IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

პროფილი
ფორუმელის ფოტო
რეიტინგი
 
Personal Statement
SweeT Dreams doesn't have a personal statement currently.
პერსონალური ინფორმაცია
SweeT Dreams
Prince Nuada
25 წლის
მამრობითი
In Your Dreams...
Born თებერვალი-27-1994
ინტერესები
Sad Maq Me IntereSebi
სტატისტიკა
რეგისტრ: 29-August 08
პროფილის ნახვები: 13,218*
ბოლოს იყო: 21st September 2013 - 09:02 PM
ლოკალური დრო: Sep 17 2019, 05:40 AM
1,399 წერილები (0 წერილი დღეში)
AIM cmd776
Yahoo xuci77
ICQ ინფორმაცია არ არის
MSN ინფორმაცია არ არის
Contact პირადი
* პროფილების ნახვა ახლდება საათობრივად

SweeT Dreams

Members

***


თემები
წერილები
კომენტარები
ამხანაგები
My Content
21 Jun 2010
ქართველებს
ყველამ ნახეთ უეჭველი
22 Mar 2010
ყველაფერი კარგად იქნება
ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.
იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!


როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ისე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის
და ყველაფერი კარგად იქნება!


ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!


როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას თქვი,
ყველაფერი კარგად იქნება!


რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!


თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება;
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!


როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია, რაც გადაგარჩენს, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება!


დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!


როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!


როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს
ღმერთის წყალობით
ყველაფერი კარგად იქნება!


სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი
უწმინდესი და უნეტარესი ილია II
21 Feb 2010
ტერმინი Black Metal წარმოიშვა 1982 წელს როცა გამოვიდა ჯგუფ VENOM ის იგივე დასახელების ალბომი, ანუ შეიძლება ითქვას ამ ჯგუფმა შემოიტანა ეს ტერმინი ხმარებაში. ვენომი იმ დროისთვის ძალიან მძიმე და ქაოტურ მუსიკას უკრავდა, თრეშ სტილისტიკით თუმცა ეს ძალიან განსხვავდებოდა თრეშისგან, ზოგიერთი სწორედ ვენომს მიიჩნევს ბლექ მეტალის პირველი ლეგიონის ჯგუფებად. ამ პერიოდში შეიქმნა ისეთი ჯგუფები როგორიცაა HELLHAMMER (1982), CELTIC FROST, BATHORY (1983), SODOM (1983), თუმცა შემდგომში CELTIC FROST და BATHORY ჩამოშორდნენ ბლექ სტილისტიკას, მიუხედავად ჯგუფები ითვლება ბლექის ფუძემდებლებად. თავდაპირველად ბლექი თავისი ჟღერადობით გავდა Thrash/Speed/Death-ს თუმცა მეორე ლეგიონის ჯგუფებმა რომლებიც 90 წლების დასწყისში დაიწყეს მოღვაწეობა მთლიანად შეცვალეს მისი განვითარების გზა და იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელ მიმდინარეობად ჩამოაყალიბეს, ეს ჯგუფებია DARKTHRONE, BURZUM ,MAYHEM, IMMORTAL, BEHERIT. მუსიკა უფრო მძიმე და სწრაფი გახდა ასევე დრამის პარტიები უფრო სწრაფი ასევე შეიცვალა ვოკალიც, ნუ ამ პერიოდის ბლექი ძალიან განსხვავდებოდა 80 იანი წლების ბლექისგან. ევროპაში ბლექ მიმდინარეობა მალე გახდა პოპულარული და სულ მალე შეიქმნა ისეთი ჯგუფები როგორიცაა MASTER’S HAMMER (ჩეხეთი) MORTUARY DRAPE (1984) იტალია, MYSTIFIER (ბრაზილია) NECROMANTIA (1989) და ROTTING CHRIST (1987) საბერძნეთი, SIGH (იაპონია). მესამე ლეგიონის ბლექ მეტალ ჯგუფები (90 იანი წლების პირველი ნახევარი)-EMPEROR , ENSLAVED (1991), GORGOROTH (1992) და SATYRICON(1991) ABIGOR (1993), SUMMONING (1993), DISSECTION(1989), MARDUK (1990) და LORD BELIAL (1992) ამ ჯგუფებმა ბლექი სულ სხვა დონეზე აიყვანეს, მუსიკა უფრო ხარისხიანი და მრავალფეროვანი გახდა, გამოიყენეს თანამედროვე ჟღერადობა და კლავიშის ძველი ჰარმონია რამაც უფრო საინტერესო გახადა ეს მიმდინარეობა. ამ პერიოდში გამოჩნდა ჯგუფები რომლებიც ფოლკს იყენებდნენ ბლექ მუსიკაში როგორიცაა ISENGARD, STORM,WONGRAVEN, VOND. მეოთხე ლეგიონის ჯგუფები (1995 წლიდან დღემდე)-ARCTURUS (ex.MAYHEM), CRUACHAN, CRADLE OF FILTH, PAZUZU,PARNASSUS, FALKENBACH, EMPYRIUM, BAL-SAGOTH და ა. შ. ამ ჯგუფებმა დაარღვიეს ყველანაირი სტერეოტიპი თუ შეზღუდვები, ისინი იყენებენ ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტს, მღერიან სხვადასხვა ტონალობაში ქლინით გროლინგით თუ სხვა ანუ ამ პერიოდში ბლექი გახდა იმ მიმდინარეობათ რომელსაც არანაირი ჩარჩოები არ გააჩნია ან იმდენად დიდია სივრცე რომ უბრალოდ არ ჩანს.

