IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
2 გვერდები V  < 1 2  
გამოხმაურება  ახალი თემა
> გენ-მოდიფიკაცია, პროდუქტები..........
Amnesiac
post Jul 21 2008, 12:26 AM
წერილი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 214
რეგისტ: 4-April 08
მდებარ: Terra prima
წევრის ნომერი: 196



გენური ინჟინერია, ეს მხოლოდ დროის ფაქტორია ეხლა არის ჩვენთვის მიუღებელი და არა სასურველი თორე მალე ისეთივე ჩვეულებივად ჩაჯდება ჩვენს კვების რაციონში რომ ვერც მიხვდები და პრეტენზიაც არ გექნება =) (დედამიწა = მეწველი ძროხა ) ძროხა თავის დროზე ბერდება და რძეც უშრება ( უბრალო და პრიმიტიული პარალელი ) ხო და დგება დრო როცა ალტერნატივაზე უნდა ვიფიქროთ...
 
 
annie
post Jul 21 2008, 09:28 AM
წერილი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 3,197
რეგისტ: 14-June 08
მდებარ: tbilsi
წევრის ნომერი: 336



QUOTE(Amnesiac @ Jul 21 2008, 01:26 AM) *
გენური ინჟინერია, ეს მხოლოდ დროის ფაქტორია ეხლა არის ჩვენთვის მიუღებელი და არა სასურველი თორე მალე ისეთივე ჩვეულებივად ჩაჯდება ჩვენს კვების რაციონში რომ ვერც მიხვდები და პრეტენზიაც არ გექნება =) (დედამიწა = მეწველი ძროხა ) ძროხა თავის დროზე ბერდება და რძეც უშრება ( უბრალო და პრიმიტიული პარალელი ) ხო და დგება დრო როცა ალტერნატივაზე უნდა ვიფიქროთ...

გააჩნია რა ალტერნატივას მივმართავთ sad.gif(


--------------------

არასოდეს გახდე დაგრუზული ბადრიჯანი ©angie

..................

:))
 
 
Amnesiac
post Jul 21 2008, 09:50 PM
წერილი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 214
რეგისტ: 4-April 08
მდებარ: Terra prima
წევრის ნომერი: 196



annie
QUOTE
გააჩნია რა ალტერნატივას მივმართავთ (

და დიდი არჩევანი გვაქ ?! =)
 
 
okulone
post Jul 24 2008, 07:34 PM
წერილი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 5,793
რეგისტ: 15-December 07
წევრის ნომერი: 18



Gregorian


QUOTE
ჰო მთელი მსოფლიოა ამაში ჩართული, ჩივილები რომ დაიწყეს პროდუქციის ექსპერტებმა, შემადგენლობის დაფიქსირება შესთავაზეს კომპრომისად

ჰოდა ასეთ ექპერტიზას თუ არ ენდობი მაშინ არ ჭამო smile.gif
 
 
darso
post Oct 2 2008, 06:07 PM
წერილი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 944
რეგისტ: 1-April 08
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 187



მოიცა ეხლა შენ რა გინდა ტქვა რო ქაბაბი ხო პეკალურ მასას გავს არ უნდა ჭამოს კაცმა =)) რა დეგენერატი ვარ მარა ამ წამს მაგრად ვიღადავე =))


--------------------
Come Back To Me

Alone again, I feel so alone again
With this emptiness I just cant hide
Picture me with a broken heart
See the tears run down my face

Uriah Heep
 
 
sin165
post Oct 14 2008, 01:01 AM
წერილი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 166
რეგისტ: 18-May 08
მდებარ: Yellow Submarine
წევრის ნომერი: 259



არაფერი საშინელი არ არის გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტში.
ის კიტრბაყაყა კიდე ვიღაცის ნამაიმუნები სურათია, ან კაიფობდა, ან ხალხს აშინებდა (რატო არ ვიცი, ალბათ ისევ კაიფის პონტში biggrin.gif)

QUOTE
ახლა მსოფლიო მასშტაბით ექსპერტიზა მოითხოვს რომ ასეთ პროდუქტს მიეთითოს რომ გენ-მოდიფიცირებულია

ითხოვონ რამდენიც უნდათ. biggrin.gif
იცი რა ჯდება იმის გარკვევა, პროდუქტი გენ-მოდიფიცირებულია თუ არა?

