IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
2 გვერდები V   1 2 >  
გამოხმაურება  ახალი თემა
> ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
tmt
post Nov 14 2009, 08:08 PM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



არქეოლოგიური აღმოჩენა სამცხე-ჯავახეთში



სამცხე-ჯავახეთში, ვარძიიდან 12კმ-ის დაშორებით სოფელ ლეპისის მიდამოებში არქეოლოგებმა შუასაუკუნეების დარნული არქიტექტურის სახლ-სამალავს მიაკვლიეს. უნიკალური მიწისქვეშა კომპლექსი მრავალსათავსიანია. მისმა სტრუქტურამ და მასშტაბმა მეცნიერების მოლოდინს გადააჭარბა.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: "დარანი არის - სახლი მიწას ქვეშ ნაგები ან კლდეში, ანუ მიწის ქვეშ შესასვლელი სამალავი". დარნული არქტექტურის შესწავლას ჯერ კიდევ 1950 წელს, აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ახალგაზრდა ისტორიკოსებს მოუწოდებდა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით წელს პირველად დაიწყო დარნული არქიტექტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. წინასწარი დაზვერვის შედეგად არ არის გამორიცხული, რომ აღმოჩენილი დარანი იყოს საწყისი იმ დიდი კომპლექსისა, რომელიც ისტორიული წყაროების თანახმად, სოფელს-სოფელთან აერთიანებდა და შუასუკუნეებში მტრისაგან თავისდასაცავად საუკეთესო თავშესაფარს წარმოადგენდა.





* * *
პირველი არქიტექტურული ნიმუშები



ქვეყნის არქიტექტურის ისტორია სათავეს ისტორიულ თრიალეთში იღებს. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით, ისტორიულ თრიალეთში მეგალითური ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

...უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისგან მშრალი წყობით ნაგები ძეგლებით უმთავრესად, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და აფხაზეთი გამოირჩევა. თუმცა ციკლოპური ნაგებობების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთი იქცევს ყურადღებას, სადაც 50-ზე მეტი მეგალითური ძეგლია დაფიქსირებული და აქედან მხოლოდ წალკის რაიონში ციკლოპური ნაგებობის 20-ზე მეტი უნიკალური ნიმუში გვხვდება. ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის არქიტექტურა ძვ-წ.აღ III-II ათასწლეულით თარიღდება.
არსებული ძეგლების სიძველისა და შესაბამისად მათი ისტორიული თუ მხატვრული მნიშვნელობის მიუხედავად, მეგალითური ციხეების სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული საუკუნის შემდეგ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ერთობლივი დაფინანსებით, წელს პირველად დაიწყო.

წერილი შეიცვალა. tmt: May 23 2010, 11:07 AM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 08:10 PM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა კაზრეთში

27.08.09 17:20

უნიკალური აღმოჩენა არქეოლოგიაში კვლავ საქართველოში გაკეთდა. კაზრეთში, საყდრისის მთის ფერდობებზე ძველი წელთაღიცხვის მეოთხე ათასწლეულის ბოლო პერიოდის უნიკალური მაღაროებია აღმოჩენილი. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ ამ პერიოდში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებდნენ და მადნის გადამუშავების სპეციფიკური წესიც არსებობდა.

აღმოჩენა ქართულ-გერმანულ ექსპედიციას ეკუთვნის. გათხრები 2004 წელს ტერიტორიაზე სამარხების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო. 5 წლის წინ დაწყებული კვლევისას მეცნიერებმა გვირაბები იპოვეს, რომლებშიც მაშინდელი ვერსიით, მადანი მოიპოვებოდა. 2004 წელს გამოთქმული პროგნოზი ამ ახალი მსოფლიო მასშტაბის უნიკალური აღმოჩენით უკვე საბოლოოდ დადასტურდა. ნაპოვნია მადნის მოსაპოვებელი და და დასამუშავებელი იარაღები, აღმოჩენილია ასევე მადნის გამოსაწვავი ქვით მოპირკეთებული მონაკვეთები, საცხოვრებელი ადგილები, წინასწარი დასკვნით, ოქროს ეს მაღაროები მსოფლიოში უძველესია, ასეთი უნიკალური ექსპონატები მსგავსი დანიშნულებით ეგვიპტეშიც კი არ არის ნაპოვნი. მეცნიერები გათხრებს განაგრძობენ

http://www.rustavi2.com/news/news_textg.ph...p;ct=0&wth=

http://mamuli.net/qartlosi/bpg/publication...mp;vjob=vsub,47
 
 
tmt
post Nov 14 2009, 08:11 PM
წერილი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ქართველმა არქეოლოგებმა დაადასტურეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში საბერძნეთისა და კოლხეთის მჭიდრო კავშირები

17:28 | 13/ 06/ 2007


თბილისი, 13 ივნისი /"ახალი ამბები - საქართველო", ელენე ფარცვანია/. ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ქართველი არქეოლოგების აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში საბერძნეთსა და კოლხეთს შორის მჭიდრო კავშირები არსებობდა. ამის შესახებ არქეოლოგმა, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ცენტრის კოლხური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, რევაზ პაპუაშვილმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრ "რია ნოვოსტიში" 13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში საბერძნეთსა და კოლხეთს შორის კავშირები დოკუმენტურად დასტურდება. ამას ცაიშის სამარხში აღმოჩენილი საგნები მოწმობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სამარხში ძვლებთან ერთად აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინისა და თიხის უნიკალური ნაკეთობები, მათ შორის შუბები, ცულები, სხვადასხვა ჭურჭელი, ქამრის ბალთები, სამაგრები, ქანდაკებები, რომელთა ანალოგებიც აღმოჩენილია საბერძნეთში. ასევე აღმოჩენილია ბევრი სამშვენისები კულონების, სამაჯურებისა და მძივების სახით.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდის ნაკეთობებში აშკარად იკვეთება ის გენეზისი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-9-5 საუკუნეების კოლხეთის საიუველირო ხელოვნების წინაპირობა გახდა.

"ეს ამ ადგილას აღმოჩენილი პირველი სამარხია, მაგრამ კიდევ დაახლოებით 100 სამარხის აღმოჩენას ვვარაუდობთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ კოლხეთში არქეოლოგიური გათხრები მინიმუმ 50 წელს მაინც კიდევვ გასტანს.

აღმოჩენების საფუძველზე არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ არგონავტების ცნობილი მოგზაურობის მიზანი არა ოქროს საწმისი, არამედ სინამდვილეში რკინა გახლდათ, რომელიც იმ პერიოდში კოლხეთში ბევრი იყო. ამის დამამტკიცებელი ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე გათხრების დროს აღმოჩენილი დაახლოებით 400 რკინის სადნობი სახელოსნოა.

