IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
17 გვერდები V   1 2 3 > »   
გამოხმაურება  ახალი თემა
> ქართული მითოსი, ხალხური თქმულებები, და მათი ანალოგიები სხვა მითებში
tmt
post Nov 14 2009, 09:51 PM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



"ქართული მითების პერსონაჟები"
და ხალხური თქმულებები

ქართველების წარმართობა - ი.ჯავახიშვილი - გვ.1
ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი - გვ. 1
კავკასიურ-იბერიული ხალხების მითოლოგია - გვ.1
ასტრალური კულტები - გვ. 1
სამყაროს სურათი არქაულ საქართველოში
(მითოლოგიური გაგება) - გვ.13

ფუსტი - გვ. 2

ძველეგვიპტურ ღვთაებათა ანარეკლი ქართულში
ავტორი: კობა ჭუმბურიძე - გვ. 2

ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციაა
(ლევან მათეშვილი, „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ) - გვ.11

ნინო ახუაშვილი
ხეთური დაკრძალვის რიტუალი და პარალელები ქართულ სამყაროსთან - გვ. 12

ხევსურეთის რწმენა (სერგი მაკალათია)
"მკვდრის დაკრეფა",
"სულის სახლი", "მწერელთ ნაძახინა" - გვ.12

ნაწყვეტი პროფესორ კახა კაციტაძის ლექციიდან.
რას ნიშნავდა გზა მითოსში? - გვ. 12
ლეგენდა "დამღვინებელ კაცებზე". - გვ.13






ქართული მითების პერსონაჟები


ადგილის დედა - გვ. 1
ალი (მითოლოგია) - გვ. 1; გვ. 2
ამბრი - გვ. 4
ამირანი (მითოლოგია)
არმაზი (ღვთაება) - გვ. 4



ბარბალე - გვ. 1
ბატონები
ბაყბაყ- დევი
ბედის მწერლები
ბერი-ბერა
ბერიკა
ბოსელი (ღვთაება)
ბოჩი - გვ. 1



გაცი და გაიმი - გვ. 3
გველისფერი
გიორგი (მითოლოგია)




დალი (მითოლოგია) - გვ. 1; გვ. 2
დამღვინებელი - გვ.13
დედაბერი - გვ. 1
დევი - გვ. 4
დობილნი




ვეშაპი (მითოლოგია)


ზადენი - გვ. 4


თევდორე (ღვთაება)


იახსარი


კვირია - გვ. 1
კოპალა - გვ. 3; გვ.2
კუდიანი
- გვ. 1



ლომისა - გვ.2; გვ.3


მამბერი
მაცილი - გვ. 2
მესეფები
მზეთუნახავი - გვ. 1
მირსა - მითრა - გვ.3
მინდორთ ბატონი
მიჭპა



ნაწილიანი


ოჩოკოჩი - გვ.1, გვ. 2
ოჩოპინტრე
- გვ.1


პირქუში



რაში
როკაპი - გვ. 1
თურქეთში მცხოვრები ჩვენებურის მოყოლილი როკაპზე - გვ.12



სამძიმარი - გვ. 1
სახლის ანგელოზი



ტყაშმაფა - გვ. 1, გვ. 2



ფასკუნჯი


ქაჯი



ღმერთი (ქართული მითოლოგია)


ყამარი - გვ. 1


წყარიშდიდა - გვ.1


ხვთისშვილი


ჯვარი
(ღვთაება)
ჯეგე --- გვ.3 -------


ჰარალე - გვ. 1



ხალხური თქმულებები:
"ოჩოკოჩი და მეთევზე " გვ.1
"წითელი ვაშლის შვილი შამშიათილი " - გვ.1
"ლეგენდა ციხეგოჯზე" - გვ. 2
" შვილი მსხვერპლად " - გვ. 2
თქმულებები მესეფეებზე - გვ. 2
გახუა მეგრელაური - გვ. 2
ლეგენდა ბულბულის ციხეზე - გვ. 2
თქმულება ალვერდის ტაძარზე - გვ. 2
თქმულება მუცოზე - გვ. 2
უშიშა ლიქოკელის ამბავი - გვ. 2
"დევენაანთხევის ლეგენდა - გვ.2
"რატომ არის საქრთველოში ბევრი ლამაზი" - გვ .3
"ბებრისციხის ლეგენდა " - გვ.3
"ლეგენდა აბუდელაურის ტბებზე და როშკის ლოდზე" - გვ.3
"ლეგენდა აბუდელაურზე და დევებზე II " - გვ.3
"ლეგენდა აბუდელაურის ტბების და დევების შესახებ III
(ავტორი - ბაბუა ალუდაური) - გვ.3

"დალი და მონადირე ალმასგილი" - გვ.3
"ლეგენდა კუდიგორის მთაზე" -გვ. 3
"თიანეთის შექმნის შესახებ " გვ. 3
"კისტანი "
(კვირია ჭინჭარაულის ნაამბობი) გვ. 3
"როგორ გაჩნდა ქვეყანაზე მთები და ხევები" - გვ. 4
"დალი და მონადირე მეფისა" - გვ. 4
"უშგულის ლამარიას " ამბავი - გვ. 4
სალამურის წარმოშობის მიზეზი - გვ. 4
კართანა - გვ. 11
" იამბე ციხის ნაშალო" - გვ. 12
"საკვირაო" - გვ. 12
"უფალანი" - გვ. 12
თიაქრის ლოცვა,
ქარის ლოცვა,
წარმართის ლოცვა - გვ. 12
მეგრული შელოცვა რომელიც გველს აშეშებს - გვ. 12
ჭვალის შელოცვა, გულის შელოცვა - გვ. 12
ელიას, ლაზარესა და ციური ეტლის ამბავი - გვ. 12


ბარდაველიძე ვ., ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (ღვთაება ბარბარ-ბაბარ), თბ., 1941;
მისივე, ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953, თ. 2;
დონინი ა., ადამიანები. კერპები და ღმერთები, თბ., 1965
მაკალათია ს., ჯეგე-მისარიონის კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1938;
ჯავახიშვილი ივ., ქართული ერის ისტორია, წგნ., I, თბ., 1960, თ. 2
Boll F., Steraglaube und Sterndeutung, Lpz., 1918


წერილი შეიცვალა. tmt: Jan 29 2010, 12:19 AM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:01 PM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ლომისა,
წინაქრისტიანული ღვთაება მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, მეორე — სოფ. მლეთაში. ლომისას დღესასწაული იმართებოდა აღდგომის მე-7 კვირას.

ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებოდნენ მთელი აღმოსავლეთი საქართველოდან. დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და „ფერხისას“ სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმ. გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისასსახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხსავე ბოლოზე სოლარული სიმბოლოები — ბურთები ჰქონდა მიმაგრებული. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და ხელში მათრახი უჭირავს, რომლის დაკვრითაც წვავს ბოროტს. ლომისა გენეტიკურად უკავშირდება მონადირე, მხედარ ღვთაებას, რომელთა კულტი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ჩანს გავრცელებული საქართველოში. ლომისას კულტს სინკრეტიზაციის რთული გზა აქვს გავლილი და ქრისტიანობის ხანაში წმ. გიორგის სახელს დაუკავშირდა
.


აი კიდევ ინფორმაცია ლომისაზე -

ლომისა
თათარს რომ გაუტეხია საქართველო, ჯვარ - ხატები წაუღია და შვიდი ათასი ტყვე წაუსხია ხორასანს, იქ მთიულთა ერთი ჯვარიც ყოფილა, ლომისის ჯვარი...
ხორასანში შვიდ წელიწადს მოსავალი აღარ მოდიოდა, აღარცა ბავშვი ჩნდებოდა, აღარცა საქონელი, არც წვიმა მოდიოდა...
ბოლოს შეწუხდა ხალხი, წავიდნენ მოლასთან. მან უთხრა: ეს ტყვეებია და ეს ჯვარი თუ არ დააბრუნეთ, სულ გაწყდებითო.
ადგნენ და რომელიც მძლე ხარი ჰყავდათ, იმას დააკრეს შუბლზე ლომისის ჯვარი, შეკრიბეს ხალხი - შვიდი ათასი ტყვე და უთხრეს თავისუფლები ხართო...
უნდა გაუძღეს წინ ხარი, მაგრამ არ მიდის.. ტრიალებს ხარი.
თურე ერთი კოჭლი ქალი აკლდა ტყვეებში და სანამ ის არ მოვიდა, არ დაიძრა...
მოვიდა საიდანღაც კოჭლობით ქალი და ხარიც გაუძღვა ტყვეებს სამშობლოსაკენ. იარა ხარმა და სადაც კი დაისვენა ყველგან ნიში ააშენეს, წვერზე რომ ამოვიდა, იქ მოკვდა ხარი, გასკდა.
ამ ადგილზე ააშენეს ეკლესია და ლოცულობენ. ამიტომ ამბობენ: ლომისის წმინდა გიორგის გაუმარჯოს, ხორასანს შვიდი ათასი ტყვეს მხსნელსაო!

(მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის -
ზ. კიკნაძე -თბილისი 2004)

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია

http://enews.ge/2009/06/10/lomisis-wminda-giorgis-eklesia/



მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი… გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა.ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი – წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ – დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა… ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.

შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, – ილოცებიან მთიულნი.

საინტერესოა, რომ ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.


† † †
ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „ლომისის მთის თხემსა არს ეკლესია წმინდა გიორგისა, წოდებული ლომისა (და ამის გამო ეწოდება მთასა ამას სახელი ესე), უგუნბათო. არნ მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი დახიზნულობით. უჭვრეტს სამხრით ქსანსა, ჩრდილოეთით – მთიულეთს. მთა ესე უტყეო არს და ბალახ-ყვავილიანი, კალთათა ტყიანი“. ლომისის ტაძრის ტრაპეზი ორსაფეხურიანია. მასზე შეწირული ხატებია დასვენებული. არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული. ეკლესიაშივე ინახება ლომისას ძველი ხატები (ჯვრები), ვერცხლით მოჭედილი და უბრალო ფერადი ქვებით შემკული (ორ მათგანს XVII საუკუნის ხუცური წარწერა აქვს, სადაც ბურდულის გვარია მოხსენიებული). ლომისას ერთი ბავრაყი (საეკლესიო დროშა) და ალამიც აქვს. ბავრაყი წითელია და ზედ ზანზალაკები ჰკიდია, ალამი კი სამფეროვანია (წითელი, თეთრი და ლურჯი). ალამს წვერზე შუბიანი თითბრის ბურთი უკეთია.
† † †
ლომისის მუხის კარს რკინა აქვს გადაკრული, რომელზეც თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერა ამოუჭრიათ. ამ წარწერიდან ირკვევა კარის შემჭედი ოსტატების, პურისა და რკინის შემომწირველთა ვინაობა. წარწერა XVI-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. კარს ოთხ მწკრივად რგოლები დაუყვება. ღამის დარაჯი, ეკლესიაში ქურდი რომ არ შეპარულიყო, ამ რგოლებს ფეხზე აყენებდა. თუ კარს ვინმე მიადგებოდა და წვალებას დაუწყებდა, რგოლები ცვიოდა და ხმაური დაძინებულ დარაჯს აღვიძებდა. თუკი მცველი დღისით დატოვებდა ეკლესიას, რგოლებს ისე აწყობდა, რომ უკან დაბრუნებულს შეემჩნია, ვინმე ხომ არ მიჰკარებოდა ტაძრის კარს. ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და იმით დაუნთიათ ცეცხლი. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.

ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ზოგს ეს წარმართობის გადმონაშთი ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული (მაგალითად, აწყურში). საინტერესოა, რომ პალესტინაში წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვისას თანამედროვე პილიგრიმებს სწორედ ასეთი საყელურიანი რკინის ჯაჭვი უნახავთ.

ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.

მეხატენი ამ ჯაჭვს ასე უმღეროდნენ:

„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;
მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.
დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია“.


† † †
მთიულებს დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდარი ლომისის წმინდა გიორგისა:

„წმინდა გიორგი ცხენზე ზის, ფეხთ უქრის ნიავქარია,
მხარზე ჰკიდია მათრახი სამოცდასამი მხარია,
ვისაც დაუქნევს, დაამჩნევს; მაგის დაკრული ცხარია“.


ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – წილიანობას (შვილიერებას); ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი (ასე უწოდებენ მთიულეთში ხევისბერს) ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მაწოვარ დედაკაცს შეასმევდა. ბავშვსაც თმას პირველად აქ შეკრეჭდა დეკანოზი.

„დიდება დიდ ლომისასაო“, – დაილოცებიან ხოლმე სალოცავში ღამის სათევად მისული მლოცველები. დამხვდურთ ასე მიესალმებიან: „ხალხო, წყალობა ხატისაო“. „თქვენი მწყალობელიც იქნებაო“, – უპასუხებენ ისინი… შუაღამისას კი, როცა რძისფერი ნისლი დაჰფარავს ქსნისა და არაგვის ხეობას, ერთი მთიული ვერ მოითმენს და, თითქოს ნისლის გაფანტვა სურსო, ცისა და მიწის გასაგონად შესძახებს:

„საქართველოვ, ჩემო სამშობლოვ, წყალობა ხატისა! შეგეწიოს საქრისტიანოს გამჩენი“.


წერილი შეიცვალა. tmt: Nov 23 2009, 09:59 AM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:02 PM
წერილი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი

ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც


ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს.

ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც.

იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია.

ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა.

ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს.

ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა


წერილი შეიცვალა. tmt: Nov 23 2009, 10:00 AM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:03 PM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია

კვირია
— ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ. დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.

კვირია (ქართული) ძველი წარმართული ღვთაების სახელია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით, კვირია ღვთისშვილთა წინამდგომია; სვანეთში ის ითვლებოდა ამინდის, მიწის ნაყოფიერებისა და შვილთა სიმრავლის ღვთაებად. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ ის გაიგივეული იქნა წმინდა კვირიკესთან, რომლის სახელობის ტაძარი (ლაგურკა – ზემო სვანეთის სოფელ კალაში) დღესაც განსაკუთრებული პატივით არის გარემოსილი.
ი.ჯავახიშვილის მტკიცებით, კვირია შეიძლება წარმომდგარი იყოს კვირადღის სახელწოდებისაგან, ან ძველ საბერძნეთში გავრცელებული ვაჟის სახელისაგან კვირია ( " უფალი "), ან კიდევ კვირინე ღვთაების სახელისაგან. გიორგი მელიქიშვილის აზრით, იგი უკავშირდება ურარტულ ღვთაებას კუერას, ანდრო ლეკიაშვილის აზრით კი ქართველ მთიელებს კვირიას სახით იესო ქრისტე ჰყავდათ წარმოდგენილი.

სავარაუდოდ კვირიასთან არის დაკავშირებული სახელი კვირიკეც -

კვირიკე (ბერძნული) " უფლისა ". ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად. მისგან ნაწარმოებია გვარები: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკიძე, კვირიკეიშვილი, კვირკვაია, კვირკვეია. კვირიკეს ქართული შესატყვისია უფლისა (აქედან გვარი – უფლისაშვილი). სომხურში ეს სახელი დაცულია კირაკოს-ის ფორმით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული სიტყვა კვირიოს ( " უფალი ", " ბატონი "), საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უძევს აგრეთვე არაერთ სახელსაც, როგორიცაა, მაგალითად, კაცის სახელები: კვირიონ (კირიონ), კვიროსი (კიროსი), კირიაკ, კირიან და ამათგან წამოქმნილი ქალის სახელები: კირა, კირიაკა, კირიანა, და სხვანი
.


http://www.geogen.ge/index.php?id_menu=52&...et=10&abc=1

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 23 2009, 10:01 AM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:05 PM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ოჩოკოჩი

— ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე სჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.

ხალხური ნაამბობი
ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად.

ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება
(მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი)

ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - "ვოოს" ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: "ცეცხლი გინთიაო!" და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა.



ოჩოკოჩის ეშვები აქვს (მთქმელი ბ.მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუს )

მე არ მინახავს, მაგრამ ბევრჯერ გამიგია: ოჩოკოჩი კაცისნაირიაო, დაბღავისო, მთიან და ტყიან ადგილებში ცხოვრობსო. კაცს არ ერჩისო, მაგრამ თუ გააჯავრა, მაშინ შეებრძოლებაო. ოჩოკოჩი ახმახიაო, იტყოდნენმ ფეხშიშველა დადის და ეშვები აქვსო. მკერდზე საფეთელის მსგავსი რქები აქვს წამოზრდილიო. როცა დადის, ყვირის და მიხარხარებს. სადაც კაცი ცხოვრობს, იმ ადგილებში არ დადის. უმეტესად მონადირეები და მეჯოგეები ხვდებიან მას.


ოჩოკოჩი და მეთევზე (მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ)

ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული.

ოჩოკოჩს უთქვამს ამ კაცისათვის: - ეს თევზი ნახევარი ჩემიაო. მეც ბევრი ვიშრომეო, დანარებიდან გამოვდენე ისინი ხელებით, ფეხებითა და ჯოხითაო. ამდენი თევზიო ოდესმე თუ დაგიჭერიაო შენი ფაცერით? შენც ხომ გესმოდა ცემი ხმაურიო. კაცმა არაფერი უპასუხა. საერთოდ ოჩოკოჩთან საუბარი არ შეიძლება. მერე ოჩოკოჩს თვითონ გაუყვია შუაზე ეს თევზი. თავისი წილიდან ცეცხლზე შეუწვია სამყოფი თევზი და შეუჭამია. მერე დარჩენილი თევზი თან წაუღია და წასულა



ოჩოკოჩის მკერდი

მეგრული მითოლოგიის თანახმად,

უსიერ ტყეში, სადაც მზის სხივს სტუმრადაც არ მიესვლება, ცხოვრობს ოჩოკოჩი _ საკვირველი გოლიათი და ტყაშმაფას ქმარი.

მას მკერდზე, თმასთან ერთად, აქვს გრძელი ძვლისებური წანაზარდები, ბასრი რქის მსგავსი, ან საჩეჩელას მსგავსი გრძელი, რკინის კბილანებით, რომლითაც მტერს იოლად ამარცხებს.

ოჩოკოჩი გარეული ტახების მბრძანებელია. ტყეში თუ ვინმე შეხვდება, მძლავრი ხელებით თავის საშინელ მკერდზე მიიკრავს და ასე კლავს.

ოჩოკოჩს ერთხელ უნდა ესროლო, დაჭრილმა ოჩოკოჩმა რაც არ უნდა გეხვეწოთ, მეორე ტყვიაც გაიმეტეთ და სიცოცხლე სწრაფად დამამთავრებინეო, არ დაუჯეროთ. მეორე ტყვიის შემდეგ ოჩოკოჩს ჭრილობა გაუმრთელდება და მსროლელი თავად ხვდება მსხვერპლი
.

http://forum.gol.ge/index.php?showtopic=45...00#entry1700285



ოჩოკოჩს წააგავს ოჩოპინტრეც და ბოჩი -

ოჩოპინტრე
ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.


ბოჩი -
ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმინდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი||, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.


სამივე კი (ტყის კაცი) გარკვეულწილად ჰგვანან პანს -



Пан ("понравившийся всем"), в греческой мифологии божество стад, лесов и полей, сын вестника богов Гермеса и нимфы Дриопы. Этот покровитель горных лесов и пастбищ, коз и овец был козлоног и рогат. Дриопа ужаснулась, увидев новорожденного сына, заросшего волосами и бородатого. Однако Гермес и боги-олимпийцы лишь рассмеялись и нарекли младенца Паном. Вместе с сатирами и силенами, демонами стихийных плодоносных сил земли, Пан входил в свиту Диониса. Игривый и жизнерадостный, он был известен своим пристрастием к вину и веселью, пылкой влюбленностью и преследованием нимф. Одна из них, Сиринга, в страхе перед козлоногим богом превратилась в тростник, из которого Пан сделал свирель. Непременный судья пастушеских музыкальных состязаний, он вызвал на соревнование Аполлона и, по мнению судьи, царя Мидаса, победил его. В отместку бог наградил судью ослиными ушами. Как божество стихийных сил природы, звуком своей свирели Пан наводил на людей беспричинный, так называемый панический страх, особенно в знойный летний полдень, когда замирали леса и поля. Пан помогал в битвах, наводя ужас на врагов; он помог Зевсу в борьбе с титанами. Культ Пана был особенно распространен в Аркадии, именно там расположена священная гора, названная его именем. В римской мифологии Пану соответствуют Фавн и сильван.

