IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
 
გამოხმაურება  ახალი თემა
> საპატიო თბილისელები, ჩვენი ქალაქის სიამაყე
darso
post Jul 6 2008, 12:35 PM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 944
რეგისტ: 1-April 08
მდებარ: Tbilisi
წევრის ნომერი: 187



ჩვენი ქალაქის სიამაყე


თბილისობა 1979 წელს გაიმართა პირველად და დღესასწაულის დამკვიდრებასთან ერთად კიდევ ერთ ტრადიციას დაედო საფუძველი: ყოველწლიურად ხელოვნებისა და სპორტის გამოჩენილ მოღვაწეებს საპატიო თბილისელის წოდება ენიჭებოდათ.
წლევანდელ თბილისობაზე დაგეგმილია სამი ადამიანის დაჯილდოვება. მათ ჯილდოს საზეიმო ვითარებაში გადასცემს ქალაქის მერი გიგი უგულავა. ცერემონიალი გაიმართება თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი კონცერტის შემდეგ.
2007 წლის თბილისობაზე დაჯილდოვებული საპატიო მოქალაქეები ამავე ჯილდოს მფლობელ საზოგადო მოღვაწეთა რიგს შეუერთდებიან.
გია ყანჩელი


გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი (გია) ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა.
1963 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (პროფესორ იონა ტუსკიასთან).
1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანია.
1970 წელს მუშაობს სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად.
1977 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, ხოლო 1981 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
კომპოზიტორი მუშაობს უპირველესად სიმფონიურ, აგრეთვე თეატრის, კინოსა და საესტრადო მუსიკის დარგში. მისი სიმფონიები გამოირჩევა ამაღლებული ლირიკით, დინამიურობით და თვითმყოფადი დრამატურგიით.
გია ყანჩელის შემოქმედებითი მემკვიდრეობას განეკუთვნება:
ოპერა "და არს მუსიკა” (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962წ); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963წ); `სევდა ნათელი~ _ ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985წ);
მუსიკა სპექტაკლებისთვის: "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები).
მუსიკა კინოფილმებისთვის: "არ დაიდარდო', "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "მიმინო", "შერეკილები", “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, "როცა აყვავდა ნუში” და სხვა.
გია ყანჩელი დღესაც ეწევა აქტიურ შემოქმედებით მუშაობას.


ვაჟა ორბელაძე


არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე 1941 წლის 3 თებერვალს თბილისში დაიბადა.
1965 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
დღესდღეობით მუშაობს სიღნაღის რეკონსტრუქციისა და აღდგენის პროექტზე. ასევე ძველ თბილისში, მეიდნის რეკონსტრუქციისა და აღორძონების პროექტზე.
1985-1991 წლებში მუშაობდა კულტურის სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციაში “კულტპროექტი”.
1977-85 წლებში _ “თბილქალაქპროექტის” ძველი ქალაქის რეკონსტრუქციისა განყოფილების მთავარ არქიტექტორად.
იგი არის თბილისში მთელი რიგი შენობების რეკონსტრუქციისა და ახალი შენობების პროექტების ავტორი. მათ შორის, რიტუალების სასახლისა და რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან “მაკ დონალდსის” ერთ-ერთი არქიტექტორი.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

იანუშ შევჩუნკი


იგი თბილისის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელია.
იანუშ შევჩუკი 1960 წელს 11 აპრილს პოლონეთის ქალაქ შეცინში დაიბადა.
2002 წლიდან მუშაობს მსოფლიო ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ჰარვარდის უნივერსიტეტის და სხვა ორგანიზაციების კონსულტანტად ადგილობრივი განვითარების საკითხებში.
1993 წლიდან არის პოლონეთის ადგილობრივ პროფესიონალ ეკონომისტთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი.
2000-2002 წლებში იგი პოლონეთის თვითმართველობათა განვითარების პროგრამის დირექტორია.
1999-2000 წლებში ხდება შეცინის პორტის პრეზიდენტის მოადგილე.
1994-1998 წლებში არის ქალაქ შეცინის მერის მოადგილე.
1990-2002 წლებში გახდა ქალაქ შეცინის საკრებულოს წევრი.
1990-92 წლებში ხელმძღვანელობს შეცინის რაიონს.


