IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
3 გვერდები V  < 1 2 3  
გამოხმაურება  ახალი თემა
> ორსულობა
dluncha_bimi
post Apr 12 2010, 05:35 PM
წერილი #31


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817





ბოლო წლებში დაბადებამდე პატარასთან ურთიერთობა ფართო განხილვის საგნად იქცა.
იწერება წიგნები, იხსნება კურსები, ხდება ახალი მეთოდიკების ათვისება...
მიდის საუბრები არა მარტო ნაყოფის განვითარების დიაგნოსტიკაზე, არამედ პრენატალურ ფსიქოლოგიაზე და პრენატალურ აღზრდაზეც კი – ბავშვის აღზრდაზე დაბადებამდე. მეცნიერება წინ მიდის და დღეისათვის ემბრიონის განვითარებაზე ძალიან ბევრი რამ გახდა ცნობილი.
თუმცა ბავშვთან დაბადებამდე უთიერთობის საკითხი დღესაც ძალზე აქტუალურია და ბოლომდე არ არის შესწავლილი.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იმის გაგება, თუ ვისთან ვურთიერთობთ. საამისოდ კი უნდა წარმოვიდგინოთ თუ როგორ ხდება ბავშვის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში.დღეს უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ ახალშობილი ამ სამყაროს ევლინება შთაბეჭდილებების დიდი მარაგით.
ის შეგრძნებებს გრძნობის ყველა ორგანოს საშუალებით იღებს. ახალშობილს გააჩნია გრძნობის ხუთივე ორგანო: მხედველობის,
სმენის, ყნოსვის, შეხების და გემოს შეგრძნების ორგანოები.
ამ ეტაპზე უკვე საკმაოდაა შესწავლილი კვირების მიხედვით მუცლადყოფნის პერიოდში პატარას განვითარება.

მესამე კვირის ბოლოდან მას უკვე უცემს გული.

მეხუთე კვირაზე იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანის განვითარებაში: იწყება ტვინის ქერქის ხვეულების ფორმირება, რაც მომავალში მზარდ ორგანიზმს მისცემს მოძრაობის, აზროვნების, ლაპარაკის, შემოქმედების საშუალებას.

მეცხრე კვირაზე ნაყოფის ენაზე უკვე ჩნდება გემოვნების რეცეპტორები და მას შეუძლია გაარჩიოს მის ირგვლივ არსებული სანაყოფე
სითხის გემო და მოახდინოს მასზე რეაგირება.

მეათე კვირაზე მგრძნობიარე ხდება კანის მთელი ზედაპირი.

მეათე-მეთერთმეტე კვირა-ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვი გარკვევით გრძნობს შეხებას, სითბოს და სიცივეს, ტკივილს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მან უკვე იცის ამ იმპულსებზე რეაგირება. თუ შეგრძნებები მისთვის უსიამოვნოა, ის იცვლის მიმიკას.

მეთექვსმეტე კვირაზე ბავშვს უვითარდება სმენა. თავიდან მას დედის სხეულის ბგერები ესმის: გულისცემა, სისხლის ხმაური, პერისტალტიკის ბგერები. ის მათ დახშული სახით ღებულობს, რადგან ეს ბგერები წყლის გარემოს გავლით აღწევენ ბავშვამდე. შემდგომში ბავშვი ნელ-ნელა იწყებს გარე ბგერათა გაგონებასაც. დადგენილია ის ფაქტი, რომ მას შეუძლია ცალკეულ ბგერათა “დამახსოვრება” ,
ხმათა გარჩევა. ამ ეტაპზე ნაყოფს განვითარებული აქვს მგრძნობიარობის თითქმის ყველა ფორმა.

მეთვრამეტე კვირაზე ბავშვი თითებით ეხება ჭიპლარს, ამოძრავებს ხელებს, ეხება სახეს და ხელებით იფარავს მას უსიამოვნო ბგერების გაგონებაზე.
დაახლოებით მეოცე კვირაზე დედა გრძნობს პატარას მოძრაობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ხომ თქვენს პატარასთან პირველი შეხვედრაა-სხეულისმიერი კონტაქტი!