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 23 2009, 10:03 AM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:08 PM
წერილი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



კავკასიურ-იბერიული ხალხების მითოლოგიური წარმოდგენებისთვის დამახასიათებელია მზის, მთვარის და სხვა მნათობების პერსონიფიკაცია. ქართულ მითებში მთვარე მამაკაცია, მზე - ქალი; ისინი ხან და-ძმანი არიან, ხან - ცოლ-ქმარი, ხან კი - დედა-შვილი. დაღესტნის მთიელები მთვარეს და მზეს ქალიშვილის და ჭაბუკის იერით გამოსახავდნენ, ამასთანავე ზოგიერთ მითში ისინი და-ძმად გვევლინებიან, ზოგში კი - შეყვარებულებად. აფხაზთა პანთეონში თავდაპირველად შედიოდა მზის ამოსვლის და ჩასვლის ღვთაება ხაიტი, რომელიც დაკავშირებული იყო ცოცხალთა სამყაროსთან, გარდაცვლილთა სამყაროსთან, ზღვასთან. ძველი წარმოდგენებით, ხაიტის საზღვაო სამეფოში მთებიდან უზარმაზარი ხვრელით ჩაედინება ყველა მდინარე. ხაიტის ქალური შესატყვისი - კოდოში, რომლის კულტიც გავრცელებული იყო აფხაზეთის სანაპირო ზოლში და ზოგიერთ მოსაზღვრე ადიღეურ ტომში (მაგ. შაფსუღებში), გამოისახებოდა მისადმი მიძღვნილი ტყეებისა და ცალკეული ხის თაყვანისცემით. მოგვიანებით აფხაზურ პანთეონში შევიდნენ ამრა (მზის პერსონიფიკაცია) და ამზა (მთვარის პერსონიფიკაცია). მთვარის ფაზების წარმოშობის შესახებ მითის მიხედვით, ამრა (მზე) - მშვენიერი ქალია, ხოლო ამზა - მისი ქმარი. ამზას მოსდევს მისი და - ეშმაკი. როდესაც დაეწევა გაქცეულ ძმას, იგი იწყებს მის ჭამას. ამ დროს ჩნდება ამრა, რომელსაც გაუგია უბედურების შესახებ. ის თავისკენ ექაჩება ამზას, ხოლო და - თავისკენ. კამათს ღვთაება გადაჭრის: 15 დღით იგი ამზას ეშმაკს აძლევს (რომელიც ამ პერიოდში თითქმის მთლიანად შთანთქავს მთვარეს), ხოლო 15 დღით - მის ცოლს ამრას. იგი ახერხებს მიუსწროს ამზას სიცოცხლის ბოლოს (როდესაც მთვარე ილევა) და ალერსით და ზრუნვით კვლავ შთაბეროს სიცოცხლე. სავსემთვარეობისას კვლავ ეშმაკი აღიდგენს უფლებებს. არსებობს მთვარეზე ლაქების ახსნის სხვადასხვა ვარიანტი: მეცხვარის მიერ ზევით ასროლილი და მთვარეზე გაბნეული ძროხის ნაკელი; ნართ სასრიყვას ჯოგი, რომელიც მთვარეზე ძოვს. ქართველთა წარმოდგენით ლაქები მთვარეზე დედის მიერ ცომში მოსვრილი ხელით შვილისთვის სილის გაწვნის კვალია. მრავალი კავკასიური ხალხის რწმენით მთვარის დაბნელება ხდება იმის გამო, რომ მას თავს ესხმის ურჩხული (დრაკონი), რომელიც მის შეჭმას ლამობს; არსებობდა ტრადიცია მთვარის დაბნელების დროს მისი მიმართულებით სროლისა, რათა ეხსნათ იგი.

ინგუშების და ჩეჩნების მითოლოგიაში ციური მნათობებისადმი მიძღვნილი რამდენიმე სიუჟეტი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, პერსონიფიცირებული მზე (ან მზის ღმერთი) გელა დილით ზღვიდან ამოდის, ხოლო საღამოს კვლავ ზღვაში ჩადის. როდესაც იგი ჰორიზონტზე ამოდის, მისგან ზღვის ქაფი წვეთავს. წელიწადში ორჯერ (ბუნიობის დროს) დედამისს - აზას სტუმრობს (ზოგიერთი მითის მიხედვით, აზა მზის შვილია, ყოველივე ცოცხალის მფარველი; დაიბადა მზის სხივისგან და წარმოადგენს მზის სხივების მაცოცხლებელ ძალას). ერთ-ერთი მითის თანახმად, მზე და მთვარე ძმები არიან (თუმცა სხვადასხვა დედის შვილები), რომელთაც მუდმივად დევნის მათი ბოროტი და მოჟი, რომელსაც ცაზე თავისი ნათესავები შეუჭამია; როცა იგი მათ დაეწევა, ხდება დაბნელება. სხვა მითი მოგვითხრობს მზისა და სხვა მნათობების წარმოშობის შესახებ. მშვენიერ ქალიშვილს მისდევდა მასზე შეყვარებული სახელგანთქმული ოსტატი-მჭედელი, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს ქალიშვილი მისი და იყო: იგი მას გავარვარებული ოქროს კომბლით მისდევდა მანამდე, ვიდრე ორივენი არ მოკვდნენ. კომბლის ნაპერწკლები ვარსკვლავებად გადაიქცნენ, ჭაბუკი - მზედ, ხოლო ქალიშვილი - მთვარედ. დღემდე ჭაბუკი (მზე) ცდილობს დაეწიოს ცაზე მის შეყვარებულს (მთვარეს).

http://geomythology.gol.ge/Iber-CaucasMythology.htm

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 23 2009, 10:04 AM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:08 PM
წერილი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ბარბალე
ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება.

ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია
.


მე პირადად ხშირად მინახავა ბორბლის გამოსახულება სხვადასხვა ისტორიულ ძეგლებზე.

აი ეს დედაბოძი - გადაღებულია ახალგორის მუზეომში -



ზედა გამოსახულია ბორბალი -
ანუ იგივე ბირჯღალო.
ანუ ეს იგივა მზეა.

აი კიდევ ცნობა ბარბალეზე
აკაკი გელოვანის მითოლოგიური ლექსიკონიდან


ბარბალე
- ბაბარი, (შუმერულ ქართული ბარბარ - ბარბარე)
- ერთ ერთი უძველესი წარმართული ქალღმერთი - ქართულ (ძირითადად სვანურ) მითებში, მზის მოქცევის ადგილობრივი ღვთაება, დედობისა და ფურობის ასტრალური სახე. ეს ძალზე პოპულარული ქალღვთაება ნათლისა და ბნელის ბრძოლაში პირველს ემსახურება, ჩაბმულია კოსმოგონიურ მოვლენების რკალში, რადგან ზეგავლენას ახდენს მზის ბუნიობაზე, ებრძვის ციურ გველეშაპს, რომელიც ლამობს მზისა და მთვარი ჩაყლაპვას (კიდეც ყლაპავს ხოლმე მთვარეს და ამ დროს მთვარე სისხლისფრად ჩანს - ესაა მთვარის დაბნელების ახსნა სვანურ მითებში. შემდეგ მზე გველეშაპს ფატრავს სხივებით და ათავისუფლებს მნათობს).
უძველეს წარსულში მისი სახელობის თვე იყო დაალოებით იანვარი.
შუმერთა მზის ღვთაების ბაბბარის კავშირი ქართულ წარმართულ ბარბარესთან მზის ღმერთტან და ქალღმერთთან - უდავოა. სახელთა სხვადასხვაობის მიუხედავად მათი ფუნქცია და ხასიათი მთლიანობით ხასიათდება: ბარბარ - ბაბალე - ბარბარე - შამაში,
ენლილი - ლილე - და უთუ შეიძლება იწოდონ შუმერულ ქართული პანთეონის მზის ღვთებად. სვანეთში ბარბალეს სახე ღრმად დამკვიდრდა, შემდეგ შეცვალა ტარ-ღვთაებამ (" ტარ-ბედნიერმა"), ცხვრის მფარვლმა ღვთაებამ. კულტი მაინც დარჩა (ი .ჯავახიშვილი, ვ. ბარდაველიძე)

ბარბალეს საკულტო "გირგედს", მარმარილოს მრგვალ გამოსახულებას, "ხაჭაპურის გულს" უშგულის ღვთისმშობლის ეკლესიაში დღემდე ინახავენ უთუოდ მზის სიმბოლოს მნშვნელობა ჰქონდა, სენთან ბრძოლა ევალებოდა, ამიტომ უკლავდნენ ძროხას ან ხარს. მისი დღესასწაული ბარბალობა მზის მობრუნებასთან იყო დაკავშირებული. დიდ წმინდა სალოცავზე ბარბალ - დოლაშა ეძრვნებოდა სიმღერა, რაც მსხვერპლშეწირვის წინ სრულდებოდა და უდავოდ მზისა და ხარის კულტის შერწყმას გულისხმობდა:
"მზე შემოაქვთ რქებით ხარებს!! მზე შენია, ბარბალ - დოლაშ!!"
საკულტო ლოცვა სრულდებოდა ბარბალობას - სვანურად ბარბლობ, ბარბლაშ.
სარიტუალო შესაწირავი იყო რძის ფაფა, დიდი მრგვალი ხაჭაპურები (სვანურად მურგვალ ქუთ), ტაბლა (ლეჩხუმში) მრგვალი საგნები,
რომელნიც მზის დისკოს ემსგავსებიან: ნედლი წკნელის და მწვანე რტოების რგოლი, გვერგვი, გახვრეტილი კვირისტავი და სხვ...


მწვანე გრეხილის წკნელის რგოლები - "კირკვტაილები" სვანეთში განცხდაბ დღეს - ნათლიღებასაც იცოდნენ: სახლში ჰკიდებდნენ მრავლად. ეს სულ სოლარული (მზის) ატრიბუტებია. ღამით გამოცხობილ ხაჭაპურებს ბოსელში წაიღებდნენ,ან ფარეხში, იქვე ლოცულობდნენ და ჭამდნენ შინაურები, უცხოს არ უნდა ენახა.
თუ ამ რიტუალს რამე დააკლდებოდა, იმ წელს საქონელს ზიანი არ ასცდებოდა და "სულ უკუღმა მიდიოდა" პირუტყვი.


ანუ ჩვენ რომ ვიცით ლობიანების ცხობა ბარბარობაზე -
ეს წარმართული კულტის გადმონაშთია.

თან საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი
დეკემბერში ანუ 22 დეკემბერს ყველაზე მოკლე დღეა -
ანუ ამ დღის მერე ხდება "მზის შემობრუნება"
ანუ დღის ზრდა....
გარკვეულ წილად ეს სვანური რიტუალი ამასაც ასახავს
..

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 23 2009, 09:36 AM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:08 PM
წერილი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ასტრალური კულტები (ბერძნ. astēr - ვარსკვლავი),
ციურ მნათობთა თაყვანისცემა. ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს ხალხებში, უმეტესად ძველ აღმოსავლეთში. ასტრალური კულტების აღმოცენებასა და გავრცელებას ხელს უწყობდა მიწათმოქმედების, განსაკუთრებით ირიგაციის განვითარება. შუამდინარეთსა და ეგვიპტეში ადრევე დაიწყეს დაკვირვება ციურ მოვლენებზე, რომელთა მიხედვით ადგენდნენ მდინარეების (ტიგრი, ევფრატი, ნილოსი) ადიდების დროსა და ხანგრძლივობას. ამ ნიადაგზე შემუშავდა ძვ. შუმერების, ბაბილონელების, ეგვიპტელებისა და სხვა. განვითარებული ასტრალური კულტები მაგ., ბაბილონელების ღვთაებათა პანთეონში შედიოდა უზენაეს ღვთაებათა შვიდეული: სინი (მთვარე), შამაში (მზე), მარდუქი (იუპიტერი), იშთარი (ვენერა), ნერგალი (მარსი), ნაბუ (მერკური) და ნინურტა (სატურნი). მათგან უდიდეს ღვტაებებად ითვკებოდნენ მთვარე და მზე. წინა აზიის უძველესი მოსახლეობის ღვთაებათა პანთეონში მზე უმთავრესად ქალღვთაების სახით იყო წარმოდგენილი. ბერძნები მას მამაკაცად წარმოადგენდნენ, მამაკაცად იყო მიჩნეული სემიტების მზის ღვთაებაც.

