IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
17 გვერდები V  « < 3 4 5 6 7 > »   
გამოხმაურება  ახალი თემა
> ქართული მითოსი, ხალხური თქმულებები, და მათი ანალოგიები სხვა მითებში
tmt
post Nov 17 2009, 10:21 PM
წერილი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



პირქუში
— ქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელი. სახელი და ეპითეტი (ცეცხლოვანი) პირქუშის ქტონურ ძალებთან (დევებთან, ქაჯებთან და სხვ.) კავშირზე მიუთითებს. დევების მიერ დატყვევებული პირქუში მათთვის იარაღს, ოქროს და ვერცხლის საგნებს ჭედავს. ტყვეობიდან პირქუშს იხსნის იახსარი მისთვის ზარის დამზადების პირობით. პირქუშს მიეწერება ფიალების, თასების, ქვაბების და სხვა საგნების დამზადება.

პირქუშის სალოცავები დაწესებულია ფშავსა (სოფ. ახადი) და ხევსურეთში (სოფ. ბაცალიგო
).

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%...%83%A8%E1%83%98
ოჩიაური თ., მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967;
ჩიქოვანი მ., კახეთის 1961 წლის ფოლკლორული ექსპედიცია, კრ.: ქართული ქართული ფოლკლორი, ტ. 1-2, თბ., 1964




ისტორიები პირქუშზე
ფალესტრა
http://forum.gol.ge/index.php?showtopic=45...t=#entry1531061


პირქუში კაცი ყოფილა, ოქრომჭედელი ხევსური. სიწმინდეს იცავდა. სიკვდილის შემდეგ იქცა ხატად. კარგი ახალგაზრდა ყოფილა, ქალებს მოსწონდათ, მაგრამ იმას ჭკუაში არ უჯდებოდა, რომ მათთან ყოფილიყო. სიწმინდეს იცავდა, შეულახველი იყო. ღმერთს მისთვის ბედნიერი (ციმბირის წყლული) შეუყრია. პირი გადატრუშია და ასე გამხდარა პირქუში. მერე წმინდანად ქცეულა, ღმერთს მიუცია ნება, რომ ანგელოზად ქცეულიყო. მისი ნაკეთები თასებით ზოგ ხალხს უვაჭრია, ზოგს კი ხატებში მიუტანიათ


მცირე ისტორიაც:

პირქუშს სამი კარგი ვერცხლის თასი ჰქონდა და იახსარმა ეს თასები სთხოვა. პირქუშმა არ მისცა, მაშინ იახსარმა წაართვა ძალით და მიიტანა თავის სამლოცველოში. ბოლოს, როცა ერთიც ხვთისშვილი გახდა და მეორეც, პირქუში ამ თასებს ისევ ედავებოდა. ბოლოს ხთის-კარზე რჯული (განჩინება) ჰქონდათ. დამბადებელმა და კვირიამ ეს თასები პირქუშს არგუნეს, რადგან ძალით იყო წართმეული და ხვთისშვილთ კი ერთი-მეორეში ძალადობის ნება არ ჰქონდთ დამბადებლისგან. ძალადობის ნება მარტო დევ-კერპებთან ჰქონდათ. ბოლოს მკითხავის პირით იახსარმა გამოაცხადა:_ მე და პირქუშს ხთის-კარზე რჯული გვქონდა; ეგ სამი თასი პირქუშს არგუნესო. ძალიან დიდი ხანი არ არის მას აქეთ, რაც ეს თასები იახსრიდან ახადში_ პირქუშსას წაიღეს. მას აქეთ აიკრძალა შუაფხოელი ქალის ახადს გათხოვება და ახადელი ქალისა კი შუაფხოში.



წერილი შეიცვალა. tmt: Nov 17 2009, 10:51 PM
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:23 PM
წერილი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



http://forum.gol.ge/index.php?showtopic=45...t=#entry1531261
Name

დევები -
ქართულ მითოლოგიას საქართველოში ერთ დროს გავრცელებულმა რელიგიამ _ მაზდეანობამ აჩუქა. მაზდეანურად დევები, თავდაპირველად, დაბადებიდან ბოროტები არ ყოფილან. არის ვერსია, რომ თავად დევი მზის სხივს, სინათლის მომტან არსებას ნიშნავდა. მერე რა მოუვიდათ, ვერ გეტყვით, მაგრამ ქართულ მითოსში ბრიყვები, მოუქნელები და ბოროტები არიან. დევებს იგივე საყოფაცხოვრებო პრობლემები აწუხებთ, როგორც ადამიანებს. ძირითადად სოფლებად ცხოვრობენ. ჰყავთ ოჯახები, ეწევიან მესაქონლეობას. მაგრამ მტრობენ ადამიანებს. ერთთავიანებიც არიან და ბევრთავიანებიც. მათი საბრძოლო იარაღია კომბალი. სახლები აუცილებლად ბანიანები უდგათ.
ადამიანებთან ნათესაური კავშირიც შეიძლება ჰქონდეთ. არის ერთი მითი, როგორ მოიყვანა ვინმე ადამიანმა დევის ქალი, რომელიც შვილს გააჩენდა თუ არა მაშინვე სჭამდა. დედამთილს ჭკუა უხმარია, სულ უძეოდ არ დავრჩეთო, და როგორც კი ბავშვი დაბადებულა, აურთმევია. მის მაგივრად კი ძაღლის ლეკვი მიუგდია და ის გადაუყლაპავს იმ გაუმაძღარს.

პ.ს. მხოლოდ არ ვიცი, რად უნდოდა იმ კაცს მაინცდამაინც ასეთი ცოლი.
ეს მითი რაღაცით შვილების მყლაპავზე ბერძნულ მითს მაგონებს.


მეორე მითი დევებზე, რაც 'ლილე იროელის” წაკითხვის შემდეგ გამახსენდა კოპალასა და ბეღელა დევის ამბავია. როგორ მიუტანა დევმა ცხრა უღელი ქრთამი კოპალას, ღმერთთან მიშუამდგომლე, მეც ღვთისშვილობა მომანიჭოსო. კოპალამ კი მის წინ ჯვრის (რისი ჯვარი იყო არ მახსოვს) აღმართვით ფერფლად აქცია ის ოხერი. ფერფლი კი მატლებად გადაიქცა. რა თქმა უნდა ორიგინალში ლილეს ხსენება არ არის. ვფიქრობ ვაშატელმა ძალზე ეფექტურად გამოიყენა ეს მითი, როცა კოპალამ ლილეს გამოცდა გადაწყვიტა.