1979-2006 საპატიო თბილისელები

2006 წელი
კოტე ჩოლოყაშვილი – ეთნოგრაფი, მუზეუმოლოგი
ერგუნ ათაბაი (გურამ ქოქოლაძე) - ბიზნესმენი, ქველმოქმედი

2005 წელი
ბურჯანაძე ემირ - მხატვარი
გერჰარდ ლაუქსი – ზაარბრუკენის გეოსაინფორმაციო და აზომვითი სამსახურის უფროსი.
ვიქტორ სანეევი - სპორტსმენი

2004 წელი
ნუნუ დუღაშვილი - კომპოზიტორი
იაკობ ქიტესოვი - არღნის ოსტატი
ვანიკო მაჭავარიანი - მომღერალი
ჯემალ აჯიაშვილი - მწერალი
ჟან მარკ ერო – ნანტის მერი
მარკ მალკოვიჩ III - მუსიკოსი

2003 წელი
რევაზ ამაშუკელი - პოეტი
ალბერტ თავხელიძე - მეცნიერი
ლამარა მარგველაშბილი - პედაგოგი
ლევ მარკიზი - მუსიკოსი
მურაზ მურვანიძე - მხატვარი
გიზო ნიშნიანიძე - პოეტი
მერაბ ფიჩხაძე - მეცენატი
ნოდარ ყიფშიძე - თერაპევტი
თამაზ შილაკაძე - გამომგონებელი
ბორის წიფურია - მსახიობი(გარდაცვლილია)
ვახტანგ ხუციძე - ექიმი
რაფიელ ჩიმიშკიანი - სპორტსმენი
გურამ საღარაძე - სპორტსმენი
ლევან თედიაშვილი -სპორტსმენი
დავით ციმაკურიძე - სპორტსმენი( გარდაცვლილია)
ვლადიმერ კანდელაკი - მხატვარი

2002 წელი
ალექსანდრე ბასილაია - კომპოზიტორი
თამარ დეკანოსიძე - ექიმი
გივი ინწკირველი – იურისტი პოლიტოლოგი
დორიან კიტია - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ზურაბ ლეჟავა - მხატვარი
მერაბ მერაბიშვილი - მოქანდაკე
თამაზ ჩხენკელი - პოეტი
ზურაბ წერეთელი - მხატვარი
მზია ჯუღელი - სპორტსმენი
მედეა ჩახავა - მსახიობი

2001 წელი
ალექსი მესხიშვილი გიორგი (გოგი) ვლადიმერის ძე - ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ამირეჯიბი მზეჭაბუკ (ჭაბუა) ირაკლის ძე - მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ბურჭულაძე პაატა სახელმწიფო შალვას ძე - მომღერალი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ლეკიშვილი კარლო (გივი) მიხეილის ძე - მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, სახელმწიფო სამხედრო-ცენტრის “დელტას” გენერალური დირექტორი.
პატეიშვილი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე - საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი, “საქართველოს ბანკის” პრეზიდენტი. (გარდაცვლილია)
საღარაძე გურამ გიორგის ძე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
ღვინიაშვილი თენგიზ კონსტანტინეს ძე - მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
შხვაცაბაია გიორგი გიორგის ძე - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ჩხეიძე რევაზ დავითის ძე - კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საერთაშორისო და საკავშირო კინოფესტივალების მრავალი პრემიისა და მთავარი პრიზების მფლობელი.

2000 წელი
გამყრელიძე თამაზ ვალერიანის ძე - ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი.
გაფრინდაშვილი ნონა ტერენტის ასული - მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი.
თორდია პანტიკო (ვაჟა) შალვას ძე - შპს “თბილავიამშენის” გენერალური დირექტორი.
იანქოშვილი ნათელა არჩილის ასული - საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
კავკასიძე ამირან გიორგის ძე - ექიმი, საზოგადოება “თბილისელის” ვიცე-პრეზიდენტი.
კახიანი ზაალ ნიკოლოზის ძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. (გარდაცვლილია)
ლომოური ნოდარ იულონის ძე - ისტორიკოსი, პროფესორი, შ. ამირანაშვილი სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი.
მხეიძე ომარ აკაკის ძე - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი.

