IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
3 გვერდები V   1 2 3 >  
გამოხმაურება  ახალი თემა
> რა ვიცით ქვესკნელზე და ზესკნელზე?, არის თუ არა უცხო არსებები?
qimera
post Jan 14 2012, 01:56 AM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



იანკების გადმოცემით,მათთან მივიდა თეთრი ღმერთი,რომელსაც ვირაკოჩს ეძახდნენ(ეს მან შექმნა სამყარო ქაოსისგან) ის ასწავლიდა მათ ყველაფერს,აშენებინებდა ნაგებობეს,დროდა დრო თავის ცეცხლოვანი ხომალდით სხვა ხალხთანაც მიდიოდა,ერთ დღეს კი დედამიწა დატოვა და შორეული ვარსკვალავისკენ გაფრინდა,თუმც დაიბარა რომ ისევ დაბრუნდებოდა

...ბრაზილია კოიაპოს ტომი: ერთხელ მათთან უცნაური ჩაცმულობის ადამიანი მივიდა მას ხელში ჭექ-ქუხილის იარაღი ეჭირა "კოპი".ადგილობრივები მის გამოჩენამ შეაშინა,ჯერ გაიქცნენ,მერე კი შეტევა განიზრახეს მასზე და მოსულმა მათ შესაშინებლად კოპი-დან გასროლით ჯერ ხე,შემდეგ კი ქვა გაანადგურა,ამით ანიშნა რომ სამტროდ არ მოსულა.მან გააუმჯობესებინა იარაღები,ასწავლა მშენებლობა,თავის იარაღით უსისხლოდ კლავდა ცხოველებს,მერე კი მანაც დატოვა "საშინელი გრიალით,ბოლით და ცეცხლის ფრქვევით " მათი სოფელი და ცაში აიჭრა...

აცტეკების მითი:მათთან მივიდა თეთრი სახის ადამიანი "კეცელკოატლი",რომელმაც თავის სისხლისგან შექმნა ადამიანი...

არიზონას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს ჰოპის ინდიელების
ტომი. ჰოპი მომთაბარე ტომია და გადმოცემების მიხედვით მათ სამი
საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალეს. პირველ საცხოვრებელ ადგილზე

„ღმერთმა“ ტეიოვამ შექმნა ადამიანი, რის შემდეგაც მალე ის მიდამო ცეცხლმა
გაანადგურა, ამის შემდეგ ჰოპის ტომმა სხვაგან გადაინაცვლა, სადაც გამყინვარებამ
მოუსწრო. მესამე სამყაროს კასკარა ანუ მზიანი მიწა ეწოდებოდა, ხოლო მეოთხეში,
რომლის ბოლოც მათი აზრით უკვე მოახლოებულია, ამჟამად ცხოვრობენ.
1969 წელს, ნასას მთავარმა კონსტრუქტორმა იოზეფ ბლუმრიჰმა, მეტად
საინტერესო ისტორია მოისმინა 80 წლის ინდიელისგან სახელად თეთრი დათვი,
რომელიც ჰოპის ინდიელების კოიოტების კლანს მიეკუთვნებოდა, რის შემდეგაც
გამოსცა წიგნი „კასკარა და შვიდი სამყარო“. აი რა უამბო თეთრმა დათვმა
ბლუმრიჰს და კიდევ რამოდენიმე დამსწრეს.

