IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
17 გვერდები V  < 1 2 3 4 > »   
გამოხმაურება  ახალი თემა
> ქართული მითოსი, ხალხური თქმულებები, და მათი ანალოგიები სხვა მითებში
tmt
post Nov 14 2009, 11:41 PM
წერილი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



სენაკთან ახლოს მდინარე ტეხურის სანაპიროზე მდებარეობს ციხეგოჯი (ნოქალაქევი, ძვ.წ. მესამე საუკუნე). ისტორიული წყაროებით იგი ეგრისისა და სვანეთის ერისთავს ქუჯის აუგია. ეს ძეგლი ბერძნულ წყაროებში ’’არქეოპოლისად’’ მოიხსენება.

ლეგენდა, რომელზეც გიამბობთ, ამ ადგილს უკავშირდება


ნოქალაქევის ტერიტორია თათრებისაგან ყოფილა დაკავებული,დაუნგრევიათ, აუოხრებიათ ციხე-ქალაქი, ხალხიც გაუჟლეტიათ,მოსახლეობა საშინელ დღეში ყოფილა ჩავარდნილი. ერთხელ, ერთი ფეხმძიმე ქალი წყლის მოსატანად მდინარე ტეხურზე ჩასულა. გამოკიდებია ვიღაცა თათარი. ქალი გაქცეულა, მაგრამ მტერი ფეხდაფეხ მისდევდა, დაეწია კიდეც. ის იყო უნდა დაეჭირა,რომ ქალი შევედრებია ღმერთს, ღვთისმშობელს:

დედა მოკა,მოკა,მოკა,
სითი მოკა, მათი მოკა,
წორო ქიქივდგათი ბოგა.

(დედა ორსული,ორსული, ორსული,
შენც ორსული, მეც ორსული,
ორივემ თანაბრად გავიდგათ ხიდი.)

ამ სიტყვებით გადამხტარა წყალში, ნაპირები შევიწროვებულა და ქალი მეორე ნაპირზე გასულა უვნებლად.

იმ ადგილს, რომელიც ახლაც ვიწრო ხეობადაა დარჩენილი, დედამოკას ეძახიან.



http://karavi.ge/viewtopic.php?t=523&p...c&start=120
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:43 PM
წერილი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



http://karavi.ge/viewtopic.php?t=523&p...c&start=120

ერთ-ერტ საინფორმაციო (ტურისტულ) ბუკლეტში ამოვიკითხე ფუსტების (თუ ფრუსტების) შესახებ, იმ ბუკლეტში ბილიკზეც იყო საუბარი რომელიც თუ სწორედ მახსოვს ლეჩხუმიდან-0სვანეთამდე გრძელდება ....
ეს ფუსტები რაღაც განძისმცველებივითააა..... ის ბუკლეტი თუ ჩამივარდა დავასკანერებ და დავდებ...
ეხლა ეს მცირედი რაც ინტერნეტში ვნახე:

ფუსტი

ფუსტელთა სამხედრო-სარწმუნოებრივ საიდუმლო ორდენს ჯერ კიდევ მახლობელი აღმოსავლეთის, მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად ცნობილ ძველ ქვეყნებში - ძველ ეგვიპტეში, შუამდინარეთში, ბაბილონში და ა.შ. იცნობდნენ. მოგვიანებით როგორც ჩანს მას გაეცნენ ევროპელებიც. ამ ორდენს გავლენა ინდა მოეხდინა ტამპლიერთა ორდენის ჩამოყალიბებაზეც.
ევროპელი რაინდის უმთავრესი ტიტულატურული მაჩვენებელი რომელიც კურთხევის დროს გადეცემოდა იყო მომცრო ხმალი რომელსაც ფუსტაკი ეწოდებოდა.
სვანეთში დღემდე გვაქვს ქრისტიანული კანონიკით აგებული და უძველესიქრისტიანული ხატებით, ჯვრებითა და ფრესკებით შემკული ფუსტის ტაძრები. სვანეთში ტერმინი "ფუსტი" უფლის სინონიმად მოიაზრება. მეუფლეობა, ფუსტელობა, იყო სამხედრო-სარწმუნოებრივ რაინდთა თუ გვარდიელთა კასტა, რომელთაც სატაძრო ქონების დაცვა ევალებოდათ. სვანურ სინამდვილეში აშკარად იკვეთება ფუსტელთა, როგოც ქრისტიანულ სიწმინდეთა დამცველთა ტრადიცია. მეორე ნიშანდობიობა, რაც სვანურ ყოფას დრემდე შემორჩენია, არის ის, რომ ფუსტელთა წარმართულიდან ქრისტიანულ მრწამსზე გადასვლა აშკარად შემოუნახავს აქაურ ყოფას. ამ ზღვრის წყალგამყოფად უნდა მივიჩნიოტ ვახტანგ გორგასლის ეპოქა. ვახტანგ გორგასალი როგორც დიდი სახელმწიფო რეფორმატორი და დამოუკიდებელი, ქართული ავტოკეფალიის შემქმნელი, ფუსტელთა ამხედრო-სარწმუნოებრივ ორდენს აყალიბებს, როგორ ქრისტიანული ეკლესიისა და მონასტრების დამცველ გვარდიას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ქრისტიან ფუსტელთა წარმართული დათვისგამოსახულებიანი დროშა (დათვი იყო მნათობთა ტოტემი) იცვლება ლომით (ლემი), რომელიც იერუსალიმისა და თვით ქრისტეს სიმბოლოც იყო. ლომის (ლემის) შუბლზე გამოსახულია ორი ჯვარი, აგრეთვე თითოეულ თათზეც ჯვრებია ამოტვიფრული. ამ საეკლესიო დროშის, ანუ ბავრაყის (ბავრაყი - სულხან-საბას განმარტებით საეკლესიო დროშას ერქვა) ბუნიკს ამშვენებს სამი წმინდა ქრისტიანული სიმბოლო: მთავარანგელოზი მიქაელი - ზეციური მხედრობის სარდაილ; წმ. გიორგი - მხედართა მფარველი; წმ. იონა - ვეშაპის მუცელში სამი დღე დატყვევებული და შემდეგ იქიდან გამოღწეული. ეს წმინდანებიც არიან ფუსტელთა სამხედრო-სარწმუნოებრივი ორდენის მფარველნიც. ვინაიდან ბუნიკზე მათი ტროპარებიც არის ამოტვიფრული საყურადღებოა, რომ ამ საბრძოლო-საეკლესიო დროშის მედროშე მემკვიდრეობით იყო ვახტანგიანთა გვარი, რაც ვახტანგ მეფის სახელთან გვაკავშირებს


წერილი შეიცვალა. tmt: Nov 14 2009, 11:44 PM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:46 PM
წერილი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ძალიან საინტერესო თქმულებაა, ფშავში ჩაწერილი, რომელიც ძალიან წააგავს აბრაამის ისტორიას, კერძოდ მის მიერ ისააკის მსხვერპლად მიყვანის ამბავს...

საინტერესოა ქართული ფოლკლორი
http://karavi.ge/viewtopic.php?t=523&p...c&start=120

მთხრობელი: ლუკა კობრეშვილი,
ჩამწერი: ტრისტან მახაური, ლაფანყური, 1985.


