IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

პროფილი
ფორუმელის ფოტო
რეიტინგი
 
Personal Statement
dark angel doesn't have a personal statement currently.
პერსონალური ინფორმაცია
dark angel
Advanced Member
24 წლის
მდედრობითი
somewhere in the hell
Born ივნისი-23-1995
ინტერესები
ინფორმაც ა არ არის
სტატისტიკა
რეგისტრ: 31-May 08
პროფილის ნახვები: 14,456*
ბოლოს იყო: 25th December 2008 - 02:08 PM
ლოკალური დრო: Sep 17 2019, 05:36 AM
1,107 წერილები (0 წერილი დღეში)
AIM ინფორმაცია არ არის
Yahoo mari_marikela
ICQ ინფორმაცია არ არის
MSN ინფორმაცია არ არის
Contact პირადი
* პროფილების ნახვა ახლდება საათობრივად

dark angel

Members

***


თემები
წერილები
კომენტარები
ამხანაგები
My Content
29 Jun 2008
givi.gif ხო გაიხსნა თემა ლეკვის გაზრდა ხოდაა მაინტერესებს კნუტი როგორ უბნდა გავზარდოტ რა სჭირდებაა აცრები როდის უნდა ჩაუტარდეს რაა უნდა ვაჭამოთ რა არა დაა ასე შემდეგგ სექტემბრიდან მეყოლება დაა ნამდვილად მჭირდებააა პატარა ინფორმაცია მაინც biggrin.gif
10 Jun 2008
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ასეთი თემაა როგორ იკადრეთ და არ გახსენდით რიაააა გვანახეთ როგროი სტილის ჯინსები მოგწოონთ (მხოლოდ ჯინსებზეე მაქ ლაპარაკი დააა არ გაააოფოოთ) აიი ესენი მომწონს ძაან