საქართველოში ასტრალური კულტებმა ძველთაგანვე განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია და სხვადასხვა წეს-ჩვეულებათა სახით გვიანობამდე შემორჩა. აქაც ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში პირველი ადგილი მზეს და მთვარეს ეკავა. ამასთან, მზე წარმოდგენილი ჰყავდათ ქალღვთაების სახით (მზექალი, ბარბალე), ხოლო მთვარე - მამაკაცის სახით.

ქართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მზის მოქცევასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამ მნათობის მოძრაობასთან (ნაბუნიობა) აკავშირებდნენ ბარბარობას ანუ მზის დაბადების დღეობას და თვის კალენდარს. ამავე დღეობის მიხედვით იქმნებოდა წარმოდგენა მომავალი წლის ავკარგიანობაზე. ძვ. საქართველოში მზის კულტთან ერთად არსებობდა განვითარებული მთვარის კულტი. მთვარის ღვთაებას, ზოგიერთი შეხედულებით,პირველი ადგილი ეკავა ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში. მისი ერთ-ერთი ტაძარი აღმართული იყო იბერიისა და ალბანეთის საზღვარზე. მთვარის კულტს ძველ საქართველოში ბევრი რამ ანათესავებს იმ ხალხთა (ასურელები, ბაბილონელები, საბიელები, ძვ. არაბები და სხვა) რელიგიის წარმოდგენებთან, რომელთაც მთვარე უმთავრეს ღვთაებად და მამაკაცად მიაჩნდათ. ივ. ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ ქართული ლამპრობა და საბიელების მთვარის დაბადების დღესასწაული ერთი და იგივეა. ორივე 24 იანვარს აღინიშნებოდა, ოღონდ ქართველები მთვარის სადიდებლად არყის ხის ტოტებს ანთებდნენ, საბიელები კი - პალმის ტოტებს.

საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ძველ კულტურულ ხალხებში, თაყვანს სცემდნენ აგრეთვე ცისკრის ვარსკვლავს. ხალხის რწმენით მზის ამოსვლის წინამორბედი ეს მნათობი სხვა ვარსკვლავებზე მეტად ჰგავდა მზეს. სვანეთი ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ქართველები ცისკრის ვარსკვლავის სადიდებელ რიტუალს სხვადასხვა დღეობებში ასრულებდნენ.

ქართველთა ასტრალურ რელიგიაში ასახულულია ქართველი ხალხის ისტორიულ წარსულის, ყოფა-ცხოვრების, მეურნეობისა და ბუნებრივი გარემოს თავისებურებანი. მაგ., დაწინაურებელი მელითონეობის საფუძველზე ქართველ ტომებში აღმოცენდა რწმენა-წარმოდგენები, რომელთა მიხედვით, რკინის ჭედვა ხალხს ასწავლა ცისკრის ვარსკვლავთან დაკავშირებული ქალღმერთის, "ოქროსნაწნავიანი" დალის (ნადირთ პატრონის) შვილმა, "ოქროსკბილიანმა" ამირანმა. ოქრო და ოქროსფერი მზეს უკავშირდებოდა. ხალხს სწამდა, რომ მზე ოქროს ბურთია და ქვეყანას ოქროს სხივებს ჰფენს. სვანური თქმულების "მზე და მთვარის" მიხედვით, საღამოს ზღვაში ჩასვენების დროს მზე ოქროს აბნევს და თუ კაცმა ამ დროს კვერნის ტყავი ზღვაში ჩადო, ტყავი ოქროთი დაიფარება.

ქართული ასტრალური კულტების ერთ-ერთი თავისებური ელემენტთა საახალწლო ჩიჩილაკი და მასთან დაკავშირებული წარმოდგენები. ჩიჩილაკის ერთ-ერთ სახეობას რაჭა-ლეჩხუმში გვერგვი ეწოდებოდა. მას შიგნით ჯვრის სახით ჰქონდა დატანებული თხილის ორი კანჩათლილი ჯოხი, ე. წ. "პაპაჯვარი". გვერგვი მზეს, სხივოსნობას განასახიერებდა და მას მზის ღვთაების ემბლემის მნიშვნელობა ენიჭებოდა. ქართული პანთეონი თავდაპირველად სამ დიდ ღვთაებას აერთიანებდა, მაგ., აღმოსავლეთ საქართველოში მთიელთა რელიგ. პანთეონის სათავეში იდგა მთვარის ღვთაება, ანუ მორიგე, მეორე ადგილი მზე ქალად წოდებულ მზის ქალღვთაებას ეკავა, ხოლო მესამე კვირიას, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა ადგილობრივი ანუ მიწიერ ღვთაებებსა და მორიგეს შორის.


ძველ ქართულ ასტრალურ პანთეონში უზენაეს ღვთაებათა შვიდეულის სახელები ეწოდებოდა კვირის დღეებს. მეგრულში კვირა დღეა ჟაშხა, რაც მზის დღეს ნიშნავს; ორშაბათი - თუთაშხა - მთვარის დღე; სამშაბათი - თახაშხა - თახას დღე; ოთხშაბათი - ჯუმაშხა - ჯუხას დღე; ხუთშაბათი - ცაშხა - ცის დღე; პარასკევი - ობიშხა - ვობის დღე. ამ სახელებში "ხა" არის ფონეტიკური სახეცვლილი მეგრული დღა (დღე). ჟა (ბჟა) მეგრულად ნიშნავს მზეს, თუთა - მთვარეს. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, სამშაბათი (მეგრ. თაშხა - თახაშხა) ქართველებისათვის მარსის და მისი ღვთების, თახას დღე უნდა ყოფილიყო. ოთხშაბათის მეგრულ-ჭანურ-სვანურ სახელში შემავალი "ჯუმა" შეიძლება იყოს მერკურის ძველი ქართული სახელი. ხუთშაბათის მეგრული სახელი ცაშხა ივ. ჯავახიშვილს მიაჩნდა ცისკრის ვარსკვლავის, ხოლო პარასკევისა - ობიშხა - იუპიტერის დღის შესატყვისად. შაბათ დღის ქართული სახელი არ ჩანს არც სვანურში და არც მეგრულ-ჭანურში. ს. ორბელიანის ლექსიკონში გვხვდება შვიდეულის დღეთა სახელები, რომლებიც დაცული ყოფილა ძველ სამწერლობო ქართულში. ეს სახელები შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ რომელი დღე რომელ მნათობთა და ღვთაებასთან იყო დაკავშირებული ქართულ წარმართულ კალენდარში. მართალია, მწკრივში ხუთი დღე დასახელებულია ბერძნულად, რაც მოწმობს, რომ ბერძნულ სახელებს განუდევნია სამწერლობო ქართული ენიდან შვიდეულია დღეთა ძველი ქართული სახელები, მაგრამ აქ დღეთა და მნათობთა სახელების დალაგების წესი ბერძნულს არ უდგება. ქართულში კვირა - მზის დღეა, ორშაბათი - მთვარისა, სამშაბათი - არიასი (მარსისა), ოთხშაბათი - ერმისა ანუ ჰერმესისა (მერკურისა), ხუთშაბათი - აფრიდიტესი ანუ ვენუსისა (ცისკრისა), პარასკევი - დიოსისა (იუპოტერისა), შაბათი - კრონოსისა.


http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=0

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 23 2009, 09:37 AM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:21 PM
წერილი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ვნახოთ კიდევ ქართული მითოლოგიის ქალი პერსონაჟები

ადგილის დედა
ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი. ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც - ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველს



ადგილის დედა წააგავს ბერძნულ ქალღმერთ დემეტრას...




Деметра была сестрой Посейдона, Зевса и Аида. В ее владении находилась земля, и ее имя означало "Мать-Земля", Древнейшее доолимпийское божество.. Одно из самых почитаемых олимпийских божеств. Древнее хтоническое происхождение Д. засвидетельствовано её именем (буквально «земля-мать»; греч. δα, δη-γη, «земля»). Культовые обращения к Д.: Хлоя («зелень», «посев»), Карпофора («дарительница плодов»), Фесмофора («законодательница», «устроительница»), Сито («хлеб», «мука») указывают на функции Д. как богини плодородия.

დემეტრა (ბერძნ. Δημήτηρ Dēmētēr), ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. კრონოსისა და რეას ასული.

დემეტრას მითში აისახა ძველისძველი წარმოდგენა დედამიწაზე მცენარეულობის პერიოდული კვდომისა და აყვავების შესახებ. დემეტრასა და ზევსის ასული პერსეფონე ზევსისავე ნებართვით მოიტაცა ქვესკნელის ღვთაება ჰადესმა. განრისხებულმა დემეტრამ დედამიწას ნაყოფიერება დაუკარგა. ქვეყანაზე შიმშილმა დაისადგურა და ადამიანები ღმერთებს მსხვერპლს აღარ სწირავდნენ. ზევსმა პერსეფონეს უბრძანა, წელიწადის ორი მესამედი დედამიწაზე - დედასთან გაეტარებინა, დანარჩენი კი - მიცვალებულთა სამეფოში. დემეტრას საკულტო ცენტრი იყო ელევსინი, სადაც იმართებოდა ელევსინის მისტერიები - დემეტრასა და პერსეფონესადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულები. დემეტრას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთსა და სიცილიაში. ძველი რომაელები დემეტრას კულტს აიგივებდნენ თავიანთ ღვთაება ცერერას კულტთან.

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 14 2009, 11:21 PM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:22 PM
წერილი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ალი
ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები, რომლებიც ვნებენ მშობიარეებს, ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებს და სხვებს. ალები შეიძლება როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ყოფილიყვნენ. მათ საშინელი შესახედაობა ჰქონდათ (სპილენძის კბილები, შუშის კვალი, დასვრილი თმები). გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ტყეში, კლდეებში, ნანგრევებში, შედიან თავლებში, ზოგჯერ მსხვერპლს, რომელსაც ახლო ნათესავის სახით ეცხადებიან, წყალში იტყუებენ. ქალ ალებს (ალქალებს) იგივე ფუნქციები აქვთ, თუმცა ნაკლები ფიზიკური ძალა გააჩნიათ. ზოგჯერ მათ ქალღმერთ დალის ფუნქციები მიეწერებათ და მის მსგავსად, მშვენიერი ოქროსთმიანი ქალის სახით ეცხადებიან თეთრ კაბაში. ალი ერთგული მსახური ხდება ადამიანის, რომელიც მას თმას და ბრჭყალებს დააჭრის. ალის ბოროტ ძალას წინ აღუდგება მის წინააღმდეგ შელოცვა ან წმინდა გიორგის სახელი.