შვილი მსხვერპლად

...ერთ ბებერ კაცმა გველაპარაკა ჩემ ბალღობაში. ილაპარაკა, ჰოდა, დამახსონდა (ბალღობინდელი ყველა მახსონ): წინათაო პირველეებით ბალღებ უკლავო, ბალღიო. კანინ ეგრე ყოფილა, წესი, რა. არ შეიძლებოდა გადახვევა... მერე თურმე დანასა ლესავს, შვილი უნდა დაკლას და წამოზრდილა და ვერა ბედავს კაცი, კაცო, იმის დაკლვასა. კაცო, ერთი ჰყავ და როგორ უნდა დაკლას ბიჭი! უთქვია მერე, რო (ბალღს უთქვია): დამკალ, მამავ, რაღას ელი, სამსახურიო... რო ვერა ბედავს, ვერა ბედავს და ქრისტე ღმერთსაო ჭედილა წამაუყენებავ იმ ბალღთანაო და ის დაუკლავ და ბალღი დამრჩალა. მერე გადასულა ამ ცხვრის ჭედილეებზე და ბალღს აღარა ჰკლავდნენ.
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:54 PM
წერილი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მეგრული მითების პერსონაჟები

მესეფენი -
ქართული მითოლოგიური პანთეონის გმირები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ქართველ ტომთა წარმოდგენით, მესეფობის პერიოდში (28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ძველი სტილით) ამოდიან ზღვიდან. მათზეა დამოკიდებული თევზისა და ნადირთ სიმრავლე, ამინდის ცვალებადობა და სხვა. ნადირი მფარველი მესეფენი მართავენ ღრეობებს, ჭამენ და კვლავ აცოცხლებენ ნადირს. მონადირეებს მხოლოდ მათ მიერ შეჭმული და გაცოცხლებული ნადირი ერგება. ტერმინი „მესეფე“ გამრიგებელს, მეუფეს უნდა ნიშნავდეს.

ვირსალაძე ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964;
ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 1, თბ., 1960;
ვირსალაძე ე., ქსე, ტ. 6, გვ. 598, თბ., 1983






მესეფებს მთიდან ფრინველები და ნადირები ჩამოჰყავთ (მთქმელი დ. სორდია , სოფ. კირცხი)

მესეფობა შემოდგომასაა. ერთად ექვსი მესეფიაო. სამი ქალია და სამი კაცი. ისინი ერთად არ ამოვლენ. მესეფებს მთიდან საქონელი და ფრინველები ჩამოჰყავთ ზღვის სანაპიროზე. სამ თბილ დღეს მოდენიან ზღვის ნაპირამდე. ზღვიდან მთისაკენ სამ ცივ დღეს მიდენიან იმ საქონელსა და ფრინველს, რომლებიც სიცივეს იტანენ (უძლებენ). ამიტომაა მესეფობა სამ დღეს. მესეფის ამოსვლით ამინდის გამოცნობა შეიძლება. მესეფობის დროს თუ კარგი ამინდია - საქონელი თეთრად გამოწყობილმა გოგოებმა მოდენესო, იტყოდნენ და ზამთარიც კარგი იქნებაო. ცუდი დღეები თუ იქნა - საქონელი ნაბდიანმა ბიჭებმა მოდენესო და ზამთარიც ძლიერ თოვლიანი იქნებაო. მესეფობაზეა დამოკიდებული (მიბმული) მონადირის ბედი. მესეფი მიუჩენს თავის წილ ნადირს მონადირეს. ნადირს ეტყვის: შენ ამისულუფა (თია) ყოფილიყვე, შენ კი იმისაო. მართლდება ხოლმე ეს. მონადირემ თუ სხვას ესროლა, ტყვია აცდება. მისთვის განკუთვნილს როცა ესვრის, ტყვია არასგზით არ აცდება.


მესეფების სასახლე (მთქმელი ა. ქებურია - ჩხოროწყუ)
მესეფებზე ბაბუაჩემის ნათქვამი ვიცი. მესეფობა ოქტომბრის ბოლო სამ დღესა და ნოემბრის დასაწყის სამ დღეს არის. სულ ექვსი დღე. ჩემი ბაბუას დედის ძმა გვაძი შელია ყოფილა საჩინოში. წალობის დროს წასულა გარეული ტახის მოსაკლავად. ბევრი უვლია ტყეში აქეთ-იქით და ბოლოს დაღლილი ტყეში ერთ წაქცეულ ხეზე ჩამომჯდარა. შორიდან მეჯოგის ყიჟინის მსგავსი ხმა შემოესმა. შემდეგ სტვენის ხმაც გაუგია. ფრიველები და ტყის ნადირები ყველა ერთად მოდენილან, მაგრამ თუ ვინ იყო მათი პატრონი ეს ვერ გაუგია, თვალით ვერაფერს ხედავდა თურმე. ღორი წაბლთან მოსულა და მისი ჭამა დაუწყია. გვაძის თოფი დაუმიზნებია. ამ დროს ვიღაცას დაუძახია: - მე გამექეც, მაგრამ გვაძის ტყვიის ბედი ყოფილიყავიო. გვაძის უსვრია და ღორი წაქცეულა. - გამარჯობა გვაძიო! - უთხრა ვიღაცამ. მიუხედნია გვაძის და პირტიტველა ბიჭი უნახავს, რომელსაც თოფი ეკიდა მხარზე. გვაძი! ეს კერატი მე გაჩუქეო. შენ ამას ვერსად წაიღებ, მე გამომყევი, არ შეგეშინდეს, დამელაპარაკეო, გვაძი ვაჟკაცი იყო, გულიანი, დალაპარაკებია და თან უკან გაჰყოლია. ბევრი რომ უვლიათ, გვაძის უნახავს ერთი ეზო, რომელიც ირმის რქებით შემოღობილი. ჭიშკრად შექლესილი ჯიხვის რქები ეკიდა. გაუღია ამ ბიჭს კარი და ეზოში შესულან. თოფი გამოურთმევია გვაძისთვის და სახლში შეუყვანია. ცოტა ხნის შემდეგ ეს ბიჭი სხვანაირი ტანსაცმლით გამოსულა მეორე ოთახიდან და თხილის წნელით მოწნულ სკამზე დაუჯენია გვაძი. ისიც ისეთივე სკამზე დამჯდარა. შიგნიდან გოგოების სიცილისა და მხიარულების ხმა ისმოდაო. ბიჭი რომ დაიძახებდა "დოიტ-ს" სიცილის ხმა შეწყდებოდაო. იმ ბიჭს უთქვია: ისინი ჩემი დები არიანო. ქრისტიანის სუნს გრძნობენ და შენი ჭკუიდან შეშლა უნდათო, მაგრამ ამის ნებას მე მათ არ მივცემო. გვაძი ამდგარა და ეზოში გადაუხედია. უნახავს ერთი ძვლის მესერზე კაცი და მეორე ძვლის მესერზე ქალი იყო მიბმული. ქალს მოჭრილი კაცის თავი ეკიდა და კაცს კი ქალის მოჭრილი თავი ჰქონდა ჩამოკიდებული თხილის ტკეცისაგან დაგრეხილი თოკით. მიბმულები ერქინებოდნენ ძვლის მესრებს, მესრის ამოგდება სურდათ. ცოტას რომ მოარყევდნენ, მესერზე ბოლოქანქარა ჩიტი ჩამოჯდებოდა და აჯავრებდა ორივეს. იქვე ეგდო ცხენის ფეხის მსხვილი ძვალი. კაცი აიღებდა ამ ძვალს და დაჰკრავდა ჩიტს. ბოლოქანქარაგაფრინდებოდა, მორყეული მესერი კი ისევ გამაგრდებოდა ბოლომდე ჩაესობოდა. ამ ბიჭმა მითხრაო: ესენი ჩემი დედ-მააო. ერთხელ საქონლის გასადენად წავიდნენო. ერთმა კაცი მოიყვანა, მეორემ ქალიო. ორივე წაახდინეს, ჭკუიდან შეშალეს. ამის გამო ასეთი ბედი ვარგუნე ჩემს მშობლებსო. ისევ ჩამოვჯექი სკამზეო. მე თვალით რომ ვერ ვხედავ ისე, ხელი დამაბანინეს, ხელსახოცი მომცეს, საჭმელები წინ დაგვიწყვეს, მაგრამ ვის როგორ მოჰქონდა ამას კი თვალით ვერ ვხედავდიო. ჭამის დროს იცინოდნენ, მაგრამ მე ეს ბიჭი მიცავდა და ხელს ვერ მახლებდნენო. დამიგეს საწოლი და დამაწვინესო. ვიფიქრე: რა დამემართება ვინ იცის და ჯობია არ დავიძინო, მაგრამ დამძინებოდა და მეორე დღეს მზე რომ ამოიწვერა, გამეღვიძაო. საუზმე მაჭამეს. დაღამებამდე ვილაპარაკეთ. როცა დაღამდა, ის ბიჭი ისევ ისე გამოეწყო, როგორც პირველად ვნახე, ჩემი თოფი მომცა და მითხრა: - წავიდეთ ახლა შენ კერატთანო. წასულან. ტყეში გვაძის უცვნია თავისი ნაჯდომი ხე. - გვაძი! შენი კერატი აგერ აგდია. ახლა შენთვის მომიცია ნადირობის ბედიო: ეს ამბავი (რაც შეგემთხვა) არსად არ თქვა, თორემ მოკვდებიო. მეორე დღეს გვაძის ბიჭები წამოუყვანია კერატის წასაღებად. გვაძის უთქვია: წუხელ წაბლის ხეზე გავათენე ღამეო, მოუტყუებია. ბაბუაჩემმა თქვა: ეს ამბავი გვაძის სიბერემდე არ უთქვამსო. ბოლოს თქვა და მერე მოკვდაო. ის ბიჭი მესეფი იყოო. იმ წელს ბიჭები ამოსულან და ზამთარიც ძლიერი (მაგარი) ყოფილა. მესეფობის დღეებში თუ წვიმებია ბიჭი მესეფებია ამოსული და ზამთარიც მაგარი იქნება. თუ წვიმები არ იქნა ქალი მესეფები იქნებიან ამოსული და ზამთარიც კარგი იქნება.


