IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

პროფილი
ფორუმელის ფოტო
რეიტინგი
 
Personal Statement
Теперь нас может спасти только сердце, потому что нас уже не спас ум.
(Б.Г.)
პერსონალური ინფორმაცია
SunnY
Advanced Member
27 წლის
მდედრობითი
ThaT CrazY AvenuE Of Trees, I'm LivinG There StiLL :)
Born თებერვალი-22-1992
ინტერესები
ინფორმაც ა არ არის
სტატისტიკა
რეგისტრ: 10-January 09
პროფილის ნახვები: 13,834*
ბოლოს იყო: პირადი
ლოკალური დრო: Oct 14 2019, 03:59 AM
914 წერილები (0 წერილი დღეში)
AIM ინფორმაცია არ არის
Yahoo ინფორმაცია არ არის
ICQ ინფორმაცია არ არის
MSN ინფორმაცია არ არის
Contact პირადი
* პროფილების ნახვა ახლდება საათობრივად

SunnY

Members

***


თემები
წერილები
კომენტარები
ამხანაგები
My Content
20 May 2009
Jesus Christ Superstar - ის მორიგი ნახვის შემდეგ საშინლად ჩავფიქრდი ამ თემაზე.. smile.gif

იქნებ საზოგადოება მართლაც ზედმეტად აკრიტიკებს ამ ადამიანს?

არასოდეს გიფიქრიათ რო იქნებ სწორედ იუდა იყო ყველაზე დიდი მისიის მატარებელი?

რო მას დაევალა აღესრულებინა ღმერთის ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული ნება: გაეწირა საკუთარი ძე?

მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ იუდა უბრალო მარიონეტი იყო დიდ თამაშში და მისი როგორც პიროვნების დანაშაული თითქმის მინიმალურია blink.gif (სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ მოუნანიებლობა იყო, მან არა მარტო არ მოინანია არამედ უდიდესი ცოდვა - თვითმკვლელობაც კი ჩაიდინა.. მაგრამ ქონდა კი მას რაიმე მოსანანიებელი? რეალურად რომ ითქვას ყველა მოციქულებიდან სწორედ მისი მისია იყო ყველაზე მძიმე.. და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც კი..)

მოკლედ ამ თემაში საღად მოაზროვნე ადამიანებს ვთხოვ დაპოსტონ და უაზრო კომენტარები არ გინდათ!
2 May 2009
მიხეილ ქვლივიძე დაიბადა 1925 წლის 22 თებერვალს (just like me blink.gif), თბილისში.

მომავალ პოეტს ორი ბებია ზრდიდა: მორუსულე ქალაქელი ანა თურქესტანიშვილი (თამარის დედა) და ხაშმელი მარო ნახუცრიშვილი (გიორგის დედა). ალბათ, ამიტომაც იყო, რომ მან ქართულ და რუსულ ენაზე კითხვა ერთდროულად და თანაც, ძალიან ადრე დაიწყო. ასევე ადრე, ექვსი წლის ასაკში, იგი თბილისის №4 რკინიგზის სკოლაში შეიყვანეს. ეს სასწავლებელი, რომელსაც შემდეგ ,,ალიოშას სკოლას’’ ეძახდნენ, ბევრმა გამოჩენილმა ქართველმა (გია ყანჩელი, ზურა წერეთელი, ოთარ ლითანიშვილი და სხვ.) დაამთავრა. სკოლის დირექტორი, ალიოშა ცინცაძე, ძალიან ამაყობდა თავისი სახელოვანი მოწაფეებით. იგი განსაკუთრებული სიყვარულითა და ყურადღებით ადევნებდა თვალს მიშას ცხოვრებას და სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ გაუწყვეტია მასთან კავშირი. ალიოშა ცინცაძემ თავის შვილებსა და შვილიშვილებსაც კი უანდერძა: ,,ამ კაცს მიმიხედეთ’’-ო. 1941 წელს მიხეილ ქვლივიძემ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და იმავე ზაფხულს თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

იმ დროს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდნენ: შალვა ნუცუბიძე, ნიკო ბერძენიშვილი, მოსე გოგიბერიძე და კოტე ბაქრაძე. მიუხედავად იმისა, რომ მიშა ამ ფაკულტეტზე სულ ორი წელი სწავლობდა, თავის იქაურ მასწავლებლებს სიცოცხლის ბოლომდე იხსენებდა და ემადლიერებოდა, განსაკუთრებით კი კოტე ბაქრაძეს, რომელზედაც არაერთხელ უთქვამს: ,,იგი ლექტორი კი არა, მოძღვარი იყო, ის ჩვენ აზროვნებას გვასწავლიდა’’-ო. უნივერსიტეტში მიხეილ ქვლივიძე 2 წელი - 1941-1943 წ.წ. - სწავლობდა და სტალინის სტიპენდიანტი იყო. ამის მიუხედავად, იგი მეორე კურსის შემდეგ შრომითი მობილიზაციით საავიაციო ქარხანაში სამუშაოდ გაიწვიეს, სადაც მან წელიწადზე მეტი დაჰყო. შემდეგ კი ყველაფერს ხატვის სიყვარულმა სძლია და მან, 1944 წელს, სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1950 წელს დაამთავრა.