ათასწლეულების წინ ჰოპის ინდიელები, წყნარ ოკეანეში მდებარე კონტინენტზე
ბინადრობდნენ. მათ მიწას ასევე ლეგენდად ქცეული სახელმწიფოს სახელით -
„მუ“- მოიხსენიებდნენ. ოდესღაც, დედამიწის მეორე უკიდურეს მხარეს მცხოვრებ
ხალხთან ომი გაჩაღდა და სწორედ ამ პერიოდში იწყო „კასკარამ“ ჩაძირვა. სულ
მალე კონტინენტი წყლით დაიფარა და ჰოპის ტომი იძულებული გახდა
გადასახლებულიყო, რაშიც მათ კაჩინები დაეხმარნენ. კაჩინები თეთრი დათვის
გადმოცემის მიხედვით ჰოპისთან დაახლოებული არსებები იყვნენ, რომლებსაც
ინდიელები განვითარებით ბევრად მაღლა მდგომებად არწერენ. ეს არსებები მზის
სისტემიდან შორს მდებარე პლანეტის, ტოონაოტეკას ბინადრები იყვნენ,
რომლებიც დედამიწას ხშირად სტუმრობდნენ. კაჩინებს ინდიელებთან მეტად
მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ და როგორც თეთრი დათვი ამბობს „რაც არ უნდა
საოცრად ჟღერდეს, ყველანაირი შეხების გარეშე ორსულდებოდნენ ქალები მათგან.
ამ კონტაქტის შედეგად, მეტად ძლიერი ადამიანები იბადებოდნენ და ყოველგვარი
დახმარებისთვის მზად იყვნენ.

ამ უცნაურ მოვლენას მაიას „პოპულ ვუც“ გვაცნობებს: „პირველი ადამიანები,
სასწაულის შედეგად მამის გარეშე იბადებოდნენ. მათ შექმნილები ეწოდებოდათ
და დიდი სიბრძნით გამოირჩეოდნენ.“
თეთრი დათვი გვიამბობს, რომ კაჩინები „მფრინავ ფარებს“ ფლობდნენ,
რომლებითაც ჰოპის ინდიელები დატბორილი ზონიდან ახალ საცხოვრებელ
ადგილას გადაჰყავდათ. ასევე „დიდი ჩიტები“ და გემები გამოიყენებოდა ხალხის
გადასაადგილებლად. ამგვარად დასახლდა ჰოპის ტომი ამერიკის კონტინენტზე.
თეთრი დათვი ასევე ქალაქ პალატკუაპის (წითელი მიწა) ახსენებს, რომელიც მისი
თქმით ცენტრალური ამერიკის ცენტრად ითვლებოდა და მრავალსართულიან
შენობებში კაჩინები მოსახლეობას სხვადასხვა ხელობაში და მეცნიერებაში
ანათლებდნენ.
ერთ მშვენიერ დღესაც კაჩინებმა დატოვეს პალატკუაპის მიდამოები და
სამუდამოდ გაეცალნენ იქურობას, მაგრამ მოსახლეობას შეატყობინეს, რომ
ოდესღაც ისევ დაბრუნდებოდნენ. ამ დღის შემდეგ ელოდება ჰოპის ტომი


წერილი შეიცვალა. qimera: Jan 14 2012, 02:20 AM
 
 
qimera
post Jan 14 2012, 02:09 AM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



ის რასაც მალავენ?
 
 
qimera
post Jan 14 2012, 10:24 AM
წერილი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



http://rodonews.ru/i/full1272543057.jpg

წერილი შეიცვალა. qimera: Jan 14 2012, 10:26 AM
 
 
qimera
post Jan 14 2012, 10:42 AM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



აი როგორ აღწერს ეზეკიელი მფრინავ „ცხოველებს“, რომელიც მან იხილა:
ეზეკიელის წინასწარმეტყველება
თავი II
7. ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ
გაკრიალებული სპილენძივით.

ქვემოთ სურათში
შეიძლება ჩანდეს „ჭექა–ქუხილის“ იარაღი
„კოპი“. მართალია ეს ფრესკა და ბარელიეფი
მაიას ტომებს ეკუთვნით, მაგრამ რაც აქაა
გამოსახული აშკარად იარაღია.
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ „ბეპ–
კორორიტი“ იყო მეხი, რომელიც ხალხმა
გააღმერთა, მაგრამ ეს გამორიცხულია,
რადგანაც უბრალო ბუნებრივი მოვლენა, ვერ
დააარსებდა სასწავლებელს – „ნგ–ობს“