ორსულობის მეექვსე თვეზე ბავშვს ესმის, გრძნობს გემოს. ის რეაგირებს მაშინ, როდესაც თქვენ მუცელს ხელს შეახებთ.
მეცხრე თვეზე პატარას უვითარდება მხედველობა.

მაშ ასე, ჩვენ მოკლედ გავეცანით ნაყოფის გრძნობის ორგანოთა განვითარების საკითხს მუცლადყოფნის პერიოდში. სწორედ ამ ცოდნას ემყარება ბავშვთან დაბადებამდელი ურთიერთობის სხვადასხვა თეორია.


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
dluncha_bimi
post Jul 27 2010, 10:55 AM
წერილი #32


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817





--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
dluncha_bimi
post Oct 7 2010, 10:55 AM
წერილი #33


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



როდის არის ორსულობა სარისკო



ზოგი ქალისთვის ორსულობა დიდი რისკია. მართლაც რომ დიდი. არა იმიტომ, რომ მშობიარობა მოულოდნელობებით არის აღსავსე.
არც იმიტომ, რომ ზოგჯერ ორსულობა რთულდება...
ხდება ხოლმე, რომ მძიმედ (ან არცთუ ისე მძიმედ) დაავადებული ქალი ერთ მშვენიერ დღეს შეიტყობს, რომ მალე დედა გახდება. როგორ მოიქცეს? ინერვიულოს? გარისკოს? ამ კითხვებზე პასუხი გინეკოლოგს უთუოდ ექნება, მანამდე კი ამაზე ჩვენ გესაუბრებით.