ოჩოკოჩი
[/u]— ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე სჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულსოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად.

ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება
(მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი)

ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - "ვოოს" ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: "ცეცხლი გინთიაო!" და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა.


ოჩოკოჩის ეშვები აქვს
(მთქმელი ბ.მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუს )

მე არ მინახავს, მაგრამ ბევრჯერ გამიგია: ოჩოკოჩი კაცისნაირიაო, დაბღავისო, მთიან და ტყიან ადგილებში ცხოვრობსო. კაცს არ ერჩისო, მაგრამ თუ გააჯავრა, მაშინ შეებრძოლებაო. ოჩოკოჩი ახმახიაო, იტყოდნენმ ფეხშიშველა დადის და ეშვები აქვსო. მკერდზე საფეთელის მსგავსი რქები აქვს წამოზრდილიო. როცა დადის, ყვირის და მიხარხარებს. სადაც კაცი ცხოვრობს, იმ ადგილებში არ დადის. უმეტესად მონადირეები და მეჯოგეები ხვდებიან მას.


ოჩოკოჩი და მეთევზე
(მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ)

ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული.

ოჩოკოჩს უთქვამს ამ კაცისათვის: - ეს თევზი ნახევარი ჩემიაო. მეც ბევრი ვიშრომეო, დანარებიდან გამოვდენე ისინი ხელებით, ფეხებითა და ჯოხითაო. ამდენი თევზიო ოდესმე თუ დაგიჭერიაო შენი ფაცერით? შენც ხომ გესმოდა ცემი ხმაურიო. კაცმა არაფერი უპასუხა. საერთოდ ოჩოკოჩთან საუბარი არ შეიძლება. მერე ოჩოკოჩს თვითონ გაუყვია შუაზე ეს თევზი. თავისი წილიდან ცეცხლზე შეუწვია სამყოფი თევზი და შეუჭამია. მერე დარჩენილი თევზი თან წაუღია და წასულა



ტყაშმაფა[u] –
ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი. ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო “ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.

ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როცა ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის...


წყარიშდიდა[u] (მთქმელი ნ. სიგუა, ) წყარიშდიდა (წყარიშმაფა) ცხოვრობს ღელეში, ჭონჭყო ადგილებში, ტეხურში ის არ ცხოვრობს. ნახევარი (ქვევითა ნაწილი) თევზის ფორმისაა, ნახევარი (ზედა ნაწილი) ქალისა. წყარიშმაფამ თუ წინ გაგიარა და შენ მისი ნაკვალევი გადაკვეთე. უსათუოდ უჟმური შეგეყრება. ტყაშმაფა ქალია და ტყეში ცხოვრობს. წყარიშმაფა წყალში ცხოვრობს და უფრო თევზსა და ბაყაყს ჰგავს. ადამიანს ავადმყოფობას შეყრის ხოლმე

წყარიშმაფას მოჭრილი თმა (მთქმელი ჟ. ბოკუჩავა, სოფ. ლესიჭინე) ერთ ბიჭს უნახავს წყარიშმაფა. წყარიშმაფას სახელი დაუძახია - ხუტუ, ხუტუო! ამ ბიჭს მათრახი მოუქნევია წყარიშმაფასთვის . მას კივილი დაუწყია და ამ ბიჭის ოჯახი დაუწყევლია: "სახლში არც ერთი ცოცხალი არ დაგხვედროდესო." მართლაც ყველა ამოწყვეტილა. წყარიშმაფა ერთ ღამეს განუწყვეტლივ კიოდა თურმე. ამ ბიჭს გაუგონია კივილი და მისულა. წყარიშმაფას უთქვია: "სავარცხელი მომაძებნინეო." ამ ბიჭს უთქვამს: შენ რატომ დაწყევლე ჩემებიო და მაკრატლით თმა მოუჭრია და ცეცხლში დაუწვავს. წყარიშმაფას ძალა დაუკარგავს და ჩვეულებრივ ქალად ქცეულა.