მარა პრინციპში თუ მიუთითებენ, მე მაწყობს, უფრო იაფად ვიყიდი. biggrin.gif


--------------------
There are 10 kinds of people - those who will understand this post and those who won't.
 
 
little_americ......
post Oct 23 2008, 09:19 AM
წერილი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 472
რეგისტ: 16-October 08
წევრის ნომერი: 667



უმცც.......
ეს რა ნახეს ჩემმა თვალებმა.... biggrin.gif
უკვე დააგემოვნეთ ???


--------------------
მე ვარ ირინკა
შენ ხარ ბაყაყი
ის არის სკამი
ჩვენ ერთნი ვართ !!!!!

ЖизНь эТо тО чТо пРоИсхОдит с нами , кОгЛА у НаС сОвСеМ дРуГиЕ ПлАНы (john leEnOn)
 
 
dluncha_bimi
post Nov 6 2009, 12:31 AM
წერილი #23


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



QUOTE(okulone @ Jul 18 2008, 09:00 PM) *
გენური ინჟინერია შემოიჭრა პროდუქტებში და ცხოველის გენები და მცენარეების ერთმანეთში გადაიზილა............
ღმერთმა უწყის რას ვჭამთ puke.gif



რა საყვარელია kurd.gif


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
HypNoSee
post Feb 5 2010, 09:32 PM
წერილი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 527
რეგისტ: 23-November 09
მდებარ: P.S ...
წევრის ნომერი: 1,034



ხოოდა კარტოფილში კიდე თევზის გენებია rolleyes.gif
ვრეკავ უკვე biggrin.gif და პამიდორში თუ არ ვცდები დათვის გენი wink.gif
ხოოდა რაც მთავარია ეს გენ-მოდიფიცირებული საჭმელი საზიანოა ახალგაზრდა ორგანიზმისთვის sad.gif


--------------------

 
 
dluncha_bimi
post Apr 15 2010, 01:21 PM
წერილი #25


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817





სურსათის უვნებლობა დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად აქვს ინფორმაცია, თუ რამდენად უვნებელ, ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს მიირთმევს. არადა, დღეს მთელ მსოფლიოში სურსათს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მით უფრო, მას შემდეგ რაც ბოლო წლებში გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქციის მასშტაბები გაიზარდა.
საქართველოში გენმოდიფიცირებულ პროდუქციას საზოგადოებაში უკვე სერიოზული შიშით უყურებენ. უკვე აღავინ არის დარწმუნებული, რომ მის სუფრაზე გაშლილი სანოვაგე ეკოლოგიურად სუფრაა და გენური ინჟინერიის წყალობით არ არის რაიმე პროდუქტი მიღებული. პირველ რიგში, კი ეჭვებს პური იწვევს. როგორც ცნობილია, საფუარი, რომლითაც პური მზადდება, დიდწილად სწორედ გენმოდიფიცირებულია. საკმაოდ რთულია, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლოს თავის დაცვა გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან.
საქართველოში გმო პროდუქციის გაკონტროლება საერთოდ არ ხდება. სახელმწიფო ორგანოებს თითქმის არ გააჩნიათ მონაცემები ქვეყნაში რა ტიპის და რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის. თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, გმო პროდუქციის გასაკონტროლებლად შემოდგომისთვის სპეციალური კანონი იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, ანუ თესლისა და ქვირითის შემოტანის აკრძალვას შეეხება, ხოლო მზა პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში კი მისი მარკირება მოხდება.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შეთანხმეული, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს გმო პროდუქცია ქართულ ბაზარზე. საქართველო გამოცხადდეს, ამ ტიპის საქონლისგან სრულიად თავისუფალ ზონად, თუ ეს მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეეხოს.


წერილი შეიცვალა. dluncha_bimi: Apr 15 2010, 01:22 PM


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
dluncha_bimi
post Apr 15 2010, 01:24 PM
წერილი #26


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



რა გმო პროდუქტებს მივირთმევთ?

