო ღვთაებაა და მგლის კულტთანაა დაკავშირებული


მამბერი

ქართულ მითოლოგიაში მგლების მბრძანებელი. თაყვანს სცემდნენ სვანები და დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები. როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, იგი მგლებს პირს უკრავდა, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.

 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:15 PM
წერილი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



იახსარი

აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების (ფშავ-ხევსურეთი) მითოლოგიაში ღვთაება ხვთისშვილთა (ღმერთის შვილთა) რიგიდან. სხვა ხვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლებოდა, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვ. მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ისე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა. შ.) გარდაცვლილთაგან. ამ ფუნქციების გამო და ასევე მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში და სხვა რაიონებში. იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში. ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ხვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. შეჯიბრში იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ჩაუდგნენ კიდევაც ლაშქრობას სათავეში. მათ გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი გოლიათები მუზა და ბეღელა. ამის შემდეგ დევები უხილავნი გახდნენ და სამუდამოდ მიატოვეს მათი მიწები.

კვირია
ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ.

დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო. ზემოთ

კოპალა
ქართულ მითოლოგიაში ხევსურთა ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. კოპალა იახსართან ერთად ებრძვის დევებს და ამარცხებს მათ. მითის ზოგ ვარიანტში კოპალა ერწყმის იახსარს ერთ პერსონაჟად ან მის ორეულად გვევლინება (ამ შემთხვევაში კოპალა ხევსურული, ხოლო იახსარი ფშავური ღვთაებაა). კოპალას მთავარი სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზვავში მოყოლისგან, მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება და სხვ. ზემოთ
 
 

17 გვერდები V  « < 2 3 4 5 6 > » 
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 18th June 2019 - 06:10 AM