გაუფრთხილდით გულს
ფეხმძიმობა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მეტისმეტი დატვირთვაა, თანაც სტრესი მთელი ცხრა თვე გრძელდება. სისხლის მოცულობა მთელი 40%-ით იზრდება, გული წუთში 30%-ით მეტ სისხლს გადატუმბავს. წარმოიდგინეთ, რამხელა ჯაფა დაადგება გულსა და სისხლძარღვებს, რომლებსაც მანამდეც ჰქონდა პრობლემები! რა ვიღონოთ ამ შემთხვევაში?
გულის მანკი სახიფათო დიაგნოზთა რეიტინგში ლამის პირველობს. მიუხედავად ამისა, მრავალი ქალი არად აგდებს ამ პრობლემას და დედობისთვის ემზადება. არსებობს ამ პათოლოგიის სხვადასხვა ნაირსახეობა. შესაბამისად, განსხვავებულია მიმდინარეობაც და პროგნოზიც. რიგ შემთხვევაში, როდესაც გულის ნაკლოვანება მეტისმეტად მძიმეა, ორსულობა დაუშვებელია, მსუბუქი დეფექტის დროს კი მოლოდინის ცხრა თვე სპეციალისტის მეთვალყურეობით, როგორც წესი, უსიამოვნებათა გარეშე ჩაივლის.
უთუოდ მიმართეთ სპეციალისტს, თუ:
. იგრძენით, რომ სუნთქვა გიჭირთ;
. თავი იჩინა ძლიერმა შეშუპებამ;
. სწრაფად მოიმატეთ წონა;
. რამდენიმე დღეა (ან რამდენიმე საათია), გულისცემის აჩქარებას, ცვალებად პულსს მძაფრად შეიგრძნობთ;
. მოდუნებული ხართ, თვლემა გერევათ (თუმცა ძილი არ გაკლიათ), სწრაფად იღლებით;
. გულმკერდის არეში ტკივილს შეიგრძნობთ.
სხვა რისკები
ბრონქული ასთმა. ზოგჯერ დაავადება ორსულობისას უფრო მეტად მძიმდება, თუმცა ხშირად პირიქითაც ხდება – მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.
სტატისტიკის მიხედვით, ასთმიან ქალთა მეოთხედს ორსულობის დროს მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნება, ხოლო ამდენივეს – გაუარესება.
მკურნალობა ორივე შემთხვევაში იმავე სქემით მიმდინარეობს, როლითაც ორსულობამდე (ძირითადად – ინჰალაციის სახით).
ასთმური შეტევა ნაყოფის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს, არ იწვევს მის ჰიპოქსიას (ჟანგბადოვან შიმშილს). ჟანგბადის დეფიციტს მხოლოდ მომავალი დედის ორგანიზმი განიცდის.
თუ ორსულის მდგომარეობა შესამჩნევად დამძიმდა და ასთმური შეტევები გახშირდა, შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობა დაიწყოს.
პიელონეფრიტი თირკმლის ფიალების ანთებაა, რომელსაც მათში ჩასახლებული მიკროორგანიზმები იწვევენ. თუ თირკმელებიდან შარდის გადინება რაიმე მიზეზით შეფერხდა, ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური პირობები იქმნება. სწორედ ასე ხდება ორსულობისას: ნაყოფი აწვება შარდსაწვეთებს, რომლებითაც თირკმელებიდან, უფრო ზუსტად, თირკმლის ფიალებიდან შარდი შარდის ბუშტში ჩაედინება. შედეგად შარდი ფიალებში გუბდება და ბაქტერიებიც მრავლდება.
თუკი ქალს ქრონიკული პიელონეფრიტი აქვს, ორსულობისას მის გამწვავებას უნდა ელოდოს, რეგულარულად იკეთოს ანალიზები და თვალყური ადევნოს საკუთარ ჯანმრთელობას: ტკივილი წელის არეში, სხეულის ტემპერატურის მატება, შარდში ცილისა და ბაქტერიების მომრავლება თირკმლის ანთებით ცვლილებაზე მეტყველებს.
ადეკვატური მკურნალობის ფონზე ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, უყურადღებობის შემთხვევაში კი მოსალოდნელია ნაყოფის ინფიცირება.
მეტად საშიშია მდგომარეობა, როდესაც პიელონეფრიტთან ერთად ქალს აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის უკმარისობა ან სულაც ერთადერთი თირკმლის პიელონეფრიტი. ასეთ შემთხვევაში სპეციალისტები ქალს ორსულობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
შაქრიანი დიაბეტი – ორსულობისას ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელ თავისებურებათა შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, ამიტომ ამჯერად ამ საკითხს ორიოდე სიტყვით შევეხებით.
გინეკოლოგები განასხვავებენ დიაბეტის ორ ფორმას: პრეგესტაციურს, რომელიც დაორსულებამდე ვლინდება და გესტაციურს, რომელიც მხოლოდ ორსულობისას იჩენს თავს და ამიტომ ორსულთა დიაბეტსაც უწოდებენ.
დიაბეტიანი ქალისთვის დაორსულება ერთგვარი რისკია, მაგრამ მუდმივი კონტროლის პირობებში სავსებით შესაძლებელია, ორსულობა ნორმალურად წარიმართოს. რაც შეეხება მშობიარობას, ასეთ ქალებს ხშირად საკეისრო კვეთას ურჩევენ, რათა დაზოგონ თვალი (ამ პათოლოგიის დროს ხშირად ყალიბდება დიაბეტური რეტინოპათია, რაც ბადურის ჩამოშლის საშიშროებას ქმნის), თირკმელები და, რაც მთავარია, ნაყოფი, რომელიც შაქრიანი დიაბეტის დროს მეტწილად ნორმაზე დიდია და ტრავმირების საფრთხე ემუქრება.

წყარო: http://www.aversi.ge/main.php?lang=geo&id=1307


წერილი შეიცვალა. dluncha_bimi: Oct 7 2010, 10:58 AM


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
dluncha_bimi
post Oct 7 2010, 11:06 AM
წერილი #34


