Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ELITA.GE _ საქართველო და გარესამყარო _ ქართველები

Posted by: tmt Dec 6 2009, 06:16 PM

ქართველები

— ერი, ეთნიკური ჯგუფი (ეთნოსი), კავკასიის აბორიგენი (ავტოქტონური) მოსახლეობა. ეკუთვნიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის (რასის) ხალხთა ჯგუფს. საერთო რაოდენობა: 7,200,000-ზე მეტი. შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 83,8%-ს (დაახლ. 4,000,000).
დაახლ. 1 მლნ. ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, დაახლ. 3,5 მლნ. თურქეთში (ისტორიული ქართული ტერიტორიები: ტაო-კლარჯეთი, არტაანი (დღევანდელი არდაგანი) და ლაზეთი (ლაზისტანი)), დაახლ. 300 ათ. ირანში (ფერეიდუნ შაჰრი, ნეჯაფ აბადი, რაჰშათ აბადი, ორჯი მაჰალე, თავრიზი, თეირანი, შირაზი. აქ ქართველები გადაასახლეს XVII—XVIII საუკუნეებში), დაახლ. 150 ათ. ავღანეთში (აქ ქართველები ჩაასახლეს ასევე XVII—XVIII საუკუნეებში), 50 ათასზე მეტი აზერბაიჯანში (ისტორიული ქართული ოლქი ჰერეთი, დღევანდელი კახის, ზაქათალას და ბელაქნის რაიონები), დაახლ. 50 ათ. უკრაინაში, 200 ათასამდე აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებში (ძირითადად გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში და ბელგიაში)კანადის ნაციონალური სტატისკის სააგენტოს თანახმად, კანადაში 2190 ქართველია.


ქართველები გარეგნულად ხასიათდებიან, როგორც საშუალოზე მაღლები, სწორი აგებულებით. დასავლეთ საქართველოში ეთნიკური ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალოზე ღია ფერის თმით (ქერა, მუქი ქერა, ღია წაბლისფერი, იშვიათია თავთუხისფერი-თეთრში გარდამავალი ღია ქერა თმა) და ღია ფერის თვალებით (ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი, მწვანე, თაფლისფერი) გამოირჩევა; აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და სამხრეთის ქართველები შედარებით დაბალი სიმაღლით, ბრგე აგებულებით, საშუალოზე მუქი ფერის თმითა (წაბლისფერი, მუქი წაბლისფერი, მოშავო) და საშუალოზე მუქი ფერის თვალებით (მუქი თაფლისფერი, მუქი მწვანე-ჭაობისფერი, ყავისფერი) გამოირჩევიან. იშვიათია სუფთა შავი ფერის თმა და თვალები.

ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციების ტაო-კლარჯეთის, შავშეთის, სამხრეთ აჭარის, ერუშეთისა და ჭანეთის არათურქიზებული ქართველობა ღია ფერის თვალებითა და თმით, ასევე მაღალი აღნაგობით გამოირჩევა. ქართველთა უმეტესობა სუბბრაქიკეფალი და ბრაქიკეფალია




კნეინა თამარ ბაგრატიონი.




ნიკო ფიროსმანაშვილი. 1916 წ.


აჭარელი

Posted by: tmt Dec 6 2009, 06:19 PM

ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფები
აჭარლები, გურულები, იმერლები, მეგრელები, სვანები, ლეჩხუმელები, რაჭველები, ქართლელები, მთიულები, გუდამაყრელები, მოხევეები, ფშავლები, ხევსურები, თუშები, კახელები, ინგილოები, ფერეიდნელები, ლაზები (ჭანები), იმერხეველები, მესხები.





თავადი კობალაძე. 1880 წ.



დიმიტრი ვანიძე. 1865 წ.



ნიკოლოზ თარხან-მოურავი



ცნობილი ქართველი ისტორიკოსი
პლატონ იოსელიანი (1809-1875).




ტყის ძმები

Posted by: tmt Dec 6 2009, 06:22 PM

ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილისა.



ბარბარე ჯაიანი. 1885 წ.



გურული კნეინა ოზურგეთიდან.



გურული ქალი.



ოლღა ჩიჯავაძე.


Posted by: tmt Dec 6 2009, 06:25 PM

პოეტი გრიგოლ ორბელიანი.
ლ. გოლდშტეინის ფოტო. 1862 წ.



Posted by: tmt Dec 6 2009, 06:27 PM


მეგრელი ქალი მუსიკალური ინსტრუმენტით.

უცნობი ქალი. გაფერადებული ფოტო. 1862 წ.



გურული ქალი ცხენზე.



კნეინა ლორთქიფანიძე. 1865 წ.




Posted by: tmt Dec 6 2009, 06:46 PM

კავკასიასა და მის მოსაზღვრე წინა აზიის ტერიტორიაზე წინარე ქართველური ენის მატარებელი კოლექტივების ფორმირება ოთხი ათასწლეულის წინ მოხდა. შემდეგ წინარე ქართველური ენობრივ-ეთნიკური ერთობა ძირითადად ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე ერთმანეთს გამოეთიშა და მივიღეთ სამი ქართველურ ენაზე მოლაპარაკე ერთეული: ქართები, ზანები და სვანები. ქართული საისტორიო ტრადიცია ყოველთვის ხაზს უსვამდა სამივე ქართველურ ენაზე (თავდაპირველად დიალექტზე) მოლაპარაკე ერთობის საერთო წარმომავლობას. ქართების განსახლების არეალი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა. ზანები და სვანები კი დასავლეთ საქართველოში ბინადრობდნენ. მიჩნეულია, რომ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ძირითადი ტერიტორიაც თავდაპირველად ზანური ერთობით იყო დასახლებული, სადაც შემდეგ ზანები ქართებთან ერთად თანაცხოვრობდნენ, ბოლოს კი ქართების საცხოვრისი იყო. როგორც ყველა ენობრივ-ეთნიკური კოლექტივის, ისე ქართველურად მეტყველი ქართების, ზანების (ჭან-მეგრელების) და სვანების განსახლების არეალი მუდმივი არ იყო. ის ცვლილებებს განიცდიდა, რაც ძირითადად ამ ქართველური ტომების ურთიერთში შერევა-შეღწევით იყო განპირობებული. ასე, მაგალითად, ანტიკური წყაროებითა და ტოპონიმებით აშკარაა, რომ სვანები თავდაპირველად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მთაში არ მკვიდრობდნენ. მათი განსახლების არეალი უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და ისინი კოლხეთის დაბლობსა (მდ. ხობისწყლის ხეობა) და დღევანდელი აფხაზეთის გარკვეულ მონაკვეთშიც ცხოვრობდნენ. უფრო ვრცელი მონაკვეთი ეკავათ ზანებს, რომლებიც არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანპიროზე, არამედ აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის დასავლეთ ნაწილშიც კი მკვიდრობდნენ. მაგრამ ქართის ტომის თანდათანმა სამეურნეო-ეკონომიკურმა და კულტურულმა დაწინაურებამ, რაც თავის მხრივ ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოებით იყო განპირობებული, განსაზღვრა მასში როგორც ზანების, ისე სვანების თანდათანობითი შესვლა.

Posted by: BRUTHA Dec 19 2009, 02:23 AM

tmt

QUOTE
ქართების

QUOTE
ქართის ტომის


ისტორიოგრაფია ქართულ ტომებს ამ სახელწოდებით არ იცნობს. აღმოსავლეთ საქართველოს ქართველური ტომი ზუსტად ამ სახელით უცნობია.
არსებობდნენ ოდენ ქართველური/კოლხური ტომები "ხალდები/ქალდები("ხალტ" სომხურად), იგივე ხალიბები თურქეთის შავიზღვისპირეთში.


QUOTE
ასე, მაგალითად, ანტიკური წყაროებითა და ტოპონიმებით აშკარაა, რომ სვანები თავდაპირველად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მთაში არ მკვიდრობდნენ. მათი განსახლების არეალი უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და ისინი კოლხეთის დაბლობსა (მდ. ხობისწყლის ხეობა) და დღევანდელი აფხაზეთის გარკვეულ მონაკვეთშიც ცხოვრობდნენ.

ეგ ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა აქ ნახსენები არგუმენტი "ტოპონიმები", რომელთაც სვანურად მიიჩნევენ, ძალზედ საკამათოა. განსაკუთრებით ოდიშ-აფხაზეთის "ლე-" წინსართიანი ტოპო(და სხვა)ნიმები.