კიდევ ერთი მითი გიორგობასთან დაკავშირებით მუხურის წმ. გიორგიზე და დევზე.
ერთხელ როცა წმ. გიორგი ხორციელად მიწაზე ცხოვრობდა და იმერეთში მუხუროს სტუმრობდა, იმ ადგილებში ბევრი დევი ცხოვრობდა. წმ. გიორგის დიაკვანი გაუფრთხილებია, მე სანადიროდ მივდივარ და კარი მანამ არ გაუღო არავის, სანამ ჭუჭრუტანაში ნეკს არ შემოაყოფინებო. დიაკვანიც ასე მოქცეულა და ეკლესიაში მოსული დევის ბანჯგვლიანი ნეკი რომ უნახავს, მისთვის კარი არ გაუღია და წმ. გიორგისთვის შეუძახია _ მიშველეო. ამ დროს წმ. გიორგი ზღვაზე ბრძანდებოდა. დიაკვანის ხმა რომ მოესმა, დიდ ლოდს მოჰკიდა ხელი და დევს ესროლა. მაგრამ ძლიერად მოუვიდა, ლოდმა მუხურას გადაუფრინა და რაჭაში სოფელ ბარაკონთან დაეცა. როგორც ამბობენ, მე არ მინახავს, ის ლოდი დღესაც იქ გდია და წმ. გიორგის ნასროლს ეძახიანო. წმ. გიორგი მაშინვე მუხურასკენ გაემართა, დევს შეება და დაამარცხა. მერე დიაკვანს უბრძანა, ჩემს ძალას გაძლევ და ეს დევი ხრამში გადააგდეო. დიაკვანს შეშინებია და უარი უთქვამს. მაშინ წმ. გიორგის დევისთვის წაღის წვერი ამოუკრავს დაკლდიდან გადაუგდია, ზედ რომელიღაცა ხის მორებიც მიუყოლებია. სადაც დევი დავარდნილა იქ ტბა გაჩნდა. იმ ტბას დღესაც ჰქვია დევის ტბა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დღესაც იმ ტბაში, გამახსენდა რა ხე იყო, ურთხელის სარებია ჩარჭობილი.
რაც შეეხება მშიშარა დიაკვანს, ის წმ გიორგიას ასე დაუწყევლია: არც მოშენდე და არც გადაშენდეო. მის შთამომავლობას გვარში მხოლოდ ერთი კაცი ჰყავს
.


წერილი შეიცვალა. tmt: Nov 17 2009, 10:23 PM
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:23 PM
წერილი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



იახსარი იორზე მიჰყვებოდა და სადაც ნახა, ყველგან ამოწყვიტა დევები. ამ ადგილებზე ყველგან არის იახსრის ნიშები, სამლოცველოები. მაგალითად იხინჭას ყოფილა დევების დიდი ოჯახი. შებრძოლებია იახსარი და გაუწყვეტია. მერე ამ ადგილსაც თვითონ დაპატრონდა. ერთი დეი ზემო თიანეთს იყო სახელგანთქმული , რომელსაც ვერხველას ეძახდნენ. ეს დევი თავის ცოლ-შვილით ცხოვობდა ზემოთიანეთის სათავეში, ერთ ვიწრო ხევზე და ამ არემარეს არავის შეეძლო გავლა. მას ჰყავდა დიდი ოჯახი. ეს დევები იჭერდნენ ადამიანებს და ჭამდნენ. მათ დაიჭირეს პირქუში და ტყვედ ჰყავდათ. აკეთებდნენ იარაღს_ მშვილდ-ისარს და ოქრო-ვერცხლს. პირქუში ბევრს ცდილობდა, მაგრამ დევების ტყვეობას თავი ვერ დააღწია. იახსარმა ეს რომ გაიგო, მივიდა ჩუმად და პირქუშს უთხრა: დაგიხსნი, თუ ერთ კარგ ზარს გამიკეთებო. იახსარი დევებს თავს დაესხა და თავის ლახტით ჯერ ვერხველა დევი მოკლა, მერე ყველა ამოწყვიტა და პირქუში გაანთავისუფლა. პირქუში წამოვიდა და ახადს დაბინავდა. იახსარს დაპირება შეუსრულა და მალე ხვთისშვილადაც გადაიქცა