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817





რა მიგვანიშნებს მშობიარობის მოახლოებაზე

ჯერ კალენდარს შეჰყურებ და თვეებს ითვლი, შემდეგ – კვირებს, ბოლოს კალენდარს ზედაც აღარ უყურებ,
სამაგიეროდ, საათს არ აშორებ თვალს – ცხრათვიანი ლიმიტი ამოიწურა!
ორსულობის დასასრულს ასეთი მღელვარება სავსებით გასაგებია – პაწიას დაბადებამდე ხომ სულ ცოტა დრო დარჩა.
გარდა კალენდრისა, რამ უნდა აფიქრებინოს ორსულს, რომ მშობიარობა მოახლოვდა? მოდით, გავარკვიოთ.
ბოლო აკორდი
ორსულობის მიწურულს (მას მესამე ტრიმესტრსაც უწოდებენ) ქალს ხშირად ახსენებს თავს უჩვეულო ნიშნები, რომლებიც მშობიარობის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო ინტენსიური ხდება:
. გულძმარვა. ეს იმის ბრალია, რომ გაზრდილი ნაყოფი ნაღვლის ბუშტს აწვება. გარდა ამისა, ორსულობის ჰორმონების გავლენით ნაღველი ჭარბად წარმოიქმნება, თორმეტგოჯა ნაწლავიდან კუჭში ამოიტყორცნება და წვის შეგრძნებას ბადებს.
. ყაბზობა. გარდა იმისა, რომ დიდი ზომის ნაყოფი ნაწლავებს აწვება, თავიანთ საქმეს აკეთებენ ჰორმონებიც, რომელთა ზემოქმედებით ნაწლავების კედელი დუნდება და შეკრულობას იწვევს.
. ვენების ვარიკოზული გაგანიერება. სწორედ ზემოხსენებული ორსულობის ჰორმონების ბრალია, ვენების კედელი ტონუსს რომ კარგავს, რასაც გაგანიერება მოყვება. ამიტომაც ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში ქალები ხშირად უჩივიან ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნებას, კოჭ-წვივის სახსრის შეშუპებას და ფეხებზე სისხლძარღვოვანი აბლაბუდას გაჩენას, რაც გაგანიერებული და დაკლაკნილი ვენების ნიშანია.
. ტკივილი მუცლის არეში. ფეხმძიმობის მიწურულს ნაყოფი მეტად ინტენსიურად იმატებს ზომა-წონას და ლამის მთელ მუცლის ღრუს იკავებს. ორსულობის მე-40 კვირას პაწიას წონა 3-4 კგ-ს აღწევს, სიგრძე კი დაახლოებით 50 სმ-ს. მართალია, პატარა გიგანტს საშვილოსნოში მიბრუნება-მობრუნება უჭირს, მაგრამ თუ მოინდომა, ისე მძლავრად მოიქნევს კიდურს, რომ დედიკოს შეიძლება სუნთქვაც კი შეეკრას. ასე მეტწილად მაშინ ხდება, როდესაც ბავშვი თავით წინ მდებარეობს და მოქნეული კიდური ნაღვლის ბუშტს ხვდება. გარდა მუცლისა, ტკივილი ხშირად იჩენს თავს წელისა და ბოქვენის ძვლის არეშიც.
. კანის ძლიერი ქავილი. ამგვარი დისკომფორტი იმის ბრალია, რომ მუცლის კანი ძლიერ იჭიმება, რაც კანში არსებული რეცეპტორების გაღიზიანებას განაპირობებს.
. ქოშინი. ნაყოფის ზრდის კვალდაკვალ დიაფრაგმა სულ უფრო მაღლა იწევს და ფილტვებს აწვება. ამიტომაც არის, რომ ორსულს მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც კი უჭირს სუნთქვა.
. შარდვის გახშირება. ამგვარ დისკომფორტს ისევ და ისევ გაზრდილი ნაყოფი იწვევს. იგი აწვება საშარდე ბუშტს და ეს ორგანო უწინდებურად ბევრი სითხის შეკავებას ვეღარ ახერხებს.