–––––––––––––

მერი შერვაშიძე
(1890-1987) "საუცხოო სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცებით გალაკტიონ ტაბიძის “მუზა”, სტამბოლში სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული 1921 წელს, კოკო შანელის ორიგინალი მოდელი." აფხაზი (და არა აფსარი/აფსუა) თავადის პროკოფი შერვაშიძის ასული.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


Posted by: BRUTHA Dec 19 2009, 02:27 AM

სამურზაყანოელი (გალელი) ქალბატონი:

http://www.radikal.ru

Posted by: tmt Dec 19 2009, 08:01 PM

QUOTE
ისტორიოგრაფია ქართულ ტომებს ამ სახელწოდებით არ იცნობს. აღმოსავლეთ საქართველოს ქართველური ტომი ზუსტად ამ სახელით უცნობია.
არსებობდნენ ოდენ ქართველური/კოლხური ტომები "ხალდები/ქალდები("ხალტ" სომხურად), იგივე ხალიბები თურქეთის შავიზღვისპირეთში

შენ რომელ საუკუნეებს გულისხმობ?

Posted by: tmt Dec 19 2009, 11:33 PM

არსებობს გამოანგარიშება, როლის მიხედვით ქართველების ეთნოგენეზის/წარმომავლობის თემაზე დაახლოებით 3.500 ნაშრომი დაწერილა [გ. ყორანაშვილი, საქართველოს ძველი ისტორიის პრობლემები, თბილისი 2002, გვ. 8].

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, (მოცემული თავის ავტორი აკად. გიორგი მელიქიშვილი), ტ. 1, თბილისი 1970, გვ. 312-357

ხალხის უძველესი წარსული ხშირად რომანტიკულ ინტერესს იწვევს და ლეგენდებით იმოსება. ძნელია მოიძებნოს ხალხი, რომლის წარმოშობისა და შორეული წარსულის შესახებ შეთხზული არ იყოს ათასგვარი ზღაპარი და ლეგენდა. ზოგჯერ ამ ლეგენდებში ისტორიული სინამდვილეა არეკლილი, ზოგჯერ კი ისინი წმინდა წყლის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენენ. ასეთი ლეგენდები, ზღაპრული ცნობები, და სხვადასხვა დაუსაბუთებელი განცხადება გვხვდება საქართველოს მოსახლეობის შესახებაც ჯერ კიდევ ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ავტორებთან.

ხევსური მეომრები



ხევსურული აბჯარი


ჩაჩქანი


სამკლავეები და საფუხრები(ხელთათმანები)

http://tbiliso.gita.ge/lofiversion/index.php?t3768.html

Posted by: tmt Dec 19 2009, 11:40 PM

ხევსურები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ძირითადად სახლობენ ხევსურეთში, დიდი კავკასიონის ორივე მხარეს ხევსურეთის არაგვისა და არღუნის აუზებში. ინტენსიური მიგრაციის შედეგად მათი სოფლები გაჩნდა აგრეთვე ხევში, ერწო-თიანეთში, კახეთში (შირაქი), ქვემო ქართლში (გარდაბანი). ხევსურები ლაპარაკობენ ქართული ენის ხევსურულ დიალექტზე. დიდი ხნის განმავლობაში ხევსურები ინარჩუნებდნენ ტრადიციული კულტურის ნიშნებს: ტანსაცმელი, იარაღი, მრავალიარუსიანი საცხოვრებელი, ადათ-წესები და სხვა.



ვახუშტი ბაგრატიონი ხევსურებს ასე ახასიათებს:
"ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია და მაგარი. ამასთანავე ის ამტანია და გამრჯე. ხევსური საშუალო ტანისაა, მხარბეჭიანი და კუნთებმაგარი. სახით ის გარუჯულია და პირმრგვალი. ცხვირი ხევსურს სწორი მოყვანილობისა აქვს, თვალები დიდი და ლურჯი. ქცევაში დინჯია, მოქმედებაში კი მარდი. გულადობა და გამბედაობა ხევსურს არ აკლია და თავის პიროვნების დასაცავად თავგანწირვამდის მიდის. გულზვიადი და თავმოყვარე ხევსური ზნეობრივ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ სიმახინჯეს ვერ იტანს და თვითმკვლელობასაც სჩადის. უცხოსთან ხევსური ამაყია, მას ხევსურობით თავი მოაქვს, უცხოური არ მოსწონს და მას არც ბაძავს. ამასთანავე ხევსური ფრთხილია და იჭვიანი. ის ადამიანს ძნელად თუ დაენდობა, მაგრამ დანდობილს ხევსური სამარემდის ჩაჰყვება და არ უღალატებს. ხევსურის ქალი ტანით ჯმუხია და ქცევით დინჯი, მას ქალური სინაზე აკლია და მამაკაცური იერი გადაკრავს. ხევსურ ქალსაც ახასიათებს სიმარდე და გულადობა. მაგრამ შრომისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ხევსურ ქალს სევდიანი და მოღუშული გამომეტყველება აქვს. მრუშობა და გარყვნილება ხევსურს ეჯავრება და მას აქ ადგილი არა აქვს".
ანთროპოლოგიურად ხევსურები გამოირჩევიან აღმოსავლურ-ქართული ტიპის სახით, მთიან რეგიონში და უგზო პირობებში ცხოვრების გამო, ხევსურთა უდიდესი ნაწილი გამხდარია. ხევსურების უმტესობას თვალები ღია ფერის აქვს, თმის ფერი კი ქერადან მუქ წაბლისფრამდე მერყეობს. სავსურულ სახესა და ნაკვთებს უფრო თხელი და წყობილი ეთქმის.













ხევსური მეომრის აღზრდა იწყებოდა შემდეგნაერად; 5წლის ასაკიდან ასწავლიდნენ ჭიდაობას და ცურვას, 7 წლის ასაკიდან-8-9 წლის თანატოლები ასწავლიდნენ კრივს და ხის საჩვევი იარაღების ხმარებას. მერვე მეცხრე წლიდან მშვილდის და დანის ხმარებას.10 წლის ასაკიდან ხანჯლის ხმლის და ცხენის მართვის საომარ ილეთებს.11-12წლის ასაკიდან"გარისობას", 13-16წლამდე ისწავლებოდა სამხედრო მედიცინა (ქირურგიის ჩათვლით). ეს ყველაფერი გამოცდილი მეომრების მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა.16წლის ასაკში ყველა კუთხის ქართველი გამოცდილ მეომრად იყო ჩამოყალიბებული.
იერარქიულად ითვალისწინებდნენ ასაკს, ზრდილობას სახელს და რაც მთავარია გამოცდილებას.
სხვათაშორის ძველებური ლელო თანამედროვე ლელოსგან იმით განსხავდებოდა, რომ მასში იყო დაშვებული ყველანაერი ტიპის იარაღის ხმარება. ყველანაერი ტიპის სტრატეგილი მოქმედება(ჩასაფრებები-შენიღბვით წყალში ტყეში, კლდოვან ადგილებში მახეების დაგებით, თავდასხმები მტრის დასაბნევი მოქმედებებისთვის.....)- გუნდური თუ ინდ. პრინციპიდან გამომდინარე.......

http://tbiliso.gita.ge/lofiversion/index.php?t3768.html


Posted by: BRUTHA Dec 19 2009, 11:42 PM

QUOTE
შენ რომელ საუკუნეებს გულისხმობ?

რავ ვიცი, ქსენოფონტი და სტრაბონი არ იხსენიებენ ხალიბებსა და ხალდებს?
უფრო ადრე ჰომეროსიც ალიბებს იგივე ჰალიზონებს/ჰალიძონებს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი "ქართი" ზუსტად ასე ოდესმე იხსენიება ვინმეს მიერ? "ქართლი", "ქართუელნი" და "ქართული"–ს არ ვგულისხმობ.
"ქართი"–ს ტომის არსებობა, რამდენადაც ვიცი "ქართუ–ელი"–თ ივარაუდება.

Posted by: BRUTHA Dec 19 2009, 11:48 PM

და საერთოდ მგონია, რომ ქართველტა ამ სატომო სახელ "ხალდი/ქალდი/ქართი"–ს უკავშირდება იგივე "ხათი/კელტი", ბასკთა თვითწოდება "ეუსკალდუნ–/ეუსკალ–" და კიდევ სხვები, ისევე, როგორც ერთი მხრივ "ხალიძონი/ჰალიზონი/ალაზონი/ლაზი" და მეორე მხრივ "ალიბე/ხალიბი/ლიბია".

