IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
 
გამოხმაურება  ახალი თემა
> ზღვის გოჭი
dluncha_bimi
post Dec 21 2010, 10:24 AM
წერილი #1


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817





ზღვის გოჭების ასაკი და წონა

ზღვის გოჭების ზრდის პროცესი გრძელდება 15 თვე. ზრდასრული მამრი იწონის 1000-1800 გრამს, მდედრი - 700-1000გრ. ისინი ცოცხლობენ 5 დან 8 წლამდე, იშვიათ შემთხვევებში 15 წლამდე. რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო მეტი ვიტამინები სჭირდება, შესაბამისად საჭიროა კვების რაციონის გაზრდა ბოსტნეულით. მოხუც ზღვის გოჭებს განსაკუთრებით ჭირდებათ ვიტამინი C.
ბეწვზე ბზინვარების გაქრობა დაბერების ნიშანია. ასაკოვან გოჭებს უქვეითდებათ იმუნური სისტემა და უჩნდებათ მიდრელიკება კანის დაავადებებთან. ამიტომ "თმაჭამიები", სოკოები და სხვა ეკტოპარაზიტები მათ გაცილებით უფრო ხშირად უჩნდებათ ვიდრე ახალგაზრდა ცხოველებს.

თურმე ჯობია რომ ზღვისგოჭის შეძენისას ავიყვანოთ 2 ცხოველი, რადგან მაგარი კონტაქტურია და ევასება თავისიანებში ყოფნა და ასე წავიკითხე რომ თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა და ფართი, რომ 1 აიყვანოთ, მეორეც აიყვანეთო იმიტორო მოიწყნს და სტრესში ჩავარდება თუ მეგობარი არ ეყოლება. თუ მაინც გადაწყვეტთ რომ 1 ცალი აიყვანოთ, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რომ აუნაზღაურდეს მეგობრის არ ყოფნა.
უნდა აიყვანოთ ერთი სქესის ზღვის გოჭები, რომ თავიდან აიცილოთ დაუგეგმავი გამრავლება. ჯობია აიყვანოთ მდედრობითი სქესის, რადგან ისინი უფრო მშვიდობიანები არიან და არ ნაკლებად ჩხუბობენ ერთმანეთში. მამრებთან პროცენტულად უფრო ხშირია ურთიერთდაპირისპირება და შეიძLება დააზიანონ ერთმანეთი. თუმცა შეიძLება პირიქითაც მოხდეს: მამრები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და მდედრებმა დაცხონ. თუ ორივე ცხოველს პატარაობიდან შევაჩვევთ, მათი დამეგობრების შანსები ზრდასრულ ასაკში იზრდება.

კარგი იქნება თუ ზღვის გოჭს დღეში ერთხელ მაინც ნებართვას მისცემთ ოთახში ირბინოს. შესაძლებელია მისი მიჩვევა რომ თავისი საქმეები ერთი და იგივე ადგილას გააკეთოს. ამისათვის უნდა აიღოთ ბრტყელი ჯამი და ჩაყაროთ კატის გრუნტი. როცა ზღვის გოჭი მოისაქმებს, უნდა აიყვანოთ და დასვათ ამ გრუნტზე. ასე გააგრძელეთ და რამდენიმე კვირაში ის თავისით მივა და გრუნტზე მოისაქმებს. ამის შემდეგ თქვენ რაღაც დროის განმავლობაში უნდა დაასაჩუქროთ სწორი საქციელისთვის რომ მას საბოლოოდ გაუჯდეს, თუ სად უნდა მოისაქმოს. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რამე ერთიდაიგივე ადგილი ხო არ აქვს გამოყოფილი ამისთვის, და მაშინ იქ დაუდგით ეს ჯამი და პრობლემაც მოგვარდება


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 

გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 18th September 2019 - 05:20 PM