 
 
qimera
post Jan 14 2012, 10:46 AM
წერილი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



 
 
qimera
post Jan 14 2012, 10:56 AM
წერილი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



 
 
qimera
post Jan 14 2012, 11:03 AM
წერილი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



შუმერული
კოსმოგონიური ეპოპეა, „ენუმა ელიში“, რომლის უფრო ფართო განხილვასაც მომდევნო
თავებშიშემოგთავაზებთ, უაღრესად ლაკონურად აღწერს ადამიანის შექმნის აქტს:
„სისხლს შევამტკიცებ და ძვალს გავაჩენ“. ამ გადმოცემის თანახმად, ადამიანი შეიქმნა
სამყაროს შემოქმედის, ქინგუს ამორთმეული სისხლისგან. ამის ანალოგს ყურანშიც
ვხვდებით, სადაც ნათქვამია, რომ ალაჰმა ადამიანი შექმნა შედედებული სისხლისგან.
როგორც ხედავთ სისხლი მყარ მდგომარეობაში გადადის და ხდება ძვალი; ხოლო ძვალი,
როგორც ეს ძველ აღთქმაშია, ადამიანის სხეულის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს.
მეტაფორულად იგი ადამიანის მთელ სხეულს გულისხმობს.ასევე მკაფიოდ იკვეთება მსგავსება ბერძნულ, ნიგერიულ, ბიბლიურ და სხვა შუმერულ
გადმოცემებში, სადაც ადამიანი თიხისგან (წითელი მიწა) შეიქმნა. ვთვლი, რომ სისხლი
და თიხა ერთი მნიშვნელობით არიან ნახმარნი.

წერილი შეიცვალა. qimera: Jan 14 2012, 11:04 AM
 
 
qimera
post Jan 14 2012, 11:05 AM
წერილი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



ტროანას კოდექსი
„კანის 6 წელი, საკის თვის მულუკის მეთერთმეტე დღეს დაიწყო საზარელი მიწისძვრები,
რომლებიც ჩუენის მეცამეტე დღემდე გრძელდებოდა. მათი მსხვერპლი გახდა ჭაობიან
გორათა ქვეყანა – მუს ქვეყანა. იგი ორჯერ ამოიზარდა და მერე ერთ ღამეში გაქრა.
წყალქვეშა ვულკანთა განუწყვეტლივი ზემოქმედებით მატერიკი მრავალგზის
ამოიმართებოდა და ისევ უჩინარდებოდა. ბოლოს მიწა გაირღვა და ნაწილ–ნაწილ
გაპობილი ათი ქვეყანა შეიმუსრა. ეს ქვეყნები გაცალმტვერდა თავისი მოსახლეობიანად,
64 მილიონ სულს რომ შეადგენდა, ამ წიგნის დაწერამდე 8060 წლის წინათ.“

მითი ნახირსა და პურზე
„როდესაც ანუს ანუს ბრძანებით ანუნაქები დაეშვნენ, მიწა ჯერაც არ იძლეოდა პურს, არ
იძლეოდა ნაყოფს და არც იყო ცხვარი, არ იყო ნაშობი კრავი; და არ იყო თხა, რომ მოეცა
თიკანი, ჯერაც არ ართავდნენ (არ ართავდნენ შალს–ავტ.), ჯერაც არ იცოდნენ
ხელოსნობა.“
„შემდეგ ანუნაქების შესაქმეთა ოთახში შეიქმნა მშვენიერი შესახედი ლახარი („ნახირი
მომცემი შალისა“, ცხვარი – ავტ.) და ანშანი (მარცვლეული).“
„შესაქმეთა ოთახი იმ დღეებში კედრის (კვიპაროსის) ტყით შემოსილ წმინდა ბორცვზე
იდგა.“

წერილი შეიცვალა. qimera: Jan 14 2012, 11:09 AM
 
 
qimera
post Jan 14 2012, 11:10 AM
წერილი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