Posted by: tmt Dec 19 2009, 11:49 PM

http://hearstmuseum.berkeley.edu/exhibitions/photo2/photo2_intro.html

რუსი ეთნოგრაფი და მკვლევარი არნოლდ ზისერმანი 25 წელი მოღვაწეობდა კავკასიაში და თავისი ნაშრომებიდან გამოაქვს დასკვნა/ვარაუდი რომ ხევსურები ჯვაროსნული ორდენებიდან არიან რომლებიც მთავარ არმიას გამოეყო და კავკასიის მთებში ჯვაროსნებისგან იზოლირებულად გააგრძელეს ცხოვრება.








Posted by: tmt Dec 19 2009, 11:59 PM

QUOTE
რავ ვიცი, ქსენოფონტი და სტრაბონი არ იხსენიებენ ხალიბებსა და ხალდებს?
უფრო ადრე ჰომეროსიც ალიბებს იგივე ჰალიზონებს/ჰალიძონებს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი "ქართი" ზუსტად ასე ოდესმე იხსენიება ვინმეს მიერ? "ქართლი", "ქართუელნი" და "ქართული"–ს არ ვგულისხმობ.
"ქართი"–ს ტომის არსებობა, რამდენადაც ვიცი "ქართუ–ელი"–თ ივარაუდება.


QUOTE
და საერთოდ მგონია, რომ ქართველტა ამ სატომო სახელ "ხალდი/ქალდი/ქართი"–ს უკავშირდება იგივე "ხათი/კელტი", ბასკთა თვითწოდება "ეუსკალდუნ–/ეუსკალ–" და კიდევ სხვები, ისევე, როგორც ერთი მხრივ "ხალიძონი/ჰალიზონი/ალაზონი/ლაზი" და მეორე მხრივ "ალიბე/ხალიბი/ლიბია".


აჰა - მაშინ გასაგებია
ანუ ანტიკურ პერიოდს გულისხმობ..
მეც მანდ ვარ -
ქალდუ - კარდუ - ხალდუ - ხალიბი
ვფიქრობ აქედან მოდის ქართი...
ბასკურიც კავშირში იქნება ამ ძირთან..

ერთ საინტერესო ცნობას მოგაწვდი

საქმე ეხება კასიტებს-
მაშ ვინ იყვნენ კასიტები?
Касситы
(вавил. Кашшу, Kissio(Strab., также Коссеи) - люди гор Центрального Загросаб народ неизвестного происхождения, обитавший в Элимаиде - Сузиане и покоривший в XVIII в. Вавилонию, воспользовавшись её слабостью в конце господства 2-й династии.
касситы - каспе, акк. кашшу, греч. коссеи, горные племена Загроса, обитавшие во II -I тыс. до н. э. на территории современного Западного Ирана. В XVII в.до н.э. часть касситских племен переселилась в Северную Сирию, постепенно пришла там к власти и создала государство Хана с центром в Терке. В XVI в. до н.э. касситы овладели Вавилонией и основали так называемую касситскую династию, правившую около 400 лет. Генетические связи касситского языка не установлены. Постепенно семитизировались


საინტერესო ისაა, რომ კასიტები თავის თავს ქორდუნიაშებს უწოდებდნენ - კორდუ-კორთუნიაშ (ქორთუნიაშ?) - ხოლო ქართველებს მეგრულად ქორთუა ეწოდება - საინტერესო მსგავსებაა.
ახლა ვნახოთ რას წერს ნიკო მარი კასიტების შესახებ




НЕИЗВЕСТНЫЙ КАРТВЕЛЬСКИЙ ЯЗЫК И 600-ЛЕТНЕЕ ПРАВЛЕНИЕ ГРУЗИНСКОЙ ДИНАСТИИ В МЕСОПОТАМИИ
В древневосточной истории известно племя касситов (коссеев, киссиев). Название этого племени Н.Я.Марр справедливо сравнивал с грузинским kaci, мегрело–чанским kočiи баскским kison(на письме kizon) «человек»1. Сюда можно добавить еще слово cissonв древнеаквитанских надписях (Гасконь, рубеж эр).
От касситского языка осталось всего около сотни слов, но их сравнение с картвельскими и баскским дает важные результаты.
Касситские слова da-kaš «звезда» и da-gigi«небо» содержат известный картвельский префикс da-.
Касситск. buri«владыка» соответствует баскскому buru«голова», а касситск. burna«покровительствуемый» – грузинскому sa-bur-avi, sa-bur-veli«то, что накрывается сверху».
Касситск. Harbe«бог–бык» соответствует грузинскому xari«бык» (ранее это слово писалось с особой буквы, происходящей от иероглифического изображения быка2).
Касситск. Gidar«бог войны» соответствует баскскому gudu“война”, gudari«воин», шумерскому gud«воин» и, возможно, грузинскому čidi«поединок».
Касситск. Sah«бог солнца» соответствует грузинскому корню в словах si-cxe«жара», cx-eli«горячий», cx-adi«ясный», cx-ivi«луч» (с надежными соответствиями в других картвельских языках).
Касситск. kukla«раб» (с начальным частичным удвоением) соответствует грузинскому glexi«раб»3, «крестьянин».
Итак, можно предполагать, что касситский язык – еще один древний язык картвельской семьи. Династия его носителей правила Вавилонией с середины XVIII до середины XII века до н.э.


1 Марр Н.Я. Избранные работы. – М.; Л., 1933–1937. – Т. 5. – С. 5.
3 Об этом значении слова см.: Марр Н.Я. Избранные… – Т. 5. – С. 156, 464.
http://trypillia.narod.ru/articles/gr1.htm


http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%D1%81%D1%81%D0%B8%D1%82%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D1%8F%D0%B7%D1%8B%D0%BA
Генетические связи касситского языка не выявлены, он не был ни индоевропейским, ни семитским; родство с изолированным эламским языком также весьма сомнительно. Есть указания на возможную принадлежность касситского языка к картвельской семье[1]. Возможно, ряд слов отражает индоарийские или иранские заимствования.
Морфемы не выявлены; возможно, однокоренными словами являются buri «владыка» и burna «покровительствуемый».
Литература
Ancilotti, A. La lingua dei Cassiti. Milan, 1980
Balkan, K. Kassitenstudien. I. Die Sprache der Kassiten. New Haven, 1954.
Jaritz, K. Die kassitische Sprachreste // Anthropos, vol. 52, 1957.

Posted by: tmt Dec 20 2009, 12:18 AM

ამ 2500 წლის წინ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის (კოლხების) წარმოშობით დაინტერესებულა განთქმული ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (484–425წწ. ძვ. წ. ) და იმ დასკვნამდე მისულა, რომ კოლხები ეგვიპტური წარმოშობისანი არიან. მისი აზრით, ისინი უნდა იყვნენ შთამომავლები ეგვიპტის მეფის სესოსტრისის მოლაშქრეებისა, რომლებიც მდინარე ფაზისთან (რიონთან) დარჩენილან. ამის საბუთად ჰეროდოტეს მიაჩნდა ის, რომ კოლხები, ეგვიპტელების მსგავსად, შავგვრემანები და ხუჭუჭთმიანები არიან, რომ ორივენი მისდევენ წინადაცვეთას, ერთნაირად ამუშავებენ სელს და ა. შ.
საქართველოს ისტორიის ნარკვევები, (მოცემული თავის ავტორი აკად. გიორგი მელიქიშვილი), ტ. 1, თბილისი 1970, გვ. 312-357

აი ეს ნაწყვეტი ჰეროდოტეს "ისტორიიდან"

"კოლხები რომ ეგვიპტელები არიან,ამას მე თვითონ მივხვდი უწინ ვიდრე მოვისმენდი სხვატაგან...შევეკითხე ორივეს,კოლხებს უკეთ ახსოვთ ეგიპტელები,ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები.
ეგვიპტელები ამბობენ,რომ მათ მიაჩნიათ,რომ კოლხები არიან სესოტრისის ლასშქრიდან,ხოლო თვით მეცასევე მეჩვენება,რადგან კოლხები არიან შავგვრემნები და ხუჭუჭთმიანები....
კიდევ სხვა რამეც შეიძლეა,რომ კოლხების შესახებ ვთქვა მათი ეგვიპტელებთან მსგავსების შესახებ:მხოლოდ ესენი და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად;
მთელი ცხოვრება და ენა სგავსი აქვთ ერთმანეთისა..."