1999 წელი
აზარაშვილი ვაჟა შალვას ძე - კომპოზიტორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
ბალავაძე ვახტანგ მიხეილის ძე - სპორტსმენი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.
ბოკერია ლეონიდე (ლეო) ანტონის ძე - ქირურგი, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი.
თოიძე გრიგოლ (გიგა) ვახტანგის ძე - მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი.
ლორთქიფანიძე გურამ კონსტანტინეს ძე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
მეტრეველი როინ ვიქტორის ძე - ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თსუ რექტორი.
ორჯონიკიძე იზა არჩილის ასული - პოეტი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერეტურის მუზეუმის დირექტორი.
სტეფანოპულოსი კონსტანტინოს - საბერძნეთის პრეზიდენტი.
სუხიშვილი თენგიზ ილიას ძე - საქართველოს სახალხო არტისტი, “ქართული ნაციონალური ბალეტის” დირექტორი.
ციციშვილი ირაკლი ნიკოლოზის ძე - პედიატრი, პროფესორი.
ხალვაში ფრიდონი იშიღის ძე - პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

1998 წელი
აფაქიძე ანდრია მელიტონის ძე - ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე - პრეზიდენტი, აკადემიკოსი (გარდაცვლილია).
ბაგრატიონი ჯანო ირაკლის (ჯანოს) ძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავნჯდომარე.
ბადრიძე გიორგი (გია) დავითის ძე - კინოდრამატურგი. (გარდაცვლილია)
თოდუა ფრიდონ იპოლიტეს ძე - ექიმი, დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი.
კიკაბიძე ვახტანგ (ბუბა) კონსტანტინეს ძე - საესტრადო მომღერალი, მსახიობი.
კოჩარიანი რობერტ სედრაკის ძე - სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
მიქატაძე დიმიტრი (ჯუნა) შოთას ძე - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი. (გარდაცვლილია)
მოსიძე ვახტანგ მიხეილის ძე - ფიზიოლოგი, ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. (გარდაცვლილია)
ნეთანიაჰუ ბენიამინ – ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
როსტროპოვიჩი მსტისლავ ლეოპოლდის ძე - მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი (გარდაცვლილია).
სალარიძე ვახტანგ დავითის ძე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (გარდაცვლილია) .
ქვლივიძე მიხეილ გიორგის ძე - პოეტი. (გარდაცვლილია)
წერეთელი კონსტანტინე გრიგოლის ძე - აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. (გარდაცვლილია)

1997 წელი
აკაევი ასკარ - ყირგიზეთის პრეზიდენტი.
მეგრელიშვილი კარლო სიმონის ძე - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.
ტაბლიაშვილი ვახტანგ ვალერიანის ძე - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)
ჩხიკვაძე რამაზ გრიგორის ძე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ჭიაურელი სოფიკო მიხეილის ასული - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი,
ჯაფარიძე ოთარ მიხეილის ძე - არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1996 წელი
ბათიაშვილი გიორგი (გიგა) ირაკლის ძე - არქიტექტორი, ძველი თბილისის აღდგენა-რეგენერაციის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი.
კვერნაძე ბიძინა ალექსანდრეს ძე – კომპოზიტორი.
ლორთქიფანიძე გრიგოლ (გიგა) დავითის ძე - რეჟისორი, საქრთველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე.
მახარაძე კოტე ივანეს ძე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)
ნაზარბაევი ნურსულტან - ყაზახეთის პრეზიდენტი.
სობჩაკი ანატოლი - სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. (გარდაცვლილია)
სტურუა რობერტ რობერტის ძე - რეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ჩარკვიანი ჯანსუღ ავდიდის ძე - პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ჟურნალ “დროშის” რედაქტორი.
ჩუბინიშვილი გიორგი გიორგის ძე - ”თბილისის ქალაქპროექტის” საპატიო მთავარი ინჟინერი. (გარდაცვლილია)
ძიძიგური აკაკი ვარლამის ძე - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. (გარდაცვლილია)