ხოლო საბერძნეთში ბევრი ვერცხლი, ოქრო და სპილენძი მოიპოვებოდა, პაპუაშვილის თქმით კი, რკინა - არა. "ამიტომ, ბერძნებისთვის "ოქროს საწმისი" სინამდვილეში რკინა იყო", განაცხადა არქეოლოგმა. -–0—

http://www.newsgeorgia.ge/geo1/20070613/41996374.html
 
 
tmt
post Nov 14 2009, 09:37 PM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



18-07-2009
პატარა გორაკის დიდი საიდუმლო
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე, იგოეთის მონაკვეთში, გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიურმა გათხრებმა უნიკალური მასალა მისცა მკვლევრებს. მოკვლევის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, მოპოვებულია 35 ათასი ექსპონატი, ნაპოვნია ძვ. წ. VIII-I საუკუნეების 200 სამარხი და ნასახლარი. მონაპოვართა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ.წ. IV საუკუნით დათარიღებული ოქროსა და ბრინჯაოს დისკოები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, ფაქტობრივად, ადასტურებს ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ისტორიას:

სამწუხაროდ, უახლოესი ერთი კვირის შემდეგ აქაურობას მიწა და ბეტონი დაფარავს, რადგან გრაკლიანის გორას შუაზე კვეთს მშენებარე ავტობანი. გაოცებას ვერ მალავენ საგზაო მაგისტრალის მშენებელი ებრაული კომპანია «ასტრომის» თანამშრომლები: ჩვენთან ხელშეუხებელია აღმოჩენილი ნებისმიერი სამარხი, თუნდაც ერთადერთი. ეს არის ისტორიული უკვდავი ნივთმტკიცება, რომელმაც შესაძლოა ტერიტორიული დავებიც კი მოაგვაროსო. ეტყობა, რაკი იგოეთს, ჯერჯერობით, არავინ გვედავება, ამ არქეოლოგიური ზონისთვის მიწის წაყრა არ ენანებათ ჩვენს ხელისუფალთ. არქეოლოგებს გამუდმებით ურეკავენ (პირადად შევესწარი სატელეფონო საუბარს, რამაც კულუარული ინფორმაცია დამიდასტურა: ექსპედიციის ხელმძღვანელს ვიღაც ორ დღეში სთხოვდა გრაკლიანის გორიდან ყველაფრის «ალაგებას») და «ზემოდან» სამუშაოს სწრაფად დასრულებას მოითხოვენ.


აქ ყოველ ნაბიჯზე ფუსფუსებენ პროფესიონალი არქეოლოგები და სტუდენტები. თხუთმეტიოდე წუთის მისული ვიქნებოდით, ერთ-ერთ სამარხში ბრინჯაოს სამაჯური რომ გამოჩნდა. მალე მეორე სამარხში ვერცხლის საყურეს გადააცალეს მიწა. თავის ქალას თითქმის უკლებლივ ჰქონდა შენარჩუნებული კბილები, გრძელი, ვერცხლის საყურე კი ემბრიონის ფორმაში გაქვავებულ ნეშტს ყურიდან სახეზე გადავარდნოდა. საყურე მოწმობს, რომ სამარხი ქალის არის. იქვე, მეზობლად, რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ სამარხში ერთად იყვნენ დასაფლავებული კაცი და ცხენი. როდესაც პატრონი კვდებოდა, მასთან ერთად ამთავრებდა სიცოცხლეს ცხენიც, - მასთან ერთად გადატეხილ იარაღს აყოლებდნენ მიცვალებულს საფლავში. ერთ-ერთ ასეთ \სამარეში სამიოდე დღის წინ აღმოაჩინეს ულამაზესი მცენარეული ორნამენტებით შემკული ოქროს პატარა დისკო. როგორც პროფესორი ლიჩელი ამბობს, დისკოს პოვნა \ბრწყინვალე ისტორიული მოვლენაა.

ვახტანგ ლიჩელი:

«ეს არის 2400 წლის ნივთი, ისიგნია, მფლობელის სოციალური ტიტულის მანიშნებელი. ოქროს დისკო აქვეა დამზადებული, ანუ მაშინდელი საზოგადოება შესანიშნავად ფლობდა ბრინჯაოზე ოქროს გადაკვრის ტექნოლოგიას, რომ აღარაფერი ვთქვათ ორნამენტული მოხატვის ხელოვნებაზე. ჩვენმა ექსპედიციამ უფრო ადრეც აღმოაჩინა ამ ტექნოლოგიის ნიმუშები. ეს ტრადიცია ძვ. წ. XVI საუკუნიდან მოდის, ადრინდელი ექსპონატები ასეთი მაღალი დონის არ ყოფილა. როდესაც დისკო გაიწმინდება და ბუნებრივ ფერს მიიღებს, ულამაზესი ნივთი იქნება. მისი მფლობელი 60 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, წარჩინებული პირი იყო, ჰქონდა ადმინისტრაციული თანამდებობა და ქართლის სამეფოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. ბრინჯაოს დისკოზე გადაკრული ოქროს ფირფიტა შესანიშნავი დეკორითაა შემკული. აღმოჩენილია კიდევ ერთი ბრინჯაოს დისკო, რომელიც ასევე მშვენივრად არის ორნამენტირებული. სავარაუდოდ, ის რანგით დაბალ მოხელეს ეკუთვნოდა. ამით ჩანს, რომ იმდროინდელ საზოგადოებაში კარგად არის ჩამოყალიბებული სოციალური კლასიფიკაცია. ეს ის პერიოდია, როდესაც ფარნავაზი იწყებს მოღვაწეობას და პირველ სახელმწიფოდ ყალიბდება იბერიის სამეფო. ექსპონატების კვლევის საფუძველზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ პატარა მონაკვეთზეც კი მკაფიოდ არის ასახული თითქმის ყველა ის პირობა, რაც უნდა ახლდეს სახელმწიფოებრივ განვითარებას სოციალური კლასიფიკაციის სახით.

- მხოლოდ სოციალური კლასიფიკაციის ნიშნები, ალბათ, ვერ გამოდგება ამის დასამტკიცებლად. კიდევ რა საფუძვლებს ეყრდნობით?

- ეს ჩანს იმ ფაქტორებიდანაც, რაც მიანიშნებს აქაური საზოგადოების კულტურულ-ინტელექტუალურ დონეზე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან. აქ, გრაკლიანის გორაკზე, კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია დამზადებული. ეს იშვიათი ექსპონატები მხოლოდ უმაღლესი რანგის მუზეუმებს - ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმსა და ლუვრს ამშვენებს. ეს არის 6000 წლის წინანდელი ნივთები, რომელიც ჯერ კიდევ დამწერლობის ჩამოყალიბებამდე გამოიყენებოდა სხვადასხვა დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად. სავარაუდოდ, გამოიყენებოდა სავაჭრო ურთიერთობის დასარეგულირებლად. ასეთი რამ მხოლოდ დამზადების ადგილას, სამხრეთ მესოპოტამიაშია აღმოჩენილი. უფრო გვიან კი ნახეს ანატოლიაში, აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, მერე კი გავრცელებას იწყებს დასავლეთ რეგიონებში. როგორც ჩანს, ეს ნივთები პირდაპირი ურთიერთობის წყალობით მოხვდა ჩვენთან. აღმოჩენილია იმ ადამიანების ჩონჩხებიც, ვინც მათ უშუალოდ იყენებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურ საზოგადოებას განვითარების მაღალი დონე ჰქონდა, ცნობდა იურიდიული შეთანხმების ძალას. საბეჭდავები აღმოჩნდა ტაძარში, რომელიც ამ ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე გაითხარა.

