IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
2 გვერდები V   1 2 >  
გამოხმაურება  ახალი თემა
> ხვამლის მთა სიგრძე დაახლოებით 10კმ, სიგანე 7კმ მაქსიმალური სიმაღლე 2002მ
rezolomi
post Aug 4 2010, 09:21 PM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



ქარტველ მეფეთა განძთ საცავი იყო ხვამლის მთის ერთერთი ქვაბული.
ლაივ ტივიზე გადაცემა ინტერვიუში, იყო საუბარი სტუმრად მოწვეულ გურამ გაბიძაშვილთან ხვამლის მთაზე .
შეგიძლიათ მოუსმინოთ. http://www.myvideo.ge/?video_id=927879

ასევე ბოლოდროინდელი ექსპედიციების დროს აღმოჩენილ იქნა არქეოლოგიური მასალა , მათ შორის ეგვიფტეში დამზადებული მძივები და სამკაულები. დაუდგენელია რაჭაში ,როგორ მოხვდა.ასევე აღმოჩენილია ფრესკები და წარწერა ციფრით 5604 , რომელიც რღაც დოზით კავშირშია შუმერებთან და მაიას ტომებთანაც კი.


http://www.myvideo.ge/index.php?geo=&s...%83%9A%E1%83%98

აბა ვის რა შეუძლია თქვას ამ თემის გარშემო , რაიმე ინფორმაცია დადოს და ასშ.
 
 
rezolomi
post Aug 4 2010, 09:39 PM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088





ხვამლის მთა



გიორგი გაბიძაშვილი.

წერილი შეიცვალა. tmt: Aug 5 2010, 03:47 PM
 
 
tmt
post Aug 5 2010, 03:48 PM
წერილი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ხვამლის მთა საიდუმლოებითაა მოცული

მქონდა რაღაც საინტერესო სტატია -
მოვძებნი და დავდებ...
 
 
rezolomi
post Aug 7 2010, 09:00 AM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088






-----------------------------------------------ქართლის ცხოვრება ამბობს:
“ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხვამლის მთამ გადაარჩინოს”. რა იგულისხმება ამ სიტყვების მიღმა. ამაზე, ალბათ პასუხს გაგვცემს ექსპესიცია, რომელიც სამი წლის მანძილზე შეისწავლის ხვამლის მთას და მის მღვიმეებს, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, უამრავია ამ მთის შუაგულში, ისევე როგორც ვარაუდობენ, უამრავია ამ მთის შუაგულში, ისევე, როგორც მიწისქვეშა, ხელით ნაშენები ქალქი.

როგორც ირკვევა, გასული საუკუნი 40-იან წლებში, მთასვლელმა ალიოშა ჯაფარიძემ 2-ჯერ დალაშქრა ხვამლის მთის რამოდენიმე გამოქვაბული, მაგრამ მნიშვენელოვანი ვერაფერი იპოვა.

ლეგენდის თანახმად, ხვამლის მთა ქართველ მეფეთა განძთსაცავი ყოფილა. იქნებ მაშინდელმა მთავრობამ რამე იცოდა ამ განძის შესახებ? ეს ექსპედიცია გასაიდუმლოებული იყო და დღემდე არავინ იცის მის შესახებ.

რუსთაველს უწერია, როდესაც ტარიელი და ავთანდილი ქაჯეთის ციხის ასაღებად ემზადებიან, ტარიელი ამბობს : “მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დავსები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები”

1984 წელს ექსპედიციამ, რეზო შალიბაძის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ სცადა ხვამლის მთის დალაშქვრა. ზოგიერთ გამოქვაბულშიც შეაღწიეს, თუმცა უშედეგოდ.

2007 წელს კი, დაიწყო მთის სერიოზული შესწავლა და იმედია, ახალი გამოკვლევები ნათელს მოჰფენს საიდუმლოებას.

როგორვ 2007 წლის ექსპედიციის მასალებში ვკიტხულობთ, აღმოჩენილი იქნა 7 ოთახი. მრვიმეები ისეა ამოშენებული რომ უცხო თავლისთვის შეუმჩნეველია.

მეშვიდე ოთახში დასტურდება გასასვლელი, მაგრამ ქვის ნამტვრევებით ისეა ჩაერგილი, რომ გაწმენდის გარეშე იქ ჩასვლა შეუძლებელია.

რაც მთავარია, უძველესი მეტალურგიული კერის არსებობა დადასტურდა.
ქართველები ხომ ოდითგანვე ფლობდნენ ფოლადის დნობის საიდუმლოებას, ანუ, ფოლადის ხმლის გამოჭედვა იმ პერიოდში იგივე იყო რაც ეხლა ატომური ბომბი

ფრანგი ფანტასტი, ჟიულ ვერნი, თავის ნაწარმოებებში “შეუპოვარი კერაბინი” პირდაპირ მიუთითებს ხვამლის მთაზე, სადაც, ზევსის ბრძანებიტ , პრომეთე იქნა მიჯაჭვული.

ექსპედიცია ამჯამად, გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობიტ მიმდინარეობს…

წყარო: გაზეთი “prime time”
 
 
rezolomi
post Aug 7 2010, 09:02 AM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



კავკასიონი იგივე ხვამლის მთა – კონან დოილის „დაკარგული სამყარო“ საზოგადოება, კულტურა

12-04-2010, 20:39
სოფიო სოხაძე
10 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის, „ხომლის“ პრემიერა გაიმართა.
ისტორიულ ცნობებთან ერთად, ფილმს საფუძვლად უდევს გამოკვლევები, რომლებიც არქეოლოგმა, გურამ გაბიძაშვილმა, ჩაატარა 2007–2009 წლებში. ხვამლის კლდოვან მასივსა და ციხე-ქვაბულში ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი ნივთები, ძველი სამყაროს მითოლოგიის ანალიზის საფუძველზე, მოგვითხრობს ამ ადგილებში მცხოვრები კოლხების შესახებ.