ამავე პერიოდში, პოეზიით გატაცებული ახალგაზრდა ყმაწვილი ხვდება პოეტ სიმონ ჩიქოვანს, დიდ პიროვნებასა და ადამიანს. მისმა ყურადღებამ და სითბომ მოხიბლა დამწყები პოეტი და მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია მის ცხოვრებას. ეს დიდებული ადამიანი ყოველთვის მხარში ედგა ახალგაზრდა პოეტს, ამხნევებდა და თანატოლივით ეპყრობოდა, ცდილობდა ფართო გზაზე გამოეყვანა და მისთვის მეგობართა საინტერესო წრე შეექმნა. მოგვიანებით სწორედ მან გააცნო მიშას ბორის პასტერნაკი. სიმონ ჩიქოვანის მეშვეობით დაიბეჭდა მიხეილ ქვლივიძის პირველი ლექსი და გამოქვეყნდა პირველი კრებული, მწერალთა კავშირშიც მისი რეკომენდაციით მიიღეს: 1947 წლის 16 იანვარს იგი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრობის კანდიდატი, ხოლო 1952 წლის 12 ივნისს მწერალთა კავშირის წევრი გახდა. მათი ურთიერთობა სიმონ ჩიქოვანის უკანასკნელ წუთებამდე გრძელდებოდა.

პარალელურად სტუდენტური ცხოვრება მიმდინარეობდა, - ახალგაზრდა პოეტი გრაფიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო.სადიპლომო ნაშრომისათვის მან თავისი ლექსების ილუსტრაციები შექმნა. ნაშრომი ფრიადზე შეაფასა პროფ. შარლემანმა, კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: უ. ჯაფარიძე, ს. ქობულაძე, შ. ამირანაშვილი. 1951-1954 წლებში მიხეილ ქვლივიძე სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტი გახდა. მან, შალვა ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობა დაიწყო სადისერტაციო თემაზე: ,,ქართული საბჭოთა გრაფიკა’’, ასპირანტურაში სწავლის მესამე წელს კი, თემა შეცვალა: ,,ვეფხისტყაოსნის დასურათების საკითხისათვის’’ (ხელმძღვანელი ი. ურუშაძე). მართალია, მან დისერტაცია არ დაიცვა, მაგრამ მისი ეს ნაშრომი ორჯერ გამოიცა წიგნად.

1951 წელს მიხეილ ქვლივიძე დაოჯახდა, ცოლად შეირთო ლილი გრომეკო. 1952 წელს პირველი ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც დედის სახელი - თამარი - დაარქვა. 1954 წელს ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1956 წელს მათ მეორე ქალიშვილი - ნატა - შეეძინათ.

1962-1966 წლებში, მიხეილ ქვლივიძე, ერთადერთი ქართველი პოეტი, ევროპის მწერალთა კავშირის წევრი გახდა. 1960-1965 წლებში იგი რედაქტორად მუშაობდა საკავშირო გამომცემლობაში ”Советский писатель’’. ამ პერიოდის მისი ლიტერატურული საქმიანობა მხოლოდ ლექსებით არ შემოიფარგლებოდა, იგი წერდა კრიტიკულ სტატიებსა და საბავშვო წიგნებს, ძალიან ბევრს თარგმნიდა, განსაკუთრებით, პოლონელ და უნგრელ პოეტებს. მან შეადგინა და პოლონეთში გამოსცა ,,ძველი ქართული პოეზიის ანთოლოგია’’, ხოლო უნგრეთში - ,,თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია’’. 1970-1971 წლებში მიხეილ ქვლივიძე დაჯილდოვდა მედლებით პოლონური და უნგრული კულტურის წინაშე დამსახურებისთვის.

1980 წელს გარდაიცვალა პოეტის მეუღლე ლილი გრომეკო. ორი წლის შემდეგ, 1982 წელს, ქართველი პოეტი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ,,მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ერთიერთობის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში’’, რუსული რედაქციის გამგედ. კოლეგიის შექმნის იდეა ოთარ ნოდიას ეკუთვნოდა. ეს იყო უნიკალური ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ქართულ კულტურას ეცნობოდნენ. მთარგმნელობითი საქმიანობა ქვლივიძის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მან არაერთი პიესა თარგმნა, რომელიც წარმატებით იდგმებოდა საქართველოს თეატრებში. 1982 წელს მიხეილ ქვლივიძე მეორედ დაქორწინდა, ცოლად შეირთო მედეა შალამბერიძე. 1984 წელს მათ ვაჟიშვილი - გიორგი - შეეძინათ.

პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი კონოს ეკავა. 1962 წლიდან იგი კინოსტუდია ,,ქართული ფილმის’’ სასცენარო საბჭოს წევრი იყო. 1965 წელს, მან მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ გიჟიმყრელის მოკლემეტრაჟიან ფილმში ,,გრიბოედოვის საჩუქარი’’. იგი რუსულ ენაზე თარგმნიდა და ახმოვანებდა ქართულ ფილმებს. მისი თარგმანითაა ცნობილი თ. აბულაძის ფილმები: ,,ნატვრის ხე’’ და ,,მონანიება’’, თ.ბაბლუანის ,,უძინართა მზე’’, ნ. ჯანელიძის ,,იავნანა’’ და მრავალი სხვა.

1992-1995 წლებში მიხეილ ქვლივიძე კითხულობდა ლექციებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კულტურის უნივერსიტეტში. 1995 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
1998 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
2001 წელს პოეტს გადაეცა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია პუბლიცისტურ-პოეტური ქმნილებებისათვის. იგი ხშირად და სიამოვნებით მართავდა შეხვედრებს მკითხველებთან, კითხულობდა ლექციებს.
2005 წლის 20 ივლისს, მიხეილ ქვლივიძე, ქართველი პოეტი, ლიტერატორი და მთარგმნელი, გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.






* *

გ. ქარუმიძეს

„ის მაინც ბრუნავს!“... ღმერთმა ნუ ქნას, გიორგი ჩემო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, და სიცოცხლის დავკარგოთ გემო,
გადავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი
და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფარი
არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი!..

ღმერთმა გვაშოროს, ღმერთმა ნუ ქნას, ჩემო ძმობილო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, აღარ ვიყოთ უკმაყოფილო
საკუთარ ბედით, უბედობით, ნამოღვაწარით,
ყველაფრით - ჩვენში რაც არსებობს, სხვებში რაც არი...
ღვინოს ვსვამდეთ და არ გვათრობდეს ღვინო ალალი,
სათქმელზე უფრო მეტი გვქონდეს დასამალავი,
შეძენის ჟინმა გაგვიქარწყლოს ხარჯვის ხალისი,
საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი,
ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბუნაგს
და დავივიწყოთ შეძახილი: „ის მაინც ბრუნავს!“...
ის მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს, ტიალი!
არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი,
მუდმივი ქროლვა, არა მალვა, თავის დანდობა,
არა დარდისგან მოდუნება, - დარდიმანდობა,
და მუდამ, მუდამ სიახლისკენ სწრაფვა ველური,
და ჭირსა შიგან გამაგრება რუსთაველური,
და მტკიცე ქედი, ქედი - ძნელად გასაღუნავი,
და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი,
და თუ, ოდესმე, ამ სიცილის დავკარგავთ უნარს, -
სხვამ დაიძახოს ჩვენს მაგივრად: „ის მაინც ბრუნავს!“


კითხულობს მ. ჯინორია<3
19 Apr 2009
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ? blink.gif
და თუ არ დაგეზარებათ მაქსიმალურად დადეთ ინფო ამ ჟანრზე..!
ქართულად!
9 Apr 2009
მთელს FASHION სამყაროში ერთადერთი ქალია რომელსაც უზომოდ დიდ პატივს ვცემ wub.gif




post-36831-1200581583.gif
ზე - ქალია! hug.gif

მწერალი და fashion კრიტიკოსია wub.gif
ქალი ლეგენდა და ქალი ავანგარდი wub.gif
ყველაზე ინდივიდი wub.gif
28 Mar 2009
ნიახური ერთადერთი პროდუქტია რომლის ჭამის დროსაც ორგანიზმი კალორიებს წვავს...
ძალიან შეუხედავი და თითქმის უსუნო მწვანილია..
და საშინლად საზიზღარი გემო აქვს user.gif
არადა მინდა მის ჭამას როგორმე მივაჩვიო თავი..
რამე იდეები ხო არ გაწუხებთ? chups.gif
ბოლო მნახველები


7 May 2011 - 23:12


29 Nov 2010 - 19:14


23 Nov 2010 - 8:35


9 Nov 2010 - 22:20


31 Oct 2009 - 16:58

კომენტარები
annie
zeeeeeeeeeeeee :*:*
20 May 2009 - 17:56
annie
sayvareliii :X
5 May 2009 - 15:13
mari_13
hhhhhhhhhhhhhhhhhhh hhhhhhhhhhhhhiiiiii iiiiiiiiiiiiiiiiiii iiiiiiiiiiiiiiiiiii iiiiiiiiiiii
17 Jan 2009 - 18:15
*doorsika*
miyvarxaaaaaaaaaaaa aaaaaaaaaaaaaaaar :D
11 Jan 2009 - 15:00

ამხანაგები

944 წერილები
8th August 2017 - 10:38 AM

3197 წერილები
22nd January 2011 - 04:13 PM

44 წერილები
29th May 2009 - 12:46 PM

1948 წერილები
13th May 2011 - 12:19 AM
ყველა ამხანაგის ნახვა
  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 14th October 2019 - 04:29 AM


IPS Driver Error

IPS Driver Error

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here