10 Jun 2008
საკვები სილამაზისთვის
“მაჩვენე, როგორ გამოიყურები და გეტყვი, რას მიირთმევ ყოველდღე”, – ცნობილი გამოთქმის ეს პერიფრაზი მთელი მსოფლიოს დიეტოლოგებმა და კოსმეტოლოგებმა ლამის საკუთარ დევიზად აქციეს.
მართლაც, ჯანსაღ კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის და ამავდროულად – სილამაზისთვის. სუფთა, ფაფუკი კანი, ბზინვარე თმა, მომხიბლავი ღიმილი ქათქათა მარგალიტების გაელვებით და, რაღა თქმა უნდა, სასიამოვნო განწყობა – ამ ყველაფერს თურმე გონივრულად დაბალანსებულ და ჯანსაღ რაციონს უნდა ვუმადლოდეთ.
მოდი, გადავხედოთ იმ პროდუქტების ათეულს, რომლებიც ყველაზე მეტად დაგვეხმარება მომხიბლავი იერსახის შენარჩუნებაში.
. რაც შეიძლება მეტი წყალი! კანი სილამაზით რომ ბრწყინავდეს, თმასა და ფრჩხილებს კი მუდამ ახალგაზრდული ელფერი ჰქონდეს, თურმე სულ უბრალო რამ – ონკანის წყალია საჭირო. თუ შეშუპება გაწუხებთ (განსაკუთრებით – წინარემენსტრუაციულ პერიოდში), წყლით დატვირთვა შეგიძლიათ დროებით გადადოთ. თუმცა შეშუპებას მაინცდამაინც წყალს ნუ დააბრალებთ – თუ ის რეგულარულად გაწუხებთ, გირჩევთ, სპეციალისტს მიმართოთ.
. C ვიტამინი იდეალურია ორგანიზმის მოსაძლიერებლად, ინფექციებისგან თავის დასაცავად და განკურნების დასაჩქარებლად, მაგრამ ასკორბინის მჟავას (მას ასეც იხსენიებენ) კიდევ ერთი ღირსება აქვს: ხელს უწყობს კოლაგენური ქსოვილის წარმოქმნას. ამდენად, C ვიტამინის მიღება კანს დანაოჭებისგან და მოდუნებისგან იცავს (კოლაგენური ქსოვილი ხომ კანის სტრუქტურის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ამ უკანასკნელის ელასტიკურობასა და სიმტკიცეს განაპირობებს). ასე რომ, თუ გადაწყვეტთ, კანი გაინებივროთ, მიირთვით რაც შეიძლება მეტი ციტრუსი, კენკრა, პომიდორი, კომბოსტო, კარტოფილი, ასკილის ნაყენი ან მიიღეთ C ვიტამინით გაჯერებული ვიტამინების კომპლექსი.
. მწვანე ჩაი, ისევე როგორც C ვიტამინი, საუკეთესო ანტიოქსიდანტია (აბრკოლებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას). ამავე დროს, მონაწილეობს იმუნიტეტის მოძლიერებაში, მავნე ქოლესტეროლის დონის დაქვეითებაში და, ზოგიერთი კვლევის თანახმად, ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბების რისკს. თუ თქვენი დილა ფინჯანი ყავით იწყება, ის დროა, კოფეინი მწვანე ჩაითი შეცვალოთ. თუ, ამასთანავე, შაქარზეც იტყვით უარს, ზედმეტი კილოგრამებისგანაც იოლად გათავისუფლდებით.
. სოია მდიდარია E ვიტამინით, რომელიც განსაკუთრებით რგებს კანის სტრუქტურას. მასში ასევე უხვადაა ანტიოქსიდანტები, რომლებიც თავიანთ კეთილ საქმეს ყოველთვის უანგაროდ აკეთებენ.
. უჯერ ცხიმოვან მჟავეებს, როგორიც არის ომეგა-3 და ომეგა-6, “კარგი ცხიმების” სახელით იცნობენ. ისინი უჯრედთა გამართული მუშაობისთვის არის საჭირო და თმას, კანს, ფრჩხილებს და, ზოგადად, სხეულს ეხმარება, მუდამ სათანადო ფორმაში იყოს. გარდა ამისა, უჯრედის დონეზე ააქტიურებს ფიზიოლოგიურ პროცესებს, რითაც ხელს უწყობს დალურჯებული ადგილების მოშუშებას და, რა დაუჯერებელიც უნდა მოგეჩვენოთ, ნაოჭების გაქრობასაც კი. ომეგა-ცხიმები უხვად არის თევზში.
. რძე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის – ეს არც რძის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო ფრაზაა და არც ბავშვობაში არაერთხელ გაგონილი დარიგება. ეს ჭეშმარიტებაა, რომელსაც ექიმები დიდი ხანია აღიარებენ. რძე მდიდარია კალციუმით, რომელიც ძვლებისა და კბილების შენებისთვის არის აუცილებელი, ხოლო მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, რაც უჯრედების ჟანგბადით მომარაგების აუცილებელი პირობაა (ჟანგბადის ტრანსპორტს ხომ სწორედ წითელი უჯრედები – ერითროციტები უზრუნველყოფენ).
. მწვანე ბოსტნეული მდიდარია A, C და E ვიტამინით, რკინითა და უჯრედისით. C და E ვიტამინის დამსახურებებზე უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება A ვიტამინს, მასაც ანალოგიური ანტიოქსიდანტური თვისება გააჩნია, ამავდროულად ხელს უწყობს კანსა და ლორწოვან გარსებს ტენის შენარჩუნებაში.
. მაწონში მობინადრე ბაქტერიები ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას, იმუნიტეტის მოძლიერებას, ყოველივე ეს კი პირდაპირ აისახება ჩვენს გარეგნობასა თუ განწყობაზე. მაწვნის ნიღბები იდეალური საშუალებაა კანის დასატენიანებლად და გასაწმენდად. მაწვნის მაგივრობას გაგვიწევს იოგურტი.
. ნიორი რომ სასარგებლო პროდუქტია, მრავალი საუკუნის წინათ მიხვდნენ, ჩვენმა თანამედროვე სპეციალისტებმა კი მისი ღირსებების ვრცელი ნუსხა შეადგინეს, რომელსაც სრულად ნამდვილად ვერ წარმოგიდგენთ, უკანასკნელ აღმოჩენაზე კი უთუოდ მოგახსენებთ: ეფექტურად ებრძვის მაღალ არტერიულ წნევას, ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტეროლის შემცველობას და გარკვეულწილად კიბოს პროფილაქტიკასაც ახდენს. ამ ყველაფერთან ერთად ნიორი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლის წყალობითაც შეძლებთ, მუდამ ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურებოდეთ. თუ ნივრის სუნი გაღიზიანებთ (თუმცა თქვენ რა – მეგობრებმა და თანამშრომლებმა იკითხონ), გირჩევთ, ნივრის ზეთის კაფსულები მიიღოთ.
. შოკოლადი. თუ ამ უგემრიელესი სასუსნავისგან კანზე არ გაყრით, თამამად შეგიძლიათ, პირი ყოველდღე ჩაიტკბარუნოთ. მასში შემავალი ნივთიერებანი ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონების) გამომუშავებაში გვეხმარება, ამაღლებული განწყობა კი აუცილებელია, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ. არ მეთანხმებით?
10 Jun 2008
არავინ დავობს, რომ კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა ჩვენს ცხოვრებაში მყარად მოიკიდა ფეხი. სამსახური, განათლება თუ გართობა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ამ მოაზროვნე მანქანებზე. ეს რჩევები კომპიუტერთან თქვენს ურთიერთობას უფრო უსაფრთხოს გახდის