ტყაში-მაფა
ქართულ მითოლოგიაში ტყის დედოფალი, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი. ხალხური წარმოდგენებით ტყაში-მაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაში-მაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაში-მაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაში-მაფას დალისთან და უსახელო “ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება

წყარიშდიდა (მთქმელი ნ. სიგუა, ) წყარიშდიდა (წყარიშმაფა) ცხოვრობს ღელეში, ჭონჭყო ადგილებში, ტეხურში ის არ ცხოვრობს. ნახევარი (ქვევითა ნაწილი) თევზის ფორმისაა, ნახევარი (ზედა ნაწილი) ქალისა. წყარიშმაფამ თუ წინ გაგიარა და შენ მისი ნაკვალევი გადაკვეთე. უსათუოდ უჟმური შეგეყრება. ტყაშმაფა ქალია და ტყეში ცხოვრობს. წყარიშმაფა წყალში ცხოვრობს და უფრო თევზსა და ბაყაყს ჰგავს. ადამიანს ავადმყოფობას შეყრის ხოლმე

წყარიშმაფას მოჭრილი თმა (მთქმელი ჟ. ბოკუჩავა, სოფ. ლესიჭინე) ერთ ბიჭს უნახავს წყარიშმაფა. წყარიშმაფას სახელი დაუძახია - ხუტუ, ხუტუო! ამ ბიჭს მათრახი მოუქნევია წყარიშმაფასთვის . მას კივილი დაუწყია და ამ ბიჭის ოჯახი დაუწყევლია: "სახლში არც ერთი ცოცხალი არ დაგხვედროდესო." მართლაც ყველა ამოწყვეტილა. წყარიშმაფა ერთ ღამეს განუწყვეტლივ კიოდა თურმე. ამ ბიჭს გაუგონია კივილი და მისულა. წყარიშმაფას უთქვია: "სავარცხელი მომაძებნინეო." ამ ბიჭს უთქვამს: შენ რატომ დაწყევლე ჩემებიო და მაკრატლით თმა მოუჭრია და ცეცხლში დაუწვავს. წყარიშმაფას ძალა დაუკარგავს და ჩვეულებრივ ქალად ქცეულა.

წყლის დედა კივილით გაურბის დადევნებულ მგლებს (მთქმელი გ. ქობალია, გალის რაიონი) იტყოდნენ: წყალში ცხოვრობს (ზის) წყლის დედაო. იგი წინათ უნახავთ საკუთარი თვალით ერთ ღამეს, ქურდი კაცი მიდიოდა გზაზე და ნაქურდალ საქონელს მოდენიდა. გზა წყლის პირს მიჰყვებოდა. უცბად საშინელი კივილი შემოესმა. იფიქრა, ალბათ ქალიშვილი მოიტაცა ვიღაცამ და ის ქალია, რომ კივისო (მიჰკივისო). შეშინდა ქურდი და ტყის სიღრმეში შევიდა. ისევ გაისმა კივილი. ახლა უფრო ახლოს ისმოდა კივილის ხმა. დაინტერესდა ეს კაცი. ნახა, რომ წყალს მოაპობს წყლის დედოფალი (წყარიშმაფა), აქეთ-იქით ნაპირზე მგლები მისდევენ.ახლოს რომ მივიდა, ნახა, რომ ქალს არაფერი აცვია, ძალიან თეთრი ტანი და გრძელი თეთრი თმა აქვს. ამ თმით მთელი ტანი აქვს დაფარული. მდინარის ნაპირთან ყოფილა ღრმა დინება, ჩასაყვინთი მორევი. აქ რომ მისულა ეს ქალი, უცბათ გამქრალა, დაკარგულა. ალბათ, მგლებს გაექცა, თავის სამყოფში მიიტანა თავი.


სამძიმარი
ქართულ მითოლოგიაში ქაჯეთიდან მოტაცებული ქალი-ქაჯი. სამძიმარის მოტაცება ხახმატის გიორგის სახელს უკავშირდება. ამ წარმოდგენაში, ისევე, როგორც სამძიმარის შემდგომი ნათლობის სიუჟეტში აისახა წმინდა გიორგის მიერ წარმართი მეფის მოქცევის გავრცელებული მოტივი. სამძიმარი შეიძლება უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, შემდეგ კი პატარძლად შედის ოჯახში და დოვლათი და იღბალი შეაქვს. როდესაც გაირკვევა, რომ იგი მოკვდავი ქალი არ არის, სამძიმარი ტოვებს სახლს

დალი
ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი. ზემოთ

დედაბერი
ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში მოხუცი ქალები. ზოგი მათგანი კაცთმოყვარეა, კეთილგანწყობილი და ეხმარება გმირებს, ზოგი კი პირიქით, ადამიანთა მიმართ მტრულად არის განწყობილი. ამ უკანასკნელთ ემორჩილებიან ბუნებრივი სტიქიები, რომელთაც ისინი იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ გმირს მიზნის განხორციელებაში. ზემოთ


წერილი შეიცვალა. tmt: Nov 17 2009, 10:56 PM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:23 PM
წერილი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



კუდიანი
ქართველთა მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ფოლკლორში გრძნეული ქალები. კუდიანები მახინჯები და კუზიანები არიან, დიდი კბილები და ეშვები აქვთ, მიწამდე სიგრძის თმები და მხრებზე გადაკიდებული ძუძუები. კუდიანებს ნებისმიერი სახის მიღება და ადამიანის მოჯადოება შეუძლიათ. ისინი ბნელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ და გადაადგილდებიან კატაზე, მამალზე, მგელზე ან სხვა ცხოველებზე ამხედრებულები ან გადაადგილებისთვის საყოფაცხოვრებო საგნებს იყენებენ - ქოთანს, როდინს, ცოცხს და სხვ. მათი წინამძღოლის - როკაპის დაძახებაზე კუდიანები ტაბაკონის მთაზე იკრიბებიან



როკაპი
ქართულ მითოლოგიაში კუდიანების მეთაური, რომლებსაც მისთვის ადამიანთა გულები მოაქვთ. ღმერთის მიერ დასჯილი როკაპი მიწაში ღრმად ჩასობილ რკინის ბოძზეა მიბმული. როკაპი ყოველ წელს ცდილობს ბოძის ამოგლეჯას და განთავისუფლებას, მაგრამ როდესაც თითქმის ახერხებს ამას, ბოძზე ჩიტი ჯდება; როკაპი მას ჯოხს მოუქნევს, ჩიტი გაფრინდება, ხოლო ბოძი კვლავ ღრმად ჩადის მიწაში
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:24 PM
წერილი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მზეთუნახავი
ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ოქროსთმიანი მშვენიერი ქალი, რომელიც სასწაულებრივად იბადება მცენარეებიდან. მზეთუნახავი ჩაკეტილია ცხრა მთას იქით მიუვალ ციხე-კოშკში; გმირმა, რომ მოიპოვოს იგი, უნდა შეასრულოს ურთულესი დავალება ან გამოიცნოს მისი გამოცანები. ხშირად მზეთუნახავი მოჯადოებულია და გადაქცეულია ირმად, მტრედად, გველად. მისი მომაჯადოებელი ბოროტი არსების განადგურების შემდეგ მზეთუნახავი, ჯადოსნური სიტყვის ან მოქმედების შედეგად, თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. მზეთუნახავი კეთილია და გამჭრიახი. ჯადოსნური საგნების მეშვეობით იგი ეხმარება გმირს, რომელსაც მიჰყვება ცოლად



ყამარი
ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწული, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟი. ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს - ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს და ქაჯების მბრძანებელს. ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედან სიუჟეტის დაკავშირება ბერძნულ პრომეთესთან).
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:24 PM
წერილი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ჰარალე

— ქართულ მითოლოგიაში მოსავლისა და ნაყოფიერების ღმერთი. ამ სახელიდან მომდინარეობს სიმღერის ტექსტი „ჰარი, ჰარალე“.


იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითები[/color]

[b]იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითოლოგია ჩრდილოეთ კავკასიაში და ამიერკავკასიის ნაწილში მცხოვრებ იმ ხალხთა მითოლოგიური წარმოდგენების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც საუბრობენ კავკასიური ენების ოჯახში შემავალ ენებზე. ამ ხალხთა ჯგუფს განეკუთვნებიან: ქართველები, ადიღები (ყაბარდოელები, ადიღები, ჩერქეზები), აფხაზები, აბაზები, ჩეჩნები და ინგუშები (ვაინახები), დაღესტნელები (ავარელები, ლეკები, დარგუელები, ლაკები, ლეზგები და სხვ.) და სხვ.

წარმოშობის ისტორია
ეს მითოლოგიური სისტემები წარმოიშვა უხსოვარ წარსულში იბერიულ-კავკასიურ ხალხთა წინაპარ ტომებს შორის. განვითარების პროცესში ეს სისტემები სხვადასხვა ზეგავლენას განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მათზე ქრისტიანობამ და ისლამმა იქონია. კავკასიურ-იბერიული მითების ცალკეული ციკლები თითქმის არ შემონახულა, რადგან დიდ ეპოსებს (მაგ. ქართული ეპოსი ამირანის შესახებ, კავკასიური ნართების ეპოსი) შეერწყა თითქმის ყველა მითოლოგიური სიუჟეტი და მოტივი. მრავალი წარმოდგენის და სიუჟეტის აღდგენა ხდება ენობრივი მონაცემებში და სიმღერებში, ცეკვებში, ზეპირ გადმოცემებსა და რიტუალებში გაბნეული მოტივების მიხედვით. ეს მოტივები, რომლებიც კარგავდნენ პირვანდელ კონტექსტს, ზოგჯერ ერწყმოდნენ გვიანდელ რელიგიურ სისტემებს და ქრისტიანული და მუსულმანური კულტის ელემენტებად იქცეოდნენ.

კავკასიურ-იბერიული მითოლოგიის უძველეს პლასტებზე წარმოდგენას იძლევა არქეოლოგია. ენეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანიდან ჩვენამდე მოაღწია საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების საგნების ფრაგმენტებმა, რომლებზეც გამოსახულია ასტრალური ნიშნები, ჯვრები, ოთხკუთხედები, ადამიანთა და ცხოველთა ფიგურები. სხვადასხვა ტიპის სამარხების არსებობა გვაფიქრებინებს უკვე ამ ეპოქაში სიკვდილისშემდგომი სამყაროს შესახებ კომპლექსური წარმოდგენების არსებობაზე. კავკასიელ ხალხთა კოსმოგონიური წარმოდგენების მიხედვით, ხმელეთს მრგვალი ფორმა ჰქონდა და გარშემორტყმული იყო ზღვით ან მთებით. სამყაროს კიდეზე იდგა ცხოვრების ხე, რომელიც ვერტიკალურად აერთებდა ცას, დედამიწასა და მიწისქწვეშა სამყაროს. ჩეჩნების და ინგუშების წარმოდგენების თანახმად, მიწისქვეშა სამყარო ვერტიკალურად შვიდ სხვა სამყაროდ იყოფოდა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო თითოეული სამყაროს კიდეზე არსებული სოროებითა თუ საიდუმლო გამოქვაბულებით (მოგვიანებით ჩეჩნებსა და ინგუშებში წარმოიშვა ერთიანი მიწისქვეშა სამყაროს გაგება).