. სისხლძარღვოვანი პრობლემები. ყველაზე ხშირად თავს იჩენს გინგივიტი (ღრძილების ანთება), რომელიც სისხლდენით ვლინდება და დიდ უხერხულობას უქმნის ორსულს. არცთუ იშვიათად ფეხმძიმეს ცხვირიდან სისხლდენა უვითარდება. ესეც ჰორმონული ძვრების ბრალია.
სტარტი
ახლა კი ის ნიშნები ჩამოვთვალოთ, რომლებიც მშობიარობის მოახლოებაზე მიუთითებს:
. ცრუ ჭინთვები. ამ დროს საშვილოსნო ფიცარივით მაგრდება და კვლავ დუნდება. ამგვარად ის მშობიარობისთვის ემზადება, თუმცა ბავშვის დაბადება წუთი-წუთზე ნამდვილად არ არის მოსალოდნელი. ცრუ ჭინთვების დროს საშვილოსნოს ყელი არ იხსნება, ასე რომ, პატარას მცირე ხანს კიდევ მოუწევს მოცდა.
. ლორწოვანი საცობის მოცლა. საშვილოსნოს ყელის არხში გროვდება ლორწო, რომელსაც ირგვლივ არსებული ჯირკვლები მშობიარობამდე დაახლოებით 1-2 კვირით ადრე გამოიმუშავებს. ისიც შეიძლება, ლორწოთი არხი უშუალოდ მშობიარობის წინ ამოივსოს.
ლორწო, რომლის მოცულობა დაახლოებით 20 მლ-ია, ერთგვარ დამცავ ფუნქციას ასრულებს: იგი საშვილოსნოს ინფექციური აგენტებისგან იცავს.
ლორწოს მოცილება, რომელსაც ხშირად სისხლის მინარევი მოყვება, მშობიარობის წინ ნორმალურია, მაგრამ თუკი ლორწოვანი საცობი მშობიარობის სავარაუდო ვადამდე ორი კვირით ადრე მოსცილდა, უთუოდ ექიმს უნდა მიმართოთ.
. მუცლის დაწევა. ამ ნიშანს წინათ დიდ ყურადღებას აქცევდნენ: „მუცელი დაგეწია? პატარას რამდენიმე საათში ელოდეო“. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მუცელი ასე უმეტესად პირველი ორსულობის, თავით წინამდებარეობის დროს იწევს.
. წონის კლება. ზოგიერთს მშობიარობამდე მცირე ხნით ადრე მადა ეკარგება. ამის მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონული ფონის ცვლილებაა.
. უგუნებობა. ხშირად ფეხმძიმეს, რომელიც დღე-დღეზე ელის პაწიას, მარტოობის სურვილი უჩნდება. მას აღარ მოსწონს ხმაურიანი საზოგადოება, ერიდება ნაცნობებთან კონტაქტს. ამაში უჩვეულო არაფერია. მღელვარება და შფოთვა ბავშვის დაბადებისთანავე გაივლის.
... და ფინიში
მშობიარობის დაწყების პირველი ნიშანი ყველაზე ხშირად ჭინთვები გახლავთ. ამ დროს საშვილოსნო რეგულარულად იკუმშება, აღმოცენდება ტკივილი. ცრუ ჭინთვებისგან განსხვავებით, ასეთი შეტევა ნაყოფის გამოძევებით ანუ მშობიარობით სრულდება.
ჭინთვები თავდაპირველად იშვიათია, ინტერვალიც – ხანგრძლივი, მერე და მერე საშვილოსნოს შეკუმშვა ხშირდება (ყოველ 5 წუთში ერთხელ), ინტენსიური და ძლიერი ხდება, რასაც მოჰყვება კიდეც ტკივილი.
მშობიარობა შეიძლება არა ჭინთვებით, არამედ სანაყოფე წ ყ ლ ებ ი ს დაღვრით დაიწყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მეან-გინეკოლოგს დროულად უნდა მიმართოთ. უწყლო პერიოდის გახანგრძლივება არამც და არამც არ შეიძლება, ვინაიდან ამ დროს მაღალია საშვილოსნოსა და ნაყოფის ინფიცირების რისკი.