წყლის დედა კივილით გაურბის დადევნებულ მგლებს (მთქმელი გ. ქობალია, გალის რაიონი) იტყოდნენ: წყალში ცხოვრობს (ზის) წყლის დედაო. იგი წინათ უნახავთ საკუთარი თვალით ერთ ღამეს, ქურდი კაცი მიდიოდა გზაზე და ნაქურდალ საქონელს მოდენიდა. გზა წყლის პირს მიჰყვებოდა. უცბად საშინელი კივილი შემოესმა. იფიქრა, ალბათ ქალიშვილი მოიტაცა ვიღაცამ და ის ქალია, რომ კივისო (მიჰკივისო). შეშინდა ქურდი და ტყის სიღრმეში შევიდა. ისევ გაისმა კივილი. ახლა უფრო ახლოს ისმოდა კივილის ხმა. დაინტერესდა ეს კაცი. ნახა, რომ წყალს მოაპობს წყლის დედოფალი (წყარიშმაფა), აქეთ-იქით ნაპირზე მგლები მისდევენ.ახლოს რომ მივიდა, ნახა, რომ ქალს არაფერი აცვია, ძალიან თეთრი ტანი და გრძელი თეთრი თმა აქვს. ამ თმით მთელი ტანი აქვს დაფარული. მდინარის ნაპირთან ყოფილა ღრმა დინება, ჩასაყვინთი მორევი. აქ რომ მისულა ეს ქალი, უცბათ გამქრალა, დაკარგულა. ალბათ, მგლებს გაექცა, თავის სამყოფში მიიტანა თავი
.


http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=0

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 17 2009, 10:54 PM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 11:58 PM
წერილი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



დალი
— ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.


მაცილი
— ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები საიქიოდან. აშინებენ მგზავრებს და მონადირეებს, ააცდენენ მათ სწორი გზიდან, კლავენ ბავშვებს, აჯადოებენ ადამიანებს და საქონელს. მაცილებს მოსდევს კოპალა, რომელიც მათ კეტით და მშვილდ-ისრით კლავს. მაცილთა დედა ზოგჯერ დევების დედად მოიხსენიება; მას ეძღვნება სალოცავი სოფელ როშკაში, სადაც ქალები მსხვერპლად სწირავენ ცხოველებს

კოპალა
, წინაქრისტიანული სათემო ღვთაება აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ქართულ მითოლოგიაში ხევსურთა ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. მისი ძირითადი სამლოცველო იყო ფშავსა (სოფ. უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკის ხეობა, ჭალაისოფელი). სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზვავში მოყოლისგან, მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება და სხვ. კოპალას სამლოცველოები იყო აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ქართლ-კახეთის ჩრდილოეთ ზოლში. მორწმუნეთა წარმოდგენით, კოპალა გაღვთიშვილებულ ხორციელად ითვლებოდა, რისთვისაც იახსართან ერთად მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის (ამ შემთხვევაში კოპალა ხევსურული, ხოლო იახსარი ფშავური ღვთაებაა) ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება. მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვის ბოროტი ძალებისაგან. იმავე წარმოდგენით, კოპალა, როგორც სათემო ღვთაება, თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. ამ ფუნქციათა დამთხვევის გამო კოპალა და იახსარი მოძმე ღვთიშვილებად მიაჩნდათ. კოპალას ჰქონდა მამულები, სათიბები, ზვრები კახეთში, კურატების ჯოგი, სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებობანი, სამეურნეო ინვენტარი, ფლობდა განძს და ა. შ.


tamuna m
http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=20
 
 
tmt
post Nov 15 2009, 12:00 AM
წერილი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ქართველებს გაღმერთებული ჰყავდათ სხვადასხვა მცენარეები (მუხა, იფნი, ალვა, ცაცხვი, უთხოვარი, ვაზი, პირიმზე და სხვა), ცხოველები (ხარი, ტახი, მგელი გველი, ვეშაპი).
ქართველები მცენარეთა შორის ყველაზე მეტ პატივს სცემდნენ მუხას, როგორც მზესთან დაკავშირებულ საღვთო ხეს. ხევსურებსა და ფშაველებს სწამდათ მუხის ანგელოზის არსებობაც. მუხას უკავშირდება სალოცავ ადგილთა სახელწოდებანი: ჭყონდიდი ("ჭყონი" მეგრულად ნიშნავს მუხას), რკონი. თავდაპირველად ვაზიც საკულტო მცენარე იყო...ხეთა კულტი უძველესი რწმენის ყველაზე უფრო მტკიცე ფორმას წარმოადგენდა, რომლის ზოგიერთი ელემენტი დღემდეა შემონახული. მაგ. აფხაზებისთვის ქრისტიანობის მიღებამდე, საგვარეულო ტოტემს წარმოადგენდა თხმელა. აფხაზები ფიჭვის თესლს საჭმელად ხმარობდნენ და ბერძნები მათ ამის გამო ფტიროფატებს, ანუ გირჩისმჭამელებსაც უწოდებდნე. ფიჭვს აფხაზურად ეწოდება "აფსა". აქედან "აფსუა" ნიშნავს გირჩის მჭამელს.


http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=20
 
 
tmt
post Nov 15 2009, 12:17 AM
წერილი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



http://alternativa.ge/2009/07/07/37/

ძველეგვიპტურ ღვთაებათა ანარეკლი ქართულში

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ეთნოლოგია

ერთი ვერსიის თანახმად სამყაროს შეიქმნა ცოლ-ქმრად წარმოდგენილ ღვთაებათა ოთხი წყვილის მიერ თავდაპირველი ქაოსიდან.

ამ ღვთაებათა ჯგუფს ოგდოდი ჰქვია და ისინი არიან პირველსაწყისი ქმნილებანი. მამრი ღვთაებანი გამოისახებიან ბაყაყის თავით მამაკაცის სხეულზე, ხოლო მდედრები – გველის თავით ქალის სხეულზე.
ამ ღვთაებებს თაყვანს სცემდნენ ჰერმოპოლისში.

ღვთაება რა მათ მიერ შექმნილ ტურტლის (მეჰტურტ) გორაში იშვა.

ჰუჰი და ჰუჰეთი უსასრულობის გამგებელნი არიან, ნუნი და ნუნეთი – პირველსაწყის წყალთა, ამუნი და ამუნეთი – დაფარულთა (უხილავთა), კუკი და კუკეთი კი წყვდიადისა.

თუმც ამავე დროს, კუკი (კეკი) და კუკეთი სინათლის შექმნაშიც მონაწილეობდნენ. კუკი, როგორც ღამის ღვთაება, სინათლის მომტანად ითვლებოდა, რაც შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ იგი განაგებდა ღამის მდინარებას და მზის მშობელ ბინდბუნდს.

რას ეძღვნება ჩვენებური როკვა ფარცაკუკუ (კუკილით ხლტომა – საბა). რატომ უნდა ეძახდეს ქართველი წყვდიადს – კუკუნეთსა და კუკუნახს, ხოლო თამაშს - კუკუდამალობანას (კუკუმალულობია).

გავიხსენოთ აგრეთვე თამაში – კეკე, კეკე, მალულა და წარმოვიდგინოთ, რა დროიდან მოდის ჩვენამდე ლექსი:

კეკე, კეკე, მალულა ტყიდან გამოპარულა, დაიჭირა ღამურა, შეწვა, შეახრამუნა.

კუკუნეტი ჩუქჩების ენაზე ჰქვია ბალახს, რომელიც პირველი არღვევს წყვდიადს და მზისკენ მიისწრაფის. ამ ბალახს ჩუქჩის ქალები აგროვებენ, პროცესს კი კაცები უთვალთვალებენ და თავისთვის სასურველ ქალს არჩევენ.

კუკუნა ჰავაიურად მზის სხივია.