დღეს აქტიურად მიმდინარეობს ადამიანის გენეტიკის შესწავლა. არც თუ ისე დიდი ხნის
წინათ ადამიანისა და მაიმუნის სისხლს ერტმანეთისგან ვერ არჩევდნენ, რადგანაც
გვქონდა სისხლის იგივე ჯგუფები, პლაზმის იგივე ცილები და ა.შ. ჩვენი გენების 99%
ემთხვევა შიმპანზეს გენებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვჯვარდებით, რადგანაც ჩვენს შორის
დაკარგულია „ბმული“. ჩვენ განვვითარდით იმ ცხოველებზე „წარმატებულად“,
რომლებიც არსებობდნენ ჩვენზე ადრე. ბუნებრივ პირობებში ინტელექტუალური
მაჩვენებლის ასეთი კოლოსალური სხვაობის შანსი მინიმალურია. გენეტიკებმა
გამოიკვლიეს ჩვენ შორეულ წინაპართა ძვლები. აღმოჩნდა, რომ 223 გენი, რომელიც არის
ჩვენს გენომში მათში არ ჩანს. გავიხსენოთ ცნობილი პოლონელი გენეტიკოსის, პროფესირ
მათეი გეირტიჰის სიტყვები: „ცნობილი გახდა, რომ ადამიანის გენები უამრავ
ინფორმაციას შეიცავს. მეცნიერები ვერ ხსნიან ამ ინფორმაციის გაჩენას, ისიც თავისით.
ამისათვის ინტელექტი იყო საჭირო“.
აქვე მახსენდება პროფესორ მაიკლ ბიჰიმის შეხედულება ადამიანის გენებთან
დაკავშირებით: „ისინი არც ბუნების კანონებს შეუქმნია, არც შემთხვევასა და
აუცილებლობას. ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო“.
 
 
qimera
post Jan 14 2012, 11:12 AM
წერილი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



მოდით გამოვთვალოთ ადამიანის ბიბლიური შესაქმის თარიღი. ბიბლიის მიხედვით
ადამს შეთი შეეძინა 130 წლის ასაკში. შეთს ენოში 105 წლის ასაკში. ენოშს კაინანი 90 წლის
ასაკში. კაინანს მაჰალალელი 70 წლის ასაკში. მაჰალალელს იარედი 65 წლის ასაკში.
იარედს ენოქი 162 წლის ასაკში. ენოქს მეთუშალახი 65 წლის ასაკში. ამის შემდეგ ის
ღმერთმა თავისთან წაიყვანა. მეთუშალახს ლამექი 185 წლის ასაკში. ლამექს ნოე 182 წლის
ასაკში. ნოეს დაბადების შემდეგ მან იცოცხლა 595 წელი და გარდაიცვალა 777 წლის. ცოტა
ხანში მოხდა წარღვნა. მოდით შევკრიბოთ მოცემული რიცხვები:
130+105+90+70+65+162+65+185+777=1649. ესეიგი ბიბლიის თანახმად, ადამიანი შეიქმნა
წარღვნამდე დაახლოებით 1700 წლით ადრე. წარღვნა იყო ძვ.წ. 11000წელს.
აქედან გამომდინარე ადამიანი შეიქმნა ძვ.წ. 12700 წელს ანუ დაახლოებით 14500 წლის
წინათ. ეს თარიღი ემთხვევა ადამიანში ხელოვნების განვითარებას, ეს თარიღი ემთხვევა
პირველი ცივილიზაციების გაჩენას და საერთოდ, დააკვირდით, 8 მილიონი წლის
განმავლობაში ადამიანი რჩებოდა უბრალო ცხოველებად, ბოლო 14500 წელში კი მან ჯერ
სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, შემდეგ პირამოდები ააგო, დღეს კი კოსმოსში
დაფრინავს. ლენგვისტები კი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ყველა ენა მომდინარეობს ერთი
ენიდან, რომელსაც ისინი „ნოსტრატულ“ ენას უწოდებენ. მათი ვარაუდით ეს ენა
იხმარებოდა 12000 წელზე მეტი ხნის წინათ. ვფიქრობ დროის ფართო არეალისთვის
თვალის გადავლებამ უფრო მეტად დაგარწმუნათ, რომ შემთხვევითი არაფერია.
 
