IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
2 გვერდები V   1 2 >  
გამოხმაურება  ახალი თემა
> ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
tmt
post Nov 14 2009, 08:08 PM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



არქეოლოგიური აღმოჩენა სამცხე-ჯავახეთში



სამცხე-ჯავახეთში, ვარძიიდან 12კმ-ის დაშორებით სოფელ ლეპისის მიდამოებში არქეოლოგებმა შუასაუკუნეების დარნული არქიტექტურის სახლ-სამალავს მიაკვლიეს. უნიკალური მიწისქვეშა კომპლექსი მრავალსათავსიანია. მისმა სტრუქტურამ და მასშტაბმა მეცნიერების მოლოდინს გადააჭარბა.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: "დარანი არის - სახლი მიწას ქვეშ ნაგები ან კლდეში, ანუ მიწის ქვეშ შესასვლელი სამალავი". დარნული არქტექტურის შესწავლას ჯერ კიდევ 1950 წელს, აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ახალგაზრდა ისტორიკოსებს მოუწოდებდა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით წელს პირველად დაიწყო დარნული არქიტექტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. წინასწარი დაზვერვის შედეგად არ არის გამორიცხული, რომ აღმოჩენილი დარანი იყოს საწყისი იმ დიდი კომპლექსისა, რომელიც ისტორიული წყაროების თანახმად, სოფელს-სოფელთან აერთიანებდა და შუასუკუნეებში მტრისაგან თავისდასაცავად საუკეთესო თავშესაფარს წარმოადგენდა.





* * *
პირველი არქიტექტურული ნიმუშები



ქვეყნის არქიტექტურის ისტორია სათავეს ისტორიულ თრიალეთში იღებს. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით, ისტორიულ თრიალეთში მეგალითური ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

...უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისგან მშრალი წყობით ნაგები ძეგლებით უმთავრესად, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და აფხაზეთი გამოირჩევა. თუმცა ციკლოპური ნაგებობების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთი იქცევს ყურადღებას, სადაც 50-ზე მეტი მეგალითური ძეგლია დაფიქსირებული და აქედან მხოლოდ წალკის რაიონში ციკლოპური ნაგებობის 20-ზე მეტი უნიკალური ნიმუში გვხვდება. ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის არქიტექტურა ძვ-წ.აღ III-II ათასწლეულით თარიღდება.
არსებული ძეგლების სიძველისა და შესაბამისად მათი ისტორიული თუ მხატვრული მნიშვნელობის მიუხედავად, მეგალითური ციხეების სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული საუკუნის შემდეგ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ერთობლივი დაფინანსებით, წელს პირველად დაიწყო.

წერილი შეიცვალა. tmt: May 23 2010, 11:07 AM
 
 
tmt
post Nov 14 2009, 08:10 PM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა კაზრეთში

27.08.09 17:20

უნიკალური აღმოჩენა არქეოლოგიაში კვლავ საქართველოში გაკეთდა. კაზრეთში, საყდრისის მთის ფერდობებზე ძველი წელთაღიცხვის მეოთხე ათასწლეულის ბოლო პერიოდის უნიკალური მაღაროებია აღმოჩენილი. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ ამ პერიოდში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებდნენ და მადნის გადამუშავების სპეციფიკური წესიც არსებობდა.

აღმოჩენა ქართულ-გერმანულ ექსპედიციას ეკუთვნის. გათხრები 2004 წელს ტერიტორიაზე სამარხების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო. 5 წლის წინ დაწყებული კვლევისას მეცნიერებმა გვირაბები იპოვეს, რომლებშიც მაშინდელი ვერსიით, მადანი მოიპოვებოდა. 2004 წელს გამოთქმული პროგნოზი ამ ახალი მსოფლიო მასშტაბის უნიკალური აღმოჩენით უკვე საბოლოოდ დადასტურდა. ნაპოვნია მადნის მოსაპოვებელი და და დასამუშავებელი იარაღები, აღმოჩენილია ასევე მადნის გამოსაწვავი ქვით მოპირკეთებული მონაკვეთები, საცხოვრებელი ადგილები, წინასწარი დასკვნით, ოქროს ეს მაღაროები მსოფლიოში უძველესია, ასეთი უნიკალური ექსპონატები მსგავსი დანიშნულებით ეგვიპტეშიც კი არ არის ნაპოვნი. მეცნიერები გათხრებს განაგრძობენ