1995 წელი
ბრეგვაძე ნანი გიორგის ასული - საესტრადო მომღერალი, საქრთველოს სახალხო არტისტი.
გუგუნავა ვალერიან პლატონის ძე - სოციალისტური შრომის გმირი, ომის ვეტერანი. (გარდაცვლილია)
ლებანიძე მურმან სილოვანის ძე - პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. (გარდაცვლილია)
ჩირგაძე თეიმურაზ ვლადიმერის ძე - ექიმი, ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. (გარდაცვლილია)

1988 წელი
გოცირიძე ვიქტორ დავითის ძე - “თბილგვირაბმშენის” სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. (გარდაცვლილია)
დათაშვილი ალექსანდრე ოისების ძე - “თბილიგვირაბმშენის” ზეინკალ მემონტაჟეთა ბრიგადირი (გარდაცვლილია).
ლორთქიფანიძე მარიამ დავითის ასული - ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპოდენტი, თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.
პაიჭაძე ბორის სოლომონის ძე - ფეხბურთელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. (გარდაცვლილია)
სტურუა მელორ გიორგის ძე - ჟურნალისტი, გაზეთ “იზვესტიის” საერთაშორისო მიმომხილველი.
ჯაფარიძე მედეა ვალერიანის ასული - კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. (გარდაცვლილია)

1987 წელი
ანჯაფარიძე ზურაბ ივანეს ძე - მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორის დირექტორი. (გარდაცვლილია)
ასათიანი თინათინი ლევანის ასული - ფიზიკოსი, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლენინური პრემიის ლაურეატი.
ბეიბუთოვი რაშიდ მაჯიდ-ოღლი - მომღერალი, სსრკ სახალხო არტისტი, აზერბაიჯანის მირზა ფათალი ახუნდობის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი (გარდაცვლილია).
დურმიშიძე სერგი ვასილის ძე - ბიოქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი, აკადემიკოსი. (გარდაცვლილია)
ლომთათიძე ქეთევან ბესარიონის ძე - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
ტერეშჩენკო გრიგოლ პროხორის ძე - მოწინავე მუშა.

1986 წელი
ბერიძე ვახტანგ ვუკოლის ძე - ხელოვნების ისტორიკოსი, საქრთველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი. (გარდაცვლილია)
გულია გიორგი დიმიტრის ძე - საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე (გარდაცვლილია).
დიმიტრიადი ოდისეი აქილევსის ძე - დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)
თუმანიშვილი მიხეილ ივანეს ძე - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)
პანკოვა ნინო მიხეილის ასული - თბილისის წინდების საწარმოო გაერთიანება “კრწანისის” მქსოველი.
ქემაშვილი ვერა ბათურის ასული - თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის “საბჭოთა საქართველოს” ბრიგადირი.
ხეჩინაშვილი სიმონ ნიკოლოზის ძე - ოტორინოლარინგოლოგი, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1985 წელი
ბურმისტროვა ნატალია მიხეილის ასული - თბილისი გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი.
თაქთაქიშვილი ოთარ ვასილის ძე - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)
როსტიაშვილი ტრიფონ ვახტანგის ძე - გ. დიმიტროვის სახ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ხარატთა ბრიგადირი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ყავლაშვილი შოთა დიმიტრის ძე - თბილისის მთავარი არქიტექტორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. (გარდაცვლილია)
შევარდნაძე ედუარდ ამბროსის ძე - სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი.

1984 წელი
აბაშიძე გრიგოლ გრიგოლის ძე - პოეტ-აკადემიკოსი. (გარდაცვლილია)
ბოროდავკა ვასილ ვასილის ძე - ქარხანა “ცენტროლიტის” მუშა, სოციალისტური შრომის გმირი.
დანელია გიორგი ნიკოლოზის ძე - კინორეჟისორი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ციციშვილი ირაკლი ნიკოლოზის ძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საბჭოთა კავშირის გმირი. (გარდაცვლილია)