http://forum.gol.ge/index.php?showtopic=45...t=#entry1531081


დევსა და ეშმაკს რა მოაწყენდა კაცის სამავნეოს. შეიკრიბნენ ერთად და გადაწყვიტეს რაგვი დავაგუბოთო. ფშავ-ხეცსურეთი წყალში ჩავახრჩოთო, სანამ კოპალა ძირიანად ამოაგდეს ჩვენს ჯილაგსო. კართანას ჩავიდნენ და დაიწყეს ხეობის ამოვსება მიწით და კლდეებით. ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ, შუაში ვიწროთღა გადიოდა წყალი, ერთი კლდის ჩადგმა და არაგვიც დატრიალდებოდა.
იმ დროს მოუსწრო კოპალამ, დევები ერთიანად ამოჟლიტა და ფშავ-ხევსურეთი გადაარჩინნა. ხეობა ხეობა კი მას შემდეგ არის ასე ვიწრო.
კოპალას ისრის პირები შემოელია და მჭედელ პირქუშთან წავიდა უკანაფშავს. ეს ადგილი კოპალას დახმარებით ჩაიგდო პირქუშმა ხელში. კოპალა მიეხმარა იქაური დევების ამოწყვეტაში. პირქუშმა დაივიწყა ძმობილის პატივისცემა, შურდა იმის ხმა-სახელი და უარი უთხრა.
ხუშხეველმა დევებმა გაიგეს, კოპალა და პირქუშა ნადურავად არიან, შეიპყრეს პირქუშა და ტყვედ წაიყვანეს. კოპალას გულმა არ მოუთმინა და მის საშველად გაეშურა. ხუშხელევ დევებს მიუვალი სიმაგრე ჰქონდათ და პირდაპირ შებმით ვერაფერს დააკლებდა. ისევ დევებმა ავნეს თავს: უთანხმოება მოუვიდათ და ერთი დევი გამოაგდეს სიმაგრიდან. მიათ, აბა, რა იცოდნენ, თუ კოპალა შორით უთვალთვალებდა. დაიჭირა ის დევი და ჰკითხა ციხის ამბავი. დევმა ჯერ იუარა, არ ვიციო, მერე კი შეეშინდა და ჩამოფქვა: როცა ხეებს თავისი ჩრდილი გაუსწორდება, დევები მაშინ ისადილებენ, დამძღრებს დაეძინებათ და მაშინ ადვილად შეეპარება კაციო. გზებიც ასწავლა.
შეიპარა კოპალა ციხეში, დევები ამოწყვიტა და პირქუში გაანთავისუფლა. დაირცხვინა პირქუშმა და შეჰფიცა, მუდამ შენი ერთგული ვიქნებიო.
კოპალა გმირულად ებრძოდა დევებს, ხოცავდა, მაგრამ ბევრნი იყვნენ და მარტოკა ვეღარ აუდიოდა.
უკანაფშავის ხეობა შუაფხოსთან ჰქონდათ ჩაკეტილი დევებს. სოფლის გადაღმა, იფნიან გორაზე, სადაც ფშაველები ხატობას იხდიან, დევებს სიმაგრეები ედგათ. სიმაგრეულას კლდიანი ხევი შეუვალი ყოფილა. ავის გორადან არაგვის გაღმა ჭალამდე თოკები ჰქონდათ გაბმული, ღამითაც კი ვერავინ გაეპარებოდათ. წამოედებოდა კაცი თოკს და დევთა სიმაგრეებში ზარები ირეკებოდა. ჩამოცვივდებოდნენ, სუნზე პოულობდნენ და მოგჭამა ჭირი.
ამ დროს ფშავის ხევში წამოიზარდა ერთი ახალგაზრდა, სახელად იახსარი.მასაც კოპალასავით დიდი ძალა მიეცა. ვერ მოითმინა დევების ასეთი პარპაში, მიუხტა ავის გორაზე და სულ ნაცარტუტა ადინა. ეს ამბავი რომ არა, დევები თათბირობდნენ, ერთად დასხმოდნენ კოპალას და მოეკლათ. კოპალა გაახარა იახსარის გმირობამ, ძმად გაიფიცნენ და გადაწყვიტეს: ერთად ვებრძოლოთ დევებსო.
პირველად ხაშრის ხეოაბს მიმართეს, ივრის კუდებში. იაქ ყოფილა ყველაზე დიდრონი დევები, რომლებსაც ჰყოლიათ განთქმული გმირები: მთების მგლეჯავი მუსა, ცხრათავიანი ბეღელა და თორმეტთავიანი ბარდა.
ხაშრელ დევებს იმჟამად ქორწილი ჰქონიათ. სალუდე ქვაბებით სვამდნენ ლუდს და კაცის თავ-ფეხს შეექცეოდნენ. იყო ერთი ღრეობა და ვაი-ვაგლახი. კოპალა და იახსირი ჩაეპარნენ ქუდილის მთიდან, სტყორცნეს ლახტი და თავს დააქციეს ბანი. მერე მიჰყვნენ ისრით და ჟლიტეს.

ქარი იყო და ხვიოდა,
ფოთოლი ჩამოდიოდა,
მშვილდ-ქაიბური ბერისა
ქუდილეზედა წიოდა.
ბარდა, ბეღელან ჩახოცნა,
მუსასაც გული სტკიოდა,
ხაშრული იმთვენ არ იყო,
რაც იმათ სისიხლი სდიოდა.

ერთი დევი გაექცათ, იმ დროს შეასწრო თვალი კოპალამ, როცა კლდეს მოეფარა. ესროლა, მთა დაამსხვრია და თვალი გამოსთხარა. გაიქცა ეს ცალთვალა დევი, მიჰყნენ ესენიც კვალზე. დევმა ირბინა, გადაირბინა ფშავის მთები და ჭიუხების ძირას აბუდელაურის ტბაში ჩავიდა. ჩაჰყვა კოპლაც. ტბის ძირას გაუმართა ბრძოლა და თავს დაამტვრია ფარი. მოკლული დევის მურდალმა სისიხლა ტბის ზედაპირი დაფარა. კოპალა წმინდანი იყო და თავს ვერ გაიუწმინდურებდა. ამოსვლა ვეღარ მოეხერხა. დარცა ტბაში. იახსარი წამოვიდა და ქადაგს უთხრა: ოთხ-რქა, ოთხ-ყურა ცხვარი უნდა ჩაიკლას ტბაში, დევის სისხლი მოშორდება და კოპალა ამოვაო. ქადაგმა მაშინვე შეატყობინა ეს ამბავი ხალხს. შეწუხდა ხალხი, შეიძრა მთელი ფშავ-ხევსურეთი, ბოლოს ხევსურეთში აღმოაჩინეს ასეთი ცხვარი, წაიყვანეს, იმ ტბის პირას დაკლეს და სისხლი ტბაში ჩაღვარეს. გაიხსნა ტბა და ამოვარდა კოპალა.
ძმადნაფიცები ისე მუსრავდნენ დევებს, როგორც ქურცინა თაგვებს. ხალხმა შეიყვარა დევებთან მებრძოლი გმირები. მერე ნიშები აუგეს და დღესაც ლოცულობენ მათ სახელებს.
http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=40

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 18 2009, 09:18 AM
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:25 PM
წერილი #64


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



http://forum.gol.ge/index.php?showtopic=45...t=#entry1531795
ფალესტრა

დევი ფშავლების წარმოდგენით:

1. ფშავლების გადმოცემაში დევი არის ახოვანი, ტანი ხშირი ბალნით აქვს შემოსილი, დღე იმალება და ღამე გამოდის სანადიროდ. დევს ისე არაფრის ეშინია, როგორც მახვილისა და ცეცხლისა. დევი კაცს ჰგავს სახით, მაგრამ მისი სახე უმსგავსია, წელს ზევით ღორივით ჯაგარი ასხია. დევებს უწინ უნავარდნიათ ხალხზე, უჟლეტიათ ხალხი, უჭამიათ. ქვეყანა შეძრწუნებული ყოფილა იმათგან. მაგრამ ჩნდება ხატები და ისინი უტეხენ დევებს ბრძოლას. ცხოველი ხატები, რომელთაც გაჟლიტეს დევები, არიან კოპალა და იახსარი. ფშაველი დღესაც უჩვენებს ადგილს, სადა და სად გადაუხდიათ ამ გმირებს დევებთან ბრძოლა. დევები ფშავლის წარმოდგენით, დღესაც არიან, მაგრამ იმალებიან და უცდიან დროს, რომ ხატების ვედრება გადავარდეს; ისინი მონატრულნი არიან, რომ ხალხმა აღარ იწამოს და უარჰყოს ხატები. ეს თუ მოხდა, მაშინ ისევ გამოვლენ დევები საფრებიდან და დაიწყებენ ნარდიშობას.

2. ფშავლების წარმოდგენით დევუ საშინელი არსებაა. საზარელია მთელი მისი სხეული. ამ საშინელების აღწერისას ხალხი ასეთ სიტყვასაც იტყვის: "დევებს კოჭ უკუღმ აქვისო"_ ეს იმას ნიშნავს, რომ დევს ორივე ფეხი შებრუნებული აქვს. კოჭი მოცქეულია წინ, ხოლო ფეხის წვერი თითებით უკანა მხარესაა.
კოჭი უკუღმა აქვს ასევე ქაჯს, ეშმაკს. ქაჯი და ეშმაკი თითქმის გაიგივებულია. საშინელი სანახავი ყოფილა დევი ქუდიელი. კოჭუკუღმ სიარული სცოდნია, დაფარული ყოფილა ბალნით, თავზე სალულე ქობი ჰხურებია, რომელსაც სიარულის დროს აზანზარებდა (აჟღრიალებდა) და ხალხს შიშის ზარს სცემდაო


ფშაველის მოყოლით:
ერთ კაცს შუაღამისას ტყეში მიმდინარს, დევი შეჰხვედრია, მიწიდამ საითამ ამოძვრა. საზარელი სანახავი იყოო, უთქვია იმ კაცს. შევხედე და კინაღამ გავთავდიო.. წინ გადამიდგა, არ მიშვებდა, ცეცხლივით თვალებს აბრიალებდა და ქობივით (ქვაბივით) ლაშთ აღრენდაო. მერე კი მომაგონდა, როგორ მოვქცეულიყავ. სამჯერ გადავიწერე პირჯვარი და ბერ კოპალას შავეხვეწე: ავსულისგან დამიხსენიო. იმავ წამს ცაზე რაღაცამ გააბურჯღლა, ჩემ წინ მიწა გადაიხსნა და დევიც თან ჩაიყოლა. მე გულზე მომეშვა, შინ გამოვწიეო,_ უთქვამს იმ კაცს

.


წერილი შეიცვალა. tmt: Nov 17 2009, 10:41 PM
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:26 PM
წერილი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



კოსმოგონიური მითები

ქართული მითოლოგია სამყაროს სამ ნაწილად განიხილავს: ქვესკნელი ანუ ბნელეთი (ავი ძალების, მიცვალებულთა სულების ადგილი), სკნელი (ჩვენი მიწა, უბრალო მოკვდავებით) და ზესკნელი (ღვთიურ არსებათა საუფლო თავისი იერარქიით). ამ სამ ნაწილს, თუ არ ვცდები, ალვის ხე აკავშირებს. ფესვებით ქვესკნელშია, ვარჯით - სკნელში და ტოტებით ზესკნელში.


მორიგე ღმერთის მიერ ხვთისშვილების ზეციდან გადმოშვება

...პირველად მორიგემ რომ ხვთისშვილები ზეციდან გადმოუშვა, ისინი გერგეტს დააბინავა, გერგეტის მთის ძირში და ნებას არ აძლევდა, რომ ჯერ ხმელეთზე საჯაროდ გამოსულიყვნენ და მოქმედება დაეწყოთ. გადმოშვებულნი კი იმიტომ იყვნენ, რომ დევებთან უნდა ეწარმოებინათ ბრძოლა, რადგან დევები ხორციელთ, ე.ი. ხალხს ანადგურებდნენ, ხოცავდნენ და ყველანაირად ავიწროვებდნენ მათ. ანგელოზნი და ხვთისშვილნი ხალხში ჯერ არ იყვნენ გამოსულნი და დევ-კერპებს ეჭირათ ქვეყანა, მოწინააღმდეგე არავინ ყავდათ და როგორც ეწადათ, ისე იქცეოდნენ. შეწუხდა ხალხი და არ იცოდნენ რა ექნათ, ხალხმა მკითხავების საშუალებით ის კი გაიგო, რომ ხვთისშვილები არიან გერგეტში ხალხის დასახმარებლად გამოშვებულები, მაგრამ ღვთისგან არ ქონდათ მოქმედების ნება.

როშკის გორზე იყვნენ დაბანაკებული დევები... მათ ჰქონდათ სამჭედლო და იმათ გარდა ხევსურეთში სხვა მჭედლები არ იყვნენ. ვინც მათთან მიიტანდა რამე საჭედს, ისინი ქალს სთხოვდნენ_ ლამაზი ვინც იქნებოდა ოჯახში, რძალი იქნებოდა თუ ქალიშვილი. რამდენი ღირებულების იყო სამუშაო, შეაფასებდნენ და ეტყოდნენ: ამდენ ღამეს გამოგზავნე ესა და ეს ქალიო, თუ არა, არ გაგიკეთებთ საქმესო. მეტი გზა არ ჰქონდათ და უსრულებდნენ დევებს სურვილს.
ერთ კაცს ძალიან ლამაზი ცოლი ჰყავდა და გუთნის იარაღის გაკეთებაში ის სთხოვეს. იარაღები აუცილებლად საჭირო იყო, უიმისოდ შიმშილით ამოწყდებოდნენ, გაუგზავნია ცოლი. ცოლი რომ დაბრუნდა უთხრა: იქ რომ არ გაგეგზავნე და ქვე მოგეკალი უკეთესი იყოო და დაიწყო ტირილი. კაცი შეწუხდა, არ იცოდა რა ექნა. მერე ერთი თეთრი ხარი ჰყავდა და თქვა, მოდი ამ ხარს ღმერთისათვის დავკლავ და იქნებ რამე გვეშველოსო. მორიგე ღმერთმა შეიწყნარა ამდენი ვედრება და ხალხის დასახსნელად გამოგზავნა კოპალა. მისცა ერთი დიდი ლახტი, მიულოცა ძალი და შელება, რომ დევები გაენადგურებინა.