აქ ბევრი მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობა, ასევე ვიპოვეთ ორმაგპროტომიანი ქანდაკებით შემკული საკურთხეველი, რაც წინ უსწრებს აქამდე ცნობილ ყველა ორმაგპროტომიან ქანდაკებას როგორც ანატოლიის ტერიტორიაზე, ისე კონტინენტურ საბერძნეთსა და დასავლეთ საქართველოში. ეს ყველაზე ძველია, რამაც ძალიან ბევრი ისტორიული თეორია შეცვალა...

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/7310-oqro...s-shecvlis.html

როგორც ირკვევა, 3000 წლის წინ ახლანდელი იგოეთის ტერიტორიაზე უკეთ იცავდნენ არქიტექტურული დაგეგმარების პრინციპებს, ვიდრე დღევანდელ თბილისში. აღფრთოვანებას იწვევს ნასახლარების დახვეწილი არქიტექტურული განლაგება. ტერასებზე გაშენებულია ერთი და იმავე ტიპის სახლები. მშენებლობის პროცესში კლიმატური პირობებიც არის გათვალისწინებული. იმის გამო, რომ აქ უმეტესად დასავლეთის ქარი უბერავს, ყველა შენობა ორიენტირებულია სამხრეთისკენ და ცივ სეზონზე სამხრეთიდან მზის სინათლე უხვად შეედინება სახლებში. ყველა სახლს აქვს გათბობის სისტემა, ღუმელი, რომელსაც ზაფხულში მხოლოდ საცხობად იყენებდნენ. ეს მოწმობს სოფლის მეურნეობისა და საზოგადოდ, ხორბლეულის მოყვანის კულტურას. დასტურდება წარმოების მაღალგანვითარებულობის ნიშნებიც. შემორჩენილია მეტალურგიული და ხის სახელოსნოების ფრაგმენტები, რომელიც ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებს განეკუთვნება.

სამარხებიდან და ნასახლარებიდან სხვადასხვა კულტურული ფენა იმზირება.

ვახტანგ ლიჩელი: პირველი ათასწლეულის დასაწყისის ზოგიერთი ექსპონატი მოწმობს, რომ კავშირი ჰქონიათ კოლხეთთან, აქ ნანახი ჭურჭელი თითქმის ანალოგია ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისის კოლხური ექსპონატისა, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში გათხრილ ერთ-ერთ სამარხშია აღმოჩენილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის ასეთი კონტაქტები ბუნებრივია. აქ დაფიქსირებული შუბისპირებიც დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსთვის. ასევე ნახავთ ძვ. წ. V-IV საუკუნეების კულტურულ ნაშთებს. ეს არის პერიოდი, რომელიც იბერიის სახელმწიფოს ფორმირებას უსწრებს წინ. ამ დროს მოდური ხდება მოხატული კერამიკა, რომლის ნიმუშიც გრაკლიანის ზონაში დაფიქსირდა. ის მოხატულია მცენარეული საღებავით, რომელსაც ვერაფერს აკლებს დრო და ამიტომაც 2400 წლის შემდეგაც მშვენივრად გამოიყურება. როგორც ჩანს, აქ ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული მევენახეობა. საფლავებში ღვინის სასმისების გარდა, დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი ვაზის ხისტარიანი სასხლავი დანა.

არქეოლოგებმა გორაკზე ჯერ მხოლოდ ორი ტერასა გათხარეს, დარჩენილია კიდევ სამი - ცენტრალური და ზედა, სადაც ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეში დიდი ტაძარი მდგარა. ტაძრის მანიშნებელი ფრაგმენტები წითლად შეღებილი კრამიტების სახით უკვე ნაპოვნია. ]

ამ ეტაპზე არქეოლოგიური ექსპედიციისთვის საგანგებო დაფინანსება არ გამოყოფილა, მისი ხარჯები გათვალისწინებულია ავტოსატრანსპორტო გზების დეპარტამენტის მიერ ავტობანის მშენებლობისთვის განკუთვნილ საერთო თანხაში. სამწუხაროდ, მშენებელს გორაკის სხვა ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების დაფინანსება არ ევალება. შესაბამისად, გაურკვეველია, როდის გამოჩნდება ამ დიდი საქმის გაგრძელების მსურველი.

50 წელია აინტერესებდათ არქეოლოგებს აქაურობის გამოკვლევა. როგორც ვახტანგ ლიჩელი ამბობს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა გორაკი ამხელა საიდუმლოს ინახავდა. გრაკლიანის გორაკის აღმოჩენებზე მოხსენების წასაკითხად ექსპედიციის ხელმძღვანელი უკვე იყო მიუნხენში, სექტემბერში კი პარიზში ელოდებიან. საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ასეთი დაინტერესება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გია ხუბუას აიმედებს, რომ უცხოეთიდან დონორი პარტნიორი გამოჩნდება და ერთობლივად გააგრძელებენ გრაკლიანის გორაკის კვლევას.

ბატონმა ვახტანგმა ერთი ოცნება გაგვიმხილა: «მჯერა, რომ ზედა ტერასებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმალება. ძალიან მინდა მთელ საიდუმლოს ავხადოთ ფარდა და ავტობანის გასწვრივ გადაიხსნას გორაკის გულში დამალული სამიათასწლოვანი (იქნებ მეტი ხნისაც) ისტორია. ეს იქნება ღია მუზეუმი ცის ქვეშ».


კვირის პალიტრა”
ეკა ლომიძე

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 14 2009, 09:37 PM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 09:39 PM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



12-10-2009
რაც კარგები ვართ...