 
qimera
post Jan 14 2012, 11:13 AM
წერილი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



ასევე ძალიან საინტერესოა ლეგენდა, რომელიც დღემდე შემორჩამდინარე ჯუბასა და
ტბა რუდოლფს შორის მცხოვრებ სომალელებს. ეს არის უწყლო რაიონი. აქ შეხვდებით
ამომშრალ ჭებს, რომელთ სიღრმე 25 მეტრს აღწევს. როგორც სომალელები ამბობენ ეს ჭები
გოლიათებმა ააშენეს, რომელთ სიმაღლეც სამ მეტრს აღწევდა. თურმე მხოლოდ მათ
შეძლებიათ გაენგრიათ კედლები „უჩვეულო ხერხით“. სომალელები ჭების მშენებლებს
მაანტენლებს უწოდებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ერთ დღეს მფრინავი ურჩხულები
მოვიდნენ, რომელთაც მაანტენლების მთელი ჯოგი წაიყვანეს. ამის შემდეგ კი
გოლიათებმა ქვეყანა მიატოვეს. სომალელების თქმულებას ზურგს უმაგრებს
არქეოლოგიური აღმოჩენები – ამ მიდამოებში აღმოჩენილია 152 სანტიმეტრის სიგრძის
თეძოს ძვალი. გოლიათების ძვლები ნაპოვნია მსოფლიოს მრავალ მხარეში, მათ შორის
საქართველოშიც, ბორჯომ–ხარაგაულის ნაკრძალში.
ეს
 
 
qimera
post Jan 14 2012, 11:16 AM
წერილი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



ვაგრძელებთ კვლავ ანუნაქებზე. რომელ ადამიანურ უნარს განასახიერებენ ისინი? ერთ
აქადურ ტექსტში ისინი სახელებით არიან მოხსენიებულნი. ნათქვამია, რომ მათი
არსებობა აუცილებელია საქმის ჯეროვნად წარმართვისთვის. აქვე ნახსენებია, რომ
ასაშენებელი ან აღსადგენი ტაძრის გარშემო თავს იყრიან „სხვადასხვა არსნი“. შუმერებს
აღმოჩენილი ჰქონდათ ღვთაებრივი ელემენტი ტე–ე–მა, რაც იყო აღმნიშვნელი „არსისა“,
შინაარსობრივად კი თანამედროვე ენაზე ითარგმნება, როგორც დნმ. ესეიგი
მშენებლობებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა გენეტიკური სტრუქტურის მქონე სრსებები.
ფუნქციონირების მიხედვით ისინი იყოფიან სამ სფეროდ. მათ შორის პირველი
მოხსენიებულნი არიან: ქულა – აგურის ღვთაება, ენქი, რომელიც ამ ტექსტში
მოხსენიებულია, როგორც ნუდიმ–მუდ – არის აგურის შემქმნელი და მუშადა ანუ „დიდი
მშენებელი“. მათ მოსდევს ხუთი პროფესიის ღვთაება: ნინილდუ – სადურგლო საქმის
შთამაგონებელი არსება, ნინ–სიმუგ – მჭედლობის შთამაგონებელი არსება (მჭედლობის
ღვთაებად ასევე დასახელებულია ნინ–აგალი), გუშქინ–ბანდა – ოქრომჭედლობის
ღვთაება, ნინ–ზადიმ – მოქანდაკეობის ღვთაება და ნინ–ქურ–რა – ქვისმთლელობის
ღვთაება. და მესამე კარეგორიის ღვთაებანი: აშნანი – მარცვლეულ კულტურათა
ქალღმერთი, ლახარი – ჯოგების პატრონი ღვთაება, სირისი – ღვინისა და სხვა სასმელთა
ქალღმერთი და ბოლოს ნინ–გიშ–ზიდას – მცენარეულობათა ღვთაება.
კონცეფცია, ხელოვნების ღვთიური წარმოშობისა გატარებულია ძველ აღთქმაშიც,
ოღონდ აქ ენკების ნაცვლად ელოჰიმია შთამაგონებელი.
 