ფილმის რეჟისორი დავით გოგუაძეა. გადაღებულია სტუდია „პილიგრიმის“ მიერ 2008-2010 წლებში. არქეოლოგიურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა გურამ გაბიძაშვილი.
2007 წელი. სოფელი დერჩი. ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიცია. ადგილობრივი მაცხოვრებლები ექსპედიციის წევრებს შორიდან ხვამლის მთაზე ,,კოშკს” აჩვენებენ, ხელით კლდეში გამოკვეთილ ქვაბულს, რომელიც სოფელ გოგოლათთან არის ახლოს. გოგოლათელები მას „ოთხთითას“ უწოდებენ, სინამდვილეში კი კოშკს ჰგავს.
ექსპედიციამ პირველი კოშკის შესწავლა დაიწყო. კლდეში გამოკვეთილი ეს ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ქვემოდან ასვლა ალპინისტის აღჭურვილობითაც კი შეუძლებელია. ექსპედიციის წევრებმა იქ 1948 წელს განძის მოპოვების მიზნით მყოფი 11-კაციანი ჯგუფის წერილი ნახეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ისინი სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდნენ, იქ 6 დღე დაჰყვეს და იმედგაცრუებულნი დაბრუნდნენ. დასკვნა ასეთი იყო: განძი უკვე წაღებულია.
ექსპედიციის ერთმა ნაწილმა ზედაპირული გათხრები ჩაატარა ხვამლის კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოპოვებულმა ბრინჯაოს და რკინის ნივთებმა დაადასტურეს, რომ ამ ადგილებში განვითარებული იყო მეტალურგია და ცივილიზაციის მაღალი დონე არსებობდა.

არქეოლოგი გიგი მინდიაშვილი ფილმში აღნიშნავს, რომ ეს ის მცირედია, რაც ხვამლის მთის შესახებ მათ იციან, რომ ხვამლის მთა კოლხი ხალხის ისტორიაა.
ხვამლის კლდის სახელი ცასთან არის დაკავშირებული და ვარსკვლავთა კრებულს ნიშნავს. ის, ერთი შეხედვით, გაწოლილ გველეშაპს მოგაგონებთ. იანგველის ატლასში „ჰიდრას“ თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით, უცნაურ პარალელს გავავლებთ ხვამლთან, ამ ატლასში გველეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი აზის. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი ოქროს საწმისია, რომელსაც გველეშაპი დარაჯობს, ხოლო ყორანი კი ის ყორანია, რომელიც გულ-ღვიძლს უკორტნის კავკასიის, ანუ ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ ამირანს.

რატომ იყო კავკასია ოდითგანვე ასეთი მიმზიდველი მტრისთვის თუ მოყვრისთვის?! ასეთ რა საიდუმლოს ინახავს იგი?! ფილმში ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი ამბობს: „როცა პირველად ხვამლის მთა დავინახე, თვითმფრინავით მოვფრინავდი სვანეთიდან. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს კონან დოილის „დაკარგულ ქვეყანას“ ვუყურებდი ზემოდან. ხვამლის მთას ძალიან შთამბეჭდავი მასივი აქვს“.

ხვამლის კლდის მასივი ისტორიულ ლეჩხუმში, მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის მდებარეობს. ის ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა გადაშლილი, მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე _ 7 კილომეტრი და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.


გაზიარება3

 
 
rezolomi
post Aug 7 2010, 09:06 AM
წერილი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088








ხვამლის მთა
ცაგერიდან სამხრეთ-დასავლეთით 15კმ, მაქსიმალური სიმაღლე 2002მ. უპირატესად აგებულია პორფიტების, ფიქალისაგან და კირქვის ქანებისაგან. მწვე3რვალიდან სრულყოფილად ჩანს მდინარეების; რიონის, ცხენისწყლის, ლაჯანურის ხეობები. მთაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი და XIIსაუკუნის ისტორიული ციხესიმაგრის ნანგრევები. აქ იყო იმდროინდელი საქართველოს განძსაცავი, ''თუ საქართველო დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს.''
ხვამლის თხემიდან იშლება ზღაპრული სანახაობა: აღმოსავლეთით-ნაქერალას ქედი, რაჭისა და ტყიბულის შემოგარენი, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით ლიხისა და აჭარა-იმერეთის მთები. 1700მეტრის სიმაღლეზე არის ''ბოგა საყინულე,'' შიგ ყინულის ''ზოდებია.'' იგი არის ბუნებრივი ციხე-სიმაგრე, მთის მასივში გამოვლინებულია 6გამოქვაბული. მათი შესწავლის მიზნით რამდენჯერმე მოეწყო ექსპედიცია ცნიბილი მთასვლელის ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.
დადასტურდა, რომ ხვამლის გამოქვაბულში გარკვეული დროის მანძილზე ადამიანებს უცხოვრიათ. რომელთაც ეს ბუნებრივი სადგომები სპეციალური დანიშნულებითაც გამოუყენებიათ, ამას ამტკიცებს ქვაბულთა აღწერილობანი.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით:,, რიონის დასავლეთით, მთის ძირას არის ხომლის კლდე. ამ კლდეში არის ქვები გამოკვეთილი, მტრისაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები,,.
 
 
rezolomi
post Aug 7 2010, 09:14 AM
წერილი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088









ამას წინათ უაღრესად საინტერესო არქეოლოგიური ექსპედიციის რეპორტაჟს წავაწყდი აი აქ: http://xvamli.ge

იგი ლეჩხუმში ჩატარდა, ხვამლის კლდესთან. იგი ისტორიკოსებისთვის თურმე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ აქამდე არანაირი საფუძვლიანი გამოკვლევა არ ჩატაერებულა. ჩემთვის პირადად ეს სენსაციური აღმოჩენაა. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ საქართველოში ასეთი რამ არსებობდა. გამაოგნებელია.