კოპალა მოვიდა და ფშავის მტაზე უძილაურთის თავს დაივანა და თვალყურს ადევნებდა, სად იქნებოდა მოსახერხებელი დევებთან ბრძოლა. ამ დროს ერთი ხორნაუთელი კაცი ხორნაულთ სოფლის პირდაპირ ყანას ხნავდა. როშკის გორაზე ერთი დევი წამოდგა და ისე მოახდიან საქმე, რომ ღვარი ასტეხა და ხარი და კაცი სულ ყველა ღვარმა წაიღო. მხვნელს გაგონილი ჰქონდა, რომ სადღაც გმირი კოპალა დაარსდა, დევებს ხოცავს და ხალხს ეხმარებაო. ამ გაწირვების დროს გაახსენდა და შემოსძახა: "გმირო კოპალავ, მიშველე. წყალს ნუ წამაღებიებ და რასაც ვხნავდი, ეგ მამული შენდ შამომიწირავო".
ეს კოპალამ მაშინვე გაიგო და იმწამსვე იქ გაჩნდა, ღვარი შეაჩერა და კაცი ცოცხალი გადაარჩინა. ლახტი ესროლა და დევების ბინას ცეცხლი წაუკიდა. მერე მივიდა და სუყველა ამოწყვიტა იქ მყოფი დევები. ერთი დევი შეძვრა როშკის ციხეში. ესროლა ლახტი და ციხეს კუთხე მოუმტვრია. დევი აქედანაც გაექცა და როშკის მტაში ერთს კლდის ძირში ჩაძვრა. ამ კლდესაც ესროლა ლახტი, გახეთქა კლდე ორად და დევს თვალი მოსთხარა. აქედან თვალგამოთხრილი დევი გაიქცა და აბუდელაურის ტბაში ჩაძვრაო
.


http://forum.gol.ge/index.php?showtopic=45...t=#entry1527630

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 17 2009, 10:27 PM
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:29 PM
წერილი #66


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ხვთისშვილი — ქართულ მითოლოგიაში მეორეხარისხოვან ღვთაებათა (კოპალას, იახსარის და სხვ.) საერთო სახელწოდება. ჩვეულებრივ, ხვთისშვილები უზენაესი ღმერთის შვილებად ითვლებიან.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AE%E1%...%83%9A%E1%83%98


Name
http://forum.gol.ge/index.php?showtopic=45...t=#entry1531042

ღვთისშვილები ერთმანეთთან, ცასთან ან მიწათან ოქროს შიბებით ანუ ჯაჭვებით უკავშირდებოდნენ. შიბები მათთვის სამოგზაურო ბილიკები იყო. ამ ბილიკებით სტუმრობდნენ ერთმანეთს და ხანდახან მოკვდავებსაც ეჩვენებოდნენ.
ცნობილია ასეთი შიბების ხილვა ჰქონია ვაჟა-ფშაველას დედას, რომელიც თავად მოუყოლია _ შუაღამისას ხმაურს გაუღვიძები ის და მისი ბიძაშვილი, გარეთ რომ გაუხედავთ მთელი ცა განათებული ყოფილა და მკაფიოდ დაუნახავთ ორი ოქროსფერი ჯაჭვი. ზედ ცეცხლოვანი ბავშვები მიმოდიოდნენ და თან ძალზედ ტკბილად გალობდნენ.

ღვთისშვილი შეიძლება მოკვადვიც გამხდარიყო ხალხის წინაშე დიდი დამსახურების გამო. ასეთი ღვთიშვილი იყო პირქუში. პირველად დავითი ერქვა, გვრით მგონი მგელაიშვილი. მჭედელი იყო. ძალიან ლამაზი კაცი იყო და ქალებისგან მოსვენება არ ჰქონდა. მათგან თავმობეზრებულს მორიგე ღმერთისთვის უთხოვია ისეთად მაქცია, ქალებმა თავი გამანებონო. ღმერთს ყვავილი შეუყრია. სახე ისე დამახინჯებია, მართლაც ყველას მიუტოვებოა გარდა სამი ქალისა.
ეერთხელ გრდემლზე წარწერა დაუნახავს, რომელიც სიკვდილის დღეს ატყობინებდა. წარწერა ვერაფრით წაუშლის და ზუსტად იმ დღეს გარდაცვლილა. მისი წმინდა ცხოვრების წესის გამო ღმერთმა ღვთისშვილად გადააქცია. ორი საყმო ჰყავდა ბაცალიგოსა და ახადში. ცნობილი იყო მჭედლობით და დევებთან ბრძოლით.


წერილი შეიცვალა. tmt: Nov 17 2009, 10:35 PM
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:36 PM
წერილი #67


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



სოფელ ნატახტართან ერთი პატარა საყდარია ყვავის საყდარი ჰქვია. რომ ვიკითხე რატომ დაარქვეს-მეთქი, ასე მიპასუხეს: თურმე ერთხელ (უხსოვარ დროში) გლეხებს სამუშაოს შემდეგ შეუსვენიათ და სადილად დამსხდარან. ქვაბიდან საჭმელი რომ უნდა ამოეღოთ, ყვავი მოფრენილა, ქვაბის თავზე დაფრინავდა და საჭმლის ამიღების საშუალებას არ იძლეოდა. გლეხებს ვერაფრით გაუგდიათ, ბოლო ყვავი ცხელ სადილში ჩავარდნილა და დაღუპულა. გლეხებს სხვა გზა არ ჰქონდათ, სადილი გადაღვარეს და შიგ ჩამხრჩვალი ქვეწარმავალიც იპოვეს. ყვავმა ხალხი გადაარჩინა. იმ ადგილას საყდარი აუშენებიათ და ყვავის საყდარს ეძახიან. ალბათ ენაჩავარდნილი რუფია იყო.