კოსმოგონიური წარმოდგენების შემდგომ განვითარებაზე თვალის გადევნება კარგად შეიძლება ენობრივი მონაცემების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სამყარო გადამკვეთ კოორდინატებზე განლაგებული ცალკეული სამყაროებისგან შედგება (შდრ. ქართული სკნელი); ვერტიკალურად განლაგდება ზედა სამყარო (ზესკნელი), მიწიერი სამყარო (სკნელი) და მიწისქვეშა სამყარო (ქვესკნელი); ჰორიზონტალურად სამყაროს ცენტრის (სკნელის) წინ მოთავსებულია წინა სამყარო (წინასკნელი), ხოლო უკან - უკანა სამყარო (უკანასკნელი). ზედა სამყარო დასახლებულია ღვთაებებით, ფრინველებით და ფანტასტიური არსებებით, შუა - ადამიანებით, ცხოველებითა და მცენარეებით. ქვედა სამყარო ბოროტი ქტონური არსებების - დევების, დრაკონების, აგრეთვე სიღრმისეული წ...ბის სამყაროა. სამ ვერტიკალურ სამყაროს (ქართულ მითოლოგიაში) შეესაბამება თეთრი, წითელი და შავი ფერი. წინა სამყაროს - ნათელს და კეთილგანწყობილს, შეესაბამება გაგება “აქ”, ხოლო მის საპირისპირო უკანა სამყაროს - ბნელს, იდუმალს, ხიფათით და მოულოდნელობებით აღსავსეს - გაგება “იქ”. ბოროტი უკანა სამყაროს გამო მრავალი ჩვეულებით იკრძალებოდა უკან მოხედვა. ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად განლაგებულ სამყაროთა მთელი ეს სისტემა გარშემორტყმულია ბნელი გარეთა სამყაროთი - გარესკნელით, რომლის იქით არაფერი არ არსებობს და რომელიც მოიაზრება, როგორც გაყინული სიბნელე და უცვლელი მარადისობა. ვერტიკალურად განლაგებული სამყაროები ერთმანეთისგან ჰაერის სისქით და ხმელეთით გამოიყოფა, ხოლო ჰორიზონტალური - შვიდი (ცხრა) მთით და ზღვით.

ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ღვთაებების და ღმერთკაცებისთვის, ხოლო ადამიანს ასეთი გადასვლა შეუძლია მხოლოდ ღვთაების ნებართვით “იერის ცვლის” ანუ სიკვდილის გზით (შდრ. ქართული “გარდაცვალება”), როდესაც სული დროებით ტოვებს სხეულს, “მოგზაურობს” ღვთაებებთან ერთად ერთი სამყაროდან მეორეში, ხოლო დაბრუნების შემდეგ კვლავ შესახლდება მის სხეულში (ქართ. გახუა მეგრელაური, ინგუშური ბოტკი შირტკა). მოგვიანებით ჩნდება (ალბათ, ქრისტიანობის და მუსულმანობის გავლენით) სამოთხის და ჯოჯოხეთის ცნებები, ფორმდება სიუჟეტები, რომლებიც აღწერს სულის გადასვლას გარდაცვლილთა სამეფოში და ცოდვილთა სასჯელებს. ყველა სამყაროს ერთმანეთთან აერთიანებს სამყაროს კიდეზე მდგარი მსოფლიო ხე (მისი ვარიანტებია - სვეტი, რომელსაც ეყრდნობა ცარგვალი; კოშკი; ციდან დაშვებული ჯაჭვი; ირემი უზარმაზარი დატოტვილი რქებით, რომლებიც ცამდე აღწევს) მასზე მიბმული ცხოველით (აფხაზთა წარმოდგენით, როდესაც ცხოველი იღვიძებს და განთავისუფლებას ლამობს, ხდება მიწისძვრები). სამყაროთა შორის კავშირი მყარდება აგრეთვე ჯადოსნური ცხოველების, ფრინველების, ფანტასტიური არსებების (გმირთა რაშები, არწივები, თეთრი და შავი ცხვრები, დევები, ქაჯები და ა. შ.) მეშვეობით. ამ წარმოდგენებს უკავშირდება რწმენა ხის და ტყეების ზებუნებრივი ძალის შესახებ. მრავალი ტომი (აფხაზები, ადიღები, დაღესტნელები) თაყვანს სცემდა ხეებს და სწირავდა მსხვერპლს. ქართულ მითებში ღვთაებები ხშირად ევლინებიან ურჩ ქვეშევრდომებს ხეების სახით.

ჩეჩნების და ინგუშების კოსმოგონიური წარმოდგენა სიცოცხლის წარმოშობას უკავშირებს დედამიწაზე დაშვებულ უზარმაზარ თეთრ ფრინველს. დედამიწა მაშინ წარმოადგენდა ბრტყელ, უწყლო ხმელეთს, მცენარეებისა და ცხოველების გარეშე. ფრინველის უკან გაფრენის შემდეგ მისი ექსკრემენტებისგან წარმოიქმნა წყალი და თესლი, დაღვრილი წყლისგან წარმოიქმნა ზღვები, ტბები, მდინარეები; ქარით გაფანტული თესლით წარმოიშვა სხვადასხვა მცენარე. სხვა ვაინახური მითების მიხედვით მთები, ცხოველები და ადამიანები შექმნა დემიურგმა დიალამ. კავკასიურ-იბერიულ მითებში შემონახულია ძველი წინაქრისტიანული და წინაისლამური ღვთაებების პანთეონები უზენაესი ღვთაებით სათავეში. თუმცა მითებში უზენაესი ღვთაების გავლენა სხვა ღვთაებებზე ხშირად არ ვლინდება (ისევე, როგორც უზენაეს ღვთაებებს ხშირად უფრო არქაული მითოლოგიური პერსონაჟების ნიშან-თვისებები აქვს შემორჩენილი), რაც ამ წარმოდგენების შედარებით გვიანდელ წარმოშობაზე მიუთითებს. ამასთანავე, უზენაესი ღვთაების ცნებამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა ქრისტიანობის და ისლამის გავლენით.

ქართული პანთეონის სათავეში დგას უზენაესი ღვთაება - ღმერთი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ინაწილებს ზოგიერთ ფუნქციას სხვა ღვთაებებთან, არსებითად წარმოადგენს მსოფლიო წესრიგის ერთადერთ დამფუძნებელს და დამცველს, ყოველივე არსებულის მბრძანებელს. იგი იმყოფება მეცხრე ცაზე და მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება არც მზისქვეშეთში, არც გარდაცვლილთა საუფლოში (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ასოცირდებოდა ბიბლიურ მამა - ღმერთთან). დანარჩენ ღვთაებებს - ხვთისშვილებს (ღმერთის შვილებს) ლოკალური ღვთაებების - მფარველების და ადამიანთა და უზენაეს ღმერთს შორის შუამავლების ფუნქცია აქვთ. ხვთისშვილთა მეთაურად ითვლებოდა კვირია - ხმელეთის მმართველი, რომელსაც საკუთარი კარავი ანუ სახლეული ჰქონდა. ზოგიერთი მითის მიხედვით, კვირია ითვლებოდა შუამავლად ღმერთსა და დანარჩენ ხვთისშვილებს შორის, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკრიბებოდნენ უზენაესი ღმერთის კართან (დასავლეთ საქართველოს მთის ხალხთა მითებში კვირია ნაყოფიერების ფალოსური ღვთაებაა).

აფხაზური პანთეონის სათავეში დგას ანცვა, რომელსაც შერწყმული აქვს ჭექა-ქუხილის და ნადირობის ძველი ღვთაებების, დედა-ღვთაების და სხვათა ნიშან-თვისებები. ადიღეურ მითოლოგიაში პანთეონის მეთაური, დემიურგი და შემოქმედი არის ტხა (სიტყვის წარმოშობა ადიღეური “დიგე”, “ტიგე” - მზე, საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად შემოქმედის როლი ეკუთვნოდა მზის ღვთაებას); მოგვიანებით ტხას ფუნქციებმა გადაინაცვლა ტხაშხოსთან. ტხაშხოს კულტმა მიიღო ქრისტიანობის ზოგიერთი ელემენტი, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის გავრცელების შემდეგ ალაჰის კულტს შეერწყა.

ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაში უზენაესი ღვთაება, დემიურგი არის დიალა. დაღესტანში ერთი და იმავე ფუნქციის მქონე მითოლოგიურ პერსონაჟებს არა აქვთ საერთო სახელი, თითქმის ყველა ხალხს თავისი ღმერთები ჰყავს. პანთეონის სათავეში დგას ზალი (ლეკებთან), ბეჩედი (ავარელებთან), გინიში (წახურებთან), იინიში (რუთულებთან) და სხვ.



წერილი შეიცვალა. tmt: Nov 17 2009, 08:58 PM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:25 PM
წერილი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ისტორიულმა შესწავლამ დაგვარწმუნა,რომ ქართველების საწარმართო სარწმუნოების მთავარ ღვთაებად მთვარე, [b]ღმერთი მამაკაცი ითვლებოდა.

ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ მთავარ ღვთაებად მზე კი არ ითვლება, როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე, არამედ მთვარე. ეს ცხადი, დამახასიათებელი თვისებაა სარწმუნოებისა. შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ღირსია აგრეთვე ის გარემოება, რომ მთვარე ქართველი ხალხის შეხედულებისამებრ მამაკაცია და არა დედაკაცი, როგორც ჩვეულებრივ არის
მიღებული. ესეც საგულისხმიერო დამახასიათებელი თვისებაა სარწმუნოებისა.
მთვარე მთავარ ღვთაებად ასურელებისა და ქარანელების ანუ საბიელთა სარწმუნოებაში ითვლებოდა, მას "სინ"-ს ეძახდნენ და ქვეყნიერების მბრძანებელადა სთვლიდნენ. საყურადღებოა მეტადრე ის, რომ ამ ორივე ხალხის შეხედულებითაც მთვარე მამაკაცად ითვლებოდა.


ეგვიპტელები, ებრაელები, ბერძნები, რომაელები, არაბები და ფინიკიელები მთვარეს ჩვეულებრივ დედაკაცადა სთვლიდნენ ხოლმე.

მაშასადამე, მხოლოდ ასურელებს, ქარანელთ და ქართველებს მიაჩნდათ მთვარე მთავარ ღვთაებად და ამასთანავე მამაკაცად. შედარებითი შესწავლა გვიჩვენებს, რომ ქარანელების, ანუ საბიელთა და ქართველების უძველეს სარწმუნოებათა შორის სხვა მხრივაც დიდი მსგავსება არსებობს.