Posted by: tmt Dec 20 2009, 12:53 AM



თიხით ნაგები ეს ნამოსახლარი ძ.წ. VI–V ათასწლეულით თარიღდება. საცხოვრებელთა მჭიდრო განლაგება თავდასაცავად უფრო საიმედოა.



ბერიკლდეებში ნაპოვნი ამ ტაძრის ასაკი კი დაახლოებით ექვსი ათასი წელია.
მას გარს ერტყა 2 მ. სიგანისა და 4 მ. სიმაღლის გალავანი, რომელსაც გარე ღრმა თხრილი გასდევდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქმე გვაქვს ერთ–ერთ უძველეს ციხე–სიმაგრესთან
.




ხართავა სვეტისთავი ციხისგორიდან ძ.წ. III ათასწლეულს მიეკუთვნება.

დაახლოებით ორი ათასწლეულის შემდგომ (510 წ.ძ.წ.) იმავე ელემენტით დარიუსის სასახლეა შემკული, რაც წინამორბედი დიდი ცივილიზაციის გავლენით უნდა აიხსნას. სვეტისთავს ჩვენში დღესაც ბუღაურს ეძახიან.

გაუგონარ ჟამთა სიავეს მრავალი ნაგებობა შეეწირა, ხოლო რაც გადურჩა, ამგების ნიჭიერებით დღესაც აოცებს მნახველს.





1876 წელს, ხალდეზე შეტევისას, რუსის ჯარმა ქვემეხები უშინა 11 სვანურ კოშკს, მაგრამ ვერა დააკლო რა. ერთ მათგანს ძირი გამოუთხარეს, აუფეთქეს და წააქციეს, მაგრამ არც ის გატყდა.
სვანური კოშკი თავისი დროის საინჟინრო და სამხედრო აზროვნების შედევრია არა მარტო როგორც საოცარი სიმტკიცის ნაგებობაა, არამედ როგორც დახვეწილი თავდაცვითი სისტემა.
იგი გათვალისწინებულია ხანგრძლივი ალყისთვის, აქვს საგანგებო სათავსოები საკვებისა და წყლის დიდი მარაგებისათვის და ავტონომიური რესურსები საბრძოლო მასალის, კერძოდ – “შავი დენთის” წარმოებისთვის.
სვანური რიტუალი “ადრეკილაი” ლამის იმ უხსოვარი დროიდან მოდის, როცა გაზაფხულზე ბუნების გაღვიძების დღესასწაულები ჩაისახა. ამ რიტუალში ნარჩენი თოვლისგან აგებული მურყვამი შერკინების დროს რომელი სოფლის მიმართულებითაც წაიქცეოდა, იმ სოფელს ნაყოფიერი მოსავალი ექნებოდა.
ამდენად, მურყვამი განუზომლად უფრო ძველი ნაგებობა უნდა იყოს, ვიდრე ვარაუდობენ.
საბედნიეროდ ჩვენი ციხე–კოშკები ზედმიწევნით არის შესწავლილი და ლიტერატურაც უამრავი მოგვეპოვება.


http://alternativa.ge/2009/05/12/%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E2%80%93-47-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91/


Posted by: tmt Dec 20 2009, 01:03 AM

ქართველები ოდითგან განთქმული მეომრები იყვნენ და ამის შესახებ ჯერ კიდევ ქსენოფონტე, სტრაბონი ... წერდნენ.
ქართველი ტომები, კუთხეების მიხედვით საბრძოლო სკოლებით გამოირჩეოდნენ: მათ ქონდათ თავისი დამახასიათებელი სამოსი იარაღი და აქედან გამომდინარე საბრძოლო მანერა(უნარ-ჩვევები).ეთნოტიპმა გავლენა საბრძოლო სტრატეგიებზეც იქონია.

საბრძოლო ისტორია საფუძველს შორეულ წარმართულ ხანაში იღებს, როდესაც დიაოხს და კოლხას დიდი საომარი ეპოპეა ქონდათ ურარტუს და მიდიის სახელმწიფოებთან........

ქართველი ტომობრივი ტიპაჟებიდან გამოიყოფა ლაზური, ჭანური, მეგრული, მესხური, სვანური, აფხაზური, ჯიქური, რაჭული, ლეჩხუმური, იმერული, ფშაური, ხევსურული, თუშური, კახური, ქართლური. ყოველ მათგანს მკვეთრად განსხვავებული იერსახე აქვს, მაგალითად თუ ხევსურები მხოლოდ ჯაჭვის პერანგით -თუშები ტყავის(კარგად დამუშავებული ცხვრის ) პერანგით იბრძოდნენ; .......დასავლეთში ყველაზე მძიმედ შეიარღებულნი სვანები, აღმოსავლეთში კახელები იყვნენ..... კახელები შუბოსნები ყოფილან, დასავლეთში, იმერლებში შურდულის მსროლელები ჭარბობდნენ და სატყორცნელად იყენებდნენ ხშირად ყაბალახს... ეხლაც ამზადებენ აჭარაში შურდულებს...

აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულად ჯარის განლაგება ხდებოდა ამგვარად; ყველაზე ფიცხი ხალხი, მაგ. თუშები თავისი მსუბუქი შეიარაღებით და ფიცხი ხასიათით, პირველ დამრტყმელ ძალად დგებოდა. მათ ხევსურები მოყვებოდა, ყველაზე ბოლოს იდგნენ კახელები, თავისი მძიმე შეიარაღებით და მონოტონური ბრძოლის სტილით.და სწორედ ისინი ამთავრებდნენ ყველა საბრძოლო მოქმედებას, რადგან მათ ყველაზე სტაბილურად და ხანგრძლივად შეეძლოთ ბრძოლა
.


http://tbiliso.gita.ge/lofiversion/index.php?t3768.html

თუშები

Posted by: tmt Dec 20 2009, 01:21 AM

თავსაბურავეები
ქართული საბრძოლო თავსაბურავები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალით მზადდებოდა. ჰეროდოტეს (ძვ.წ. 485-424წწ.) ცნობით ქართველებს (კოლხებს, მოსხებს, ტიბარენებს, მოსინიკებს და მაკრონებს) ხის საბრძოლო ქუდი ეხურათ. ქსენოფონტეს (ძვ.წ. 435-355წწ.) ცნობით მოსინიკებს ტყავის თავსაბურავი ჰქონდათ. ამასვე ადასტურებს სტრაბონი (ძვ. წ. 64 და ახ. წ. 23 წწ.). თრიალეთში კი აღმოჩენილია ძვ. წ. XIII საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი.

ძველ ქართულ წყაროებში „ქუდი“ ლითონის თავსაბურავს ნიშნავდა. ჩვენში ბოლო ხანებამდე შემორჩა ლითონის შემდეგი თავსაბურავები: ჩაჩქანი, რომლის ჯამს სახის დასაცავად წვრილი ჯაჭვი შემოსდევს, მუზარადი - ის კვერცხის ფორმისაა და საცხვირეზე და გარშემო ჯაჭვი აქვს და სხვ.

რომელ ეროვნულ ქუდზე იხურავდნენ დასახელებულ საომარ ქუდებს? ჩაჩქანს იხურავდნენ კახურ (თუშურ) ქუდზე. ჩაჩქანზე იარაღის დარტყმის ძალა ნაპირებს გადაეცემა და ამირომ კახურ (თუშურ) ქუდს ნაპირზე ნაბადი ორპირად აქვს ჩაკეცილი დარტყმის ძალის შესასუსტებლად. მუზარადს სვანურ ქუდზე - ფაყვზე - იხურავდნენ. ხევსურული ქუდის ორ ნაბადს შორის დგამდნენ ჩაჩქანს. ჩაჩქანიცა და მუზარადიც მთელ საქართველოში იხმარებოდა. მუზარადით ქვეითები იბრძოდნენ, ჩაჩქანით კი - მხედრები. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ახლაც შეგიძლიათ ნახოთ იოანე ბატონიშვილის ჩაჩქანი და ჯალალედინის მუზარადი, რომელიც მუზეუმს მრავალძალის ეკლესიიდან გადმოეცა.