კუკუნეთი – უკუნეთი – უკანასკნელი,

კუკი – რაღაცგვარ თოჯინას ქვია, ერთი ახსნით საფრთხობელასაც. იქნებ ეს კუკ-ღვთაების შესახედაობიდან გადმოდის.

ღვთაება შუ ცასა და მიწას შუა შრეა. გარდა ამისა, მისი ერთერთი სახეა შუქი (შეადარე შუმერულ ლილს, რომელიც ერთდროულად შუაშრეა და მასში მოძრავი მზეც და აქვე გაიხსენე სვანური ლილე). ეს ცოდნა გვაფიქრებინებს, რომ იმ დროს გააზრებული ჰქონდათ ატმოსფეროს მიერ სინათლის გარდატეხა და გაფანტვა.
შუ – შუა, შუქი
შუ ბასკურად ცეცხლია

მთვარის მამრი ღვთაება იშვიათია. თოთი ერთი ამათგანია. მან მთვარის ღვთაება ხნუმი (ხმუნი) დაამარცხა და მთვარის შუქის გამოყენებით დღეები დააწესა(?)
თოთი – თუთა (მეგრ. მთვარე)

ნილოსის ყოველწლიურ მოდიდებას ღვთაება ჰაპი განაგებდა.
ჰაპი – ხაპი – ხაპვა

დედაღვთაება მუტი კომენტარსაც არ საჭიროებს.
 
 
tmt
post Nov 15 2009, 12:26 AM
წერილი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ალი

ერთხელ ერთ კაცს ღამე გზაზე შეხვედრია ალი.
-თუხი, ცხენს შემიჯინეო!
-არ შეგიჯენო!
-თუხი, შემიჯინეო...-არ მოეშვა ალი.
-შეჯექი და თან გადაჰყევიო!-უთხრა ბოლოს კაცმა.შეისვა, ბაშლაყით შემოიკრა წელზე და მიიყვნა შინ. ალს ალს ფრჩხილები ჰქონდა გრძელი, დააჭრეს, ვეღარსად წავიდა. დარჩა და როგორც ოჯახის წევრი, ისე მუშაობდა სახლში.
ერთხელ ლიტანიობას წასულა ყველა და ბავშვი იქვე დაუტოვებიათ აკვანში. დააწვა თურმე გულზე ამ ბავშვს დედაკაცი: მითხარი, ჩემი ფრჩხილები სად არისო?
ბავშმა რა იცის. კიდევ და კიდევ აწვება თურმე. ბავშვს სული ხდება. ამ ქალმა იფიქრა, მაღლა რომ იყურება, ალბათ იქ არის ჩემი ფრჩხილებიო. ავიდა ერდოში, იპოვა ფრჩხილები, ჩამივიდა დაბლა, ეს ბავშვი ქვაბში ჩაგდო, ცეცხლზე დადგა და წავიდა. გზად გაუვლია ეკლესისთან და აიმ კაცისათვის დაუძახია.
-თუკი, ხორც ჩაგექლამაო!
მოვიდნენ სახლში და რაღას ნახავდნენ!
ჩახარშულია ბავშვი ქვაბში.
 
 
tmt
post Nov 15 2009, 12:30 AM
წერილი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



გახუა მეგრელაური

გახუა იყო ჭორმეშიონი, გვარად გოგოჭური. მისი ნასახლარი ჭორმეშავის უბანში, რომელსაც ფიცრული ჰქვია, დღემდე არის შემორჩენილი.
იგი გუდანის ჯვარის მკადრე იყო, მაგრამ უფრო ხახმატის ჯვართან ყოფილა დაახლოებული, სადაც კი წავიდოდა ჯვარი, გახუას თან წაიყოლებდა ხოლმე. გახუას ჯვარი ხელზე მოუდიოდა; როცა იგრძნობდა ჯვარის მოახლოებას, სამკადრეოს გადაიფარებდა ხელზე, რათა ჯვარი ზედ დაბრძანებულიყო. გახუას პირს გვერდზე გაწევდა, რომ თავისი სუნთქვით ღვთისშვილი არ შეეწუხებინა და ასე ისმენდა მის ნებას. გახუა ხანდახან დაიკარგებოდა. ერთ- ორ თვეს არ გამოჩნდებოდა, საფარველდადებული დაჰყავდა თურმე ხახმატის ჯვარს.
სხვა ღვთისშვილებს არ მოსწონდათ რომ ხახმატის ჯვარი ასე იახლოებდა გახუას, ხორციელის სუნი არ ეამებოდათ და საყვედურობდნენ თავიანთ მოძმეს ჯვარს, ხახმატის წმინდა გიორგის: რა არის, ეს დედაკაცის ნამშობი ჩვენში გარიეო? ერთ დღეს, როცა გახუა თავის ფიცრულში იყო, ხახმატის გიორგი გამოეცხადა და აცნობა, რომ ღვთისშვილები მისი წინამძღოლობით ქაჯავეთის დასალაშქრავად მიდიოდნენ და მათ შორის საყმოს წარმომადგენელი უსათუოდ უნდა ყოფილიყო, რათა თავისი თვალით ენახა ქაჯავეთის სამჭედლოს საიდუმლო. ოღონდ რაკი სხვა ღვთისშვილები ადამინის ადამიანის სუნს ვერ იტანდნენ, ხახმატის გიორგიმ უბრძანა გახუას, სამ დღეს ემარხულა. ორ დღეს იმარხულა გახუამ, მაგრამ მესამე დღეს სულმოკლეობა გამოიჩინა და პური და ყველი შეჭამა, და ისევ აუვიდა გახუას ადამიანის სუნი. რა ექნა ხახმატის გიორგის? გხუა თავად ყვებოდა ხოლმე:წამიყვანეს ღვთისშვილებმა და ველკეთილზე ეხში დამაწვინეს და სული ამომიძვრინეს, გვამი კი იქვე მიწაში ჩამარხესო. ასე გაიყოლიეს ღვთისშვილებმა გახუას სული, აიარეს ველკეთილი, გადავიდნენ დათვისჯვრის უღელტეხილი და უჩინრად გასწიეს ქაჯავეთსიკენ ქაჯავეთის დალაშქვრის შემდეგ უკანა გზაზე მივიდნენ იმ ეხთან, სადაც გახუას გვამი იყო ჩაფლული. მისი სული ისევ სხეულში უნდა ჩაებრუნებინათ, მაგრამ გვამს თურმე მატლი ეხვეოდა და ისე ყარდა, რომ გახუას შეზიზღებია თავის იგვამი, აღარ მოუნდომებია ამყრალებულ გვამში შესვლა და გაქცევა დაუპირებია, სად გარბიხარ, მეპურყველე გახუაო, უთქვამთ ღვთისშვილებს, ჩაძვერი შენს გვამშიო - და "ძალით ცამაძვრინეს პირიდანო და ავდექი ხორციელი კაციო".
გახუას, - ამბობდნენ, - თაგვის ამონაჭამი აჩნდა მხარზეო. თავად ყვებოდა თურმე:ქვიშაში ტაგვს ჩემ მხარზე ხორცი ამოეამ და, რომ გავცოცხლდი, თაგვისაგან ამოჭმული მტკიოდაო. მერე წამალი მასწავლეს ღვთისშვილებმა და, როცა შინ დავბრუნდი, ნასწავლები წამალი მოვისვი და მომირჩაო.
ტავდაპირველად გახუა არაფერს ამბობდა თვთისშვილებთან თავისი სიარულის შეასხებ. ღვთისშვილებისგან არ ჰქონია ლაპარაკის ნება. ბოლოს. ხამში რომ შესულა, ნებაც მისცემია და საუბარიც დაუწყია თავის თავგადასავალზე და ღვთისშვილთა საიდუმლო ამბებზე. ამ დროს აღარც ხელზე მოუდიოდა ჯვარი.
გახუას ცოლის მოყვანის უფლება არჰქონია ჯვარისჰან, მაგრამ მაინც უთხოვია ცოლი. ბავშვს რომელიც შეეძინა, თან ოქროს ჯაჭვი ფაყვა დედის მუცლიდან:იზრდებოდა ბავშვი , იზრდებოდა ჯაჭვიც, მაგრამ ბოლოს ჯაჭვი აღარ გაიზარდა და მოახრჩო ბავშვი. ამბობდნენ, ჯვარის ნებას რომ არ გაემორჩილა, ამიტომ უძეოდ გადაეგო გახუაო.
ზ. კიკნაზე
მითოლოგიური ლექსიკონი, გვ25
 