ავიღოთ მაგალითად ჩვენი "ლამპრობა" (სვანური "ლიმპჲარი"). ზემოთ გამორკვეული იყო, რომ ეს ჩვეულება მთვარის დიდებისა და მსახურების ნაშთია, როცა ხალხი ანთებულ არყის ხეებით ხელში ამ ღვთაებას დიდებას უგალობდა ხოლმე. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს დღესასწაული ზამთარში იცის უეჭველად, რამდენიმე კვირით დიდმარხვის წინ. საბიელებსაც ჰქონდათ სწორედ ზამთარში, სახელდობრ იანვარში, დიდი უქმე, როდესაც ღვთაების სადიდებლად ნაძვის ტოტებს აანთებდნენ ხოლმე. საყურადღებო ისაა, რომ სწორედ ამ დროს, 24 იანვარს, მთვარის დაბადების დღესასწაული იყო დაწესებული. რასაკვირველია, ჩვენი "ლამპრობა" და ქარანელების მთვარის დაბადების დღესასწაული ერთი და იგივეა. საყურადღებოა, რომ თეთრი-გიორგობა ზამთარშიაც იცის, სახელდობრ 24 ― 25 დეკემბერს, ესე იგი ქრისტეს შობის დღეს; მაშასადამე, აქ მთვარის დაბადების დღე ქრისტეს დაბადების დღეს მიუზიდნია. ქარანელებსაც მთვარის დღესასწაული თვეში ოთხჯერ ჰქონდათ: ახალ მთვარეს, პირველ მეოთხედს, გავსებულის და მცხრალი მთვარის დროს. ქართველებსავით ქარანელებსაც მაისშივე ერთი რაღაც დღესასწაული ჰქონიათ, როდესაც ვარდსა სუნავდნენ ხოლმე. დასასრულ, ქარანელებსაც ადამიანის მსხვერპლად შეწირვის ჩვეულება სცოდნიათ და დიდი ყურადღების ღირსია, რომ სწორედ ის სიტყვა, რომელიც შესაწირავ მსხვერპლსა ნიშნავს ― "ზებარიხ", არაბული სიტყვა არ არის, არამედ ქართულსა და სომხურში ჩვეულებრივს სახელს "ზვარაკს" წარმოადგენს. ვინ ვისგან შეითვისა მთვარის თაყვანისცემა, ამ საკითხის გადაწყვეტა ჯერ შეუძლებელია: ზოგი მეცნიერები, როგორც მაგ. ჰომმელი და ნილსენი, არაბებისკენ იწევენ, ზოგი ასურელებისკენ, ზოგი სუმერისა და აკკადისაკენ. ამიერიდან ამ საკითხის გადაწყვეტის დროს მეცნიერებას ქართველების მთვარის თაყვანისცემაც უნდა გათვალისწინებული ჰქონდეს.

როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, მთვარის თაყვანისცემის დროს, თავდაპირველად ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა მიღებული ყოფილა; მერე ეს წესი ამოიკვეთა და ადამიანის მაგიერ პირუტყვს სწირავდნენ ღვთაებას. ეს იცოდა ჩვენმა ისტორიკოსმა ლ. მროველმაც, რომელსაც ამ სათნო ცვლილების მოთავედ მეფე რევი მიაჩნია; მან "მეფობასა შინა მისსა აღარავის უტევა ქართლსა შინა ყრმათა "შეწირვად", რომელსა იგი ამისსა უწინარეს და პირველ შესწირვიდეს მსხვერპლად ყრმათა, არამედ ცხვრისა და ძროხისა შეწირვა განუწესა და ამისთჳს ეწოდა მას რევ მართალი"-ო, ამბობს ისტორიკოსი (ცხ. მეფეთა * 169 ― 170, გვ. 43).

რასაკვირველია, ქართველთა წარმართ ღვთაებათა სასუფეველში მარტო მთვარე არ იქნებოდა. უკვე ზემომოყვანილ თქმულებებში მთვარის გარდა ორი კიდევ სხვა იყო მოხსენებული, ღმერთი შემოქმედი და ღრუბელთა ბატონი. ხოლო მრავალი სხვა თქმულებებიდან და წყაროებიდან კიდევ დანარჩენ ღვთაებათა სახელებისა და თვისებების გამორკვევა შეიძლება. რაკი წყაროები სხვადასხვაგვარია, ამიტომ თვით ცნობებიცა და დასკვნა, რომელსაც ჩვენ მასალების კვლევაძიება შეგვძენს, ერთნაირი არ არის და, თუმცა თითოეული ღვთაების სახელისა და თვისებათა გამორკვევა თანაბარი სიცხადით შეუძლებელია, მაგრამ მაინც საგულისხმიერო სურათი გვეშლება თვალწინ.


ივანე ჯავახიშვილი
ქართველი ერის ისტორია
პირველი ტომი
თავი მეორე

ქართველების წარმართობა
http://www.amsi.ge/istoria/ij/qei1/T2.html

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 14 2009, 11:27 PM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:35 PM
წერილი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ეს არის სვანური ხალხური ამბავი (თქმულება), რომელიც ბატონმა ვარლამმა და ბაბუაჩემმა ერმენტო კვიციანმა ჩაიწერეს სოფელ დოლში (ბეჩოს თემი) 1940 წელს
http://karavi.ge/viewtopic.php?t=523&p...9020cf904ec29b0

აი ისიც:

XXXV. წითელი ვაშლის შვილი შამშიათილი

არის ერთი მოხუცი ქალი, შვილი არ უჩნდება. ღმერთს და კაცს ყველას შვილის
გაჩენას ევედრება. წავიდა ერთ დღეს სარეცხის გასარეცხად. [რომ] რეცხავს,
ასე გობზე ორი ვაშლი მოიტანა წყალმა. ეს ვაშლები მოხუცმა შეჭამა.
გავიდა ხანი (და), დრო და მოხუცი დაფეხმძიმდა. გაუჩნდა გოგო და ვაჟი.
ვაჟი იყო ფოლადის და გოგო წელსზემოთ /შუის ზევით/ ოქროსი და წელსქვემოთ ვერცხლის.
ეს გოგო და ვაჟი დღითიდღე /დღე მეორე/იზრდებიან. ვაჟს
ჰქვია შამშიათილი. მიდის ყოველდღე სანადიროდ. თავისი დედა და და
ნანადირევის ხორცით მარტო ჰყავს. და კოშკზე ჰყავს და
ნანადირევის ტვინსღა აჭმევს.
ერთ დღეს მიდის [ვაჟი] სანადიროდ და მიადგა ერთ სოფელს (და). ამ
სოფელში დიდი და პატარა ყველა ტირის და იხოკავს. ჰკითხა:
-- რატომ(ო) ტირიხართ თქვენ ასე?
ამათ უთხრეს: -- ერთი(ო) დევი დაეპატრონა ამ სოფელს და ყოველ
დღე საქონლის /სულდგმულის/ ჯოგი მიჰყავს.
წავიდა [ვაჟი] მეორე სოფელში და აქაც ასე ტირიან და იხოკებიან.
ამათ უთხრეს, რომ ერთი წითელი დევიო დაგვეპატრონა და
ყოველ დღე ცხენის ჯოგს გვართმევს.
არაფერი და, მიადგა მესამე სოფელს. აქაც ასე ტიროდნენ და იხოკავდნენ.
ჰკითხა ამათ და ამათაც ასე უპასუხეს:
-- ერთი თეთრი დევი(ო) მოდის ყოველდღე ამ სოფელში და
კაცის(ო) ჯოგი მიჰყავს.
ამათ გამოჰკითხა: -- რა გზით(ო) /რითო/ მიაქვს დევს ეს ბაჟი?
უთხრეს, რომ: -- ერთ ხიდზეღა(ო) აქვს გასაყვანი ყოველთვის.
წავიდა შამშიათილი ამ ხიდისკენ და დაუდარაჯდა. ხანი და
დრო გავიდა (და), ხიდზე საქონლის ჯოგი მოდის და უკან მოსდევს შავი დევი, შავ
ცხენს აზის, ისე. შუა ხიდზე გამოვიდა და აქ [რაში] გაუშეშდა.
დევმა უთხრა: -- ა, მსუნაგო რაშო, რისი(ო) გეშინია? ჩემიო შიშით
წყალში თევზი ვერ ჩერდება და მიწაზე სულდგმული, მეტი რისი(ო)
გეშინია? წითელი ვაშლის შვილი შამშიათილი ჯერ
დაუბადებელი იქნება; დაბადებული თუ იქნება, გაზრდილი არ იქნება [და]
აქ რა ენდომება?
-- ა, ცუდო მსუნაგო დევო, წითელი ვაშლის შვილი შამშიათილი
დაბადებულიც არის, გაზრდილიც არის და აქაც არის!
მივიდა დევთან და თავი მოაჭრა, ტანი მდინარეში ჩააგდო,
თავი თავისსავე რაშს მიამაგრა და გაუშვა ისე.
გავიდა ცოტა დრო და ხიდზე მოდის ცხენის ჯოგი. ჯოგს უკან
მოსდევს წითელი დევი, წითელ რაშს აზის, ისე. შუა ხიდამდე
მოვიდა და აქ რაში გაუშეშდა. [დევმა] უთხრა: -- რისი(ო) გეშინია?
ჩემი შიშითო წყალში თევზი ვერ ინძრევა, ცაზე ფრინველი.
წითელი ვაშლის შვილი შამშიათილი დაუბადებელი იქნება. დაბადებული თუ იქნება, გაზრდილი არ იქნება;
გაზრდილი თუ იქნება, აქ რა ენდომება?
-- ა, ცუდო მსუნაგო დევო, შამშიათილი დაბადებულიც არის, გაზრდილიც
არის და აქაც არის!
გადახტა და კისერი მოაჭრა. ტანი მდინარეში ჩააგდო, თავი
მიამაგრა რაშს და გაუშვა ისე.
საღამოსკენ /მხარისკენ/ ხიდზე მოდის ადამიანთა ჯოგი. ჯოგს მოსდევს
თეთრი დევი, თეთრ რაშს აზის, ისე. შუა ხიდამდე როგორც
მოვიდა, აქ რაში გაუშეშდა. ამ
დევმაც ისე უთხრა რაშს, როგორც
სხვა დევებმა. გადმოხტა შამშიათილი და დაჰკრა დაშნა, მაგრამ
დაშნა, როგორც ნამსხვრევი, ისე იქცა. თურმე ეს დევი ტოლისა
ყოფილა. ახლა უთხრა შამშიათილმა: -- მეჭიდავეო.
დევი ყაბულს მოვიდა. ჭიდაობენ, ჭიდაობენ, მაგრამ ვერცერთი ვერ ერევა.
ახლა უთხრა შამშიათილმა ხალხს: -- თქვენ(ო) მსუნაგებო მართლაც,
თორემ თქვენი გულისთვის(ო) ვაკეთებ /მაქვს/ ამას რატომ(ო) არ მეხმარებით?
მიესია ყველა (და), წააქციეს დევი, შებორკეს და შამშიათილმა
სახლში წაიყვანა. აქ გათხარა დიდი ორმო და ამაში
ჩასვა დევი, ზემოდან დიდი დოლაბი დაახურა.
არაფერი და არიან ასე. შამშიათილი ყოველდღე სანადიროდ
მიდის და საღამოს მოაქვს ნანადირევის ხორცი.
ერთ დღეს შამშიათილი არ არის სახლში, ისე თავის დედას
მიწიდან ღუღუნი მოესმა. მიაწვა დოლაბს და ჩასახედი გააკეთა
ორმოში. ორმოდან დევმა უთხრა:
-- მადლიმც გექნება, საჭმელიო მომიტანე რამე.
ასე დედაბერი ყოველდღე უზიდავს საჭმელს.
(ერთს) შემდგომ დევმა უთხრა: -- ბაგირიო დაგრიხე და
ამომიყვანე.
დედაბერმა უთხრა: -- რისიო აჯობებს დასაგრეხად?
დევმა უთხრა: -- შენს შვილსო ცხენები ჰყავს, იმათ კუდები
და ფაფრები მოაჭერი და იმისი(ო) დაგრიხე.
დედაბერმა ეს ასე გააკეთა. ორმოში ჩაუშვა ბაგირი, მაგრამ ვერ
ჩასწვდა დევამდე. დევმა უთხრა: შენიო ნაწნავი მიამატე. დედაბერმა
ასე გააკეთა და დევი ამოიყვანა. არიან ასე. დევი დღისით მასთან
ჰყავს და ღამით მალავს. ამ დევსა და დედაბერს ერთმანეთი შეუყვარდათ.
ახლა დედაბერს უნდა, რომ თავის შვილს რამე მოუხერხოს.
ერთ დღეს ნადირობიდან [რომ] დაბრუნდა, მაშინ შამშიათილმა თავის დედას
უთხრა: -- დედა, კარგა ვარგისი ხომ ვარ?
-- კარგიო, დედა გენაცვალოს, მაგრამ შენი მამისთანა
ვარგისი ვერ ხარ.
-- რას(ო) შვრებოდა იმისთანას ჩემი მამა, რომ მე ვერ გავაკეთო?
-- შენი მამაო ამ კოშკს ზემოდან დოლაბს გადააგდებდა
და მეორე მხარეს იჭერდა.
ამას მეც(ო) ვიზამ.
გადააგდო დოლაბი კოშკს ზემოდან და მეორე მხარეს დაიჭირა.
ახლა თავისმა დედამ უთხრა: -- შენი მამაო ძალიან ვიწრო პაჭიჭების
ჩაცმისას იღლებოდაო [და] ისე კოშკზე გადაგდებულ დოლაბს
მეორე მხარეზე იჭერდაო.
-- აბა მეცო შემიკერე ვიწრო პაჭიჭები.
მეორე დღეს თავისმა დედამ მისცა ძალიან ვიწრო პაჭიჭები
და ამათ ჩაცმაში ძალიან დაიღალა, ისე, რომ ოფლი წურწურით
სდიოდა. გადააგდო დოლაბი კოშკს ზემოდან, დახვდა მეორე მხარეს,
მაგრამ ვერ დაიჭირა და როგორც ნამსხვრევი, ასე გადაიქცა.