შარშან, 8 აგვისტოს, როცა ქართული მიწა უმოწყალოდ იბომბებოდა, არქეოლოგებმა ჭიათურაში აღმოჩენა გააკეთეს - ჩვენს წინაპარს თურმე 34000 წლის წინ ჩაუცვამს და დაუხურავს, - რამდენად დაუჯერებლადაც უნდა მოგეჩვენოთ - ჭიათურის გამოქვაბულში 34000 წლის საქსოვი ძაფი იპოვეს და... მსოფლიო მედიაც შოკში ჩავარდა. როგორია? - მეცნიერები ამბობენ, პირველი ადამიანი ჰა-ჰა, დაახლოებით 70000 ათასი წლის წინ მიხვდა, რომ ტანსაცმელი სჭირდებოდა, მაგრამ ცხოველის ტყავი ტანზე შემოიხვია და მეტი ვერაფერი მოისაზრაო. 34000 ათასი წლის წინ კი, აგერ, ჭიათურაში, ჩვენს წინაპარს, კიდეც დაურთავს, კიდეც მოუქსოვია, კიდეც შეუღებავს და კიდეც ჩაუცვამს. ესეც ასე!
ამიერკავკასიაში ერთადერთ პალინოლოგს (მტვრის კვლევით ნამარხთა ასაკის დამდგენი მეცნიერება) ელისო ყვავაძეს ნამარხთა ასაკი დიდი ხანია აღარ უკვირს, მაგრამ ჭიათურაში 34000 წლის ნაქსოვის პოვნამ ისიც კი გააოგნა:
- აქამდე მეცნიერები ტანსაცმლის ნაშთებს ბევრს ეძებდნენ და ყველაზე ძველი მხოლოდ 19000 წლის სელია ისრაელში ნაპოვნი. რას ვიფიქრებდი, თუ სასწაული ჭიათურაში, ძუძუანას გამოქვაბულში გველოდა, - იქ 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოს მივაგენით, თანაც უკვე ნაქსოვს. როცა მათი ასაკი ამერიკის ლაბორატორიებმა დაადგინეს ცას ვეწიეთ სიხარულით. თანაც მარტო სელი და შალის ძაფი კი არა, იქვე მათი სართავი თითისტარის ქვა და ნემსიც კი ვიპოვეთ.
- რას ამბობთ, ნემსიც?!
- დიახ, ნემსი! როცა გამოქვაბულში წვრილზე წვრილი ყუნწიანი ძვალი აღმოჩნდა, თავის მტვრევაც მაშინ დაიწყო. მანამდე ფიქრობდნენ, რომ ძველი ადამიანები საკერავ ძაფად გამხმარ ნაწლავებს ხმარობდნენ. ნაწლავი კი იმ წვრილ ყუნწში ვერაფრით ვერ გაეყრებოდა! აი, ძაფები რომ აღმოჩნდა, მაშინ დალაგდა ყველაფერი. თურმე ჯერ კიდევ როდის კერავდნენ ჩვენი წინაპრები და თანაც რომ შეკერავდნენ და მოქსოვდნენ, ღებავდნენ კიდეც. 34000 წლის წინანდელი ფერებიც იქვე აღმოვაჩინეთ, ქვა იყო შეღებილი ლურჯ-შინდისფერ-მოყვითალო ფერებად და ჯიხვის მატყლი და სელის ძაფი როგორ არ შეიღებებოდა.
- იმის თქმა გნებავთ, რომ 34000 ათასი წლის წინ ჩვენი წინაპრები ჯიხვის მატყლს რთავდნენ?
- აბა, ცხვარი სად იყო მაშინ მოშინაურებული! როგორც ჩანს, ზამთარში ჯიხვის ბეწვის თბილ ტანსაცმელს იცვამდნენ, ზაფხულში, - სელის გრილ სამოსს. აი, ასე იყო მოწყობილი საქართველოში 34000 წლის წინ ცხოვრება.
- ახლა ის გავიფიქრე, ამდენი ლამაზი და კომფორტული ჩასაცმელი თუ ჰქონდათ, ნეტავ, სამკაულს არ ატარებდნენ-მეთქი?
- ვინ გითხრათ, რომ არ ატარებდნენ! სადაც ნემსი და ძაფი, იქ უძველესი სამკაულებიც იყო - ცხოველის კბილებისა და ნიჟარების, თანაც თავგახვრეტილი, ძაფი რომ გაეყარათ და ყელზე ჩამოეკიდათ... ამიტომ გამოეხმაურა ამ აღმოჩენას მსოფლიოს მასმედია, უდიდესი გაზეთების, "ნიუ-იორკ ტაიმსისა" და "ფიგაროს" ჩათვლით... თუმცა რუსულმა გამოცემებმა გაგვაგიჟეს - თვალებს არ ვუჯერებდით, რომ მეცნიერებიც ასე მომართეს - ინტერნეტსაიტებზე ზოგი წერდა, ბლეფიაო, ზოგიც - ოსური წარმოშობის რომ აღმოჩნდეს ეს ბოჭკო, რა სკანდალი იქნებაო!
- ეგ გასაკვირი აღარც არის, ქალბატონო ელისო.
- არ ვიცი... მეცნიერებისთვის უფრო დიდი ღირებულებები უნდა არსებობდეს. ისე კი, შარშან, 8 აგვისტოს, რომ იბომბებოდა, სწორედ იმ დღეს გავიარე გორის გზა და ჭიათურაში ჩავედი. დიდი აღმოჩენებიც სწორედ იმ დღეებში იყო, - ნაქსოვი ძაფის გარდა, გამოქვაბულში 45 მცენარის კვალი იყო. მათ შორის, კაკლისა და თხილის. ომი იყო, მაგრამ იქაურობის დატოვება აზრად არ მოგვსვლია. სტუდენტებმა ქართული დროშა გამოკიდეს გამოქვაბულზე, - თუ ვართ, უნდა ვიყოთ და საქმე გავაკეთოთ, აქედან ფეხს არ მოვიცვლითო. მაგრამ ძალით წამოგვიყვანეს. იმ მწარე დღეების საჩუქარი იყო ალბათ ეს აღმოჩენა.


ეთერ ერაძე
http://www.kvirispalitra.ge/public/1032-ra...gebi-varth.html
 
 
tmt
post Nov 14 2009, 09:40 PM
წერილი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ბრწყინვალე თრიალეთელები

ანუ ჩვენს შორეულ წინაპართა ცხოვრება...



ათასწლოვანი ნივთები ძალზე უცნაურ გრძნობას ბადებს - ერთდროულად შიშს, თაყვანისცემასა და სიამაყეს - ათასწლეულები ისევე ერთი ხელის დადებაზეა შენგან, როგორც ეს ნივთი... პირადად მე გველის და მზის - სიბრძნისა და სინათლის სიმბოლოებით შემკულმა ოთხი ათასი წლის სარწყულმა ერთ რამეზე დამაფიქრა - რა არის მიზეზი, რომ ათასწლეულების მანძილზე არ გამწყდარა ერის სიცოცხლე და არ შევცვლილვართ? დღესაც კი, თუ შროშაში გაივლი, ზუსტად ასეთივე თიხის სარწყულებს ნახავ გზის პირას გამოტანილს - ჩვენ ოთხი ათასი წლის წინანდელი წინაპრის საქმეს ვაგრძელებთ. ამაზე წალკა-თრიალეთის ექსპედიციის ხელმძღვანელი ბატონი გოდერძი ნარიმანიშვილი ბევრ რამეს გიამბობთ და რასაც გიამბობთ, სენსაციურია. თანამედროვე მეცნიერებამ გამოიკვლია, რითი ცოცხლობდნენ, რას აკეთებდნენ, რა ეცვათ, რა ეხურათ, რას ჭამდნენ, რით ავადდებოდნენ და რითი მკურნალობდნენ მრავალი ათასი წლის წინ ჩვენი წინაპრები და... როგორ გვგვანან ჩვენ...

- სხვათა შორის, პირველად სწორედ წალკა-თრიალეთის ზეგანის გათხრებისას მოპოვებული მასალებით დადგინდა, რომ ჩვენი წინაპრები ამ მიწაზე ქვის ხანიდან ცხოვრობდნენ და ბრწყინვალე კულტურას ქმნიდნენ. ეს დიდმა არქეოლოგმა, ბორის კუფტინმა გამოიკვლია. 30-იან წლებში ხრამჰესის მშენებლობის დაწყებამდე, ივანე ჯავახიშვილის თხოვნით კუფტინის ექსპედიციამ შეისწავლა წალკის დასატბორი სოფლები. მან თრიალეთის ზეგანზე ძვ.წ.აღ. IV-III ათასწლეულების 51 ყორღანი გათხარა და აღმოაჩინა ბრწყინვალე ყორღანული კულტურა - კერამიკა, ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი. თრიალეთის ცნობილი ვერცხლის თასიც იმ დროს იპოვა და ამით გააბათილა იმდროინდელ მეცნიერებაში გაბატონებული აზრი იმის თაობაზე, რომ ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა მხოლოდ ბრინჯაოს ხანაში დასახლდა და მხოლოდ ბრინჯაოს აწარმოებდა, ხოლო უფრო მაღალი, სპილენძისა და რკინის (ამაში შედის ოქროსა და ვერცხლის წარმოებაც) კულტურები კი სულ სხვა ტომების შემოტანილია.