 
tmt
post Nov 15 2009, 07:24 PM
წერილი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ლეგენდა

ქვიშხეთიდან 4კმ - ში არის სოფელი ბულბულის ციხე,მისი ისტორია ასეთია:სოფელში ოდესგაც ცხოვრობდა ულამაზესი ქალი,რომელიც საოცრად მგეროდა.ომიანობის დროს ციხეში შეფარებულ ხალხს ატკბობდა თაცვისი საოცარი ხმით,რის გამოც შეარქვეს ბულბუია და სოფლის სახელიც მომდინარეობს მანდედან.სოფელში არის ძველი ციხის ნანგრევი.საოცარი ბუნებაა.ერთერთი მთაწმინდაც მანდაა

კიდევ ერთი თქმულება.
კახეთში დედოფლის წყაროში არის ესეთი მთა, ელია. ილია წინასწარმეტყველის დღეს იქ აღნიშნავენ ყოველწლიურად.. მაგრამ საქმე სხვაშია.. ამ მთას შორიდან რომ შეხედო, გეგონება ქალი წევს, გულხელდაკრეფილი...
ლეგენდა ასეთია:სოფელში ძალიან ლამაზი ქალი ცხოვრობდა, რომელიც ყაჩაღებმა მოიტაცეს. ღამით დასასვენებლად ერთ ადგილას გაჩერდნენ.. ქალი ძალიან განიცდიდა თურმე და სულ ტიროდა.. მეორე დილით გაღვიძებულ ყაჩაღებს ქალი აღარ დახვდათ.. თვითონ კი მთაზე აღმოჩნდნენ.. ისე, ვისაც ნანახი არ გაქვთ, მართლა ისე მეშინია ხოლმე რომ ვუყურებ.. კონტურები, ყველაფერი ისეთი ზუსტია...
ელიას მთა ქალს გავსო, ამას სიამაყით ყველა დედოფლისწყაროელი გეტყვის და იმასაც დაამატებს (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით )
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=523&start=0
 
 
tmt
post Nov 15 2009, 07:28 PM
წერილი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



თქმულება ალვერდის ტაძარზე

ყველამ იცით ალავერდის ტაძარი, მაგრამ ყველამ იცით მისი აშენების ისტორია, უფრო სწორედ ლეგენდა?
მოკლედ,
კახეთში, ალავერდის ჭალაში ცხოვრობდა ერთი წმინდა ბერი, იოსებ ალავერდელი. იმ დროსვე ცხრაკარში (წოვა და ჩაღმათუშების საძღვარზე) ერთი მთის ქედზე სასახლე ჰქონია ნაღარა-ხანს.
ეს ნაღარა-ხანი ერთხელ გამოსულა სანადოროდ, გაუშვია მიმინო. მიმინო ხოგამოეკიდა ერთ ხოხობს, რომელიც გაექანა და ალავერდელ; ბერს შეჰფარივია კალთაში. მიმინო შემოჯდა ხეზე და იქიდან დაუწყო ლოდინი თავის მსხვერპლს. ნაღარა-ხანი მივიდა ბართან და, როგორ თუ გაბედე ხოხბის შეფარებაო, უშიშვლია ხმალი მოსაკლავად, მაგრამ მოღერებული ხელი იმ წამსვე გაუშეშდა. ხანმა, რომ ეს სასწაული დაინახა, შეევედრა, ხელი განმიკურნე და რასაც მთხოვ იმას შეგისრულებო. ბერმა პატარა ფოცრის ეკლესიის აშენება სთხოვა და ხანმაც აუსრულა, ასე ჩაეყარა საფუძველი ალავერდის ეკლესიას, მაგრამ დღევანდელი სახის მიღებაზე კიდევ სხვა თქმულებაა,

ეკლესიაში ხშირად ჭიდაობდნენ, თამაშობდნენ და ძიძგილაობდნენ ბავშვები. ერთი მათგანი ყოველთვის დამარცხებული გამოდიოდა და, რომ ვერას გზით ვერ გაიმარჯვა, ასეთი ხერხი მოიგონა: შეწვა ერბო-კვერცხი და მიიტანა ეკლესიის კარებთან, წმინდა გიორგის მიართვა ძღვნად: ღონე მომეცი და გამამარჯვებინეო. . . ამ დროს ეკლესიაზე მდიდარმა ბერძენმა ვაჭრებმა ჩამოიარეს და რომ დაინახეს ერბო-კვერცხი, ჩამოსხდნენ ცხენებიდან და შეექცნენ . ჭამა რომ მოათავეს გაააგრძელეს გზა. გზაში ყველა ცუდად გახდა , ამიტომაც დაბრუნდნენ უკან და ყველაფერი ბერს მოუყვნენ. ბერმა მათი ავადმყოფობა წმინდა გიორგის წყენას მიაწერა. ვაჭრები შევირდნენ, რომ თუ მორჩნებოდნენ, დიდი ტაძარს ააშენებდნენ და აღასრულეს კიდეც. ააშენეს ისეთივე, როგორც დღეს გამოიყურება.
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=523&start=0
 
 
tmt
post Nov 15 2009, 07:30 PM
წერილი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ნახევრად ლეგენდა, ნახევრად ნამდვილი ამბავი, რადგან მეოცე საუკუნის ბოლოსკენაა მომხდარი და თანაც, მის გმირს, ეხლაც სოფელში იგონებენ, როგორც კარგ მონადირეს...

დალი გაგონილი გექნებათ ნადირობის ქალღმერთი და ისიც, თუ რა მტკიცე რიტუალი და ტრადიციაა, სვანეთში, ნადირობისთვის მზადება და წასვლა...

სვანეთში ოქროს მოპოვებასაც შეგახსენებთ, ცხვრის ტყავით მთიდან მომავალ მდინარეში როგორ პოულობენ ოქროს ნამცეცებს ქვიშიან სილაში...

