IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
 
გამოხმაურება  ახალი თემა
> რანი ვართ, საიდან მოვსულვართ, ბურუსით მოცული წარსული
tmt
post Sep 19 2010, 11:01 AM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ხშირად გვესმის ხოლმე, რომ ქართველები მივეკუთვნებით უძველეს მედიტერანულ რასას
და ჩვენი კულტურა ითვლის ათასწლეულებს...
ჩვენი ისტორია საიდუმლოებებითაა მოცული და დაკარგულია ჩვენი წარმომავლობის ბევრი საინტერესო დეტალი...
შემორჩა მხოლოდ სიმბოლოები, მითები და ძველი ადათ წესები...

ხშირად გვითქვამს კიდეც, რომ საქართველოს ისტორია თავიდანაა დასაწერიო...

ამ თემაში თავი მოვუყაროთ ისეთ ცნობებს, რომელიც ცოტათი მაინც მოჰფენს ნათელს ჩვენს ისტორიას.




წერილი შეიცვალა. tmt: Feb 6 2014, 03:40 AM
 
 
tmt
post Feb 6 2014, 03:43 AM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მთავარი სიმბოლო, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უძველეს სიმბოლოდ და თითქმის ყველგან გვხვდება
- არის ბორჯღალო

ეს არის მზის უძველესი სიმბოლიკა

ქართველები ხომ "მზის შვილები" იყვნენ!
აია - მზეს ნიშნავს და აიეტი კი - მზის შვილია.

ბორჯღალოზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი და მასზე მინდა ბევრი საინტერესო მასალის დადება....

ეთნოგრაფიულ მასალაში ყველა დედაბოძზე, ორნამენტებში, ყველა სკივრზე თუ ხის ნივთზე სწორედ მზეს ვაწყდებით






წერილი შეიცვალა. tmt: Feb 6 2014, 03:44 AM
 
 
rezolomi
post Feb 6 2014, 01:17 PM
წერილი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 130
რეგისტ: 19-January 10
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 1,088



“ბორჯღალი” არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული “ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში. დღევანდელ სალაპარაკო მეგრულში “ბჟა ბარჩხალია” – იტყვიან მცხუნვარე, მოკაშკაშე, სხივებდაფენილ მზეზე, საერთოდ მნათობებზე.

ზოგი მკვლევარი “ბორჯღალ”-ის განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: “ბორჯ” მეგრულად “დრო”-ს, “ჟამს” აღნიშნავს, ხოლო “ღალ” (ა) მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, “ბორჯღალ” დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა. აქვე აღსანიშნავია, რომ “ღალ” (ი) მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია.

ზოგი მკვლევარის მიხედვით ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს “ფესვს, საძირკველს”, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა “ბურჯი”. სიტყვა “ღალ” ნიშნავს „წმინდა (ჯანსაღ)ნაყოფს”, „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალო სიტყვა-კომპოზიტია და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. იკითხება, როგორც ბურჯიდან (ბორჯი), იგივე წმინდა ფესვიდან აღმოცენებული „წმინდა“ (ჯანსაღი) ნაყოფი.
 
 
tmt
post Feb 6 2014, 07:34 PM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



QUOTE
სიტყვა “ღალ” ნიშნავს „წმინდა (ჯანსაღ)ნაყოფს”, „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“.

ეს საინტერესო დეტალია - ბორჯღალო ხომ მზის სიმბოლო იყო
მზე კი მოსავლის მიღებისთვის მთავარი ძალაა,
მიწა + მზე + წყალი.
მიწა იყო მამაკაცი, მზე - ქალი
მიწის სიმბოლო იყო ხარი
ხარი ხნავდა მიწა - ხარის და მზის "წმინდა კავშირით" святой брак კი
მიიღებოდა ნაყოფი - მოსავალი/
საინტერესო ისაა, რომ მამაკაცის სიმბოლო იყო მთვარე,
ქალისა კი მზე.


სიტყვა "ბურჯი" აუცილებლად იქნება დაკავშირებული ასევე დედაბოძთანაც...
ეს ხომ სახლის ბურჯია.


ეს უკრაინაში ნაპოვნი სვასტიკაა - ალბათ ყველაზე ძველი...