90-იან წლებში, როცა ხრამჰესის წყალსაცავში წყალმა დაიწია და ყორღანები გააშიშვლა, გამოჩნდა ყორღანებამდე მიმავალი ქვაფენილები, რითაც სამგლოვიარო პროცესია მიცვალებულს უკანასკნელ გზაზე მიაცილებდა. თითქმის ასეთივე სარიტუალო გზები მიდის ეგვიპტის პირამიდებამდე.

- ანუ ჩვენი კულტურა ეგვიპტურ კულტურას ჰგავს? ესეც ხომ ის დროა, როცა ეგვიპტეში პირამიდებს აშენებდნენ.

- ჰგავს კი არა, არც ჩამოუვარდება. მე გიამბობთ იმ ციკლოპურ, II- ათასწლეულების ნამოსახლარებზე, რომლებსაც წალკა-თრიალეთის ექსპედიცია სწავლობს. ამ ნამოსახლარებს გარს არტყია უზარმაზარი, მშრალად ნაშენი ქვის გალავნები. მათი ყველაზე მცირე სამშენებლო ქვა 4-5 ტონამდე აღწევს და აუცილებლად კონცხებზეა აგებული. ასეთი ციხე სიმაგრეები, ძირითადად, სამხრეთ საქართველოში გვხვდება - ბორჯომში, ახალქალაქში, ასპინძაში... არაგვის ხეობაშიც მინახავს.

- და უდუღაბოდ ნაშენმა ათასწლეულებს გაუძლო?


- გაუძლო. არც ამხელა ლოდების ერთმანეთზე დადება გასჭირვებიათ. ისე, როგორც ეგვიპტის პირამიდების, ამ გალავნების მნახველებსაც უკვირთ, ამხელა ქვები როგორ აზიდესო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩვენი წინაპრებისთვის პრობლემა არ იყო. ზოგ ნამოსახლარზე ასეთი გალავნების ორი-სამი წრეა შემოვლებული. ყორღანების დასაკრძალავი კამერების დიდი ნაწილიც მშრალი ქვებითაა ამოშენებული. მას ძელებით ხურავდნენ და ზემოდან მიწას აყრიდნენ - არ იყო ეს ადვილი საქმე. ციკლოპურ ნამოსახლარებსაც აქვთ თავიანთი სამარხები - ზოგი ბაზალტის ლოდებით წრიულადაა ამოშენებული და ბაზალტის ფილებით ან ხის ძელებით გადახურული. მიცვალებულები კი ხის სარეცელზე არიან დასვენებულები, თან დასაკრძალავი ურმის ნაწილები აქვთ ჩატანებული... ისინი გვერდზე წვანან, თავთან სამარხეული ქოთნები ულაგიათ, სახის წინ საბრძოლო იარაღი, ბრინჯაოს საკინძეები - ყელთან, მძივები - გულმკერდის არეში, სარდიონის მძივები - მაჯებსა და ტერფებზე. ყველა სამარხში პირუტყვის ნაშთია. თიხის ჭურჭელშია ყველაფერი ის, რასაც ჩვენი წინაპრები მიირთმევდნენ... და კერძოდ რას, უახლესი მეთოდებით გამოიკვლია თანამედროვე მეცნიერებამ. ასევე ისიც - რა ეცვათ, რა ეხურათ, რით ავადმყოფობდნენ და რითი მკურნალობდნენ...

- თითქოს გუშინდელ ამბებზე საუბრობდეთ...

- ეს პალინოლოგიის დამსახურებაა. ის მცენარეთა მტვერს სწავლობს. მტვერი კი მილიარდი წელიწადი “ცოცხლობს”. ჩვენ მისი ნაწილაკები ბეშთაშენის ნაქალაქარის სამარხებიდან ავიღეთ - მას თრიალეთზე გამავალი ყველა გზა კვეთდა. II ათასწლეულის ასურული ლურსმული დამწერლობა მოგვითხრობს, რომ ეს ადგილები ქართველ ტომთა გაერთიანება დაიაენს ეკუთვნოდა. ბერძნები მას ტაოხს უწოდებენ, ურარტუელები - დიაოხს, ქართველები კი ტაოს. რას აკეთებდნენ და როგორ ცხოვრობდნენ ეს ლეგენდარული ტაოხელები, სწორედ ოთხი ათასი წლის მტვერმა ამოხსნა. ზოგ ქოთანს ცეცხლის კვალი ისე ეტყობოდა, ცხადი გახდა, რომ მიცვალებულებს ახლად მომზადებულ საკვებს ატანდნენ. ქვის ხუფიან ქოთნებში ხორციანი საკვები იყო, პატარა ქოთნებში კი ფხალი და ფაფები, ბადიებში - თაფლი ესხა ან თხილი და ნიგოზი ეწყო... ქალებს ვაზის ფოთლები ან ჯორის ძუა - ეფედრა ჰქონდათ ჩაყოლებული - “სამკურნალოდ” ატანდნენ. ხალხური მედიცინა ვაზის ფოთლებით დღესაც მკურნალობს ქალურ დაავადებებს, ხოლო ეფედრასგან წამლები მზადდება. საკვირველად მრავალფეროვანი კერძები ჰქონიათ. თრიალეთელები თურმე 3500 წლის წინ ცხოველური ცხიმით ამზადებდნენ ხორბლის, ქერის, ჭვავის, შვრიის ფაფებს, გეახლებოდნენ წიწიბურას, პარკოსნებს, ცერცვს, მუხუდოს, მხალეულობასაც კი - მაგალითად, ჭინჭრისა და ნაცარქათამასი. სხვათა შორის, ქალის სამარხში, კუჭის არესთან, ნიგვზითა და ცაცხვის ყვავილით შეზავებული მხლის მტვერი აღმოჩნდა. როცა გავიკვირვეთ, ჩვენი ექსპედიციის ერთმა წევრმა გვითხრა, ბებიაჩემი სვანეთში უხეშ ჭინჭარს ხარშვისას ცაცხვის ყვავილს ამატებს - ჭინჭარს არბილებსო... და არა მარტო ცაცხვით, კერძებს ზუსტად ისეთი მწვანილეულობით ანელებდნენ, რითაც ჩვენ - ოხრახუშით, ქინძით, ძირათი, ზოგჯერ ტყემლითა და შინდით... და ყველაზე საინტერესო! ქალების თავთან სელის, შალისა და ბამბის ქსოვილის მტვერია, რასაც მამაკაცების თავებთან ვერ იპოვით. ეს ის თავსაბურავების მტვერი გახლავთ, რასაც ქართული ტომების ქალები იხურავდნენ. თავსაბურავები გრძელი და განიერი ყოფილა - ჩვენი ქალები იმდროინდელ წინა აზიაში გავრცელებულ მოდას მისდევდნენ, ლამაზი თავსაბურავები და კაბები ეცვათ - ზურმუხტისფერი, შინდისფერი, ლურჯი... ასეთი საღებავები კი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე იყო გავრცელებული და ზღვის მოლუსკებისგან მზადდებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქალბატონების კაბები ძალიან ძვირი ღირდა. იმდროინდელ ხეთურ წარწერებში ასეთი კაბები 30 სიკლით არის შეფასებული. ამ ფულით კი 30 ცხვრის ან ერთი კარგი ცხენის ყიდვა შეიძლებოდა. და კიდევ უფრო საინტერესო - თმის მტვრის ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა მიცვალებული წითური ან ქერათმიანი იყო...