მშვილდი

მშვილდი-საქართველოში ძირითადად მზადდებოდა, ორი ტოპის მასალისგან მშვილდები;ეს იყო ხის და რქის მასალისგან.
ხის მასალისგან დამზადებული მშვილდებში ძირითადად გამოიყენებოდა თხილი. თხილს ჭრიდნენ განსაზღვრულ დროს, კუთხეების და მიხედვით როდესაც გარემო პირობები(ამინდი, წლის განსაზღვრული დრო, მთვარის ციკლი, და ა.შ) როცა ხე მაქსიმალურად ხმელი იყო. შემდგომ მას სამი წელი ნაკელში ბუნებრივად ხარშავდნენ. იყო სხვა საიდუმლო რეცეპტები ........არსებობდა მისი შენახვის ინსტრუქციებიც.........
საქართველოში გავრცელებული იყო მშვილდის შემდეგი სახეობები; სანადირო, ფეხოსნის, ცხენოსნის, არბალეტის ტიპის(მაგ. სვანური "ცხემატი") და ა.შ
რქისგან დამზადებული მშვილდი უფრო მთაში იყო გავრცელებული გასაგები მიზეზების გამო. მის დამზადებას თავისი ტაქნოლოგიები გააჩნია.........
რაც შეეხებ მშვილდის მოზიდვას.მსოფლიოში გავრცელებულია თითების კონფიგურაციით სამი მოზიდვის წესი;
საქართველოში მემგონი პლუს 2 წესი არსებობდა.რაც შეეხება ხევსურებს , ხევსურეთში 3 ტიპის მშვილდი იყო. ხის ჩვეულებრივი მშვილდი , რქის და არბალეტის ტიპის....
მათი მოზიდვის წესი დამოკიდებული იყო მშვილდის სასტემაზე და თუ რისგან შედგებოდა თავად ძუა (ეს იყო ცხენის ძუისგან თუ ცხოველის ნაწლავისგან დამზადებული და ა.შ) და ასებე იყო დამოკიდებული თავად ისარზე და ისრის პირზე(ფორმის მიხედვით)......
ზრო(ხევს)-მშვილდის წვერი - დედა ვაცხონე მჭედლისა,ზრო ლამაზ გაუქლიბაო(ხალხ)
კვატე (ხევს)- მშვილდის ისრების მოსათავსებელი სპეციალური ხელსაწყო,რომლელსაც ხევსურები იმაგრებდნენ თასმით ქამარზე
კილო-ისრის ბოლო ნაწილი(სადაც ბუმბული უკეთია)

Posted by: tmt Jan 23 2010, 08:19 PM








მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი


აგრაფინა ჯაფარიძე

Posted by: rezolomi Mar 20 2010, 11:15 PM

ქართული ანბანი ეკუტვნის არქაული პერიოდის მცირე აზიის ალფაბეტების ჯგუფს. ქართული ანბანი არააშექმნილილი თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე. არამედ იგი ჩამოყალიბებულია ჯერ კიდევ იმ ხანაში,როდესაც ხეთას ქარტველი ხალახის ერთი ნაწილი--- ჰ ი ბ ე რ ე ბ ი (თობელები) და მესხები მცირე აზიის ტერიტორიაზე მკვიდრობდნენ.ჰიბერებს (თობელებს)და მესხებს როგორც ირკვევა, თავდაპირველათ იეროგლიფური დამწერლობა ქონიათ.
---------(პ.ინგოროყვას ხეთას მსოფლიოს ქართველი ტომების--თობელების და მესხების უზველეს დამწერლობას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული ხეთური იეროგლიფური დამწერლობა რომელიც დღემდე არ იყო სათანადოდ გაშიფრული.ინგოროყვს ჩატარებული აქვს მუშაობა ხეთური იეროგლიფური დამწერლობის დეშიფრირებაზე რომელიც ახსნას ქართველური ენების საფუძველზე პოულობს---გამოცემულია შრომა)----
ხოლო ხთას სახელმწიფოებრივი გაერთიანების არსებობის უკანას კენლ პერიოდში,7-8საუკუნეთა მიჯნაზე (ჩვენს ერამდე) ისინი გადასულან ალფაბეტურ დამწერლობაზე.
---ქართველური ალფაბეტური დამწერლობის შემოღება მიეკუთვნება ძველ ისტორიაში კარქათ ცნობილ ქართველური ხეთას უკანასკნელი დიდი სახელმწიფო მოღვაწის მეფე მ ი თ ა ს ---Xანას, რომელიც წაყაროებში მოხსენებულია როგორც მითა მესხის სახელით .........................................

Posted by: tmt Mar 21 2010, 10:30 AM

მითა - იყო ლეგენდარული მეფე -
მუშქებისა.
რომელზეც ფრიგიელები იჩემებენ - ჩვენი მეფე იყოო..

არადა ფრიგიელები უკვე გაინდოევროპეიზებული მუშქები იყვნენ.
მუშქებისა და თრაკიელების ნაჯვარი.

Posted by: rezolomi Mar 21 2010, 11:01 AM

მითას დროს მცირე აზიის ქართველური ტომები---მესხები და თუბელები(იბერები)ახლო ურთიერთობაში შედიან ელინურ მსოფლიოსთან . მითა მესხის ხეთას სახელმწიფო გაფართოვდა დასავლეთის მიმართულებით, გაერთიანდა ვიდრე ტროამდე და ბერძნული კუნძულების ზონამდე. სწორეთ ამავე ეპოქაში ჩამოყალიბდა ალფაბეტი(ანბანი)
პირველათ იქნა შემოღებული IX _VIII საუკუნთა მიჯნაზე(ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობის გვიანდელი სტადიის მონაცემებზე დამყრებით???)
ფინიკიური ალფაბეტი შეიცავს 22 ასოს, ფინიკიური ანბანი არ შეიცავს ხმოვანი ბგერების ამღნიშვნელ ასოებს, მხოლოთ თანხმოვნებს და რამოდენიმე ხორხისმიერ ნახევრა-ხმოვანს.ხმოვანი ბგერების უქონლობა დიდი დეფექტია ფინიკიური ანბანისა.
ფინიკიური ანბანიმა , თანდათან ფართე გავრცელება მიიღო კერძოდ მეზობელ საბერძნეთში. ისტორიული გადმოცემით ფინიკიური ანბანი პირველათ ჩამოიტანა საბერძნეთში კადმოსმა(KADMOS) რომელსაც ამ ღვაწლისათვის -ღ ვ თ ა ე ბ ი ს -პატივი მიაკუთვნეს და საბერძნეთის საკულტო ცენტრში დელფოსში კადმოსის სახელობის სამისნო იქნა აგებული.
---როდესაც ქართველურ ხეთაში გაიგეს ფინიკიური ანბანის ჩატანა საბერძნეთშI დელფოსში ამის შემდეგ მოხდა შეხვედრა ქაღტველურ ხეთას და საბერძნეთის წარმომადგენელთა შორის ანბანის საკითხთა გამო.......გაგრძელება იქნება ეხლა მეჩქარება.

Posted by: tmt Mar 21 2010, 11:11 AM

მე ყოველთვის ვფიქრობდი რომ ფინიკიელები იყვნენ ანბანის განმვრცელებლები
და არა შემქმნელები.
არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი
რომელსაც მივყავართ პირდაპირ ქართულ ანბანთან -


ტრადიციულად ითვლება, რომ ფინიკიური ანბანი არის დასაბამი ანბანი ყველა ანბანებისათვის - ახლა დავაკვირდეთ ფინიკიურ ასო თეტას -


- მას მეცნიერები ასე განმარტავენ -

Знак "Солнце-крест", часто встречается в наскальных рисунках и амулетах по всему миру, примерно с 10 века до н.э. thet = /t/ ט (тет) в иврите
Θ (тета) в греческом
Одно из возможных происхождений T в латинском.