წყარო: http://www.aversi.ge/main_jurnal.php?lang=...27&cat_id=2


წერილი შეიცვალა. dluncha_bimi: Oct 7 2010, 11:07 AM


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
dluncha_bimi
post Oct 7 2010, 11:10 AM
წერილი #35


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



ლოგინობის ხანის პრობლემები

რას უნდა ველოდეთ
ბედნიერი, საოცრად ბედნიერი – ეს ის ერთადერთი განცდაა, რომელიც ქალს მშობიარობის შემდეგ ეუფლება. უფრო სწორად, თითქმის ერთადერთი, რადგან ახალნამშობიარევისთვის არც დაღლილობა, დისკომფორტი და განწყობის ცვალებადობაა უცხო. თუ ორსულობის დროს წონაც მოიმატა, მისი დაკლება კიდევ ერთ თავსატეხად ექცევა.
ჩვენში ორსულობის შემდგომ პერიოდს ლოგინობის ხანას ეძახიან. წამოწოლა და დასვენება ქალს ამ პერიოდში ნამდვილად არ აწყენდა, მაგრამ ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული საზრუნავი ამის საშუალებას იშვიათად იძლევა. მით უმეტეს, როცა სხვა პრობლემებიც თავზე საყრელადაა. ამჯერად სწორედ მშობიარობის შემდგომ პრობლემებზე გესაუბრებით და იმასაც გაგიმხელთ, როგორ დააღწიოთ მათ თავი.
პატარ-პატარა უსიამოვნებები
მელოგინეს უმეტესად აწუხებს:
. მკერდის ტკივილი. რძის მოდინების პერიოდში სარძევე ჯირკვლები შუპდება და მტკივნეული ხდება. მათი დაცლისთანავე დისკომფორტი ქრება. ეს პრობლემა უმეტესად ლაქტაციის დასაწყისში იჩენს თავს სულ რამდენიმე დღით.
. ეპიზიოტომიის შედეგი. მშობიარობის დროს ხშირად საჭირო ხდება საშოს შესასვლელთან, შორისის მიდამოში, განაკვეთი გაკეთდეს. შემდეგ ამ ჭრილობას კერავენ. ამის გამო მელოგინეს გარკვეული ხნის განმავლობაში, ვიდრე ჭრილობა ბოლომდე შეხორცდება, უჭირს ჯდომა. შესაძლოა, ტკივილი გაამძაფროს ცემინებამ და ხველებამ.
. ბუასილი. მშობიარობის დროს ეს პათოლოგია, წესისამებრ, მწვავდება. არც ის არის გამორიცხული, ჰემოროიდულმა კვანძებმა პირველად სწორედ ამ დროს წამოყონ თავი.
. ყაბზობა. მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ნაწლავებმა შესაძლოა მოქმედებაზე უარი განაცხადონ, ხოლო მათი მოქმედების დროს, თუ ქალს შორისის მიდამოში ნაკერები ადევს ან ბუასილი აწუხებს, ძლიერ ტკივილსა და დისკომფორტს განიცდის.
. ალები. წამოხურების მსუბუქი შეგრძნება ჰორმონული დისბალანსის ბრალია, თუმცა ჰორმონული ფონი მალევე დგება მწყობრში.
. შარდის შეუკავებლობა. მშობიარობის დროს, განსაკუთრებით – მისი გახანგრძლივებისას, შესაძლოა შორისის კუნთები ზომაზე მეტად დაიჭიმოს და შარდსადენის სფინქტერი მწყობრიდან გამოვიდეს. ამ დროს ხველება და ცემინება უნებლიე შარდვას იწვევს – შარდსადენიდან შარდი წვეთებად მოედინება. ამგვარი დისკომფორტი, როგორც წესი, დროებითია.
. გამონადენი საშოდან. ის მენსტრუაციულ სისხლდენაზე გაცილებით უხვია, შეიცავს კოლტებს და დიდხანს არ წყდება – უმეტესად თვეზე მეტხანს გასტანს.
. ჭარბი წონა. განურჩევლად იმისა, რამდენი კილო მოიმატა ქალმა ორსულობისას, მშობიარობის შემდეგ ზედმეტი კილოგრამებისგან სწრაფად გათავისუფლებას ლამობს. მშობიარობის დასრულებისთანავე გარკვეული (ნაყოფის, პლაცენტისა და სანაყოფე წ...ბის) წონა ქალს ყოველთვის აკლდება, თუმცა ეს ხშირად სულაც არ არის საკმარისი.