ხერხემალი ნაკლებად რომ გადაიტვირთოს:
- შეიძინეთ მოხერხებული მაგიდა და სკამი.
- დაარეგულირეთ მონიტორის მდებარეობა. ეკრანის ცენტრი თვალების დონეზე ან ოდნავ დაბლა უნდა იყოს, რომ სკამზე ჯდომისას არც თავის დახრა დაგჭირდეთ და არც მხრებში მოხრა.
- როგორც ყველაფერს, სწორად ჯდომასაც სწავლა უნდა: საზურგე რამდენიმე გრადუსით უკან არის გადახრილი (ასეთი პოზა ხელს უწყობს ხერხემლის განტვირთვას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტორსსა და ბარძაყებს შორის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწიფული ასაკის მამაკაცისთვის); ხელები თავისუფლად არის ჩამოშვებული სკამის სახელურებზე; იდაყვები და მტევნები მოდუნებულია; მტევნები და წინამხრები სწორ ხაზს ქმნის, მხოლოდ თითები მოძრაობს; ბარძაყები ტორსთან ქმნის მართ კუთხეს, წვივები კი ბარძაყებთან; ფეხები მყარად დგას იატაკზე ან სპეციალურ საყრდენზე.
ძალიან მნიშვნელოვანია მოხერხებული სავარძელი, რომელშიც ამ პოზას ყოველგვარი დაძაბულობისა და ძალისხმევის გარეშე შეინარჩუნებთ. სასურველია, სავარძელი გორგოლაჭებზე იდგეს და სიმაღლისა და საზურგის დახრილობის რეგულირებაც შეიძლებოდეს. იდეალურია საზურგე, რომელიც ხერხემლის მრუდებს იმეორებს და ზურგის ქვედა ნაწილს საიმედო საყრდენს უქმნის. ოდნავ წინ დახრილი დასაჯდომი ზეწოლას ბარძაყებსა და ფეხებზე გადაანაწილებს, მისი ოდნავ აპრეხილი კიდე კი ბარძაყებზე ზეწოლას ამცირებს. დასაჯდომი მკვრივი ან ნახევრად მკვრივი უნდა იყოს – ეს მცირე მენჯის ღრუში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
. გადაეჩვიეთ ფეხის ფეხზე გადადებას – დიდხანს ჯდომისგან მცირე მენჯის ღრუს სისხლის მიმოქცევას ისედაც არ ადგას კარგი დღე.
. კომპიუტერთან მუშაობისას საათში ერთხელ 10-15 წუთით შეისვენეთ, მუშაობისას კი ხშირ-ხშირად (3-4-ჯერ მაინც) შეიცვალეთ პოზა: გაიშალეთ მხრებში, აამოძრავეთ ფეხები, აბრუნეთ თავი…
. იზრუნეთ ერთ მდგომარეობაში იძულებით გაშეშებულ ხელებზეც: მტევნები დროდადრო დაფერთხეთ, ათიოდეჯერ მუშტად შეკარით და გაშალეთ, მუშტები დაატრიალეთ. ეს მარტივი მოძრაობები ხელის კუნთებში სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.