http://www.rustavi2.com/news/news_textg.ph...p;ct=0&wth=

http://mamuli.net/qartlosi/bpg/publication...mp;vjob=vsub,47
 
 
tmt
post Nov 14 2009, 08:11 PM
წერილი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



ქართველმა არქეოლოგებმა დაადასტურეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში საბერძნეთისა და კოლხეთის მჭიდრო კავშირები

17:28 | 13/ 06/ 2007


თბილისი, 13 ივნისი /"ახალი ამბები - საქართველო", ელენე ფარცვანია/. ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ქართველი არქეოლოგების აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში საბერძნეთსა და კოლხეთს შორის მჭიდრო კავშირები არსებობდა. ამის შესახებ არქეოლოგმა, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ცენტრის კოლხური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, რევაზ პაპუაშვილმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრ "რია ნოვოსტიში" 13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში საბერძნეთსა და კოლხეთს შორის კავშირები დოკუმენტურად დასტურდება. ამას ცაიშის სამარხში აღმოჩენილი საგნები მოწმობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სამარხში ძვლებთან ერთად აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინისა და თიხის უნიკალური ნაკეთობები, მათ შორის შუბები, ცულები, სხვადასხვა ჭურჭელი, ქამრის ბალთები, სამაგრები, ქანდაკებები, რომელთა ანალოგებიც აღმოჩენილია საბერძნეთში. ასევე აღმოჩენილია ბევრი სამშვენისები კულონების, სამაჯურებისა და მძივების სახით.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდის ნაკეთობებში აშკარად იკვეთება ის გენეზისი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-9-5 საუკუნეების კოლხეთის საიუველირო ხელოვნების წინაპირობა გახდა.

"ეს ამ ადგილას აღმოჩენილი პირველი სამარხია, მაგრამ კიდევ დაახლოებით 100 სამარხის აღმოჩენას ვვარაუდობთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ კოლხეთში არქეოლოგიური გათხრები მინიმუმ 50 წელს მაინც კიდევვ გასტანს.

აღმოჩენების საფუძველზე არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ არგონავტების ცნობილი მოგზაურობის მიზანი არა ოქროს საწმისი, არამედ სინამდვილეში რკინა გახლდათ, რომელიც იმ პერიოდში კოლხეთში ბევრი იყო. ამის დამამტკიცებელი ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე გათხრების დროს აღმოჩენილი დაახლოებით 400 რკინის სადნობი სახელოსნოა.

ხოლო საბერძნეთში ბევრი ვერცხლი, ოქრო და სპილენძი მოიპოვებოდა, პაპუაშვილის თქმით კი, რკინა - არა. "ამიტომ, ბერძნებისთვის "ოქროს საწმისი" სინამდვილეში რკინა იყო", განაცხადა არქეოლოგმა. -–0—

http://www.newsgeorgia.ge/geo1/20070613/41996374.html
 
 
tmt
post Nov 14 2009, 09:37 PM
წერილი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



18-07-2009
პატარა გორაკის დიდი საიდუმლო
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე, იგოეთის მონაკვეთში, გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიურმა გათხრებმა უნიკალური მასალა მისცა მკვლევრებს. მოკვლევის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, მოპოვებულია 35 ათასი ექსპონატი, ნაპოვნია ძვ. წ. VIII-I საუკუნეების 200 სამარხი და ნასახლარი. მონაპოვართა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ.წ. IV საუკუნით დათარიღებული ოქროსა და ბრინჯაოს დისკოები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, ფაქტობრივად, ადასტურებს ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ისტორიას:

სამწუხაროდ, უახლოესი ერთი კვირის შემდეგ აქაურობას მიწა და ბეტონი დაფარავს, რადგან გრაკლიანის გორას შუაზე კვეთს მშენებარე ავტობანი. გაოცებას ვერ მალავენ საგზაო მაგისტრალის მშენებელი ებრაული კომპანია «ასტრომის» თანამშრომლები: ჩვენთან ხელშეუხებელია აღმოჩენილი ნებისმიერი სამარხი, თუნდაც ერთადერთი. ეს არის ისტორიული უკვდავი ნივთმტკიცება, რომელმაც შესაძლოა ტერიტორიული დავებიც კი მოაგვაროსო. ეტყობა, რაკი იგოეთს, ჯერჯერობით, არავინ გვედავება, ამ არქეოლოგიური ზონისთვის მიწის წაყრა არ ენანებათ ჩვენს ხელისუფალთ. არქეოლოგებს გამუდმებით ურეკავენ (პირადად შევესწარი სატელეფონო საუბარს, რამაც კულუარული ინფორმაცია დამიდასტურა: ექსპედიციის ხელმძღვანელს ვიღაც ორ დღეში სთხოვდა გრაკლიანის გორიდან ყველაფრის «ალაგებას») და «ზემოდან» სამუშაოს სწრაფად დასრულებას მოითხოვენ.


აქ ყოველ ნაბიჯზე ფუსფუსებენ პროფესიონალი არქეოლოგები და სტუდენტები. თხუთმეტიოდე წუთის მისული ვიქნებოდით, ერთ-ერთ სამარხში ბრინჯაოს სამაჯური რომ გამოჩნდა. მალე მეორე სამარხში ვერცხლის საყურეს გადააცალეს მიწა. თავის ქალას თითქმის უკლებლივ ჰქონდა შენარჩუნებული კბილები, გრძელი, ვერცხლის საყურე კი ემბრიონის ფორმაში გაქვავებულ ნეშტს ყურიდან სახეზე გადავარდნოდა. საყურე მოწმობს, რომ სამარხი ქალის არის. იქვე, მეზობლად, რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ სამარხში ერთად იყვნენ დასაფლავებული კაცი და ცხენი. როდესაც პატრონი კვდებოდა, მასთან ერთად ამთავრებდა სიცოცხლეს ცხენიც, - მასთან ერთად გადატეხილ იარაღს აყოლებდნენ მიცვალებულს საფლავში. ერთ-ერთ ასეთ \სამარეში სამიოდე დღის წინ აღმოაჩინეს ულამაზესი მცენარეული ორნამენტებით შემკული ოქროს პატარა დისკო. როგორც პროფესორი ლიჩელი ამბობს, დისკოს პოვნა \ბრწყინვალე ისტორიული მოვლენაა.

ვახტანგ ლიჩელი:

«ეს არის 2400 წლის ნივთი, ისიგნია, მფლობელის სოციალური ტიტულის მანიშნებელი. ოქროს დისკო აქვეა დამზადებული, ანუ მაშინდელი საზოგადოება შესანიშნავად ფლობდა ბრინჯაოზე ოქროს გადაკვრის ტექნოლოგიას, რომ აღარაფერი ვთქვათ ორნამენტული მოხატვის ხელოვნებაზე. ჩვენმა ექსპედიციამ უფრო ადრეც აღმოაჩინა ამ ტექნოლოგიის ნიმუშები. ეს ტრადიცია ძვ. წ. XVI საუკუნიდან მოდის, ადრინდელი ექსპონატები ასეთი მაღალი დონის არ ყოფილა. როდესაც დისკო გაიწმინდება და ბუნებრივ ფერს მიიღებს, ულამაზესი ნივთი იქნება. მისი მფლობელი 60 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, წარჩინებული პირი იყო, ჰქონდა ადმინისტრაციული თანამდებობა და ქართლის სამეფოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. ბრინჯაოს დისკოზე გადაკრული ოქროს ფირფიტა შესანიშნავი დეკორითაა შემკული. აღმოჩენილია კიდევ ერთი ბრინჯაოს დისკო, რომელიც ასევე მშვენივრად არის ორნამენტირებული. სავარაუდოდ, ის რანგით დაბალ მოხელეს ეკუთვნოდა. ამით ჩანს, რომ იმდროინდელ საზოგადოებაში კარგად არის ჩამოყალიბებული სოციალური კლასიფიკაცია. ეს ის პერიოდია, როდესაც ფარნავაზი იწყებს მოღვაწეობას და პირველ სახელმწიფოდ ყალიბდება იბერიის სამეფო. ექსპონატების კვლევის საფუძველზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ პატარა მონაკვეთზეც კი მკაფიოდ არის ასახული თითქმის ყველა ის პირობა, რაც უნდა ახლდეს სახელმწიფოებრივ განვითარებას სოციალური კლასიფიკაციის სახით.

