IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

პროფილი
ფორუმელის ფოტო
რეიტინგი
 
Personal Statement
:))))))
პერსონალური ინფორმაცია
naati
Advanced Member
27 წლის
მდედრობითი
VErA
Born სექტემბერი-21-1991
ინტერესები
The beatles... Across The Universe... Yahoo... Matematika...
სტატისტიკა
რეგისტრ: 23-July 08
პროფილის ნახვები: 15,222*
ბოლოს იყო: 23rd February 2011 - 08:17 PM
ლოკალური დრო: Aug 22 2019, 06:19 PM
1,086 წერილები (0 წერილი დღეში)
AIM ინფორმაცია არ არის
Yahoo ინფორმაცია არ არის
ICQ ინფორმაცია არ არის
MSN ინფორმაცია არ არის
* პროფილების ნახვა ახლდება საათობრივად

naati

Members

***


თემები
წერილები
კომენტარები
ამხანაგები
My Content
19 Dec 2009



ნიკოლოზობა


ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 19 დეკემბერს ნიკოლოზობის დღესასწაულს - წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. მარტო თბილისში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა, ხოლო 22 მაისს - როცა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. ყველაზე მეტად წმინდანს მეზღვაურები სცემენ თაყვანს.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი. სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა.
სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს. მშობლებიც უწყობდნენ ხელს ბიჭს ასეთი ხასიათის ჩამოყალიბებაში. ისინი არა მარტო სახლში, გზაშიც კი არ წყვეტდნენ ნიკოლოზის ქრისტიანულ აღზრდას და მათი სწავლება ისე მტკიცედ გაუჯდა ბავშვს, რომ ბავშვობიდანვე შეიყვარა გლახაკები. არასდროს ისე არ ჩაუვლიდა, სანუგეშო სიტყვა რომ არ ეთქვა და მოწყალება არ მიეცა მათთვის. ამის შემხედვარე ბიძამ, პათარას ეპისკოპოსმა, დაარწმუნა მშობლები, მიეცათ შვილი ღვთის სამსახურში და მათი ნებართვით აიყვანა იგი მღვდლის ხარისხში.
წმინდა ნიკოლოზს არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება. მღვდელთმთავრობისას კი უფრო მკაცრ მოსაგრეობას ეწეოდა, იყო განუწყვეტლივ მღვიძარებაში, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში, სულ უფრო მაღლა და მაღლა იწევდა სრულყოფილების საფეხურებზე, სულ უფრო უახლოვდებოდა უსხეულო მდგომარეობას.
როცა მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს, წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკ ადამიანს შესწია. ყოველივე ამას აკეთებდა უჩუმრად, სხვებისაგან დამალულად.
შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად. პალესტინაში წმინდა ნიკოლოზმა მოიარა ყველა წმინდა ადგილი, თაყვანი სცა უფლის საფლავს, გულმხურვალედ ილოცა გოლგოთაზე, უფლის ჯვარცმის ადგილზე. არსებობს გადმოცემა, რომ იერუსალიმის ტაძრის კარები ნიკოლოზის მიახლოებისას თავისთავად გაიღო და იგი დაუბრკოლებლივ შევიდა მასში.
სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლოზი ქალაქ მირონში წავიდა. იქ იგი ეპისკოპოსად აირჩიეს. აძლიერებდა წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს. იგი მფარველი ანგელოზივით ეცხდებოდა ყველა დევნილს, თავისი სათნო სიტყვითა და ნუგეშით ამხნევებდა ყველას. ამისთვის იგი შეიპყრეს და სხვებთან ერთად დილეგში ჩააგდეს. იგი მხნედ იტანდა შიმშილს, წყურვილს, ტანჯვას. საპყრობილეშიც ქადაგებდა ღვთის სიტყვას, გასცემდა მოწყალებას. ანუგეშებდა იქ მყოფთ თავისი საუბრებით, საპყრობილეც საქადაგებელ ადგილად აქცია. 8 წელი გრძელდებოდა ასე.
გავიდა დრო და მდგომარეობა გამოკეთდა. კონსტანტინე დიდმა, რომელიც დიოკლიტიანეს შემდეგ გახდა იმპერატორი, ქრისტიანთა მფარველობა იწყო და თვითონაც ქრისტიანი გახდა.
მრავალი სასწაული მოახდინა წმინდა ნიკოლოზმა. კარგა ხანს იცხოვრა მღვდელმთავარმა თავის სამწყსოსთან ერთად. დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩაგრულნი მასში პოულობდნენ მსწრაფლშემწეს და მცველს, უბედურნი - მწყალობელს და ნუგეშინისმცემელს; მასთან მოსაუბრენი რწმენაში მტკიცდებოდნენ, წარმართნი სამუდამოდ უარყოფდნენ წარმართობას და ქრისტეს რწმენის მიმდევრები და აღმსარებლები ხდებოდნენ.
წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული (85 წლისა) გარდაიცვალა. მისი სხეული საზეიმოდ დაკრძალეს ქალაქის საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი ნაწილები მაშინვე გამოსცემდნენ კეთილსურნელებას და მირონს. მისი შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ. მრავალი საოცრებანი ხდებოდა მის კუბოსთან. ამის შესახებ ამბები სწრაფად გავრცელდა მთელს ქვეყანაში და მლოცველთა ტალღამ ტაძრისაკენ იწყო დენა.
წმინდა სასწაულთმოქმედი სიკვდილის შემდეგაც არ სტოვებს თავის სამწყსოს, დღესაც მფარველობს მწუხარეთ და ტანჯულთ, განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვისაც კვლავ წარმოადგენს კურნების უშრეტ წყაროს. სიკვდილის შემდეგ მამა ღმერთმა მეტი სასწაულთმოქმედების ნიჭი უბოძა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მრავალრიცხოვანი საოცრებებისა, იმ სიკეთისა და სათნოებებისა, რომელთა კეთებასაც იგი დღესაც განაგრძობს
13 Nov 2009
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.


ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდა. საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი"-ს ორგანიზებით კი, თბილისის მასშტაბით მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვით მსვლელობას მოეწყო, რომელშიც სხვადასხვა ეკლესიის მრევლმა მიიღო მონაწილეობა.

მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაიმართა. საპატრიარქომ მოსახლეობას მოუწოდა, შეერთებოდნენ ამ მსვლელობას, რომელიც თბილისის სხვადასხვა ადგილიდან დაიწყო. კერძოდ,
12:00 საათზე მსვლელობა დიდუბის პანთეონიდან და ვაკის პარკიდან,
12:30 საათზე - სპორტის სასახლედან,
13:00 საათზე - გადასასვლელი ხიდიდან და მეტრო "ისანი"-დან
14:00 საათზე - სასტუმრო "ივერიიდან" მეტეხის ხიდისკენ.
16:00 საათზე კი, მეტეხის ხიდზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ პარაკლისს გადაიხადა.კათოლიკოს-პატრიარქმა შეკრებილი ხალხი დალოცა. პარაკლისის დასრულების შემდეგ წმინდანთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად მტკვარში ყვავილები გადაყარეს.

წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
3 Nov 2009
SOFT EJECT ჩამოყალიბდა 1989 წელს .
პირველი კონცერტი _ 1990 წელს ბათუმის როკფესტივალზე .
პირველი რადიოინტერვიუ _ 1990 წელს .
პირველი სატელევიზიო გამოსვლა _ 1992.
1992-1995 SOFT EJECT მუშაობს გერმანიაში , ახორციელებს ათამდე საკონცერტო ტურს და გამოსცემს 4 მაგნიტოალბომს :
"Everybody" - 1993
"Something New" - 1994
"Now!" - 1995
"Collection" – 1995
1995 ჯგუფი თბილისში იღებს თავის პირველ ვიდეოკლიპს სიმღერაზე "Please just Carry On", რომელიც დღემდე დიდი სიხშირით გადაიცემა სხვადასხვა ტელეარხებზე ჯგუფის სხვა ვიდეოკლიპებთან ერთად .
1996 SOFT EJECT თბილისში აყალიბებს საკუთარ სტუდიას SE Studio.
1996-2000 ჯგუფი საკუთარ სტუდიაში მუშაობს ახალ ექსპერიმენტულ პროექტებზე , სადაც ერთმანეთს ერწყმის როკი , ფოლკი და კლასიკა . ექსპერიმენტის შედეგები წარმატებით Y წარმოჩინდა 2000 წელს თბილისის გიტარ - ფესტივალზე . ამავე დროს ჯგუფი ძალიან ინტენსიურად მუშაობს სცენაზე და ჩამწერ სტუდიებშიც .
2000 ჯგუფი მონაწილეობას იღებს ფესტივალში “ მხიარული მატარებელი ”.
2000 გამოდის ჯგუფის ალბომი "WANDERER".
2000 SOFT EJECT ატარებს წარმატებულ კონცერტს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 2000 მაყურებლის წინაშე . კონცერტი პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცა მთელ საქართველოზე და , ამავე დროს , ინტერნეტშიც . 2002 გამოდის რეჟისორ ნინო დალაქიშვილის ფილმი “ SOFT EJECT – მოხეტიალე ”. სექტემბერი 2004 ჯგუფი ახორციელებს თავის პირველ ვიზიტს ინგლისში , სადაც მონაწილეობას იღებს მანჩესტერის “In The City” ფესტივალის ფარგლებში გამართულ ქართულ საღამოში სამ სხვა ქართულ ჯგუფთან ერთად . დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ www.g1mpstar.com . ამას გარდა , Soft Eject ატარებს კონცერტებს მანჩესტერისა და ლივერპულის სხვადასხვა კლუბებში . 2002 გამოდის ჯგუფის ახალი საინტერესო ინსტრუმენტული ალბომი "NINE MOUNTAINS AWAY" ( “ ცხრა მთას იქით ” ).