- მართლა გამაოგნებელია... ნუთუ მართლა არაფერი შეცვლილა?

- როგორც მეცნიერები ამბობენ, ყველაფერი “ასე ჩქარა” როდი იცვლება. არ შეცვლილა ისე, როგორც ჩვენი ისტორიული პირობები - დაიაენელები გამუდმებით ომობდნენ. სწორედ ამისთვის სჭირდებოდათ კონცხებზე აღმართული ციკლოპური გალავნები. იმდროინდელი აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფოს, ასურეთის მეფე ტიგლათფილასარ I ძვ.წ. 1112 წელს ლურსმულ წარწერაში წერს - ვილაშქრე დაიაენის მეფეთა წინააღმდეგ, რომელთაც არ იცოდნენ, რა იყო მორჩილება და... დავამარცხეო - ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულმა ომებმა ქართველური ტომების ცივილიზაცია შეაჩერა. თუმცა ჩვენი განვითარება არ შეწყვეტილა და ამ ცივილიზაციამ შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ერთ-ერთ ბრწყინვალე სახელმწიფო - საქართველოს სამეფო წარმოშვა. ჩვენ კი მისი შთამომავლები ვართ...

ეთერ ერაძე(კვ. პ. 6)

 
 
tmt
post Nov 14 2009, 09:41 PM
წერილი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



უნიკალური აღმოჩენა

კახეთის რეგიონის უღრან და მიუვალ ტყეში აღმოჩენილია საზოგადოებისთვის დღემდე უხილავი, უნიკალური სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დიდი ბაზილიკური ტაძრისა და მორთული სატრაპეზოსგან შედგება.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, ძეგლი IX საუკუნეშია აგებული და ის წმ. ილარიონ ქართველის სააღმშენებლო მოღვაწეობას უკავშირდება.

აღმოჩენილი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს კახეთის რეგიონის სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთით, ტყეში, დაახლოებით 4 კმ-ის მანძილზე. კომპლექსი შედეგება უნიკალური სასახლისგან, დიდი ბაზილიკურ ტაძრისა და სატრაპეზოსგან.

საზოგადეობის თვალისთვის დღემდე უხილავი ძეგლის შესახებ ინფორმაცია გვხვდება და ამავდროულად ძეგლის წარმომვლობას ადასტურებს წმ. ილარიონ ქართველის - ცხოვრების შესახებ არსებული ლიტერატურა...

...წმინდა ილარიონ ქართველმა იერულასალიმიდან დაბრუნების შემდეგ, "კუალად აღაშენა სხუაი მონასტერი მამათათვის და შეკრიბა მას შინა ძმანი ვითარ სამეოცდაათექუსმეტნი, ღირსნი და მოღუაწენი და განუწესა მათცა წესი და კანონი და შეამკო ყოვლითავე სამკაულითა და მოუგნნა წმინდანი წიგნნი და დასხნა მას შინა და შესწირნა სოფელნი, რომელნი დაშთომილ იყვნეს მამულისაგან თვისისა".

ბუნებრივია საუკუნეების განმავლობაში მიტოვებული მონასტრის კედლებზე და მის შიგნით ამოსული ხეები და სხვადასხვა მცენარეები ძეგლს საფრთხეს უქმნის, თუმცა სამინისტროს დაფინანსებით უკვე წელს 2007 წლის "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყება ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები

 
 
tmt
post Nov 14 2009, 09:41 PM
წერილი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350




დიდი-ლიახვის მუზეუმ ნაკრძალი


2006 წელს დიდი ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე (სოფ. სვერი, კეხვი) ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ექსპედიციის შედეგად, შესწავლილი იქნა დიდი ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ძეგლები და გამოვლინდა ხეობის არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა პერიოდის დღემდე უცნობი მასალები.

დიდი ლიახვის მუზეუმის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებულმა მოკვლევებმა, არქეოლოგიურმა ექსპედიციებმა და დიდი ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაციის პროექტის განხორციელებამ ცხადყო სამუშაოების გაგრძელებისა და პატარა ლიახვის ხეობის ძეგლთა პასპორტიზაციის აუცილებელობა.

პროექტის შედეგად პატარა ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის 105 ძეგლის ფოტოფიქსაცია და პასპორტიზაცია განხორციელდა თანამედროვე პრაქტიკაში არსებული უახლესი მეთოდებით, რაც გამოყენებული იქნება მონაცემთა ბაზის შექმნისთვის.
 
 
tmt
post Nov 14 2009, 10:46 PM
წერილი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაქულბაქევის ტერიტორიაზე 3000 წლის წინანდელი უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს.



როგორც ''ინტერპრესნიუსს'' ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ნაქულბაქევის სამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა, როგორც დამარხვის წესის, ასევე აღმოჩენილი ინვენტარის თვალსაზრისით.
გათხრებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერები მუშაობენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს სამხედრო გზის გაფართოების დროს დაიწყო, როდესაც შუა საუკუნეების ხანის ნასახლარის ნაშთები და გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სამარხები აღმოჩნდა.
2007 და 2009 წლებში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივმა კომპანიამ IDP ჯგუფმა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ტექნოლოგიების ცენტრის აგებას გეგმავს, არქეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა. მომავალში ძეგლის ტერიტორიაზე იგივე კომპანია ვალდებულებას იღებს ვიზიტორთა ცენტრი მოაწყოს, სადაც დამთვალიერებელს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალის გაცნობის საშუალება მიეცემა.
ნაქულბაქევი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია. დიდი მცხეთის აღმოსავლეთის კარიბჭე სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი რომის იმპერატორის ვესპასიანეს წარწერა (ახ.წ. 75 წელი).
ნაქულბაქევზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ აღნიშნული ტერიტორია სავაჭრო გზების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. თვით სახელწოდება ნაქულბაქევიც, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილთან მოიხსენიება, ამაზე მიუთითებს.
თბილისის ტერიტორიაზე ადამიანთა უწყვეტი ცხოვრების ნაშთები 6000-ზე მეტ წელს ითვლის. დედაქალაქი დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა გზაჯვარედინზე მდებარეობს და, ამ მხრივ, მის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საყურადღებოა.
სამარხებში აღმოჩენილ ნივთებს უახლოეს მომავალში თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმ-საცავში გადაიტანენ, სადაც დედაქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი 10 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ექსპონატი ინახება.
ახალ აღმოჩენას დღეს, 12.00 საათზე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და თბილისის მერი გიგი უგულავა დაათვალიერებენ.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
 
 
tmt
post Nov 15 2009, 06:41 PM
წერილი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350