- მხოლოდ სოციალური კლასიფიკაციის ნიშნები, ალბათ, ვერ გამოდგება ამის დასამტკიცებლად. კიდევ რა საფუძვლებს ეყრდნობით?

- ეს ჩანს იმ ფაქტორებიდანაც, რაც მიანიშნებს აქაური საზოგადოების კულტურულ-ინტელექტუალურ დონეზე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან. აქ, გრაკლიანის გორაკზე, კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია დამზადებული. ეს იშვიათი ექსპონატები მხოლოდ უმაღლესი რანგის მუზეუმებს - ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმსა და ლუვრს ამშვენებს. ეს არის 6000 წლის წინანდელი ნივთები, რომელიც ჯერ კიდევ დამწერლობის ჩამოყალიბებამდე გამოიყენებოდა სხვადასხვა დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად. სავარაუდოდ, გამოიყენებოდა სავაჭრო ურთიერთობის დასარეგულირებლად. ასეთი რამ მხოლოდ დამზადების ადგილას, სამხრეთ მესოპოტამიაშია აღმოჩენილი. უფრო გვიან კი ნახეს ანატოლიაში, აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, მერე კი გავრცელებას იწყებს დასავლეთ რეგიონებში. როგორც ჩანს, ეს ნივთები პირდაპირი ურთიერთობის წყალობით მოხვდა ჩვენთან. აღმოჩენილია იმ ადამიანების ჩონჩხებიც, ვინც მათ უშუალოდ იყენებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურ საზოგადოებას განვითარების მაღალი დონე ჰქონდა, ცნობდა იურიდიული შეთანხმების ძალას. საბეჭდავები აღმოჩნდა ტაძარში, რომელიც ამ ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე გაითხარა.

აქ ბევრი მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობა, ასევე ვიპოვეთ ორმაგპროტომიანი ქანდაკებით შემკული საკურთხეველი, რაც წინ უსწრებს აქამდე ცნობილ ყველა ორმაგპროტომიან ქანდაკებას როგორც ანატოლიის ტერიტორიაზე, ისე კონტინენტურ საბერძნეთსა და დასავლეთ საქართველოში. ეს ყველაზე ძველია, რამაც ძალიან ბევრი ისტორიული თეორია შეცვალა...

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/7310-oqro...s-shecvlis.html

როგორც ირკვევა, 3000 წლის წინ ახლანდელი იგოეთის ტერიტორიაზე უკეთ იცავდნენ არქიტექტურული დაგეგმარების პრინციპებს, ვიდრე დღევანდელ თბილისში. აღფრთოვანებას იწვევს ნასახლარების დახვეწილი არქიტექტურული განლაგება. ტერასებზე გაშენებულია ერთი და იმავე ტიპის სახლები. მშენებლობის პროცესში კლიმატური პირობებიც არის გათვალისწინებული. იმის გამო, რომ აქ უმეტესად დასავლეთის ქარი უბერავს, ყველა შენობა ორიენტირებულია სამხრეთისკენ და ცივ სეზონზე სამხრეთიდან მზის სინათლე უხვად შეედინება სახლებში. ყველა სახლს აქვს გათბობის სისტემა, ღუმელი, რომელსაც ზაფხულში მხოლოდ საცხობად იყენებდნენ. ეს მოწმობს სოფლის მეურნეობისა და საზოგადოდ, ხორბლეულის მოყვანის კულტურას. დასტურდება წარმოების მაღალგანვითარებულობის ნიშნებიც. შემორჩენილია მეტალურგიული და ხის სახელოსნოების ფრაგმენტები, რომელიც ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებს განეკუთვნება.