ეს მონადირე, გვარით ქურდიანი, ცხრა დედმამიშვილიდან ერთი დარჩენოდა დედამისს. ერთ ღამეს დალი დასიზმრებია და უბრძანებია მის მიერ მითითებული მარშრუტით წასულიყო სანადიროდ. ბევრი უვლია მონადირეს. საშინლად დაქანცულა. მოსაღამოვებულზე მისი მზერა არაბუნებრივად მბრწყინავმა ლოდმა მიიპყრო. მიუახლოვდა ქურდიანი და ოქროს ლოდი შერჩა. ლოდი კი არა სადღაც მთასავით ყოფილა, სავარაუდოდ ალბათ საიდანაც მდინარეს მიჰქონდა მცირე ნაწილაკებად დაშლილი წყალთან ერთად.
დალის უმკაცრესად გაუფრთხილებია მონადირე ამის შესახებ არავისთვის ეამბნა, თუმცა უფლება მისცა ლოდის ნატეხი თან წაეღო.
შინ დაბრუნებულ მონადირეს დიდხანს არაფერი არავისთვის უთქვამს. მაგრამ ადამიანის სისუსტე მაინც თავისას აკეთებს და თბილისში გეოლოგიის ინსტიტუტში წამოუღია ეს ქვის ნატეხი, შესამოწმებლად. რაღაც დროის შენდეგ ინსტიტუტის თანამშრომლებმა, მიხვდნენ ალბათ რომ მართლა ოქრო ეჭირათ ხელში, სურვილი კი არადა, გიჟური ნდომა გამოთქვეს სვანეთში წასულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახათ ამ ოქროს ნატეხის ადგილი.
მონადირე, რომელსაც ასე თუ ისე, ისევ ახსოვდა დალის მკაცრი გაფრთხილება, მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა გეოლოგებს. მას თვალახვეული უნდა მიეყვანა ისინი ოქროს საბადომდე. ნუ, გეოლოგები დათანხმებულად. 2 დღე ატარაო მონადირემ თვალახვეული გეოლოგები და მიიყვანა საბადოსთან. იქ გეოლოგებმა თავისი საქმე გააკეთეს, აიღეს სინჯები, მცირე ნატეხებიც თან წამოიღეს და ისევ თვალახვეული ატარა მონადირემ 2 დღე. გეოლოგები თბილისში დაბრუნდნენ. რაღაც დროის მერე ისევ ჩავიდნენ სვანეთში. მონადირე მოიკითხეს. სამწუხარო ამბავი კი დახვდათ - მონადირე, რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც მათი გამდიდრება შეეძლო, და რომელმაც თავისი პირობა დაარღვია, დალისგან დასჯილი, ნადირობის დროს კლდიდან გადაჩეხილა...

ასე დარჩა ეს ამბავი გაუხსნელი...არავინ იცის მართლა იყო ის კლდე თუ არა მდინარის სათავეში, და რომც იყოს, არავინ იცის გზა იმ ადგილებისკენ...
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t...sc&start=15


არის ერთი ამბავი (ალბათ ნამდვილი)
კოსტა ჯაჭვლიანი ერთ-ერთი ბილო მახვში და მღვდელი იყო მესტიის რაიონში. ბოლო კომუნისტებისგან საქართველოს "გაწითლების "გამო.
არის წმინდა გიორგის ეკლესია მარლა მთაში და ხატი ამ ეკლესიაში. ამ ხატზე აფიცებენ ვინმეს თუ დასაფიცებელი გახდება. და ამბობენ, რომ თუ ფიცი გატეხა ან იცრუა - ამ ადამიანს ხატი ხარის მეშვეობით სჯისო.
თვითონ ხატს იშვიათად აწუხემენ და ამიტომ. წყალს (ამ ხატით ნაკურთხს) ხმარობენ. რომელსაც იგივე ძალა აქვს.
60-იან წლებში რაღაცაზე დაფიცება დასჭირდათ და 2 კაცი გაუშვეს წყლისთვის. ასეთი წესია. და არავითარ შემთხვევაში გზიდან გადახვევა არ შეუძლიათ, როცა წყლით მოდიან.
სანამ მესტიის ხიდზე გადავიდიდნენ, ერთმა ზუსტად ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა ნათესავის სანახავად და გაესაუბრა.
ხიდზე არ იყვნენ გადასულები. რომ საპირისპირო მხრიდან გაცოფებული ხარი გამოექანა და რქებზე წამოაცვა/
დასაჯერებელია. რადგანაც ამ კაცის სახელი და გვარი ახსოვთ და ის კაციც ცოცხალია ვინც მასთან ერთად მოდიოდა.

წერილი შეიცვალა. tmt: Nov 15 2009, 07:36 PM
 
 
tmt
post Nov 15 2009, 07:50 PM
წერილი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მუცოს ზედა ნაწილში დღემდეა შემორჩენილი ოდნავ გვერდზე გადახრილი და კუთხეჩამონგრეული შეთეკაურთ (ჩოლოხათ) ციხე, რომელიც თავიდანვე გადახრილი აუგიათ. ამ ციხეს ერთი ლეგენდა უკავშირდება:

მუცოში ცხოვრობდა ხუთი ძმა შეთეკაურები. მათ შორის ერთი კოჭლი ყოფილა და შეიძლება, ამიტომ მას ჩოლოხას ეძახდნენ. აუშენებიათ ძმებს ციხე, მაგრამ მრუდი გამოსვლიათ. დაუბრალებიათ ჩოლოხასთვის და გაუგდიათ. წასულა ის კახეთში და იქ ერთ მემამულესთან 12 წლის განმავლობაში პატიოსნად უმსახურია. გასამრჯელოდ კი ერთი ჯორი უთხოვია – მთაში აქაური მაინც არაფერი გამომადგებაო. მიუცია მემამულეს ჯორი, შემჯდარა ჩოლოხა მასზე უკუღმა და გზას გასდგომია. გაბრაზებულა მემამულე, ასე რატომ მოიქეცი, რა გაწყენინეო? არაო, უთქვამს ჩოლოხას, უბრალოდ, აქ იმდენი ვიშრომე, სანამ ეს მიწა მოსჩანს, ზურგს როგორ შევაქცევო. ძალიან მოსწონებია მემამულეს ჩოლოხას პასუხი და იმ მიწის პატარა ნაკვეთიც უჩუქებია. დარჩენილა ჩოლოხა ახმეტაში და აქედან წამოსულა ჩოლოხაშვილების გვარიც. არსებობს ვარაუდი, რომ ჩოლოხასგან წარმოიშვა ჩოლოყაშვილების გვარიც.


http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=523&a...sc&start=30

მუცო, იგივე მიცუ მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, მუცო-არდოტის ხეობაში, მდინარე ანდაქისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე. არავინ იცის და არც არავის ახსოვს, როგორ გაჩნდა ეს სოფელი ხევსურეთში. ის ისეთ მიუდგომელ, კლდოვან მთაზეა განლაგებული, შორიდან ფრიალო კლდეზე შეზრდილი ეგონება ადამიანს. ერთ დროს მუცო დიდი და მჭიდროდ დასახლებული სოფელი ყოფილა, ფიქალის სახლებით ქვებს ერთმანეთზე აწყობდნენ ისე, რომ მათ შორის მზის სხივიც არ ატანდა და რაღაც სასწაულით ყოველგვარი ქვითკირის გარეშე აშენებდნენ. მუცოელნი მთავარანგელოზის ყმაბი იყვნენ. სოფელს ბროლისკალოს მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი იცავდა, რომელსაც თავისი საგანძურიც ჰქონდა და დროშაც.