 
qimera
post Jan 14 2012, 11:18 AM
წერილი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



როგორც წინა მითში იყო ნახსენები, შუმერული ღმერთების, ანუნაქების ლაბორატორია
(შესაქმეთა ოთახი) იყო კედრის ტყით შემოსილ გორაზე, ასევე “პოემა გილგამეშზე”
გვამცნობს ამ ადგილის შესახებ. მას უწოდებენ ბაალბეკს. ეს პოემა გვეუბნება, რომ მას
შუმერთა დროშივე იყენებდნენ საჰაერო მიმოსვლისთვის და კავშირისთვის.
მთავარი გმირი – გილგამეში ეძებს ამ ადგილს და ამხელს ამის მიზეზსაც: „მე ავაგებ
მარადიულ შემს (ციურ ოთახებს).“ შემი აღწერილია ექურის აღწერაში: „სახლი
აღჭურვილობათა, სახლი მარადისობისა, სახლი, რომელშიც დიადთა ჭეშმარიტი გუგუნი
დგას, რომელიც ბრუნავს და ჭვრეტს, რომელშიც მოკვდავს ჯერ არ დაუდგამს ფეხი, ანუმ
განადიდა იგი.“ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კედრთა გორაზე იყო ერთ–ერთი ბაზა ანუნაქთა ანუ
ჩვენს ენაზე უცხოპლანეტელთა. აქ მათ ჰქონდათ „შესაქმეთა ოთახი“ ანუ ლაბორატორია
და ამ ადგილს იყენებდნენ საჰაერო მიმოსვლისთვის ანუ ეს ადგილი იყო ერთგვარი
საჰაერო სადგური. ტექნოლოგიების არსებობას ადასტურებს „ექურის აღწერაც“, სადაც
„ციური ოთახები“ მოხსენებულია, როგორც „სახლი აღჭურვილობათა“.
ანტიკურ სამყაროში ტექნოლოგიების არსებობას ადასტურებს ე.წ. ანტიკულერას
მექანიზმი.

წერილი შეიცვალა. qimera: Jan 14 2012, 11:19 AM
 
 
qimera
post Jan 14 2012, 11:21 AM
წერილი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



ნამდვილად აღნიშვნის ღირსია ხვამლის მთა (ხომლი), რომელიც თამამად შეიძლება
ითქვას, მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე იდუმალი ადგილია. აქ ცხოვრობდა კოლხი
მედეა, აქედან წაიღეს არგონავტებმა ოქროს საწმისი, ლეგენდის თანახმად აქ გააკრა ზევსმა
პრომეთე, აქედან წავიდა იო და დააარსა ეგვიპტე, აქ ინახება კოლხას მეფესთან
დამარცხებული ეგვიპტის ფარაონის – სესოტრისის განძი, აქ იყო ქართველ მეფეთა
განძსაცავი და მრავალი სხვა, მაგრამ ამჯერად ჩემს ინტერესს სულ სხვა რამ იპყრობს –
ხვამლის თავზე აღმოჩნდა უძველესი ობსერვატორიის ნანგრევები. თვითონ სახელი
ხვამლი კი იშიფრება როგორც ვარსკვლავთკრებული და უკვე ადგილის ტოპონიმიც
მიგვითითებს მის დანიშნულებაზე.
 
 
qimera
post Jan 14 2012, 11:26 AM
წერილი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
წერილები: 34
რეგისტ: 14-January 12
წევრის ნომერი: 1,269



 
 

3 გვერდები V   1 2 3 >
გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 21st August 2017 - 11:20 AM