ფინიკიურში არსებობს ასევე ასო აინი -


და იგი ასეა განმარტებული -
- глаз ‘ain = /‘/ ע (аин) в иврите
Ο (омикрон) в греческом
O в латинском

ფაქტია, რომ ორივე ასახავს თვალს - მაგრამ ფინიკიელებმა რატომღაც ორი ნიშანი გამოიყენეს - და ამის მიზეზი აი რა არის - საერთოდ როცა რაღაც ასო შემოაქვთ - ამ ასოს იდეოგრამული მნიშვნელობა ემთხვევა ხოლმე იდეოგრამის პირველ ასოს - მაგალითად ასო ა - არის ალეფის იდეოგრამა - ალეფი კი ხარს ნიშნავს - თუ დავაკვირდებით ასო ალფას - მივხვდებით რომ მას ხარის რქების ფორმა აქვს? ასო ბეტა - ჰგავს სახლს - და ბერძნულ-ფინიკიურად ბეთ სახლს ნიშნავს და ა/შ/


მაგრამ თვალი ფინიკიურად არის აინ ოინ და ეს ასოც - ო - ასოს გამოსახავს თვალის ფორმას - მაშ რაღა არის ასო თეტა?
თვალი არ იწყება ასო თ-დან, არ ვიცი რიგირ ჟღერს ფინიკიურად მზე ან ბორბალი მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ქართულად სიტყვა "თვალის" პირველი ასო ემთხვევა ასოს იდეოგრამულ მნიშვნელობას!!
ახლა მთავარი მეგრულად თვალი არის - თოლი -
და
იცით როგორ გამოითქმის თვალი სვანურად?
სვანურად თვალი არის - თე! და

- დამოლოება - ტა ყველა ბერძნულ-ფინიკიურ ასოს ახლავს
ბე-ტა, თე-ტა ანუ -ტა- ბერძნულის დანამატია...
გამოდის, რომ

ფინიკიური ასო თეტა სვანური - ქართული წარმოშობისაა და ფინიკიურ ანბანში იგი თითქოს ზედმეტიცაა - თვალის აღმნიშვნელი მათ ხომ ასო აინი აქვთ - და ვერ ხვდებიან რაში სჭირდებათ მეორე თვალის ასო - ამიტომ მოგვიანებით ეს ასო - თეტა კარგავს თვალის მოხაზულობას და იგი ანბანებიდან უკვე ამოვარდნილი არის...


Posted by: tmt Mar 21 2010, 11:13 AM

კარგად დააკვირდი ამ სქემას!!!!
აბა რას იტყვი საინტერესოს?
ვერაფერს ამჩნევ?




Posted by: rezolomi Mar 22 2010, 02:15 PM

ალფაბეტის რეფორმისათვის შეიქმნა ქურუმთა საგანგებო კომისია.ბერძნების მხრიდან კომისიაში მონაწილეობა მიუღიათ პლამედსა და სიმონიდს, რომლებიც შთამომავლობით კუნძულ კეოსიდან იყვნენ , ხოლო ქართელური ხეთადან მითა მესხის წარმომადგენელთ. სხთომები იმართებოდა დედოფლის სამისნოში და ამით ქართვეკლმა ხეთებმა და ბერძნებმა განმეორებით, ახალი პატივი მიაგეს კადმოსის ხსოვნას. სხდომას ჩანს ,ესწრებოდა თვით მითა მესხი.
ბერძენთა განთქმული ისტორიკოსი ჰეროდოტე გვამცნობს, რომ მითა მესხი პირველი იყო არა ელინთა შორის, რომელმაც თაყვანი საცაო ელინურ რელიგიურ სიწმინდეებს,და ელინური კულტურის ცენტრში დელფოსში დასტოვაო საჩუქრათ ოქროს ტახტი,(ჰეროდოტეს მისივე სიტუვით უნახავს ეს ტახტი რომელიც მის დროს ჯერ კიდევ ყოფილა დაცული დელფოსში). არა ინტერეს მოკლებული ავღნიშნოთ რომ ჰეროდოტე რომელიც პერიკლეს თანამედროვე იყო და ფიდიასის მომსწრე, დიდათ აქებს მითას ოქროს ტახტის ხელოვნებას, იგიმას შესანიშნავ ძეგლად ტVლის. ამის მიხედვით შEსაძლოა წარმოვიდგინოთ,თუ როგორ მაღლა მდგარა ხელოვნება, კერძოდ ოქრომქანდაკებლობა მესხთა და თობელთა შორის..

Posted by: tmt Apr 8 2010, 12:10 AM

"ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია,მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების, სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა.სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშაველის სიმდაბლის ნიშანია.ფშაველი ამასთანავე ალერსიანია და არშიყი. ფშაველი გულჩათხრობილი არ არის. მას უყვარს მხიარულება, შაირობა და დროსტარება, სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია.
ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია,ამასთანავე ფშაველი შარიანი და მოჩხუბარნიც არ არიან და ამგვარ შემთხვევას ის შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მელექსე. მას ეხერხება ლექსის "კაფიედ" თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშაველებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა,ასეთ პირსაც პატივს სცემენ.
ვახუშტი ბაგრატიონი

Posted by: rezolomi Apr 10 2010, 11:56 AM

QUOTE
კარგად დააკვირდი ამ სქემას!!!! აბა რას იტყვი საინტერესოს? ვერაფერს ამჩნევ?

იმას რომ ასოთმთავრული არ არის მაგ სიაში..............................................

Posted by: tmt Apr 10 2010, 08:47 PM

აქაა რამდენიმე ანბანის შედარება...

კერძოდ - უძველესი ეგვიპტურის, პროტოსინაურის, ფინიკიურის, ბერძნულის და ეტრუსკულის...

დააკვირდი თვალის აღმნიშვნელ ასოს - რაც შეეფერება ინდოევროპულ აის - ანუ ეს ნიშნავს თვალს -

მერე იმასაც დააკვირდი, რომ ასო თეტას არ აქვს მიწერილი აღმნიშვნელი სიტყვა....
ანუ არ იციან ის რას ნიშნავს...

Posted by: rezolomi Apr 21 2010, 04:58 PM

ჩემო კარგებო, მეფე არტურს ქართველურ წარმოშობაზე წერენ ბრიტანელები, მდაა. ეს სტატია იყო The Times-ში 21 მაისს.
თუ არ დაგეზარებათ, ბოლომდე წაიკითხეთ და გვითხარით, რას ფიქრობთ.

Hollywood Says King Arthur Had Georgia On His Mind

Dalya Alberge
Arts correspondent in Cannes

The real King Arthur has been discovered in Hollywood. According to a British scholar researching a film, he was a `Romano-British` leader of warriors originally from an area that now borders Russia. John Matthews, who has devoted more than 30 years to the Arthurian legend, says that the film King Arthur , on which he has acted as an adviser, comes closer to the 5th century ruler than any book. Extensive research for the film convinced him that the Knights of the Round Table were exiled warriors and horsemen from Sarmatia, roughly `modern-day` Georgia.
In battle they fought under the leadership of Lucius Artorius Castus, who was born to a Roman father and a British mother: Artorius is Latin for Arthur. Mr Matthews, who has written a number of books on Arthurian history, legend and literature, said: “There are interesting parallels between the Sarmatians and what we have known about Arthurian knights in medieval stories.” Their customs, gods and traditions included the practice of worshipping a sword stuck in a stone.
Arthur proved his superiority by drawing a sword from a stone and, when that broke, he got another, Excalibur, from the Lady of the Lake.
The weapon’s name may derive from a Sarmatian source in that an older name for it is Caliburn (white steel), which in turn derives from
“chalybus” (steel) and “eburnus” (white). The Sarmatians had a hero myth. Mr Matthews said: “One of their great heroes had his sword thrown into the water, just like Arthur.”
At the third attempt the sword goes beneath the water. Like the Knights of the Round Table, the Sarmatians were proud warriors who believed they had equal status. They are known to have had a `wind-sock` banner shaped like a dragon which seemed to roar as they rode into battle. Arthur is thought to have had such a banner.
In later medieval and `post-medieval` accounts he is often called Arthur Pendragon, meaning “head of the dragon.”
The film expands on a theory first suggested in the 1920s. Some 3,000 Sarmatian warriors are known to have been sent to Britain as part of the Roman legions and were based in Cumbria.
Mr Matthews said: “When I was originally approached to advise on the movie I was not convinced by the theory. I’ve ended up being convinced by the sheer weight of evidence.” The film, starring Clive Owen with Keira Knightly as Guinevere, was made in Ireland from a script by David Franzoni, who wrote Gladiator. It opens in Britain on July 30th.
ისე ღირდა ამისათვის ახალი ტემის გახსნა? თუ აქ ჯობაი იყოს?