IPB-ს სურათი

მათ ამის შესახებ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გადაიღეს:
1. მაღალი ხარისხის 1,2 გიგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=1F...&setlang=en
2. მათთვის ვისაც დიდი ფაილის ქაჩვა ეზარება, დავდე შემსუბუქებული, 130 მეგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=F2B0701C11

ნახეთ, სულ ნახევარი საათი გრძელდება. ყურება რომ დავიწყე თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი საინტერესოა, მიმიქარავს ინდიანა ჯონსი.

იმავე გვერდზე არის ექსპედიიცის დოკუმენტაცია: http://xvamli.ge/xomlip.pdf აქ მომეწონა იმ ხის ნახაზი, რომლის ფესვებთან არსებული ფუღუროდანაც, საიდუმლო ჩასასვლელია მიწისქვეშა მღვიმეში. საოცარია. რაღაც საიდუმლო ლაბირინთს ჰგავს. ასევე გამაოგნა ჟიულ ვერნის მონათხრობმა ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ.

საინტერესო ინტერვიუ ვიპოვე, ამ ექსპედიციის ხელმძღვანელთან, გურამ გაბიძაშვილთან (ჟურნალიდან „თბილისელები“):


რომელი ისტორიულ-მითოლოგიური წყაროებით დასტურდება, რომ ხვამლის კლდეზე იყო მიჯაჭვული პრომეთე და რა დავალებით გააგზავნა იქ სტალინმა ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძე
2009-09-01

შექმნა სამყარო ღმერთმა და კვლავ თავის საუფლოს დაუბრუნდა. გზად მიმავალი კავკასიონის ქედზე წაბორძიკდა და მთელი ის მშვენიერება, რაც თავის ნახელავიდან გამოარჩია და თან მიჰქონდა, იქვე დაებნა. ასე გაიფანტა კავკასიონის ქედს მიღმა ბუნების სასწაული... შეუძლებელია, საქართველო ერთხელ მაინც იხილო და ამ ლეგენდის არ ირწმუნო. ერთ-ერთ ასეთ საოცრებაა ხვამლის მთა – ზემოდან რომ დახედავ, კონან დოილის დაკარგულ ქვეყანას მოგაგონებს, სრულიად რომ მოწყვეტილა დანარჩენ სამყაროს... „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება“... რას ნიშნავს ეს და რა საიდუმლოს ფარავს ლეგენდარული ხვამლის მთა, ამის საკვლევად ამჟამად იქ ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს. ექსპედიციას გრანტი რუსთაველის საზოგადოებამ გამოუყო. თუმცა, კვლევები იმავე ჯგუფმა, შედარებით მცირე შემადგენლობით, 2007 წლიდან დაიწყო. ახალი ექსპედიციის სამწლიანი პროგრამით მთის ამ მასივის შესწავლაზე კომპეტენტური ჯგუფი მუშაობს – მეცნიერების, ალპინისტებისა და გეოლოგების შემადგენლობით. ჯგუფს აქტიურად ეხმარება და მეგზურობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობაც. ყოველივე ამის შესახებ გვესაუბრება ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი:

– ხომლის, ანუ იგივე ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იურული პერიოდის კირქვებისგან არის აგებული. უხვი მღვიმეებითა და მიწისქვეშა წყალსატევებით მთლიანად კარსტულ მასივს ქმნის. ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერს: „რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეგო ამას სახელი ესე სიმაღლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით.“ ხომლს სულხან-საბაც განმარტავს როგორც ვარსკვლავთკრებულს.

– ციტატაში „ქართლის ცხოვრებიდან“ ნათქვამია: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“. აღმოაჩინა თქვენმა ექსპედიციამ ეს საშუალება? მით უმეტეს, რომ ქვეყანას ახლა მართლაც რომ, სჭირდება შველა.

– ჟამთააღმწერელი „ქართლის ცხოვრებაში“ წერს მეცამეტე საუკუნის საქართველოს შესახებ, როცა ჯალალ ედ-დინის შემოსევით ძალადაკარგული ქვეყანა ახალ დამპყრობლებს – მონღოლებს შეეჯახა და დამარცხდა... „მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად... ტფილისი ორად, ქუთათისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთშეასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლისა ქვაბსა, რომელ ედვა. მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს. ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის სადა უხილავს, ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიუხვდა.“ ამ ციტატის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხვამლის კლდეში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა.

– და, როგორც ამბობენ, სწორედ ამ განძის საძიებლად ექსპედიცია, სტალინის დავალებით, ჯერ კიდევ ომის პერიოდში მოეწყო.