Name
http://forum.gol.ge/index.php?showtopic=45...t=#entry1533553
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:39 PM
წერილი #68


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



სამძიმარი, ხელსამძიმარი
— ქართულ მითოლოგიაში ქაჯეთიდან მოტაცებული ქალი-ქაჯი. სამძიმარის მოტაცება ხახმატის გიორგის სახელს უკავშირდება. ამ წარმოდგენაში, ისევე, როგორც სამძიმარის შემდგომი ნათლობის სიუჟეტში აისახა წმინდა გიორგის მიერ წარმართი მეფის მოქცევის გავრცელებული მოტივი. სამძიმარი შეიძლება უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, შემდეგ კი პატარძლად შედის ოჯახში და დოვლათი და იღბალი შეაქვს. როდესაც გაირკვევა, რომ იგი მოკვდავი ქალი არ არის, სამძიმარი ტოვებს სახლს.



http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%A0%E1%83%98

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 17 2009, 10:40 PM
 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:49 PM
წერილი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მორიგე -
უზენაესი ღვთაება ფშავსა და ხევსურეთში. ხალხური რწმენით იგი მეშვიდე ცაში სუფევს და აწესრიგებს ქვეყანას.


 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:49 PM
წერილი #70


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მინდორთ ბატონი — ქართულ მითოლოგიაში მინდვრების და ველური ყვავილების მფარველი. მინდორთ ბატონს მშვენიერი ქალიშვილი ჰყავს (მინდორთ მბრძანებელი), რომელიც იმდენად მსუბუქია, რომ ყვავილებზე დადის; იგი მცენარის მტვრით იკვებება და მცენარის წვენს სვამს. ხალხური გადმოცემებით, მინდორთ ბატონის ქალიშვილი იღუპება, როდესაც მას ადამიანი დაიჭერს.

 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:50 PM
წერილი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მიჭპა — ქართულ მითოლოგიაში (სვანებში) ღვთაება - მსხვილი რქოსანი საქონლის მფარველი ზამთრის პერიოდში.

 
 
tmt
post Nov 17 2009, 10:54 PM
წერილი #72


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ვეშაპი — ქართულ მითოლოგიაში და ფოლკლორში ზოომორფული არსებები, ურჩხულები. ძველ კოლხეთში უზარმაზარი თევზის სახით გამოსახავდნენ. ხშირად ვეშაპი მრავალთავიანი არსების სახით გვევლინება. განარჩევენ თეთრ, წითელ და შავ (ყველაზე ძლიერ) ვეშაპებს. ვეშაპები წყლის სტიქიასთან არიან დაკავშირებული და იტაცებენ წყალს ჭებიან, მდინარეებიდან, ტბებიდან, წყლის სარგებლობისთვის ითხოვენ ქალწულის მსხვერპლად შეწირვას. ისინი შთანთქავენ მზეს, მტრობენ კეთილ გმირებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათთან მარცხდებიან. ვეშაპების ბოროტი ფუნქციები ხშირად დევებზე გადადის. ზოგ სიუჟეტში გმირების მფარველთა როლში გვევლინებიან, მაგრამ მათი საჩუქრები გმირებისთვის აკრძალვას შეიცავს. გმირის მიერ აკრძალვის დარღვევა მის სიკვდილს იწვევს. ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ვეშაპი ურწმუნოების და კერპთაყვანისმცემლობის სიმბოლოა.

 
 
tmt
post Nov 18 2009, 09:06 AM
წერილი #73


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ნადირთა პატრონი და-ძმა

და-ძმა არიან ნადირთა პატრონები. თითო წლობით, მორიგეობით პატრონობენ ნადირს. ქალი როცა მწყემსავს, ნადირი მსუბუქი და ფრთხილია. მისი მოკვლა უჭირს მონადირეს. ვაჟი როცა პატრონობს, ნადირი მჭლეა და ბრიყვი, ადვილად იკვლება.
თიანელი მონადირე წამოსულა ტყეში, სვიანაზე სანადიროდ. პირაქეთ ორი დათვი მოუკლავს. მერე სვიანაში გადასულა. ორი მწოლიარე ირემი დაუნახავს. ერთი ცალრქა ყოფილა, მეორეს წყვილი რქა ჰქონია. აჩქარებულა მონადირე და ცალრქასთვის უსროლია. ცალრქა, თურმე ნადირთ პატრონის ირემი ყოფილა. მაშინვე დაუძახია ნადირთ პატრონს: ცალრქას დაჰკრესო! დაღალული იყო, კალოდან გადმოსულიო. ეს მონადირე ცალზე დარჩეს შვილიშვილითაო.
ამ დროს დაუნახავს მონადირეს, რომ ქალი ნადირთ პატრონი გადმოსულა, ხელში ტაგანი სჭერია და ირმების წველა დაუწყია.
წამოვიდა ეს მონადირე შეშინებული. შინ მივიდა და რას ხედავს: უფროსი შვილი მკვდარი დახვდა. საშუალო მაშინ მოკვდა, როცა მამა მივიდა, იმაზე უმცროსი ძმების დამარხვის დროს მოკვდა. დარჩა სულ პატარა მეთხე.
მას აქეთ მათი გვარი ასე მოდის: შვილი მხოლოდ ერთი რჩებათ
.


http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=40
 
 
tmt
post Nov 18 2009, 09:06 AM
წერილი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მონადირე ნაკუწა