Posted by: rezolomi Apr 25 2010, 03:34 PM

http://img256.imageshack.us/i/95467506.jpg/
ქალდეური ტექსტები ქვა კლდეზე გამოჭრილი წარწერებია. ამისთანა ძეგლწერა დღეს 180-მდე ითვლება. პირველი მათგან იპოვნა შულცმა 1827 წელს ვანის ტბის პირას, მერე რავდენიმე სხვაც იმავე ტბის არე-მარეზე.
წარწერების ფოტოგრაფიები უკვე დაბეჭდილია მრავალ სამეცნიერო გამოცემებში.
ტექსტები წაიკითხეს, მაგრამ ვერ ამოიცნეს რა ენაზე იყო დაწერილი. საისი, ლენორმანი მას უნათესავებდნენ ქართულ ენას. ბოლოს გამოითქვა აზრი” “თუ ამ ძეგლწერათა დამტოვ მოდგმის წარმომადგენელნი არ არიან დღევანდელი ქართველები, მაშინ იგი უნდა ჩაითვალოს სრულიად გადაშენებულ-ამოწყვეტილ ხალხად” (ნიკოლსკი).
ჩვენ გავეცანით ამ ტექსტებს რუსულ გამოცემებით “Древности Восточныя” (ტ. 1, გამოც. მე-3), “Материалы по археологии Кавказа” (გამოც. მე-5, 1896 წ.). ამათში დაბეჭდილია ქალდეური ანუ აგრედწოდებული ვანის ლურსმური წარწერები” (მ.ნიკოლსკის რედაქციით) იქაურ მეფეებისა, რომელნიც ასურულ წყაროების მიხედვით თანამედროვეები იყვნენ ასურ ნასირ აბალისა (885-860ცწ. ქრ. წ.), სალმანასარისა (860-825) და სხ.
ჩვენ შევუდექით ძვირფას ტესტების შესწავლას და მათ შესახებ მოხსენება წავიკითხეთ 1900 წელს არქეოლოგიურ კრებაზე პრ. უვაროვას თავმჯდომარეობით; 1906 წელს კრებულში “Батум и его окрестности” გამოვაცხადეთ (გვ. 33):ენა ვანის ლურსმურ ძეგლწერათა არის ენა ქართული”.
მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, თქმა ერთია, დასაბუთება სხვა. საჭირო იყო ჩვენი სიტყვის დასაბუთება, და 1906 წლის აქეთ ამ საბუთების ჩხრეკა ძიებას მოვანდომეთ დრო-ჟამი.
ანალიზი გავუკეთეთ ქართველ მოდგმის კილოების ფორმებს, სათემო და საგვარტომო სახელებს, გეოგრაფიულ სახელების შედგენილობას, აღვადგინეთ, შეძლებისამებრ, ძველი საერთო ენის სახე, და იგი დაუპირისპირეთ ლურსმურ ტექსტების ენა, და ამ ტექსტებიდან 17 უკვე წავიკითხეთ (სქოლიოში მითითებულია:ესენი დაბეჭდილნია ზემოხსენებულ რუსულ გამოცემებში ნიკოლსკის რედაქციით-კ.კ.).
წაკითხული ტექსტების ენა საგვარტომო ქართული ენაა, მხოლოდ შიგა და შიგ გვხვდება თითო ოროლა ფორმა, რომელიც ამ საგვარტომო ქართულს დაუკარგავს და დაშთენილა-კი განაპირა კილოებში (ინგ., ხევს., სვან., მეგრ., ჭან.).
რახან წაკითხვამ ცხადჰყო, რომ ძეგლების დამწერნი ყოფილან ქართველები, ამიტომ საჭირო შეიქმნა განმეხილა სამეცნიერო ლიტერატურა შესახებ ამ ძეგლების დამტოვებელ დიდ და სიბრძნით განთქმულ ხალდეველებისა და მათ ერთ-სისხლ და ერთ ხორც ხეთელებ-კოლხებისა. აღმოჩნდა შემდეგი.
http://img153.imageshack.us/i/kolhetibc312163.jpg/

უწინარეს ჟამებშივე ხალდეველთა მოდგმას სჭერია მთელი შუამდინარე და მცირე აზია ეგვიპტის საზღვრებამდე, კუნძულები კვიპროსი (ამას მათებურად ერქვა აგრეთვე იავნანა) და კრეტა. შარდან კოლხელი თავის რაზმით ჰშველოდა რამზეს II-ს 1270 წ. ქრ. წ. კოლხელებივე ენადებოდნენ ლიბიელებს (აფრიკაში), საცა ცხოვროდა თეთრკანიანი ხალხი თხუხი, კახაკინილოსის დელტის სამხრით ქალაქი ტანისი (ავარისი) იყო უმთავრესი სამყოო კოლხელებისა. ჰიქსოსების ხანაში მთელი ეგვიპტე, სირია ღასისამდე და შუამდინარე წარმოადგენდა ერთ სახელმწიფოს ჰეგემონიის ქვეშე ხეთა-ქა;დის მოდგმისა. შემდეგში 1270 წელს ხეთას მეფე ხიტისარმა (სქოლიოში აღნიშნულია: ხიტი იგივე ქიტი, ხატი, ხეტაა ხიტიის ანუ ხიტის მეფე (სარ-ცარ, მცარი, ცავი), რომ სამეგობრო ხელშეკრულება დასდო რამზეს II-სთან. ამ ხელშეკრულობის სიმტკიცეს თავდებად დაუდგა ათასი ღმერთი ხეთას ქვეყნისა და ათასი ღმერთი ეგვიპტისა, და იგივე ხელშეკრულობა თავის ბეჭდით და ხელმოწერით დაამტკიცა ხეთას დედოფალმა გილუხიპამ (სქოლიოში ნათქვამია:ასეთივე სახელიანი სეფე ქალები ქალდისა ცოლად ჰყვანდათ ფარაონებს), ასულმა კიჯადადანის ქვეყნისა.
საგულისხმოა, რომ ჰეროდოტე, რომელმაც მოიარა ეგვიპტე და კოლხეთი, ეგვიპტელებსა და კოლხებ შორის ერთის მხრივ და მათ ჩვეულებასა და ენას შორის მეორეს მხრივ დიდ ერთობას აღნიშნავს.
ბერძენთ მწერლებივე აცხადებენ კოლხების ერთგვარ დენას დასავლეთისკენ.
სტრაბონი იუწყება, კოლხების კვალი შეინიშნებაო კუნძულ კრეტაზე, იტალიას, ადრიატიკის ზღვამდე. აქ პლინიუსი უჩვენებს ქალაქს კოლხინიუმ კოლხთა აგებულს. ამათ წინანდელი მწერლები, კალლიმახი (260-230 წ. ქრ. წ.) და სხვა, კოლხთა ქალაქებს უჩვენებენ ეპირში, ისტრიას (სქოლიოში აღნიშნულია:კოლხებმა დააარსესო ქალაქი, რომელსაც დაარქვესო თავიანთებურად პოლა. გვგონია ნაკვეთად სიტყვისა სოფელი ზმნიდან ფუუა, ფლვა, ფლობა).
თვით იუპოტერის აღმზრდელებადაც იგივე ბერძნის მწერლები აცხადებენ კოლხებს, ათინის კულტიც კოლხეთიდან გადაინერგესო.
შემოვკრიბეთ ჩვენ გეოგრაფიული სახელებიც ხეთა-ქალდიისა, და მათ შორის არა ერთი აღმოჩნდა სეხნია აწინდელ საქართველოს გეოგრაფიულ სახელისა, იგეთიც-კი, ვით არმაზი, ოპიზი, ძამა, გურია, ეფრატი. მაგრამ ამ სახელებში უმთავრესი ჩვენი ყურადღება მიიპყრო შუამდინარის წოდებამ შუმერე, ე. შუამერე ტიგროსსა და ევფრატს შუა მდებარე მერე=სარწყავი მიწა. ამ შუმერის ენა აქაურობისთვის ისეთივე საღმრთო ენა იყო, როგორიც ევროპისთვის ლათინური, მაგრამ ამ ლათინურზე ორჯერ მეტ ხანს (ისტორია კაცობრიობისა, ჰელმჰოლცის რედაქცია 1904 წ. ტ. 3, გვ. 6.) ასე შემოიკრიბა დიდძალი მასალა და ისეთის ხასიათისა, რომ აშუქებს ქართველი ერის წარსულს. და ამიტომ ამ მასალის სემცველს ჩვენს ახალ შრომას სახელად დავანათლეთ “ქართველები და ქართული ენა”.
ეს წიგნი (ასამდე ხელნაწერი თაბახი) დაყოფილია ოთხ თავად.
თავი 1. გამოკვლევა: ენა საზოგადოდ და ქართული განმსაკუთრებით პალემფსესტების ენა და ინგილოურ-სვანური კილოები. არსებითი ზმნა.
ნაცვალსახელები. რიცხვი. თანდებული (წინ და უკან სართავები)-ნათესაობითი ბრუნვა და ი. ზმნათა შორის. ღმერთი. მზე. მთვარე. ცა.
თავი 2. სათემო და საგვარტომო სახელების დაბოლოებანი.
თავი 3. ქალდეური ტექსტები; წაკითხვა განმარტებანი.
თავი 4. ქალდიიდან ქართლამდე:
1. ქალდიის მოკლე ისტორია.
2. ცნობები ხეთის შესახებ:ხეთას ადგილები. ღმერთები.მეფეები. ანბანი. ხეთა-აკადური სიტყვები.
3. ეგვიპტელები და კოლხები. სახელები დაბოლოებით კ-კი-კა-გი. შარდან კოლხელი 1270 წ. კოლხები ტანისში და ლიბიაში.
4. ქალდიის გეოგრაფიული სახელები. ქალდეველტა ენა. კულტურა. მხედრობა. დაშლა დიდებულ იმპერიისა. მცხეთა.
დასკვნა:ქალდეურ ტექსტების მნიშვნელობა.