– ეს ექსპედიცია 1945 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, თერთმეტკაციანმა ჯგუფმა განახორციელა. ქვაბულში მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს, ვერაფერი ნახეს და დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო. საინტერესოა, რომ ამ ექსპედიციამდე, ჯერ კიდევ 1939 წელს, იმავე მიზნით, ალიოშა ჯაფარიძე იქ 2 მუშასთან ერთად ავიდა და ამბობენ, ის სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდაო. თუმცა, ოფიციალურად ამის დამადასტურებელი რაიმე ცნობა არ არსებობს.

– ცნობილია, ასევე მეორე ექსპედიცია, რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით...

– ჯგუფი „ხომლი“ რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით, 1984 წელს ავიდა გამოქვაბულში. ექსპედიციის მიზანი იყო ძეგლის დათვალიერება და მისი ფირზე აღბეჭდვა, რაც შეასრულეს კიდეც და თან წამოიღეს წინა ჯგუფის მიერ დანატოვარი წერილი.

– მესამედ თქვენ შეაღწიეთ ამ ქვაბულში... ამოხსენით ხვამლის კლდის საიდუმლო?

– პირველი ლაშქრობა სწორედ ამ ქვაბულზე მოვაწყვეთ. კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მასში ქვემოდან ასვლა შეუძლებელია ალპინისტური აღჭურვილობითაც კი. ამიტომ ალპინისტების ჯგუფი, შემოვლითი გზით, ზემოდან მოექცა მწვერვალს და იქიდან თოკით დაეშვა. მათი დახმარებით მოვახერხეთ ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მთის ძირიდან ქვაბულში შეღწევა.

– და რა დაგხვდათ იქ?

– ქვედა ბაქანი კლდეშია გამოკვეთილი, სადაც 7 ოთახია და კედლებზე, წითელი საღებავით გამოხატული ფიგურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვაბული არქაულ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრების რეალობას უფრო ამძაფრებს ოთახების თავზე სუფთად ნათალი მასიური ქვის კარნიზი. ზედა ბაქანით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შევდივართ. ეს არის მერვე ოთახი, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძთსაცავი. იგი სანახევროდ სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვებით და მისი გაწმენდა უამრავ დროსა და მუშახელს მოითხოვდა, რისი საშუალებაც ჩვენ არ გაგვაჩნდა.

– ანუ, იქ განძი არ იყო და არც ყოფილა?

– ჩვენი ვარაუდით, ამ ციხე-ქვაბულში განძი არ უნდა ყოფილიყო, რადგან, მართალია, მიუვალი ადგილია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფასადი ამოშენებული ჰქონდა, ვიზუალურად კლდეზე ის მაინც შეიმჩნევა. ამიტომ, არ მგონია, სახელმწიფო ხაზინის აღმოჩენის, თუნდაც რაიმე ალბათობა მაინც დაეშვათ ჩვენს მეფეებს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ განძთსაცავი სხვაგან იყოს. ხვამლის კლდე ხომ მთლიანად დახრამულია. მარტო გარედან 19 გამოქვაბული ფიქსირდება, ხოლო შიგნით რა ხდება, კაცმა არ იცის. ჩვენ იმხელა კულტურა გვაქვს მიწისქვეშა ქალაქების შენებისა, მარტო ვარძია რად ღირს?! ისიც ხომ ცნობილია, რომ ვარძიის ახლანდელი სახე უკანა ნაწილია. მიწისძვრამ ჩამოანგრია ამოშენებული ფასადი, რომელიც ისე ფარავდა ქალაქს, ამვლელ-ჩამვლელი ვერაფერს ამჩნევდა. და, რა გასაკვირია, რომ ხვამლის მთის ბუნებრივი ქალაქ-ქვაბული გამოეყენებინათ განძთსაცავად და ამისთვის ყველაზე დაფარული და მიუვალი ადგილი შეერჩიათ. ჟამთააღმწერლის ზემოხსენებული ჩანაწერი კი დაშიფრული კოდი უნდა იყოს, რომლის მსგავსი ეპიზოდი „ვეფხისტყაოსანშიც“ აქვს რუსთაველს აღწერილი. „ქართლის ცხოვრების“ ციტატებიდან რას უნდა ნიშნავდეს: „ჯაჭვი სალმასური“ და „გვრდემლი“? რუსთაველს უწერია: როდესაც ტარიელი და ავთანდილი შეიყარნენ და ქაჯეთის ციხის ასაღებად ემზადებოდნენ, ტარიელი ამბობს: „მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები“. მართლაც შევიდნენ იქ და დახვდათ 40 ოთახი: „პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა“. „ქართლის ცხოვრებაში“ კი ნახსენებია: „მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის სადა უხილავს“. ნახეს ასევე „ზარდახანა“, სადაც უამრავი საბრძოლო იარაღი იყო და იქვე იდგა კიდობანი დაბეჭდილი. ზედ ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა, მჭრელიო.“ ჩემი აზრით, ეს არის ახსანა ჯაჭვისა „სალმასარისა“ – ალმასისებრ მჭრელი ხმალი, ანუ მტკიცე რკინა. ამით აიხსნება „პატივცემული გვრდემლის“ მნიშვნელობაც, რაც იგივე რკინის გამოსაკვერი იარაღი ანუ გრდემლია. მას სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება ცოდნას, რომელიც რკინის დამუშავების საიდუმლოზე უნდა მიანიშნებდეს. შემდეგ წარწერა კიდობანზე ასე გრძელდება: „თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო.“ შემდეგ, ეს აბჯრები ჩაიცვეს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებმა და ხმალიც გამოსცადეს. მან მართლაც გაჭრა მათი კუთვნილი იარაღი. ტარიელმა და ავთანდილმა წამოიღეს ეს აღჭურვილობა „ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები“ და რაც მთავარია, „გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები“. ეს ხსნის ჟამთააღმწერლის ცნობას, რომ ძნელბედობის ჟამს გამოიტანეს ქვაბულიდან მცირედი განძი და ის დავით ნარინს შეხვდა, ხოლო უმეტესი იქვე „დაუტევეს“. ანუ, ეს ეპიზოდი მთლიანად, ერთგვარი კოდია განსჯისთვის...