გენური ინჟინერია, როგორც მეცნიერება, 70-იანი წლებიდან განვითარდა. თავდაპირველად ეს “სინჯარის” მეცნიერება იყო და მისი პრაქტიკული გამოყენების იდეა ქიმიურ კონცერნებს ეკუთვნოდათ. კომერციული მიზნით,
გენმოდიფიცირებული კულტურები პირველად 1996 წელს დაითესა. სხვათა შორის, საქართველოშიც გმო პროდუქცია ამ დროიდან შემოდის.
გმოგენმოდიფიცირებული კულტურები გენური ინჟინერიის გზით მიიღება. მცენარეებში ასეთ დროს უცხო გენის ჩანერგვა ე. წ. გენის თოფით ხდება. ანუ, მცენარეული უჯრედის ბაქტერიით ინფიცირებას აქვს ადგილი და ამ დროს უცხო გენი ამ უჯრედში გადადის. გენური ინჟინერიის მეთოდებით შესაძლებელია თევზის გენის პომიდორში ჩანერგვა, ან ღორის გენისა – კარტოფილში და ა.შ.
გენური ინჟინერიის ტექნოლოგიით დღეისათვის ოთხი ძირითადი კულტურა მიიღება: სოიო, სიმინდი, ბამბა და კანოლა (თალგამის ნაირსახეობა). კვლევები ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა მარცვლეულ, პარკოსან და ბოსტნეულ კულტურებზე, ხეხილზე, დეკორატიულ მცენარეებსა და ისეთ ხემცენარეებზეც კი, როგორიცაა ფიჭვი, ალვის ხე, ევკალიპტი და სხვ. დღეისათვის მსოფლიოში სულ 30-მდე მცენარეზე არის ნებართვა გაცემული კომერციულ თესვაზე. გენური ინჟინერიის ტექნოლოგიას თითქმის სრულად ფლობს 6 მულტინაციონალური კომპანია: მონსანტო, სინჯენტა, დუპოინტი, ბასფი და ბაიერი.
გენმოდიფიცირებული პროდუქტები მრავალნაირია – გარკვეული ვაქცინები, წამლები, საკვები დანამატები და მრავალი გადამუშავებული თუ დაკონსერვებული საკვები პროდუქტი შეიცავს მკვდარი მოდიფიცირებული ორგანიზმების ან არაცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველ კომპონენტებს. გენმოდიფიცირებული სოიის თუ სიმინდის კომპონენტები შესაძლებელია ისეთ პროდუქტებშიც კი შეგვხვდეს, როგორიცაა შოკოლადი, იოგურტი, ძეხვი, და სხვ. ლუდის წარმოება და პურის საცხობები ხშირად გენმოდიფიცირებულ საფუარს იყენებენ… როგორ ცნობილია, საქართველოში ძირითადად გენმოდიფიცირების ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული ინსულინი შემოდის. ასეთი ინსულინი შედარებით უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბუნებრივი გზით წარმოებული პროდუქტი.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე საუბრის დროს ისმის, არის ის, თუ რამდენად უსაფრთხოა ასეთი საკვების მიღება და უქმნის თუ არა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს.
სპეციალისტების პასუხი მარტივა. მათი თქმით, გმო პროდუქციის მიღება სახიფათოა და გარკვეულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ მათი მიღება ბევრი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს.
“ასეთი კვლევები, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ ამ კვებით დიეტაზე, არ ჩატარებულა. თანაც ასეთი პროდუქციის გამოჩენიდან მოკლე პერიოდია გასული და დაკვირვება ბევრს ვერაფერს მოგვცემდა. ექსპერიმეტები ვირთაგვებზე ჩატარდა და მათ შემთხვევაში იმუნოდეფიციტი აჩვენა. არის ვარაუდი, რომ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების სიმისვნური გადაგვარება, ასევე ალერგიები” – აღნიშნავს მარიამ ჯორჯაძე.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი მდედრ ვირთაგვებზე ჩაატარეს, მათ გენმოდიფიცირებული სიმინდითა და სოიით კვებავდნენ. მათი ნაშიერები დღენაკლული იბადებოდნენ და ძალიან მალე იღუპებოდნენ, ამასთან, მათი შვილები უკვე შთამომავლობას ვეღარ იძლეოდნენ. დასკვნების თანახმად, ეს საშიშროება ვრცელდება ადამიანებზეც, ანუ, თუ ფეხმძიმე ქალბატონი გენური ინჟინერიით გამოყვანილი საკვებით იკვებება, მის ნაყოფზე არაჯანსაღი კვება განსაკუთრებით მძიმედ აისახება.
ალბათ, უახლოეს წლებში გენმოდიფიცირებული პროდუქცია მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. თითოეული სახელმწიფოს პოლიტიკაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუმცა ისიც ცხადია, რომ როგორი რეგულაციებიც არ უნდა იქნეს შემოღებული, გმო პროდუქტები მაინც აღმოჩნდება ბაზარზე. მთავარია, მათ შესაბამისი ნიშანი მაინც ჰქონდეს, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რას