დამატება:
1. სამეგობრო ხელშეკრულება ხეთა-ეგვიპტისა (თარგმანი).
2. ქართული გეოგრაფიული სახელები და მათი დაბოლებანი.
3. ბგერათ შესატყვისობა.
ქალდთა ძეგლ-წერანი ისეთი ხასიათისანი არიან, რომ იგინი დიდი მეცნიერების სიტყვით არ ჩამოუვარდებიან ეგვიპტის ცნობილ ძეგლებს. ოღონს უნდათ მათ გულდასმით და ბეჯითად შესწავლა, ტექსტების მოგროვება, გადმოთარგმნა, გამოქვეყნება და გავრცელება. ყველა ეს უნდა ითავოს ჩვენმა ნორჩმა უნივერსიტეტმა, საცა მოღვაწეობენ ისეთი ძალები, ვით ივ.ჯავახიშვილი, კ.კეკელიძე, ა. შანიძე, გ.ახვლედიანი, გ.წერეთელი და სხ.
ჩვენი ძეგლწერები არა მარტო ადგილობრივი მნიშვნელობისაა, არამედ საზოგადოც, საკაცობრიო. ჯერ ისევ ამ ძეგლწერათა წაკითხვამდე ინგლისის მეცნიერი კლარკი წერდა:
,,ქართველი მოდგმა უწინ ფართედ იყო განთესილი. არსებობდა ძველი ქართული ენა, რომელიც შემდეგში გაშტოვდა ენებად არიისა, სემისა, ტიბეტისა და სხ. მოდგმათა. ერი, რომელიც ამ ქართულ ენაზე ლაპარაკობდა, ბატონობდა მთელს მაშინდელ ცნობილ მსოფლიოში, უმთავრესი სამყოფო კი ამ ერისა იყო იბერია-მოსეს ედემი. ბაბილონს და ასურეთს აღმოცენდა მისი სკოლები სამეცნიერო, სამწერლო და სახელოვნო შესაგნებად უძველეს ძეგლ-წერატა ფორმებისა და აკადის ძეგლწერების წასაკითხავად უნდა მივმართოთ ძველ ქართულ წყაროებს. სომხები და სპარსელები არიან ნაშთნი ძველ ქართველებისა, ასურთა მიერ დამარცხებულებისა და დევნილებისა მათ სამხრეთ სამფლობელოდან”.
H. Clark. On the prehistorie and protohistorie relationr, of Asia (Journal of the of the Antropokog. ligt; tute, 1871 წ. გვ. 52-59. კ.პატკანოვი. ,,ვანის ძეგლწერანი და მნიშვნელობა წინა-აზიის ისტორიისათვი”, 1881, გვ. 15).
როგორც ჰხედავთ, ყოველ მხრივ საყურადღებოა კლარკის აზრი და შეხედულობა.
ძეგლწერათა ენა უკვე ამოცნობილად უნდა ჩაითვალოს. ქართველი ერი მოვალეა დიდის გულისხმიერობით მოეჭიდოს იმ საუნჯეს, რომელიც ბიაბან ადგილებში დაუტოვებიათ წინაპრებს.
დასასრულ უნდა ვთქვათ, რომ ერთი ძეგლწერა თავდება ლექსად, რომლის დაბოლოება ასეთია:
… ნუ ლალიე
ნუ ლაალი
ნულულიე
სელუინიე
ასეთები იყვნენ “გულმყარნი და კისბასნი, ვეფხვზე მალი ცხენებით” (ამბაკომე) “ქალდინინი ბუშინი”.

29 დეკ. 1923.

“კომუნისტი” 1924, N 4 (857), 5 იანვ. გვ. 3.
Rate This

Quantcast

Posted in History | ტეგები: მოსე ჯანაშვილი, Mose Janashvili

Posted by: tmt May 2 2010, 12:38 PM

QUOTE
ისე ღირდა ამისათვის ახალი ტემის გახსნა? თუ აქ ჯობაი იყოს?

იყოს აქ
არაა პრობლემა...

აბა ესეც ნახე

http://elita.ge/index.php?showtopic=3099&pid=91783&st=0&#entry91783

Posted by: rezolomi May 2 2010, 11:44 PM

ძალიან მაგარაია
როცა ეგ გადაცემა მიდიოდა ტელევიზიით . სამმა ადამიანმა დამირეკა, რომ მენახა, მაგრამ იქ სადაც ვიყავი ვერ ვუყურე და ძალიან მაინტერესებდა. მოკლეთ წიგნი უნდა წავიკითხოთ -- გასაგებია რომ კალენდარზა ლაპარაკი .....................O.კ
ხო ზევით რაც გადმოვაკოპირე, შეიძლება გადავიტანოთ შესაბამის თემაში, თქვენ მოდერებს ხომ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

Posted by: tmt May 3 2010, 12:48 AM

რომელში გინდა გადაიტანო?

მითხარი და გადავიტან

Posted by: rezolomi May 21 2010, 11:26 AM

ქართლ, კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო;
რაჭა-ლეჩხუმ-ჯავახეთი და მესხეთი სასახელო;
ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი და აფხაზეთი;
ძველი ტაო, იმერხევი, საინგილო და ლაზეთი;
მთიულეთი საარაკო და აჭარის ზღვა და მდელო;
ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი- ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

+

Posted by: rezolomi May 27 2010, 07:03 PM

ეს რომ არ არ ამეტვირთა არ იქნებოდა მოდერ გადაიტანე მერე სადმე

Posted by: tmt May 27 2010, 10:48 PM

QUOTE
ეს რომ არ არ ამეტვირთა არ იქნებოდა მოდერ გადაიტანე მერე სადმე

იყოს აქ - უხდება ამ თემას...

Posted by: rezolomi Jun 1 2010, 07:07 AM

QUOTE
tmt

პ.ინგოროყვა ხელმეორეთ ავტვირთე თან ვირუსებისაგან გავანთავისუფლე
http://www.link.ge/file/325198/P-Ingorokva.rar.html

Posted by: rezolomi Jun 3 2010, 07:18 AM

ესენი იყვნენ და არაინ ქართველები





ესთები არან ქართველები


Posted by: andro abuladze Nov 1 2012, 03:19 PM

tmt

QUOTE
ქალდუ - კარდუ - ხალდუ - ხალიბი

საქმე ასე მარტივად არ არის.


QUOTE
საინტერესო ისაა, რომ კასიტები თავის თავს ქორდუნიაშებს უწოდებდნენ - კორდუ-კორთუნიაშ (ქორთუნიაშ?) - ხოლო ქართველებს მეგრულად ქორთუა ეწოდება - საინტერესო მსგავსებაა.

მცირე შესწორებას შევიტან - კარდუნიაში (Karduniaš) ბაბილონის სამეფოს კასიტური სახელწოდებაა.




Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)