– ესე იგი, განძთან ერთად, რკინის წარმოების, ანუ მეტალურგიის საიდუმლოც უკავშირდება ხვამლს?

– რკინის იარაღი, ანუ ფოლადის ხმლის გამოჭედვა იმ ეპოქაში ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს. თუ გადავხედავთ მითოლოგიას, ტროას ომი მართლა ელენეს გამო ხომ არ მომხდარა?! რკინის წარმოების საიდუმლო ცოდნას ფლობდნენ ტროელები და ამიტომაც იყვნენ მუდმივი თავდასხმის ობიექტი. მით უმეტეს, რომ იმ ეპოქაში რკინას გაცილებით მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს ნავთობს მსოფლიოში. ხვამლის ძირში კი, არის ერთი ადგილი „გონა“ და რაჭაშიც არის იგივე ტოპონიმი. გონა ანუ გონი სულხან-საბას განმარტებული აქვს – „კერპი აღმართებული“ და ცნობილია, რომ ის იყო უმთავრესი კერპი წარმართულ საქართველოში. ეტიმოლოგიურად კი ეს სიტყვა გონებას ანუ ცოდნას უნდა უკავშირდებოდეს. რაჭის გონის მთაზე იყო მაღაროები. ძველად იქ ბილიკებით ადიოდნენ და მადნის ძარღვს მიჰყვებოდნენ, ამტვრევდნენ, გამოჰქონდათ და იქვე ამუშავებდნენ, ყალიბებში ასხამდნენ. იყო ერთი ძალიან საინტერესო მეცნიერი, თემურ მუჯირი. მან ასეთი ექსპერიმენტიც კი ჩაატარა: რამდენიმე ადგილობრივი, რაჭველი, ჯანიანი ახალგაზრდა შეაიარაღა უროებით და უძველესი მეთოდით გონის მაღაროდან რკინის მადნის მოპოვება განიზრახა. ორი კვირა იმუშავეს და მხოლოდ 2 სანტიმეტრის ჩამომტვრევა შეძლეს. აქედან ჩანს, რომ ძველად ქართველებს ისეთი იარაღი ჰქონდათ, რომლითაც რკინას ჭრიდნენ, ანუ ფოლადის დამზადების საიდუმლოს ფლობდნენ. გამოდის, რომ გონი ცოდნაა, რომელიც რკინის მოპოვებასა და მის დამუშავებას მოიცავს. ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა ხვამლის გონის მიდამოები გაგვეთხარა. ჩავატარეთ ზედაპირული გათხრები და მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ვარაუდი. წიდები და მადნის ზოდები, ფაქტობრივად, მიწის ზედაპირზეა მიმოფანტული და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ამ ადგილებში დაფიქსირდა განვითარებული მეტალურგიის კერა. ეს ყველაფერი მოიცავს კოლხური კულტურის პერიოდს და გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე ეს დღეს ჩვენთვის არის ცნობილი.

– ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, რომ დროდადრო, ციხექვაბულის ქვეშ, შუადღის გარკვეულ მონაკვეთში, ჩნდება ბერ-მონაზვნის ლანდები და ისახება ჯვარი.

– ხმები მისტიკური ჩვენებების შესახებ უამრავია. ჩვენი ექსპედიციის დროსაც ღამით სრულიად მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებათა კასკადი საკუთარი თვალით ვიხილეთ. მეორე დღეს სოფელ დერჩში, რომელსაც უშუალოდ დაჰყურებს ხვამლი, გვითხრეს რას აფეთქებდით, მთელი ღამე ნათება რომ იყო კლდის წვერზეო. მაგრამ, ახლა მოარულ ხმებსა და ხილვებზე, არ მინდა ვისაუბრო. მხოლოდ იმ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ისტორიულ წყაროებშია დაფიქსირებული და საკრალური მინიშნებებით ხსნის მათ.

– რა წყაროებზე საუბრობთ?

– მაგალითად, მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ჰერაკლე, იოს დავალებით, უნდა აუყვეს ფასის (ფაზისი, დღევანდელი რიონი) მდინარეს, მარცხენა მხარეს, მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი, შევიდეს შიგ და პრომეთე გაათავისუფლოს. ჩვენ გავიკითხეთ და იქაურებმა დაგვიდასტურეს, რომ მსგავსი წყლის გამოსავალი არსებობს. მივედით, გაზაფხული იყო, მაისის ბოლო და ქვაბულიდან წყლის ნაკადი ისე მოქუხდა, რიონს თითქმის კეტავდა. როგორც ჩვენმა მეგზურებმა გვითხრეს, წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლის ხეობისკენ მიდის, ხან – რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც კი არსებობს: თურმე, იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზსო. შემოდგომით შეიძლება გამოქვაბულში შესვლა. ჩვენც შევედით, მაგრამ 50 მეტრის გავლის შემდეგ სიფონს (მიწისქვეშა წყალსატევი) გადავაწყდით და შევჩერდით. იქ შემდგომი კვლევის გაგრძელებას მხოლოდ სპელეოლოგები შეძლებენ სპეციალური აღჭურვილობით.