სამარხებიდან და ნასახლარებიდან სხვადასხვა კულტურული ფენა იმზირება.

ვახტანგ ლიჩელი: პირველი ათასწლეულის დასაწყისის ზოგიერთი ექსპონატი მოწმობს, რომ კავშირი ჰქონიათ კოლხეთთან, აქ ნანახი ჭურჭელი თითქმის ანალოგია ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისის კოლხური ექსპონატისა, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში გათხრილ ერთ-ერთ სამარხშია აღმოჩენილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის ასეთი კონტაქტები ბუნებრივია. აქ დაფიქსირებული შუბისპირებიც დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსთვის. ასევე ნახავთ ძვ. წ. V-IV საუკუნეების კულტურულ ნაშთებს. ეს არის პერიოდი, რომელიც იბერიის სახელმწიფოს ფორმირებას უსწრებს წინ. ამ დროს მოდური ხდება მოხატული კერამიკა, რომლის ნიმუშიც გრაკლიანის ზონაში დაფიქსირდა. ის მოხატულია მცენარეული საღებავით, რომელსაც ვერაფერს აკლებს დრო და ამიტომაც 2400 წლის შემდეგაც მშვენივრად გამოიყურება. როგორც ჩანს, აქ ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული მევენახეობა. საფლავებში ღვინის სასმისების გარდა, დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი ვაზის ხისტარიანი სასხლავი დანა.

არქეოლოგებმა გორაკზე ჯერ მხოლოდ ორი ტერასა გათხარეს, დარჩენილია კიდევ სამი - ცენტრალური და ზედა, სადაც ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეში დიდი ტაძარი მდგარა. ტაძრის მანიშნებელი ფრაგმენტები წითლად შეღებილი კრამიტების სახით უკვე ნაპოვნია. ]

ამ ეტაპზე არქეოლოგიური ექსპედიციისთვის საგანგებო დაფინანსება არ გამოყოფილა, მისი ხარჯები გათვალისწინებულია ავტოსატრანსპორტო გზების დეპარტამენტის მიერ ავტობანის მშენებლობისთვის განკუთვნილ საერთო თანხაში. სამწუხაროდ, მშენებელს გორაკის სხვა ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების დაფინანსება არ ევალება. შესაბამისად, გაურკვეველია, როდის გამოჩნდება ამ დიდი საქმის გაგრძელების მსურველი.

50 წელია აინტერესებდათ არქეოლოგებს აქაურობის გამოკვლევა. როგორც ვახტანგ ლიჩელი ამბობს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა გორაკი ამხელა საიდუმლოს ინახავდა. გრაკლიანის გორაკის აღმოჩენებზე მოხსენების წასაკითხად ექსპედიციის ხელმძღვანელი უკვე იყო მიუნხენში, სექტემბერში კი პარიზში ელოდებიან. საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ასეთი დაინტერესება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გია ხუბუას აიმედებს, რომ უცხოეთიდან დონორი პარტნიორი გამოჩნდება და ერთობლივად გააგრძელებენ გრაკლიანის გორაკის კვლევას.

ბატონმა ვახტანგმა ერთი ოცნება გაგვიმხილა: «მჯერა, რომ ზედა ტერასებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმალება. ძალიან მინდა მთელ საიდუმლოს ავხადოთ ფარდა და ავტობანის გასწ