. დეპრესია. მსუბუქი ნაღვლიანობიდან მძიმე დეპრესიამდე – განწყობის ასეთი ცვალებადობა ცვლილება მელოგინეებს არცთუ იშვიათად აწუხებთ. ეს საშიში არ არის. მშობიარობისშემდგომ შემოპარულ ნაღველს ამერიკელი ექიმები “ბეიბი ბლუზს” უწოდებენ და ოჯახის წევრებს სთხოვენ, გაგებით მოეკიდონ ქალის ჭირვეულობას, რადგან ის მალე თავისთავად გაივლის. თუმცა ორსულთა დაახლოებით 20%-ს დეპრესია დიდხანს რჩება. განწყობის ცვალებადობაც გაცილებით მძაფრია. ამ მდგომარეობას მშობიარობის შემდგომი დეპრესია ეწოდება და მკურნალობას მოითხოვს.
ყველაფერი გაივლის
ორგანიზმი თვეობით ემზადება მშობიარობისთვის, შემდეგ კი დრო სჭირდება, რათა კვლავ მწყობრში ჩადგეს. ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში სარეაბილიტაციო პერიოდი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე საკეისრო კვეთისას.
საკეისრო კვეთის შემდეგ მძაფრი ტკივილი ორი დღის მანძილზე გრძელდება, მერე კი თანდათანობით იკლებს. ამ პერიოდში მელოგინეს, წესისამებრ, ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ.
ოპერაციის შემდეგ უთუოდ ჰკითხეთ სპეციალისტს, როდის არის რეკომენდებული შხაპის მიღება, რამდენად უსაფრთხოა ბავშვის ხელით ტარება და ა. შ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, როგორც კი შეამჩნევთ ჭრილობის სიწითლეს, შეშუპებას, აუტანელ ტკივილსა და გამონადენს.
ვაგვარებთ პრობლემებს
დისკომფორტი, რომელიც მშობიარობის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს, არცთუ ისე ძნელი მოსაგვარებელია:
. შორისის ჭრილობის დასაამებლად კარგია მჯდომარე აბაზანების მიღება, ყინულის ღრუბლის დადება. ჭრილობის არე ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ დაიბანეთ. ჩასაბანად თავდაპირველად გრილი წყლის გამოყენება მოგიხდებათ, შემდეგ თბილზე გადადით.
. ყინულის დადება და მჯდომარე აბაზანების მიღება ჰემოროიდული კვანძების დასაამებლადაც გამოგადგებათ. შეკრულობისა და ბუასილის სამკურნალოდ სანთლები თვითნებურად არამც და არამც არ შეარჩიოთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
. ყაბზობის პროფილაქტიკისთვის, ისევე როგორც ბუასილის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესოა ბევრი სითხისა და უჯრედისით მდიდარი საკვების (ხილისა და ბოსტნეულის) მიღება.
. მშობიარობის შემდგომი შარდის შეუკავებლობა თავისთავად გაივლის, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება,
დისკომფორტის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ჰიგიენური საფენები ატაროთ.
და თუ ვერ ვაგვარებთ...
ვუხმობთ ექიმს.
სპეციალისტს მიმართეთ, თუკი:
. სხეულის ტემპერატურამ უეცრად 38 გრადუსამდე ან მეტად აიწია;
. საფენის გამოცვლა გაცილებით ხშირად გიწევთ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სისხლდენამ მოიმატა.
. საფენზე კოლტები მეტისმეტად უხვად რჩება.
. ჭრილობა, საკეისრო კვეთის შედეგი იქნება ის თუ ეპიზიოტომიისა, შეწითლდა, შესივდა და უფრო მტკივნეული გახდა.
. სარძევე ჯირკვლები ძლიერ გაგიმაგრდათ, გტკივათ და სიცხემაც აგიწიათ;
. საშოდან გამონადენი სუნიანი გახდა.
. დაგეწყოთ მტკივნეული შარდვა ან შარდს პრაქტიკულად ვეღარ იკავებთ.
. შეგაწუხათ ხველამ, გულმკერდის ტკივილმა ან გულისრევამ და პირღებინებამ.
. საკუთარ თავს ხასიათის მკვეთრი ცვლილება, პერმანენტული დეპრესია შეამჩნიეთ.

წყარო: http://www.aversi.ge/main_jurnal.php?lang=...08&cat_id=2


წერილი შეიცვალა. dluncha_bimi: Oct 7 2010, 11:11 AM


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 

3 გვერდები V  < 1 2 3
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 24th July 2019 - 05:29 AM