"მთა რაჭა იყო განთქული მონადირე, სახელად ნაკუწა. ნადირთ პატრონებმა სუფრაზე მიიწვიეს. გამოქვაბულში ცეცხლი ენთო და შამფურზე აგებული ჯიხვი იწვოდა. ჩამოირიგეს მისი ხორცი. ჭამა გამოუცდელმა მონადირემ და ერთი ბეჭი ძაღლს გადაუგდო. ჭამა რომ გაათავეს, ნადირთ პატრონებმა ჯიხვის ძვლებს თავი მოუყარეს. მონადირე რაღას იზამდა? ძაღლს ბეჭი დაეხრა. ნადირთ პატრონებმა ჯიხვს არყის ხის ბეჭი ჩაუდგეს სამაგიეროდ-შენი იღბალიაო. გაცოცხლებულა ეს ჯიხვი და წასულა.
მეორე დღეს მონადირეს ნადირობისას ჯიხვი მოუკლავს და ბეჭი არყის ხის ჰქონია"


http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=40
 
 
tmt
post Nov 18 2009, 09:17 AM
წერილი #75


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



კ ო პ ა ლ ა

ძველ დროში არაგვის ხეობა დევებს სჭერიათ, მომძლავრებული ყოფილა უწმინდური ცხვარ-ძროხა ეგრე იოლად ვერ გაუდიოდათ საძოვარზე, როგორც ეხლა, ბანჯგვლიანი დევები იჭერდნენ კაც-საქონელს და თავ-ფეხიანად სანსლავდნენ. ძალზე შეწუხებული ყოფილა ხალხი.
დევების მტავარი ბუდე ციხეგორს ყოფილა, სოფელ აკუშოსთან. იქ ყოფილა იმათი ყველაზე დიდი ციხე-სიმაგრე. უფროსად ცხრა თავიანი დევი ჰყოლიათ.
ერთი თავი ჰქონდა დიდი,-დანარჩენი პატარ-პატარა თავები-მხრებზე დასახული. აბა, მართლა ცხრა თავი ხომ არ ექნებოდა? თურმე გამოიშლებიან ციხიდან ეს დევები, მოედებიან მთა-ჭალას, იჭერენ ხალხს, მიჰყავთ თავის უფროსთან, ერთ-ორს ის ამოარჩევს, დანარჩენს თვითონ ჭამენ.
ერთხელ გზად მიმავალი ქალი შეიპყრეს. თან თავისი პატარა ბალღი ჰყავდა, კოპალა. ორივე უფროსს მიჰგვარეს, ცხრა თავიანმა ქალი მაშინვე ჩაახრამუნა, ბიჭი კი დატოვა: ჯერ გაიზარდოს და მერე შევჭამთო.
იუმცროსებდნენ კოპალას, ხან წყალს მოატანინებდნენ, ხან შეშას, შეთვლა და თავში წამორტყმა ერთი იყო.: შე ტყის ბუკუკავ, შენო!
კოპალა მალე დავაჟკაცდა და ვეღა რ იტანდა დევების ასეთ მოპყრობას. ბრახობდა, პატარა კოღოს რომ დარებდნენ. ნატრობდა, როგორმე დედის ჯავრი ამოეყარა. ტანადაც მოზრდილი იყო და დევები ნერწყვის ყლაპვით იხრჩობოდნენ. იგრძნო კოპალამ შეჭმას მიპირებენო, ადგა და ერთ უკუნეთ ღამეს ციხიდან გაიპარა.
გადაიარა მთები, ტყეები და თიანეთში იხინჭის ეკლესიაში მივიდა ბერებთან . დიდლიდან საღამომდე ღმერთს ევედრებოდა: იმდენი ძალა მომეცი, რომ დევებს სამაგიერო გადავუხადოო.
ღმერთამც, აბა, რა თქმა უნდა, იცოდა ფშავ-ხევსურეთში უწმინდურთა მომრავლების ამბავი. ისმინა კოპალას ვედრება და მისცდა დიდი ძალ-ღონე. იგრძნო კოპალამ, რომ ძალა მოაწვა მკლავებში. მისწვდა იქვე მდგარ იფნის ხეს, მოსწია და ძირფესვიანად მოგლიჯა. რაკი აიღო თავის იმედი, გადაწყვიტა დევებს შებმოდა. საომრად მოიმზადა ლახტი, რომელიც სროლის დროს მეხს ჰგავდა-ქუხდა და ცეცხლს აჩენდა.
წავიდა კოპალა და ციხეგორს ესტუმრტა თავის ძველ ნახნობ დევებს, ვითომ გზადაკარგული მონადირე ვარო. დევებმა ვერ იცნეს, სტუმართ-მასპინძლობის წეზი არ დაარღვიეს და ღამე გაათევინეს.
გათენდა დილა. დევებმა დაიწყეს წვრთნა, ქვის სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს-ჯილდაობდნენ. კოპალამ საწყლურად უთხრა, მეც მასროლინეთო. დევებმა სიცილად არ იკმარეს: შენ რაღა შეგიძლიანო?!
იმ დევებში ხუთა ძმა-დევი მჭედელი ყოფილა. იმათ გადმოუღეს ერთი რკინის ზოდი და პირჩასქელებული ცული მისცეს: აბა იქნება შეანაფოტოო.
შემოჰკრა კოპალმ და ფუტუროსავით დააბნია, ფერმა გადაუარათ დევებს, ვერ ექნათ კარგი გული.
-რაინდა ჩვენგან, რატომ მოხვედიო?-ჰკითხეს
-რა მინდაა ეს ადგილი უნდა ჩემი იყოს, თქვენ უნდა აქედან აიყაროთო!-შეუბღვირა კოპალამ
-მაშ ვიჯილდაოთ და ვინც აჯობბოს, იმის დარჩეს ციხეგორიო.
-კარგიო,-დაეთანხმა კოპალა.