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
Johnson
post Feb 15 2011, 10:25 PM
წერილი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
წერილები: 2
რეგისტ: 15-February 11
წევრის ნომერი: 1,199



ფაქტია რომ გენეტიკური მოდიფიკაცია ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღის მისაღებად გამოიყენეს თავიდანვე. თუმცა იდეა კომერციული მიზნით გამოიყენეს. მსოფლიო ელიტამ ერთი გასროლით ორი, ან სამი კურდღლის მოკვლა მოისურვა. 70-იან 80-იან წლებში გავლენიანმა პოლიტიკოსმა, ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰენრი კისინჯერმა თქვა: ვინც ნავთობს აკონტროლებს, შეუძლია აკონტროლოს სახელმწიფოები, ხოლო ვინც აკონტროლებს პროდუქტებს, აკონტროლებს ადამიანებს.
გენური ინჟინერია ბოროტად გამოყენების შემთხვევაში დიდ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. ატომურ ენერგიას თუ გავიხსენებთ, ადამიანმა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევები პირველ რიგში ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენა (ჰიროსიმა, ნაგასაკი). პლანეტის მოსახლეობის შემცირების მიზნით გენ. მოდიფიცირებული კვების პროდუქტების გამოყენების იდეა ფანტასტიკური ფილმების სცენარს აღარ ჰგავს.
გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურების და საერთოდ ორგანიზმების (გმო) გამოყვანა არის სერიოზული ჩარევა ბუნების საქმეებში. მილიონობით წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული გენეტიკური კოდის შეცვლა ცოცხალ არსებებში გამოიწვევს მოლეკულურ დონეზე გაუთვალისწინებელ ცვლილებებს, ახალი და ჯერ შეუსწავლელი ცილების და ნივთიერებების წარმოქმნას. აქედან გამომდინარე ამ პროდუქტების გამოყენება საკვებად უდიდეს საფრთხესთან არის დაკავშირებული. დამოუკიდებელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ცდები ადასტურებს, რომ ეს საფრთხე რეალურია.
ახალი წამლის გამოყენებას, როგორც წესი წინ უძღვის ცდები ვირთხებზე და სხვა ცხოველებზე, შემდეგ ნებაყოფილებით შერჩეული პაციენტების ჯგუფებზე. ეს ხანგრძლივი პროცესია და გამოყენების ნებართვის გაცემამდე რთულ პროცედურებს მოიცავს. რაც შეეხება გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს, მწარმოებლებმა იჩქარეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და პროდუქტების ბაზარზე "ჯადო-საკვების" გატანა ფერმერული მეურნეობების დახმარებით.
მწარმოებელი კომპანიები და ლობისტები ზოგიერთი ქვეყნების ხელისუფალთა დახმარებით ცდილობენ აგრარულ სექტორში ახალი ბიოტექნოლოგიების ძალდატანებით დანერგვას. თითქოსდა ამ გზით შესაძლებელია მოსავლიანობის ამაღლება და დიდი შემოსავლების მიღება. რეალურად კი საქმე გვაქვს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის და ტრადიციული კულტურების განადგურებასთან, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დარღვევასთან რეგიონში და აგრარული სექტორის და საკვები პროდუქტები ბაზრის კონტროლის ტრანსნაციონალური კომპანიების ხელში გადასვლასთან.
ანდაზა გვეუბნება: "შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო". თუ არ გავითვალისწინებთ არსებულ საფრთხეებს და არ გადავხედავთ იმას, თუ რა ხდება მსოფლიოში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, შესაძლებელია ახლო მომავალში აღარავინ დარჩეს საქართველოში, ვინც წინაპრების სადღეგრძელოს შესვავს.
 
 

2 გვერდები V  < 1 2
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 23rd August 2019 - 08:45 AM