ბორჯომის ხეობაში წარმოებული გათხრებისას მოპოვებული არტეფაქტები
 
 
tmt
post Dec 8 2009, 07:55 PM
წერილი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



გიზის პლატოზე 1945 წელს აღმოჩენილი მაღარო დაფარული იყო წყლით -
და არავინ იცოდა სად მიდიოდა ხვრელი მიწაში...
ბოლო ბოლო ეს წყალი მაღალოდან ამოქაჩეს და
იქ აღმოაჩინეს უამრავი ოთახები - რომლებიც დაკავშირებული იყო ერთმანეთთან....
არავინ იცოდა რისთვის ამოთხარეს ეს მაღარო...
იყო მოსაზრებები, რომ ეს გვირაბი მიდიოდა ხეოფსის პირამიდასთან ან სფინქსთან
1999 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეგვიპტის მთავარი არქეოლოგის - ზაჰი ჰავასის მიერ
დაეშროთ ეს მაღარო და ენახათ თუ საით მიდიოდა ეს ხვრელი...
როცა წყალი ამოაშრეს მაღაროშჳ აღმოჩნდა რამდენიემ პატარა ოთახები სადაც იპოვეს ადამიანის სამარხი.
ყველაზე საინტერესო გამოდგა ქვემო ნაწილში მოთავსებული ოთახი
იქ იყო შავი ბაზალტის სარკოფაგი სადავ ნახეს XXVI დინასტიის დროინდელი სამარხი (664−332 წწ ჩვ წ აღ მდე)
საინტერესო კი ისაა - რომ ეს სარკოფაგი არის ამოწეული წყლის დონიდან
და ქმნის ფრომას - რომელიც ეგვიპტური იეროგლიფია და ნიშნავს სახლს.\
არაა გამორიცხული, რომ ეს სიმბოლურად ნიშნავდეს კუნძულს მსოფლიო ოკეანეში -ნუნ
ან თუნდაც ბიბლიურ წარღვნას...
Тогда углубление оказалось бы окружено водой наподобие острова.
Такая конфигурация могла изображать первозданный океан Нун,
который покрывал весь мир до времен творения.
А в его центре как бы возвышался остров,
представлявший собой первый появившийся клочок земли»,
— рассказал Хавасс.


Затопленная шахта в Гизе оказалась гробницей Осириса

http://www.infox.ru/science/past/2009/06/1...t_of_giza.phtml
Более полувека понадобилось археологам, чтобы осушить загадочную шахту под дорогой фараона Хафра в Гизе. Они знали, что шахта соединяет несколько комнат, но оказалось, что это только начало. Из некоторых помещений открывается вход в новые шахты.
В 1945 году египетский археолог Абдель Монейм Абу Бакр (Abdel Moneim Abu Bakr) случайно обнаружил заполненную водой шахту, расположенную в маленьком туннеле, который пролегал по оси север-юг под дорогой фараона Хафра в Гизе. Ученый исследовал его и выяснил, что вертикальный туннель соединяет множество комнат. Однако археолог никогда не занимался раскопками загадочного подземного хода и не публиковал никакие данные о нем. В течение многих лет в заполненной водой шахте купались или пили воду местные рабочие. А уровень грунтовых вод поднялся так высоко, что археологи не могли ее изучать.
Цель, с которой создавалась эта шахта, долгое время оставалось загадкой. Многие любители египетской истории узнали о ее существовании, и среди них начали распространяться слухи, что под шахтой располагается сеть туннелей, которые ведут к пирамиде Хеопса или даже, возможно, к Великому Сфинксу. Летом 1999 года доктор Захи Хавасс (Zahi Hawass) решил, что необходимо попытаться провести раскопки таинственного подземелья, точно определить, какую роль он играл, и пресечь распространение ничем не подкрепленных слухов.
Осушение затопленной шахты
Сложнее всего оказалось понизить уровень воды до такой степени, чтобы археологи смогли начать работу в шахте. Исследователи обратились с просьбой о помощи к инженеру Исмаилу Осману (Esmail Osman), который привез необходимое оборудование для откачки воды. Ученым пришлось работать при постоянно работающем оборудовании. По словам Хавасса, «постоянный шум мешал думать, а оборудование работало так громко, что я почти оглох!»
Исследователи больше всего боялись, что откачав воду, они могут повредить шахту или вообще ее обрушить. Все, даже самые мелкие трещины замазали штукатуркой, и на них археологи поставили дату. Если бы трещина начала расширяться, а штукатурка трескаться, рабочие сразу бы заметили это и приняли необходимые меры предосторожности.
Три комнаты
После того как вода из шахты ушла, археологи начали свои исследования. Первый отрезок шахты глубиной почти в 10 м заканчивался комнатой размером 8,6 на 3,6 м. Когда ученые попали в это помещение, оно оказалось пустым. Но в северной части комнаты обнаружилась еще одна вертикальная шахта глубиной в 13,25 м. Она также привела к комнате, размеры которой составляли 6,8 на 3,5 м. На этот раз основное помещение окружали еще шесть маленьких комнат и ниша, из которой начиналась очередная шахта. В трех маленьких комнатах стояли каменные саркофаги, выполненные в стиле XXVI династии (около 685−525 годов до н. э.), в двух из них сохранились человеческие кости.
«На этом уровне мы также нашли ушебти и фрагменты керамики Позднего царства. Кроме того, в юго-восточном углу главной комнаты находилась ниша, в которой начиналась третья вертикальная шахта. Она заканчивалась примерно через 8 метров в новой комнате площадью в 9 кв. м», — рассказал Хавасс.
Нижний уровень шахты
Последняя комната оказалась самой интересной. В центре находилось прямоугольное углубление, выдолбленное в скальной породе. По углам этого углубления сохранились остатки квадратных колонн. Место между углублением и стенами помещения имело форму желоба. Этот желоб прерывался при входе в помещение, где уровень пола значительно повышался, и соединялся с центральным углублением. Таким образом, форма желоба напоминала египетский иероглифический знак pr, который означает «дом».
В центре углубления находился большой саркофаг, сделанный из черного базальта. В самом саркофаге сохранились человеческие останки и несколько амулетов времен Позднего царства (664−332 года до н. э.). «Но больше всего нас удивила найденная там красная гладкая керамика со следами белой краски, которая, возможно, датируется периодом правления VI династии», — отметил Хавасс.
Захоронение фараона или могила Осириса?
Археологи не смогли обнаружить никаких доказательств тому, что шахта использовалась как место захоронения фараонов. «Я считаю, что древние египтяне собирались построить символическую гробницу Осириса, бога загробного мира. Создается ощущение, что желоб вокруг углубления был сооружен специально таким образом, чтобы грунтовые воды заполнили его. Тогда углубление оказалось бы окружено водой наподобие острова. Такая конфигурация могла изображать первозданный океан Нун, который покрывал весь мир до времен творения. А в его центре как бы возвышался остров, представлявший собой первый появившийся клочок земли», — рассказал Хавасс.
Вода также могла символизировать связь Осириса с плодородием и возрождением. Угловые колонны, возможно, ассоциировались с четырьмя священными ногами бога, описанными в поздних текстах. Само центральное углубление с возвышающимся в нем саркофагом и колоннами по углам по своей конфигурации похоже на Осирион храма Сети I в Абидосе, другое символическое захоронение Осириса. Погребения, которые датируются Поздним царством, возможно, отражают желание египтян после смерти быть поближе к богу загробного мира.
Шахта Осириса у Геродота
цитата
Геродот
«История». Книга вторая «Евтерпа». Глава 124. «Так вот, до времени царя Рампсинита, рассказывали далее жрецы, при хороших законах Египет достиг великого процветания…«Я считаю, что шахта Осириса была описана греческим писателем Геродотом, «отцом истории». По его словам Хеопс был захоронен на острове в подземной комнате, расположенной в тени Великой Пирамиды и подпитываемой каналом, отходящим от Нила», — подчеркнул Хавасс.