ICE AGE SWASTIKA FROM UKRAINE.
გამყინვარების პერიოდის დროინდელი, მსოფლიოში უძველესი ძვალზე ამოკვეთილი სვასტიკის გამოსახულება უკრანაშია ნაპოვნი და მისი ასაკი 12 000 წელია. ჩერნიგოვის ოლქში გამოვენილი არტეფაქტები მეზინის პალელითური კულტურის ნაწილია, რომელიც მდინარეების დონის და და დესნას შუა წელზე ვითარდებოდა.
Mezine is a place in the Ukraine having the most artifacts from the Paleolithic culture. Near to Mezine was found the earliest known example of a swastika-like form (carved on an ivory figurine), as part of a decorative object, found on an artifact dated to 12 000 B.C.

სვასტიკაც ბორჯღალოს ერთ ერთი ვარიანტია და ასევე დაკავშირებული დროთა ცვლასთან და მზესთან.


სხვათაშორის მთელს ანატოლიაში და განსაკუთრებით კაპადოკიაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ბორჯღალო
თითქმის ყველა სახლზეა ამოტვიფრული
რომ ვკითხე რას ნიშნავს თქო - ყავავილიაო მიპასუხეს.
დავიწყებული ჰქონდათ მისი ძველი მნიშვნელობა



ანუ ბორჯღალო ეს არის უძველეს მიწათმოქმედთა სიმბოლო.

წერილი შეიცვალა. tmt: Feb 6 2014, 07:39 PM
 
 
tmt
post Feb 6 2014, 08:07 PM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ბორჯღალო და სვასტიკა იმდენად გავრცელებული სიმბოლოები იყო ძველ სამყაროში, რომ ის ქრისტიანობაშიც გადმოვიდა
და ქრისტიანულ ტაძრებზეც გამოისახებოდა.
სვეტიცხოველზე ორივე სიმბოლო გვაქვს - ბორჯღალოც და სვასტიკაც

ეს სამხრეთ კედელზეა



ეს კი ჩრდილოეთ კედელზეა



საინტერესოა მათი განლაგება სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს -
ამასთან დაკავშირებით რამე საინტერესო ვერსია ხომ არ გაქვთ?
იქნებ არაა შემთხვევითი მათი ასეთი განლაგება?


rezolomi
შენს მიერ მოყვანილ ტექსტში არის ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც არ მიაქციე ყურადღება

QUOTE
ზოგი მკვლევარი “ბორჯღალ”-ის განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: “ბორჯ” მეგრულად “დრო”-ს, “ჟამს” აღნიშნავს, ხოლო “ღალ” (ა) მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, “ბორჯღალ” დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა.

მოდი ერთ საინტერესო თემაზე დაგელაპარაკები
და ვნახოთ რამდენად მართალი ვარ ამ მოსაზრებაში...

სვასტიკა და ლაბირნთი


ესაა ლაბირნთის ერთ ერთი ყველაზე ძველი გამოსახულება..
ცენტრში სვასტიკაა...

ასეთი გამოსახულება მრავლად მაქვს ნანახი
მაშინ რა გამოდის?
თუ სვასტიკა და ბორჯღალო მზეა
შვიდი შრე ლაბირინთისა კი შვიდი პლანეტა

გამოდის რომ ძველად იცოდნენ ჰელიოცენტრული მოდელის შესახებ?
კოპერნიკამდე 3500 წლით ადრე???
 
 
ქურუ......
post Mar 7 2014, 10:16 AM
წერილი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
წერილები: 1
რეგისტ: 7-March 14
წევრის ნომერი: 1,420



3500 წლის წინ უფრო მეტი იცოდნენ ვიდრე დღეს... wink.gif რაღაცამ შეაჩერა და გააქრო ადამიანის გონებრივი განვითარება, ცივილიზაციები გაქრა, რამაც ცოდნაც გააქრო. ჩვენ დღეს ვხსნით ჩვენთვის სასურველად იმ ყველა ცივილიზაციის კვალს რომელიც შემორჩა, რეალურად კი ვერაფერს ვხსნით. თუმცაღა გეთანხმები იმაში რომ ისტორია ხელახლაა დასაწერი smile.gif მხოლოდ საქართველოსი კი არა... მსოფლიოს ისტორია, მათ შორის საქართვლოსიც.
 
 

გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 23rd October 2017 - 12:58 PM