წამოიღეს სასროლი ლოდები და ირემთ კალოს, უძილაურთის ვაკე მტაზე ავიდნენ. იქიდან გასძახეს ხევსურეთისა და ფშავის მთებში მცხოვრებ დევებს: მოდით მოწმეებად დაგვესწარითო.
ყველაზე დიდი და მძლავრი დევები ივრის კუდებიდან მოსულან. დაინახა კოპალამ და შიშის ზარი დაეცა: გორდაგორ ამოდიოდნენ და მიწას ისე მოჰკვალავდნენ., როგორც კაცი თოვლს გაჰკვალავსო. მივიდნენ და უმაბეს, რაზეც დაუძახეს. დიდი სიპები დააგეს ფეხის მოსამაგრებლად, მიწაში რომ არ ჩაფლულიყვნენ. ირემს კალოს ახლაც არის ის სიპები მიწაში. ყველგან რბილი მიწაა, მარტო იმ კალოს ხელა ადგილებზე ცხენის მარხილს ვერ ჩაარჭობ, თუნდაც რკინისა იყოს. იმ სიპეებზე დამდგარან და უსროლიათ სახლისოდენა ლოდები ციხეგორისაკენ.
დევებს ქაჯები ჰყოლიათ იქ დაყენებული: თუ ვინიცობაა კოპალამ გვაჯობოს, იმის ნასროლი ქვა ჩვენი ქვების აქეთ გადმოაგორეთო. კოპლალას ნატყორცნი ქვა სამოცი ნაბიჯით იქით დაცემულა. დიდი წვალებით გადმოუგორებიათ ქაჯებს კოპალას ნასროლი ქვა და რაგაცნაირად დევების ნასროლი ქვისთვის წამოუდიათ. ეჯაჯგურებიან, უნდათ გადმოაცილონ და ამ დროს ესენიც მისულან (ახლაც ისე აწყვია ის ლოდები). კოპალა კიდევ უფორ გააცეცხლა დევების გაიძვერობამ, დაერია თავისი ლახტით და სულ ამოწყვიტა.
იმ დრიდან კოპალა ციხეგორს ცხოვრობდა, ნადირობდა და ხალხს იცავდა დევებისაგან.
ციხეგორელი დევების მერე ყველაზე მეტად ხალხი კართანელი დევებისგან იყო სულდამწარებული. კოპალას ქვასთან დღესაც არის იმათი ნაციხარი, იქვე, არაგვის ხეობა ძალიან ვიწრო გასასვლელია, მართლაც კარივით არის. საფშავხევსურეთო გხა ეჭირათ დევებს და მგზავრს არ უშვებდნენ. ამ დევებში ყველაზე განთქმული სამი ძმა ყოფილა: შავშალიკა, ავთანდილი და მიგრი. გაუგიათ ციხეგორელი დევების ზარალი და სწყენიათ. შავშალიკამ თვა ტურმე: წავალ და ბიძაჩემის საჯდომ ქვას მაინც მოვპარავ იმ ვიღაც კოპალასო...
წავიდა და იმ დროს მივიდა, როცა კოპალა სახლში არ იყო, სანადიროდ იყო წასული, შემოახვა თოკი ამ ქვაა, ზურზე მოიკიდა და გამოიტაცა...მივიდა კოპალა, ნახა ქვა აღარ იყო. არც დამჯდარა, მაშინვე კვალზე გამოჰყვა. მოიწია იმ ადგილას, სადაც ის ქვა ძევს. შორიდან ესროლა ლახტი, ნარბენი იყო და სიჩქარისგან დაუცდა. ლახტი კლდეს მოხვდა და უზარმაზარი გამოქვაბული გაკეთდა. შავშალიკამ ჭახანი რომ გაიგონა, ქვა ძირს დადო, ზედ შედგა, თან აქეთ-იქით იცქირებოდა. კოპალამ მეორე ესროლე. ქვაც დაგორდა და დევიც.
ქვსი მახლობლად ერთი პატარა გოარკია, დევის საფლავს ეძახიან, შავშალიკა იქ დაუმარხავთ.
კოპალამ ქვა იქვე, არაგვის პირზე დატოვა, თვითონ კი დევების ციხესთან ავიდა. ციხის ბანზე დევის დედას ჯარა ედგა და მშვილისრის ბაწარს ძახავდა. ხვიოდა ჟარა და მისგან ატეხილი ქარისაგან წიფლიანები ილასტებოდა.
-რა მოხვედი ეს ბზუკი, ჯარამ არ აგიხვიოსო,-გაუწყრა დევის დედა.-მოდი კალთაში შემოგიფარო, ჩემმა შვილებმა არ მოგასწრონ, თორემ ჩიჩქად არ ეყოფიო!
-სად არაინ შენი შვილებიო?-ჰკითხა კოპალამ.
-ავთანდილი აი იმ მთას არის წასული, ირმებზე, დედა ენაცვალოს, ალბათ, მთას იქით გადავა, თორემ იმის ფეხის ჩქამი აქ არ დაგაყენებდაო, მიგრი მიგრაულის მთას ნადირობს: ცალცალკე იციან მთებისად მოხვედრა. შავშალიკა ციხეგორს წავიდა, კოპალას ქვა უნდა მოპაროსო.
--დევის დედავ, შენი შვილებით თავი მოგიწონებია თუ მოგიძულებია?-შეუქცევია მოპაროსო.
ამ დროს დიყელას მთაზე გადმოდგა ავთანდილი. ცალ ხელში ირემი ჰკიდია, მეორეში მშვილდი უჭირავს. ესროლა კოპალამ. ავთანდილი გამოჰქანდა და მის ჩამონაცურზე გაჩნდა ის ხეობა, ავთანდილის საქანს რომ ეძახიან: კლდიანი, ღრანტი ხეობაა, კოპალას ქვის პირდაპი ჩამოდის.
უცებ ჰაერში რაღაცამ გაიშხუვლა და კოპალას გვერდით ტოტებგაცლილი ჭანდარი წვერით ჩაეს მიწაში. ახლაღა დაინახა კოპალამ, მიგრი მოსულიყო და მეორე ჭანდარს ამზადებდა სატყორცნად. მოიმარჯვა კოპალამ თავისი საგმირო, ისეთი დასცეცხლა, რომ დაკარგა სულიან ხორციანად. დასცეცხლა დევების დედასაც. მიჰყვა და ციხეში მყოფი სხვა დევებიც სულ ამოწყვიტა. ავთანდილის მძორი არაგვში ჩავარდა და ლურჯ კლდედ იქცა. კიპალა ქვას აღარ მიეკრა, რადგან დევის სისხლით იყო გაბინძურებული. დაბრუნდა კვლავ ციხეგორს და როგორც კი სადმე დევებს გაიგონებდა, მიდიოდა და მუსრს ავლებდა.


http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=40

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 18 2009, 10:12 AM
 
 

17 გვერდები V  « < 3 4 5 6 7 > » 
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 18th June 2019 - 06:48 AM