ხანი და დრო გავიდა და თავისი და, კოშკზე რომ იყო, არის
გაკვირვებული თავისი ძმის მოუსვლელობით. ერთ დღეს გამოიხედა კარში და
კოშკის გვერდით ნახა თავისი ძმა ნამსხვრევებად ქცეული.
დაიწყო კივილი, მაგრამ მკვდარს რას უშველიდა. ჩამოვიდა კოშკიდან,
ჩაიცვა თავისი ძმის სამოსი, დამტვრეული ტანი შეახვია
და ისე (ხელთ) დაიჭირა.

მიდის, მიდის (და), ერთ ტყეში შევიდა და აქ ვერხვის ფუღუროში
გახვეული თავისი ძმის ტანი შეინახა.
თვითონ დაიწყო სვლა. გადააწყდა ერთ სახელმწიფოს და აქ ხელმწიფე
ქალიშვილს ათხოვებს. კოშკზე ცხვირსახოცი ჰკიდია, და ვინც
ამ ცხვირსახოცს მშვილდ-ისარს მოარტყამს, იმასო მივცემ ჩემს ქალიშვილს.
ესვრის ყველა, მაგრამ ვერავინ ვერ ახვედრებს /არტყამს/. სთხოვა ახლა ამ გოგომ
(ეს გოგო მამაკაცურად ჩაცმული არის): მეო მასროლინეთ.

ხელმწიფემ ნება მისცა. ესროლა ამ გოგომ და შუაში მოახვედრა.
ხელმწიფემ თავისი ქალიშვილი ამას დაულოცა ცოლად. აქ ქორწილი
გადაიხადეს და გოგომ უთხრა: -- მეო სხვა ადგილზე ვარ /მაქვს/ წასასვლელი და აქეთობისასო
გამოგივლი.

წავიდა მეორე სახელმწიფოში და აქაც ათხოვებს ხელმწიფე თავის
გოგოს, კოშკზე ბეჭედი ჰკდია და ვინც მოახვედრებს მშვილდს
იმისი არის გოგო. ესვრის ყველა, მაგრამ ვერავინ ახვედრებს. სთხოვა ამ
გოგომ სროლის ნება. მისცეს ნება და ბეჭედს შუაში მოახვედრა.
ხელმწიფემ თავისი გოგო ამას მისცა.
აქაც ქორწილის შემდეგ წავიდა კვლავ მესამე სახელმწიფოში. აქ
ხელმწიფეს კოშკზე ნემსი უკიდია: ვინც კი ამ ნემსს
მოახვედრებს, იმასო ჩემს ქალიშვილს მივცემ. ესვრის ყველა, მაგრამ ვერავინ
ვერ ახვედრებს. ესროლა ამ გოგომ და ნემსი შუაზე გადაჭრა.
ხელმწიფემ თავისი ქალიშვილი მისცა, კარგი ქორწილი გადაუხადა,
ბევრი ქონება მისცა და ისე გაუშვა თავისი გოგო და სიძე.
გამოუარეს მეორე ცოლის სახლს. აქ ხელმწიფემ მრავალი ქონება
მისცა, ისე ამანაც გაუშვა ესენი. გამოუარეს პირველად [რომ] დაინიშნა,
იმ ცოლის სახლს. აქედანაც მრავალი ქონება წაიღო და ისე მოდის თავისი
სახლისკენ. გზაზე, სადაც თავისი ძმის ტანი შეინახა, იქამდე ცოტაღა
უკლიათ, ისე ამ გოგომ უთხრა [ამათ]: -- მეო წინ წავალ,
სახლეულებს გავაგებინებო და მზადო დაგვხვდებიან.
ადგა /მოვიდა/ ეს გოგო და თავისი ძმის ტანი გამოიტანა ფუღუროდან,
ჩააცვა სამოსი და დადო შუა გზაში. თვითონ კურდღლად გადაიქცა და
გაქრა.
გამოუარეს მექორწილეებმა და ცოლებმა შამშიათილს.
ეს მათი ქმარი ჰგონიათ. დაიწყეს კივილი.
უფროსმა ცოლმა უთხრა: -- კივილი არაფერს(ო) უშველის, ვისაცო
რა შეგიძლიათ, ის(ო) გააკეთეთ.
ერთმა თქვა: -- მეო გამრთელება შემიძლია.
მეორემ თქვა: -- მეო სისხლის ჩაყენება შემიძლია.
მესამემ თქვა: -- მეო სულის ჩადგმა შემიძლია.
ასე მოიქცა ყველა და გააცოცხლეს თავიანთი ქმარი. შამშიათილი
მიხვდა, რომ ეს თავისი დის მოწყობილი არის. ამან უთხრა: -- გამიშვითო წინ და სახლში(ო)
მოვემზადებით. -- წავიდა სახლში და სახლში
თავისი დედა და დევი ორთავე მოკლა. ამათ დარჩენიათ ვაჟიშვილი.
ეს შამშიათილს ძალიან უყვარს. მოაღწიეს თავისმა ცოლებმა და კარგი
ქორწილი გადაუხადა. არიან ასე.
ერთ დღეს შამშიათილი ცუდ გუნებაზე დადგა. თავისი
ცოლები ეკითხებიან: -- რატომ(ო) ხარ ცუდ გუნებაზე?
-- ჩემისთანაო და არავის ჰყოლია და ისო დამეკარგა.
წავალო იმის საძებრად.
თავის ცოლებს უჭირთ, მაგრამ უარს მაინც ვერ ეუბნებიან: -- ჩვენო
[რომ] გორგალი მოგცეთ, იმასო გაჰყევი.
დააგდო გორგალი გზაში და მიდის გორვით. ეს გორგალი ჩავარდა
მიწის ხვრელში. ჩაჰყვა შამშიათილი აქ და წააწყდა დიდ
მინდორს. ამ მინდორში ბავშვები რიკტაფელას თამაშობენ. ერთი ვაჟი
ურევიათ იმისთანა, რომ თავისი ტოლები ყველას მტვრად
აქცევს /მიაქვს/: ყველას სჯაბნის. შეხედა ამ ბავშვმა შამშიათილს და მოკურცხლა სახლში. აქ თავის
დედას უთხრა, რომ: -- დედა, შენო შენს ძმას [რომ] ახსენებდი, იმის
მსგავსიო წევს მინდორში.
-- აბაო, დედა გენაცვალოს, გადიო და შემოიყვანე.
წავიდა ეს ბიჭი და შემოიყვანა შამშიათილი. ამან თავისი და
იცნო და ძალიან გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა. არიან ასე ერთ
ალაგად. (ერთს) შემდეგ ბრუნდებიან თავიანთ სახლში. გზაზე ხვდებათ ოთხი
ცხენოსანი ვაჟკაცი. ერთმა უთხრა ამათ: -- განზე გადექითო,
თორემ, ჩემს ძმა შამშიათილს გეფიცებით, ცუდ დღესო
დაგაყრით.
შამშიათილმა უთხრა: -- რატომო ახსენებთ თქვენ შამშიათილს?
ერთმა უთხრა: -- შამშიათილი ჩემიო ძმა იყო.
სამმა უთხრა, რომ: -- ჩვენიო მამა იყო.
ეს შამშიათილს ძალიან გაუხარდა და უთხრა: -- აბა მეო ვარ
შამშიათილი.
ეს ამათაც ძალიან გაუხარდათ და ყველანი მოდიან სახლში. თურმე
შამშიათილი თავისი დის საძებნელად [რომ] წავიდა, მაშინ ცოლები ყველა
ფეხმძიმედ დარჩენია და ყველას ვაჟიშვილები შეძენია. ესენი ყველა შეიყარა
და კარგი ცხოვრება განვლეს.
ვიდრე ისინი მოვიდოდნენ, მანამდემც ვყოფილიყავით.

(ერმენტო კვიციანი. დოლი. ვარლამ თოფურია 2.V.1940.)
 
 

17 გვერდები V   1 2 3 > » 
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 21st September 2017 - 06:52 PM