IPB

სტუმარი ღვთისაა ( შესვლა | რეგისტრაცია )

დახმარება   ძებნა   წევრები   კალენდარი

 Forum Rules წესები
 
გამოხმაურება  ახალი თემა
> დედამიწის უძველესი ცივილიზაციები და კულტურები, ცივილიზაციის ათვლის წერტილი
tmt
post Mar 8 2010, 10:40 PM
წერილი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



საინტერესოა საიდან და როდის დაიწყო დედამიწაზე პირველი ცივილიზაციების ჩასახვა...
სად იყო მსოფლიო ცივილიზაციების აკვანი?

შუმერი, ეგვიპტე, ევროპა თუ ანატოლია?
კლასიკურ, აკადემიურ ისტორიაში თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა
პალეოლითი (ქვის ხანა - ქვედა, შუა და ზედა პალეოლითი)
მეზოლითი (ევროპაში მეზოლითი იყო 10-7 ათ. წლის წინ )
ნეოლითი ( ქრ.შ-მდე 8000 წ)

ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ბრინჯაოს ხანა. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ პერიოდად : ადრე , შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანა.
ადრე ბრინჯაოს ხანის დროს სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა.ამ პერიოდში ადამიანი საკმაოდ განვითრებული. მან შესძლო ხარის მოშინაურება. განვითრების კიდევ უფრო მაღალ საფეხურს აღწევს მეტელურგია, მიწათმოქმედება. ამ პერიოდში გვაროვნულ თემებში დომინირებს მამაკაცი ამიტომ ამ პერიდიდან იწყება პატრიარქატი. მტკვარ-არაქსის კულტურა დაახლოებით
1 000 წელი არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოში ბევრგანაა იმდროინდელი ნასახლარები აღმოჩენილი.

ძველი წელთაღრიცხვი III ათასწლეულიდან იწყება შუა ბრინჯაოს ხანა . ამ პერიოდში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. ამ კულტურისთვის დამახასიათებელია ყორღანების არსებობა. ყორღანების სიგრძე 10-15 მეტრს აღწევდა ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე. ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი ოთახი. დიდ ყორღანებში ტომის ბელადებს და ცალკეული გვარის წარმომადგენლებს კრძალავდნენ. ყორღანებში გვხვდება მიცვალებულთან ჩატანებული ძვირფასი ნივთები. ყორღანებს გარედან ქვიშას და მიწას აყრიდნენ დროთა განმავლობაში ეს სამარხები ბუნებრივ ბორცვებად იქცეოდა, ისე რომ მისი გარჩევა შეუძლებელი ხდებოდა.

ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან იწყება გვიანი ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება დასავლურ ქართული და აღმოსავლურ ქართული კულტურა. ძველი წელთაღრიცხვის I ათსწლეულისათვის კოლხური კულტურა თავის განვითარების მწვერვალს აღწევს. ამ პერიოდში იშლება გვაროვნული თემები , უკვე ადამიანებს აერთიანებს არა ნათესაობა არამედ მეზობლობა. ამ პერიოდში წინაურდება ტომის ბელადები , ეს თანამდებობა უკვე შთამომავლობით გადადის.






და მიუხედაავდ ამ მწყობრი სქემისა,
არქეოლოგები აწყდებიან ისეთ აღმოჩენებს, რომელიც თავდაყირა აყენებს ცივილიზაციათა განვითარების ამ სქემას.


ვნახოთ რა ცივილიზაციები და კულტურები არსებობდა დედამიწაზე უძველესი დროიდან...
 
 
tmt
post Mar 8 2010, 10:50 PM
წერილი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: მოდერატორი
წერილები: 870
რეგისტ: 21-June 08
წევრის ნომერი: 350



მაშ რაა ახალი ამ საკითხთან მიმართებაში?



ეს არის georgianeli-ს პოსტი


2005 წელს გერმანიის (დრეზდენი, ლაიფციგი), ავსტრიისა და სლოვაკეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ტაძრების მაშენებელთა ცივილიზაცია, რომელსაც არქეოლოგები ძველი წელთაღრიცხვის 4800-4600 წლებით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგვიპტურზე მთელი 2000 წლით უფრო ძველია. აქამდე ფიქრობდნენ, რომ მონუმენტური ზომის შენობების აგება შუამდინარეთსა და ეგვიპტეში დაიწყეს პირველად. ეს აღმოჩენა კი თავდაყირა აყენებს ამ მოსაზრებას. აქ აშენებული ტაძრები მრგვალი მოყვანილობისა და გიგანტური ზომისაა; ზოგიერთის დიამეტრი ნახევარ მილს აღწევს. დალაგებულია გემოეტრიული და ასტროლოგიური სისტემების მიხედვით. ეწეოდნენ მესაქონლეობას, მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები; სამუშაო იარაღებს ამზადებდნენ ქვის, ხისა და ძვლებისაგან. ასევე, თიხისაგან აწარმოებდნენ ჭურჭლეულობას, ზედ გეომეტრიული გამოსახულებებით. ნაპოვნია პატარა ზომის ადამიანისა და ცხოველების ფიგურები. აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით ნაპოვნ ადამიანის ფიგურებს შორის ერთადერთი მამაკაცის ფიგურის (რომელიც უკვე ითვლება უძველეს მამაკაცის ფიგურად ევროპის ტერიტორიაზე) გარდა ყველა ქალის ფიგურაა, რაც ამ საზოგადოებაში მატრიარქატისა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული მსოფლმხედველობის არსებობაზე მიუთითებს.

ჩანს, რომ ეს ცივილიზაცია ორ საუკუნეში გამქრალა. არქეოლოგიური აღმოჩენები კი იმდენად ახალია, რომ ჯერ სახელიც კი არ აქვს.


Europe's oldest known civilization discovered.
June 11, 2005 8:41 PM Subscribe

Europe's oldest known civilization discovered.Archaeologists have discovered an ancient civilization of temple builders that existed in central Europe between 4800BC and 4600BC -- over 2000 years before Egypt. They constructed over 150 geometrically, astronomically, and spiritually aligned temples (translated) out of earth and wood, that had diameters of up to a half a mile. They were built by a people who lived in villages centered around communal longhouses of up to 150 feet in length. Their civilization raised large herds of animals, gathered grain with primitive sickles, made tools out of of stone, bone, and wood, manufactured pottery decorated with geometric designs (.pdf), and created small clay figurines of humans and animals. Only one male figurine has been found so far (.pdf) -- the rest have been of women with large breasts -- fertility symbols -- which suggests a fertility-based spirituality, and possibly a matriarchal society.
http://www.metafilter.com/42703/Europes-ol...tion-discovered
http://insomnia.livejournal.com/571936.html
http://www.taipeitimes.com/News/world/arch...6/12/2003258987
http://www.buzzle.com/editorials/7-5-2005-72654.asp
http://www.google.com/search?q=Europe'...tart=0&sa=N
 
 

გამოხმაურება  ახალი თემა
1 წევრი კითხულობს ამ ფორუმს (1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



  მსუბუქი ვერსია ამჟამად არის: 17th October 2019 - 02:05 PM