ბლექი და სატანიზმი:

პირველი ლეგიონის ჯგუფები VENOM,BATHORY, HELLHAMMER-ი თაყვანს სცემდნენ თავის სიმღერებში სატანას ქრისტიანული იდეოლოგიით ისინი სწორედ ასე იქცეოდნენ თუმცა შემდგომ ისეთი ჯგუფი როგორიცაა BATHORY უფრო სხვა მხრივ განვითარდა და მისი თაყვანისცემის ობიექტი ვიკინგები და სკანდინავიური ღმერთები გახდნენ. თუმცა მეორე და ნაწილობრივ მესამე ლეგიონის ჯგუფები კვლავ სატანიზმს დაუბრუნდნენ, პირველი ჯგუფი რომელიც სიტყვებიდან საქმეზე გადავიდა იყო BURZUM, რომელსაც ბრალდება რამდენიმე ეკლესიის დაწვა და შეურაწყოფა. ყველაზე უცნაური ისაა რომ თავდაპირველად სატანიზმი იყო მუსიკალური ინდუსტრიის ნაწილი და თუნდაც ვენომი უფრო იუმორით უყურებდა ამას ვიდრე სერიოზულად მაგრამ მეორე ეშელონის ჯგუფებში სატანიზმმა და ტერორიზმმა ძალიან მოიკიდა ფეხი, კერძოდ მათ ჰქონდათ იდეოლოგია, მათი მიზანი იყო განედევნათ ქრისტიანობა სკანდინავიიდან კერძოდ ნორვეგიიდან და აღედგინათ ძველი ღმერთების ბატონობა ამ ტერიტორიაზე ეს ჯგუფები იყვნენ-BURZUM, MAYHEM, EMPEROR, DARKTHRONE, IMMORTAL ანუ ესენი შეიძლება ჩავთვალოთ იდეოლოგიურად ანტიქრისტიანულ ჯგუფებად. სხვა ქვეყნებშიც ბლექი ოკულტურ და სატანისტურ ელემენტებს შეიცავდა, შემდგომში ამას დაემატა ნაციონალური ელემენტებიც (ვიკინგ მეტალი). ყველაზე ნათელი წერტილი კი მესამე და მეოთხე ეშელონის ჯგუფებია რომლებიც სატანიზმიდან გადავიდნენ ნაციონალურ ტალღაზე და ისეთი ჯგუფები როგორიცაა GRAVELAND, BEHEMOTH, VARATHRON,PRIMORDIAL უკვე არა სატანას არამედ თავის ქვეყანას და კულტურას განმადიდებდნენ, ასევე პოპულარული გახდა ტოლკინის ნაწარმოებების ბლექ ლირიკაში გამოყენება და მათ მიხედვით ეპიკური ნაწარმოებების შექმნა, ამ პერიოდში ბლექი უფრო მისტიკური გახდა. თანამედროვე ბლექში კი სრული თავისუფლებაა და აქ გვხვდება როგორც ოკულტური შინაარსის ჯგუფები ასევე პირიქით

Venom Black Metal
21 Dec 2009
დიასახლისი შევიდა მაღაზიაში და იყიდა 2 გაყინული კაი ბიჭი ხოდა მიიტანა სახში ერთი გამორთულ მაცივარში შედო მეორე გარეთ აივანზე დადო თოვლში რომელი უფრო სწრაფად გაფუჭდება?


-----------------------------------------------------

თუ ვინმეს დაგჭირდათ
14 Dec 2009
:| ესეიგი რატო გადავწყვიტე ამ თემის გახსნა :| ჯერ დაიწყო კურიერიდან მარა ბოლომდე არ ვიცოდი რა ხდებოდა ბავშვების ჩხუბზე რო იყო ხოდა შევდივარ Myvideo.ge ზე და რას ვხედავ :|
http://www.myvideo.ge/?video_id=690880
საქართველოში ქართველები იჩაგრებიან ტო :| ჩემ უბანშიც იყო ეგეთი რაღაცა ქვევით ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და სუ ცდილობენ შარი და რაღაცა წინაზე 1 მარშუტკა დაგვადგნენ :| მართალია მერე გარბოდნენ მარა ყველგან ეგრე არ ხდება :| მაგარი ნერვები მეშლება რა
რასისტი არ ვარ მარა აუუუ :| ეს ვიდეო რო ვნახე გადამეთხარა ნერვები ესენი დამაჭერინააააა!
ბოლო მნახველები


12 Mar 2011 - 20:59


26 Nov 2010 - 17:04


14 Aug 2010 - 14:57


4 Aug 2010 - 13:03


11 Jul 2010 - 20:36

კომენტარები
dluncha_bimi
vaaa xuciiii she dzveloooo :)) ra cxovrebit cxovrob dzmao :))
3 Jun 2009 - 23:41
SweeT Dreams
:D gregor sisxlis mwoveli manqana xar :D:D
18 Jan 2009 - 20:26

shen da sheni geej ra :)) :*:*
1 Sep 2008 - 7:48
NiNiToooo
:P:P:P:*:*=))=)) geeeej
29 Aug 2008 - 22:01

ამხანაგები

2108 წერილები
26th October 2018 - 10:25 AM

3280 წერილები
6th June 2012 - 04:32 PM

2858 წერილები
პირადი

1635 წერილები
16th December 2013 - 02:03 AM

447 წერილები
21st April 2019 - 09:22 AM
ყველა ამხანაგის ნახვა
  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 17th September 2019 - 05:10 AM


IPS Driver Error

IPS Driver Error

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here