– გამოდის, რომ პრომეთე ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული?

– უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან საინტერესოა, რომ ამ გამოქვაბულს, „ვერძისთავა“ ჰქვია, რაც დაკავშირებული უნდა იყოს არგონავტებთან და ოქროს საწმისთან. აპოლონ როდოსელი „არგონავტიკაში“ წერს – „კუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან... ფაზისი მოაგორებს თავის ფართე ნაკადს... ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი, აიას ქალაქი ქუტაისი.“ სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა. დღეს კავკასია ზოგადი სახელია მთათა მასივისა, ძველ დროში კი კავკასია, როგორც ჩანს, რომელიღაც კონკრეტულ მთას ან კლდეს ერქვა, სადაც გამოქვაბულში პრომეთე იყო მიჯაჭვული. მეორე საუკუნეში დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა ფილოსოფოსმა არიანემ და ისიც წერს, რომ კავკასიაში ერთი მთაა, რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით, პრომეთეა მიჯაჭვული. ყველაზე ადრე კი სტრაბონი აღწერდა პრომეთესა და კოლხ იბერთა გმირს (ნაგულისხმევია ამირანი), რომელიც ერთი და იგივე უნდა იყოსო. ყველაზე უცნაურია ის, რომ ხვამლის კლდე პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად მოხსენიებული აქვს მწერალ ფანტასტ ჟიულ ვერნს სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ და ასე აღწერს იმ ადგილს: „სწორედ აქ, ამ მთებში, ჰორიზონტზე რომ აღმართულა ხომლის კლდე, რომელიც თანამედროვე ქალაქ ქუთაისს გადაჰყურებს.“ წარმოუდგენელია, საიდან უნდა სცოდნოდა ჟიულ ვერნს ასე ზუსტად ხვამლის მდებარეობის შესახებ, როცა, როგორც ცნობილია, თვითონ პარიზს არასდოს გასცილებია. ასე რომ, მრავალი წყაროს თანახმად, პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზე ყოფილა მიჯაჭვული, ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი გარკვეულ ცოდნასთან ასოცირდება, რომელმაც კაცობრიობა სულ სხვა საფეხურზე აიყვანა. და, ეს ცოდნა, როგორც ჩანს, უკავშირდება რკინას ანუ მეტალურგიას. ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს ოქროს საწმისსაც. ბერძნები აქ მართლა ტყავის წასაღებად ხომ არ მოვიდნენ?! ჩვენი აზრით, ესეც რკინის წარმოების საიდუმლოსთან უნდა იყოს კავშირში.

– გამოდის, ყველაფერი სიმბოლური და იდუმალია, რაც კი ხვამლის მთას უკავშირდება. ალბათ, ასეთივე დატვირთვა აქვს მის ვიზუალურ მხარესა და სახელს. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ხვამლი ანუ ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს...

– როგორც ცნობილია, ოქროს საწმისი, რომლის წასაღებადაც ბერძნები კოლხეთს ეწვივნენ, არესის ჭალაში ინახებოდა და უზარმაზარი გველეშაპი დარაჯობდა. ერთი შეხედვითაც კი ხვამლის მასივი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება მის სახელს, რომელიც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს, ისედაც ცხადია, რომ კოსმიური დატვირთვა აქვს. ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები და ისინი ამბობდნენ, ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე აისახება ცაზე და პირიქით. იან გეველის ატლასში ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომლთან. გაწოლილ ვეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი ზის. ჰიდრას ქვემოთ „არგოს“ თანავარსკვლავედია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია – ოქროს საწმისი, ის უძველესი და საკრალური ცოდნა, რომლის დაუფლებასაც ასე ცდილობდნენ ბერძნები. ყორანი კი სწორედ ის მტაცებელია, რომელიც კავკასიის, ანუ ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ ჰერაკლეს უკორტნის გულ-ღვიძლს. დავუბრუნდეთ ახლა ხვამლის ქვაბულის კედელზე გამოსახულ ფიგურებს...

– თქვენ გაშიფრეთ რა ინფორმაციას შეიძლება, გვაწვდიდეს ეს პიქტოგრამული ნიშნები?

– აშკარაა, რომ ეს ყველაფერი კოსმიურ სფეროს ეხება. ფიგურები ზოდიაქოს ნიშნებს გამოსახავენ და ესენია: „მერწყული“, „თხის რქა“, ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა, იგივე ისიდა და ოსირისი, „მშვილდოსანი“, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი, მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები, რომელიც ანკის გასაღებს – ოსირისისა და ისიდას ყველაზე წმიდა სიმბოლოს ჰგავს. სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღვადგინეთ ვარსკვლავიანი ცის სურათი ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის. საოცარია, მაგრამ ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის ქვაბულში დახატულ პიქტოგრამათა სქემას. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს კომბინაცია არც ერთ სხვა წელს არ მეორდება. აღნიშნული წელი კი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელი წარღვნის თარიღს – 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით. თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერების და ასევე ქართველების წელთაღრიცხვის საწყისი დასაბამიდან აქამომდე, ანუ ქრისტეს დაბადებამდე. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ამ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი წელთაღრიცხვის ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული. თუმცა, ექსპედიციის მუშაობის პროცესი ძალიან კარგად არის ასახული ფილმში, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა.