2003 ჯგუფი ახორციელებს მეორე ტურს ინგლისში , სადაც ატარებს 19 კონცერტს 22 დღეში .
2003 ჯგუფი მუშაობს ახალ ალბომზე Caucasus Dances (“ კავკასიური ცეკვები ”). 2003 Soft Eject აორგანიზებს და მონაწილეობს პროექტში “ მიეხმარე მომავალს ”, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს ინტენსიურ ტურნეს საქართველოს რეგიონებში რამდენიმე მოწინავე ქართულ ჯგუფთან ერთად .
1 ნოემბერი 2003 პროექტის “ მიეხმარე მომავალს ” დასკვნითი კონცერტი თბილისში , ვაკის პარკში , 50 000 მაყურებლის წინაშე . კონცერტი ტრანსლირებულ იქნა ყველა ტელეარხის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით .
ნოემბერი 2003 Soft Eject აქტიურად მონაწილეობს ვარდების რევოლუციაში , სადაც რამდენიმე სხვა ჯგუფთან ერთად მხარს უჭერს დემონსტრანტებს და ატარებს კონცერტებს წვიმიან ღამეებში . ამის შედეგად Soft Eject - ს , სხვა ჯგუფებთან ერთად , ხალხი “ წვიმის მუსიკოსებს ” არქმევს .
24 ნოემბერი ჯგუფი აორგანიზებს და მონაწილეობს პარლამენტის წინ ჩატარებულ საზეიმო კონცერტში , რომელიც “ ვარდების რევოლუციის ” გამარჯვებას ეძღვნება .
ახალი წლის ღამე 2004 საახალწლო კონცერტი ღია ცის ქვეშ თბილისში , რესპუბლიკის მოედანზე .
2004 ინტენსიური ტურნე საქართველოს რეგიონებში .
მაისი 2004 ჯგუფი აორგანიზებს და მონაწილეობს ბათუმის სტადიონზე 100 000 მაყურებლისთვის გამართულ კონცერტში , რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა მთელი საქართველოს მასშტაბით .
2004 წარმატებული გამოსვლა საქართველოს ფოლკლორული მუსიკის ფესტივალზე “არტგენი”.
2004 Soft Eject აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა რადიო და ტელეგადაცემებში .








10 Sep 2009
აქ დავწეროთ ვინ გვიშლის ნერვებს ფორუმზე ან ვინ გვაღიზიანებს biggrin.gif

რო შემოდიხარ ვისი პოსტის დანახვა არ გინდა ყველაზე მეტად biggrin.gif

და ასე შემდეგ... rolleyes.gif

P.S არ დაიწყოთ ეხლა მე აქ ყველა მიყვარს და ყველანი კარგები ხართ kurd.gif

რა სისულელეა kurd.gif
18 Aug 2008
ვერ ვიტან ძილს :| საშინელი სიზმრები მესიზმრება ხოლმე და იმიტო :| გუშინ დამესიზმრა რო ვარაზისხევში (!) გზაზე გადავდიოდი და ძაან დიდი მანქანა დამეჯახა :| არადა ძაან მიყვარს პაძემკები მარა მანდ სად ნახავ :|

ხოდა რა მაინტერესებს ეხლა:
1. ძილი ვის არ გიყვართ ჩემსავით
2.ყველაზე ცუდი სიზმარი რაც გინახავთ
ბოლო მნახველები


28 Jul 2013 - 20:22


24 Jan 2010 - 13:22


6 Jan 2010 - 2:04


31 Dec 2009 - 14:54


20 Dec 2009 - 22:41

კომენტარები
NiNiToooo
:*:*:*:X:X:X:
15 Aug 2008 - 1:03
*doorsika*
strawberry girl :):*
24 Jul 2008 - 19:35
naati
;;)
24 Jul 2008 - 10:48

ამხანაგები
ამხანაგები არ მოიძებნა.
  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 22nd August 2019 - 06:19 PM


IPS Driver Error

IPS Driver Error

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here