ხევსურები ყვებიან, მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა საიდუმლო საგანძურის ადგილსამყოფელი. საგანძურიც და დროშაც მხოლოდ ხევსურთა უდიდეს დღესასწაულზე _ `ათენგენობაზე~ გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ მედროშენი ზანზალაკეიან დროშას, მუხლს მოიყრიდნენ მის წინაშე ხატის ყმები, გამორჩეულ საკარგყმოს ლუდით სავეს `ხატის თასებს~ ჩამოურიგებდნენ და იმით მოსაგონარს სვამდნენ, ვინც სამშობლოსათვის დასდო თავი. Mერე დაწყებული ჟამიანობა და საიდუმლოს გასანდობად ღირსეული ახალგაზრდის ძიებაში საგანძურისა და დროშის სამალავების მცოდნეებმა საიდუმლო საფლავში თან წაიღეს. ასე დარჩა ლეგენდად მუცოს მიუვალ კლდეებში დამალული განძი და დროშა. მუცოელებს სჯერათ, რომ განძს ვერავინ იპოვის, ვიდრე მუცოს მფარველი ხატი თავად არ ამოარჩევს ღირსეულს და ძილში არ უჩვენებს მის ადგილსამყოფელს.

მუცოს მხოლოდ ორი შესასვლელი ჰქონდა: ქვემოდან – მდინარის მხრიდან და ზემოდან – კლდის ფერდობზე მიმავალი ვიწრო გზა. გადმოცემის მიხედვით, ქვემო მხრიდან სოფელი ქვითკირის გალავნით იყო დაცული, რომელიც შეღამებისას იკეტებოდა და მას მეციხოვნენი სდარაჯობდნენ. დაგვიანებულ მგზავს და მონადირესაც არ შეეძლო ღამით სოფელში შესვლა, თუ გალავნის იქით ისარს არ ისროდნენ და მეციხოვნეებს არ დაარწმუნებდნენ, რომ გალავანს გადმოღმა ნამდვილად მუცოელი იდგა. მუცოელებს თავისებური, გამორჩეული ისრები ჰქონდათ. სხვანაირი იყო მათი მშვილდებიც: ჯიხვის რქის ნაწილებისგან აწყობილი – მოკლე და ძნელად მოსადრეკი. ასეთი მშვილდი გუდანის ჯვარში ინახებოდა და ყველაზე ღონიერ ახალგაზრდებსაც უჭირდათ მისი მოდრეკა.


წერილი შეიცვალა. tmt: Nov 15 2009, 07:51 PM
 
 
tmt
post Nov 15 2009, 07:52 PM
წერილი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ესეც ისტორიული ამბავია - თქმულებასავით შემორჩა

არის ერთი ასეთი ქართული გვარი ლიკოკელი- .
ხევსურები არიან.
როდესაც მეფის რუსეთმა საქართველოში ფეხი მოიკიდა მთის მოსახლეობა არაერთხელ აუჯანყდა. აჯანყებულებს ძირითადად ციმბირს იქეთ ასახლებდნენ.
ერთ-ერთი გადასახლებული გვარად ლიკოკელი ყოფილა.
რუსეთ-იაპონიის ომის დროს. ერთ-ერთი, თანამედრომე ენით რომ ვთქვათ, იაპონელების "მედესანტე" რაზმი ამ ლიკოკელის ქოხთან მოხვდა. ეს მთიელი ქართული ორთაბრძოლის წესებს კარგად ფლობდა. მასთან ქოხში ჯერ ერთი ჯარისკაცი შევიდა, ცოტა ხანში მისი თავი გამოუგდია ლიკოკელს.
შემდეგ ორი, შემდეგ უფრიო მეტი, მოკლედ თითქმის მთელი რაზმი გაუწყვიტავს.
რაზმის მეთაურმა სირცხვილის გამო თავი მოიკლა .
თავად ლიკოკელს კი უკვე ასეული მიადგა შეიპყრეს. შემდგომ იაპონიაში გადაიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს როგორც "იაპონიის მტერი".


http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=523&a...sc&start=30

gobe -
წლევანდელ "არტგენზე" დასათვალიერებლად გამოფენილ იარაღებთან იყო ხევსურულ ტანისამოსში გამოწყობილი იარაღების ოსტატი, ახალგაზრდა კაცი . სწორედ მისგან მოვისმინე უშიშა ლიქოკელის ამბავი, რომელსაც 20 სამურაი გაუსტუმრებია იმ ქვეყანაზე. მასვე ჰქონდა გამოტანილი უშიშას ხმლის ნაწილი და გახვრეტილი ქარქაში. სწორედ იმ ხმლით ებრძოდა თურმე უშიშა იაპონელებს. მერე, თურმე იაპონელებს რაღაც მომენტით უსარგებლიათ და ლითონისაგან დამზადებული რაღაც სასროლი იარაღი (როგორც იმ კაცმა ამიხსნა, ამ სასროლ იარაღს ჰქონია რქის ფორმა, რომელსაც ისროდნენ "ნინძების სასროლი იარაღის" ვარიანტში) უსვრიათ უშიშასთვის, რომლითაც ქარქაში გახვრეტილა, ხოლო ხმალი კი გადატეხილა (?!).


წერილი შეიცვალა. tmt: Nov 15 2009, 07:54 PM
 
 
tmt
post Nov 15 2009, 07:55 PM
წერილი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ერთი სოფლის ლეგენდა, რომელიც თიანეთშია, სახელად "დევენაანთხევი".

ამ სოფელში ძალიან ხშირად გაიგებთ რაიმე ადგილის სახელს "დევის" მონაწილეობით: "დევის ხვრელი", "დევის წყარო" და ა.შ.
სოფლის წინამძღოლი ქალი ყოფილა, ძალიან მამაცი, ჭკვიანი და ძლიერი აღნაგობის, სახელად ევა რქმევია.
ერთხელაც სოფელზე მტერს მოუწევია დასალაშქრად. ევას რომ შეუხედავს მტრის მრავალრიცხოვანი ლაშქრისათვის, დარწმუნებულა, რომ რამდენიმე ათეული კომლი მოსახლეობით ვერ მოიგერიებდა მომხვდურს და ეშმაკობა უხმარია: მტრის მეთაურთან კაცი წარგზავნა და ათქმევინა: ჩვენი მეთაური ქალია. მას აქვს სურვილი, რომ შეგებრძოლოთ, იმედია, უარს არ იტყვით ამ გამოწვევაზე. დამარცხებული ადგილს დატოვებსო... მტრის მეთაურს გაცინებია და თანხმობა მიუცია... მეორე დღეს მტერმა და მტრის შერცხვენილმა მეთაურმა სოფელი დატოვა და ხალხმა ევას "დევ-ევა" შეარქვა, და სოფელს- "დევევაანთხევი" (დევენაანთხევი)...
ამ სოფლის ერთ მთაზე ვიპოვე თიხის ნატეხი, რომელიც მუზეუმში ჩვენ წ. აღ. მდე 3000-2500 წლით დამითარიღეს. იქვეა რელიეფურად ამობურცული მართკუთხედი, სავარაუდოდ შენობის ფუძე


http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=523&a...sc&start=30
 
 

17 გვერდები V  < 1 2 3 4 > » 
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 20th August 2017 - 04:32 PM