– მე ვნახე ეს ფილმი, მართლაც ძალიან შთამბეჭდავია და მახსენდება ერთი ეპიზოდი, სადაც გერმანელი მეცნიერი ამბობს, ეს არის განუმეორებელი პანორამა და ღამით ხვამლის თავზე, რომელსაც ვარსკვლავთკრებულის სახელი ჰქვია, ზოდიაქოები ერთმანეთის მიყოლებით გადადიანო...

– ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. პრომეთეს ძმაა ატლანტი, რომელიც ასევე დასაჯა ზევსმა და ცის თაღი დააჭერინა ხელში. ატლანტის შვილები კი არიან პლეადები, რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს და ხომლიც ვარსკვლავთკრებულია. ასე რომ, ყველა გზა რომისკენ კი არა, ამ შემთხვევაში, ხვამლისკენ მიდის: აქ იყო მეფეთა განძთსაცავი, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე. აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ. აქეთკენ ისწრაფოდნენ არგონავტები. აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. თვითონ ხვამლი ზოდიაქოს ნიშანია და კოსმიურ სამყაროსთან არის კავშირში. მთლიანობაში კი, ბუნების ნამდვილი სასწაულია. და, თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას, ნუთუ იმის ღირსი არ არის ჩვენც მივხედოთ და მოვუაროთ, შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ?!

– ამჟამად რა სტადიაშია თქვენი ექსპედიციის საძიებო სამუშაოები და კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

– როგორც იცით, სამწლიანი სამუშაო პროგრამა გვაქვს. გეგმა ასეთია: უნდა შევიდეთ ყველა გამოქვაბულში, რომელშიც კი შეღწევა შეიძლება და გამოვიკვლიოთ; განვაახლებთ არქეოლოგიურ გათხრებს ხვამლის გონის ტერიტორიაზე. აქ უზარმაზარი დასახლება უნდა იყოს, რადგან უკვე აღმოჩენილია, ნასახლარიც, სამაროვანიც და სალოცავიც. ეს ხომ საოცარი ადგილია, ნამდვილი ოაზისი ტყეში, ოთხივ მხრივ დაცული პირადად მე, ვვარაუდობ, რომ თვით ხვამლის კლდეში არის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც დღემდე არავის უხილავს და სახე სრულად აქვს შენარჩუნებული... . აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოჩუხჩუხებს ანკარა წყარო, ტყე ზოგან გაუვალ ჯუნგლებს მოგაგონებს და უცებ შენს თვალწინ აღმართულ კლდეს უცნაური გამოსახულება აქვს. აქ უხვად მიმობნეული პატარა ქვებიც კი არაა უბრალო. მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს, ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის იმ დროიდან, როცა აქაურობა ზღვის ფსკერი იყო...

– ალბათ, ახალ ფილმსაც გადაიღებთ?

– უკვე დაწყებულია მუშაობა მასზე, სადაც ჩანს, რომ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კვალს ეგვიპტემდე მივყავართ და ეს ყველაფერი უკავშირდება ხვამლს. თუმცა, ამაზე შემდეგ, როცა მუშაობას დავასრულებთ და გპირდებით, რომ ექსკლუზიურად თქვენს ჟურნალს გავანდობ საიდუმლო დეტალებს... მანამდე კი იმით დავკმაყოფილდეთ, რასაც მითები გვიამბობენ: პრომეთეს ერთგული ძაღლი ლოკვით ცდილობს ჯაჭვის განლევას, მაგრამ ყოველწლიურად, ვნების ხუთშაბათს ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემებით, შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება... რეალურად კი – ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი, მათი ძველი ფენები, ქვედა შრეები ძალიან არქაულია. ზოგიერთი ციხის სტრუქტურა მიუთითებს, რომ იგი ფეოდალურ ხანაზე გაცილებით ადრეულ საუკუნეებშია ნაგები. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელი სათქმელია, რას იცავდნენ ეს უძველესი ციხეები – რა იყო მნიშვნელოვანი, რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?!

ნანა კვატაშიძე

 
 
rezolomi
post Aug 7 2010, 09:20 AM
წერილი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



საიტერესოა როგორ შეეფერება ვეფხისტყაოსანში ტარიელს რმელიც გვირაბში სამ დევს მოკლავს ანუ (ატლანტებს) და ბევრ ოქროს ნახავს, სხვა საცავში კი ისეთ აბჯარს და ხმალს, რომელსც ვერაფერი კვეთავს და ხმალს რომელიც ქაღალდივით ჭრიდა აბჯარს..
მგონი ზუსტად ამ რკინის დამუშავების ტექოლოგიაზეა ლაპარაკი ხო პლუს ამას ის რომ ვეფხის ტყაოსანი წინასწარმეტყველურია....