თვალებს რომ შვება მიეცეთ
- კომპიუტერმა თვალი ნაკლებად რომ დაღალოს, ოთახი სათანადოდ უნდა იყოს განათებული. ოთახის არც ჩაბნელება ვარგა და არც მეტისმეტად გაკაშკაშება. საუკეთესო ვარიანტი დაბინდული გაფანტული განათებაა.
- არ არის სასურველი კომპიუტერის ფანჯარასთან დადგმა. თუ ეს გარდაუვალია, პრობლემას სქელი შტორები ან ფარდა-ჟალუზი გადაგიჭრით.
- მონიტორის ეკრანი თვალებიდან 50-60 სმ-ით მაინც უნდა იყოს დაშორებული. თუ ამ მანძილზე ცუდად ხედავთ, ახლოს კი ნუ მიუცუცქდებით, შრიფტი გაზარდეთ.
- დროდადრო დახუჭეთ თვალები, ეს კუნთებს – დასვენების, ლორწოვანს კი დატენიანების საშუალებას მისცემს.
- მონიტორის ეკრანი აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს. თუ სათვალით მუშაობთ, ისიც აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს. მონიტორის ეკრანი კვირაში ერთხელ მაინც გაწმინდეთ (სჯობს, სპეციალური სითხით ან ხელსაწმენდით), სათვალის კრისტალურ გამჭვირვალობაზე კი ყოველდღიურად იზრუნეთ.
- ზოგჯერ კომპიუტერთან სამუშაოდ სპეციალურ სათვალეს ან ფილტრს ურჩევენ. მათ მართლაც შეუძლიათ ვიდეოსისტემის ერთ-ერთი მაჩვენებლის გაუმჯობესება, ოღონდ აუცილებლად სხვა მაჩვენებლის ხარჯზე. თუ კარგი სათვალის ფასსაც გავითვალისწინებთ, უფრო გონივრული ამ თანხით მონიტორის გამოჯობესება იქნება.
user.gif
ბოლო მნახველები


3 Oct 2010 - 18:52


22 Jan 2010 - 10:30


10 Jan 2010 - 20:26


19 Dec 2009 - 8:18


7 Nov 2009 - 20:10

კომენტარები
Gossip Girl
dark angeli chemxela yopilaaaaaaaa
1 Jan 2009 - 23:47
dark angel
naxvamdis :D
13 Sep 2008 - 10:38
darso
Shen caxvedi da dagvtove oh gmerto chemo... naxvamdis mainc getqva lichnad :D
6 Jul 2008 - 22:15
cucqa
OFF
3 Jul 2008 - 15:18
dark angel
:D vameeee
3 Jul 2008 - 13:52

ამხანაგები

5793 წერილები
31st July 2014 - 10:24 PM

1442 წერილები
26th December 2013 - 05:08 PM
ყველა ამხანაგის ნახვა
  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 17th September 2019 - 05:36 AM


IPS Driver Error

IPS Driver Error

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here