IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
3 გვერდები V  < 1 2 3  
გამოხმაურება  ახალი თემა
> ონკოლოგიური დაავადებები
dluncha_bimi
post Dec 8 2009, 12:34 AM
წერილი #31


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



თუ სვამთ, თქვენ გელით ღვიძლის კიბოს განვითარების საშიშროება. თამბაქოს წევა და ალკოჰოლის მიღება მკვეთრად ზრდის პირის ღრუს, ხახის, ხორხისა და საყლაპავის კიბოს განვითარების შესაძლებლობას.

5. მოერიდეთ მზის სხივებს.

მზის სხივების ჭარბი რაოდენობა იწვევს კანის კიბოს. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ მზის სხივებს 11–დან 15 საათამდე.

6. მიირთვით მეტი კომბოსტო და ბოსტნეული.

დადასტურებულია, რომ კომბოსტო და სხვა ბოსტნეული იცავს ადამიანს ნაწლავების, კუჭისა და სასუნთქი გზების კიბოსგან.

7. მიიღეთ მეტი ბოჭკოებით მდიდარი საკვები.

ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღება დაგიცავთ ნაწლავების კიბოს განვითარებისგან. ასეთი სახის საკვებია ხილი, ბოსტნეული მარცვლეული – ატამი, მარწყვი, კარტოფილი, ისპანახი, პამიდორი, ბრინჯი, მსხვილი ნაფქვავისგან გამომცხვარი ხორბლის პური.

8. მიიღეთ მეტი ფ და ს ვიტამინების შემცველი საკვები.

ფ და ს ვიტამინით მდიდარი საკვები დაგიცავთ ხორხის, ფილტვების, საყლაპავისა და კუჭის კიბოს განვითარებისაგან. ფ ვიტამინების შემცველი პროდუქტებია სტაფილო, ატამი, ჭერამი, გოგრა; ს ვიტამინს შეიცავს ხილისა და ბოსტნეულის უმრავლესობა – მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ნესვი, წითელი და მწვანე წიწაკა, პამიდორი.

9. დაიცავით ინტიმური ცხოვრების ჰიგიენა; ერიდეთ ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, ნაადრევად ნუ შეაწყვეტინებთ ახალშობილს ძუძუს წოვას.


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
dluncha_bimi
post Dec 8 2009, 12:35 AM
წერილი #32


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



ვინც არ იცავს ინტიმური ცხოვრების ჰიგიენას, ხშირად ემართება ასოსა და სამშვილოსნოს ყელის კიბო. ხშირი აბორტები ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას. ძუძუს წოვების ნაადრევი შეწყვეტა ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას.

10. ერიდეთ წონაში მატებას.

სიმსუქნე ხელს უწყობს საშვილოსნოს, შარდის ბუშტის, ძუძუსა და მსხვილი ნაწლავების კიბოს განვითარებას. ფიზიკური ვარჯიში და მცირეკალორიანი საკვების მიღება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ წონის ჭარბი მომატება. ფეხით სიარული საუკეთესო ვარჯიშია ყველა თქვენგანისთვის.

* * *

სიმსივნესთან ბრძოლისას საჭიროა:

სუფთა ჰაერზე სეირნობა, ოთახის განიავება;

საჭმელი და სასმელი არ უნდა იყოს ცხელი, მიიღეთ სითხე (წყალი);

არ შეიძლება გადაღლა, ფიზიკური შრომა, ოფლიანობა;

საჭიროა დიდხანს ძილი და დასვენება;

ხშირად გადაივლეთ გრილი წყალი ზაფხულში (დღეში რამდენჯერმე);

არ უნდა ვატაროთ სინთეტიკური და ელასტიკური ტანსაცმელი (უმჯობესია ბამბის);

სარეცხის რეცხვა არ შეიძლება. შორს ცხელი ღუმელიდან, მზის სხივებიდან. ერიდეთ უთოს;
მთლიანად ამოვიღოთ რაციონიდან რძის ყველანაირი პროდუქტი იმიტომ, რომ შეიცავს ძალიან ბევრ კალციუმს,
რაც ხელს უწყობს სიმსივნის უჯრედების გამრავლებას, ავრცელებს დაავადებას.


წერილი შეიცვალა. dluncha_bimi: Dec 8 2009, 12:37 AM


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
dluncha_bimi
post Jan 27 2010, 04:13 PM
წერილი #33


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



მსოფლიოში ყოველდღიურად 600–ზე მეტი ქალი მხოლოდ ერთი დაავადებით – საშვილოსნოს ყელის კიბოთი იღუპება. ამ პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი დადგენილია – პაპილომა ვირუსი. ვირუსის "შესაძენად", რომელიც საშვილოსნოს ყელს ნელ–ნელა აზიანებს და ბოლოს კიბოდ ყალიბდება, მხოლოდ ერთი სქესობრივი კონტაქტიც საკმარისია. საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზე დგას ონკოლოგიურ დაავადებათა შორის და ამას ექიმები ქართველთა ტემპერამენტით და ცოლქმრული ღალატისკენ მიდრეკილებით ხსნიან.

პაპილომა ვირუსი, რომელიც ქალს მამაკაცისგან გადაედება, ძლიერი სქესის გენიტალიებსაც აავადებს კიბოთი, ოღონდ – უფრო იშვიათად. მიმდინარე წლის 18 იანვარს საშვილოსნოს ყელის კიბოს კვირეული გაიხსნა, რომლის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა – თუ ახალგაზრდა ადამიანი სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე სპეციალურ ვაქცინას მოიხმარს, მას პაპილომა ვირუსის თავიდან აცილების შანსი დიდი აქვს.

მედიცინის დოქტორი ნინო მუსერიძე საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებს უკვე დიდი ხანია იკვლევს. პაპტესტი – ასე ჰქვია ანალიზს, რომელიც ორგანიზმში პაპილომა ვირუსის არსებობას ადგენს


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 

3 გვერდები V  < 1 2 3
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 19th October 2019 - 05:02 AM