პაწაწინა სიხარული,
აშრიალდა გულში დინჯად,
მერე ქარად კი არა და
ზღვის ხმაურად გადაიქცა,
მერე ტალღებს შეერია,
ხან მოიქცა,ხან მიიქცა,
ზოგჯერ მთებში ხეტიალობს,
ხან ადგა და ხან წაიქცა,
ერთ ადგილას ვერც ჩერდება,
გაიქცა და გამოიქცა,
ვერ ისვენებს სიხარული,
ხან ცა უნდა,ხანაც-მიწა...
 
 
tmt
post Aug 7 2010, 08:31 PM
წერილი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ყველაზე უცნაურია ის, რომ ხვამლის კლდე პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად მოხსენიებული აქვს მწერალ ფანტასტ ჟიულ ვერნს სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ და ასე აღწერს იმ ადგილს: „სწორედ აქ, ამ მთებში, ჰორიზონტზე რომ აღმართულა ხომლის კლდე, რომელიც თანამედროვე ქალაქ ქუთაისს გადაჰყურებს.“ წარმოუდგენელია, საიდან უნდა სცოდნოდა ჟიულ ვერნს ასე ზუსტად ხვამლის მდებარეობის შესახებ, როცა, როგორც ცნობილია, თვითონ პარიზს არასდოს გასცილებია. ასე რომ, მრავალი წყაროს თანახმად, პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზე ყოფილა მიჯაჭვული, ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი გარკვეულ ცოდნასთან ასოცირდება, რომელმაც კაცობრიობა სულ სხვა საფეხურზე აიყვანა. და, ეს ცოდნა, როგორც ჩანს, უკავშირდება რკინას ანუ მეტალურგიას. ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს ოქროს საწმისსაც. ბერძნები აქ მართლა ტყავის წასაღებად ხომ არ მოვიდნენ?! ჩვენი აზრით, ესეც რკინის წარმოების საიდუმლოსთან უნდა იყოს კავშირში.

მაგას ვფიქრობ მეც -

პრო მეთე
მეთე ნიშნავს ცოდნას
 
 
rezolomi
post Aug 10 2010, 01:03 PM
წერილი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



rezolomi--
აქ შედი და ირინა ღამბაშიძეს დააწექი smile.gif http://rtv.ge/index.php?m=711&p=27
ეგ და ზემოთხენებული ინტერვიუც ჩემი დამონტაჟებულია.
აქვე ამბობს, რომ ეგვიპტელები ოქროს მაღაროდან მოპოვების აზრზეც არ იყვნენ როცა ჩვენთან მოიპოვებდნენო.
 
 
tmt
post Aug 10 2010, 04:48 PM
წერილი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



რეზო
ეს ნახე

http://saunje.ge/index.php?option=com_cont...=15&lang=ka
wink.gif
 
 
rezolomi
post Aug 12 2010, 06:46 AM
წერილი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



ღამბაშიძის ინტერვიუ ნანახი მქონდა ძალიან საინტერესოა ..........................................ერთხელა მახსოვს შემ მკითხე,
რომ ჩვენ ქართველებს, სახელMწიფოებრიობის, ათვლის წერტილი არა გვაქო. მაშინ მე გითხარი რომ როგორ არა 284წელი ქრისტემდე ფარნავაზის დროს. .....რა თქმა უნდა ეს პირობითია მაგრამ მაინც არის ატვლის წერტილი.
...................შემდგომმა დაკვირვებამ მიმიყვანა იმ აზრამდე რომ
----ებერიანთა შთამომავალთა ისტორიაზე, მსოფლმხედველობასა და კულტურაზე შეუძლებელია იმ ზოგადი საზომით მსჯელობა, რომელიც შეეფერება დანარჩენ კაცობრიობას - ადამიანთა უდიდეს ნაწილს. არ შეიძლება ებერიანთა ნათესაობისა თუ წარმოშობის კვალი კლასიკური და, მითუმეტეს, სტრუქტურული ლინგვისტიკის მექანიზმებით ვიკვლიოთ. შეუძლებელია ებერიანებს მივუსადაგოთ "ერის", "სახელმწიფოს", "ევოლუციის" და ა. შ. კლასიკურ პოლიტიკურ მეცნიერებაში დამკვიდრებულ ტერმინთა განმარტებები. ერთი სიტყვით, ებერიანებს ვერარას გავუგებთ კლასიკური, ზოგადსაკაცობრიო საზომით, რადგანაც ეს მოდგმა ამ საზომთა გაჩენამდე ფლობდა და განასახიერებდა სწორედ ამ საზომთა განმაპირობებელ და, ამასთან, მათი არსებობის თვითმიზნობრივ ღირებულებას - უ ფ ლ ი ს -მიერ დაშვებულ და კურთხეულ- ი ნ დ ი ვ ი დ უ ა ლ ი ზ მ ს, სხვათაგან გამორჩეულობას.
---"რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ" ............უბრალოთ დაგვავიწყდა რატომ ვართ მაგრები. Uფრო სწორეთ დაგავავიწყეს ----მაგას ყველაფერს რა თქმაუნდა მალევე აღვიდგენთ.................გაიხარე!!!! yes.gif
 
 
rezolomi
post Dec 31 2011, 09:42 PM
წერილი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



QUOTE
ძალიან მაგარია გახსოვს გოჩა როგორ ჩხუბობდა სად ეგვიპტური სიმდიდრე სად კოლხიდა და საქართველო და ბოლოს დავუმტკიცეთ რომ ეგვიპტელება ოქროს დამუშავება პროტოქართული სამყაროდან ისწავლეს ერთი ეს ნახე თუ არა გაქვს ნანახი ---- http://1tv.ge/video/7476 რეები აქვს გაკეთებული ბატონ გოჩას
ამ დიდებულ ქართველს....................................................wink.gif
 
 
tmt
post Jan 3 2012, 12:32 AM
წერილი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ვააა რეზო სად გაჩითე??????

smile.gif
 
 
qimera
post Jan 14 2012, 11:32 AM
წერილი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



 
 

2 გვერდები V   1 2 >
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 24th November 2017 - 02:04 PM