1983 წელი
აბრამიშვილ-ფეტვიაშვილი მანანა სპირიდონის ასული - მრავალშვილიანი დედა.
ბერძენიშვილი მერაბ ისიდორეს ძე - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი.
ზურაბიშვილი ავლიპი დავითის ძე - ფსიქიატრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. (გარდაცვლილია)
კალანდაძე ანა პავლეს ასული - პოეტი.
კულიჯანოვი ლევ ალექსანდრეს ძე - კინორეჟისორი, სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის პირველი მდივანი (გარდაცვლილია).
ლითანიშვილი ოთარ ანტონის ძე - საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის მთავარი მხატვარი. (გარდაცვლილია)
მეტონიძე გურამ არჩილის ძე – საწარმოო გაერთიანება “ელმავალმშენებლის” ელექტრომემონტაჟე.
ტოვსტონოგოვი გიორგი ალექსანდრეს ძე - ლენინგრადის მაქსიმ გორკის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)
ცაბაძე გიორგი გაბრიელის ძე - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)

1982 წელი
ამბარცუმიანი ვიქტორ ამაზასპის ძე - ასტროფიზიკოსი, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდენტი.
გაჩეჩილაძე გივი სერგოს ძე – თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ხარატი (გარდაცვლილია).
თაყაიშვილი სესილია დიმიტრის ასული – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)
თოიძე ირაკლი მოსეს ძე – მხატვარ–გრაფიკოსი , საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. (გარდაცვლილია)
კალაძე კარლო რაჟდენის ძე – პოეტი და დრამატურგი (გარდაცვლილია).
მენთეშაშვილი თენგიზ ნიკოლოზის ძე – სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი.
ნიაზი ზულფუგარის ძე (თაღიზადე – ჰაჯიბეკოვი) - აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და დირიჟორი (გარდაცვლილია).
პრიმაკოვი ევგენი მაქსიმეს ძე - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
ხარაძე ევგენი კირილეს ძე - ასტრონომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. (გარდაცვლილია)
ჯაფარიძე უჩა მალაქიას ძე - საქართველოს სახალხო მხატვარი. (გარდაცვლილია)

1981 წელი
ამაშუკელი ელგუჯა დავითის ძე - საქართველოს სახალხო მხატვარი. მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. (გარდაცვლილია)
ბალანჩივაძე ანდრია მელიტონის ძე - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)
ბურაკოვსკი ვლადიმერ ივანეს ძე - კარდიო ქირურგი, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (გარდაცვლილია).
კუპრაძე ვიქტორ დიმიტრის ძე – მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. (გარდაცვლილია)
კურტანიძეგიორგი ნიკოლოზის ძე – თბილისის ფოლად-თუჯსამსხმელო ქარხნის ბრიგადირი.
რამიშვილი ნინო შალვას ასული – მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)
სუხიშვილი ილია ილიას ძე – მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქრთველოს სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)

1980 წელი
აბაშიძე ირაკლი ბესარიონის ძე - პოეტ-აკადემიკოსი (გარდაცვლილია)
ანჯაფარიძე ვერიკო ივლიანეს ასული - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. (გარდაცვლილია)
კეცხოველი ნიკოლოზი ნიკოლოზის ძე - ბოტანიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. (გარდაცვლილია)
ჭელიძე ვალერიან ილარიონის ძე - გაერთიანება “თბილქალაქმშენის” მე-14 ტრესტის მშენებელთა ბრიგადის ხელმძღვანელი, სოციალური შრომის გმირი.

1979 წელი
გუდიაშვილი ლადო დავითის ძე - საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (გარდაცვლილია).
ილურიძე კონსტანტინე მიხეილის ძე -ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი (გარდაცვლილია).
შანიძე აკაკი გაბრიელის ძე - ენათმეცნიერი,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. (გარდაცვლილია)
ჩიქოვანი შუშანა კალისტრატეს ასული - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი. (გარდაცვლილია)


--------------------
Come Back To Me

Alone again, I feel so alone again
With this emptiness I just cant hide
Picture me with a broken heart
See the tears run down my face

Uriah Heep
 
 
mari_13
post Jan 7 2009, 03:22 PM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 110
რეგისტ: 3-August 08
მდებარ: tbilisi X I L I A N I
წევრის ნომერი: 442



biggrin.gif:D:D
 
 

გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 20th August 2019 - 05:33 PM