Геродот, возможно, описывает именно шахту Осириса, хотя и ошибается в ее датировке и назначении подземного сооружения. Шахта Осириса, судя по всему, была построена позже правления Хеопса, так как древнейшие предметы, которые нашли там археологи, относятся только к VI династии (Хеопс принадлежал к IV династии). А большинство других находок еще более поздние.
«Как я подчеркнул выше, во время своих исследований я смог установить, что шахта – это символическое захоронение Осириса, а не царская гробница, как это утверждает Геродот», — отметил Хавасс.
Таинственный туннель
На самом нижнем уровне археологи сделали еще одну интересную находку. В северо-западном углу комнаты начинается узкий туннель. Этот проход настолько узок, что в него смог пролезть только ребенок. Но дальше он оказался забит глиной. «В 1999 году я послал мальчика изучить этот туннель. Он смог проползти только 5 метров, а дальше ход стал слишком узким даже для него», — рассказал Хавасс.
В ноябре 2008 года телевизионный продюсер Ричард Рейсс (Richard Reisz) достал эндоскопическую камеру для изучения этого узкого прохода. Команда, которая занялась этим проектом, смогла продвинуть камеру всего на 10 метров, прежде чем глина помешала им. В декабре исследователи вернулись туда с двумя самодвижущимися исследовательскими мобильными аппаратами, оснащенными камерами, которые могли продолжить свое путешествие по загадочному проходу. Через 6,5 метра исследователи обнаружили, что туннель разветвляется. Они послали аппарат в ответвление, он прошел 10,5 метра, но затем проход опять стал слишком узким и заполненным глиной, чтобы робот смог продвигаться дальше. Зато команда исследователей обнаружила, что основной проход продолжается еще на протяжении 21 метра, а дальше, судя по всему, заканчивается, хотя определить это точно пока не удалось.
«Я связался с японской командой, которая собирается привезти более современный и технически совершенный аппарат, который, возможно, сможет продвинуться дальше тех точек, где застревало другое оборудование», — рассказал Хавасс.
Археологи должны были начать новую попытку изучить таинственный ход 9 июня 2009 года. Они собирались отправить робота в проход и, наконец, выяснить, куда он ведет. Ученые надеются понять, зачем египтяне выдолбили этот узкий ход в скале, да еще так глубоко под землей.
Infox.ru продолжит следить за работой доктора Хавасса и обязательно расскажет о разгадке этого секрета шахты Осириса.


წერილი შეიცვალა. tmt: Dec 8 2009, 10:02 PM
 
 
dluncha_bimi
post Dec 9 2009, 01:16 AM
წერილი #12


ქ ე თ ი
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 10,395
რეგისტ: 19-January 09
მდებარ: < თბილისი >
წევრის ნომერი: 817



აუ რა საინტერესოა smile.gif


--------------------
ყოველი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როგორც აზროვნებს ის ისეთივეა
 
 
BRUTHA
post Dec 14 2009, 11:57 PM
წერილი #13


Member
**

ჯგუფი: Members
წერილები: 19
რეგისტ: 11-December 09
წევრის ნომერი: 1,047



tmt

ძალიან მაინტერესებს აფხაზეთში აქამდე აღმოჩენილი სამარხები, საფლავის ქვები.
თუ გაქვთ ცნობები, კარგი იქნებოდა, დაგედოთ.


--------------------
ბჟა დიდა რე ჩქიმი,
თუთა მუმა ჩქიმი,
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი.
 
 
tmt
post Dec 15 2009, 01:32 AM
წერილი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



QUOTE
ძალიან მაინტერესებს აფხაზეთში აქამდე აღმოჩენილი სამარხები, საფლავის ქვები.
თუ გაქვთ ცნობები, კარგი იქნებოდა, დაგედოთ.

მოვიძიებ...
არასოდეს მინახავს ეს
იქნებ წავაწყდე სადმე ამ საკითხს.
 
 
tmt
post Mar 10 2010, 10:11 AM
წერილი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა კაზრეთში

27.08.09 17:20
უნიკალური აღმოჩენა არქეოლოგიაში კვლავ საქართველოში გაკეთდა. კაზრეთში, საყდრისის მთის ფერდობებზე ძველი წელთაღიცხვის მეოთხე ათასწლეულის ბოლო პერიოდის უნიკალური მაღაროებია აღმოჩენილი. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ ამ პერიოდში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებდნენ და მადნის გადამუშავების სპეციფიკური წესიც არსებობდა.

აღმოჩენა ქართულ-გერმანულ ექსპედიციას ეკუთვნის. გათხრები 2004 წელს ტერიტორიაზე სამარხების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო. 5 წლის წინ დაწყებული კვლევისას მეცნიერებმა გვირაბები იპოვეს, რომლებშიც მაშინდელი ვერსიით, მადანი მოიპოვებოდა. 2004 წელს გამოთქმული პროგნოზი ამ ახალი მსოფლიო მასშტაბის უნიკალური აღმოჩენით უკვე საბოლოოდ დადასტურდა. ნაპოვნია მადნის მოსაპოვებელი და და დასამუშავებელი იარაღები, აღმოჩენილია ასევე მადნის გამოსაწვავი ქვით მოპირკეთებული მონაკვეთები, საცხოვრებელი ადგილები, წინასწარი დასკვნით, ოქროს ეს მაღაროები მსოფლიოში უძველესია, ასეთი უნიკალური ექსპონატები მსგავსი დანიშნულებით ეგვიპტეშიც კი არ არის ნაპოვნი. მეცნიერები გათხრებს განაგრძობენ.
http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...p;ct=0&wth=





ვიდეორგოლი


http://www.youtube.com/watch?v=2xpgmAV-qiM



http://rtv.ge/index.php?m=711

6000 წლის ოქროს საბადოზეა საუბარი

ინტერვიუში - ირინა ღამბაშიძესთან
http://rtv.ge/video.php?video_id=311&w...&height=350

წერილი შეიცვალა. tmt: Mar 10 2010, 10:13 AM
 
 

2 გვერდები V   1 2 >
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 21st August 2017 - 11:22 AM